დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > პლინქი (Plink)
გვერდი: 1, 2
tengo
foxi
ციტატა(kakha @ 20th June 2010 - 08:51 PM) *
ეეეხ მე აქ იმიტომ გავწევრიანდი რომ ჭკვიანი ხალხის აზრი მაინტერესებს.თუ ასე გაგრძელდა ეს ფორუმი სამასხარაო ფიტულად
გადაქცევის რეალური კანდიდატი გახდება. სადაც ასეთ რამეებს ვნახავთ: მაქვს 20 ლარი მინდა ვიყიდო კისტის თოფი,ისეთი რომ
პოლიციამ არ დამიჭიროს. ან ასეთი:ვისროლე ჩემი თოფით ტირში, ჯგუფები გადასარევი იყო.... ათასი ბალამუტი კიდევ.

მშიშარა კაცი დღეში 3 ჯერ კვდება. ხომ არის ნათქვამი? საინტერესოა სად უნდა ვისაუბროთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე?
თუარა ამ ფორუმზე???! ან იქნებ ასეთია ქურდი კაცის ბედი, მოგუდულათ,სადმე პადვალში გვემღერა?

ერთი სიტყვით მე მომხრევარ იყოს სააშკარაოზე გამოტანილი საინტერესო თემები,თუარა და ყველანაირ აზრს კარგავს ჩემთვის
ეს საიტი.

მე მხედველობაში მაქვს ,მოდერის დამზადებას რაც შეეხება,რომელი აგრეთვე შეიძლება ცეცხლსასროლზე იქნეს გამოყენებული .ხოლო დანარჩენზე,რაც შეეხება პვნევმატიკას კი ბატონო არაა პრობლემა.
gregory
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 08:08 PM) *
კანონში წერია "სროლის დამხშობიო"

ვაა ჩაგეთვალა:მაგას ყურადღება არავინ მიაქცია lol2.gif
არადა სროლის დამხშობი ხომ სროლის შემსუსტებელს ნიშნავს?!(სად არიან ფოლოლოგები?)
მგონი გიპოვია ლაზეიკა!!!!
foxi
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 09:02 PM) *
ხომ არის დახურული თემები და იქ (დარწმუნებული ვარ პაროლს მოგაწოდებენ


ეგ რაღა ოხრობაა? სახელმწიფო სახელმწიფოში? მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ ამ საკითხს: არ არსებობს დახურული თემები ინტე
რნეტ სივრცეში!!! ბინარული კოდით კიარა ილიკოს დაკოდილი თხითაც ვერ დაიცავთ თავს! ყველაფრის წაკითხვა შეიძლება თუ
შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან. ასე რომ მე დასამალი არაფერი მაქვს. ვსაუბრობ იმაზე რაც მაინტერესებს.

სრულიად ვეთანხმები ჯაჯას! ასევე გასაგებია ბატონ გრიგოლის კომერციული მოსაზრებები.
cz80
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 08:08 PM) *
მე მხედველობაში მაქვს ,მოდერის დამზადებას რაც შეეხება,რომელი აგრეთვე შეიძლება ცეცხლსასროლზე იქნეს გამოყენებულ

ნწუ...ამ მოდერს ვერანაირად ვერ გამოიყენებ ცეცხლსასროლზე...იქ სულ სხვა პრინციპით ხდება ხმის ჩახშობა........

და საერთოდ...რატო იქცევთ ამხელა ყურადღებას ტო..ვამზადოთ და ვიყოთ,...ვინმე მოსულა..შეგვაწუხა?


მაგ პრინციპით თუ მივყევით კიდე: "ნადირობა შეიძლება მხოლოდ დასახლებული პუნქტიდან 5 კმ-ის მოშორებით
(მგონი ესეც შეცვალეს ,ზუსტად არ მახსოვს)
მაგრამ ფორუმი სავსეა თემებით და ფოტოებით,თუ როგორ ვბრიდავთ შუა ქალაქში ყვავებს,ბეღურებს და ვინ იცის კიდე რას...
რავქნათ მაშინ...მთლიანად დახურულში გადავსახლდეთ და აქ მარტო მისალმების თემა დავტოვოთ????


პ.ს. ეს თემა კაი ხოშიანი გასაწმენდია..ია ტაკ დუმაიუ (კფმ. "მიმინო") biggrin.gif
tengo
cz80
ციტატა(cz80 @ 20th June 2010 - 09:19 PM) *
ნწუ...ამ მოდერს ვერანაირად ვერ გამოიყენებ ცეცხლსასროლზე...იქ სულ სხვა პრინციპით ხდება ხმის ჩახშობა........

ერთ სურათს დავდებდი ,მაგრამ არ გამომდის. ფოსტის მისამართს თუ მომცემ გამოგიგზავნი და შენ დადევი.
cz80
tengo
cz80ძაღლუკა mail.ru
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 09:08 PM) *
მე მხედველობაში მაქვს ,მოდერის დამზადებას რაც შეეხება,რომელი აგრეთვე შეიძლება ცეცხლსასროლზე იქნეს გამოყენებული .ხოლო დანარჩენზე,რაც შეეხება პვნევმატიკას კი ბატონო არაა პრობლემა

თენგოოო, შენ მოდერი რომ გაქვს გჯერავს რომ ეგ ცეცხლსასროლზე იმუშავებს? თუ ეგ გჯერავს ახლავე აგიცრუებ გულს, სულ სხვადასხვა რაღაცაა, აი ეგეთი უმეცარი განცხადებები იწვევს კაკრას გაუგებრობას.

