ბიჭოოო, ამ ქსელების დედა ვატირე მე ყველასი, ერთი კვირაა სახლში ინტერნეტის გარეშე ვარ და მარტო სამსახურიდან შემიძლია შემოსვლა.
ახლა რაც შეეხება გასვლას,
12-მდე დარჩენილია 4 დღე, რაც მოსამზადებლად ძალიან ცოტაა!!!
მე ხალხსაც ვერ ვხედავ აქ, ნუ ბოლო გვერდს, რომ გადახედოს კაცმა სულ რაღაც სამი კაცია აქტიური.
რაჭაში გასვლას უნდა მინიმუმ ერთ კვირიანი მომზადება და თანაც ისე, რომ სერიოზულად დაუთმო დრო მაგ საკითხს. არ მინდა ისევ ისეთი გასვლა გამოვიდეს, რომ არც სამიზნეები გვქონდეს ნორმალური და არც აზრი ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი.
მე გასვლა წარმომიდგენია ისე, რომ ერთი 15 კაცი მაინც უნდა იყოს მაგ გასვლაზე და მართლაც აზარტში, რომ ვიყოთ სროლის. არც ისე მინდა, რომ ერთი კაცი თან ხორცს ჭრიდეს და თან იარაღისკენ გამორბოდეს, არიქა ჩემი სროლის ჯერიაოო.
შაბათს ვიყავი სათევზაოთ წალკაში და საღამოთი ისე გავიყინეთ, რომ 8 საათზე როცა თევზმა დაიწყო მოსვლა, ავბარგდით და მანქანებში გათბობაც ჩავრთეთ.
ეს რატომ დავწერე: არა მგონია, რომ შაორზე ნაკლები სიცივე იყოს და მაგრად გაგვიტყდება თუ მოუმზადებლები ჩავალთ.
რავი ახლა იმაზეც დავწერ, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს კარგი ჩემპიონატი და თანაც ისე, რომ მომზადებულები ვიყოთ.
სულ ჭირდება სამი კაცი:
1) ერთი კაცი საჭმელზე იზრუნებს
2) მეორე დასაძინებელზე და მოსასვენებელზე.
3) მესამე კი ჩემპინატზე იზრუნებს.
მე პირადად ამ სამიდან ნებისმიერს ვითავებ და გავაკეთეთ კეთილსინდისიერად, აი დანარჩენს კი ვერ მოვახერხებ, დროის უქონლობის გამო.
აგერ ნორიკა წერს, რომ მე დავეხმარებიო ილოს, კიდევ ერთი კაცი და გავდივართ

ახლა კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვიკითხ,
ვინ მოდიიიიიიიიიიიიიისსსს???????????ხო თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