დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Marauder
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ვიყიდი
გვერდი: 1, 2, 3
Allstar
მინდა Benjamin Marauder , გავცვლი Benjamin Discovery-ში + 4-12x40 ოპტიკით + 500 ლარს დავამატებ.
მგონი კარგი წინადადებაა smile.gif
Twister
კარგი კი არა უმაგრესი შემოთავაზებაა, მაგრამ ყველა Benjamin Marauder-ისკენ მიისწრაფის smile.gif
gregory
ციტატა(Allstar @ 3rd July 2010 - 05:17 PM) *
მინდა Benjamin Marauder , გავცვლი Benjamin Discovery-ში + 4-12x40 ოპტიკით + 400 ლარს დავამატებ.
მგონი კარგი წინადადებაა

ძაან მაგარი შეთავაზებაა, მაგრამ ვერ გავიგე როთი გაწყენინა ესე დისკომ?
Allstar
wink.gif მიზეზები მაქ საკამირის ეს ორი და სხვა მრავალი biggrin.gif
ხმა აქ მეზობლები ყვირიან , ბარაბნიანი მომიხდება smile.gif
gregory
სამწუხაროდ ამ შეკვეთაზე მარადორი ფორუმელებიდან არავინ შემიკვეთა და არა მგონია ამ ფორუმზე გამოჩნდნენ მსურველები.
მიდი მაიმარკეტზე დააგდე და მგონი უნდა გაიყიდოს(მანდ გაცვლა არ გამოვა). თუ რამეა ჩემზეც მიაწერე "მისგან ვიყიდე 2 კვირის წინ და ეხლა ფული მჭირდება სასწრაფოდ და მიტომ ვყიდი ამ ფასში"(ნუ როგორც წერენ ხოლმე რა smile.gif )
Allstar
ხო აქ მაინც ისე დავწერე იქნებ ვინმე შინაურს ფული დაჭირდა და downgrade უნდა იარაღის smile.gif
geojorjika
ციტატა(Twister @ Jul 3 2010, 05:48 PM) *
კარგი კი არა უმაგრესი შემოთავაზებაა, მაგრამ ყველა Benjamin Marauder-ისკენ მიისწრაფის smile.gif

რითია უმაგრესი აბა თქვი ? მარადიორი დისკოზე 400 ლარით ძვირი ისედაც ღირს და ეგ ოპტიკცა რაც ზედ აყენია ნამდვილად არ არის ისეთი რომ მაგის გულისთვის DownGrade -ი გააკეთო.
gregory
ციტატა(giorgi @ 3rd July 2010 - 06:31 PM) *
რითია უმაგრესი აბა თქვი ? მარადიორი დისკოზე 400 ლარით ძვირი ისედაც ღირს და ეგ ოპტიკცა რაც ზედ აყენია ნამდვილად არ არის ისეთი რომ მაგის გულისთვის DownGrade -ი გააკეთო.


დისკო თითქმის ახალია და მარადა 1 წლის ასაკის რომ იყოს?
Allstar
geojorjika
შენ მარადა მომეცი და 100 ლარს კიდე დაგიმატებ biggrin.gif
geojorjika
Allstar
გაყიდე ბარემ მაი მარჯეტზე დისკო ან იქნება აქ იყოს ვინმე მსურველი და იყიდე მარადიორი აქვს გრიგოლის ადგილზე
Twister
geojorjika
თითქმის ახალი დისკოა 2 თვის არის მგონი ან უფრო ახალია
gregory
ციტატა(giorgi @ 3rd July 2010 - 06:40 PM) *
Allstar
გაყიდე ბარემ მაი მარჯეტზე დისკო ან იქნება აქ იყოს ვინმე მსურველი და იყიდე მარადიორი აქვს გრიგოლის ადგილზე

აღარ არის ფაფუ, მორჩა biggrin.gif
geojorjika
ციტატა(Twister @ Jul 3 2010, 07:00 PM) *
geojorjika
თითქმის ახალი დისკოა 2 თვის არის მგონი ან უფრო ახალია

მერე რა რომ ახალია? შენ გაცვლი ახალ ადინაცატში 5 წლის BMW-ს ?
gregory
ციტატა(giorgi @ 3rd July 2010 - 07:17 PM) *
მერე რა რომ ახალია? შენ გაცვლი ახალ ადინაცატში 5 წლის BMW-ს ?