ცეცხლსასროლში მოსატეხია, წნევა, ცითხო, ხმა, ალი. ვერანაირი მოდერი მაგას ვერ გააკეთებს, მითუმეტეს ისეთი როემლიც პნევმატიკაში გამოიყენება, თქხელი ალუმინის კედლებით და პლასტიკატის დეტალებით.

ვისაც ეგ ორი განსხვავება არ ესმის....

აუ გაგვატარეთ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
cz80
ja_ja
ისე ხო აზრზე ხარ, მარადას მოდერი ცეცხლსასროლზე რო გამოიყენო
რა სანახაობა იქნებოდაbiggrin.gif biggrin.gif
cz80
ა ბატონო ის ფოტო, თენგომ გამომიგზავნა და ვდებ smile.gif




პ.ს. ეს ყველაფერი კაი მარა...მასალა რაა გამოყენებული...არაქვს მნიშვნელობა?

თან,აქ რამდენი კამერაა...
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 09:52 PM) *
თენგოოო, შენ მოდერი რომ გაქვს გჯერავს რომ ეგ ცეცხლსასროლზე იმუშავებს? თუ ეგ გჯერავს ახლავე აგიცრუებ გულს, სულ სხვადასხვა რაღაცაა, აი ეგეთი უმეცარი განცხადებები იწვევს კაკრას გაუგებრობას.

ცეცხლსასროლში მოსატეხია, წნევა, ცითხო, ხმა, ალი. ვერანაირი მოდერი მაგას ვერ გააკეთებს, მითუმეტეს ისეთი როემლიც პნევმატიკაში გამოიყენება, თქხელი ალუმინის კედლებით და პლასტიკატის დეტალებით.

ვისაც ეგ ორი განსხვავება არ ესმის....

აუ გაგვატარეთ რა

არავითარი განსხვავება არაა ჯაჯა, მეტელი შეცვლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მემგონი შენც ამბობდი რომ მოდერი სიჩქარეზე არ მოქმედებსო.
ცზ80 დადებს სურათს და ნახე რა წერია.
gregory
cz80
ე ბიჭო ტექსტი მაინც მოაშორე ფოტოშოფში, შორე თავს ვდებთ პნევმატიკისთვისო (magnum 357) lol2.gif lol2.gif
tengo
მე მეგონა შენი ნოუ ჰაუ იყო და ამაზე იყო აყალმაყალი? მაგაზე ვერავინ ვერაფერს გეტყვის, დაიკიდე smile.gif
Jah
მოდერი (პნევმატური), ტყვიის სიჩქარეზე არ მოქმედებს.
ცეცხლსასროლ იარაღში სულ სხვა პროცესებია...
თუმცა იქაც არ უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ ტყვიამ უკვე დატოვა ლულის კვეთა და აჩქარება დამთავრდა...

smile.gif მე პირადად ამ სტატიაში დაწერილის არ მჯერა (იმ მონაკვეთის სადაც სიჩქარის ვარდნაზე არის საუბარი)

არსებობს, ძალიან იშვიათი მოდელები, ეგრეწოდებული "ობტიურაციონნი" მოდერები, სპეც დანიშნუ8ლების, სადაც ბოლო ტიხარი არის კაუჩუკის და ნახვრეტი კალიბრზე ბევრად ვიწროა, ანუ ტყვია ფაქტიურად იწურება მანდ და უმეტესს გაზს ტოვებს მოდერში, შედეგან ძალიან ჩუ,ი გასროლა... აქ თავისთავად მნიშვნელოვნად ვარდება სიჩქარე, და მოდერი ერთჯერადია, ანუ 1 ოპერაციის მერე აგდებენ...
და ამ სურათზე მოცემული მოდერი... ნუ მოკლედ biggrin.gif

ეს კონკრეტული მოდერი, დიდ შედეგს არ მოიტანს პნევმატიკისთვის.
ეს გათვლილია ცხელ გაზებზე სამუშაოდ სადაც ის იმდენად კი არ კვეთავს ჰაერის ნაკადს არამედ მაგის მიზანია გააციოს smile.gif დიახ გააციოს ცხელი "პარახავოი" გაზები.
ჩვენ შემთხვევაში სულ სხვა მოვლენაა, ცივი გაზი... არის გასათვალისწინებელი. "პუჩნოსტები" პირველი მეორე... ნუ მოკლედ ეს სხვა თემაა biggrin.gif
ერთი რამე ვიცი, ცეცხლსასროლი მოდერების სქემები უამრავია ნეტში და ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს პნევმოსთვის.
cz80
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 09:11 PM) *
ე ბიჭო ტექსტი მაინც მოაშორე ფოტოშოფში, შორე თავს ვდებთ პნევმატიკისთვისო (magnum 357)

biggrin.gif

რაც გამომიგზავნა კაცმა,ის დავდე wink.gif
gregory
ციტატა(cz80 @ 20th June 2010 - 09:23 PM) *
რაც გამომიგზავნა კაცმა,ის დავდე

ხო მარა იმ კაცს ფურცლის დადება დაავიწყდა ტექსტზე როცა გადაიღო blush.gif
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 10:29 PM) *
ხო მარა იმ კაცს ფურცლის დადება დაავიწყდა ტექსტზე როცა გადაიღო

გრიგოლ, ეს თავისი ტექსტით იმიტომ დავდევი ,რომ ყველამ ნახოს ,მემგონი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.
, თუ რატომ არ შეიძლება მოდერების დამზადება.
gregory
tengo
ხომ ნახე რომ ახალგაზრდა თვალი ულეთ კითხულობს: Power VANO-მ სწორარ აღნიშნა "სროლის დამხშომია" აკრძალული კანონით და მოდერები მიდი და შტამპე biggrin.gif
nihontoman
ja_ja
ციტატა
ყველაფერი ნებადართულია, ისიც კი რაც აკრძალულია


ეს საიდან მოიტანე? ფრანგებსაც იგივე შეხედულება აქვთ აკრძალვებზე რაც ყველა სხვა დანარჩენს: ყველაფერი ნებადართულია რაც აკრძალული არაა... ნუ ეხლა ცალკეულ ინდივიდებზე არ მაქ ლაპარაკი...

