დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნასოსის შეკეთება, რეზერვუარი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3
smekosmeko
მაქვს at44w-10-ი. შლანგზე რეზერვუართან საკონტაქტო რეზინები გაფუჭებული აქვს და ეგ რეზინები სადმე იყიდება? არ იბერება საერთოდ, აპარებს. რაგაცეები გადავახვიე მაგრამ მაინც. 100 ბარზე მქონდა დატენილი 3-4 დგის წინ და დღეს რომ ვნახე თითქმის 0-ზე იყო ჩამოსული... რატო?
ja_ja
smekosmeko
ციტატა
მაქვს at44w-10-ი. შლანგზე რეზერვუართან საკონტაქტო რეზინები გაფუჭებული აქვს და ეგ რეზინები სადმე იყიდება?


ძლივს ერთი ნორმალური თემა გაიჩითა ამდენი დღის განმავლობაში smile.gif

მტაკ მოდი დეტალურად დავიწყოთ შენ პრობლემები გაქვს:

1) ნასოსზე
2) შლანგზე
3) შტუცერზე

ამ სამიდან რომელზე? მე როგორც ვხვდები მესამე პუნქტზე, ანუ აი ამ დეტალზე



მართალია თუ ვცდები? თუ მართალია, მაშნ პირველი გაჩერება არის გუდვილში "მაგნუმ"-ის მაღაზია, აქვთ მაგათ რეზინები ჰაჩიკასთვის ჩამოტანილი, თუ მანდ არ იქნება, მაშინ ელ-ჯავა, ანუ ელიავას ბაზრობაზე, ოხრადაა რეზინები და არ არსებობს მაგის ზომა ვერ ნახო.

მაგრამ მეორე კითხვა მიჩნდება, კერძოდ კი ამსაკითხზე:

ციტატა
100 ბარზე მქონდა დატენილი 3-4 დგის წინ და დღეს რომ ვნახე თითქმის 0-ზე იყო ჩამოსული


რა კაცო შლანგი? თუ რეზერვუარი? მგონი რეზერვუარზე საუბრობ ხომ....
smekosmeko
ამ მაგ დეტალზე აქვს გაფუჭებული ეგ ორივე რეზინა. მეორე საკითხი: რეზერვუარი აპარებს მგონი ჰაერს თუ რახდება ვერ დავადგი თავი აბა მისით რამ დაცალა რეზერვუარი. შენახული მქონდა 3-4 დღე და დაცლილი დამხვდა დღეს.

ჰაჩიკაზე ორივე მხრიდან არ შედის ეგ შტუცერი? მარტო ერთი მხრიდან შედის თან ლულა ულის მაგ მხრიდან ხელს. + რეზერვუარი ცოტა დაგავწიე და ანუ მოშვებულივით იყო მაგრამ ეგ ეხლა საერთოდ არ შევა რადგან უკვე ლულის ქვევით მოექცა "ხვრელი" თუ რაცქვია.
ja_ja
smekosmeko
მდააა ჩამოყალიბებულად წერი ნუ მოკელდ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პირველი - რეზინებზე გითხარი სად და როგორ იშოვო.

მეორე - რეზერვუარს თუ გასდის მაშინ უნდა შეამოწმო საიდან გასდის, დატენე რაღაც დონეზე (იმის მერე რაც პირველ პუნქტს გაასწორებ) და მერე ჩააყოფინე თბილწყალში (ადუღებული არ ქნა, თბილი გარდამავალი წხელში, ანუ ხელს რომ ჩაყოფ უძლებ, მაგრამ დიდხანს ვერ უძლებ დისკომფორტია), ჯერ თავი, მერე ბოლო. რომელი მხრიდანაცგაუვა ჰაერის ბუშტუკები იქედან აპარებს. შეგიძლია იგივე ქნა საპნის ქაფითაც, ბანაობის გარეშე. უბრალოდ ააქაფე საპონი და ქაფი დაიტანე შეერთების ადგილებზე დასადაცშტუცერი ჯდება იმ ხვრელის ორივე მხარეს. სადაც გაიბერება საპნის ბუშტი იქ აპარებს.