კაი ეხლა არ გააბანძეს დისკო?
შენ ახალი ВАЗ 21011(მყავდა ეგეთი რადნოი მატორზე biggrin.gif biggrin.gif ),შენზე უფროსი იყო 7 წლით, მაიტა და ბაზარი არაა გაგიცვლი biggrin.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 3rd July 2010 - 05:17 PM) *
მინდა Benjamin Marauder , გავცვლი Benjamin Discovery-ში + 4-12x40 ოპტიკით + 400 ლარს დავამატებ.

სტანდარტული პრობლემაა, რაღაც ენით აუღწერელს ელოდები მარადიორისგან რომელსაც სულმოუთბენლად ელი. მეოგონი შენ დისკო გაუაზრებლად და დაუფიქრებლად იყიდე, ახლა კი იგივეს აკეთებ მარადიორის მხრივ. ჯერ ყველაფერი აწონ დაწონე.


gregory
ერთი მარადიორი ხომ იყო გასაყიდი.. თუ უკვე ეგეც გაიყიდა??? მაშინ დაგეკვეთა, ფაქტია არ ჩერდება ეგ ტავარი თაროზე დიდხანს, აგერ ერთი მყიდველი უკვე არის, მეორეც გაიჩითება დღე დღეზე (ნუ რავი ხალხი ისეთი ტემპით ჩალიჩობს აბგრეიდებს რომ....)
gregory
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 3rd July 2010 - 07:46 PM) *
gregory
ერთი მარადიორი ხომ იყო გასაყიდი.. თუ უკვე ეგეც გაიყიდა??? მაშინ დაგეკვეთა, ფაქტია არ ჩერდება ეგ ტავარი თაროზე დიდხანს, აგერ ერთი მყიდველი უკვე არის, მეორეც გაიჩითება დღე დღეზე (ნუ რავი ხალხი ისეთი ტემპით ჩალიჩობს აბგრეიდებს რომ....)


რავი აბა მქონდა და თითქმის 1 თვე იდო სტენდზე. თანაც ნასისი არ მოყვება. არადა ტუმბო ზოგს უნდა, ზოგს არა... არც იაფი ღირს... ოპტიკაც უნდა ...
ასე რომ მე ისევ მერჩივნა მაგ ფასის ფასდ CO2 ფიშტოები წამომეღო. სხვა საქმე იქნებოდა ბევრი ფულის პატრონი რომ ვიყო smile.gif
კომერციული თვალსაზრისით მარადორი უაზრობაა( მაიმარკეტზე რომ ვყიდი იმ ფასში აიღებს ვინმე, მაში არა biggrin.gif ), მხოლოდ სოლიდური შეკვეთის ფორმირებაში მეხმარება( თუ შეკვეთით ჩამომაქვს)
არადა 2 კვირა ვიძახდი: აბა ვის რა გინდათ(ვინტების და რვიანების biggrin.gif ) გარდა თქო!
foxi
ციტატა(gregory @ 3rd July 2010 - 08:02 PM) *
აბა ვის რა გინდათ(ვინტების და რვიანების ) გარდა თქო!


არადა ხალხს მხოლოდ ეგენი უნდა არა? lol2.gif

Allstar

მარადიორს სანამ იყიდი იქნებ ევანიქსზე გეფიქრა? 1700 ლარი სულ 200 ლარია სხვაობა. არადა დარწმუნებულივარ ისეთი ტემპით
გარეკე ნაღდად მაგას იზავ. სხვათაშორის პირველი ხარ ვინც დისკოს გაყიდვას ფიქრობს.
gregory
ციტატა(kakha @ 3rd July 2010 - 08:10 PM) *
ციტატა(gregory @ 3rd July 2010 - 08:02 PM)
აბა ვის რა გინდათ(ვინტების და რვიანების ) გარდა თქო!


არადა ხალხს მხოლოდ ეგენი უნდა არა?