სიმართლე გითხრათ ყველა ეს პოსტი არ წამიკითხავს მარა ერთს ვიტყვი: იარაღის დამზადებას სჭირდება ნებართვა, ისევე როგორც იარაღის ნაწილის დამზადებას, ხოლო რა დროიდან ჩაითვლება ესა თუ ის ნაწარმი იარაღის ნაწილად ნათელი არაა.

ერთიც უნდა გაითვალისწინოთ: როდესაც კანონში ეგრეთწოდებული ლაზეიკაა, ეგ გურჯისტანულად იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვისაა საფრთხილო და შესაძლოა ჩვენზე იქნას ცუდად გამოყენებული და არა პირიქით....
ja_ja
nihontoman
კიდევ ერთი სასოწარკვეთილი biggrin.gif

tengo
თენგო ეგ რა სურათია??? შენ ის მოიტა შენ რა გააკეთე, ეგ სისულელეა, ეგრე ცალკე გვაქვს განყოფილება სადაც მთელი ნახაზების კოლექციაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა კონკრეტულ სიტუაციაში ეგ უკვე სხვა საკითხია smile.gif

gregory
ტომ!- პასუხი არ არის.
ტომ!- პასუხი არ არის.
სად დაიკარგა ეს ბიჭი?
( ტომ სოიერის თავგადასავალი, მარკ ტვენი 1894 წელი)
სად დაიკარგა თენგო biggrin.gif
bazuka
მე ჩემი ხედვა დავწერე, არავის ზომბირებას და თავში ჩაკვეხებას არ ვაპირებ.

უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ვიცოდეთ რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.
ეხლა არ მითხრათ შანსი არააო biggrin.gif


კანადაზე მეტყვის ვინმე რამეს ???
soxa
მე ერთი რამ ვერ გავიგე, თუ იხდი 1530 ლარს ყიდულობ კანონიერად მოდერიან თუ შრაუდერიან თოფს(ამ შემთხვევაში ერთიდაიგივეა) და თუ იხდი 1200 ლარს და 60 ლარად ყიდულობ ცალკე ხაჩიკას მოდერს კრიმინალი ხარ? ეს არასწორი მიდგომაა, მაშინ ოპტიკის დაყენებაც კრიმინალი ყოფილა და მჭიდის დაყენებაც. მაგრამ რატომღაც ეგეთი ცეცხლსასროლი გამიფორმეს უპრობლემოდ. რაც შეეხება მაყუჩს, მაგი მოდერთან თუ პირიქით.... ერთმანეთისგან მაგრად განსხვავდება და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ უფრო მეტი ინფო ინეტში მოიძებნება ვიდრე ამ ფორუმზე. მოდერი თავისუფალ გაყიდვაშია და მით უმეტეს მიდერიანი თოფები და თუ დავითუსა აკეთებს უნიკალურ კონდახებს ამიტომ მაგ კაცს კრიმინალს ნუ დავარქმევთ და ნამუშევარი შევუქოთ, რა შუაშია კონდახი? თავშია. თოფმა თავისი პირვანდელი სახე დაკარგა და ულიცენზიო ნაკეთებია. ნუ ვიქნებით ის თაგვები რომლებიც თხრიან, თხრიან და ბოლოს......მიაუუუუუუუუუუ suicide2.gif
cz80
ციტატა(lasha_74 @ 21st June 2010 - 01:09 AM) *
ნუ ვიქნებით ის თაგვები რომლებიც თხრიან, თხრიან და ბოლოს......მიაუუუუუუუუუუ

+1000

გაასუფთავეთ ეს თემაააააააა
tengo
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 20th June 2010 - 11:03 PM) *
ეს საიდან მოიტანე? ფრანგებსაც იგივე შეხედულება აქვთ აკრძალვებზე რაც ყველა სხვა დანარჩენს: ყველაფერი ნებადართულია რაც აკრძალული არაა... ნუ ეხლა ცალკეულ ინდივიდებზე არ მაქ ლაპარაკი...

სიმართლე გითხრათ ყველა ეს პოსტი არ წამიკითხავს მარა ერთს ვიტყვი: იარაღის დამზადებას სჭირდება ნებართვა, ისევე როგორც იარაღის ნაწილის დამზადებას, ხოლო რა დროიდან ჩაითვლება ესა თუ ის ნაწარმი იარაღის ნაწილად ნათელი არაა.

ერთიც უნდა გაითვალისწინოთ: როდესაც კანონში ეგრეთწოდებული ლაზეიკაა, ეგ გურჯისტანულად იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვისაა საფრთხილო და შესაძლოა ჩვენზე იქნას ცუდად გამოყენებული და არა პირიქით....