მესამე - დამტენ პორტში შტუცერი ნებისმიერი მხრიდან იდება, რომელიც მოსახერხებელი და შესაძლებელი იქნება რომ გამოიყენო ის მხარე უნდა გამოიყენო. მაგიტომ აქვს, ორივე მხრიდან წვდომადია, უბრალოდ ერთი თუ მოექცა ლულის ქვეს მეორე რომ გამოიყენო, ან თუ პორტი ისე დადგა რომ ორივე მხრიდან წვდომადია, მაშინ რომელიც მოგეხერხება.... მოკელდნუ გეშინია ექსპერიმენტების.

მეოთხე - რეზიკი რისთვის მოუშვი? რედუქტორი ჰაჩიკას არ აქვს, თუ აქვს და რეზიკშია, ასე რომ მოუშვებ მოუჭერს შეღავათი თოფს მაგით არ აქვს, და ვერ ვხვდები რისთვისაა რეზიკი მოშვებული?
smekosmeko
მოშვებული იყო რავი, ნუ ძაან არა მაგრამ მოშვებული იყო. რედუქტორი არააქვს. კარგი გაიხარე. დავიწყებ პირველი პუნქტიდან smile.gif მერე დავწერ შედეგს.
foxi
რეზერვუარის დაშლა არც იფიქრო სანამ ჰაერს ბოლომდე არ დაცლი!!!!!!!!
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 11th May 2011 - 03:51 PM) *
რეზერვუარის დაშლა არც იფიქრო სანამ ჰაერს ბოლომდე არ დაცლი!!!!!!!!

ჰო ეგ კაი დაწერე. მე სულ დამავიწყდა ეგ დამეწერა.

ilariona
შენი პოსტი წაშლილია ოფოფების გამო, ასევე გაჩუქე 10% ლამაზი შტუკა 30 დღით smile.gif (ბოდიში მარა....)
norica_dragon
99 პროცენტიდ დარწმუნებული ვარ რო ეგ არის დამტენი კლაპანის ბრალი, საჭიროა მხოლოდ დაშალო ამოიღო ეგ კლაპანი გაწმიდო ბუდე და კლაპანიც, ააწყე და თუ გინდა რო ეგ პრობლემა მეორეთ აღარ განმეორდეს, კლაპანს ცაუდე მოშნი ზამბარა... smile.gif

ვსიო სუ ეგაა, ჰაჩიკა ნა სკვოზ ვიცი biggrin.gif
smekosmeko
ეხლა ვიყავი მაგნუმში რეზინებზე. გამყიდველის პასუხი: 100 ცალი მოვიტანეთ და აირგანელმა წაიღო 80 ცალიო biggrin.gif 20 კიდე იმ დღესვე გაიყიდაო. მეტი არ არისო არცერთ ფილიალში და არც ვიცით როდის ჩამოვიტანთო. ესე მითხრა თავიანთი ჰატსანის საიტიდან შეუკვეთეო უპრობლემოდ ჩამოვაო. შეგიკვეთიათ მანდედან რამე? ხვალ ელიავაზეც ვნახავ მარა რაღაც ცოტა ნიტოდ დააჯდება მგონია.
gregory
ციტატა(smekosmeko @ 11th May 2011 - 06:09 PM) *
100 ცალი მოვიტანეთ და აირგანელმა წაიღო 80 ცალიო

norica_dragon
შენ არ იყავი ეგ კაცი? მე ეგრე მახსოვს ნაღდად. გამოტყდი ეხლავე biggrin.gif

smekosmeko
მაგათ საიტზე ვერ ვნახე ეგ რეზინები, კიდე აქვთ რამე სხვა საიტი?
ilariona
ციტატა(smekosmeko @ 11th May 2011 - 06:09 PM) *
ცალი მოვიტანეთ და აირგანელმა წაიღო 80 ცალიო


აირგანელმა თუ წაიღო 80 ცალი იქნებ დარჩა ცოტა მაინც smile.gif მანდ აირგანელს გულისხმობელ ცვეტში ჩვენი საიტიდან ვინმეს. ასე რომ იკითხე.

ჯაჯასაც შეიძლება ჰქონდეს რამე. ჯერ გაარკვიე რა რეზინია და იქნებ ადგილზეც ვიშოვოთ.

დაჟე მეც მიყრია რაღაც რეზინები
smekosmeko
ციტატა(ilariona @ May 11 2011, 06:15 PM) *
აირგანელმა თუ წაიღო 80 ცალი იქნებ დარჩა ცოტა მაინც smile.gif მანდ აირგანელს გულისხმობელ ცვეტში ჩვენი საიტიდან ვინმეს. ასე რომ იკითხე.

