gocha311 ისე არ გინდა ცოტა წეს ჩვეულება შეიცვალო და სანამ რაღაცას გააკეთებ ან იყიდი ხოლმე რომ იკითხო ხოლმე???
რათ გინდოდა ეგ ოპტიკა გაფიცებ მითხარი? რამ მოგხიბლა? ფასმა, ჯერადობამ, ფერადმა ბადემ, თუ დოხრენა ხაზებმა ბაზეზე????
6-24 გამოუყენებადი ჯერადობაა არაერთხელ დამტკიცდა, არაერთი შენნაირი ახლად გზას დამდგარი უყურებდა ზეციურ ხსნად ეგეთ ჯერადობას, მეც მაქვს ეგ ეტაპი გავლილი და ვიცი რა აზრებიც ტრიალებს თავში, მაგრამ მეც გავყიდე სხვამაც და შენც მოგიწევს გაყიდვა.
ეგეთი ჯერადობა მისაღებია მხოლოდ მყარ მაგიდასთან რომ ზიხარ და რომ ესვრი ქაღალდის სამიზნეს ასე 25-35 მეტრის მანძილზე. სატარებლად და სანადიროდ არის კოშმარი რამე, მძიმეა მოუხერხებელია, აწევ მაგ წყეულ 24 ჯერადობაზე და ვერ ნახულობ სამიზნეს, 5-10 წუთი ეძებ რა გქონდა შეუიარაღებელი თვალით დანახული და რატომ არ ჩანს ოპტიკაში და ასე შემდეგ
წონა... როგორც წესი კოშმარულია 1-2 კილოგრამს უკაკუნებს კაკ მინიმუმ ყველა ეგეთი ოპტიკა, მოუხერხებელი ზანტი მოუქნელი არსებაა, იმენნა ნერვებზე აგწევს
ფერად ფერადი განათება - გამოუდეგარია სრულიად, არაერთს გვქონდა ეგეთი განათებული ბადე და ვიცი რასაც ვამბობ, ბოლოს ერთერთ ჩემს სამიზნეში დაჯდა ელემენტი და იმის მერე რამდენიმე წელი გავიდა არც გამომიცვლია, იცი რატომ? რეალურად გამოუდეგარია... კი კაი თეორიაა რომ იქ შებინდებისას გამოიყენებ, იქ შავი ჯვარი რომ არ ჩანს შავ ფორნზე მწვალეს ან წითელს გამოიყენებ, მაგრამ რეალში აფსოლუტურად გამოუდეგარი რამეა, 2=3-ჯერ ჰა 10-20-ჯერ გამოიყენებ და მორჩა დალშე მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ხალხის თვალში მარკის დასაწერად გექნება, აჩვენებ და გაიგებ ჩაფიქრებულ ხმას - ვაააააა, ვააააა

და ბოლოს თვითონ ბადე... შენ რაც იყიდე მაგას აქვს ეგრეთწოდებული სამხედრო ბადე რომელიც გეხმარება საორიენტაციო მანძილის გამოთვლაში

ოღონდ ეგეც ცვალებადი იდეაა ჯერადობიდან გამომდინარე, პნევმატიკაში კი არაერთგზის დამტკიცებულა გვჭირდება და გამოყენებადია მხოლოდ Mil-DOT ბადე, ნუ შეიძლება EXTENDED Mil-DOT, ან დამატებით Half- Mil-Dot ბადე, რომელიც გაძლევს ტყვიის ვარდნის კომპენსირების გამოთვლის შესაძლებლობას....
ანუ აი ასეთი ბადე

ეს არის კლასიკური 5 წერტილიანი ბადე, მაგრამ თუ ტყვიის ვარდნა ძლიერია შეიძლება მოისურვო Extended Mil-dot-ი რომ ქვევით ვარდნის გამოსათვლელად მეტი წერტილები გქონდეს, ვთქვათ არის 9-10 წერტილიანი მილდოტ ბადეები

არის კიდევ უფრო გაძლიერებული ბადეები ეგრეთწოდებული ნახევარ მილდოტები რომ წერტილიდან წერტილამდე კი არ გქონდეს "პაპრავკები" არამედ მათ შუაშიც გქონდეს ორიენტირის აღების საშუალება, აი ასეთი ვარიანტი

მაგრამ ეგეთი ბადეები ჯერადობით ძვირიან ოპტიკებზეა და 100$-მდე ოპტიკაში პრაქტიკულად არ იჩითება.
შენ კი ადექი და ითრიე ეგრეთწოდებული Range Finder-ი ოპტიკა, ანუ მანძილ მზომიანი, ოღონდ არ გეგონოს რომ რაიმეს ზომავდეს


ეს კი არ ზომავს რამეს არამედ გათვლილია ადამიანის სიმაღლეზე, ან რკინის ჩაფხუტზე და იმის მიხედვით რამდენჯერ ჩაეტევა ადამიანის ფიგურა ან ჩაფხუტი სეტკაში, მაგის მიხედვით პლიუს სპეც ფორმულის გამოყენებით იღებ საორიენტაციო მანძილს...
შენს შემთხვევაში პრობლემა ისაა რომ ბუნებაში ჩაფხუტი არაფერს ახურავს, არც ქაღალდზეა ეგეთი სამიზნეები დატანილი

, ადამიანს როგორც წესი არ ვუმიზნებთ და ისევ ასათვლელი წერტილი არაფერი გაქვს, და ბოლოს ყველა ეგეთი ოპტიკის ბადე რეალურად მუშაობას იწყებს 100 მეტრის ზევით, ანუ იქ 200-300 მეტრზე რომ ჩანს ადამიანის ფიგურა და გარკვეული ზომა აქვს აი იმის მიხედვით ხდება ფორმულაში გამოთვლა. შენ კიდევ პნევმო უნდა ისროლო სამუშაო მანძილით 30-50 მეტრი... აი რაში უნდა გამოგადგეს ეგ ბადე?
მოკლედ ვეებერთელა თხოვნაა სანამ რაიმეს გააკეთებ დაწერე ხოლმე რა, შემოხვედი ფორუმზე სადაც ხალხმა რაღაც მაინც იცის და შეუძლია რჩევა, არ იყენებ მაგ ფუნქციას

P.S. შემდეგში გთხოვ დააკვირდე თემის სათაურს და ამ თემაში ვილაპარაკოთ მხოლოდ ხელნაკეთ PCP-ებზე, ხოლო ოპტიკა იქნება ტყვია, ჩანთა, ქამარი თუ ფეხსაცმელი ეგ თემები უნდა იყოს ნახსენები სხვა შესაბამის თემებში. თუ ეგეთ თემას ვერ მონახავ მერე უნდა გახსნა ოღონდ შესაბამის განყოფილებაში და არა იქ სადაც მოგინდება.