tengo
Jul 2 2011, 10:07 PM
რომ ტკაცუნებს არის, დამტენი პორტის კლაპნის ხმა(იღება დაიკეტება),ასე უნდა იყოს.
ხოლო ჰაერი საიდან გამოდის გასროლის დროს ,მიმწოდებლიდან სადაც ტყვიას დებ, თუ რეზერვუარსადა ლულას შორის?
kodosi
Jul 2 2011, 10:25 PM

აი დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგექმნათ ცოტა უფრო რეალურად..
tengo
Jul 2 2011, 10:29 PM
რეზინა იქნება გამოსაცვლელი, (გარე დიამეტრი შემცირებულია ხახუნის გამო).გრიგორის შეეხმიანე ,ექნება ალბათ.
მე ზაჟიგალკის რეზინას მაგივრად ,კაპრონის ძაფი დავახვიე და პრობლემა არ ქონია.
ilariona
Jul 2 2011, 10:30 PM
kodosi
გრიგოლს ექნება ეგ რეზინა და ჯობია ორიგინალი დააყენოლ. სანთებელას რეზინა ვერ გაუძლებს მაგხელა დარტყმას.
ეგ ძველი რეზინა კი როგორც ჩანს დაჯდა უკვე.
kodosi
Jul 2 2011, 10:34 PM
ოკ, შევეხმიანები და ვკითხავ..
გმადლობთ ყველას
geojorjika
Jul 2 2011, 10:49 PM
kodosi
გადამშვებზე რეზინა არის წამოცმული?
kodosi
Jul 2 2011, 11:02 PM
geojorjika
სურათზე რაც ჩანს იმის მეტი რეზინა არ არი.. შიგნით უნდა იყოს?
koknar
Jul 2 2011, 11:05 PM
ეგ სანთებლის რეზინა მაგრა ბრიდავს მთავარ რეზინას ვითომ ამჭიდროვებს მარა პირიქითაა, სულ ოდნავ უნდა იჭედებოდეს ლულაში თორე ცვდება ეგრევე
kodosi
Jul 2 2011, 11:07 PM
koknar
რავი მე რაც მასწავლეს ის გავაკეთე.. თან შედეგი საკმაოდ კარგი ქონდა.. ადრე თუ სახეში მირტყამდა ჰაერს ეხლა მხოლოდ ფურცლით მივხვდი..
tengo
Jul 2 2011, 11:17 PM
ციტატა(koknar @ Jul 3 2011, 12:05 AM)

