Power_VANO
Sep 18 2010, 12:15 AM
ეს - როგორ გამოიყურებოდა ბანაობამდე გადამყვანი:

სურათი აღებულია ja_ja-ს თემიდან, ჰატსანის მოდერის შესახებ.



აბა ახლა როგორია?

რეზბაზე ნადები კიდევ შერჩა, როგორც ხედავთ. ამ ნადების გაწმენდა საკმაოდ დამღლელი და რთული პროცედურა აღმოჩნდა.
"მარგანცოვკა" ნამდვილად ვერ აშორებს, საჭიროა რაიმე მყარი საგნით ხეხვა (მეტალის საგნით არა, სჯობს გამოიყენოთ კბილის საჩიჩქნი ჯოხები, ხის).
Power_VANO
Sep 18 2010, 12:21 AM
---------------
სურათებზე ცოტა უფრო მუქი ჩანს, რეალობაში არის მუქი ნაცრისფერი.
რაც შეეხება ზედაპირის ხარისხს. პირველი ანოდირების პროცესიდან საკმაოდ ბევრი ვისწავლე - შკურკაზე არ უნდა დაიზარო. თუ დეტალს კარგად გაშკურკული, ერთგვაროვანი ზედაპირი ექნება, ანოდირების შემდეგ ფერი იქნება აბსოლუტურად ერთგვაროვანი.
სადაც ცოტა დამეზარა შკურკის სმა, იქ ოდნავ ეტყობა "ხალტურა"
სადაც კარგი, ერთგვაროვანი ზედაპირი იყო, შედეგიც შესანიშნავია.
მოკლედ, პირველმა ანოდირებამ წარმატებით ჩაიარა

სამუშაომ წაიღო სრული 7 საათი და 20 წუთი.
Power_VANO
Sep 18 2010, 12:51 AM
მთელი ღამის გაშრობის მერე ოდნავ შეეცვალა, როგორც იტყვიან, "მოჯდა" ფერი.
აი ამწუთას გადაღებული სურათები, დღის სინათლეზე (აქ უკვე ფერი ისეთი ჩანს, როგორიც რეალშია):



ისე, რაღაც ლამაზი ფაქტურა კი დარჩა ზედ
ja_ja
Sep 18 2010, 10:27 AM
ვააა... რაღაც სტრანნი სურათებია.....
წესით შავი არ უნდა ყოფილიყო, ღია ნაცრისფერი ფერი უნდა გამოსულიყო... იქნება და ზედმეტი იყო 1.5 საათი? ჯერ ეტაპობრივად იყო მაი საქმე გასაკეთებელი....
აშლკარად ყავისფერი და შავი არ უნდა გამოსულიყო დეტალი, რადგან ამოდირების მერე ალუმინს ღებავენ ლამის ცისარტყელლას ყველა ფერებში, მაგალიტად ღია ყვიღელი და მწვანე.... ნაკლებად სავარაუდოა რომ მაგ მუქი ფერი ღია ყვიღელ ცისფერ ან რაიმე ეგეთ ფერად შეიღემოს...
პლიუს არსად არავინ არ წერს რაიმე ნადების მოცლაზე....
ვააა მაგარი თავსატეხი გაიჩითა....
Power_VANO
Sep 18 2010, 10:30 AM
ja_ja
შეიძლება ხო, არ ვიცი. მაინც პირველი იყო და მაქსიმალური დრო ვაცადე. ცოტა უცნაური შედეგები კი გამოვიდა. თან ზემოდან გაკეთებული სოდის ქაფის გამო რა ხდებოდა ქვაბში, არ ჩანდა.
აი დღეს ლაივშიც გაჩვენებ როგორია, ფაქტურასავით აქვს მიღებული ნახატი და საკმაოდ მუქი ნაცრისფერია.
tengo
Sep 18 2010, 08:50 PM
Power_VANO
აი ეს პროცედურები თუ გაქვს ჩატარებული:
При помощи густого раствора марганцовки и тампона деталь очищают от продуктов химической реакции. После этого деталь становится гладкой, как бы матово-полированной светло-серого цвета.
ja_ja
Sep 18 2010, 09:35 PM
tengo ციტატა(tengo @ 18th September 2010 - 09:50 PM)