როგორც მავანი იძახის: "ვერ მოგართვით" pleasantry.gif
დიკოებს და მარადებს ამ ქალაქში მე ვყიდი და "სამაპალებს" არ დავუშვებ biggrin.gif bye.gif
Allstar
foxi
ჯერ გაყიდვა უნდა მერე მაგის ყიდვა + თანხის დამატება , სკოლის მოსწავლეს არმაქვს იმდენი ფული რომ ხელზე დავუმატო 200 ლარი smile.gif
foxi
ციტატა(Allstar @ 3rd July 2010 - 08:43 PM) *
foxi
ჯერ გაყიდვა უნდა მერე მაგის ყიდვა + თანხის დამატება , სკოლის მოსწავლეს არმაქვს იმდენი ფული რომ ხელზე დავუმატო 200 ლარი


თუ საიდუმლო არარი რა არმოგწონს დისკოში?
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 4th July 2010 - 01:19 AM) *
თუ საიდუმლო არარი რა არმოგწონს დისკოში?

მე გარანტიებულად ვიცი რომ არასწორი კითხვა დასვი, შენ უნდა გეკითხა:

- რა მოგწონს ასე მარადიორში რომ დისკოს ასე უცებ იცილებ???

და გარანტირებულად წამოვიდოდა შემდეგი პლიუსები:
- შრაუდერი
-კლიპი
-სასხლეტი
-მასიუირი (იგივე სერიოზული) ვიდი
- რუსთავს გასვლაზე საზიზღარი Ja_Ja-ს მიერ გაკეთებული 1 წერტილიანი ჯგუფი
- ლეგენდები
- და ვააბშე მაგარია რა biggrin.gif


Allstar
მგონი მაინც უნდა დაუფიქრდე რა...

მე ხომ მაქვს მარადიორი, მაგრამ დისკოც ხელახლა დავიადე და ახლობელსაც ვუყიდე (ის კი მეცხრე ცაზეა, თუმცა იმას ჯერ მარადიორი არ უნახია), ძნელია ტავიდან აგიხსნა ყველაფერი, მაგრამ დამიჯერე აქვს დისკოს ისეთი პლიუსები რომელიც მარადიორს არ აქვს, უდიდესი პლიუსი კი მანევრირება და წონაა.

კლიპი რეალურად არ არის იმხელა პლიუსი რომ ვენები გადაიშრა, ეგ ტავიდან არის, აუ რა მაგარია, მერე ხვდები რომ უკლიპოდაც ისროდი მშვენივრად, ნუ ჩქარი გადატენვა არის პლიუსი, მაგრამ სუპერ ხშირად გამოსაყენებელი არაა, ხშირად ერთხელ ისვრი და თუ ააცილე ან მოარტყი დანარჩენები მირბიან ან მიფრინავენ, თუ ადგილზე რჩებიან იმდენ დროს გაძლევენ რომ გადატენო.

შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემის ღრმა რწმენით ჯობია დისკოს დაახარჯო თანხა და დაამატო იქ კლიპი (მართალია ხელით ტრიალებს, მაგრამ არის), მოდერი, ახალი კონდახი და ასე შემდეგ, მითუმეტეს რამდენადაც მივხვდი შენი პოსტებიდან შენ ნადირობაზე უფრო ხარ ორიენტირებული. თუმცა შეიძლება ეს მიუღებლად მიგაჩნია, ანუ იაფიან თოფში ლამის ერთი იმდენის კიდევ გადაყრა რომ სასურველი ფორმა ფერი მიიღო.

შეიძLება მაგას ჯერ ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა და დრო, მე აგერ ჩემს დისკოს უკვე 6 თვეა ვეჩალიჩები და ალბათ კიდევ 2-3 თვე დამჭირდება რომ ისეთი გავხადო როგორიც მინდა და თუ ბოლოს ავამუშავე სანადიროდ მარადიორს არარ წავიღებ ხოლმე.

ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩმა, და შენ რა თქმა უნდა სეიძლება შენი აზრი გაქვს რომელიც არ ეთანხმება ამას. კაროჩე გასვლებზე გინდა რა ჩალიჩი იმ სასტავთან ვისაც მარადიორი აქვს და ხშირად უნდა ენათხოვრო რომ ყველა სიტუაციაში მოირგო და ყველაფერი აწონ დაწონო.
foxi
საინტერესოა ის ფაქტიც რომ სკოლის მოსწავლეხარ,ანუ ჯერ არარის შენი ორგანიზმის ზრდა დასრულებული. აქედან გამომდინარე
მარადიორის სიმძიმე მაინც და მაინც არმოგეწონება სულ რაღაც ნახევარი საათით რომ გაივლი ტყეში.