ეგ სანთებლის რეზინა მაგრა ბრიდავს მთავარ რეზინას ვითომ ამჭიდროვებს მარა პირიქითაა, სულ ოდნავ უნდა იჭედებოდეს ლულაში თორე ცვდება ეგრევე
100% გეთანხმები.
ja_ja
Jul 4 2011, 11:38 AM
kodosi მოკლედ შენს პოსტში რამდენიმე კითხვაა, შემდეგში ჯობია ნომრებად ჩამოწერო ხოლმეთორემმე კი ვხედავ ნაწილი გამოტოვა ხალხმა, მარა ზოგი ვერც ხედავ რა გამოტოვეს და შედეგად დაგრჩაუპასუხოდ.
პლიუს შენი თემა ნაწილ კითხვებს და შემოთავაზებებს ჩითავს:
1) შენ გესმის რაღაც ხმარეზიკიდან რომელიც ალბათ იჩითება 3-დან 6 დატუმბვის შემდეგ,ანუ შლანგი მიაერთე დაიწყე დატუმბვა და ტკაპ ხმა გესმის. ეგ ხმა განიშნებს იმას რომ რეზერვუარსა და შლანგს შორის წნევები გათანაბრდა შემდეგ შლანგშI მეტად გაიზარდა წნევს, ჰაერი მიაწვა კპალანს და გახსნა იმისათვის რომ ახალი პორცია ჰაერი შეუშვას რეზერვუარში. როგორც ზემოთ უკვე მოგწერეს ეგ ნორმალურია ეგრეც უნდა იყოს.
2) რაც შეეხება წნევის შენარჩუნებას - ნუ იდეაში შენ სავარაუდოდ ნელა უშვებ წნევის დასაგდებ ვინტს, მაგ დროს კლაპანი ვერ ასწრებს რეზკად წინ წამოსვლას და ჰაერის გადაკეტვას, ამიტომაც ნელნელა იპარება ჰაერი და რეზიკიდან შლანგში გადადის ნაწილი ჰაერი. გაითვალისწინე დატენვის მერე წნევის დასაგდები ვინტი რეზკად უნდა მოუშვა, რომ შლანგში დარჩენილი ჰაერი უცებ დაიცალოს, ამ დროს რეზერვუარში არსებული კლაპანი შეეცდება გამოძვრეს შლანგის მეშვეობით, მაგრამჰაერის გამოსვლის მცდელობისას კლაპნის წინ ვარდება წნავა და მის უკან არსებული ჰაერი როგორც გამოძრომას ცდილობს, ასევე უნებლიედ აწვება კლაპანსაც უკნიდან და თავის თავს კეტავს რეზიკში.
თუ წნევას ჩქარა არ აგდებ კლაპანი ვერ ასწრებს დაკეტვას და ამიტომაც 2-ზე ვერ ჩერდება შენი რეზიკი. ჰო პლიუს აქვე დავწენ ნასოსში წნავის დასაგდები ვინტი არ გადაუჭირო ძალიან, საკმარისია ოდნავ დაიხუროს და ცოოტათი ძალა მიაყოლო, ნუ შეეცდები მთელი ძალამიაყოლო, მაგ დროს შიგნით არსებული პლასტიკატი გაიჭყლიტება და მერე ჰაერის გამოშვებაზე პრობლემა გექნება, ძაან თუ მიჭყლიტავ, მერე ჰაერის დაჭერაზეც პრობლემა შეექმნება ნასოს.
3) ჰაერის შემობერვა - ნუ ამ საკითხს ლამის 3 პუნქტად დავშლიდი და ასე ზედაპირულად ვერ გირჩევდი:
პუნქტი 1. - ჯერესერთი შესამოწმებელი იმ ადგილიდან გიბერავს ჰაერს სადაც დაწერე თუ რეზერვუარსა და კოლოფს შორის არსებული ადგილიდან. ახლა რატომ გამიჩნდა ეს ეჭვი, იმიტომ რომ თუ დაწერე რომ რეზინა ჩამოაცვი, სავარაუდოდ ეგ კოლოფი თოფს ერთხელ მაინც უკვე მოხსენი, ეგ კი ნიშნავს იმას რომ მაგ კოლოფს რა მამაძაღლი ვინტიც იჭერს ის ვინტი მინიმუმ ერთხელ მაინც მოუშვი, ვიცი რა უჯიშო თავიც აქვს მაგ ვინტს, შედეგად მიჩნდება კითხვა ხომ არ გააფუჭე ვინტის თავი და შედეგად მოჭერისას ბოლომდე ვერ მოუჭირე, ამ დროს აბტურაცია გადამშვებში არ ხდება ნორმალურად და ჰაერი იპარება მინი დაცილებაშI რეზერვუარსა და კოლოფს შორის, იქ სადაცგადამშვების მილია (ვირტუალურად წარმოიდგინე სად ჩერდება მიმწოდებლის, ანუ ჩახმახის ცხვირი და აი მანდ არის გადამშვები). შესამოწმებლად გვერდზე დააწვინე თოფი დაადე რაიმე თხელი ქაღალდი და გაისროლე, თუ აფართხალდა ან გადავარდა ქაღალდი ესეიგი მიზეზი იცი თუ არა და საიდანაც ამბობ იქედან გასდის.
პუნქტი 2. - რეზინას რაც შეეხება, ნუ თუ ზემოდან აპარებს, მაშინ რეზინა გამოსაცვლელია, მიდი გრიშასთან თუ არ აქვს მაქვს და მოგაწვდი, ძნელია ჩემი გამოჩერა, მაგრამ რა ვქნათ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ (ფული მაგაში არ მინდა უფასოდ ჩაგახუტებ,მთავარია მაგისმა გამოცვლამ გამაოსწოროს ყველაფერი).
პუნქტი 3.- სანთებლის რეზინა.... მე შენს სურათს რასაც ვუყურებ შენ გამოყენებული გაქვს დიდი რეზინა, 20 თეთრიანი სანთებლიდან 2 რეზინა ამოდის, დიდი და პატარა. მანდ პატარა უნდა ჩაგესვა, შენ კი მგონი დიდი გაქვს ჩასმული (სურათზე ისე ჩანს რომ თითქმის ორივე ერთი სისქისაა), შედეგად ძირითადი რეზინა ნამეტანი გასიებულია და შეიძლება დაზიანდეს, თუმცა წესით უკეთესად უნდა ჩაკეტოს. მოკლედ
გადაიკითხე აბა ეს თემა, უბრალოდ მანდ თავიდან უკუღმა ჩავსვი რეზინა და მეგონა რომეგ უფრო სწორე იყო, ანუ წინიდან ჩავამატე რეზინა, მგონი უფრო მართებულია უკნიდან იყოს სანთებელასრეზინა.
P.S. ჰო მართლა კოლოფზე ჟანგის კვალი ემჩნევა თოფს, მიხედე სანამ სულ დაიჟანგა და თან გაითვალისიწნე ჟანგის ბრალი შეილება იყოს ის მოვლენა რომ დამტენ პორტში კლაპანი დროზე ვერ იკეტება, შედეგად 2-ზე დაბლა ჩამოგდის ხოლმე წნევა დატენვის მერე.
