sekurifa
Nov 6 2011, 01:02 AM
ციტატა(dzvelo @ Nov 5 2011, 08:49 PM)

სამშაბათს ფანტომის პრუჟინას ვიყიდი და ახალ მაჟეტს შედეგებსაც დავწერ რას გახვრიტავს და რას მოკლავს აუცილებლად

)
ზადნიკი თან წაიღე როცა ზამბარის საყიდლად წახვალ.არამგონია შიგ თავისუფლად ჩავიდეს ფანტომის ზამბარა.ტოკართან ზადნიკის დიამეტრის გადიდება დაგჭირდება მგონი.ზამბარამ შიგ თავისუფლად უნდა იმოძრაოს,თანაც შეკუმშვისას დიამეტრი კიდევ ეზრდება ასე რომ ესეც გაითვალისწინე თორემ გაგიტყდება მალე ზამბარა.ზამბარის დიამეტრზე 1.5მმ-ით მეტი უნდა იყოს ზადნიკი.თუ ტოკართან მისვლა დაგჭირდება აუცილებლად კითხე სტანოკს (დიორგანიე) ანუ ყანყალი არ ქონდეს თორე გაგიფუჭებს ზადნიკს.
Archery
Nov 8 2011, 07:11 PM
დღეს ვიყიდე ზამბარა და მანჟეტი დავაყენე მანჟეტი პრუჟინა ოდნავ დავამოკლე ხო პრუჟინა ვიყიდე 15ლარად იჟ38ის მარა ჩემ პრუჟინასთან შედარებით ბევრად გრძელია პლიუს შიგნით პატარა პრუჟინა აქვს 2საათი ვეწვალე და ვერ ჩავსსვი მარტომ ეხლა მამაჩემს მოვიხმარებ და ჩავსვავ ალბათ

ერთი სული მაქვს როდის გავისვრი

) დღეს კი წავინადირე მარა იჟ61 ით და დიდი ვერაფერი ცოტა ნადავლი მოვიპოვე
sekurifa
Nov 8 2011, 08:05 PM
თუ არ მოხვდა ვერც იჟ-38 -ით მოინადირებ ბევრს

კაი ეს ხუმრობაა,ეგ მეორე ზამბარა შიგნით შენ ჩადე?ზამბარა რომ გადაჭერი მოუსწორე თავი.გავარვარება უნდა წითლად და მერე პლოცკოთი გადმოღუნვა.მერე ტაჩილა ან ბალგარკა უნდა გადაატარო ოდნავ.თუ ამოშვერილი წვერო დაუტოვე დაღირღნის რკინას შიგნით
Archery
Nov 10 2011, 03:15 PM
ეჰ ეგ პრუჟინა იყო 10-12 სანტიმეტრით დიდი და დავამოკლე ისე რო ცუდად დავამოკლე და ახალი პრუჟინა მაქვს საყიდელი

გავაFუჭე დავამოკლე ძალიან ძველ პრუჟინას 40ხვია ქონდა და მე კიდევ 30დავუტოვე იმ ახალს
sekurifa
Nov 10 2011, 04:53 PM
ციტატა(dzvelo @ Nov 10 2011, 04:15 PM)

ეჰ ეგ პრუჟინა იყო 10-12 სანტიმეტრით დიდი და დავამოკლე ისე რო ცუდად დავამოკლე და ახალი პრუჟინა მაქვს საყიდელი

გავაFუჭე დავამოკლე ძალიან ძველ პრუჟინას 40ხვია ქონდა და მე კიდევ 30დავუტოვე იმ ახალს

გითხარი მოდი ჩემთან მე მივხედავთქო და არ ქენი

მაგ ზამბარას რას უპირებ ახლა?
Archery
Nov 11 2011, 05:32 PM
ახალი უნდა ვიყიდო მიდევს სახლში ისე რა უნდა ვუქნა
მერე თუ არ გადაიფიქრე ამოგიტან

ჩემი ამბავი რო ვიცი მეორეც უნდა გავაფუჭო
Archery
Nov 11 2011, 08:10 PM
ეხლა გავტესტე ჩემი თოფი ისევ ძველი პრუჟინა დავაბრუნე და ჩავდე ის პატარა პრუჟინაც და შედეგმა გამაოცა