სწორი პოზიციაა და ყველაფერში ვეთანხმები. და თუ ვინმეს კიდევ არ ჯერა ,შემიძლია აუხსნა პირად შეხვედრებში.მორჩეს ამ თემაზე ერთდაიგივეს საუბარი.
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 11:25 PM) *
თენგო ეგ რა სურათია??? შენ ის მოიტა შენ რა გააკეთე, ეგ სისულელეა, ეგრე ცალკე გვაქვს განყოფილება სადაც მთელი ნახაზების კოლექციაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა კონკრეტულ სიტუაციაში ეგ უკვე სხვა საკითხია

ეს ისაა რაც შენ გაინტერესებდა , ხომ ხედავ როგორ მოქმედებს მოდერი ტყვიის ტრაექტორიაზე და რა თქმა უნდა ჩვენს პვნევმოებზეც იმოქმედებს ალბათ,თუ გახსოვს შენ საწინააღმდეგოს ამბობდი.შენ თქვი რომ სიჩქარეები გაზომეთ ორივე ვარიანტში და სხვაობა თითქმის არ იყოო,მაგრამ გაზომეთ თუ არა სიჩქარეები ლულიდან მოშორებულ სხვადასხვა მანძილებზე, შეიძლება აქ მივიღოთ სიჩქარეების ვარდნა.
ისე მახსოვს ,რომ ჯორჯიკამაც მითხრა,მოდერი ტყვიის ტრაექტორიაზე მოქმედებსო ,ეტყობა გასინჯული აქვს. გამოდი რომ თუ ტრაექტორიაზე მოქმედებს ზნაჩიტ სიჩქარე იცვლება .
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 11:25 PM) *
tengo
თენგო ეგ რა სურათია??? შენ ის მოიტა შენ რა გააკეთე, ეგ სისულელეა, ეგრე ცალკე გვაქვს განყოფილება სადაც მთელი ნახაზების კოლექციაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა კონკრეტულ სიტუაციაში ეგ უკვე სხვა საკითხია

ჩემი გაკეტებული შენს გაკეთებულს არ შეედრება ,რადგანაც მე მაგის გასაკეთებელი სტანოკი არა მაქვს და რაღაცის იმიტაციას ვცდილობ შიშველი ხელებით ,შენ კი შეგიძლია შენს დაზგაზე გააკეთო და დაგვატკბო ნამუშევრებით თუ ამას მოისურვებ.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 09:18 AM) *
ჩემი გაკეტებული შენს გაკეთებულს არ შეედრება ,რადგანაც მე მაგის გასაკეთებელი სტანოკი არა მაქვს და რაღაცის იმიტაციას ვცდილობ შიშველი ხელებით ,შენ კი შეგიძლია შენს დაზგაზე გააკეთო და დაგვატკბო ნამუშევრებით თუ ამას მოისურვებ

მე ჯერ საერთოდ არ გამიკეთებია და თუ გავაკეტებ აუცილებლად დავდებ შედეგს.




მოკლედ ეს თემა მარაზმს დაემსგავსა. მე პირადი ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და მომავალში რაიმეს თუ დავდებ ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნება, ეს წყეული კანონი ვიცი და ვიცი როგორც აღიქვავთ, ნუღა შემახსენებთ, დანარჩენებმა ტქვენთვის გადაწყვიტეთ რა და როგორ. ჩემთვის სტრაუსის პოზა მიუღებელია და ერთერთი მიზეზი ამ ფორუმზე გადმობარგების ეგ იყო რომ თავისუფლად შემეძლო ინფოს დადება და გაზიარება და არ ვიყავი განს.გე-სავით შეზღუდული.
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st June 2010 - 09:37 AM) *
მე ჯერ საერთოდ არ გამიკეთებია და თუ გავაკეტებ აუცილებლად დავდებ შედეგს.




მოკლედ ეს თემა მარაზმს დაემსგავსა. მე პირადი ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და მომავალში რაიმეს თუ დავდებ ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნება, ეს წყეული კანონი ვიცი და ვიცი როგორც აღიქვავთ, ნუღა შემახსენებთ, დანარჩენებმა ტქვენთვის გადაწყვიტეთ რა და როგორ. ჩემთვის სტრაუსის პოზა მიუღებელია და ერთერთი მიზეზი ამ ფორუმზე გადმობარგების ეგ იყო რომ თავისუფლად შემეძლო ინფოს დადება და გაზიარება და არ ვიყავი განს.გე-სავით შეზღუდული.

ჯაჯა გაასუფთავე ეს თემა ბევრი სისულელესგან. ყველაფერზე ვისაუბროთ,მოდერებზეც რა პრობლემაა,მხოლოდ ერთადერთი ,მოდერის ნახაზებსა და დამზადებას ნუ დაუწყებთ საქვეყნო რეკლამირებას, ამ საიტში როგორც დიდი ისე ბავშვიც ,როგორც გიჯი ისე ჭკვიანიც შემოდის და შეიზლება ვინმემ ეს ინფორმაცია ცუდ საქმეში გამოიყენოს და საბოლოოდ ეს ფორუმი გახდება ამ საქმის ხელშემწყობი.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 09:53 AM) *
ჯაჯა გაასუფთავე ეს თემა ბევრი სისულელესგან. ყველაფერზე ვისაუბროთ,მოდერებზეც რა პრობლემაა,მხოლოდ ერთადერთი ,მოდერის ნახაზებსა და დამზადებას ნუ დაუწყებთ საქვეყნო რეკლამირებას.

მემგონი რასაც ვამბობ არავის არ ესმის, ამ ტემას კი გავწმინდავ, მაგრამ ის რაც შენ დაწერე სტრაუსოს პოზაა.. ანუ მოდი ჩვენთან ნუ იქნება ბავშვები შემოდიან, მერე რა??