При помощи густого раствора марганцовки
ჩვენთან ნარკუშების გამო მარგანცოვკა აკრძალულია აფთიაქში არ მოგცემენ, შეიძლება "სოდი"-ც კი გამოიძახონ
tengo
Sep 18 2010, 09:49 PM
ციტატა(ja_ja @ Sep 18 2010, 10:35 PM)

tengo ჩვენთან ნარკუშების გამო მარგანცოვკა აკრძალულია აფთიაქში არ მოგცემენ, შეიძლება "სოდი"-ც კი გამოიძახონ

კი მარა მარგანცოვკას რაში იყენებენ ?, ეს არ ვიცოდი. ისე კი მიკვირდა რომ გაქრა აფთიაქებში.
koknar
Sep 18 2010, 10:03 PM
ბანაობამდე უფრო კაი ვიდზე იყო აშკარათ
ja_ja
Sep 18 2010, 10:21 PM
tengo ციტატა(tengo @ 18th September 2010 - 10:49 PM)

კი მარა მარგანცოვკას რაში იყენებენ ?
ზუსტად არ ვიცი, რაღაცის გასარევად თუ წამლის გასაწმენდად. რას გაიგებ მაგათსას, ყველანაირ ნაგავს ორანიზმში უშვებენ. დასახოცები არიან ერთი მაგათი.. მაგნაირების გამოა რომ ვერაფერი ნორმალური ვერ გიყიდია და ვერ გაგიკეტებია კაცს.
koknar ციტატა(koka @ 18th September 2010 - 11:03 PM)

ბანაობამდე უფრო კაი ვიდზე იყო აშკარათ
ჰო სახეზე ფერი რომ მიეცეთ
Power_VANO
Sep 18 2010, 10:22 PM
მარგანცოვკა დარჩენილი მაქვს ძველი დროიდან და თავისთავად, ვაბანავე კიდევაც და გავწმინდე მარგანცოვკის ხსნარით, მაგრამ არ გასცირლდა. იმ ნადებს გადაფხეკა დასჭირდა.
იდეაში რაღაცები კიდევ მოვიძიე და ნაწილობრივ რაღაც ე.წ. Hard Anodizing გამოსულა
მოკლედ, ალუმინები კიდევ მაქვს საცდელად, ჯა_ჯა-მ გამომატანა დღეს, + სახლშიც მაქვს რაღაცები და გავაგრძელებ ცდებს.
tengo
Sep 18 2010, 10:29 PM
ციტატა(Power_VANO @ Sep 18 2010, 11:22 PM)

მარგანცოვკა დარჩენილი მაქვს ძველი დროიდან და თავისთავად, ვაბანავე კიდევაც და გავწმინდე მარგანცოვკის ხსნარით, მაგრამ არ გასცირლდა. იმ ნადებს გადაფხეკა დასჭირდა.
იდეაში რაღაცები კიდევ მოვიძიე და ნაწილობრივ რაღაც ე.წ. Hard Anodizing გამოსულა
მოკლედ, ალუმინები კიდევ მაქვს საცდელად, ჯა_ჯა-მ გამომატანა დღეს, + სახლშიც მაქვს რაღაცები და გავაგრძელებ ცდებს.
რადგანაც დაიწყე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ არ უნდა მოეშვა და აუცილებლად გამოვა.(შეიძლება სადღაც იყო პატარა შეცდომა).
koknar
Sep 18 2010, 10:51 PM
Power_VANO
პოლარობა არ აგერიოს დეტალი პლიუსი უნდა აუცილებლათ. და კონცენტრაცია დააკელი ხსნარს. და ამპერაჟს როგორ არეგულირეფ რა იცი რო 2 ამპერი გადის დენი. რამე სარეგულირებელი აქ კვების ბლოკს ?
Power_VANO
Sep 18 2010, 10:52 PM
koknar
კვების ბლოკს რა დატვირთვასაც მისცემ, იმდენ დენიზ ძალას იძლევა - ვზომავ ამპერმეტრით.
პოლარობა სწორი იყო, დეტალზე +
მოკლედ, განვაგრძობ ცდებს და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ.
koknar
Sep 18 2010, 10:56 PM
რამე დეტალს მეც ვიპოვი და შემოგიერთდები, ეგრევე მოდერს არ ვეტაკები. მენანება