სქელ ყდიან წიგნს ვესროლე 5 ტყვია და 5ივე შევიდა ბოლომდე და იჟ61იც ვესროლე და საერთოდ ვერ ერჭობოდა არადა ის Iჯ61 თითქმის ახალია მაქსიმუმ 1000 გასროლა აქვს გაკეთებული ყიდვიდან (ახალი იყიდეს) ახალმა მანჟეტმა შედეგი მომცა როგორც ჩანს პლიუს თოფის გავამაგრე კონდახთან რყევები ქონდა ცოტა ულამაზო კი გამოვიდა მაგრამ ახლა ქვასავითაა....... მოკლედ როგორც ვფიქრობ 10-15 მეტრში ქედანს მოკლავს.......... იჟ61 კლავს 8-9 მეტრში და შედეგით თუ ვიმსჯელებთ Iჟ38 ბევრად ძლიერია იჯ61 ზე ხვალე გავტესტავ ფრინველზე და ვნახოთ რას იზავს ................. თან ერთი ქედანი მაცივარში მიდევს გასუფთავებულ გაპუტული
sekurifa
Nov 11 2011, 09:27 PM
ციტატა(dzvelo @ Nov 11 2011, 06:32 PM)

ახალი უნდა ვიყიდო მიდევს სახლში ისე რა უნდა ვუქნა
მერე თუ არ გადაიფიქრე ამოგიტან

ჩემი ამბავი რო ვიცი მეორეც უნდა გავაფუჭო

როცა გინდა ამოდი და მეთვითონ გადაგიჭრი და მოგირგებ ზამბარას არაა პრობლემა,მთავარია შენ არ დაგეზაროს

მთავარია არ აჩქარდე არაფერზე.ცნობისთვის არ გაგიკვირდეს რომ იჟ-61 იჟ-38 ზე სუსტია.რაცარუნდა ახალი იყოს ეგ მოდელი მაინც სუსტია და გათვლილია 10 მეტრში ქაღალდზე სასროლად.მე რომ ფისტალეტი მაქ იმის ზამბარა აქვს და როგორ უნდა იყოს ძლიერი.
ReMiNgToN
Apr 20 2012, 10:23 AM
ჩემი ძველი მეგობარი იჯ-38 ისთვის ვიყიდე საკმაოდ ძლიერი პრუჟინა , გადავჭერი და ჩავსვი, ასევე ჩავაყენე ფანტომის მანჟეტი , ერთი გაიკა დავუყოლე სიმძიმისთვის მანჟეტს და ავაწყვე, ხმა საკმაოდ მოემატა თოფს როგორც უკუცემა მაგრამ... ძალა საერთოდ არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ მჩატე თურქულ ტყვიებს ვისვრი, კონსერვის ქილებს ვერ ხვრეტავს 5 მეტრშიც კი, ტყვიებსაც საკმაოდ ფანტავს. რამე დამატებითი სამუშაოები უნდა რომ ძალა მოემატოს?
ikaaa
Apr 20 2012, 05:18 PM
ფანტომის მანჟეტი , მაგ თოფის ცილინდრში ჰერმეტულობას იცავს? გიცდია გადამშვებზე თითის დაჭერა და დგუშზე მიწოლა? რომ გაიგო კომპრესია არის თუ არა

.
CHICO30
Apr 20 2012, 06:58 PM
ჯერ ერთი მაგ თოფში რაც არ უნდა მაგარი ზამბარა ჩადო ვერ ძლიერდება იმიტომ რომ დგუშის სამოძრაომანძილი აქვს პატარა და ძალიან ცოტა ჰაერის შეკუმშვა ხდება და შენ კიდევ პირიქით მაგ ჰაერის რაოდენობა შეამცირე გაიკის დატნევით.
მერე მეორე შეამოწმე კომპრესია:
1. გასროლილ მდგომარეობაში მთელი ძალით ჩაბერე ლულის ბოლოდან. ჰაერი არსად არ უნდა გასდიოდეს.
2. დაშალე ისევ, დგუში ამოწიე, ჰაერის დგუშიდან ლულაში მიმწოდებელს დააჭირე თითი და დაუშვი დგუში. თითზე უნდა იგრძნო კარგი დაწოლა და ჰაერი არ უნდა გააპაროს უკან.
მერე ბოლოს დათვალე ხვევების რაოდენობა სტანდარტულ ზამბარაზე და შენს მიერ ჩადგმულზე. მიუხედავად იმისა თუ რომელი ზამბარა უფრო ძლიერია, მეტ გასროლის სისწრაფეს ის ზამბარა მოგცემს რომელიც უფრო მოკლეა დაკეცილ მდგომარეობაში.
sekurifa
Apr 20 2012, 08:08 PM
ციტატა(buybuya @ 20th April 2012 - 10:23 AM)

