დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რუსთაველების გასვლა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
გვერდი: 1, 2, 3
geojorjika
VTEC
ჯასთ ჩეკი , ან უფრო სწორედ თუ ვიიტყვი ჩეკი სადაც მითითებულია სახაზინო კოდი და ა.შ. და + თბითონ ბანკის ჩეკი . ეგ არის საბუთი მეტი არაფერი smile.gif
giorgi-RW1k77X2
VTEC

მოსაკრებელის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033.

აი ამ საიტზე ნახე

და ამასაც გადახედე, გამოგადგება
VTEC
geojorjika
giorgi-RW1k77X2
გაიხარეთ!

ციტატა(VTEC @ 28th December 2010 - 10:36 PM) *
აი ამ საიტზე ნახე

და ამასაც გადახედე, გამოგადგება


აი ეს უკვე სხვა საქმეა!
გმადლობთ, გმადლობთ...
iorama
გავიგე რუსთაველებს გუშინ კარგად მაგრად წაგინადირიათ. სად არის ფოტო მასალა?
lashiko_20184
ციტატა(iorama @ Dec 29 2010, 12:11 PM) *
გავიგე რუსთაველებს გუშინ კარგად მაგრად წაგინადირიათ. სად არის ფოტო მასალა?

სამწუხაროდ არ გაგვაჩნდა არაფერი ფოტოს გადასაღებად biggrin.gif
soxa
გააწყვეთ ხომ რუსთავში ფრთოსანი, არ ხართ ტყეში შესაშვებები biggrin.gif
ReMiNgToN
soxa
საქმე იმაშია რომ ყველა სურათს არ ვირEბთ, ისე თითქმის ყოველ შAბათ კვირას ნადირობთ biggrin.gif მაგრამ აქ იშვიათად ვდებთ smile.gif
ReMiNgToN
15 იანვარს, მე ლაშამ(lashiko_20184) და კახამ(foxi) გავიარეთ რუსთავის შემოგარენში, შემდეგ იორამაც შემოგვიერთდა. ამ გასვლის შედეგია :


რომელსაც მოვარტყი კისერში, ჩემი ქუესტით, დანარჩენი ვიდეო სურათები ფოქსის აქვს, თუ დადებს კარგს იზამს smile.gif
davil
გამარჯობათ ძმებო რუსთაველებო. მეც რუსთაველი ვარ თან ახალი შეძენილი მაქ ბენჯიკას ნიტრო. სიამოვნებით გავერთობი ნადირობით თქვენთან ერთად და კაი პურმარილიც მიყვარს ბუნებაში. მანქანაც მყავს შესაფერი.ოგონდ გამაგებინეთ როდის დაგეგმავთ ეგეთ ღონისძიებას. დამირეკეთ 899 908923.
iorama
ციტატა(davil @ Jan 17 2011, 12:23 PM) *
გამარჯობათ ძმებო რუსთაველებო. მეც რუსთაველი ვარ თან ახალი შეძენილი მაქ ბენჯიკას ნიტრო. სიამოვნებით გავერთობი ნადირობით თქვენთან ერთად და კაი პურმარილიც მიყვარს ბუნებაში. მანქანაც მყავს შესაფერი.ოგონდ გამაგებინეთ როდის დაგეგმავთ ეგეთ ღონისძიებას. დამირეკეთ 899 908923.



ოპაააა... რუსთავი წინ მიიწევს good.gif

მე და VTEC-მა სავარაუდოდ ამ შაბათს დავგეგმეთ წანადირებ,ტყვიების გატესტვ-პურის გატეხვა და არ გამოგაპარებთ ზემლიაკ wink.gif

არა მგონია FOXI გამოგვაკლდეს.მომავალი თაობაც გვერდში გვეყოლება თუ ეცლებათ biggrin.gif

