დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური თოფის ყიდვა მინდა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
ja_ja
PREDATOR
ციტატა(PREDATOR @ 23rd January 2013 - 04:17 PM) *
ყოველშემთხვევაში 305 მეტრწამი უწერია სისწრაფე

უკაცრავად რომ ცაგეძიე კითხვაში, მაგრამ 305 მეტრ წამით რას ისვრი? რიყის ლოდებს თუ ქათმის ბუმბულს?

მარტო მაგ 305 მეტრ წამს რომ უყურებს და გარანტირებულ რელიგიად რომ ირებ, კიტხვა არ გაგიჩნდა რომელი ტყვიით არის, ეგ შიჩქარე,? მძიმე, მსუბუქი, თურქული, გერმანული, სადაური რომელი?????

ასე მწარედ გჯერავს თურქების? მაშინ პირდაპირ მუსულმანობაზე რატომ არ გადადიხარ smile.gif თურქები ამბობენ მაგარიაო smile.gif
PREDATOR
ოკ გასაგებია თქვენი განწყობა. კარგადბძანდებოდეთ.
CHICO30
PREDATOR

მაგ ვიდეოს ძალიან ნუ მიიღებ რამის მაჩვენებლად. 1 იმიტომ რომ არც მანძილი უწერია რა მანძილზე ისვრის და არც ტყვიები და არაფერი. მერე მეორე ჰატსანი 105 რომელსაც ეგ ისვრის სავარაუდოდ გაწუნინგებულია ჰაერის ზამბარით გასროლის ხმაზე და ვიბრაციის არ ქონაზე აშკარად ეტყობა .
რაც შეეხება სიჩქარეს რაც უწერია თოფებს დაივიწყე ეგ ულტრა მსუბუქი ტყვიებით ისინჯება და რა დროს ვინ რა ტყვიით გასინჯა და რა მიაწერა ვერ გაიგებ.

Dave
ja_ja

ჯაჯა მოკლედ ოთარაანთ ქვრივივით სულ ჩხუბით და შენიშვნებით გიყვარს რჩევის მიცემა biggrin.gif biggrin.gif შე კაი ადამიანო წყნარად და მშვიდად რომ აუხსნა ეგ ყველაფერი და კაცი ფორუმიდან არ გააქციო არ შეიძლება ? smile.gif
ja_ja
Dave
და სად იყო აქინე ჩხუბი?
ReMiNgToN
Dave
ჯა_ჯას ჩხუბი არ გინახავს კი მაგრამ? biggrin.gif ეხლა აქ უნდა იყოს 5 თაბახი დაწერილი. უბრალოდ მოკლედ ახსნა თავისი სათქმელი smile.gif
Dave
ja_ja

კი გააქციე კაცი ფორუმიდან და ჩხუბი იყო თუ ალერსი რაღა აზრი აქვს biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
კაი რა იყო მანდ ან საწყენი ან სატკენი, ან რავი...

თურქი რაღაცას აწერს ყუთს ეგრევე რატომ გჯერავს მეთქი, ან რა განწყობა ან... კაროჩე რა... ყველა თავისუფალია არჩევანში. ეწყინა და ნუ რა ვქნა ეწყინა, თუმცა მომკალი და არ მესმის რა, საგინებელი არაფერი დამიწერია, არც მიჩხუბია, არც... კაროჩე მოვრჩით რა უაზრო საკითხია.
shadow
გამარჯობათ, კითხვა მაქვს.

ზ.დ.პ სისტემის (ნიტრო) პნევმატიკა თუ იყიდება აბოიმით (ყველა გადატენვაზე ლულის გადატეხვა რომ არ დაგჭირდეს, ან ცალკე ბერკეტი რომ ჰქონდეს)?
დიდი მადლობა წინასწარ
sekurifa
ციტატა(khvicha @ 9th February 2013 - 06:46 PM) *
ზ.დ.პ სისტემის (ნიტრო) პნევმატიკა თუ იყიდება აბოიმით


ნიტრო ზამბარიანი ზ.დ.პ. აბოიმათი ჯერ არ გამოუშვია არცერთ ქარხანას smile.gif ხოლო ჩვეულებრივ ხვეულ ზამბარაზე რუსების ქმნილებაა მარტო იჟ-61 ხუთტყვიანი.
shadow
sekurifa
ე.ი ზ.დ.პ სისტემა არ არის აბოიმით (თუ არ ჩავთვლით იჟ-61ს) ყველა გადასატეხი ლულითაა
იჟ-61 რომ დავგუგლე მაგას მგონი არ უყენდება ჰაერის ზამბარა (ნიტრო).
თქვენ რას მირჩევდით მაქსიმუმ 500 ლარის ფარგლებში რომ ჩავეტიო (ნიტროც რომ დავუყენო მაგ ფასში)? გასართობათ და სანადიროდ მინდა
გმადლობთ



CHICO30
ჰატსან მოდ 95, მოდ 99, სტოგერ X10, X20, X50.
shadow
CHICO30
მადლობა.
ციტატა(CHICO30 @ 11th February 2013 - 12:54 PM) *
ჰატსან მოდ 95, მოდ 99, სტოგერ X10, X20, X50.