კონსერვის ქილებს ვერ ხვრეტავს 5 მეტრშიც კი, ტყვიებსაც საკმაოდ ფანტავს. რამე დამატებითი სამუშაოები უნდა რომ ძალა მოემატოს?
მპ-ეს მანჟეტი ჯობია მოარგო.უკეთესი კომპრესია აქვს,ასევე ჰაერის გადამშვები რეზინაც გადაამოწმე როგორია.
ReMiNgToN
Apr 21 2012, 02:11 PM
sekurifa
ჰაერის გადამშვები რეზინა ცოტა არ იყოს და შეჭმულია, ანუ გახეულები აქვს რა
Archery
Apr 26 2012, 10:09 PM
ციტატა(CHICO30 @ Apr 20 2012, 06:58 PM)

ჯერ ერთი მაგ თოფში რაც არ უნდა მაგარი ზამბარა ჩადო ვერ ძლიერდება იმიტომ რომ დგუშის სამოძრაომანძილი აქვს პატარა და ძალიან ცოტა ჰაერის შეკუმშვა ხდება და შენ კიდევ პირიქით მაგ ჰაერის რაოდენობა შეამცირე გაიკის დატნევით.
მერე მეორე შეამოწმე კომპრესია:
1. გასროლილ მდგომარეობაში მთელი ძალით ჩაბერე ლულის ბოლოდან. ჰაერი არსად არ უნდა გასდიოდეს.
2. დაშალე ისევ, დგუში ამოწიე, ჰაერის დგუშიდან ლულაში მიმწოდებელს დააჭირე თითი და დაუშვი დგუში. თითზე უნდა იგრძნო კარგი დაწოლა და ჰაერი არ უნდა გააპაროს უკან.
მერე ბოლოს დათვალე ხვევების რაოდენობა სტანდარტულ ზამბარაზე და შენს მიერ ჩადგმულზე. მიუხედავად იმისა თუ რომელი ზამბარა უფრო ძლიერია, მეტ გასროლის სისწრაფეს ის ზამბარა მოგცემს რომელიც უფრო მოკლეა დაკეცილ მდგომარეობაში.
საერთოდ როგორ არ ძლიერდება.......300მ/წ ვერ მოგცემს მაგრამ 200 ამდე აყვანა სავსებით რეალურია..... კარგი მანჟეტი კარგი გადამშევბი დგუშის და ცილინდრის პალიროვკა და ძლიერი ზამბარა ეგეც შენი 200მ/წ და მეტს ვერც მოთხოვ იჯ38ს

სეკურიფას თემები დაათვალიერე ReMiNgToN და მიიღებ შედეგს თუ ისევე გააკეთებ როგორ სეკურიფამ
CHICO30
Apr 28 2012, 10:51 PM
dzvelo
მოდი ძმაო 150 ლარს გადავიხდი თუ ვინმე 200 მწ გაუკეთებს მაგ თოფს ან კიდე ააცილებს მაგ მაჩვენებელს და მერე 25 მეტრაში რამეს გაარტყამს. ანუ 25 მმ იან ჯგუფს მაინც თუ შეკრავს.
nikola_migina
Apr 29 2012, 10:44 AM
ჩვენ ფორუმელს ქონდა გაძლიერებული იჟ-38 და 180მეტრ/წამი აჩვენა

180მეტრ/წამი კი საკმარისია 25-30მეტრზე
Archery
Apr 30 2012, 01:24 PM
ციტატა(CHICO30 @ Apr 28 2012, 11:51 PM)

