დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მოთხოვნილების გამოკვლევა :)
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
გვერდი: 1, 2
Jah
მოგესალმებთ.

ესეიგი აპგრეიდის გაკეთება მინდა ჩემი კომპიკის...
მაგრად დამიგვიანდა smile.gif
უკვე 2.5 წელია არ განახლებულა ჩემი კომპიკი...

მკლედ მინდა გავყიდო:

დედა - ASUS P5E3 DELUXE - 200 GEL
ქვა - Core 2 Quad 6600 2400 MHz - 200 GEL
ram - ფირმა არ მახსოვს მგონი kingston. 2 მოდული თითო 1GB... ანუ 2GB DDR3 - 90 GEL
video - nVIDIA GeForce 7600 GS - 50 GEL
+ მივაყოლებ 300-იან კვების ბლოკს, მაინც სხვა მინდა.

თუ ვინმე კომპლექტად აიღებს მივცემ ყველაფერს 500-ს ლარად smile.gif

აი ასეთი კომპლექტი მინდა გავყიდო, კითხვა ჯერჯერობით მაქვს მეგობრებთან ვინც არის თემაში...
რამდენად შეიძლება ამ ნაწილების გაყიდვა.
nihontoman
Jah
მგონი თავისუფლად შეიძლება მაგ ნაწილების გაყიდვა, მოთხოვნა იქნება, მარა რა ფასად გაყიდი ეგ უკვე არ ვიცი.....
norica_dragon
ციტატა
დედა - ASUS P5E3 DELUXE
ქვა - Core 2 Quad 6600 2400 MHz
ram - ფირმა არ მახსოვს მგონი kingston. 2 მოდული თითო 1GB... ანუ 2GB DDR3
video - nVIDIA GeForce 7600 GS
+ მივაყოლებ 300-იან კვების ბლოკს, მაინც სხვა მინდა.


ძაან მაგარი დედაპლატა იყო თავსი დროაზე, თუმცა სოკეტი უკვე თანდათან პატრონს ბარდება... smile.gif

ჩემი აზრით დედაპლატისთვის მიუხედავად 775 სოკეტისა 200 ლარი კარგი ფასი იქნებოდა....
პროცესორი ალბათ 200 ლარი ეგეც ყველაზე კარგ ვარიანტში

მეხსიერება ახალია თუ ნახმარი აზრი არ აქვსი მაინც კაი ფასად იყიდება ხოლმე შენს შემთხვევაში სადღაც 90 ლარი

ვიდეო კარტას და კვებას რა ვიცი არა მგონია რო ვინმეს დაჭირდეს, თუ ლიჯბი რამე პისიაი კარტა არ ჭირდება

ჩემი აზრით 550 ლარი კარგი ფასი იქნებოდა... თუ საჩქაროდ გინდა უნდა 500 ლარში გაუშვა თუ არ გეჩქარება 600 ლარი დაადე smile.gif

მოკლედ ფორუმ.გე ამით ისარგებლე smile.gif
Allstar
გეტყვი ზუსტს ვერა მარა მიახლოებით ფასებს რომლის დადების შემთხვევაშიც მალე გაგეყიდება.
დედა - ASUS P5E3 DELUXE - 190-210 ლარი თუ მიაყოლებ ყველაფერს
ქვა - Core 2 Quad 6600 2400 MHz - 240-260 თავის ბოქს ქულერიანად.
ram DDR3 2GB 2x1 გააჩნია რა სიხშირეზეა დაახლებით 75-85 ლარია.
video - nVIDIA GeForce 7600 GS - biggrin.gif ამას დიდი დახასიათება არ უნდა და პირდაპირ 40 ლარი მალე გაყიდვისთვის smile.gif
+ მივაყოლებ 300-იან კვების ბლოკს - ამპერაჟს გააჩნია ნახე +12V-ზე რამდენი ამპერი უწერია სავარაუდოდ 15 ლარი smile.gif
Jah
Allstar
დიდი მადლობა
რჩევისთვის.
norica_dragon
ციტატა
გეტყვი ზუსტს ვერა მარა მიახლოებით ფასებს რომლის დადების შემთხვევაშიც მალე გაგეყიდება.
დედა - ASUS P5E3 DELUXE - 190-210 ლარი თუ მიაყოლებ ყველაფერს
ქვა - Core 2 Quad 6600 2400 MHz - 240-260 თავის ბოქს ქულერიანად.
ram DDR3 2GB 2x1 გააჩნია რა სიხშირეზეა დაახლებით 75-85 ლარია.
video - nVIDIA GeForce 7600 GS - ამას დიდი დახასიათება არ უნდა და პირდაპირ 40 ლარი მალე გაყიდვისთვის
+ მივაყოლებ 300-იან კვების ბლოკს - ამპერაჟს გააჩნია ნახე +12V-ზე რამდენი ამპერი უწერია სავარაუდოდ 15 ლარი