ცნობისთვის თოფის ყიდვისას აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორი საქართველოში ყოველთვის უგულვებელყოფილია.
ეს ფაქტრორი კი ასეთია: აუცილებლად უნდა იქნას გათვლისწინებული მყიდველის ფიზიკური მონაცემები და თოფის წონა.

geojorjika
ja_ja
+1

მაგრამ რაც შეეხება ნადირობას ალბათ ჩემთვის იდეალური სანადირო PCP კარაბინი არის ეს რუსული წარმოების Cricket-ი

მთლიანი სიგრძე 620 მმ
ლულის სიგრძე 390 მმ
14 ტვყიიანი კლიპი
რედუქტორი
მთლიანი წონა 2.5 კგ
კალიბრი 4.5 (5.5)
ინტეგრირებული საუნდ მოდერატორი
ფასი ძვირი sad.gif ( 1200$

Allstar
გასაგებია ყველას აზრი და ალბათ მეორე დისკოს ჩამოვიტან მაგ ფასად smile.gif + ნასოსიც მაქ.
მარადიორის სურვილი იყო ის რომ ერთ თოფში არის მოთავსებული რამდენიმე რამ რაც მე მინდოდა მაგალითად :
დაბალი ხმა
ბარაბანი
ნუ უფრო ძლიერიც არის მართალია მარა იმდენად არმინდა.
+ვიდით ჭამს დისკოს biggrin.gif
ხო რავი მაშინ მეორე დისკოს ჩამოვიტან და კაკრას დამხატავს.
cz80
ციტატა(Allstar @ 4th July 2010 - 10:39 AM) *
ხო რავი მაშინ მეორე დისკოს ჩამოვიტან

ეგ ვეღარ გავიგე?
ჯერ ის ერთიც არ მოგწონდა და...ეხლა მეორეს ჩამოვიტანო??? smile.gif
gregory
ციტატა(cz80 @ 4th July 2010 - 10:41 AM) *
ეგ ვეღარ გავიგე?
ჯერ ის ერთიც არ მოგწონდა და...ეხლა მეორეს ჩამოვიტანო???

რა ვერ გაიგე: 2 დისკო რომ 1 მარადას მოერევა არ იცი? biggrin.gif
cz80
ციტატა(gregory @ 4th July 2010 - 10:42 AM) *
რა ვერ გაიგე: 2 დისკო რომ 1 მარადას მოერევა არ იცი?

ნუ ეგ გააჩნია რა შემთხვევაში (კფ. "ღიმილის ბიჭები" ) biggrin.gif
soxa
ციტატა(gregory @ 4th July 2010 - 11:42 AM) *
რა ვერ გაიგე: 2 დისკო რომ 1 მარადას მოერევა არ იცი?

ციტატა(cz80 @ 4th July 2010 - 11:52 AM) *
ნუ ეგ გააჩნია რა შემთხვევაში (კფ. "ღიმილის ბიჭები" )

საღოლ ბიჭებო. დაგლიჯეთ, მაგრამ მე ალალად მაინტერესებს Allstar 2 დისკო რად გინდა?
foxi
Allstar?

გვეკაიფები? ჩვენ კიდე არგავმართეთ აღმზრდელობითი საუბრები? lol2.gif ზარბაზანზე არგიფიქრია? არა ჰაუბიცა,სულაც წყალქვეშა გემი.
Allstar
1 მე 1 ჩემ ძმას 2ნი ვართ smile.gif
ცალ ცალკე უკეთესი იქნება ალბათ.
soxa
თუ ეგრეა აწი 1 მარადა იყიდეთ, თუ ჩხუბი მოგივათ?
foxi
ციტატა(Allstar @ 4th July 2010 - 01:25 PM) *
1 მე 1 ჩემ ძმას 2ნი ვართ
ცალ ცალკე უკეთესი იქნება ალბათ.


ეგრე თქვი რა! smile.gif ეგ სხვასაქმეა.
Allstar
+1 მარადას ვერ გავწვდები 2 წელი biggrin.gif და თუვინმეს უნდა ამ დღეებში გავუცვლი +500 ლარს დავუმატებ.
gregory
ციტატა(Allstar @ 4th July 2010 - 12:32 PM) *
+500 ლარს დავუმატებ.

