ისე ყველამ რომ ბოლოს გაიხსენეთ პირველი აპრილი

, მეც ბოლოს გამახსენდა როდესაც დამირეკეს დავურეკე და შევთანხმდით რომ ტირში უნდა წავსულიყავით, თავში გამიელვა ესენი ალბათ ღადაობენ და პროსტა სადღაც მოსაჯდომად მიდიან მეთქი

, კი ვიკითხე, მარა ისეთი დამადასტურებელი პასუხი მივიღე... ნუ მეთქი წავედიით

ვიცი რომ ყველა შედეგს ელოდებოდით მაგრამ ტირის მერე შევყევით საუბარს და მგონი ორის ნახევარი იყო ბარიდან რომ გამოვედით, მერე სანამ ესენი სახლებში მივიდნენ... ნუ მე კი პირველი ჩამაბარა სახლში ავთომ, მაგრამ სილქნეტ/კავკასუსის, უნიწობის გამო სახლში 4 თვეა ინტერი არ მაქვს, მე მაგათი....

ასე რომ ინფოები აწი წამოვა თან ნელნელა.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს. სამწუხაროდ ფოტოაპარატი არავის არ გვქონდა, გადავაღე ერთი სურათი შემი ტელეფონით, მაგრამ მოგეხსენებათ კომუნიკატორები ბისნეს კლასში გადის და რატომღაც ყველა მწარმოებელი თვლის რომ ბისნესმენს არ უნდა დასჭირდეს ნორმალური გამოსახულება, შედეგიც ვავა

მოკლედ ეს არის პირველი გასწორების მიერ ნასროლი რომელზეც ნორიკა ამბობდა კაი შედეგი მომცაო. მოგეხსენებათ ტირში რა მაგიდებიცაა, პლიუს გახარებული რომ ეცემი ნასოსით აკაჩავებ და მერე ტანი როპმ კანკალებს და გულის ფანცქალი გაქვს, მაგ დროს რომ გაისვრი...


ზუსტად ჯგუფი ვერ გავზმეთ ამიტომაც ერთერთ ხვრელში ტყვია შევარჭე, მერე მოვედი სახლში მივახაზე 4.5 მილიემტრიანი წრე, და იმის მეშვეობით გამოვთვალე

მოკლედ პირველი სროლისთვის მშვენიერია. პლიუს დიდმა ნორიკამ თვითონ აღიარა რომ 300 მეტრ წამი დიდად საჭირო არაა და 275 უკეთეს შედეგებს იძლევა

მართალია JSB და 300 მეტრ წამი მაინც აღელვებს, მაგრამ ვნახოთ ეგ საქმე როგორ იქნება

რაც შეეხება რეპორტს... ნუ ეგ არ იქნება, ყოველ შემთხვევაში დღეს ხვალ და ასე შემდეგ. მინიმუმ ჯერ მფლობელი უნდა დათანხმდეს რომ 1-2 დღით მათხოვოს ფიშტო და ახალ შენაძენზე თვითონ ხვდებით რავარი ძნელია სხვას მისცე შენი რჩეული

მერე თუ მოხდება ეგ საოცრება რამდენიმე დღე მინდა მე სანამ აზრებს დავალაგებ და შემდგომ კაი საკითხავს გამოვაცხობ, თან იქნება თუ არა კაი საკითხავი წინასწარ არავინ არ ვიცით