ჯაჯასაც შეიძლება ჰქონდეს რამე. ჯერ გაარკვიე რა რეზინია და იქნებ ადგილზეც ვიშოვოთ.

დაჟე მეც მიყრია რაღაც რეზინები


შტუცერზე რომ რეზინებია ეგაა.
gregory
ციტატა(ilariona @ 11th May 2011 - 06:15 PM) *
დაჟე მეც მიყრია რაღაც რეზინები


smekosmeko
მეც კი მაქვს, ოღონდ აზრზე არა ვარ წავა თუ არა და თუ შეგიძლია გამოიტანე და შევადაროთ
ilariona
smekosmeko

სურათები და ზომები დაყარე რა
smekosmeko




ზომების რა მოგახსენო სახაზავის მაგვარი ვერაფერი ვიპოვე არ ვარ სახლში
masteroff
მოკლეთ არ უნდა ამდენი ლალა , გაიარე მაგნუმში იყიდე რეზინები და ამოდი ჩემთან თუ შენით არ შეგიძლია შეცვლა, პახოდუ ნასოსაც მიგისმასკავ, რეზინები კიდო 2 2 ცალი იყიდე რაც აქვთ ყველა ზომა სუ პატარა 2მმ თუ არ ვცდები, კლაპნში მიდის

საიტზე არააქვთ რეზინები პირდაპირ მიდი და იკითხე, თუ აღარ დარჩათ მე დამირეკე ან რავი ამოიარე მცხეთისკენ მოგცემ უნდა მქონდეს, მარა მანამდე გაიარე და იკითხე
smekosmeko
ვიყავი დღეს და არ ქონდათ, არც ვიცით როდის გვექნებაო.
masteroff
რავა იმდენი რეზინები გაყიდეს აშენდნენ და ეგაა, მოვძებნი მე ხვალე მაქ მემგონი დარჩენილი
smekosmeko
ციტატა(masteroff @ May 11 2011, 08:59 PM) *
რავა იმდენი რეზინები გაყიდეს აშენდნენ და ეგაა, მოვძებნი მე ხვალე მაქ მემგონი დარჩენილი


კარგი და აქ შემეხმიანე თუ გექნა smile.gif smile.gif
batia70
მეც მაქვს რეზინები, რაც მაგნიუმში აქვთ ტუ ჰქონდათ თითქმის ყველა ზომა. თუ ვერაფერი შეურჩიეთ მომწერეთ,

ისე აირგანელზე, რომელმაც 80 ცალი იყიდა სერიოზული გააჯაზეს, მაგათი აფერისტი ..........

smile.gif

smile.gif
ja_ja
batia70
ციტატა(batia70 @ 12th May 2011 - 04:26 AM) *
ისე აირგანელზე, რომელმაც 80 ცალი იყიდა სერიოზული გააჯაზეს, მაგათი აფერისტი ..........

რავი რომელ ნორმალურს უნდოდა ჰაჩიკას რეზინები 80 ცალი? თან მაგნუმის ფასებით.....
norica_dragon
მე უნდა მქონდეს რამოდენიმე, დავძებნი სახლში...
smekosmeko
ციტატა(ja_ja @ May 12 2011, 09:20 AM) *
batia70

რავი რომელ ნორმალურს უნდოდა ჰაჩიკას რეზინები 80 ცალი? თან მაგნუმის ფასებით.....


მაგ საიტის წევრი იყოვო გაიგიჯა თავი და რავი biggrin.gif თითოს 20 თეთრში ვყიდდითო.
gregory
ციტატა(ja_ja @ 12th May 2011 - 09:20 AM) *
რავი რომელ ნორმალურს უნდოდა ჰაჩიკას რეზინები 80 ცალი? თან მაგნუმის ფასებით.....

