ბარემ აქაც დავდებ, საჭირო საკითხია. Windows Mobile 6.5-ზე გაჩნდა ქართული ფონტების პრობლემა, ცნობილი Sylfaen_Neo უმეტეს შემთხვევაში აღარ მუშაობს.
თუმცა გამოსავალი მაინც ნაპოვნია. მოკლედ, ვიწერთ ამ ფაილს:
https://rapidshare.com/files/622353268/WinM...5_geo_fonts.rarვხსნით არქივს, /fonts საქაღალდიდან ვაკოპირებთ ფონტებს ჩვენი ვინდოუს მობაილის ფონტების საქაღალდეში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: devide/Windows/Fonts
შემდეგ ვაინსტალირებთ /progs საქაღალდიდან პროგრამას FontSettings+ მობილის შიდა მეხსიერებაში (არა მემორი ქარდზე)
გადავტვირთავთ ტელეფონს, შევდივართ პარამეტრების მენიუში (Settings), ვნახულობთ ჩანართს Settings +, შევდივართ ფონტებში და....
მოკლედ, აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ სისტემური ფონტი და მისი ზომა. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სტანდარტული Sylfaen, ასევე Arial Unicode MS, BPG Glakho, Segoe და ა.შ.
ფონტის შეცვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავტვირთავთ მობილ და ქართული ფონტებიც ადგილზეა