როგორ სხვა საიტი არ არსებობს სადაც ნახასები იშოვება?? როგორ შენ რა ნახაზიც დადე შენი პირადი წიგნიდანაა ამორებული რომელიც პირადად შენ მოიფიქრე?? საერთოდ გამაცოფა ბოლო ფრაზებმა:

ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 09:53 AM) *
ამ საიტში როგორც დიდი ისე ბავშვიც ,როგორც გიჯი ისე ჭკვიანიც შემოდის და შეიზლება ვინმემ ეს ინფორმაცია ცუდ საქმეში გამოიყენოს და საბოლოოდ ეს ფორუმი გახდება ამ საქმის ხელშემწყობი.


რავა პარლამენტში დაიწყე მუშაობა??? რა უაზრობა ტექსტია? არ მივცეთ კანონმორჩილ მოქალაქეებს უფლება პისტოლეტი ტირამდე მიიტანონ და საკუთარი იარაღით ივარჯიშონ!, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს კრიმინალს იარაღით იაროს ქუჩაში.

და რას ვიღებთ შედეგად?? კრიმინალი მაინც იარაღით დადის, ხოლო კანონმორჩილი სახლში ზის და იმის მაგივრად რომ თავდასაცავად გასროლა დაამუღამოს, შეიძლება მის სახლში ვიღაცის შეჭრისას საკუთარი იარაღიდან კრიმინალი კი არა საკუთარი თავი დააზარალოს!!!

რა გჭირთ ხალხნო? გავრეკე, თქვენ რეალურად გჯერავთ რომ მხოლოდ ჩვენი ვაი ინფოზე და უჭკუო ახალბედა ნახაზების იმედზეა მთელი კრიმინალი? რა იყო თქვენ აღმოაჩინეთ პირველად მოდერი? დიდი ბოდიში, მაგრამ, ეს ან პანიკური შიშია, ან ....

ვგიჟდები რატომ ხუჭავთ თვალებს იმაზე რომ მზე არსებობს? პროსტა ნივიჟუ დავურტყათ და ეგებ და სირცხვილით ჩაქრეს???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თუ პროსტა კაი ბიჭის პონტი გვიჭირავს, ვინმე თუ შემოვიდა, იმის თვალში მე კარგ ტიპად უნდა გამოვჩნდე რომ კაი საქმისკენ მოვუწოდებო.

სხვა კი არაფერი დავწერე ზემოთ, მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ნუღა მიმითითებთ ამა თუ იმ უაზრო საფუძველს მეთქი. მოყვანილი საფუძველი კი სუპერ უსუსურია.
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st June 2010 - 10:36 AM) *
რავა პარლამენტში დაიწყე მუშაობა??? რა უაზრობა ტექსტია? არ მივცეთ კანონმორჩილ მოქალაქეებს უფლება პისტოლეტი ტირამდე მიიტანონ და საკუთარი იარაღით ივარჯიშონ!, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს კრიმინალს იარაღით იაროს ქუჩაში.

და რას ვიღებთ შედეგად?? კრიმინალი მაინც იარაღით დადის, ხოლო კანონმორჩილი სახლში ზის და იმის მაგივრად რომ თავდასაცავად გასროლა დაამუღამოს, შეიძლება მის სახლში ვიღაცის შეჭრისას საკუთარი იარაღიდან კრიმინალი კი არა საკუთარი თავი დააზარალოს!!!

რა გჭირთ ხალხნო? გავრეკე, თქვენ რეალურად გჯერავთ რომ მხოლოდ ჩვენი ვაი ინფოთი და უჭკუო ახალბედა ნახაზების იმედზეა მთელი კრიმინალი? რა იყო თქვენ აღმოაჩინეთ პირბველად მოდერი? დიდი ბოდიში, მაგრამ, ეს ან პანიკური შიშია, ან ....

ვგიჟდები რატომ ხუჭავთ თვალებს იმაზე რომ მზე არსებობს? პროსტა ნივიჟუ დავურტყათ და ეგებ და სირცხვილით ჩაქრეს????

პარლამენტში რომ ვიყო და კანონების შეცვლის შესაზლებლობა მქონდეს,ბევრ რამეს შევცვლიდი ხალხის სასარგებლოდ.არც იურისტი ვარ,რომ ყველა კანონი და ნიუანსები ვიცოდე, მაგრამ ჩვენ რაზედაც ვსაუბრობთ ეს არის უმარტივესი.
მოდი გვეყოფა ამ თემაზე საუბარი და თუ ამ ყველაფერს მიაშლი კარგი იქნება.
bazuka
ნუ გადამრიეთ ეხლა რაა biggrin.gif

მე ვიკითხე, თავი ხომ არ შევიკავოთთქო და უმეტესობამ არაო
ამიტომაც ჩემი მხრიდან პრობლემა მოხსნილია
არ ვეთანხმები, მარა ვემორჩილები უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
foxi
ის არკმარა რომ ჩვენი თაობა სულ შიშით გაიზარდა?! ეხლა ბავშვებიც ესე გავზარდოთ?! ბავშვი თუ აქ შემოდის ზუსტად მაგისთვისაა
ეს ფორუმი.ბავშვობიდან თუ სწორ ინფოს მიიღებს მაგას არაფერი აჯობებს. ვისაც მამაძაღლობაზე უჭირავს თვალი ინეტში ქვეყანა
ინფოა,ასერომ ბუზისგან სპილოს კეთებას მოვრჩეთ და მივუბრუნდეთ სიახლეებს.
bazuka
foxi
ციტატა(kakha @ 21st June 2010 - 04:50 PM) *
ის არკმარა რომ ჩვენი თაობა სულ შიშით გაიზარდა?! ეხლა ბავშვებიც ესე გავზარდოთ?! ბავშვი თუ აქ შემოდის ზუსტად მაგისთვისაა
ეს ფორუმი.ბავშვობიდან თუ სწორ ინფოს მიიღებს მაგას არაფერი აჯობებს. ვისაც მამაძაღლობაზე უჭირავს თვალი ინეტში ქვეყანა
ინფოა,ასერომ ბუზისგან სპილოს კეთებას მოვრჩეთ და მივუბრუნდეთ სიახლეებს.

