დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: stoeger
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2
barbarossa
გამარჯობათ, დღეს კიდევ ვისროლე ჩემი stoeger x20_დან 20, 30 და 35 მეტრი დისტანციიდან შედეგებს სურათების სახით გაგაცნობთ!!

20 მეტრიდან დავიწყოთ













ახლა 30 მეტრი





ბილოს კი 35 მეტრიდან ვისროლე



აბა შეაფასეთ მე კმაყოფილი ვარ smile.gif
ikaaa


ჯგუფებს არასწორად ზომავ, საჭიროა ყველაზე შორს მოხვედრილი ტყვიებს შორის მანძილის გაზომვა smile.gif

ისე jsb მძიმეების სროლა არ გიცდია?
ja_ja
as val
სწორი შენიშვნაა ჯგუფები ისე არ იზომება შენ როგროც გინდა, ნუ ტიპა კვადრატში, ვერტიკალშიან ჰორიზონტალში.

ჯგუფები იზომება ყველაზე დაშორებულ ნატვიარებების გარე მხეებიდან, ამ დროს შეიძლება მოგიწონს დიაგონალზე გაზომვა, მარჯვნივ დახრილი მარცხნივ, ზემოთ ქვემოთ, მოკელდ როგორც მოუწევს.

აი ამ სურათზე თითქმის სწორედ გაქვს გაზომილი, პროსტა ძირა ნატყვიარებთან უფრო ახლოს უნდა მიგეტანა და თუ არავცდები ზედა მხარეს ცოტა უნდა აგეწია სახაზავი რომზედა ნატყვიარების გარე კუთხეს ეხებოდეს, 0-იანი

barbarossa
ikaa, jaja
მადლობა რჩევისთვის!!! 35 მეტრიდან ნასროლზე რა აზრის ხართ კარგია თუ ცუდი?
barbarossa
აი ეს ნასროლიც და ჯგუფიც მგონი კარგადაა გაზომილი

ja_ja
as val
ციტატა(as val @ 28th May 2013 - 09:42 PM) *
აი ეს ნასროლიც და ჯგუფიც მგონი კარგადაა გაზომილი

ნუ თავში 0-იანი ცოტა მარჯვნივ გაქვს 1-2 მილიემტრით ჩაწეული, ანუ ცენტრიდან გაქვს გაზომილი და არა კუთხიდან.

ნუ ზატო მიახლოებით შეიძLება ითქვას რომ არის 43-დან 45 მილიმეტრამდე.....

ნუ რა გითხრა 30 მილიმეტრს ზევით ვაბშეტა ძნელია რაიმეს ჯგუფი დაარქვა. ჯგუფი რეალურად არის, 25 მილიეტრიდან ქვევით. საუკეთესო ჯგუფებია 5-დან 9 მილიმეტრამდე მაგრამ ზ.დ.პ-თი და 35 მეტრზე ცოტა არ იყოს ნამეტანი რთულია ეგეთი ჯგუფის გაკეთება...

მოკლედ თუ ოპტიკას იყენებ მაშIნ უნდა შეეცადო 25 მაქსიმუმ 30 მილიემტრამდე დაიყვანო ჯგუფები. თორემ მოდი ჩავთვალოთ რომ შუა ორი ნატყვიარების ადგილზე ზის ბეღურა:

ესროლე ერთი გაჰკრა მარჯვენა ფრთაზე, ესროლე მეორე გაჰკრა მარჯვენა ფრთაზე, ესროლე მესამე და მოხვდა სადღაც მარცხენა ბეჭში smile.gif და ბოლოს რავარც იქნა მეოთხე გასროლისას მოხვდა მკერდში smile.gif biggrin.gif biggrin.gif

რავა ფიქრობ რეალურად ასე რომ მომხვდარიყო სიტუაცია დაგხვდებოდა ის ჩიტი ადგილზე smile.gif კომუნისტი კი არაა ღია გულმკერდს გიშვერდეს და იძახოდეს - სტრელაი ფაშისტ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
barbarossa
ja_ja
ხვალ შევეცდები 30მმ რამდე დავიყვანო ჯგუფები, მაგრამ ზოგი ტყვია რომ სხვაგან ხვედება სრულიად განსხვავებულ ადგილას მიზნიდან ეგ რისი ბრალია?? მატჩებს ვისვრი ეხლა და თქვენ რომელს ტყვიებს მირჩევდით?
barbarossa
ეგრეთწოდებულ მოწყვეტილ ტყიებზე რა აზრის, ხართ ჩემი ბრალია თუ ზოგიერთი ტყვიაა უხარისხო
ja_ja
არსებობს მომწყვეტი ტყვიებიც, არსწებობს ის ფაქტიც რომ ყოველ 5 ტყვიან ჯგუფში 4 ტყვია ლამის ერთ ხვრელში ჯდება და ჯინაზე მე-5 ტყვია უცბ სადღაც ჭირში და დოზანაში მიფრინავს smile.gif