. კვების წყარო და ქვაბი მეც მაქ.
quadro2010
Sep 19 2010, 06:25 AM
Power_VANO
მარგანცოვკით წმენდა არაფერს გარგებს, დეზიმფექციას ხომ არ უკეთებ, ყველაზე კარგია, გაუცხომოვნებისთვის, ჯერ ზელიონკიანი საპრიალებლით (ტაჩილას ვგულისხმობ) გაპრიალდეს, და შემდეგ აცეტონით დამუშავდეს
ja_ja
Sep 19 2010, 10:06 AM
Airgun რამდენი ახალი კაცი გაიჩითება იმდენი ახალი ჭკუის დარიგება გაეძრობა

შეგიძლია რაიმე არგუმენტი მოიყვანო "ზელიონკის" სასარგებლოდ??, ვინ იყენებს შენ გამოგიყენებია თუ არა, ანოდირებისას რომელ სახლძღვანელოშია ნახსენები???
შეიძლება მე ჩამოვრჩი ან გამომრჩა რაიმე, მაგრამ ზელიონკით აპრიალებენ ხოლმე დეტალს ისიც ლატონის და ბრონზის დეტალებს, ცხიმის მოსაცილებლად რაღაც არ გამიგია მაგის გამოყენების სფერო.
ცხიმს როგორც წესი ან მარილმჟავის სუსტი ხსნარით აცილებენ ხოლმე, ან რაიმე სხვა სუსტი მჟავით ან ტუტით. მოკლედ სითხეა საჭირო რომ ყველა მხარეს კუთხეს მოედოს და მოაძროს, მყარი ნივთიერებით ეგ არ მოხდება.
ნუ ეს ყველაფერი ჩმა
koknar
Sep 29 2010, 08:59 AM
ეს საქმე გაჩერდა? არაფერი შედეგი არ გამოვიდა ნორმალური ?
tengo
Sep 29 2010, 09:12 AM
ციტატა(Power_VANO @ 18th September 2010 - 11:52 PM)