აი ამაში ვერ დაგეთანხმებია, ან არასწორად გავიგე შენი პოსტი.
მე პირველრიგში შემს შვილს და არამარტო პირველრიგში მოვუწოდებ და ვასწავლი კანონმორჩილებას.

აი ესაა ის მინუსი რაც ჩვენ ( და უფროს თაობას) არ გაგვაჩნია, ან ნაკლებობას განვიცდით და რის გამოც სანატრელი გვაქვს ევროპული სახელმწიფო
სულ მარტივი, მანქანა არ დადის საქართველოში დღეში რამოდენიმე დარჩვევას რომ არ აკეთებდეს (მათშორის მეც) . ესეთები ვართ ქართველები ბუნებით და ჰაა .....

ამიტომაც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კანონის შიში, სხვანაირად სოფელი არ აშენდება
foxi
ციტატა(bazuka @ 21st June 2010 - 04:59 PM) *
აი ამაში ვერ დაგეთანხმებია, ან არასწორად გავიგე შენი პოსტი.
მე პირველრიგში შემს შვილს და არამარტო პირველრიგში მოვუწოდებ და ვასწავლი კანონმორჩილებას.

აი ესაა ის მინუსი რაც ჩვენ ( და უფროს თაობას) არ გაგვაჩნია, ან ნაკლებობას განვიცდით და რის გამოც სანატრელი გვაქვს ევროპული სახელმწიფო
სულ მარტივი, მანქანა არ დადის საქართველოში დღეში რამოდენიმე დარჩვევას რომ არ აკეთებდეს (მათშორის მეც) . ესეთები ვართ ქართველები ბუნებით და ჰაა .....

ამიტომაც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კანონის შიში, სხვანაირად სოფელი არ აშენდება


განვავრცოფ: მე მხოლოდ ის დავამოწმე რომ ბავშვებს კიარუნდა დავუმალოთ ინფორმაციები... არამედ მივაწოდოდ სწორი ფორმით.
სწორედ ამაში ვხედავ მე ამ ფორუმის დანიშნულებას. ასე მაგალითად: რატომაც არუნდა იცოდეს ახალგაზრდამ რაარის მოდერი?
როგორ კეთდება? ამას თუ მოვაყოლებთ ჯანსაღ სჯაბაას თავისი კანონების განმარტებებით მემგონი სასიკეთოდ წაადგებათ.

ახლა შევხედოთ ამ ყველაფერს სხვა მხრიდან,ყველაფერი მივაჩუმათოთ,შიშისაგან კაკნკალით სახელები ვუცვალოთ ამა თუ იმ თოფის
ნაწილს.... რამოხდება? მოხდება არასცორი ინფოს ჩანერგვა,ეს კი გამოიწვევს მეტ ინტერესს,ვინაიდან რაც დამალულია უფრო
საინტერესოც არის.

gocha311
ერთი კითხვა მქონდა ,ვთაქვათ 20 თეთრიანის ტოლა მიზანს, ოპტიკით რა მაქსიმალური მანძილიდან შეიძლება გავარტყათ 4.5 კალიბრი შაშხანით , წნევა 1500 პსი?????????????
ja_ja
პერეფრაზირებას გავუკეთებ შენს კითხვაას ისე როგროც მე მესმის

რა მანძილზე შეიძლება მაქსიმალურად შედეგიანად სროლა 4.5 კალიბრის პნევმატიკიდან ოპტიკის გამოყენებით, ვთქვათ ასე 20-30 მილიმეტრიან ობიექტს რომ მოხვდეს

ამ შემთხვევაში პასუხი იქნება თან საინტერესო თან სასაცილო... დაწყებული 10-15 მეტრიდან დამთავრებული 120-150 მეტრით smile.gif

იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობს, ისეთი როგორიცაა ლულა, თოფის საერთო კონსტრუქცია, გარე პირობები როგოიცაა ამინდი და სხვა... საერთოდ ჩემი გადასახედიდან კითხვა საკმაოდ არასწორია. იმიტომ რომ ყველა შედეგი შეჯიბრი და საერთო გათვლები ყოველთვის კეთდება 50 მეტრზე, თუ საუბარია გრძელ ლულიან შაშხანის პრინციპზე მომუშავე იარაღზე

პისტალეტები ეგრევე ჩამოვიყვანეთ 10-15 მეტრზე, შაშხანები კი... ნუ როგორი პონტია იცი ერთი გაარტყა მეორე სტაბილურად ერთი და იგივე შედეგი მიიღო, მაგისთვის კი მინიმუმ 5 ტყვიაა სასროლი ერთი და იგივე წერტილში და მაგ შემთხვევაში 20-30 მილიმეტრიან რგოლში დამიჯერე არც თუ ისე იოლია სროლა, 50-60 მეტრი საკმაოდ ბევრ იარაღს შეუძლია უზრუნველყოს, შემდეგ უკვე ლამის ფრჩხილის ქლიბით დავოდკა რომ უდა აი ეგეთი ტუნინგი ირთვება და არაადეკვატური თანხების ხარჯვა, მაგის მერე შეიძლება მიიღო 100-120 მეტრი...

თუმცა გამოდგომაზეცაა, მე ეგრე ქარხნული ხელუხლებელი DISCOVERY მქონდა რომლითაც 80-100 მეტრზე პინგ-პონგის და ბორძომის ბოთლის ხუფებს მიმდევრობით ვხსნიდი, ანუ ის კი არა რომ ერთი გაარტყი მეორე ააცილე, არამედ მიადგებოდი და მიმდევრობით 5 გასროლით 5 ხუფს მოხსნიდი, ან 10 და ასე შედმეგ, მაგრამ ეგეთი შედეგი სხვა დისკოებზე აღარ შემხვედრია, ნუ მოხდა რა ეგეთი სიტუაცია, დაემთხვა რაღაც ფაქტორები და გაამართლა, აი დანარჩენ შემთXვევაშI კი როცა გაამართლას პონტი არ მუშაობს აურაცხელი ფულის ჩაყრა იგულისხმება.

120 მეტრის მერე, ნუ სუფთა წყლის ლატარიაა, მანდ უკვე იმდენი ფაქტორი ერთვება რომ რავიცი ... მე რაცხა არ მახსენდება ეგეთი თოფი რომ მაგ მანძილზე სტაბილურად აკეთებდეს ჯგუფებს, შანსი არის,, შეიძლება მოარტყა მაგრამ აი სტაბილური განმეორადობა ცოტა არ იყოს ....

მოკლედ პასუხი ასეთია- სასურველია 50 მეტრს ზემოთ იარაღს არ დაუსახო ეგეთი მოთხოვნები smile.gif, ან ძვირად და ძნელად რეალიზებადი მოთხოვნაა, ან რავი smile.gif
gocha311
კაცო თოფი მაქვს 76სმ ლულით და სუმთლად თავი რომ გავიგიჯო მაგხელა მანძილზე მაგნუმის ტყვიებიც რომ ვესროლო ალბათ ვერ მოვარტყავ მიზანსsmile.gif))))))))
ესეიგი ჯაჯა პისტოლეტები და ამინდი გამოვრიცხოთ,,, გამოდის რომ უდიდესი მნიშვნელი აქვს თვითონ იარაღს თუ როგორი ხარისხით არის გამოშვებული ქარხნიდან,ანუ ერთი და იგივე ადგილას არ მოხვდება ნასროლი ტყვია რაც არ უნდა უზუსტესი ოპტიკა გქონდეს და რაც არ უნდა მაგარი მსროლელი იყო,,
ჩემი იარაღით 50 მეტრში 5-ჯერ ზედიზედ თუ გავარტყი ვთქვათ 20 მმ მიზანს ჩამეთვლება??? superstition.gif
ikaaa
ციტატა(gocha311 @ 18th May 2014 - 09:57 PM) *
50 მეტრში 5-ჯერ ზედიზედ თუ გავარტყი ვთქვათ 20 მმ მიზანს ჩამეთვლება???



რა ლულა გიყრნია? თუ წესიერი ლულაა თუ სიჩქარე ნორმალური აქვს და სასხლეტს ვთქვათ 8კგ დაწოლა არ უნდა რო გაისროლოს, მაშინ გაარტყავ. smile.gif
ja_ja
gocha311
გოჩა შენ ნამეტანი იოლად უყურებ საკითხს.

ჯერესერთი გამეორებადი შედეგები არის კომპლექტი, ანუ ერთიანობა რამდენიმე ფაქტრის, მაგალითად თოფი, თოფის შესრულეის დონე, ლულა, ოპტიკა, ტყვია, სასხლეტი, მსროლელი, საყრდენი, პოზიცია, გამოცდილება და კიდევ მრავალი რამ

შენ გინდა აიღო მხოლოდ ერთი კომპონენტი და იმით მიიღო შედეგი, არ გამოვა ეგრე საკითხი. ცალცალკე ყველა კომპონენტი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს და არა საბოლოო შედეგს.

ასე მაგალიტად ოპტიკა რომ აიღო 9 ჯერადი გადიდებით, 12-ით 16-ით 24 ით ან სულაც 32-ით, 40-ით და 50-ით ან 60-ით, აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ოპტიკური სამიზნე არ უზრუნველყოფს ზუსტად მიზანში მორტყმას, ოპტიკა არის იმისათვის რომ შორს არსებული ობიექტი ისე გაჩვენოს თითქოსდა ახლოსააო და გაგიადვილოს უფრო მეტი წვრილმანი დეტალის დანახვა.

მერე უკვე იმის და მიხედვით რამდენად იცი ოპტიკის გამოყენება, რამდენად სწორედ გაქვს გაყენებული, შეგიძლია თუ არა კომპენსირებები გათვალო, ან შეიძლება წინასწარ გქონდეს გათვლილი, აი მხოლოდ მაგის მერე გეხმარება ერთი და იგივე წერტილს მიუშვირო ლულა, მაგრამ ახლა სიტყვაზე ლულა თუ არის გაღუნული ნუ რაც გინდა ახლო მოიტანე სამიზნე, მაინც ვერ გაარტყავ.

თუ ლულა სწორეა, მაგრამ ტყვიებია უვარგისი, სხვადასხვა წონის, დაჭყლეტილი და ასე შემდეგ, მაშინ ყოველ მათგანს ლულიდან გამოფრენისას ექნება სხვადასხვა აეროდინამიკა, შედეგად ყველა სხვაგან გაფრინდება.

თუ ლულა ოპტიკა და ტყვია იდეალურია, მერე უკვე უნდა გაითვალისწინო მთლიანად თოფის კონსტრუქცია, პლიუს სასხლეტი, მაგალითად სპორტულ იარაღებს აქვს ძალიან რბილი და რეზკი სასხლეტი, ანუ პირველ საფეხური მოკლე, გაჩერდა სასხლეტი და თითის ბალიშით გრძნობ მინი წინააღმდეგობას, როგორც წესი ეს არის 50 ან მაქსიმუმ 100 გრამი. ოდნავ მეტ დაწოლას უზრუნველყოფ და მორჩა გასროლა გაკეთებულია

ხოლო შენ თუ სიტყვაზე Norica Dragon-ივით გექნება 11 კილოგრამიანი წინააღმდეგობის სასხლეტი, მაშინ ყოველ მოქაჩვაზე გინდა არ გინდა მთლიანად თოფს მოქაჩავ და ტყვია ყოველთვის წავა მარჯვნივ და ზევით.

და ასე შემდეგ რა, სწორად მიზანში სროლა არის მთელი მეცნიერება და ხელოვნება ერთად გადაჯაჭვული და არა რაღაც ერთი კომპონენტის დათრევა რომელიც კარგადაა გარეკლამებული ან ძვირი ღირს და ვითომ მაგის გამო კარგია smile.gif

აგე იდეალური თოფი მაქვს პრაქტიკულად ვეჩნა გამარჯვებულების სამეულში ვარ ხოლმე, მაგრამ შარშან დამეზარა ლულის გაწმენდა და ვიფიქრე კაი რა უნდა მოხდეს მეთქი და სამეულში კი არა მე-16 ადგილზე გავედი ისეთი საზიზღარი შედეგი მქონდა....

ასე რომ არ არსებობს აი მირჩიეთ თოფი, ოპტიკა ლულა ან რაიმე ერთი კომპონენტი რომ 50 ან 100 მეტრზე 20 მილიმეტრში ვსვა ვეჩნა ტყვიები. ეგ მიიღწევა შემთხვევით, ან აურაცხელი ვარჯიშით, და აურაცხელი ფულის ჩაყრით რომელიც არ განისაზღვრება ასეულობით, არამედ განისაზღვრება ათასეულობით ლარით, ზოგიერთ გამონაკლის შემთXვევაში კი ათეულობით ათასობით ლარით.

დღეს მე რა თოფიც მაქვს მაგი რომ გათვალი თავის ყუთიან ოპტიკიან სამაგრიან და სხვა პრიჩენდალებიანად კი ავა თავისუფლად 9-10 ათასზე. ზოგი მაგ ფასში მანქანას იყიდიდა, მე კიდევ... თან არაერთი თოფი მაქვს ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gocha311
11.gif 11.gif ეპილოგი მომეწონა...

ეე თოფის შესრულების დონე იცი შენ კარგად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სასხლეტი გავსინჯე სასწორით და 2,6 კილოგრამზე ისვრის,,,,,ვფიქრობ რომ პატარა მუშაობის შემდეგ უნდა დაიკლოს კიდე ,გლეხურად რომ ვთქვა მოჯდება რა ცოტა,ანუ 2 კილოზე ჩამოვა,,თავიდან კი ვფიქრობდი აწყობის დროს რომ უფრო მგნობიარე გამეკეთEბინა მარა თან იმის შემეშინდა თვითონ არ დაიწყოს გასროლა მეთქი ,ტურეცკი თოფებივითsmile.gif ,,,ჩემთვის ნორმალურია იქიდან გამომდინარე რომ მაჯაში ძალა მაქ და ბევრი ბრტყელტუჩა (პლოსკო)მაქ დამტვრეული biggrin.gif biggrin.gif
ისე ტყვიებს რომ უზარმაზარი მნიშვნელი აქვს ძველ ზამბარიან თოფზე მაქ გამოცდილი.
მადლობა ჯაჯა ,მოკლედ შენ დაწერილ რამდენ პოსტსაც ვკითხულობ იმდენ საფეხურზე მაღლა ავდივარsmile.gif



ხ.მ.ე.ლ.ო
მთავარი თემა წავიკითხე, დანარჩენი პოსტები დამეზარა თვალები მტკივა biggrin.gif
ფოქსიმ ახსენა ჩემი თოფიც გასატესტიაო და მეც მინდა დავამატო, რომ ჩემი იარაღიც გასატესტია და ოპტიკა რომ ჩამომივა-აი მანდ წავიდეთ, ზუსტად მაგ ადგილას (მომეწონა, კარგი ადგილია) და გავტესტოთ. არ დამვიწყებია, შედეგებს მაინცდამაინც რომ არ უჯერებდით და იქნებ ეხლა გამოვიდეს რამე smile.gif თან ახალი ოპტიკით მეც მაინტერესებს შედეგების მომზადება smile.gif
okela84
ციტატა(ja_ja @ 19th May 2014 - 08:08 AM) *
ხოლო შენ თუ სიტყვაზე Norica Dragon-ივით გექნება 11 კილოგრამიანი წინააღმდეგობის სასხლეტი, მაშინ ყოველ მოქაჩვაზე გინდა არ გინდა მთლიანად თოფს მოქაჩავ და ტყვია ყოველთვის წავა მარჯვნივ და ზევით.


biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.