smekosmeko
Nov 23 2012, 08:57 AM
გაუჩნდა ახალი პრობლემა მეჩი at44-ის რეზერვუარს. დაახლოებით 20 დღე 0-ზე იწო წნევა რეზერვუარში, ხოდა ეხლა რომ გავბერე 200-ზე ჰაერს აპარებს ბალონის თავიდან ანუ შტუცერი სადაც უერთდება რეზერვუარს იმ ხვრელიდან გამოდის ჰაერი (მანდაც ხომ კლაპანი აქვს და ეგ აპარებს) როგორ უნდა მივუდგე მაგ ადგილს? მგონი საკმაოდ რთული პრობლემაა მაგ კლაპანის მოშლა. გუშინ საღამოს დავტენე 200-ზე და ამდილით 0-ზე იყო ჩამოსული.
ilariona
Nov 23 2012, 09:45 AM
smekosmeko აბრატნი კლაპნის რეზინა იქნება შეჭმული და მაგის გამოა ეგ ამბავი.
შენ ხომ ფოთში გაქვს ეგ თოფი? ხოდა დაშლის შემდეგ კიდევ ბევრ რამეს აღმოაჩენ შენს თოფში
ჯობია დაშალო, მერე რეზინები გადაამოწმო და ვიზუალურად დაზიანებულები შეცვალო. რეზინების შოვნაში დაგეხმარებით. თუ ჯერ არ დაგიშლია მაგაშიც დაგეხმარებით
smekosmeko
Nov 23 2012, 09:50 AM
აბაშაში მაქვს. რეზერვუარი მაქვს დანაშლელი მაგრამ წინა თავი ეხსნება? ან როგორ ეხსნება? საკმაოდ ძლიერად გამოდის ჰაერი, ისმინება შიშინი. თუ ამიხსნი როგორ დავშალო რომ მაგ კლაპანამდე მივიდე?
ja_ja
Nov 23 2012, 10:24 AM
smekosmeko
ეგრეთწოდებული ნაკიდნოი გირაგი გინდა....
ოღონდ ჯერ რეზერვუარს, უნდა შემოახვიო რეზინა რომ არ დაიკაწროს და არ დაიჩხაპნოს, ძალიან არ მოუჭირო რომ დეფორმაცია არ მიიღოს, ჯერ მოუჭირე რაღაც დონეზე, შუცერის გასაყრელში რაიმე ღერძი შესთხარე და გადმოატრიალე, თუ მთლიანად რეზერვუარი დატრიალდება ცოტა კიდევ გადაუჭირე გირაგს და ასე შედმეგ სანამ წინა პორტი არ დაიძვრება...
ნუ გეშინია ჩვეულებრივად არის, რეზბაზე და არაფერი რთული მანდ არაა, პროსტა ჯანოანადაა მოჭერილი... კსტატი გაითვალისწინე როდესაც აბრატნა მოუჭერ ეგეთი ქაჯური ჯალით არ მოუჭირო არაა საჭირო, შეგიძLია ხელით გადაუჭირო და გაჩერდე, არსაიდან არ გამოაპარებს და არაფერი არ გასძვრება.
ახლა როდესაც მოხსნილი გექნება წინა პორტი, დააკვირდი უკანა მხარეს, პატარა დეტალია ჩახრახნილი 2 ხვრელით, მაგაში რაიმე ჩაყავი, ვთქვათ პლასკაგუფცი წვრილი თავიანი და დაატრიალე, მოიხსნება ეგ დეტალი, შიიგნით კი იქნება ზამბარა და ერთი ბრინჯაოს კონუსური დეტალი რეზინით...
კაროჩე აი მაგ კონუსურ დეტალს დააკვირდი და მაგ რეზინას, ასევე ხვრელის შიგნეულობაც შეამოწმე, შეიძლება რაიმე ნაგავი შეყვა და არ იხურება, მაგალიტად შტუცერის რეზინის ჩამონაკბეჩი, თუ ნაგავი არაფერია შიგნით, მაშინ რეზინას კარგად დააკვირდი, ნაკბეჩები ან დეფორმაცია ხომ არ აქვს, თუ აქვს, მოგიწევს ეგეთივეს მოძებნა და შეცვლა, ხოლო თუ არაფერი ემჩნება ყველაფერი გამოასუფთავე ყურის საწმენდი ჩხირებით, ოდნავ ტაოტიანი თითი გადაუსვი რეზინას და ააწყვე ყველაფერი... როგორც გითხარი ქაჯური ძალა და მუტრუკი მოჭერები საჭირო არაა...
დატუმბე რეზერვუარი (და არა ბალონი, ბალონი სულ სხვა რაღაცაა) და დააკვირდი, შემოწმებისთვსი შეგიძლია რეზერვუარს თავი ჩააყოფინო თავი თბილი წყლით სავსე კრიშკაში და დააკვირდი ხომ არ გამოდის, ბუშტულები, ტავიდან შეიძლება 1-2 ბუშტულა გამოვიდეს, ჩარჩენილი იქნება სადმე და თბილ წყალში გაიზედება და გამოხტება, მაგრამ მერე არარ უნდა გამოდიოდეს.
smekosmeko
Nov 23 2012, 11:33 AM
გაიხარე ja_ja. აქ წავიკითხე კიდე 20 თეთრიანი სანთებელას რეზინა მიდისო მგონი რეზერვუარის უკანა მხარეს რომ კლაპანი აქვს იქ და მაგასაც შევცვლი თუ წავა ეგ რეზინი.
ja_ja
Nov 23 2012, 11:39 AM
smekosmeko
კაცოუ მოდი მოვილაპარაკოთ სად წაიკითხე რომ სანთებელას რეზინები მიდის? შერნ თუ წინა გვერდზე წაიკითხე Kodosis პოსტი, იქ დისკოს მიმწოდებელზეა საუბარი, სად დისკო, სად ჰაჩიკა და სად მიმწოდებლის წვრილი წვერი და სად AT44-ის ბალთავოი რეზინები....
რანცხა პარალელები რომ გავავლოთ ხოლმე კაი იქნება... ვერანაირ სანთებლის რეზინას მაგ კლაპანს ვერ ჩამოაცვავ, დაშლი და ნახავ რომ თუ სანთებელას რეზინა გინდა გამოიყენო, მაშინ სანთებელა უნდა იყოს ავტოცისტერნის ზომის, რომ იგივე ზომის რეზინა ჰქონდეს...
შანსი არაა რაის სანთებელა, მოგიწევს რეზინის დაჭერა და ელიავაზე გასეირნება....
foxi
Nov 23 2012, 12:13 PM
მასეთი პრობლემა ადრე თუ გვიან ჰაცანის რეზერვუარს უჩნდება. ამიტომ დაშლა აწყობა მაინც მოგვიწევს ჰაცანის მფოლბელებს.
sekurifa
Nov 23 2012, 02:34 PM
ციტატა(ja_ja @ 23rd November 2012 - 12:39 PM)