ხოოო სტავკები იზრდება!
აბა მარადლებო! რომელიმეში ხომ არ გაიღვიძა ნახევარ ათასი ლარის ჟიბეში ჩადების სურვილმა?! biggrin.gif
cz80
ციტატა(gregory @ 4th July 2010 - 02:47 PM) *
რომელიმეში ხომ არ გაიღვიძა ნახევარ ათასი ლარის ჟიბეში ჩადების სურვილმა?

სურვილი როგორ არ მაქვს კაცო მაგრამ...აი მარადას ვერ დავთმობ..რა ვქნა..შამიყვარდა და.. biggrin.gif:D
Jah
ციტატა(giorgi @ 4th July 2010 - 11:13 AM) *
ფასი ძვირი ( 1200$

არც თუ ისე ძვირი, თუ ჩავთვლით, რომ ვაიორაუხზე ცუდი არ არის...
geojorjika
Jah
კი მართალი ხარ მაგრამ მაგას ემატება რიგში დგომა და ლოდინი , მერე როგორ გამოაგზავნი აქ? თორემ დიდი სიამოვნებით ვიყიდდი.
Allstar
აბა 500 ლარი მეტი აღარ მგონია მოემატოს smile.gif ოპტიკიანად გაძლევთ თქვენი ოპტიკა არმინდა smile.gif
Allstar
მოკლედ ბოლო ფასი ასეთია: დისკო, + bushnell 4-12x40 ოპტიკა, +500 ლარი. ამ ყველაფერს მარადიორში გავცვლი.
norica_dragon
ციტატა(Allstar @ 5th July 2010 - 02:32 PM) *
მოკლედ ბოლო ფასი ასეთია: დისკო, + bushnell 4-12x40 ოპტიკა, +500 ლარი. ამ ყველაფერს მარადიორში გავცვლი.


დისკოს ერთადერთი მინუსი (ნადირობის პონტში ჩემი აზით) არის შედარებით დაბალი სიმძლავრე.... სიზუსტე თუ არ ვცდები ერთი და იგივე უნდა ქონდეს....
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 5th July 2010 - 03:45 PM) *
დისკოს ერთადერთი მინუსი (ნადირობის პონტში ჩემი აზით) არის შედარებით დაბალი სიმძლავრე

უკაცრავად რაზე ნადირობთ??? ეგრე მარადიორის სიმძლავრეც არ გეყოფა...

დისკოს ენერგია 10.5 ტყვიის დროს 260 მეტრზე ეს არის 23 ჯოული (22.99 ჯოული სრული სიზუსტისთვის)
მარადიორის ენერგია 10.5 ტყვიის დროს 280 მეტრ წამის დროს (მემგონი ეგეც ზედმეტია 270 ოპტიმუმია - ანუ 24.8 ჯოული. მაგრამ ჯანდაბას, დავუშვათ ნერყწვების ყლაპვაა აწეული) 26.5 ჯოული (26.67 ჯოული სრული სიზუსტისთვის).

და ისმის კითხვა რა განსაკუთრებულ შედეგს გაძლევს 3.5 ჯოული??? დაჟე სურვილის შემთხვევაში დისკოზეც შეიძლება იგივეს მიღება, პროსტა გასროლების რაოდენობა შეგიმცირდება. 300 და 310 მეტრ წამს არ განვიხილავ, კი არსებობს მაგრამ 4.5-ისთვის და გინდა 5.5-ისთვის საჭირო რეალურად არაა.

P.S. ნუ ინფორმაციისთვის მაინც მარადიორის ენერგეტიკა 10.5 გრანიანით შემდეგ სიჩქარეებზე:

290 მ/წ -> 28.61 ჯოული
300 მ/წ -> 30.61 ჯოული
310 მ/წ -> 32.69 ჯოული
320 მ/წ -> 34.69ჯოული

თუმცა ვიმეორებ 300 მ/წ-მდე დისკოს აჩქარება უპრობლემოდ შეიძლება და იგივე ენერგეტიკას მიირებ რაც მარადიორში, პროსტა რისთვის გინდა თორემ კი???

და ასევე გაითვალისწინე რომ სუპერ ზუსტ და ზედგამოჭრილ სანადირო იარაღს, რომელიც თბილისში 3800 ლარად იყიდება (საუბარია Steyr-ის სანადირო პნევმატიკაზე), სულ აქვს 24 ჯოული ენერგია, ანუ დისკოსგან სულ რაღაც 1 ჯოულით გაიქცა მეტით კი არა. და იცი რატომ?? მაგის ზემოთ არასტაბილური გასროლაა და ტყვიის კუზიანი ტრაექტორიაა!!!!