dzvelo
მოდი ძმაო 150 ლარს გადავიხდი თუ ვინმე 200 მწ გაუკეთებს მაგ თოფს ან კიდე ააცილებს მაგ მაჩვენებელს და მერე 25 მეტრაში რამეს გაარტყამს. ანუ 25 მმ იან ჯგუფს მაინც თუ შეკრავს.
მპ512 და Iჯ38 დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.... და sekurifa მ თავისი მურკა აიყვანა 230მ/წ მგონი შეიძლება უფრო მეტზეც ....... და დაუჯდა მგონი 60ლარი...... გადაიკითხე მისი თემა და ისე გააკეთე როგორც სეკურიფამ... თუ ლულა კარგი აქვს შენს თოფს უპრობლემოდ შეკრავს 25 მეტრზე 2.5 სმ ჯგუფს.....
მეც მაქვს იჯ38 10ლარიანი ოპტიკით 25 მეტრში ბეღურას ვარტყავ.... იჟ61 ით კიდევ უფრო შორსაც 30-33 მეტრზეც სტაბილურად და ისე უფრო შორსაც გამირტყია ოღონდ უკეთესი ოპტიკური სამიზნით
მოკლედ ბევრი წერა რომ არ გამომიმივიდეს ისევ დ ისევ გეტყვი რომ სეკურიფას თემა ნახე და მიყევი ინსტრუქციებს
CHICO30
Apr 30 2012, 07:51 PM
dzvelo
გაუზომე შენს იჟ 38 ს მერე სიჩქარე და ნახე თუა 150 მაინც. რო ძლიერდება მერე ვეღა არტყავ თორე მანამდე 40 ზეც უნდა გაარტყა.
მერე მეორე მურკა და იჟ38 სხვადასხვა თემაა. ჯერ 1 მარტო წონა. იჟ 38 ისე უნდა დაამძიმო რომ ზუსტი გახდეს რავიცი რა. მე მგონი იჟ 38 ის წუნინგი არ ღირს დამიჯერეთ აი იჟ 22 მაგარია.
Archery
May 3 2012, 05:15 PM
ციტატა(CHICO30 @ Apr 30 2012, 08:51 PM)

dzvelo
გაუზომე შენს იჟ 38 ს მერე სიჩქარე და ნახე თუა 150 მაინც. რო ძლიერდება მერე ვეღა არტყავ თორე მანამდე 40 ზეც უნდა გაარტყა.
მერე მეორე მურკა და იჟ38 სხვადასხვა თემაა. ჯერ 1 მარტო წონა. იჟ 38 ისე უნდა დაამძიმო რომ ზუსტი გახდეს რავიცი რა. მე მგონი იჟ 38 ის წუნინგი არ ღირს დამიჯერეთ აი იჟ 22 მაგარია.
ჩემს იჟ ზე ბევრი სამუშაოა ჩასატარაებელი შესაღებია ნადულნიკი უნდ ახალი ზამბარა და მანჟეტი და მთელი ამბები ჩემი იჟი თავს დავდებ რომ 150ით ისვრის იმიტომ რომ იჯ61 შედარებით ბევრად ძლიერია ხოლო იჟ 61ს 150მ./წ სიჩქარე აქვს მართალია მსუბუქი ტყვიებით მაგრამ ხომ აქვს..........მეც მსუბუქებს ვისვრი....
აი მაგალითად იჯ61 რომ მტრედს ესროლო 10მეტრაშიც ვერ მოკლავ .............. ჩემი თოფით კიდევ 15მეტრაშიც დამიკარგია ფრინველისთვის გაფრენის უნარი
იჟ22 და იჟ38 კონდახით ერთნაირია თითქმის.........ლულითაც ......... პატარა დეტალებშია განსხვავება .........
და თუნდაც ასე რომ არ იყოს დამძიმება პრობლემა ნადმივალად არაა.......... ისეთი კონდახი აქვს იჟ38ს რომ თუ გინდა რკინები დაკიდე კონდახზე..........ნადულნიკიც უპრობლემოდ დგებაა
ასე რომ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ Iჯ38ის ტუნინგში.... თუ გინდა რა თქმა უნდა.........
CHICO30
May 3 2012, 07:34 PM
ჩემს ზულ 312 ს 140-150 მეტრ წამი აქვს მაგრამ xxxxxxx სკვაზნოის ადებს 20 მეტრში და xxxxxx xxxxxxx უამრავი xxxxx წელს 20-25 მეტრიდან. თუ ნაღდი 150 აქვს მაგ იჟ61ს 30 მეტრშიც უნდა xxxxx xxxxxx .
რა წუნინგსაც შენ იძახი იმდენი დაგიჟდება რომ ბარემ ჩემნაირი ჰატსან მოდ99 გააწუნინგე და ეგაა.
ja_ja
May 4 2012, 08:05 AM
CHICO30
კიდევ ერთი ასეთი გადახვევა და ბანი იქნება...
ამჯერად 10%-იანი ვორნის მომატება. დეტალები PM-შია.
Archery
May 5 2012, 07:26 PM
ციტატა(CHICO30 @ May 3 2012, 08:34 PM)

ჩემს ზულ 312 ს 140-150 მეტრ წამი აქვს მაგრამ xxxxxxx სკვაზნოის ადებს 20 მეტრში და xxxxxx xxxxxxx უამრავი xxxxx წელს 20-25 მეტრიდან. თუ ნაღდი 150 აქვს მაგ იჟ61ს 30 მეტრშიც უნდა xxxxx xxxxxx .
რა წუნინგსაც შენ იძახი იმდენი დაგიჟდება რომ ბარემ ჩემნაირი ჰატსან მოდ99 გააწუნინგე და ეგაა.
ნებისმიერ ქარხნულ თოფს იქნება იჟ38 ფანტომი თუ 125 ეგ სიჩქარეები რაც აქვთ (189.305.380 მ/წ) აქვთ ულტრა მსუბუქი ტყვიებით მიღებული...................მე არ ვიძახი რომ იჟ61 ისვრის ჯსბ მსუბუქებს 150ით მაქსიმუმ 120-130ით ისროდეს........ეგეც მეეჭვება
ხოლო იჟ38 კი დამჯდარი ზამბარით და გაფუჭებული მანჯეტით 140 მაინც გაისვრის ესეც მეეჭვება მაგრამ ალბათ გაისვრის
მე რაც ჩამოვთვალე ზემოთ პოსტში ეგ რომ გაუკეთო იჟ38ს დაჯდება ზუსტად გეტყვი ეხლავე
1.ნადულნიკი 10ლარი
2.ზამბარა 20ლარი (ფანტომის) 15ლარი (რუსული..იჟ38ის თუმცა საფიქრებელია რომ უხარისხოა ძალიან)
3.მანჟეტი 3ლარი
4.დამძიმება მაქსიმუმ 5ლარი ისიც თუ სახლში არაფერი არ გაქვს რკინეულობა მე მაგას უფასოდ გავაკეთებდი მე თვითონ......(თუ გადავწყვიტე მაინც გაკეთება ჩემი იჟიკასი გავხსნი თემას და გაგაცნობთ)
5.მიმმართველი-დამამძიმებელი 15ლარი
6.ცილინდრის და გამშვების მექანიზმის გასუფთავება-პოლირება ამასაც თავისით მოახერხებს ადამიანი...
გამოვიდა 48ლარი
ეს რაც აუცილებელია რომ გაძლიერდეს თოფი
თუ რამე იაფიანი ოპტიკაც გინდა მაშინ ერთი 50ლარი ზემოდან თავისი რელსებით წებოთი
მე ასე გაკეთებული იჟ38 მირჩევნია ქარხნულ ჰატსან მოდ99 ს .........როგორც გინდათ გაიგეთ
CHICO30
May 5 2012, 07:32 PM
ველოდები გაწუნინგების თემას, მერე დაქრონვას და ჯგუფების შეკვრას.
Archery
May 5 2012, 07:35 PM
ციტატა(CHICO30 @ May 5 2012, 08:32 PM)

ველოდები გაწუნინგების თემას, მერე დაქრონვას და ჯგუფების შეკვრას.
გაქრონვის რა გითხრა (არ მაქვს ქრონი) მაგრამ ნელ ნელა ვცდილობ და ვკრავ ინფორმაციას რაც უნდა დავწერო........თოფსაც ცოტ ცოტა ყურადღებას ვაქცევ ვნახოთ რა გამოვა.....
sekurifa
May 5 2012, 08:54 PM
ციტატა(merabi1995 @ 5th May 2012 - 07:26 PM)

მე ასე გაკეთებული იჟ38 მირჩევნია ქარხნულ ჰატსან მოდ99 ს
ნუ კაცია და ბუნება მარა ჰასტან 99-ს ვერასდროს ვერ აჯობებს იჟ-38-ი.
რაც შეეხება იჟ-38 ის დატუნინგებას, ცდა კარგია მარა მაგას ტყავის დგუში აქვს და ეგ ძლიერ ზამბარას დიდსხანს ვერ გაუძლებს. კონუსური შაიბა უნდა გაუკეთო და მერე ემპეს მანჟეტი დააგო ზედ.
და კიდე ისიც გაითვალისწინე რომ ზედეპესგან მაქსიმალურის ამოქაჩვა ყოველთვის ცუდად იმოქმედებს თოფზე. ანუ მაქსიმალური დატვირთვით არუნდა იმუშაოს თოფმა.
მე რომ ჩავაყენე გაზის ზამბარა ემპეში,შემეძლო უფრო მაღალწნევიანი ჩამეყენებია ვიდრე დავაყენე და უფრო დიდ ძალას მომცემდა მარა საბოლოოდ არ ივარგებდა.
ყოველთვის ოპტიმალური გამოსავალი უნდა ნახო. მიყვები ნელნელა და ყველაფერი გამოგივა.
Archery
May 5 2012, 09:23 PM
ციტატა(sekurifa @ May 5 2012, 09:54 PM)

არ აქვს ჩემსას ტყავი.......ჩვეულებრივი მანჟეტი აქვს. მპ512_ს როგორიც აქვს პლასტმასის .....
Archery
Feb 17 2013, 10:57 PM
მოკლედ მეგობრებო თანაფორუმელებო, ერთი კითხვა მაქვს:რუსული პნევმატიკიდან (იჟ, MP სერიებიდან) ყველაზე დიდი მოცულობა ცილინდრში რომელს აქვს? სიის მიხედვით რომ დამიწეროთ სამეული, ზუსტი გათვლები არ მინდა, უბრალოდ მიახლოებით მაინტერესებს
sekurifa
Feb 17 2013, 11:08 PM
ციტატა(merabi1995 @ 17th February 2013 - 10:57 PM)

რუსული პნევმატიკიდან (იჟ, MP სერიებიდან) ყველაზე დიდი მოცულობა ცილინდრში რომელს აქვს?
ციტატა(merabi1995 @ 17th February 2013 - 10:57 PM)

სიის მიხედვით რომ დამიწეროთ სამეული
იჟ-60, იჟ-38, იჟ38ც, მპ-512 და მპ-513 (ნუ ამ უკანასკნელს ვერ იშოვი საქართველოში

)
Archery
Feb 17 2013, 11:22 PM
ციტატა(sekurifa @ Feb 18 2013, 12:08 AM)

იჟ-60, იჟ-38, იჟ38ც, მპ-512 და მპ-513 (ნუ ამ უკანასკნელს ვერ იშოვი საქართველოში

)
გაიხარე, მადლობა
Dave
Feb 17 2013, 11:31 PM
ციტატა(sekurifa @ 18th February 2013 - 12:08 AM)

მპ-513 (ნუ ამ უკანასკნელს ვერ იშოვი საქართველოში
ზურა რომ ვიშოვო, ღირს მაგ იარაღში ჰაერის ზამბარის ჩასმა ?
sekurifa
Feb 18 2013, 12:52 AM
ციტატა(Saint Dave @ 17th February 2013 - 11:31 PM)

ზურა რომ ვიშოვო, ღირს მაგ იარაღში ჰაერის ზამბარის ჩასმა ?
მპ-513 ში არ დგება ჰაერის ზამბარა. მაგას დგუშში აქვს ცენტრალური ზაცეპი.
Dave
Feb 18 2013, 12:57 AM
ციტატა(sekurifa @ 18th February 2013 - 01:52 AM)

მპ-513 ში არ დგება ჰაერის ზამბარა. მაგას დგუშში აქვს ცენტრალური ზაცეპი.
ჩემ ძმაკაცს აქვს და დავაწყვე გეგმები
giorgi555
Feb 18 2013, 10:13 AM
ციტატა(Archery @ Feb 17 2013, 11:57 PM)

მოკლედ მეგობრებო თანაფორუმელებო, ერთი კითხვა მაქვს:რუსული პნევმატიკიდან (იჟ, MP სერიებიდან) ყველაზე დიდი მოცულობა ცილინდრში რომელს აქვს? სიის მიხედვით რომ დამიწეროთ სამეული, ზუსტი გათვლები არ მინდა, უბრალოდ მიახლოებით მაინტერესებს
გამარჯობა მეგობარო. რუსული თოფებიდან კომპრესორის ყველაზე დიდი მოცულობა აქვს მპ 512-ს, სადაც შეიძლება ჰაერის ზამბარის ჩაყენება, და სადაც ჰაერის ზამბარის ჩაყენებას აზრი აქვს , მპ 513-ში... უკვე გიპასუხეს. დანარჩენ იჟ-38, იჟ-60 (მოდიფიკაციებით) ჰაერის ზამბარის ჩაყენებას აზრი არ აქვს (მინჩანინის თეორიით).
Archery
Feb 18 2013, 07:11 PM
ციტატა(giorgi555 @ Feb 18 2013, 11:13 AM)

გამარჯობა მეგობარო. რუსული თოფებიდან კომპრესორის ყველაზე დიდი მოცულობა აქვს მპ 512-ს, სადაც შეიძლება ჰაერის ზამბარის ჩაყენება, და სადაც ჰაერის ზამბარის ჩაყენებას აზრი აქვს , მპ 513-ში... უკვე გიპასუხეს. დანარჩენ იჟ-38, იჟ-60 (მოდიფიკაციებით) ჰაერის ზამბარის ჩაყენებას აზრი არ აქვს (მინჩანინის თეორიით).
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
bagi
Dec 3 2015, 10:13 AM
მოგესალმებით ყველას და კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე

გადავწყვიტე ბავშვობის დროინდელი იჟ-38 "გავაცოცხლო" და მჭირდება თქვენი დახმარება. მოკლედ დავშალე გავწმინდე და აღმოჩნდა, რომ დგუშის მანჟეტი აღარაფრად აღარ ვარგა და ასევე დაკარგულია უკანა სამიზნის სარეგულირო ხრახნი (ვინტი) .
სად შეიძლება შევიძინო ზემოთ ხსენებული ნაწილები?
userman
Dec 3 2015, 10:53 AM
bagi ციტატა(bagi @ 3rd December 2015 - 11:13 AM)

მაგნუმში ჰქონდათ მანჟატი სადღაც 5 ლარი ზამბარა 15 ლარი. ვინტი კიდევ რომელიც მოერგება ის გაუკეთე რა ძველი ტელევიზორების ხელოსნებს მიაკითხე და იმათ ეყრებათ ქვეყანა და მოქცემენ.
SCORPIONS
Dec 3 2015, 02:59 PM
bagi ციტატა(bagi @ 3rd December 2015 - 11:13 AM)

მანჟეტი აღარაფრად აღარ ვარგა
კეთილი იყოს შენი გამოჩენა!
ან დგუშის ფოტო დადე,ან და მანჟეტის...p.s. ორივესიც წავა ერთად.
ნიკა
Dec 3 2015, 06:14 PM
bagi
Dec 3 2015, 07:40 PM
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, დღეს შევიარე გუდვილის მაგნუმში და არანაირი პნევმატურის ნაწილი აღარ გვაქვსო
geojorjika
Dec 3 2015, 07:47 PM
bagi
კოლმეურნეობაზე ნახე რაღაც მონადირის მაღაზიაა და მანდ თუ იქნება,ვთუ არადა მპ512 ის დგუში ინდა იშოვო დაჩეგეც მიდის, მაგის მანჟეტები კი იყიდება, თუ ეგეც ვერ იშოვე უკვე თვითონ იჟ38 ის დგუში უნდა გადააკეთო მპ512-ის მანჟეტზე, ნებიმიერი საქმეში გარკვეული ტოკარი გააკეთებს, დაჟე უკეთესიი კომპრესია ექნება
ja_ja
Dec 3 2015, 07:50 PM
კოლმეურნეობაზე ყრია კაცო, ტყავიც და პოლიმერიც,მგონი 5 ლარი ღირს, დაჟე ლულაში უკანა მხარეს რომ ვიწრო რეზინაა ობტურაციის ეგეც კი აქვთ ოხრად
Multi-Tool
Dec 3 2015, 08:48 PM
bagi
გრიბოკი გამოაჩარხინევინმეს, რომელიც ვინტით დამაგრდება დგუშზე. ამ ეგრეთწოდებულ
გრიბოკზე კი დასვამ პოლიმერის მანჟეტს.
თუ არა და თვითონ გააკეთე ტყავისაგან, არაა ძნელი.
bagi
Dec 3 2015, 11:10 PM
ხვალ აუცილებლად გავალ კოლმეურნეობაზე, ვიცი ეგ მაღაზია სადაც არის

იმედია არაფრის გადაკეთება არ მომიწევს და პირდაპირ მოერგება , რადგან მინდა რომ "ქარხნულ" მდგომარეობაში იყოს . მე უფრო ცეცხლსასროლი იარაღებით ვარ გატაცებული, ამიტომ იჟ38-ის დატუნინგებით და მეტრ/წამების გაზრდით ნაკლებად ვარ დაინტერესებული, უბრალოდ მინდა რომ ისევ ავამუშაო (ნოსტალგია მაქვს ბავშვობაზე

)
P.S ლულის გაწმენდა მინდა, თუმცა ყველაზე პატარა დიამეტრის რაც "შომპოლი" მაქვს არის 5.45 კალიბრისთვის და შესაბამისად არ შედის იჟ-ის ლულაში

მაგნუმში არ ქონდათ 4.5მმ-ზე არაფერი და ეგეც კოლმეურნეობაზე შეიძლება იყოს? თუ ისევ ebaY-დან გამოვიწერო რამე 10$ნი ნაბორი?
SCORPIONS
Dec 4 2015, 07:13 AM
bagi არის ხოლმე მაგნუმებშიც და სხვა მაღაზიებშიც..თუ არა და,სპილენძის მავთულით შეიძლება,რომელსაც თავისი იზოლაცია აქვს. გაავსე ლულა ბალისტოლით,ან სხვა მაგისთანა ზეთით და დასცხე.. გააჩნია რა მდგომარეობაშია ნარეზები.
შეიძლება კიდევ მსხვილი სათევზაო ლესკიდან მარყუჟის გაკეთება,ლულაში გატარება და მეორე მხრიდან ნაჭრის მობმა და გატარება. OGOND LESKA UNDA IYOS GATESTILI!!! ISETI RAM AR GAATARO LULASHI,RAC ODNAV EWVS BADEBS MIS NORMALUR GAVLAZE.....
ყველაზე იოლი ხერხი,-ყურის ჩხირს ზეთავ და იმავე სპილენძის ან ალუმინის მავთულით დასცხე....ყურის ჩხირს,ალუმინიც გაქაჩავს,ოღონდ მავთული უნდა იყოს თავისივე იზოლაციაში,რომ ნარეზებზე ალუმინი არ დარჩეს!
შეკაცო,გიწვალია,დგუში დაგიდია აქ და ბარემ თოფიც დაგეგდო რია

მოკლედ,კარგ ბაგირებს ამზადებს MULTI-TOOLS !!!
temo-777
Dec 4 2015, 11:02 AM
მეც მაქვს иж 38

პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, უბრალოდ რა თქმა უნდა სუსტია ურო ენერგიით ვიდრე თანამედროვე ზდპ თოფები.
მაინტერესებს შესაძლებელია რომ დაიჭიმოს ზამბარა რომ მოემატოს ჯოულები ცოტა?
ან როგორ იჭიმება?
SCORPIONS
Dec 4 2015, 11:34 AM
temo-777 როგორც დაიჭიმება,ისევე შეიჭიმება ერთ გასროლაში..გამოსავალია აირ ზამბარა,ზამბარას კი საქართველოში მხოლოდ ზესტაფონელი ხელოსანი აკეთებს..minchanin..
მაგრამ,გიღირს,რომ?10-20 მ.წ. ს გულისთვის? იჟების პრობლემა,ჩვენ გვეჩვენება ასე,თორემ ვინც გამოუშვა,გამოუშვა იმისთვის,რისთვისაც გამოუშვა..ანუ,პრობლემა,კომპრე
სორის პატარა ზომებშია..კუბიკები აქვს ცოტა და შესაბამისად ვერ იწნიხება იმდენი ნაკადი ჰაერის,როგორც მაგალითად,თანამედროვე ვინტებში.
აირ ზამბარა კი ოდნოზნაჩნო აჯობებს,იმას რაც ამჟამად უყენია შენ ფიშტოს!
წარმატებები.............
temo-777
Dec 4 2015, 12:30 PM
SCORPIONS
არა გაზ პისტონს ნამდვილად არ დავაყენებ მაგაზე,მაგხელა თანხის გადახდა ნაღდად არა ღირს,
უბრალოდ ცოტა ჯოულების მომატება მინდოდა ჩვეულებრივ პრუჟინიან ზამბარაზე და მეგონა შეიძლებოდა დაჭიმვა
SCORPIONS
Dec 4 2015, 12:44 PM
temo-777 დაჭიმვა კი არა კაცო,დაამძიმე დგუში და მოიმატებს,p.s.ზამბარის დიამეტრია 19.50 20იც წავა ალბათ....ნახე გრეგორის ექნება მაგ დიამეტრის ზამბარები და მისცხე ახალი რამე რა...
გადაჭრაც მოგთხოვოს შეიძლება სიგრძეში ზამბარამ.
p.s. პერეპუსკის რეზინას დააკვირდი ყურადღებით,მანჟეტს და გამოგივა რაცხა რია
temo-777
Dec 4 2015, 12:56 PM
SCORPIONS
მადლობა
bagi
Dec 5 2015, 05:59 PM
გუშინ ვიყავი მაღაზიაში და ორივენაირი მანჟეტი შევიძინე. დგუში სადაც დადის ის ცილინდრი dremel-ით გავაპრიალე და ავაწყე დღეს , ისვრის ახალივით

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.