მოკლედ, განვაგრძობ ცდებს და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ.
მართლა საინტერესოა რა ხდება, შენს იმედზე ვართ.ცდები უნდა გააგრძელო და აუცილებლად გამოვა,საინტერესო ხდება მიზეზის გაგება ,რატომ არ გამოდის.
გრიგორის ვარიანტი ჩვენ არ გამოგვადგება,ორი დღის უკან ვიყავით და გავარკვიეთ,რომ ისინი ღებავენ "პოროშკოვაია პოკრიტიას"ტეხნოლოგიით,რომელიც მემგონი ჩვენ არ გამოGვადგება;1. დადებული მასის სისქის გამო, 2 .შავი ფერი არააქვთ. 3 დაკავშირებულია რთულ პროცედურებთან.
kaka8079
Sep 29 2010, 11:47 AM
ეგ ორი ამპერი ცოტა ბევრი ხომ არ იყო მაგ ზომის დეტალისათვის ნეტა?მე არ ვიცი ზუსტად რა ზომისააა ეგ დეტალი მაგრამ ეგ მაქ წაკიტხული რომ 1კვადრატულ სანტიმეტრზე სჭირდება 10-20 მიკო ამპერი+ ამას დეტალი ქვაბის ძირიდან მაქსიმუმ 1 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული.და კიდევ ერთი შეიძლება გააკეთე კიდეც მაგრამ მაინც შეგეკითხები ეგ დეტალი ქვაბში მოთავსებამდე გაწმინდე აცეტონით მოკლედ ცხიმი მოაშორე?ეგ აუცილებელი იყო.
kaka8079
Sep 29 2010, 01:37 PM
მგონი ეგ წიგნი დაგეხმარებათ ამ ამბავში აი ლინკი
http://upload.ge/download.php?id=5A8B12715 აგერ კიდევ ამ წიგნის გამხსნელი რაგაცა
http://upload.ge/download.php?id=ACA85B317
Power_VANO
Sep 30 2010, 08:19 PM
არა, არ გაჩერებულა საქმე რა თქმა უნდა. უბრალოდ უნივერსიტეტი დამეწყო და ცოტა ხანი მჭირდება რომ დავლაგდე და დრო გამოვყო თავისუფლად
koknar
Sep 30 2010, 10:44 PM
ეგეთი რამე წერია ვიკიში, ანოდირება ტარდება მჟავა არეში აუცილებლათ, და გამოიყენება გოგირდმჟავის ხსნარი. დეტალი გამოდის გლუვ ზედაპირიანი დამცავი შრით, რომელიც მერე იღებება
kaka8079
Sep 30 2010, 11:00 PM
აუცილებელი არააა ეგ ხსნარი სახლის პირობებში საკმარისია მარილისა და სოდის ხსნარიც კი.
Power_VANO
Oct 23 2010, 10:34 PM
ხომ, მოკლედ ხვალ "სმესს" დავამზადებ და საღამოს ანოდირებას გავაკეთებ

ვნახოთ რა გამოვა. იმედია მივაღწევ სასურველ შედეგს.
tengo
Oct 23 2010, 10:45 PM
ციტატა(Power_VANO @ Oct 23 2010, 11:34 PM)

ხომ, მოკლედ ხვალ "სმესს" დავამზადებ და საღამოს ანოდირებას გავაკეთებ

ვნახოთ რა გამოვა. იმედია მივაღწევ სასურველ შედეგს.
ველოდებით შედეგებს. აუცილებლად მიაღწევ,მთავარია მონდომება.
ja_ja
Oct 23 2010, 10:47 PM
Power_VANO
ველით ველით
masteroff
Dec 27 2010, 09:08 AM
გაუმარჯოს ვხედავ ბევრი გიწვალია მე საკმაო გამოცდილება მაქ მოოქროვება მოვერცხვლაში რადგან ოქომჭედლობა მესმის კარგად მამის დამსახურებაა მოოქროება იგივე პრინციპით ხდება ოგონდ არა ისე შენ რომ აკეთებ აი ამ ლინკს გადახედე თუ რამე კითხვა გექნება არ მოგერიდოს
http://teletehnika.info/technology-tips/25...alyuminiya.html ოგოონ ფრთხილად კანთან არ მოგიხვდეს სასტიკი რამეა როგორც მანდ წერია ისე გააკეთე ტყვია აუცილებელია შეგიძლია საღებავი პირდაპირ ჩაასხა ელეკტროლიტში არაფერი მოხდება მაგრამ ჯერ ცოტა ცადე რიაქცია არ ქონდეს მაგრამ აი ტანსაცმლის საღებავი სად იყიდება არ ვიცი
koknar
Dec 27 2010, 01:20 PM
masteroff
ანუ მჟავა აკუმულატორის ხსნარი უნდა ხო. როგორც გავიგე. სურათზე შედეგიანი ჩანს
masteroff
Dec 27 2010, 02:34 PM
ხო ოგონდ ახალი გამჭვირვალე უნდა იყოს მე ვაკეთებ ეხლა მაგრამ საღებავი არ მაქ სად იშოვება ხომ არ იცით ?
tengo
Dec 27 2010, 02:56 PM
ციტატა(masteroff @ Dec 27 2010, 02:34 PM)