მოკლედ თუ ენერგეტიკას მისდევ და ველური ცოფების ყრას ლულიდან, მაშინ შენი არჩევანი გარანტირებულად ევანიქსი, ან სან-იონგია. სხვა ნებისმიერი თოფი ცდილობს 24 ჯოულში ჩაჯდეს 4.5 კალიბრში ან მაქსიმუმ რაზგონით მოგცეს 30 ჯოული, რომელიც პროსტა ეგოს სჭირდება და არა სამიზნეს ან თოფს biggrin.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 5th July 2010 - 04:45 PM) *
უკაცრავად რაზე ნადირობთ???

ვუერთდები ამ კითხვას smile.gif
Allstar
ja_ja
იმდენად გაასწორე მარადიორი მიწასთან რო მგონი უფრო გამოჩნდება კლიენტი biggrin.gif
cz80
ციტატა(Allstar @ 5th July 2010 - 06:43 PM) *
იმდენად გაასწორე მარადიორი მიწასთან

კი მარა რითი გაასწორა მიწასთან ვერ მივხვდი?
gregory
cz80

ციტატა(ja_ja @ 5th July 2010 - 04:45 PM) *
თუმცა ვიმეორებ 300 მ/წ-მდე დისკოს აჩქარება უპრობლემოდ შეიძლება და იგივე ენერგეტიკას მიირებ რაც მარადიორში, პროსტა რისთვის გინდა თორემ კი???


ალბთ ამით biggrin.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 5th July 2010 - 05:43 PM) *
იმდენად გაასწორე მარადიორი მიწასთან რო მგონი უფრო გამოჩნდება კლიენტი

gregory
ციტატა(gregory @ 5th July 2010 - 05:51 PM) *
ციტატა(ja_ja @ 5th July 2010 - 04:45 PM)
თუმცა ვიმეორებ 300 მ/წ-მდე დისკოს აჩქარება უპრობლემოდ შეიძლება და იგივე ენერგეტიკას მიირებ რაც მარადიორში, პროსტა რისთვის გინდა თორემ კი???


ალბთ ამით

ნუ კაი გამგონს კაი მთქმელი უნდა biggrin.gif, ნუ ენერგეტიკას კი იღებ, მაგრამ რაოდენობა გასროლების?? მე ერთი პერიოდი მარადიორი 310 მეტრზე მქონდა დაყენებული და სადღაც 44-45 გასროლა მქონდა პლატოში, დისკოზე მაგას ვერ იზამ, მაქსიმუმ 15-20 გასროლა მოახერხო 300 მერ წამით.

მოკლედ პრიორიტეტი გაქვს დასასახი რისთვის გინდა.. მარტო ციფრების ფაქტად მირება არ შეიძლება განსაკუთრებულად დანაწევრებულად, ანუ მხოლოდ ერთ პარამეტრს უყურებ და დანარჩენს ივიწყებ....

რა თქმა უნდა აქვს მარადიორს სხვა პლიუსებიც, ის კლიპიც, შრაუდერიც და ლამის 2-ჯერ მეტი მოცულობის რეზერვუარი, მაგრამ გააჩნია რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი... იგივე პოლიციასთან ურთიერთობისას დისკო სათამაშოდ გამოიყურეა და უცებ წყნარდებიან, მარადიორის დანახვისას ლამის კაბურას წვდნენ...

მოკლდ ერთობლიობაა მთელი საკითხების განსახილველი. პროსტა იმისათვის დისკოს გამოცვლა რომ კლიპი და შრაუდერი დაიადო არ ღირს, იმიტომ რომ იღებ მინუსებსაც წონისა და დატენვის მხრივ (ანუ უფრო მეტი ჩალიჩი უნდა დატენვას). ზოგისთვსი მისაღები მინუსებია, ზოგისთვის კოშმარია.

სუფთა ნადირობის მხრივ დისკო მემგონი ცხენზე მყარად ზრდის და რაც არ უნდა ნერწყვები გსდიოდეს მარადიორზე, შტეერზე, HW-ზე და სხვაზე... რავი მემგონი არ ღირს, მაგ შემთხვევაში გადაცვლა.