ერთნაირად შევაფასეთ პროცესორის გარდაა, რატმ თვლი რომ 260 ლარად Q6600 გაიყიდება ოღონდ ვერ ვხვდები, თუმცა გამორიცხული არ არის smile.gif


აბგრეიდი როგორი სისტემით გინდა? ეგებ დაგეხმარო, რავი smile.gif
Jah
ოკ
ესეიგი იყიდება, ფასები დავამატე პირველ პოსტში.
Jah
და ბარემ კითხვა კომპიუტერულ მგლებს:

დედა
ქვა
ram

ესეიგი თვალი მაქვს დადგმული ამათ... თავისთავად ალტაში ყიდვას არ ვაპირებ... რჩევა მინდა სად არის ნორმალური ფასები...
და + ვერა და ვერ ვიპოვე კარგი კვება და ვიდეო... ესეც მირჩიეთ თუ არ დაიზარებთ.
geojorjika
Jah
მაგ მაზერზე ეგ პროციკო არ წავა , სოკეტი სხვაა wink.gif
Jah
ოპა... მე შევხედე და აი7 რომ ეწერა მაზერს, ვიფიქრე წავა თქო... ესეიგი მაზერიც საძებნია...
აბა რომელი აი7 1156-ზეა? 800-სერიის?
nihontoman
Jah
შენი არჩეული პროცესორის სოკეტი არის 1366, 1156-ები კი უფრო დაბალი დონის I7ზე და ყველა I5 პროცებზე მიდის.
Power_VANO
Jah
გია, არ იყიდო აქ არაფერი, დაგიჯდება უაზროდ ძვირი. + ალტას საიტზე 18%-იანი დღგ არ აქვს დამატებული ფასებზე, ეგეც გადასახდელია smile.gif


მოკლედ, ჩემი რჩევაა იყიდო ყველაფერი ამაზონზე და ჩამოიტანო. მით უმეტეს, განბაჟების პროცედურა იმდენად გამარტივდა, რომ შენი მისვლა აღარაა საბაჟოზე საჭირო, წინასწარ გადაუგზავნი ინვოისს გადამზიდავს და თვითონ განაბაჟებენ. ეგ სერვისი აქვს getit.ge-ს, ჯა_ჯა-საც პირდაი გამოცდილება აქვს მაგ კომპანიასთან და ყვეალნაირად კარგები არიანო smile.gif

ასე რომ, გაუშვი მაგათ მისამართზე ნაწილები და განაბაჟე ჩვეულებრივად. მოგიწევს მხოლოდ 18%-ის და მოსაკრებლის გადახდა, 5 ევროა მოსაკრებელი.

ნებისმიერ შემთხვევაში დაგიჯდება იმაზე გაცილებით იაფი, ვიდრე ჩვენი მაღაზიები აქ ყიდიან.

მოკლედ,

დედაპლატა: ASUS Maximus III Gene - http://www.amazon.com/gp/product/B002OJPT2...m=AKJJGJ0JKT8F1
180$, buy.com-დან, შიპინგი უფასოა.