შანსი არაა რაის სანთებელა, მოგიწევს რეზინის დაჭერა და ელიავაზე გასეირნება....
მგონი კლაპანზე ეგ სანთებელას რეზინა ზუსტად წავა. კლაპნის წვრილ ღერძზე ვამბობ.
ja_ja
Nov 23 2012, 05:33 PM
sekurifa
არა ზურა მეორე მხარეზეა საუბარი. ანუ დამტენ პორტზე და არა საბრძოლო კლაპანზე
smekosmeko
Nov 23 2012, 05:51 PM
დავშალე რეზერვუარი, მოვხსენი ორივე მხარე. დამტენი პორტისკენ ნადები ქონდა იქ ოქროსფერ დეტალზე რომელზეც რეზინი ზის. რაგაც ნაფლეთელი, მოვაცილე, გავწმინდე ყველაფერი. საბრძოლო კლაპნის რეზინაზე მქონდა მაშინ საუბარი თორე პორტისკენ იმხელა რეზინი ზის რომ სანთებელას დიამეტრია არაა მაგხელა

დავაყენე მანდ 20 თეთრიანი სანთებელას რეზინა მაგრამ ცოტა სრულია. მერე დავხურე (ხელით გადავიწირე პორტისკენ რეზბას) 50-ზე გავბერე და ჰაერს აპარებდა საბრძოლო კლაპნიდან, მერე 100-ზე დავტენე და შეწყდა (ალბათ წნევამ მიაწვა უფრო და ჩაკეტა)