ავთოს wink.gif
norica_dragon
ვაფშეტა მაგ შტუცერს დაზეთვა უნდა და არასდროს გაფუჭდება, მე ყოველ ერთ კვირაში ვცვლიდი, ერთ მშვენიერ დღეს ჯაჯამ რარაც წაუსვა და იმის მერე იყო და იყო biggrin.gif

მადლობა ჯაჯას biggrin.gif,

ციტატა(gregory @ May 12 2011, 08:39 AM) *
ავთოს wink.gif


არა, მე არ ვარ ეგ კაცი, მე 20 ცალი ვიყიდე ესე მახსოვს biggrin.gif
smekosmeko
თუ გექნათ რომელიმეს ეგ რეზინები შემეხმიანეთ რა კაცურად.
norica_dragon
ციტატა(smekosmeko @ May 12 2011, 08:41 AM) *
თუ გექნათ რომელიმეს ეგ რეზინები შემეხმიანეთ რა კაცურად.

ოკ ოკ
tengo
ციტატა(smekosmeko @ 12th May 2011 - 09:41 AM) *
თუ გექნათ რომელიმეს ეგ რეზინები შემეხმიანეთ რა კაცურად.

რეზინები მაქვს და შეიძლება რომელიმე მოერგოს. თუ მაგისი ვერ იშოვე, მოიტანე შტუცერი და შეურჩიოთ .
gela
რა გაირკვა ბოლოსდა ბოლოს, რეზიკი აპარებს ჰაერს? ჩემი მოყიდულია ეგ ფიშტო და დამაინტერესა კაცო, არაფერი ჭირდა მასეთი ,,, ისე მე რაც დავაკვირდი მაგ რეზინს სხვანაირად ჭირდება მოვლა რომ არ გაფუჭდეს, არც ზეთი უნდა და არც არაფერი, ანუ როცა იშოვი მაგ რეზინებს დატენვის შემდეგ როდესაც ნასოსის ჰაერის დამცლელს მოუშვებ და ნასოსის შლანგში დაიცლება ჰაერი ეგრევე არ გამოაძრო შტუცერი რეზერვუარიდან, იმიტომ რომ შიგნით დაბერვის დროს შექმნილი წნევა მაგ რეზინს გარეთ ექაჩება და შესაბამისად მაგ მდგომარეობაში დარჩენილ რეზინას რომელის აკავებს რეზიკის და შტუცერის შორის ნაპრალს, პირდაპირი გამოძრობის დროს იხევა და მეორედ დატენვის დროს აუცილებლად გააპარებს, როცა დააპირებ რომ მოაძრო რეზიკიდან შტუცერი ასე გააკეთე, რომ ჯერ წინ ისევ შიგნით მიაწექი შტუცერს რეზიკისკენ,რომ ის რეზინი გადმოიცვას ზედ, თორე ის რეზინი ისეა გარეთ გამოვარდნილი თუ დააკვირდები რომ, ეგრევე რომ გამოაძრო მოწეწკვაბს მაგ რეზინს, თან უფრო ადვილადაც მოხსნი რეზიკიდან მასე შტუცერს, პირდაპირ რომ მოხსნა გამოძრობაც უჭირს, შესაბამისად მაგ რეზინის დაბერვის დროს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ,ანუ ხომ მიხვდი როგორც?

smekosmeko
კი მივხვდი მასე ვიზავ, ეხლა ერთ ადგილას გავდივარ რეზინებზე და თუ არ იქნა მერე აგერ თენგოს შევეხმიანები ან ნორიკამაც შეიძლება მქონდესო.
bazuka
იმედია ნახავ საჭირო ზომას, თუმცა ელიავაზე გასვლა რად არგინდა ვერ ვიგებ, ძაან დიდი არჩევანია

norica_dragon
დასავორნ-დასაბანი ხააარ, ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის გამო rofl.gif 80 ცალი რამ გაყიდინა biggrin.gif
masteroff
მარაგი შეავსო კრიზისის პერიოდი მოდისო და biggrin.gif biggrin.gif მე აღარ მაქ ეგ ზომები შიდა ნასოსის რეზინები დამრჩა მარტო
smekosmeko
ვიშოვე რეზინები, დავაბნიე და დავიწყე გაბერვა, მაგრამ ისმის "შიშინი" ჰაერი არ შედის,პორტებთან თითი მივიტანე მაგრამ არ გამოდიოდა არადა მაქედან ისმოდა ჰაერის გამოსვლის ხმა. დარწმუნებული ვარ რომ რეზინები კარგია და თან ზუსტად მოაჯდა! დაახლოებით 10 ბუქნი გავაკეთე და უცებ პატარა ხმაზე "ტკუც" გაისმა + ჰაერის უცებ გამოვიდა... რამოხდა? მერე უკვე არანაერად არ შედის ჰაერი. კლაპანი გაფუჭდა? რეზერვუარის რეზმაზე რაგაც ხვრელები როა მანდ რაგაცით არის დაფარული და რაა ეგ? დავდებ ფოტოს, ვერ ვერკვევი პსპ-ის დეტალებში. იასნაა რომ რაგაც რეზერვუარზეა პრობლემა.