ხო ოგონდ ახალი გამჭვირვალე უნდა იყოს მე ვაკეთებ ეხლა მაგრამ საღებავი არ მაქ სად იშოვება ხომ არ იცით ?
ქსოვილის საღებავები იყიდება გუდვილში ,ტყავისა და ზამშის ფეხსაცმლის საღებავებთან ,მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. მგონი ნაბთლუხის ბაზრობაზეც არის ,სადაც ტყავებს ყიდიან.
ძალიან საინტერესოა როგორი გამოვა,აბა შენ იცი.
masteroff
Dec 27 2010, 04:23 PM
ხოო არ ვიცოდი შევხედავ როგორია ბევრნაირი არსებობს თურმე ჩვენ (анилиновый) გვინდა ქართულად როგორ ითარგმნება არ ვიცი.ხო კიდე თუ ვინმე აპირებს შინჯოს ფრთხილად იყოს საშინელებაა თუ კანზე მოგიხვდა და თვალში ხომ საერთოდ ასე რომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.უკვე ყველაფერი მზად მაქ საჭიროა მარტო ელეკტროლიტი და საღებავი შედეგებს მოგახსენებთ
masteroff
Dec 27 2010, 06:43 PM
tengo
Dec 27 2010, 07:03 PM
კარგია მაგრამ მაგის ტრანსპორტირება თვითმპრინავით აკტძალულია.
masteroff
Dec 27 2010, 07:09 PM
ეგ უკვე არ ვიცი ჩვეულებრივი ფოსტით არ შეიძლება?
ja_ja
Dec 27 2010, 07:27 PM
masteroff ციტატა(teimuraz @ 27th December 2010 - 08:09 PM)

ეგ უკვე არ ვიცი ჩვეულებრივი ფოსტით არ შეიძლება?
ნუ 30 დღიდან 60 დღემდე და პლიუს ან ჩამოვა ან არა

p.s. პლიუს გასარკვევა სააქციზოში ან რაიმე განსაკუთრებული ტავარის სიაში არ გადიოდეს თორემ ერთ ჩვენიანს უკვე ჩამოართვეს ეგრე საქონელი
giorgi-RW1k77X2
Dec 28 2010, 01:24 AM
ციტატა(ja_ja @ 27th December 2010 - 08:27 PM)

გასარკვევა სააქციზოში ან რაიმე განსაკუთრებული ტავარის სიაში არ გადიოდეს თორემ ერთ ჩვენიანს უკვე ჩამოართვეს ეგრე საქონელი
ეგ ნამდვილად უნდა გაირკვეს და მე მგონია, რომ 077 -ზე უკეთესად მაგის პასუხს ვერავინ იტყვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში კონფისკაცია შორს არ წავა, ჯარიმებს რომ თავი დავანებოთ.
masteroff
Dec 28 2010, 08:45 AM
თუ ვინმე რამეს გაარკვევს არ დაავიწყდეს ინფო მე მაგრად მინდა და ლამის გამოვიწერე კიდეც
masteroff
Dec 28 2010, 12:52 PM
მოკლეთ ყველაფერი მზადაა და ველოდები შედეგს მართალია საღებავი ლურჯი ვიშოვე მაგრამ საცდელათ წავა
ja_ja
Dec 28 2010, 01:02 PM
masteroff ციტატა(teimuraz @ 28th December 2010 - 01:52 PM)