ამ მოდელებიდან ყველაზე კარგი რომელია თუ ყველა ერთი დონის არის?
sekurifa
ციტატა(khvicha @ 11th February 2013 - 12:02 PM) *
ამ მოდელებიდან ყველაზე კარგი რომელია

რომ დაწერე სანადიროდ მინდაო, ისიც დაწერე როგორი ნადირობისთვის გინდა და ვთქვათ რაზე?

თU შორი დისტანციაზე გინდა ცოტა სროლა მაშინ მოდ 95, მოდ 99 და სტოგერ X50 ია კარგი მაგისთვის. ოღონდ ისიც უნდა ითქვას რომ ეს თოფები ჰაერის ზამბარებითაა კარგი. ჰაერის ზამბარას კი ცალკე შეკვეთა და ყიდვა უნდა.

რაცარუნდა ბევრი მსჯელობა წავიდეს აქ გარანტირებულად ვერავინ გეტყვის ეს ზ.დ.პ. იყიდე და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო. ყველაფერი თოფის შეძენის მერე გამოჩნდება. ხოლო ეს მოდელები კი საუკეთესოა მაგ ფასად რაც შენ გინდა. (ოღონდ უნდა დატუნინგდეს მერე)

ასევე კროსმან ფანტომი და ქუესტიც კარგია ოღონდ ნახავ კი მაგათ სადმე.
shadow
ციტატა(sekurifa @ 11th February 2013 - 01:29 PM) *
თU შორი დისტანციაზე გინდა ცოტა სროლა მაშინ მოდ 95, მოდ 99 და სტოგერ X50 ია კარგი მაგისთვის. ოღონდ ისიც უნდა ითქვას რომ ეს თოფები ჰაერის ზამბარებითაა კარგი

მადლობა რჩევისთვის...
CHICO30
ერთია კიდე რომ ნატსანები ნადულნიკის გარეშეც კარგად ისვრიან გაწუნინგების მერე და ზედმეტი ჩალიჩი და გადაკეთება არ ჭირდებათ. ხოლო სტოგერზე ჰაერის ზამბარის ჩაყენება მეტი დაგიჯდება შედარებით დამატებითი გადაკეთება ჭIრდება და ნადულნიკი აუცილებლად უნდა X50ს. მთავარი გასათვალისწინებელი კიდე ისაა რომ სტოგერი დაახლოებით 1 კილოთი მეტი იქნება ჰატსანებზე და თU ჯანიანი არ ხარ მაგის ტარება სანადიროდ ცოტა არ იყოს დისკომფორტია. მე სამივე ფიშტო მქონია ჩამოთვლილთაგან ასე რომ ჰაერზე არ ვლაპარაკობ.
shadow
CHICO30
მადლობა ძამი ყურადღებისთვის...
ციტატა(CHICO30 @ 11th February 2013 - 02:11 PM) *
ერთია კიდე რომ ნატსანები ნადულნიკის გარეშეც კარგად ისვრიან

"ნადულნიკი" რა არის? ვერ ვერკვევი და ამდენი კითხვებისთვის ბოდიშს გიხდით
CHICO30
წინ ლულის დამამძიმებელი უფრო მეტი სიზუსტისთვის.
shadow
CHICO30
გასაგებია მადლობა
smekosmeko
მიაღწია პიკს პნევმატური იარაღების მარაგის ამოწურვამ. რა უნდა ირჩიო რა აზრი აქვს, სულ 1-2 მაღაზიაა დარჩენილი სადაც ხარახურები ყრია ისიც 2-3 ცალი. ერთი X50 იყო და ეგეც გათავებულა მგონი. ნათესავს უნდა ყიდვა და არ ვაყიდინე, დაივიწყოს პნევმატიკა სჯობს თორე ეგ რომელიმე ხარხურა რომ შეიძინოს მერე ცხოვრებაში არ გაეკარება პნევმატიკას. მეც ან კანონის დაბრუნება ან უარი პნევმატიკაზე სამწუხაროდ..
CHICO30
მაიმარკეტი არის ჩვენი საშველი ეხლა biggrin.gif
shadow
გაგიმარჯოთ დღეს ვნახე მონადირეთა მაღაზიაში "ნორიკა დრაგონ" 350 ლარი, "სტრონგ" 250 ლარი. ამ თოფების შესაბამისი ფასი არის თუ ძვირია?
გმადლობთ
ja_ja
shadow
ციტატა(khvicha @ 14th February 2013 - 05:40 PM) *
ნორიკა დრაგონ" 350 ლარი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif... შენს ადგილზე ჩვენს ერთ ფორუმელს სახელად norica_dragon დავეკონტაქტებოდი.... მაგანაც პირველი ეგ თოფი იყიდა და იქედან შემორჩა ეგ სახელი, მარა აი აჩუჩენიები მაგ თოფის შესახებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნუ თაბახის ფურცელს 10 მეტრში არტყავდა რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
shadow
ციტატა(ja_ja @ 14th February 2013 - 05:56 PM) *
თაბახის ფურცელს 10 მეტრში არტყავდა რა