პროცი: Intel Core i7 860 2.80 გჰზ - http://www.amazon.com/gp/product/B002KQ5KE...m=ATVPDKIKX0DER
280$, amazon.com-დან, სტანდარტული 3-5 დღიანი შიპინგი აქვს უფასო
(10$-ით იაფად ყიდის რაღაც კუკუ მაღაზია ამაზონზე, მაგრამ არ აიღო იქიდან, რეიტინგი ცოტა აქვს და შეიძლება რამე ტრუხა მაღაზია იყოს).

ოპერები: 4GB G.Skill DDR3 PC3-12800 ECO Series (7-8-7-24, 1.35V) - http://www.amazon.com/gp/product/B0030MNLS...m=ANNSJU9W28Y9J
130$ - memoryC-დან. + 10$ შიპინგი
სუპერ მაგარი ხარისხის ოპერებია, პირადად მაქვს ეგენი. არის ეკონომიური ძალიან (1.35 ვოლტზე მუშაობს, როცა სხვები 1.5 და 1.65 ვოლტი უნდათ) და მშვენიერ ტაიმინგებზე დგება. ალტას კინგსტონებს 3-ჯერ ჩაისვამს ჯიბეში biggrin.gif

მოკლედ, ეგ ყველაფერი ამაზონზე თავის შიპინგიანად დაგიჯდება 600$. მერე დაამატე მაგას ჩამოტანა (მაზერი 1.8-1.9 კილოა, პროცი ნახევარი კილო, ოპერები 200-300 გრამი, სულ 3 კილოში გამოხვალ) და განბაჟება.

თან განსაბაჟებელი არის მხოლოდ დედაპლატა და პროცი, ოპერები ცალკე გამოაგზავნე ვთქვათ ერთი კვირით ადრე ან გვიან, ან ვთქვათ შენი მეუღლის სახელზე, რომ განბაჟება არ მოუწიოს თუ დედაპლატასთან და პროცთან ერთად ჩამოვა.

პროცის და მაზერის განბაჟება დაგიჯდება - 82,8$ + 5 ევრო მოსაკრებელი.

მოკლედ, "გრუბად" რომ დავთვალოთ, სადღაც 680-690$ დაგიჯდება სულ.
Power_VANO
ხო, ვიდეო დაფაც გდომებია ახლა ვნახე smile.gif

AMD/ATI-ს მე-5 სერიის ვიდეოებია ახლა ძალიან კარგი არჩევანი, უახლესი ტექნოლოგიები და დიიიდი წარმადობა გექნება იაფად.

უფრო კარგი ვარიანტია Radeon 5770, მაგალითად ეს: http://www.amazon.com/Asus-EAH5770-CUCORE-...8661&sr=8-6

170$ ღირს უფასო შიპინგით. უბრალოდ $-ის დღევანდელი კურსით 306 ლარი გამოდის და განბაჟება უწევს sad.gif თუ დაიწევს $, კარგი ვარიანტია ძალიან.

თუ განბაჟება არ გვინდა, ოოოდნავ სუსტი ვერსია არის Radeon 5750. ოღონდ არ იფიქრო, რომ რამე სერიოზულს კარგავ, თუ სერიოზული გეიმერი არ ხარ, და ძალიან GPU-intensive აპლიკაციებში არ მუშაობ, განსხვავებას ვერც იგრძნობ.
ესეც 5750-ის ვარიანტები:
Sapphire: http://www.amazon.com/Sapphire-Radeon-Disp...8714&sr=8-2
უფასო შიპინგით 141.37$
HIS: http://www.amazon.com/HIS-Radeon-DisplayPo...8714&sr=8-4
143$ და უფასო შიპინგი
norica_dragon
ციტატა
170$ ღირს უფასო შიპინგით. უბრალოდ $-ის დღევანდელი კურსით 306 ლარი გამოდის და განბაჟება უწევს თუ დაიწევს $, კარგი ვარიანტია ძალიან.