ციტატა(ReMiNgToN @ Jan 17 2011, 12:07 PM) *



ეგ როდისღა გაბაწრეთ? ყოჩაღ ყოჩაღ
giga_st
რუსთავში სერიოზული სანადირო ბირთვი შეიკრა, ყოჩაღ ბიჭებო ! smile.gif
ReMiNgToN
iorama
როდის და რომ წახვედი ნახევარ საათში biggrin.gif

davil
შეგეხმიანებით აუცილებლად
davil
გაიხარეთ, გელოდებით
foxi
იმ დღეს ყველაზე უფრო დიდი დრო მოვანდომეთ ნადირობას.თითქმის 6 საათი ვიყავით გასულები.პირველი გასროლა
მოახდინა ლაშიკომ. ეს ახალგაზრდა მონადირე სასწაულ შედეგებს აღწევს.ასე მაგალითად მაგ პირველი გასროლის შედეგად
მოინადირა 2 გავიმეორებ 2!!!!! შროშანი. ანუ ერთი გასროლით 2! ეს უკანასკნელი გამეორებაა რამოდენიმე თვის წინანდელი შედეგის,როდესაც იგივე ლაშიკომ მოინადირა 2 ქედანი 1 გასროლით!!!! რაც უდაოდ საინტერესოა.მით უმეტეს თუ გავით
ვალისწინებთ მის ასაკს 15 წლის და თოფს:crosman fantom 177.

ჩვენი ნადირობა იმდღეს დააგვირგვინა რემინგტონამ. მან ძუსტი სროლით მანძილი დაახლოებით 30 მეტრი კისრის არეში სასიკ
ვდილოდ დაჭრა წყლალ მცურავი ფრინველი ჩვამა. (იგივე ბაკლანა.) ესეც სურათები:







gregory
foxi
მაგრები ხართ რა!!!
ხომ გეუბნები მაგ ბავშვებს ტყვიებს არ მოვაკლებ! უთხარი ნუ ერიდებათ wink.gif
foxi
gregory

ესე იგი გადამრევ შენა რაღა! ბავშვებს მასწავლებელი არა ყავს? unknw.gif lol2.gif განა ჩემი თოფი ქვებს ისვრის?

მადლობა გრიგოლ. ბევრ ფორუმელს უდგეხარ გვერდით.
VTEC
ციტატა(buybuya @ 17th January 2011 - 12:07 PM) *
15 იანვარს, მე ლაშამ(lashiko_20184) და კახამ(foxi) გავიარეთ რუსთავის შემოგარენში, შემდეგ იორამაც შემოგვიერთდა. ამ გასვლის შედეგია :

აუ სად არ ვიყავი smile.gif

საღოლ თქვენ! მართალია ჯერ არ გიცნობთ, მაგრამ ვამაყობ თქვენით smile.gif

არადა დაგეგმილი მქონდა მაგ დღეს იორამასთან და თქვენთან ნადირობა, პროსტა ისეთ პახმელიაზე ვიყავი რომ მანქანაზე ვერ დავჯდებოდი და ტაქსით დამეზარა მოძრაობა sad.gif
მერე ძმაკაცებმა გამოიარეს და თავიანთ მანქანაში ჩამდეს. სათევზაოდ მიდიოდნენ თბილისრუსთავის გზაზე ატეკა რომაა მაგის უკან ჩატეხილ ხიდთან.
წავიღე ჩემი იარაღიც, მაგრამ სულ ტყუილად ვიბოდიალე. თითქმის ვერაფერი ვერ გავჩითე რამოდენიმე საათის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 1 შაშვს რომელსაც ავაცილე და ბაკლანს რომელსაც არ ვესროლე იმიტომ რომ აზრი არ ქონდა. მე იმ ტბაშI შემსვლელი არ ვიყავი და რომ მომეკლა თვითონ არ გამოვიდოდა biggrin.gif ასე რომ არც მისვრია

კოდალები კი იყო რამოდენიმე მაგრამ... მაგათ მოკვლაზე აქ ისეთი ამბავი იყო ცოტახნის წინ რომ რა მასროლინებდა მაგათზე biggrin.gif

ჩიტებს არ ვესვროდი, მეცოდებიან ეგენი. რამდენი უნდა მოკლა რომ ღირდეს გასაკეთებლად. მაგრამ ბოლოს ნერვებზე რომ მოვიშალე უიღბლო ბოდიალით, ამოვიღე ერთი ნაგლი ჩიტი (ასე 15-20 მეტრში იჯდა და არც ეშინოდა ჩემი ტიტანის smile.gif) მიზანში და... საწყალი რას ვერჩოდი sad.gif
ჩავდე ეგ პარკში, ტყუილად ხომ არ მოვკალი, ეხლა სხვებსაც დავერევითქო ვიფიქრე. მაგრამ ცოტახანში მორჩნენ ისინიც თევზაობას და გადამეკიდნენ მასროლინე მასროლინეო. ერთი სიტყვით ვეღარ გავაგრძელე ნადირობა ... თუ ჩიტაობა biggrin.gif
foxi
VTEC