ავიყვანე 200-ზე და ორივე კლაპანი კარგია, ჰაერს საერთოდ არ აპარებს, თბილი წყლით შევამოწმე. გაიხარე ja_ja
sekurifa
Nov 23 2012, 08:18 PM
ეხ მეც ვარ ნაწვალები მაგ რეზიკის წინა თავის მოხსნაზე. ნასოსს შეექმნა მაშინ პრობლემა და მე რეზიკს ვაბრალიდი თავიდან და ტყუილად დავშალე. ხოლო ნასოსის დაშლამ რომ მაწვალა მოკლეთ არვიცი რა. რა სიკვდილათ უნდა ამხელა გადაჭერა რეზბებში არვიცი. ერთ-ერთი ნაწილის მოხსნა რომ მინდოდა ნასოსზე ვერანაირად ვერ მოვუშვი, ვერც ტრუბნოით და ვერც ტისკში :) არადა პასპორტში ეხატა რომ იხსნებოდა. მე დავეჭვდი ეს შანსი არაა რეზბაზე რომ იყოსთქო და თავის დაზღვევის მიზნით ჯაჯას დავურეკე, მაშინ დასასვენებლად ვიყავი წასული.
ხოდა ჯაჯამაც იგივე მითხრა რაც აქ დაწერა რომ შვარცნეგერი ჭირდებოდა ამ საქმეს :) მეც მერე დავიხმარე ერთი კაცი. ჩავდე ტისკში დეტალი, მოვკიდეთ ორმა კაცმა ოთხივე ხელი ტრუბას და ერთდროულად შემოვაბრუნეთ ძლივს :) ხელის გულებზე ფუთქები მქონდა მერე.
მარა რეზიკი რომ ბოლომდე დავშალე მაგაზე არ ვინანე რადგან წინა მხარეს ჰაერის შემავალი კლაპანი რაღაც ბინძური მასით იყო დასვრილი და შიგ რაღაც აბრაზივებივით იყო. გავწმინდე და
smekosmeko
Nov 24 2012, 08:27 AM
გუშინ 200-ზე დავტენე საგამოს რეზერვუარი და ამდილით 150ზე დამხვდა ჩამოსული. ისევ შევამოწმე თბილი წყლის და საბრძოლო კლაპნიდან გამოდის ბუშტები ცოტ-ცოტა. ზუსტი ზომის რეზინი უნდა რა მაგ კლაპანს და ეგაა, ისე ესეც შეიძლება სროლა მაგრამ თუ ღამით დატოვე უკვე იცლება ნელ-ნელა.
ja_ja
Nov 24 2012, 10:02 AM
smekosmeko ციტატა(smekosmeko @ 24th November 2012 - 09:27 AM)

ზუსტი ზომის რეზინი უნდა რა მაგ კლაპანს და ეგაა
მაგრა სცდები თუ ამ ამ რეზინას აბრალებ

