Jah გია, არ იყიდო აქ არაფერი, დაგიჯდება უაზროდ ძვირი. + ალტას საიტზე 18%-იანი დღგ არ აქვს დამატებული ფასებზე, ეგეც გადასახდელია
მოკლედ, ჩემი რჩევაა იყიდო ყველაფერი ამაზონზე და ჩამოიტანო. მით უმეტეს, განბაჟების პროცედურა იმდენად გამარტივდა, რომ შენი მისვლა აღარაა საბაჟოზე საჭირო, წინასწარ გადაუგზავნი ინვოისს გადამზიდავს და თვითონ განაბაჟებენ. ეგ სერვისი აქვს getit.ge-ს, ჯა_ჯა-საც პირდაი გამოცდილება აქვს მაგ კომპანიასთან და ყვეალნაირად კარგები არიანო

ასე რომ, გაუშვი მაგათ მისამართზე ნაწილები და განაბაჟე ჩვეულებრივად. მოგიწევს მხოლოდ 18%-ის და მოსაკრებლის გადახდა, 5 ევროა მოსაკრებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში დაგიჯდება იმაზე გაცილებით იაფი, ვიდრე ჩვენი მაღაზიები აქ ყიდიან.
მოკლედ,
დედაპლატა: ASUS Maximus III Gene -
http://www.amazon.com/gp/product/B002OJPT2...m=AKJJGJ0JKT8F1180$, buy.com-დან, შიპინგი უფასოა.
პროცი: Intel Core i7 860 2.80 გჰზ -
http://www.amazon.com/gp/product/B002KQ5KE...m=ATVPDKIKX0DER280$, amazon.com-დან, სტანდარტული 3-5 დღიანი შიპინგი აქვს უფასო
(10$-ით იაფად ყიდის რაღაც კუკუ მაღაზია ამაზონზე, მაგრამ არ აიღო იქიდან, რეიტინგი ცოტა აქვს და შეიძლება რამე ტრუხა მაღაზია იყოს).
ოპერები: 4GB G.Skill DDR3 PC3-12800 ECO Series (7-8-7-24, 1.35V) -
http://www.amazon.com/gp/product/B0030MNLS...m=ANNSJU9W28Y9J130$ - memoryC-დან. + 10$ შიპინგი
სუპერ მაგარი ხარისხის ოპერებია, პირადად მაქვს ეგენი. არის ეკონომიური ძალიან (1.35 ვოლტზე მუშაობს, როცა სხვები 1.5 და 1.65 ვოლტი უნდათ) და მშვენიერ ტაიმინგებზე დგება. ალტას კინგსტონებს 3-ჯერ ჩაისვამს ჯიბეში
მოკლედ, ეგ ყველაფერი ამაზონზე თავის შიპინგიანად დაგიჯდება 600$. მერე დაამატე მაგას ჩამოტანა (მაზერი 1.8-1.9 კილოა, პროცი ნახევარი კილო, ოპერები 200-300 გრამი, სულ 3 კილოში გამოხვალ) და განბაჟება.
თან განსაბაჟებელი არის მხოლოდ დედაპლატა და პროცი, ოპერები ცალკე გამოაგზავნე ვთქვათ ერთი კვირით ადრე ან გვიან, ან ვთქვათ შენი მეუღლის სახელზე, რომ განბაჟება არ მოუწიოს თუ დედაპლატასთან და პროცთან ერთად ჩამოვა.
პროცის და მაზერის განბაჟება დაგიჯდება - 82,8$ + 5 ევრო მოსაკრებელი.
მოკლედ, "გრუბად" რომ დავთვალოთ, სადღაც 680-690$ დაგიჯდება სულ.