მოკლეთ ყველაფერი მზადაა და ველოდები შედეგს მართალია საღებავი ლურჯი ვიშოვე მაგრამ საცდელათ წავა
აბა ჰეეეეე!
მესამე და სამართალიო, ორმა კაცმა უკვე სინჯა და ვაი, ახლა მესამე შენ ხარ
masteroff
Dec 28 2010, 05:51 PM
მოკლეთ ყველაფერი წარმატებით მიდიოდა ანუ მასალა დამუშავდა ჩაიდო ელეკტროლიტში ითუხთუხა სადღაც 1 საათი ზედაპირი გახდა გლუვი ფორები გაიხსნა და დადგა შეღებვის დრო გუდვილში ვიყიდე დღეს რაღაც საღებავი გერმანულად ეწერე და ვერაფერი გავიგე მოკლეთ დიდი იმედით და მოთმინებით ჩავუშვი ამ სითხეში გავიდა 20წუთი და ერთი სიტყვით ჩემი ფეხები არ მიიკარა აქედან დასკვნა საღებავი არ იყო ის რაც ამ საქმისთვის არის საჭირო რადგან შემდეგ იმედ გაცრუებულმა ავდექი და გადავუსვი შავი ფეხსაცმლის მაზი დაველოდე ცოტახანი და გადავავლე მდუღარე და ოი საოცრება იმ ადგილზე სადაც გავათხაპნე გააშავა ანუ აქედან დასკვნა საჭიროა ნორმალური საღებავი როგორიც იმ სტატიაშია ნახსენები ეს მოდერი უკვე აღარ ვარგა ანუ შემდეგი დამუშავება აღარ შეიძლება მხოლოთ ერთხელ არის შესაძლებელი ასერომ ჯაჯას ვთხოვ რაიმე საცდელი ნიმუში კარგად დამუშავებული რომ მომცეს და ისევ ვცდი ოგონდ ჯერ საღებავი უნდა ნორმალური
koknar
Dec 28 2010, 06:48 PM
masteroff
მე რო გავაკეთე უბრალო მარილხსნარი იყო და იმან გააშავა. ცოტ ა ზედაპირი გამოვიდა ხაოიანი, არ პრიალებდა და კუთხეები დამრგვალდა. მარა შავი იყო. საღებავი რაღაცა ძველი ვადაგასული ფხვნილი იყო. ნაჭრის შესაღები. ლინკი რო დადე ის ნამეტანი კარგი ხარისხისაა ნეტა როგორ გამოდის ეგრე
masteroff
Dec 28 2010, 07:04 PM
1 მარილი და სოდა არ ვარგა ხაოიანი გამოდის მარილი აკეთებს მაგ საქმეს უნდა ელეკტროლიტი 20% ყველაფერი გამოვიდოდა საღებავი რომ ყოფილიყო წესიერი
Power_VANO
Dec 28 2010, 07:06 PM
მოკლედ, გუდვილში იყიდება (ასევე ვიურტის მაღაზიაში) ვიურტის შავი ფერის "მატოვი" საღებავი, სპეციალურად მანქანებისთვისაა გათვლილი. იდეაში ანოდირებული ალუმინი მაგ საღებავს უპრობლემოდ მიიღებს. ღირს 14 გელა.
საახლაწლოდ მეც ვაპირებ მარილის და სოდის ხსნარებით ექსპერიმენტების გაგრძელებას. H2SO4-თან სახლის პირობებში მუშაობის სურვილი არ მაქვს ნამდვილად
masteroff ციტატა(teimuraz @ 28th December 2010 - 06:51 PM)

უკვე აღარ ვარგა ანუ შემდეგი დამუშავება აღარ შეიძლება მხოლოთ ერთხელ არის შესაძლებელი ასერომ
ესე 120-იანი შკურკა გადაატარე და ასძვრება ანოდირებული ფენა
masteroff ციტატა(teimuraz @ 28th December 2010 - 08:04 PM)