მაგ რეზინის მოვალეობაა გასროლისას, ანუ როდესაც კლაპანს დამრტყმელი ეჯახება და კლაპანს აღებინებს თავს... მოკელდ მაგ რეზინის მოვალეობაა ზედმეტი ჰაერის ნაწილაკები არ გაუშვას დამრტყმელის მხარეს მაშინ როდესაც კლაპანი ღიაა....
ჰაერის გაპარებას ეგ ვერ ეწინააღმდეგება და ვერც ვერასდროს შეეწინააღმდეგება. გვქონდა აქ მთლიანი ჰაჩიკას რეზიკის განხილვები, მოვძებნი და დაგიგდებ სურათებს, მოკელდ შენ კლაპანი გაქვს თვიტინ შესამოწმებელი და არა ეგ რეზინა, რომელიც მაგ შემთხევაში საერთოდ არაფერს აკეთებს და სულ რომ მოხსნა გამართულ კლაპანზე, ჰაერი მაინც არ გამოიპარება.
ისევ ჩააყოფილე აბა წყალში თავი და დააკვირდი საიდან გამოდის ჰაერი, ნიძლავს დავდებ მაგ რეზინამდე რომ ხვრელებია ბრინჯაოს დეტალში იქედან გამოდის, ჰაერი, ეგ რეზინა კი მაგ ხვრელების მერეა....
ja_ja
Nov 24 2012, 10:16 AM
აგერ
ვნახე თემა სადაც ეგ ყველაფერი მაქვს განხილული თავის ნახაზებიანად

აგერ გადმოტანილი სურათი

ახლა მითხარი ეგ რეზინა რადრა შეაჩერებს გამოპარებულ ჰაერს როდესაც კლაპან მანამდეა და თუ ბუშტულები გამოდის, კაკრაზ მანამდე ნახულობენ გამოსასვლელ ადგილს....
დააკვირდი ძირს მოყვანილ სურათს და შეადარე ზედა სურათს

ცისფერი ფერით აღნიშნულია სავარაუდო ადგილები საიდანაც იპარება ჰაერი, წითლით აღნიშნულია სარისკო ზონა, ანუ სავარაუდოდ სადაც არის, პრობლემა... შენ კიდევ ბრალს სდებ საცოდავ რეზინას რომელიც სულ სხვაგანაა, ანუ ცხვირთან და საერთოდ არანაირი ბრალი არ აქვს, ჰაერის გაპარებასთან

ცოდოა მაი რეზინა

, ხომ იცი უდანაშაულობის პრეზუმპცია

რატომ სდებ საცოდავ რეზინას ბრალს

რა დაგიშავა, ჰა! ჰააგის სასამართლოში უნდა გიჩივლოს მაინცა და მაინც
sekurifa
Nov 24 2012, 11:46 AM
smekosmeko -- ზაპასი რეზინკები ხომ მოყვა თოფს? კლაპნის აწყობისას ხომარ წაგისვია რამე დამრტყმელ კლაპანზე?
smekosmeko
Nov 24 2012, 12:20 PM
არ მოყოლია ზაპასი მე ჩვენი ფორუმლი გელასგან ვიყიდე ეგ ადრე. არაფერი არ წამისვია კლაპანზე. თუ ეგაა პრობლემა რაც ლურჯი ფერით არის აღნიშნული მაშინ რა ვუყო? უნდა დავშალო ისევ და თუ მოვახერხე იქნებ ვუშველო. დღეს საღამოსკენ ვნახავ ზუსტად რა ადგილიდან გამოდის ჰაერი.
sekurifa
Nov 24 2012, 12:28 PM
ციტატა(smekosmeko @ 24th November 2012 - 12:20 PM)

დღეს საღამოსკენ ვნახავ ზუსტად რა ადგილიდან გამოდის ჰაერი.
ძან ფრთხილად იყავი. ის პლასმასის დეტალი წითლად რომ არის შემოხაზული ძან ფრთხილად უნდა ამოიღო. ის მისით არ ამოდის თუარ მიაწექი რამეთი. უკეთესია საქსოვი ყაისნაღით ამოიღო ისე რომ დეტალის კედლებს არ შეეხო. ის კონუსური ადგილი სადაც კლაპანი აჯდება და კეტავს არის სარკესავით პრიალა და იმის გაკაწრა არ შეიძლება თორე მორჩა მერე, სულ გააპარებს.
smekosmeko
Nov 24 2012, 12:30 PM
ის პლასმასის დეტალი ჩემსას შეცვლილი აქვს ალუმინის დეტალით თან რეზბაზეა. თუ შიგლითაე ამბობ? ანუ პრობლემა სადაც შეიძლება იყოს სავარაუდოდ?
sekurifa
Nov 24 2012, 12:37 PM
ხო შიგნით როა იმაზე ვამბობ. აი ეგრე ამოიღე როგორც სურათზეა.