თუ ნადირობის გარდა სხვა რაღაცას გეგმავ, მაგალიტად იქ BR-სა და FT-ს, ველურ სიჩქარეს მძიმე ტყვიებით სროლის მიზნით და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა დისკო პოზიციებს თმობს, მაგრამ სუფთა ნადირობის მხრივ დისკოზე მოხერხებული მე ჯერ არ მინახია ჩვენს რეალობაში. თორემ ეგრე ოცნება არ მოგიშალოთ ღმერთმა, სულ რიპლი HW და სხვა სუპერ პუპერ იარაღაღები დაგათრევინოთ ღმერთმა, მარა ფასი არ დაგავიწყდეთ მაგ დროს smile.gif

P.S. მოკლედ მთელი კომპლექსი უნდა გაძლევდეს იმ პლიუსს რაც გინდა. თორემ გაყიდე სადღაც 350-400$-იანი თოფი, იყიდე 600-650-იანი და პლიუს მოუხერხებლობა... რავიცი ეტყობა აზრს ვერ გამოვხატავ რაფრაც საჭიროა biggrin.gif ასე რომ ყველამ იყიდეთ ის რასაც ქაჩავთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ biggrin.gif D: biggrin.gif
bazuka
ja_ja
რასქვია რისთვის უნდა, უნდა იმისთვის, რომ უბანში აბლატოს დისკო ვედროები ახვრეტინოს.

და საერთოდ პნევმოში ნაკლებადჩახედული ადამიანების 99%-ს ეგრე ჰგონია. მეც ეგრე ვიყავი. გეკოსნაირი და ვსიო biggrin.gif
foxi
მემგონი დისკომანები სრულიად დაეთანხმებით იმ აზრს რომ სანადირო თვალსაზრისით დისკო გაცილებით მეტ პრივილეგიებს
იძლევა. მოყვარულებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ პლიუსებს:

ძალიან მსუბუქია,ბევრად უფრო კომპაქტური,ადვილად იტენება რეზერვუარი,გასროლების რაოდენობა სრულიად საკმარისი ნადირო
ბისთვის. ესენი ის ძირითადი პლიუსები რომელიც თვალში საცემია. არის კიდევ ბევრი ნიუანსი რაც ნადირობის პროცესში ჩანს უკეთ.

გემოვნებაზე არდაობენ,დაობენ ხარისხზე. ეს უკანასკნელი კი დისკოს არ დაეწუნება, საინტერესო ფაქტია ისიც რომ თითქმის ყველა
მარადიორის მყიდველმა ვისაც ადრე დისკო ქონდა,თავისი დისკო არ მოიშორა!!!!

Allstar
ციტატა(bazuka @ Jul 5 2010, 09:48 PM) *
ja_ja
რასქვია რისთვის უნდა, უნდა იმისთვის, რომ უბანში აბლატოს დისკო ვედროები ახვრეტინოს.

მდაა... საიდან მოდის ასეთი აზრები....

კიდევ ერთხელ დავწერ მათთვის ვინც ვერ გაიგო ამ ყველაფრის მიზანი, დისკოს რომ ვისვრი ასე მგონია სამეზობლო ფეხზე დამოხტება ხოლმე იმხელა ხმა აქვს. დავიღალე თითო-თითო ტყვიის სათითაოდ ტენვით, თან მითუმეტეს როცა ავაცელ ჩიტს და ის ჯერ კიდევ არ გაფრენილა....
cz80
ციტატა(Allstar @ 6th July 2010 - 01:12 PM) *
კიდევ ერთხელ დავწერ მათთვის ვინც ვერ გაიგო ამ ყველაფრის მიზანი, დისკოს რომ ვისვრი ასე მგონია სამეზობლო ფეხზე დამოხტება ხოლმე იმხელა ხმა აქვს. დავიღალე თითო-თითო ტყვიის სათითაოდ ტენვით, თან მითუმეტეს როცა ავაცელ ჩიტს და ის ჯერ კიდევ არ გაფრენილა....

შენა და... ჰატსანი ხო არ გეცადა ატ-44...კლიპიც აქვს,მოდერიც და ძალაც აქვს ვირივით...ფასიც ნარმალნია...
wink.gif
პ.ს. ისე მაგარი ინტერესი მაქვს მაგ ფიშტოსი...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.