Jah ციტატა(Jah @ 8th June 2010 - 11:28 AM)

აი ეს მესმის მიზანში მაინც ისროლეთ...
კი მიზანში სროლა იყო და დეტალური სურათები ფოქსიკას უნდა ჰქონდეს, მარა ფოქსის ან მეორე დღეა სძინავს ან ჯერ კიდევ ცხვარშია და არ ჩამოსულა ქალაქამდე
მსროლელებსიდეაში დრო დადგა განვიხილოთ სროლის შედეგები. საუბარი არ მექნება მიღწეულ შედეგებზე

მტააკ:
პირველი - კარგია რომ სურვილი და ჟინი არის, ძალიან კარგია, იმენნო მაგარი მისწორდება, შემართება, მუღამი, ჟილკა, სურვილი, შეჯიბრის სურვილი, საკუთარი ძალების მოსინჯვა, რავიცი რაც გინდათ დაარქვით მშვენიერი რაღაცაა
მეორე - თუ დააკვირდით მე უარი ვთქვი მან მონაწილეობაზე, ბევრმა შეიძლება არასწორედ გაიგო, მაგრამ არის მიზანში სროლისას რაღაც წესები, დასაცავი, ახლა უსაფრთხოებაზე არ დავიწყებ საუბარს და იმაზე რომ კაი ნასვამ ნაჭამზე მიზანში სროლა და შეჯიბრობანა......
ჩვენს შეჯიბრში იყო რამდენიმე საოცარი მოვლენა, კერძოს სკამში ჩაწოლილი მსროლელები, რომელბიც საყრდენად საკუთარ საჭმლით გავსებულ ღიპს და მუხლებს იყენებდნენ, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი ხეს ეფარებოდა, ზოგმაც სასწრაფოდ მანქანა გადმოაყენა სასაყრდნობად და ამასობაშI იმავე მანქანაში ხან სასტავი იყო რომელიც ცდილობდნენ ხუმრობას, მაგრამ ხელს უშლიდნენ მსროლელებს, ან კიდევ მსროლელი ცდილობს დამიზნებას და სწორედ მაგ მომენტში მოუნდა სხვას თოვისი გლუვლულიანის გადმოღება და მანქანის აყანყალება

მოკლედ სრული დომფხალი იყო და ამ გაუგებრობაში მოგიგოთ იმან ვინც ჭკუა იხმარა, გამოყოფილი 10 წუთი წყნარად გამოიყენა დაწვა მიწაზე საყრდენიც გამოიყენა და 50 მეტრზე ღია ცის ქვეშ 23 მილიმეტრი გვაჩვენა.
შეჯიბრის სურვილი კარგია, მაგრამ ასე რადი პონტა აბა ჰე არასწორი მიდგომაა, ჯერესერთი არსებობს 25 და 50 მეტრიანი დისტანციები, დანარჩენი იქ 70 80 მეტრზე რომ ბოთლები იდგა ეგ უკვე პლინკაობაა. შეჯიბრისთვის მინიმუმ მომზადებაა საჭირო, სამიზნეებია საჭირო, ის რაც მე მოგეცით ისიც არაა შეჯიბრის მიზნები, მაგრამ ის Super Fly-ს რასაც თავიდან იყენებდით 1000 თავით ჯობია.
საჭიროა დაცილება მიზნებს შორის, საჭიროა მიზნების აღნიშვნა რომ არ აერიოს მსროლელს სამიზნეები, საჭიროა პოზიციები, არაფერს ვამბობ საკუთარ ვარჯიშზე, სკამზე წამოჯდომაზე, საჭიროა მანამდე საკუთარი ძალების მოსინჯვა, საჭიროა ოპტიკა, მომწონს თქვენი შემართება 3-9 ჯერადობის ოპტიკით 50 მეტრზე მიზანში გაარტყათ, მაგრამ 3-9 მოგცემთ მშვენიერ შესაძლებლობას დაინახოთ ბეღურა, ყვავი, სვავი, ბეკეკა და ხარი 50 და 100 მეტრში, ესროლოთ სილუეტში და... მაგრამ ქაღალდის სამიზნეზე 9 ჯერადობით 50 მეტრზე სამიზნის დანახვა და მართებული დამიზნება შეუძლებელია. უმიზნებთ რაღაც საერთო ფორმას, ან ქაღალდს და ცდილობთ ერთი და იგივე ადგილს დაუმიზნოთ მაგრამ ვერ ხედავთ კონკრეტულად რას, საჭიროა 16, 24, 40 და 50 ჯერადობა იმისათვის რომ ზუსტად ხედავდე ადგილს რასად უმიზნებ და ერთი და იგივე ადგილს მოარტყა. არის მცდარი აზრი, მერე მაგ დიდი ჯერადობაზე ხელი რომ დადისო და სამიზნე დასეირნობსო.... არასწორია, 9x-ზე უფრო მეტად დადის, მაგრამ იმის გამო რომ იმ პატარა წერტილს ვერ ხედავ თვლი რომ გაჩერებული გაქვს ხელი. თუმცა გუშინ ჩემი თოფის გარდა კიდევ ორ კაცს ჰქონდა 16x მარა რათ გინდა, მოისურვეს კომფორტული სროლა

სკამში ჩაჯდომა, ზურგზე გადაწოლა და იალაააა (ტირშI რომ არ ყოფილიყავით ნამყოფი ეგ ორი კაცი კიდევ რაცხას დავიჯერებდი.... რა მაგალითი უნდა აიღოს თქვენგან ახალბედებმა? ის რომ სროლა შეიძLება ყველა უაზრო მდგომარეობიდან

).
რომელიმეს მთელი სერიოზულობით თუ გისვრიათ მიზანში რაიმე დასახულ დისტანციაზე, არა ოპტიკის გასწორება, ბოთლების მოხსნა, ყვავები და იქ ასანთის ღერების წაქცევა.... მიზანში სროლა დასანახათ ვერ იტანს მარიაჟობას, აჩოკების წერას და სხვა სისულელეს. ნუ გაგიტყდებათ, ნუ დაუჯერებთ სხვას, მთელი სერიოზულობით დაგეგმეთ საკუთარი დამოიკიდებელი გასროლა, შეარჩიეთ 25 მეტრიანი დისტანცია (ნუ ეცემით თავიდანვე 50 და 100 მეტრს), წყნარად ჩაუჯექით და ესროლეთ. ოღონდ თუ ღმერთი გწამთ ნუ მიეჩვევით უკუღმართულ სროლას, არანაირი მანქანის კაპოტი, ხის ტოტზე თოფის ჩემოდება და ასე შემდეგ, ან პარალონი დაიფინეთ და ქვიშის ან რაიმე ბურღულით გავსებუტი ტომტიკები გამოიყენეთ, ან მდგრადი მაგიდა, რომელზეც ასევე დადებთ ტომრებს და ამ ტომრებზე დადებთ თოფს.
ან აი ასეთი პოზიცია

იგივე გაიხსენეთ ბაზუკას პოზიცია ამ გასვლაზე რომ ისროდა, იწვა პარალონზე და თოფზე მიმაგრებულ ბიპოდს იყენებდა, თუ ბიპოდი არ გაქვთ გამოიყენეთ მეშოკები, არანაირი პენოპლასტის კუბიკები, ჩვეულებრივი ლოგინის ბალიშები, ვედროები და ასე შემდეგ, ნუ გამოიგონებთ ახალ ველოსიპედს, ეს განსაკუთრებით ეხება norika-ს, ვიცი მაინც არ დამიჯერებთ

მარა რა ვქნა აბა.
გაიხსენეთ
აი ეს პოსტი, არანაირი შეჯიბრი ჯერ ჩატარებული არ გვქონდა მე რომ ჩემთვის აი ასეთ რაღაცეებს ვჩალიჩობდი, არანაირი კოლექტიური გასვლა სმა და ღრიანცელი, ერთი კაცი მარტო, მშვენიერი რამეა, არავინ ჭკუას არ გირევს, მაქისმუმ ორი ადამიანი ისიც იმ შემთXვევაში თუ ორივეს საკუთარი თოფი აქვს და აღჭურვილობა, ორივეს ერთი და იგივე აინტერესებს და ერთმანეთს არ უშლიან ხელს, მაგალიტად ვერ გაარტყა ერთმა და მეორესთან რომ არ გაუტყდეს ყოველთვის რაღაც გასასამართლებელს ნახულობს, იქ ცუდად იჯდა, ბუზმა ხელი შეუშალა და ასე შემდეგ, არ შეიძლება ეს! ამიტომაც ჯობია მარტო, ან თუ 2 კაცი ხართ ჩუმათ ზიხართ ისვრით და ბოლოს დაჯექით და განიხილეთ რატოპმ გამოუვიდა ერთს გარგად სროლა და მეორეს ცუდად, თუ კაი სროლას დააბრალებთ მეგობრის კაი აღჭურვილობას, აუცილებლად ერთი სერია მისი აღჭურვილობით ისროლეთ და დარწმუნდით მართლა აღჭურვილობის ბრალია თუ საკუთარი თავის
როგორც უკვე ვთქვი სურვილი რომ არის ძალიან კაია, უბრალოდ ახლა ამ სურვის შესაბამის კალაპოტში ჩაჯდომა უნდა. რადგან საკმაოდ გამოჩნდა უკვე PCP თოფები, ნლნელა კაი იქნება თუ ტირშიც გავივლით ხოლმე და მარტო ბუნებაში გასვლაზე არ ვიქნებით აქცენტირებული, ბუნებაში გასვლა კაია, ურთიერთ გასაცნობათ კოლექტივში საკუთარი ძალების მოსასინჯათ, სანადიროთ საფეიფოთ ჩასახუტებლად, მაგრამ აი შეჯიბრი პრაქტიკულად არცერთ შეხვედრაზე არ გამოგვდის ხოლმე.
მოკელდ ბიბი ბოდიში იმისათვის რომ ცოტა არ იყოს დაგგრუზეთ, ასევე ბოდიში იმისათვსი რომ თქვენს შეჯიბრზე ვითავე მსაჯობა და ცოტაოდენ მკაცრი ვიყავი (სიმკაცრის დროს მაინც თქვენსასუბერავდით და დემოკრატიის დროს ვააბშე დომფხალი იქნებოდა

) და კაი ქეიფის და დასვენების შემდეგ ყოველთვის იწყება ხოლმე შრომატევადი ვარჯიში.
თუ მართლა გაქვთ შეჯიბრის ჟინი და მარტო ნადირობით არ შემოიფარგლება თქვენი პნევმატიკასთან ურთიერთობა... მაშინ დროა ნელნელა ვარჯიშს შეეპაროთ. თუმცა ვიფი ფორუმზე რამდენიმე სულით და გულით მონადირე გვყავს, იმათ მიზანში სროლა და შეჯიბრი ათასი წელი არ აინტერესებთ