1 მარილი და სოდა არ ვარგა ხაოიანი გამოდის მარილი აკეთებს მაგ საქმეს უნდა ელეკტროლიტი 20% ყველაფერი გამოვიდოდა საღებავი რომ ყოფილიყო წესიერი
სურათები ხომ არ გადაგიღია? მაინტერესებს ანოდირების მერე რა ფერი მიიღე? ანუ სანამ საღებავში მოხარშავდი დეტალს.
koknar
Dec 28 2010, 07:09 PM
masteroff
ზედაპირი გაპრიალდა? რაღაცა შრე უნდა გაუჩნდეს, ოქსიდს წერენ მარა არაა ეგ ოქსიდი რაღაცა სულფიდია ალუმინის ჟანგბადის გარეშე არ იქმნება რა თქმაუნდა. სურათი დადე რა რამე კაი განათებული
Power_VANO
მარლით არ გამოვა კაი გაიმურებასავით და ეგაა, მეთალის სიპრიალე არ ექნება და გადადის კიდე მალე. იგი უნდა ნამეტანი საშიში და ბრაზიანი როა. ეგ მქონდა მე და მარილმჟავაც მქონდა კონცენტრირებული, არაფერი საშიში არაა თუ ხელი არ გაჰკარი და არ გადაიქციე. პაწა სიფრთხილე უყვარს და ეგაა
masteroff
Dec 28 2010, 07:27 PM
გეთანხმები აი კიდე ერთი სტატია და ცოტა სხვა გვარადაა შეცდომა დავუშვი დამავიწყდა რომ შოლაჩი არის კიდე საჭირო ან ნიშადურის სპირტი
http://talks.guns.ru/forummessage/24/190980.html აი აი აი ვბერდები
QUOTE (Power_VANO @ Dec 28 2010, 08:06 PM)

მოკლედ, გუდვილში იყიდება (ასევე ვიურტის მაღაზიაში) ვიურტის შავი ფერის "მატოვი" საღებავი, სპეციალურად მანქანებისთვისაა გათვლილი. იდეაში ანოდირებული ალუმინი მაგ საღებავს უპრობლემოდ მიიღებს. ღირს 14 გელა.
საახლაწლოდ მეც ვაპირებ მარილის და სოდის ხსნარებით ექსპერიმენტების გაგრძელებას. H2SO4-თან სახლის პირობებში მუშაობის სურვილი არ მაქვს ნამდვილად
masteroff ესე 120-იანი შკურკა გადაატარე და ასძვრება ანოდირებული ფენა
masteroff სურათები ხომ არ გადაგიღია? მაინტერესებს ანოდირების მერე რა ფერი მიიღე? ანუ სანამ საღებავში მოხარშავდი დეტალს.
სურათები არ გადავუღე ანოდირების დროს არანაირი ფერს არ იღებს უბრალოდ მატავი ხდება შემდეგ ხდება უკვე შეღებვა რაც არ მიიღო იგივე ფერისაა არაპერი შეცვლილა რაც შეეხება გაშკულკვას რამდენჯერ თხელ კედლიანია ვერ გადაიტანს
ja_ja
Dec 28 2010, 08:14 PM
masteroff მაიცა ითუხთუხაო რომ წერს დუღდა ხსნარი თუ ქიმიურ რეაქციას გულისხმობდი თუხთუხში?
პლიუს რამდენადაც ვიცი საღებავის იმავე ხსნარში ჩაშვება არ შეიძLება, დეტალი უნდა ამოიღო გამდინარ წყალშI გარეცხოს პონტი გააჩალიჩO, იდეაშI პროსტა წყალი გადაავლო, და მერე მეორე ხსნარი გინდა, ჩვეულებრივი წყალი სადღაც 50-60 გრადუსამდე რომელშიც საღებავი უნდა იყოს გახსნილი. აი მაგ ხსნარში აგდებ დეტალს და ცდილობ 15-წუთიდან 1 საათის განმავლობაში იგივე ტემპერატურა შეინარჩუნო, ნუ ვის როგორ უნდა რა. და ბოლოს როდესაც თვლი რომ ფერი მიღებული საღებავიანი წყალი დუღილამდე უნდა მიიყვანო. მაგ დროს ალუმინის ოქსიდის ბადე იწყებს ამოქოლვას, ანუ ასევთქვათ აქაფებულ სტრუქტურაში რაც შევიდა საღებავი იმის ჩაკეტვა ხტება ბადის შიგნით.
შეგიძLია ბოლოში არ აადუღო ხსნარი, მაგრამ ყოველ წყალში მოხვედრაზე დეტალს ფერი გაუვა
ilariona
Dec 28 2010, 08:39 PM
ვააააა, დაჟე ვიკიპედიაში ვეძებე ეგ თქვენი ანოდირებული და ვერაფერი ვერ გავიგე

