მოკლედ
ციტატა(prioni @ 22nd April 2009 - 07:23 AM)

ეს ნაწილი შედის სასხლეტ მექანიზმში და დაკავშირებულია (მოდებულია) ჩახმახთან და განაპირობებს იარაღის დაცვით ან საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნას,,,
მოტყდა ის ნაწილი რითაც დაკავშირებული იყო ჩახმახთან,,,,
ეს ნაწილი როგორც იცით გამოვცვალე და საინტერესოა მარა ახალი პრობლემა შეექმნა: ამ ნაწილს მარცხენა მხარეს აღენიშნება
W-ებური დაკბილვა რაც აუცილებელია დაცულ და მოშვებულ მდგომარეობაში "საფეხურობრივი" გადასვლისთვის, პირველ და მეორე სურათზე ნაჩვენებია მოცემული ადგილის ზედხედი, მე-4 სურათზე კი
W-ს მარჯვენა კბილი (V)
არ ვიცი როგორ მაგრამ ეს დაკბილვა გაცვდა და W-ს შუა ნაწილმა დაიწია, რამაც ვეღარ უზრუნველყო გადატენის დროს სასხლეტის ავტომატურად დაცულ მდგომარეობაში გადასვლა და მეტიც გადატენვის შემდეგ ლულის ჩაკეტისთანავე ხდებოდა ავტომატური, უკონტროლო გასროლა.
მოკლედ გავხსენი იარაღი და ეს ნაწილი ცოტა ჩავქლიბე რო ისევ აღმდგარიყო W-ს მაგვარი დიზაინი,,,, ამ ყველაფერმა იმუშავა და გამოსწორდა ის პრობლემა რაც იყო,,,,,
დღეს რამდენიმე სროლის შემდეგ იარაღი უბრალოდ არ გადაიტენა ანუ ლულის გადმოწევისას ზამბარა არას დიდებით არ დაიტენა :lol: ,,,მოკლედ ამოვიდა ყელში
ავდექი დავშალე სასხლეტი ნაწილობრივ,,,მთლად ვერ გავიგე რა მოხდა და ავაწყვე (შტოკის ამოღების და სრული დაშლის ნერვები აღარ მქონდა :lol: ) რაღაცეები შევცველე ჩემი ჭკუით , ავაწყვე იარაღი და ამჟამად მოწესრიგებულია.....
საქმე იმაშია რო ამ ყველაფრის გამო ტალონ მაგნუმს ოფიციალურად ჩამოვართვი ოპტიკის ტარების უფლება,,,,ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით