მოდი ბოლოდან დავიწყებ და ავყვები

პირველს (ანუ სულ ბოლოს) შეეშვი ჩემი რჩევა იქნება. ფასი ასახავს ხარისხს. ღირებული რომ იყოს მეტი ეღირებოდა, არავინაა მად გიჟი რომ კარგი რამე იაფად გაყიდონ...
მეორესაც შეეშვი. შეეშვი იმიტომ, რომ უცნობია მწარმოებელი, და ფოლადი 420 მარკისაა. გ 420 შეიძლება 420J-იც იყოს და 420HC.... მაგ ფასად უკეთესს ნახავ...
მესამეც იგივე დანაა, ოღონდ უფრო ძვირად

ამაზონის მომხმარებელი მაგარი დაუნია 99% შემთხვევაში, ამიტომ დადებით შეფასებებს დიდად ყურადღებას ნუ მიაქცევ.
მეთხე ვარიანტის შემთხვევაში ვიცით, რომ სმიტ-ვესონისაა, მარა ზოგადად მაგ ფირმის დანები არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხარისხის ბაზარზე. ფასი გაუმართლებელია და ნაკარნახევია მხოლოდ იმით, რომ შტიკ-ნოჟIა. და საერთოდ რათ გინდა ეგ შტიკნოჟი? აკი სანადირო დანა მინდაო? ნუ ეგეც არ გინდა...
ონტარიოს ვარიანტი მომწონს როგორც დანა, მარა როგორც სანადირო დანა არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგ არის საბრძოლო დანა და სანადიროდ როგორია არ ვიცი. ნუ გაჭირვებისას მინის ნამსხვრევებსაც გამოიყენებ კაცი, მარა მაგ ლოგიკით წასვლა არ ღირს ჩმა...
ქოლდ სთილი მომწონს. ეგ შეგიძლია თამამად იყიდო. მართლა კარგი რამეა

გერბერს არაუშავს, მარა ფოლადი გაუგებარი რამეა. უწერიათ 440, მარა რატომღაც მეჭვება, რომ ეგ 440C იქნება, ალბათ უფრო 440A - 440B. დღესდღეისობით, ძალიან მოძველებული ფოლადია, თანამედროვეებს ვერ შეედრება მახასიათებლებში ორივე.... მოკლედ უკეთესი ვარიანტებიც არის (მაგალითად წინა)
United Cutlery-ს პროდუქციას თავი დაანებე. ეგენი განკუთვნილია თაროზე შემოსადებად და არა სახმარად. არის დაბალი ხარისხის მასალებისაგან გაკეთებული, სუსტი და ა.შ. მოკლედ ბუტაფორიებია...
ონტარიო კარგია, კარგი ხარისხისაა, მარა ის უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა ონტარიო (წინა ვარიანტიც) 1095 ფოლადითაა, რომელიც უჟანგავი არაა და დმცავი საფარველი რომ აზვრება (ადრე თუ გვიან ეგრე იზამს) მოგიწევს მაგისი რეგულარული დაზეთვა რომ არ დაჟანგდეს. საჭმელზე გამოყენება ცოტა ძნელი იქნება....
შრადე საინტერესოა, მარა სანადიროდ თუ გინდა გამოყენება, მგონი არ იქნება კომფორტული. წარმოიდგინე ზამთარია, როგორ გინდა მაგის სახელურს ხელი მოკიდო საერთოდ ზედ რომ არ მიეყინო? თან რაც არ უნდა ნასეჩკები ქონდეს, მეტალი მეტალია - ისეთ მოჭიდებას ვერ უზრუნველყოფს, როგორც სხვა მასალები... ამასაც ასევე აწუხებს დაჯანგვის პრობლემა... ნუ კარგი არჩევანი ნამდვილად არ იქნება...
მოკლედ ამ ყველაფრიდან ორია მართლაც კარგი ვარიანტი:
http://www.knifecenter.com/item/CM18508/ca...ium-fixed-bladeდა ეს:
http://www.knifecenter.com/item/CS39LSF/co...-6-3-4-inch-sk5ეს ვარიანტი წინაზე გამომრჩა:
http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=CS39LSSSდა თუ სენს კომენტარს გავითვალისწინებთ კუხნის დანების თაობაზე, ამეებს რაღა დაუწუნე:
http://www.knifecenter.com/item/SOGS240/so...ing-knife-fixedhttp://www.knifecenter.com/item/BO02BO156/...rk-1-navy-knife??