რა ექსპერიმენტებს აკეთებთ მეც ამიხსენით რა. პნევმატიკასთან შეხება ააქვს?
Power_VANO
Dec 28 2010, 09:48 PM
ilariona არასწორად ეძებ
მოძებნე: anodized aluminum, aluminum anodizing
ისე, მე თუ მკითხავთ, "ლატუნზე" უნდა გადავიდეთ

დურალი ჩვენთან მაინც გაურკვეველი მარკისაა
masteroff
Dec 28 2010, 10:36 PM
QUOTE (ja_ja @ Dec 28 2010, 08:14 PM)

masteroff მაიცა ითუხთუხაო რომ წერს დუღდა ხსნარი თუ ქიმიურ რეაქციას გულისხმობდი თუხთუხში?
პლიუს რამდენადაც ვიცი საღებავის იმავე ხსნარში ჩაშვება არ შეიძLება, დეტალი უნდა ამოიღო გამდინარ წყალშI გარეცხოს პონტი გააჩალიჩO, იდეაშI პროსტა წყალი გადაავლო, და მერე მეორე ხსნარი გინდა, ჩვეულებრივი წყალი სადღაც 50-60 გრადუსამდე რომელშიც საღებავი უნდა იყოს გახსნილი. აი მაგ ხსნარში აგდებ დეტალს და ცდილობ 15-წუთიდან 1 საათის განმავლობაში იგივე ტემპერატურა შეინარჩუნო, ნუ ვის როგორ უნდა რა. და ბოლოს როდესაც თვლი რომ ფერი მიღებული საღებავიანი წყალი დუღილამდე უნდა მიიყვანო. მაგ დროს ალუმინის ოქსიდის ბადე იწყებს ამოქოლვას, ანუ ასევთქვათ აქაფებულ სტრუქტურაში რაც შევიდა საღებავი იმის ჩაკეტვა ხტება ბადის შიგნით.
შეგიძLია ბოლოში არ აადუღო ხსნარი, მაგრამ ყოველ წყალში მოხვედრაზე დეტალს ფერი გაუვა

თუხთუხი ვიგულისხმე რიაქცია ანუ მცირედი ბუშტულები ამოდის დანარჩენი ანოლოგიურად მაგრამ ფერი არ მიიღო ნუ სადღაც მოსერო გახდა ოდნავ თვითონ ანოდირება გაკეთდა ანუ დამცავი Fენა გაუკეთდა უბრალოდ Fერი არ ჩაჯდა რაღაც გაურკვეველი საღებავია სარეცხი მანქანაში შეიძლება შუშვა და ჯინსებს ღებავს

QUOTE (Power_VANO @ Dec 28 2010, 09:48 PM)

ilariona არასწორად ეძებ
მოძებნე: anodized aluminum, aluminum anodizing
ისე, მე თუ მკითხავთ, "ლატუნზე" უნდა გადავიდეთ

დურალი ჩვენთან მაინც გაურკვეველი მარკისაა

არა რასაც ეხლა ვაკეთებ უკვე ქონდა ანოდირება უბრალოდ გაჩარხვის დროს დაზიანდა და გადავაცალეთ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.