მიზეზი ბევრია, დაწყებული ჭუჭყიანი გაუჭმენდავი ლულიდან, და დამთავრებული არასწორი, არაშესაბამისი ტყვიებით.

ნუ ლულას გაწმენდა უნდა და რაც უფრო მაღალ დონის სროლზე გაქვს პრეტენზია მით უფრო ხშირად უნდა, საშუალოდ ეს არის 100-დან 200 გასროლა, სანადირო ვარიანტში შეიძლება ასატანი იყოს 500 გასროლა, მაგრამ მერე თითქმის ყველა ლულას გაწმენდა უნდა, გარდა სპეციალურად დამუშავებული და გაპრიალებული ლულებისა (არ მითხრა ახლა რომ გავხედავ კრიალებს ლულაო - პროსტა ბამბა აიღე ზეთში დაასველე და მჭიდროდ გაატარე ლულაში დაინახავ რა პრიალებს)

გარდა ამისა ყველა თოფს ტავისი ტიპის ტყვია მოსწონს, არის, შემთხვევები როდესაც ერთი ფირმის თოფს, მოსწონს რომელიღაცა ერთი ტყვია, მაგრამ ერთერთი კონკრეტული ეგზემპლარი სწორედ მაგ ტყვიას ვერ იტანს და ამიტომაც მისთვის ცალკეა მოსაძებნი საჭირო ტყვია, ეგ კი ძვირიანი და დიდიხნის პროცესია, უნდა ითრიო ერთი ტიპის ტყვია გაწმინდო ლულა, გაისროლო, არ მოეწონა, მეორე უნდა იშოვო, ისევ ლულა გაწმინდო გაისროლო და ასე შემდეგ....

ნებისმიერი ტყვია რაც არ უნდა აიღო, პირდაპირ კოლოფიდან არ მოგცემს ზღაპრულ შედეგს, მინიმუმ საჭიროა
- გარეცხვა და გაშრობა
- გადარჩევა რომ ერთნაირი იყოს და ვიზუალურად ხარვეზები არ ემჩნეოდეს
- თუ მიკრო სასწორი გაქვს სათითაო ტყვია უნდა აწონო და გადაარშიო.
- ტყვიები სპეციალურ კოლოფში გადარჩეული უნდა გქონდეს შენახული და არა ჯინსის ძიმეში მუჭით ჩაყრილი

გარდა მაგისა შეიძლება ლულის გამომავალ გვირგვინს ჰქონდეს დასამუშავებელი თავი, შეიძლება არასწორად ისვრი, შეიძლება ოპტიკა ურევს.....

და ასე შედმეგ.... მოკლედ კაი შედეგი ზეციდან არ მოდის, ეს არის, კომპლექტური შედეგი, სადაც ერთად მონაწილეობენ თოფი, ტყვია მსროლელი, ოპტიკა, სროლის ტექნიკა, ამინდი და სხვა...
barbarossa
ლულა გასაწმენდი აქვს მაგრამ საწმენდი ჯოხი არ მაქვს და არ ვიცი რა ვქნა

ისე სიპრიალით კრიალებს მაგრამ გასაწმენდია biggrin.gif
ja_ja
as val
4 წლის წინ მეც არ მქონდა შომპოლი, მაგრამ აი ამ მეთოდს ვიყებნებდი

საკმაოდ კაი შედეგს იძლეოდა
barbarossa
მადლობა რჩევისთვის!!!!!!!!!!! გადავიკიტხე და მომეწონა შენი გამოგონება მეც ეგრე გავწმენდავ და მერე დავდებ უკეტეს ჯგუფებს
barbarossa
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=4526712

ამ იარაღზე რა აზრის ხართ??
geojorjika
as val
220 მაქსიმუმ 250 ლარი ნორმალური ფასია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.