ეგ არაფერი.მალე გავალთ სადმე და მერე იქნება ნადირობაც,გაცნობაც და ქეიფიც.
giorgi-RW1k77X2
ციტატა(kakha @ 17th January 2011 - 02:54 PM) *
ანუ ერთი გასროლით 2!



ვააა, ეგ როგორ? მეორეს გული გაუსკდა თუ ნერვიულობას გადაყვა???

ციტატა(kakha @ 17th January 2011 - 03:02 PM) *
განა ჩემი თოფი ქვებს ისვრის?


ამან კი დაგლიჯა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ისე იმედია ტელევიზორს უყურებთ ხოლმე smile.gif

მოკლედ 2-3 დღის წინ აჩვენეს რომ 3 კაცი დაიჭირეს ბრაკონიერობისთვსი, კავკასიურ ჯიხვებზე ნადირობდნენ. დაიჭირეს და ფაქტები დაუმტკიცეს იმით რომ ვიდეო მასალა ჰქონდათ დადებული რომელიღაც სოციალური ქსელის საიტზე. სამივე იყო მაგ ვიდეოში და დასკვანჯეს.

მოკლედ ამ ფორუმს დარწმუნებული ვარ შესაბამისი კანტორა ათვალიერებს, ასე რომ თუ რაიმე ნიტო იქნება....

მოკლედ ფრთხილად, ფრთხილად და ფრთხილად.
koknar
foxi
ბაკლანის ჭამა იცით ვინმემ. დიდი მყრალი არსებაა. რაღაცა მომზადება უნდა განსხვავებული და გატყავება მგონი არა ?
foxi
ja_ja

მართალი ხარ. მოვუწოდებ ყველას კანონის სრულ ცოდნას და მის დაცვას. თორე ჯარიმები არ აგცდებათ.
koknar
ja_ja
ყველაფერთან ერთად ისინი ავტომატით ნადირობდნენ და რაც ქონდათ იარაღი ყველაფერი გაუფორმებელი იყო
cz80
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 17th January 2011 - 03:27 PM) *
ისე იმედია ტელევიზორს უყურებთ ხოლმე

მოკლედ 2-3 დღის წინ აჩვენეს რომ 3 კაცი დაიჭირეს ბრაკონიერობისთვსი, კავკასიურ ჯიხვებზე ნადირობდნენ. დაიჭირეს და ფაქტები დაუმტკიცეს იმით რომ ვიდეო მასალა ჰქონდათ დადებული რომელიღაც სოციალური ქსელის საიტზე. სამივე იყო მაგ ვიდეოში და დასკვანჯეს.

მოკლედ ამ ფორუმს დარწმუნებული ვარ შესაბამისი კანტორა ათვალიერებს, ასე რომ თუ რაიმე ნიტო იქნება....

მოკლედ ფრთხილად, ფრთხილად და ფრთხილად.

მაგათ უფრო აკა 74-ის გულისთვის გასკვანჩეს ეგენი..
ისე საღოლ სამართალდამცავების ოპერატიულობას
2009-ში გადაღებული,წელიწადნახევარი მაივიდეოზე რო აგდია ეხლა დაიჭირეს..
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე რაც შეეხება ბრაკონიერობას,მე მონადირული ეთიკის დაცვის მომხრე უფრო ვარ
ვიდრე ამათი დაწერილი კანონების wink.gif
ტურა-მგელზე ნადირობის აკრძალვას ვგულისხმობ ძირითადად wink.gif
ReMiNgToN
VTEC
შაბათს, შაბათს გაგვიცნობ , იორამამ ვაპირებთო შენზე თქვა და შემოგიერთდებით, თან devil მაც თქვა მეც წამოვალო და კაი გასვლა გამოვა წესით
cz80
ხო მართლა, საღოლ პატარა მონადირეებს და რა თქმა უნდა მაგათ მასწავლებელს wink.gif