gela
ეგ ებოქსიტია, თემომ მასტერამ ეგ იმიტომ ამოავსო რომ ჰაერის გადახარჯვა შეემცირებინა, ასე რომ ეგ ნუ გაგიკვირდება, ეგ მასე უნდა იყოს,

ნასოსის შლანგი შეამოწმე, ეგ ხო არ არის გახეთქილი, ვიზუალურად ვერ შეატყობ თუ კარგად არ დააკვირდი, რეზერვუარი არაფერშუაშია



ეგ ებოქსიტით რომ არ იყოს ამოვსებული იმის ნახევარ გასროლებს არ გაგაკეთებინებს ვიდრე მასე რომ არის, ჯერ ერთი ჰაერის გადახარჯვის გამო ტყვიის სიზუსტე და სტაბიურობა მკვეთრად გაუარესდებამ პლიუს ჰაერის გადახარჯვა
smekosmeko
ნასოსი გამართულად მუშაობს შევამოწმე. რეზერვუალი მისით დაიცალა ერთხელ, 100 ბარზე იყო და -3-4 დღის მერე 0-ზე ჩამოვიდა მისით.
smekosmeko
50მდე დავტენე ეხლა, რეზერვუარი მოხსნილი მაქვს, ესეთ რეჯიმში ჰაერი უნდა გამოდიოდეს? აი რაგაც ეპოქსიდი რომ აქვს მანდ გამოდის ჰაერი ნელ-ნელა.
koknar
კლაპანია დაბრედილი, რეზიკის დაშლის სუნიც ექნება მაგ ჰაერს biggrin.gif
smekosmeko
ეგ ეპოქსიდი მთლიანად უნდა ქონდეს? თუ უნდა ჩამდას ეგ ხვრელები? მაგ ხვრელებიდან გამოდის ჰაერი.
gela
მთლიანად რო ქონდეს საერთოდ აღარ გამოვა ჰაერი და რა გაისვრის ტყვიას? : ))) როგორც არის მასე უნდა ქონდეს, რამდენი ხვრელი აქვს დატოვებული? ანუ 6 დირკიდან რამდენია დარჩენილი ღიად?
smekosmeko
3-ი და მეოთხე ისეა რომ რავი მგონი ეგეც აქტიური იქნება.
masteroff
კლაპანში დგას 2 სალნიკი რომელიმე დაიბრიდა ან ორივე, უნდა დაიშალოს და ინახოს, + წინა შემავალი კლაპანიც სანახავია, რაც შეეხება იმ დირკებს ეგრე უნდა იყოს შეშვი მაგას.

3 უნდა იყოს დირკა დარჩენილი თუ ამოტყდა ამოსავსებია
smekosmeko
ნუშაობს უკვე ნორმალურად smile.gif დასავლეთში ვარ და აქ ერთს ვანახე ეგეთ რაგაცეების გაკეთებებს ჩალიჩობს, ანუ უკვე მწყობრშია smile.gif ნასოსი ჰაერს არ აპარებს და არც რეზერვუარი smile.gif
ja_ja
smekosmeko
ჯობდა დაგეწერა რისი ბრალია რომ დაგვახოცინე ხალხს აქერთმანეთი და ხმას არ იღებ იმაზე თუ რის მერე გასწორდა და ბოლო ბოლო რა აპარებდა smile.gif
masteroff
19.gif
smekosmeko
biggrin.gif biggrin.gif დიდი სიამონებით დავწერდი რომ მეც იქ ვყოპილიყავი და მენახა რა გააკეთა biggrin.gif კლაპანი არ იკავებდაო თუ რაღაც ეგეთი მითხრა, რეზერვუარის ბოლო მხარეს, ანუ სადაც ერეზმება მაგ მხარეს. ხოდა ამის შემდეგ საათივით წიკწიკებს smile.gif პატარა რაღაც ჭირდაო ესე ითხრა biggrin.gif