ნუ უკანა საცობს მოხსნი თავისთავად ამოღებისას
name
Nov 24 2012, 11:50 PM
ჰმ, მეც ეს პრობლემა მაქვს. მეორე დღეა 50ზე იყო დასული,
smekosmeko
Nov 27 2012, 10:56 AM
ეხლა გავბერე რეზერვუარი 100-მდე, ჩავყავი პთბის წყალში (პორტის მხარე) და ჰაერი არ გამოდის. მერე მეორე მხარე (საბრძოლო კლაპანის) და ჰაერი გამოდის რეზბიდან. ეს რა უბედურებაა? უფრო მაგრად გადავუჭირო? მაგრამ საკმაოდ მაგრადაა მოჭერილი. რეზბიდან გამოდის ჰაერი თან ესე 2 სანტიმეტრის სიგრძეზე. ეს 100-ზე და 200ზე რომ დავტენი მერე უფრო მეტად გამოვა თავისთავად.
geojorjika
Nov 27 2012, 11:20 AM
smekosmeko
რეზინა არ აქვს მანდ?
smekosmeko
Nov 27 2012, 12:21 PM
კი აქვს,მაგრამ როგორ მდგომარეობაშია არვიცი არ დავკვირვებივარ. მოვხსნი დღეს და ვნახავ აბა რახდება.
ilariona
Nov 27 2012, 12:23 PM
smekosmeko
დაშლილი გქონდა? აწყობის დროს თუ რეზინა კარგად არ ჩასვი მაგის ბრალი იქნება.
smekosmeko
Nov 27 2012, 12:26 PM
დაშლილი მქონდა მაგრამ რეზინაზე ხელი არ მიხლია, მხოლოდ კლაპანის პატარა რეზინი ვნახე. დღეს დავშლი და თუ რამე ფოტოებს დავყრი.
sekurifa
Nov 27 2012, 12:53 PM
ციტატა(smekosmeko @ 27th November 2012 - 01:26 PM)

დღეს დავშლი და თუ რამე ფოტოებს დავყრი.
გაწმინდე რაზინა კარგად და სმაზკა მიეცი სულ ცოტა. თუ სილიკონის ზეთი არ გაქვს წვერსაპარსი მანქანის ზეთი იხმარე,თუ არც ეგ გაქვს მაშინ ღია კრემისფერი ტაოტი და თუ არც ეგ გაქვს მაშინ ვაზელინი ან გლიცერინიც შეიძლება. ოღონდ მარტო რეზინა დასმაზკე რეზბა არგინდა.
ja_ja
Nov 27 2012, 04:31 PM
sekurifa
მანდ ნებისმიერი ზეთი წავა დაჟე ჩვეულებრივი ტაოტი
smekosmeko
შენ კი გადაამოწმე, რეზინა სადაც ზის ის ადგილი ამოჟანგული ზომ არაა ან ბრინჯაოს კორპუსზე ან რეზერვუარის შიდა მხარეზე.. ასევე გაითვალისწინე თუ რეზინა მშრალი იყო დიდი შანსია რომ გააპარებდა, რეზინას საპოხი უყვარს და მერე იჭერს ყველაფერს...
მოკელდ დაუჯერე სეკურიფას, მოხსენი საბრძოლო კლაპანი, ამოაძრე რეზინა, გაწმინდე, რეზინაც, კლაპანშI ის ადგილი სადაც ჯდება, და რეზერვუარის ბოლო ადგილიც სადაც რეზინა ეხება კედელს. მერე რეზინა დაატაოტე ან დაზეთე, და ააწყვე...
P.S. სხვატაშორის დააკვირდი რეზინას რაიმე ნაკბეჩები არ ემჩნეოდეს, ასევე ხელში ცოტა დასრისე და დააკვირდი სადმე პირს ხომ არ გააღებს საკმაოდ ხშირია როდესაც რეზინა შუა გულში იხევა ხოლმე და მერე ასევტავათ ჩერეზ სებია ატარებს ჰაერს....
smekosmeko
Nov 27 2012, 06:31 PM
დავშალე რეზერვუარი, მოვხსენი ეგ ოქროსფერი დეტალი. რეზინი კარგი იყო და აი თვითონ მაგ დეტალის კიდე (სადაც რეზინა აზის მაგის ზედა მხარე) იყო ცოტა დეფექტური, არვიცი მანდ რა დაემართა, ჩამონარტყამს გავდა. ნუ ქონდა ნაწიბურები და ალბათ მორეზმისას არ აჯდებოდა ეგ დეტალი რეზერვუარს კარგად. მოვქლიბე ნაწიბურები, რეზინაც დავსმასკე, მერე გავბერე 100-მდე შევამოწმე თბილ წყალში და არ აპარებს ჰაერს

