CrosmanC31 ზეთი საჭიროა იმისათვის რომ დაზეთოს მექანიზმი, ლულა, შესაბამისი რეზინები რომელიც ბალონიდან ჰაერს არ გამოაპარებს პლიუს ბალონის გასახვრეტი ნემციც იზეთება მაგ დროს და გახვრეტისას უფრო იოლად ხვრიტავს ბალონს, პლიუს ხახუნი ნაკლებია და ნემსი ნაკლებად ზიანდება.
ნუ იმედია ზეთის გამოყენების შინაარსი გასაგებლარია, შეძენა შეგიძლია იგივე გრიშასთან, ან იგივე ინტერნეტით, ზეთს ჰქვია pellgun oil გამოიყურება ისე როგორც ქვედა სურათზეა

რაც შეეხება თვალით გაზომვას... ნუ მაგაზე აურაცხელ ბაასს აზრი არ აქვს, მგონი ისედაც ხვდები რომ თვალი არ არის ის საზომი ინსტრუმენტი რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, საჭიროა სპეციალური ხელსაწყო სახელად ქრონოგრაფი, ან
ასეთი, ან აი
ასეთი...
დალშე პირველი გასროლა უფრო ჩქარი მოგეჩვენა და ცარიალზე გასროლილს უფრო მეტი ხმა აქვს, ეგ აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, მაგის განმარტებას ფიზიკის კანონები მოგცემს:
1) - პირველი გასროლა უფრო ჩქარია იმიტომ რომ ბალონი ნორმალურ გარემოს ტემპერატურაზეა, ყოველი მომდევნო გასროლისას ბალონი უფრო და უფრო ცივდება აორთქლებული აირის გამო, co2-ს კი ცუდი ჩვევა აქვს, ტემპერატურის დაცემასთან ერთად უფრო და უფრო ნაკლებ აირს გამოყოფს თან უფრო დაბალი წნევისას შედეგად უფრო და უფრო სუსტი იქნება გასროლა.
2) - ცარიელზე გასროლა... ნუ მანდაც იგივე ფიზიკა მუშაობს, თუ ტყვიას არ აწვება აირი და არ ნელდება იმ გარემოებით რომ რაღაცას უნდა მიაწვეს, მაშინ აირი ლულიდან უფრო ჩქარა გამორბის, ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ტყვიას აწვება. ხმა კი არის, ჰაერის ტალღის გაფართოება, ანუ ჰაერის ტალღის სიჩქარე, შედეგად თუ ჩქარა მოძრაობს ჰაერი უფრო მაღალი ხმა ექნება, ხოლო თუ ნელა, მაშინ ნელი... კაროჩე აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ცარიელზე ხმა აქვს, და ტყვიით კი ხმა ნაკლები აქვს. ეგ ეგრეც უნდა იყოს

3) რაც შეეხება ზამბარა გაჭიმეთ და რამე... ნუ თუ გრიშამ თქვა ნელიაო, წესით ნუ სუფთა სუფიექტორი გამოცდილება მაგ კაცს უნდა ჰქოდნეს და არაა გამორიცხული რომ მართალი იყოს, მაგრამ ზამბარის გაჭიმვა არის, დროებითი მოვლენა, რადგანაც ზამბარა რამდენიმე დროის მერე დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას და დიდი არაფერი ცვლიელბა არ მოხდება

ანუ რაღაც რაოდენობა გასროლებზე გექნება რაღაც ზრდა, მაგრამ ნელ-ნელა დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას. აქაც ისევ ფიზიკა მოქმედებს, კერძოდ ლითონის სტრუქტურა. ზამბარას რაღაც ფორმა აქვს მიცემული და იმ მდგომარეობაშია ნაწრთობი, ამიტომაც ცდილობს ყოველთვის წინა მდგომარეობაში დაბრუნდეს, თუ ზედმეტად გაჭიმავ, მაშინ მესერული სტრუქტურა დაირღვევა და პირიქით ეფექტს მიიღებ, ანუ წინა მდგომარეობას უცებ დაუბრუნდება (იმიტომ რომ შესუსტებულია სტრუქტურა), პლიუს დიდხანს მანდ ვერ დარჩება და პირიქით უფრო და უფრო მოსუსტდება.
მოკლედ რომ ვთქვათ აზრი არ აქვს გაჭიმვებს ცარიელ გასროლებს, თვალით დაკვირვებას. ჯერ უნდა გაიქრონოს, მერე იქნება გარანტირებული დიაგნოზი სიჩქარესთან მიმართებაში. ანუ პირობითად ვთქვათ მოგცა 90 მეტრ წამი.
ახლა უნდა შეადარო საერთო საშუალო მაჩვენებელს ანუ რას იძლევა რეალურად ეგ ფიშტო გასროლისას (ქარხანა რას წერს მაგ შემთხვევაში საინტერესო აფსოლუტურად არაა, ქარხანა ყოველთვის მეტს წერს სარეკლამო პონტში). შედეგად ვთქვათ გამოცდილებით გაირკვევა რომ საშუალოდ ეგეთი პისტოლეტები ისვრიან 110-120 მეტრ წამით, ნუ ბაზარი არაა მაშინ მართლა ნელა ისვრის შენი ფიშტო და გასარკვევია რის გამო, იქ ზამბარა ახურებს, კლაპანი, ლულის დიამეტრი ტყვიის ფორმა/ წონა თუ რა....
ხოლო თუ სიტყვაზე გაირკვევა რომ საშუალო სტატისტიკით ეგ ფიშტო ისვრის 90-100 მეტრ წამით, მაშინ მანდ არაფერია შესაცვლელი, იმიტომ რომ 100%-იანი განმეორადობა მაგეთ ფიშტოებში არ არსებობს (ბოლო-ბოლო კაპიკები ღირს, რა... 2-3 ატასიანს შეიძლება არ ჰქონდეს, იდეალური განმეორადობა და 50$-ს რა უნდა მოსთხოვო?). ზოგს ექნება 90 ზოგს 100 ზოგს საშუალო, ნუ მაგ შემთხვევაში პროსტა არ გაგიმართლა და ისეთი შეგხვდა რაც არ გაწყობს... ნუ მაგ შემთხვევაში უკვე იწყება ტუნინგი, ანუ არსებული რაც გაქვს რაღაც რაღაცეების გაუმჯობესების ხარჯზე ცდილობ რაიმე უკეთეს შედეგს მიაღწიო, მაგრამ ეს ბოლო საფეხურია, შენ ჯერ რეალური სიჩქარე უნდა დაადგინო, მანამდე კი ნებისმიერი განცხადება არის, პანიკა, მიუხედავად იმისა რომ ბოლოს შეიძლება შენი შეგრძნება მართალი აღმოჩნდეს, მაგრამ სანამ ეგ შენი შეგრძნება რეალური ციფრებით არ დადგინდება, მანამდე ვერანაირად ვერ იტყვი რომ მართლა ასეა