გასაგებია ძამი ქე ყოფილა "სასახელო" პნევმო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰაერის ზამბარებს რო აყენებს ზესტაფონელი კაცი "minchain" თუ არ ვცდები ხო? ისევ მაგ საქმეს აკეთებს თუ იცი? თუ შეგილია კოორდინატები მომცე?
გმადლობთ
ja_ja
shadow
ციტატა(khvicha @ 14th February 2013 - 06:17 PM) *
თუ შეგილია კოორდინატები მომცე?

მთელი თემა აქვს გახსნილი

master
2-3 წლის უკან დაინტერესებული ვიყავი ძლიერ პნევმატიკით და ყველა თემას ვკითხულობდი ხოლმე ამ ფორუმზე, ნუ ინტერესეი არც ახლა დამკლებია მაგრამ, დრო აღარ მაქ იმდენი რომ ხშირად შემოვიდე ხოლმე და ვრცელი ინფოები ვიკითხო, თუმცა ძლიერ ვაფასებ ყველა იმ ამომწურავ ინფოს რომელსაც ამ ფორუმის ადმინისტრაცია და წევრები დიდი შრომის შედაგად დებენ ხოლმე.
არც იყო საჭირო ამხელა შესავლის გაკეთება, უბრალოდ დიდი ხანია აქ აღარ დამიპოსტავს და.....

მოლკედ...!!! ამაზე რას იტყვით???

http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=3829729

ქარავანში დევს ესენი შტოგერ იქს 20 ჩაანაცვლეს ამით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ისე კი დამაინტერესა, ნუ 400 ლარი არ ღირს მაგრამ, რაც უწერია გაცვლის ვარიანტი მაწყობს.
32 კალიბრი მაქვს ე.წ. "ზატვორზე"
geojorjika
master
Stoger X20-ის ასლს გავს, ცუდი არ უნდა იყოს ალბათ , მაგრამ 400 ლარი ძვირია
master
geojorjika
არც ჩემი თოფი ღირს მაგდენი, ოპტიკას ვერ ვარჩევ ფოტოში, რა უნდა იყოს წარმოდგენა არ მაქვს.

ხვალ გავალ ქარავანში და ფასებს დავხედავ აღარ მახსოვს რა ღირს ოპტიკის გარეშე.

კიდე მაინტერსებს მინჩაინი თუ შეძლებს გაზის ზამბარის ჩაყენებას, როგორც მახსოვს ძლიერი მოდელებისთვის ვერ შოულობდა, განკუთვნილ ზომისას.
geojorjika
master
მე ჰატსან 95-ში ჩავაყენე მაგის გაკეთებული ჰაერის ზამბარა და ეგ მოდელიც დაახლოვებით მაგ ზომისაა
master
ბელორუსში რომ იყო, მაშინ სეკურიფამაც ჩააყენა ჩემს ყოფილ 99-ში, მაგრამ ბაზიერელების ფორუმზე ეწერა, რომ საქართველოში დიდ ზომებს ვერ შოულობდა.

ნუ მაგას თავი დავანებოთ საწყისს ეტაპზე ჩვეულებრივი ზამბარაც დამაკმაყოფილებს, მაგრამ ოპტიკაც ვერ გაქაჩავს ამისი, მგონი საქართველოში ნაყიდი უნდა იყოს.
geojorjika
master
არანაირი ბელორუსი ზესტაფონში ჩააყენა ჩემს ჰატსან 95-ში
gregory
master
რამდენადაც ვიცი შტოგერებში აყენებს უპრობლემოდ მინჩანინი ნიტრო ზამბარებს
აი ჰათსანის 1XX მოდელებში კი ვერა
master
აჰა გასაგებია, მაშინ მოჟნა. ოპტიკა ისევ მაყოვნებს. მარტო თოფში კიდევ მენანება ჩემი 32-ის გაცვლა
bazuka
თემა იხურება, ავტორს კი
სიტყვიერი გაფრთხილება

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2924
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.