მერე 200-მდე გავბერე, მოვარეზმე იარაღს რეზერვუარი და იმედია ხვალ ისევ 200-ზე იქნება.
ja_ja
Nov 27 2012, 06:51 PM
smekosmeko შედეგები დაწერე....
P.S. ისე ასეთი თემატიკა ჰაჩიკას თემაში რომ აიწიოს ხოლმე კაია, ხალხი ნახავს რაიმე რომ დაემართოს ტავის თოფს რა შეიძლება უშველოს...
თორემ ახლა გვაქვს გათხრილი ეს საკითხი თემაში რომელიც სათაურით საერთოდ სხვა გალაქტიაკს აღნიშნავს
sekurifa
Nov 27 2012, 08:48 PM
ციტატა(ja_ja @ 27th November 2012 - 04:31 PM)

sekurifa
მანდ ნებისმიერი ზეთი წავა დაჟე ჩვეულებრივი ტაოტი
ხო რავიცი, უბრალოდ ზოგ უხარისხო ზეთში და შავ ტაოტში ბენზინია ნარევი თუ რაღაც უბედურება და ჭამს რეზინას დროთაგანმავლობაში.
smekosmeko
Nov 28 2012, 08:16 AM
ვნახე ამდილით და 200ზე დგას ისევ, ანუ არ აპარებს ჰაერს.
sekurifa
Nov 28 2012, 12:10 PM
ციტატა(smekosmeko @ 28th November 2012 - 09:16 AM)

ვნახე ამდილით და 200ზე დგას ისევ, ანუ არ აპარებს ჰაერს.
გილოცავ!

მოგეშვა ალბათ გულზე
smekosmeko
Nov 28 2012, 09:13 PM
კი ნამდვილად, როცა დავხედავ სულ 200ზეა და დადებითად მოქმედებს.
ilariona
Nov 28 2012, 10:33 PM
smekosmeko
კარგია თუ გამოსწორდა.
ხვალ კომპიუტერთან რომ დავჯდები, ამ პოსტებს ჰაჩიკას თემაში გადავიტან და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, იქნებ დეტალურად ღწერო რაში იყო პრობლემა და როგორ გამოასწორე.
იქნებ მომავალში ვინმეს გამოადგეს.
xrincho
Feb 24 2013, 12:11 AM
ჰატსანის ნასოსის სახელურზე ესეთი დეტალი ვნახე და ეს უბრალოდ სათავსია თუ რამე განსაკუთრებული ფუნქცია აქვს? შიგნით კიდევ პაკეტი იდო და რაღაც ტენიანობას უკავშირდება ბოლომდე ვერ ვთარგმნე რა აწერია
geojorjika
Feb 24 2013, 12:16 AM
xrincho
რეზერვუარში ნასოსმა კონდესატი რომ არ შეიტანოს მაგისთვისაა
xrincho
Feb 24 2013, 12:30 AM
ისეიგი ვერ მუშაობს, იმიტო რო შლანგი რომ მოვხსენი ძირში და "დავაკაჩავე" წყლის წვეთები გამოიტანა შიგნიდან, თავიც მოჟანგებული აქვს შლანგის "რეზბას"
geojorjika
Feb 24 2013, 12:39 AM
ესეიგი ეგ რომ არ იყოს უფრო მეტი იქნებოდა
gregory
Feb 24 2013, 07:51 AM
xrincho
სილიკოგელი ცვალე ხოლმე და ნაკლები კონდენსატი გექნება ჩმა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.