პ.ს. კაცოო მეც დამიტოვეთ მანდ რამე , ჩამოგივლით ამ დღეებში biggrin.gif biggrin.gif
ReMiNgToN
giorgi-RW1k77X2
როგორ და 2 იჯდნენ გვერდიგვერდ, ერთი გახვრიტა და მეორეს კი სასიკვდილო ზიანი მიაყენა. ასე არის 1 გასროლით ორი შროშანი
foxi
ციტატა(cz80 @ 17th January 2011 - 03:46 PM) *
ხო მართლა, საღოლ პატარა მონადირეებს და რა თქმა უნდა მაგათ მასწავლებელს

პ.ს. კაცოო მეც დამიტოვეთ მანდ რამე , ჩამოგივლით ამ დღეებში


ხომ იცი აქ ყოველთვის მოხარულები ვართ კარგი ხალხის.
giorgi-RW1k77X2
ReMiNgToN

მდაა... გასაგებლარიააააა smile.gif
VTEC
foxi
ReMiNgToN
ესეიგი ამ შაბათს დიდი ამბებია დაგეგმილი

ფოქსი
ლაშა
რემინგტონა
იორამა
მე
დევილი
და ფანტომი ჩამოუვიდა მეგობარს, ეგეც წამოვა

გამოვიდა 7 smile.gif

ვინმე ხომ არ გამომრჩა?
davil
იმედია კაი გართობა გამოგვივა. წინასწარ ადგილიც ხო არ მოგვეფიქრებინა.
lashiko_20184
ციტატა(davil @ Jan 17 2011, 06:45 PM) *
იმედია კაი გართობა გამოგვივა. წინასწარ ადგილიც ხო არ მოგვეფიქრებინა.

მოდი მოვერიდოთ რა ფორუმზე დაწერას სად და როდის დავდივართ... ტელეფონები ხო ვიცით ერთმანეთის smile.gif
lashiko_20184
ციტატა(davil @ Jan 17 2011, 06:45 PM) *
იმედია კაი გართობა გამოგვივა. წინასწარ ადგილიც ხო არ მოგვეფიქრებინა.

მოდი მოვერიდოთ რა ფორუმზე დაწერას სად და როდის დავდივართ... ტელეფონები ხო ვიცით ერთმანეთის smile.gif
davil
კი ბატონო ასე იყოს
lashiko_20184
davil
შენ ჩამოგივიდა ფანტომი? როგორი კმაყოფილი ხარ? მეც ფანტომი მაქ და მაგრად მომწონს i-m_so_happy.gif
iorama
ციტატა(lashiko_20184 @ Jan 17 2011, 07:58 PM) *
მოდი მოვერიდოთ რა ფორუმზე დაწერას სად და როდის დავდივართ... ტელეფონები ხო ვიცით ერთმანეთის smile.gif



ლაშუნა ჩვენ კანონსაწინააღმდეგოს არაფერს არ ვაკეთებთ და დასამალიც არაფერი გვაქვს,მაგრამ თუ მაინც გინდა მასე ვქნათ wink.gif
lashiko_20184
ციტატა(iorama @ Jan 17 2011, 07:08 PM) *
ლაშუნა ჩვენ კანონსაწინააღმდეგოს არაფერს არ ვაკეთებთ და დასამალიც არაფერი გვაქვს,მაგრამ თუ მაინც გინდა მასე ვქნათ wink.gif

რავი როგორც გინდათ ....
davil
ლაშიკო მე ფანტომი არ მაქვს
lashiko_20184
ციტატა(davil @ Jan 17 2011, 07:27 PM) *
ლაშიკო მე ფანტომი არ მაქვს