მადლობა რჩევებისთის, აგრეთვე მადლობა ელიავას რეზინებისათვის.
foxi
ციტატა(ja_ja @ 16th May 2011 - 12:55 PM) *
smekosmeko
ჯობდა დაგეწერა რისი ბრალია რომ დაგვახოცინე ხალხს აქერთმანეთი და ხმას არ იღებ იმაზე თუ რის მერე გასწორდა და ბოლო ბოლო რა აპარებდა


100%! საქმე იმაშია რომ,ხვალ სხვა დაწერს მსგავს პრობლემას და ისევ ისეთი აურზაური ატყდება. ბარემ დაწერე რაღა.
smekosmeko
ციტატა(foxi @ May 16 2011, 07:07 PM) *
100%! საქმე იმაშია რომ,ხვალ სხვა დაწერს მსგავს პრობლემას და ისევ ისეთი აურზაური ატყდება. ბარემ დაწერე რაღა.


ანუ კლაპანი იყო გაპუჭებული რეზერვუარზე, ბოლოში სადაც რეზმა აქვს. ეგ აპარებდა ჰაერს და ეხლა რომ გავბერავ ყველაფერი მწყობრშია smile.gif ისე ელიავაზე ნაყიდი რეზინა ძალიან ორიგინალურად ართმევს თავს მის ფუნქციას smile.gif
kodosi
მოკლედ ჩემს დისკოს რაღაც პრობლემა აქვს მაგრამ ვერ დავადგინე, ჩემი გამოუცდელობიდან გამომდინარე, ეს პრობლემა ნასოსისგანაა გამოწვეული თუ რეზერუარის ბრალია..

როდესაც რეზერუარის დატენვას ვიწყებ რამოდენიმე ჩატუმბვის შემდეგ (3-5) რეზიკში რაღაც ტკაცუნს იწყებს.. ანუ რამდენი ნასოსს ქვემოთ ჩააწვები იმდენი დაიტკაცუნებს რაღაც.. ეს ნორმალურია? ასე უნდა იყოს?

მეორე შესამჩნევი ფაქტი კი წნევის შენარჩუნებას ეხება.. როდესაც დაამთავრებ დატუმბვას და ნასოსსზე მოუშვებ ლატუნის ბოლტს, მოხსნი შლაგს რეზერუარიდან, წნევა რეზიკში შესამჩნევად ვარდება.. ანუ ისარი ბარომეტრზე თუ აჩვენებდა ზუსტად 2-ს მოხსნის შემდეგ აშკარად იკლებს.. ეს ნორმალურია?
P.S არ ვიცი რამდენად სწორად ვაკეთებ ამ პროცედურას მაგრამ ასე მასწავლა იმ ტიპმა ვისგანაც ვიყიდე..

კიდევ ერთი რამ რაც არ ვიცი რომელ თემაში უნდა დამეწერა ამიტომ აქ დავწერ თუ არ მიწყენთ..


თოფის სახლში მოტანისას პირველი რაც შევამჩნიე ის იყო რომ გასროლისას ჰაერი სახეში მირტყამდა.. იმ ტიპმა მითხრა რომ რეზინის დამატება უნდაო და მეც დავამატე სანთებელის რეზინა მაგრამ ჰერმეტული მაინც არ არის.. ოდნავ მაინც აპარებს.. როგორ მოვიქცე?



kaka8079
ნუ რეზიკი რომ ტკაცუნებს ეგ არც თუ ისე საშიშია ჩემიც ეგრე შვება და ალბათ სხვებისაც ანუ რეზიკი ოდნავ ფართოვდება ჭნევის მატების გამო.ხოო წნევის შენარჩუნებას რაც ეხება ის ლატუნის ვინტი ნასოსზე ანუ ზნევის დამგდები რაც შეიძლება ჩქარად გააღე თორემ შლანგში არსებულ ჰაერთან ერთად რეზიკიდანაც წამოვა ჰაერი,მესამე,ჰაერი თუ ლულიდან გამოდის და ეს ესეც იქნება მაშინ რეზინი იქნება გამოსაცვლელი შიგ ლულაში რომელიც ზის,ნუ რავი მგონი სწორი რჩევები მოგეცი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.