აბა რა გაქ?
davil
მაშინ ხუთშაბათს ან პარასკევს მაინც შევეხმიანოთ ერთმანეთს. ხო უნდა ვიცოდეთ მიახლოებით როდის და სად რა ხდება. ისე ერთი ათლიტრიანი მამაპაპური კახური ღვინო და უაზ ჰანტერი ჩემზე იყოს. გაცნობა ხო უნდა დავლოცოთ smile.gif

lashiko_20184
ბენჯამენ ნიტრო BT1500WNP
davil
რუსთაველებს სიცოცხლე. ხვალ შაბათია და ვერთობით ხო? იმედია არაფერი შეცვლილა.
gregory
ციტატა(davil @ 17th January 2011 - 08:37 PM) *
ისე ერთი ათლიტრიანი მამაპაპური კახური ღვინო და უაზ ჰანტერი ჩემზე იყოს. გაცნობა ხო უნდა დავლოცოთ

davil
არასრულწლოვანები არიან ეგენი wink.gif
davil
სრულწლოვანებიც გავიცანი ძმობილო, ასე რო გადასაღვრელი არ გაგვიხდება დამიჯერე wink.gif

თუ არადა გვესტუმრეთ სრულწლოვანი თბილისელებიც და მასპინძლობაც ჩემზე იყოს
ja_ja
ეს იარაღი და დალევა ჩვენთან ხომ კატასტროფაა smile.gif

davil
სხვა თუ არაფერი ღია ტექსტების დროს მაინც შეიკავე თავი. თუ საერთოდ სასმელი და იარაღი ცალცალკე იქნება ვააბშე კაი იქნება.
davil
ja_ja

ძმობილო მემგონი ეს თემა ნადირობაზეა და, მშიერმწყურვალი კაცის მონადირებული თუ გინახია სადმე მითხარი და გავჩ უმდები smile.gif
kaka8079
ჯაჯა მართალი ხარ მაგრამ საქართველოში ნადირობა და სასმელი განუყრელი ნაწილია ამას მეც ვაკეთებ და სხვაც ასე რომ ამას ვერ აცდები როდესაც სანადიროდ მიდიხარ ნუ მწყერზე ნადირობა არ მაქ მხედველობაში თუმცა მწყერზე პნევნოთი ვერც ინადირებ.
ReMiNgToN
davil
მე არ შემიცვლია გადაწყვეტილება ხვალ მზად ვარ მაგრამ მგონი დროა თავი მოვაბათ მოგვიახლოვდა ხვალინდელი დღე, საათი ვთქვათ და ადგილი და ეგაა რა
Davitus
kaka8079

ეგეც მამაპაპისეული ადათწესები კი არ არის... არაფერი კარგი არ მოაქვს გაბრუებული, იარაღით ხელში, ტყეში შესვლას, მე მირადად არ ვსვამ სანადიროდ
VTEC
davil
აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ
დავთქვათ უკვე დრო

შენი ნომერი მობეძე PM-ში თუ შეიძლება smile.gif

დალევას და ნადირობას რაც შეეხება, დალევა უნდა მოხდეს ნადირობის შემდგომ და ეგაა
აბათ ავიდან თუ ძრდილობიანად რომ ვთქვა დანაყრდი და დათვერი რაღას მოინადირებ? თან საშიშიცაა, რა ვიცი ვის როგორი სიმთვრალე აქვს biggrin.gif

თავიდა ჰა და ჰა 1 ჭიქა შეიძლება, ეგეც ოჩოპინტრეს სადღეგრძელო biggrin.gif

1 ფანტომი კიდე შემოემატა ჩვენს ქალაქს
დღეს ჩამომივიდა მეგობრისთვის, წავალ ეხლა დეკონსერვაციას ჩავუტერებთ რომ ხვალისთვის მზად იყოს wink.gif


პ.ს. წეღან დავურეკე დეკონსერვაციამდე არ ისროლოთთქო და უკვე მოუსწრიათ 2 ხალასტოი გასროლა sad.gif
იმედია მანჟეტს არ დაბრიდავდნენ ეგრევე sad.gif
ReMiNgToN
Davitus
ო კარგით რა სანადიროდ არამგონია მივდიოდეთ , 10 ლიტრიანი მომაქვსო კაცმა და იქ ცანცარს კი არ დავიწყებთ თოფით ხელში კაცო, მაქსიმუმ დავჯდეთ და მიზანში ვისროლოთ მაგრამ არამგონია ნასვამებმა, მაგრამ მგონი ამის გასარჩევი თEმა არაა რას გავაკეთებთ, ამას ხვალ მოგახსენებტ biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.