ვანო ვიდეო კარტას რაც შეეხება იგივე ფასი აქაც ღირს, ანუ 210 დოლარად აგერ ადგილზე მაქვს ასუსის 5770 1024მეგაბაიტი smile.gif

860 350 დოლარი გამოდის 340 დოლარად აქვე ვყიდი 920-ს, ძაან კარგად იცი რომ 930სა და 920ს შორის თუ არ ყინავ არანაირი განსხვავება არ არის biggrin.gif

შევე მაგაზე იაფი ჯდება 1055T პროცესორი smile.gif

მოკლედ ჩემი აზრით კარგი გამოვიდოდა აქვე ყიდვის შემთხვევაში შემდეგი

ASUS M4A785TD-M EVO + 1055T X6 + 1600MHz CL9 1600MHz 4GB + ASUS HD5770 1024MB + 600W PSU 1560 ლარის ფარგლებში გამოდის და კიდე უფრო იაფი smile.gif
Power_VANO
ავთო, 6 ბირთვიან AMD-ს პროცს ყველანაირად სჯობს გიასთვის 4-ბირთვიანი ინტელი smile.gif

იმ 6 ბირთვს ვერ დატვირთვას და ექნება ტყუილად. 4 ბირთვი ტურბოთი გაცილებით უკეთესი ვარიანტია.

აი მე რაც ჩამოვწერე ეგეთი კონფიგი დაახლოებით რა ფასში გაქვენ?

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 10:22 AM) *
600W PSU

მწარმოებელი?

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 10:22 AM) *
1600MHz CL9 1600MHz 4GB

ამაში ეს იგულისხმება: http://lab.ge/product_info.php?cPath=23_35...products_id=597 ?
norica_dragon
ციტატა
მწარმოებელი?

LC-POWER აქტიური პფცთია, საკაიფოა რა, თან კარგა ხაა ჩამომაქვს და პრობკლემები ჯერ არ შეუქმნია გარანტიასთან დაკავშირებით
აემდეს ტურბო ქორი ნუ გავიწყდება :P

ეგრე რომამ დაგიჯერათ ინტელისტებს და გაყიდა თავისი 965ცდა იყიდა 750 და ნის მერე იფურთხება HD ზე იმის ნახევარი ფრეიმები მაქვს რაც მქონდაო biggrin.gif

(ხო მართლა როგორც რომა ამბობს HT გარეშე დაჯე უფრო კაი ფრეიმები აქვსო) ანუ 860 920 930 ვერაფრით ვერ ჯობია 750ს, უფრო მეტიც თვლიან რომ დაჯე 661 საუკეთესოა გეიმეგისთვისო, თუ სთოქზე ამუშავებ პროცესორს...

სამწუხაროდ X58ზე პლატები გამითავდა მარტო პროცეოსრი მაქვს smile.gif და 1366 ზე კომპს ჯერჯერობით ვერ ვაწყობ smile.gif
Power_VANO
და იგივე 920-ს და 930-ს 860 ჯობს გიასთვის. არამგონია "ოვერქლოქებს აკეთებდეს" გია და ტურბო 860-ს უკეთესი აქვს.
norica_dragon
ციტატა
ამაში ეს იგულისხმება: http://lab.ge/product_info.php?cPath=23_35...products_id=597 ?


აჰა

ვანო ჯერ ის უნდა ვიცოდეთ კომპი რისთვისაა საჭირო biggrin.gif

თუ სათამაშოდ მაშინ ჯობია თან ძაან ბევრად რომ პროცესორი თუნდაც 530 იყოს და კარტა 5850 biggrin.gif
Power_VANO
norica_dragon
ჰო, LCPower-ები კარგებია მართლა, კაი ხანია ჩვენთან იყიდება ეგენი.

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 10:32 AM) *
აემდეს ტურბო ქორი ნუ გავიწყდება :P

არანაირად არაა ეგ ტურბო ქორი ინტელის ტურბო მოუდთან კონკურენტული. სად ტურბო მოუდი და სად AMD-ს ტურბო ჩანასახი. + ერთნაირ სიხშირეზე გაცილებIთ წინაა ინტელის წარმადობა. AMD-ს 6 ბირთვიანი მარტო იქაა უკეთესი, სადაც 6-ვე ბირთვს იყენებს.

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 10:32 AM) *
ეგრე რომამ დაგიჯერათ ინტელისტებს და გაყიდა თავისი 965ცდა იყიდა 750 და ნის მერე იფურთხება HD ზე იმის ნახევარი ფრეიმები მაქვს რაც მქონდაო

მიდი თქო რა biggrin.gif ტურბოთი სიხშირე 750-ს 965-ზე მეტი აქვს. ერთნაირ სიხშირეზე 750-ს უკეთესი წარმადობა აქვს და საიდან აქვს უფრო ცოტა ფრეიმები, მით უმეტეს ნახევარი.

გეიმინგისთვის იასნა 2 ბირთვიანზე მეტი არცაა საჭირო, მაგრამ გია გეიმერი ხომ არაა smile.gif გიასთვის პირიქით, 4-ბირთვიანი პროცი უკეთესია, HT-ც + იქნება, დიზაინერია გია.

P55-ზე? P55 უკეთესია არაოვერქლოქერებისთვის

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 10:34 AM) *
თუ სათამაშოდ მაშინ ჯობია თან ძაან ბევრად რომ პროცესორი თუნდაც 530 იყოს და კარტა 5850

დიზაინერია გია smile.gif
norica_dragon
ეგრე მაშინ P55 ელიტგრუპები ჩამომდის ძაან მაგარ ფასებში მექნება, აქაური გასაყიდი მექნება ამაზონზე რაც ღირს, თუ მხოლოდ უნდა იმუშაოსმ აშინ ჰაი ენდში და ნავაროჩენში ფულის გადაყრას აზრი არ აქვს...

თუ დიზაინერია მაშინ ატის კარტა არ გამოადგება, თუ 3დ ში მუშაობს ხო ვაფშე GTX260 ყველაზე კარგი და ოპტიმალური ვარიანტია, ვანო ხო იცი რუსებმა 260 ის დრაივერი რო გატეხეს და ამ კარტას 5000 დოლარიანი ქუადროFX-ივით დააწყებინეს მუშაობა biggrin.gif
Power_VANO
norica_dragon
არა, მთლად 3D-ში არ მუშაობს მგონი გია. მოკლედ, მოვიდეს და გვითხრას ზუსტად რისთვის უნდა კომპი smile.gif

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 10:43 AM) *
ვანო ხო იცი რუსებმა 260 ის დრაივერი რო გატეხეს და ამ კარტას 5000 დოლარიანი ქუადროFX-ივით დააწყებინეს მუშაობ

ადრე, სულ ადრე ჯიფორს 2 MX400 მქონდა და იმის გადაკეთებაც კი შეიძლებოდა Quadro-დ biggrin.gif
Jah
მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა, ყველას, ვანოს, ნორიკას, და სხვებს ვინც მიიღო მონაწილეობა ამ თემაშI.
ესეიგი კომპს რაში ვხმარობ.
ყველაზე ხშირად გამოყენებულ სოფტიდან დავიწყებ:

1. 3dMax, After Effects, Premier.
2. Photoshop, Illustrator... da sxva truxa...
3. Embarcadero-ს RAD ვინც იცის გაიგებს biggrin.gif ნუ აქ მხოლოდ პროცის მათემათიკა არის საჭირო...
მოკლედ ძირითადად მაინც 3დ და ვიდეოს თვის მინდა... ასე ვთქვათ ჩემი ძირითადი ლუკმა პურია...
ოვერკლოკინგს პრინციპულად არ ვაკეთებ და არ გავაკეთებ. თანხაც მაქვს მაქსიმუმ 700$ ასე რომ მირჩიეთ.
ხო 860 თუ 930 არ ვიცი... მე დილეტანტურად ვიხრები 930-კენ... მაგრამ თქვენ დაგიჯერებთ...
თუ გამოსაწერია მაშინ ჯერ უნდა ჩამოვიდეს, და მერე გავყიდო ჩემი რაღაცეები... საქმეს 2-3 დღეზე მეტს ვერ გავაჩერებ, თორემ ჩავიძირები... თუ აქ, მაშინ... რავიცი მოკლედ მოდი კიდე ცოტაოდენ ვიმსჯელოთ... თვით სისტემაზე.
norica_dragon
700 დოლარად 930 ვერ გამოვა smile.gif

ჩემი რჩევაა იყიდო P55 პლატა + 860 პროცესორი, 930 920 830 ერთი ხრენია...

დანარჩენი ნელნელა დააბგრეიდე smile.gif ვიდეო კარტა და მესიერება შენი დაიტოვე დროებით smile.gif აქ გამოხვალ ყველაზე ეკონომიურად...

რაც შეეხება AMD1055T es procesori i7 ებს სადღაც 8-12 პროცენტით ჩამოუვარდება სამაგიოროდ ვიდეო ენკოდინგის დროს 980X ის დონეა (ეს უკანასკნელი 1000 დოლარი ღიდს ამაზონზე biggrin.gif )
Jah
norica_dragon
ხო, ვიცი ამდ-ს უპირატესობა ვიდეოს და 3დ-სთვის... მაგრამ შავი ჭირივით ვერ ვიტან ამ მწარმოებელს biggrin.gif
არ ვიცი რატომ

ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 11:40 AM) *
700 დოლარად 930 ვერ გამოვა


რა ვერ გამოვა?
დედა+პროცი+რამ+ვიდეო, ეს ოთხნი რა გამოვა აბა რამდენი მიტხარი?
მეტი არაფერი არ მინდა

მოკლედ რაც გადაწყვეტილი მაქვს ეს დედა იქნება 1366-ზე... ნუ შესაბამისად 920-30 პოცი მინდა sad.gif


Jah
მოკლედ აი ეს ნახეთ და 90% გადაწყვეტილია ამის ყიდვა... კრედიტი უნდა გამოვიტანო sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ძალიან მომხიბლა 1600 იანი რამ-ი

და გთხოვთ ის მითხარით რა დამიჯდება ამის შიპინგი, განბაჟება... მოკლედ რამდენი ფული მოვამზადო...
norica_dragon
ციტატა(Jah @ 4th June 2010 - 11:04 AM) *
მოკლედ რაც გადაწყვეტილი მაქვს ეს დედა იქნება 1366-ზე... ნუ შესაბამისად 920-30 პოცი მინდა


1366 ზე დედაპლატა საერთოდ არ არის თბილიში... მე არ მეგულება, იქეთ კვირას კი მენებქ მარა შორს გარბის მაგის ფასი smile.gif

თან 1366 ზე სამ კანალიანი მეხსიერება რო დააყენო ეგაა კაი ანუ ან 6 ან 3GB უნდა ჩასვა კიტი...

მაქსიმუმ როდემდე შეგილია რო დაელოდო? smile.gif
Jah
ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 11:04 AM) *
მაქსიმუმ როდემდე შეგილია რო დაელოდო?

რავი თუ კაი შემოთავაზება იქნება მე დიდად არ მეჩქარება.
Power_VANO
Jah
გია, 1366 სოკეტი ძვირია smile.gif თუ ოვექლოქერი არ ხარ კიდევ, რეალურად სჯობს იყიდო 1156 სოკეტზე სისტემა, ტურბო მოუდი 1156-იან პროცებს, იგივე 860-ს გაცილებით უკეთესი აქვს, ვიდრე 920-ს და 930-ს. ოვერქლოქირების გარეშე სიხშირეს თვითონ უმატებს პროცი.

დედაპლატაზეც ეკონომიის გაკეთება თუ გინდა, მით უმეტეს, ოვერქლოქერი არ ხარ, შეგიძლია ეს აიღო: http://www.amazon.com/ASUS-LGA1156-Intel-P...8883&sr=8-2
თან განბაჟებაც არ მოგიწევს smile.gif

ოპერებიც დაგიწერე წინა პოსტში და ვიდეოც.

რეალურად შეგიძლია სისტემა იყიდო ისე, რომ მხოლოდ პროცი განაბაჟო, + 700 მწვანეშიც ჩაეტევი smile.gif

ციტატა(Jah @ Jun 4 2010, 12:01 PM) *
მოკლედ აი ეს ნახეთ და 90% გადაწყვეტილია ამის ყიდვა... კრედიტი უნდა გამოვიტანო sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ძალიან მომხიბლა 1600 იანი რამ-ი

და გთხოვთ ის მითხარით რა დამიჯდება ამის შიპინგი, განბაჟება... მოკლედ რამდენი ფული მოვამზადო...


სადღაც 4 კილომდე გამოვა ჯამში ეგ ყველაფერი. ჩამომტანის მიხედვით სადღაც 30-32$ დაჯდება.

განბაჟება დაგიჯდება სრული ღირებულების 18% + 4 ევრო მოსაკრებელი. როგორც ვიცით, უფასო განბაჟების პროცედურა აქვს getit.ge-ს.

მაგრამ იცოდე, რომ ტყუილად ხარჯავ მაგდენს smile.gif ოვერქლოქინგს არ აპირებ და ტყუილად ზედმეტს იხდი 1366-იან სისტემაში. სტოკ სიხშირეებზე იგივე i7 860-ს შენს სისტემაზე მეტი წარმადობა ექნება უმეტეს შემთხვევაში.

თუმცა, კაცია თუ გუნება, თუ მაინცდამაინც 1366-ი გინდა, აიღე smile.gif
norica_dragon
ვანო 154 დოლარიანი პლატა რათ უნდა?? smile.gif

თან ატის ჩაყენებას არანაირი აზრი არ აქვს იმ საქმისთვის ესე მგონია მე....

100 დოლარად აქვე მექნება P55 ის პლატები


365 USD 860 BOX

Team 1333MHz 2X2Gb -140 USD (არანაირად არ გჭირდება მაღალი სიხშირე)

605 დოლარი გამოდის სუ smile.gif + 60 დოლარი წესიერი ქულერი
ეს არი ოპტიმალური ვარიანტი

ვიდეო კარტა ენვიდია ჯობია ყველა ვარიანტში სასურველია 260 თუ იშოვი smile.gif


ჩემი აზრით აქვე იყიდო და 2-5 პროცენტით მეტი გადაიხადო ჯობია და 1 წილანი გარანტია გქონდეს smile.gif
Jah
ვანო იცი რატომ მინდა მაინცდამაინც 1366... მიზეზი მარტივია smile.gif
მესმის რომ შეიძლება წარმადობა მეტი ქონდეს 860-ს... მაგრამ კერძოდ დედა მინდა ბოლო სოკეტზე იმიტომ რომ პროცების აპგრეიდი მარტივად ევძლო მომავალში... აწი ცოტახნით მაინც ხო მხოლოდ 1366-ზე გამოვა ყველა პროცი...
Power_VANO
Jah
ციტატა(Jah @ 4th June 2010 - 12:25 PM) *
ვანო იცი რატომ მინდა მაინცდამაინც 1366... მიზეზი მარტივია
მესმის რომ შეიძლება წარმადობა მეტი ქონდეს 860-ს... მაგრამ კერძოდ დედა მინდა ბოლო სოკეტზე იმიტომ რომ პროცების აპგრეიდი მარტივად ევძლო მომავალში... აწი ცოტახნით მაინც ხო მხოლოდ 1366-ზე გამოვა ყველა პროცი...

სამწუხაროდ, ეგ მხოლოდ ჩვენი ოცნებაა smile.gif

აგერ 2011 წლის პირველივე თვეებში გამოდის ახალი პროცები, Sandy Bridge არქიტექტურა.

სოკეტები კი იქნება: LGA 2011 (მხოლოდ სერვერული პროცები), LGA 1356 და LGA 1155

არც 1366-ზე გამოვა რამე და არც 1156-ზე. ორივე სოკეტი მომავლისთვის უკვე მკვდარია smile.gif

1356-ი ჩაანაცვლებს 1366-ს და 1155 ანაცვლებს 1156-ს.

ასე რომ, მით უმეტეს, თუ არ გეჩქარება ძალიან, კარგად აწონ-დაწონე კიდევ ყველაფერი, ავთოს შემოთავაზებებსაც გადახედე.
Jah
ციტატა(Power_VANO @ 4th June 2010 - 12:32 PM) *
LGA 1356 და LGA 1155

ოოოო
აი ამან უკვე დამაფიქრა...
Jah
მოკლედ მაშIნ აზრი არ აქვს ბევრ ხ;ლაფორთს. ყველას დიდი მადლობა
ყველაფერი იყიდება დედას გარდა.

ავირებ Q9500-ს, შევცვლი ჩემს ოპერებს, დავაყენებ 6-8 გიგს ნორმალურს, და გამოვცვლი ვიდეოს.
ხო და მერე 2011-ში უბრალოდ ახალ კომპს ავაწყობ და ამას ვინმეს ვაჩუქებ.

ნორიკა მითხარი Q9500 თუ გაქვს და ოპერები კარგი.
norica_dragon
ციტატა
ოოოო
აი ამან უკვე დამაფიქრა...


ეგრე აზრი არ აქვს, იბნტელი ყოველ წუთს სოკეტს ცვლის, შესაბამისად პროცესორების გარდა ჩიპსეტებითაც ცალკე ფულს აკეთებს და რაც მთავარია ძვირია

ვენაცვალე ჩემს აემდეს, ბოლო 939 ის მერე სოკეტი არ შეუცვლია biggrin.gif

და მომავალშიც არ აპირებს რო შეცვალოს smile.gif

ციტატა
ნორიკა მითხარი Q9500 თუ გაქვს და ოპერები კარგი.


კარგი ანუ როგორი?? smile.gif შენთვის მე მგონი რო არ აქვს აზრი რო მაღალ სიხშირიანი იყოს, 1333 საკმარისია ტყუილად გადაყრი ბევრ ფულს...

შენს საქმეში კიდე Q9500 და Q6600 შორის ისეთი განსხვავება არ არის რომ აბგრეიდად ჩაითვალოს და ფული დაკარგო smile.gif არ არის რაღაც ისეთი რადიკალური განსვავება smile.gif
Power_VANO
ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 12:49 PM) *
შენს საქმეში კიდე Q9500 და Q6600 შორის ისეთი განსხვავება არ არის რომ აბგრეიდად ჩაითვალოს და ფული დაკარგო არ არის რაღაც ისეთი რადიკალური განსვავება

+1, LGA 775-ზე, რაც უნდა იყიდო, გადაყრილი ფული გამოვა ყველა ვარიანტში. მერე ძალიან დაბალ ფასში მოგიწევს გაყიდვა და არ ღირს ნამდვილად.
nihontoman
Jah
იყიდე რა რასაც გეუბნებიან, მასე ახალ- ახალის ლოდინს აზრი არ აქვს, ყოველ კვარტალში ახალი გამოდის ინტელისაგან.....


რა გამოდის, მე რომ 260 ვიდეო მაქ 216 ბირთვიანი 3D პროგრამებში მუშაობა შემიძლია?
ja_ja
ეხლა ვკითხულობ და... მოდი დილეტანტურად დავწერ რომ ზედმეტად არ დავიწყო მონაცემების ჩამოყრა:

1) თუ ფული და სურვილი არის, დატორმუზებას აზრი არ აქვს
2) 1366-ზე დიდი იმედების დამყარება მომავლის მხრივ აზრი არ აქვს, ყველა მოკვდება თუნდაც 13568-იანი სოკეტი, ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა არის
3) 1156 მაინც ეკონომ სოკეტია ჩემი გადასახედიდან, 1366-ს აქვს ბევრი პლიუსი, წვრილმანი მაგრამა ქვს
4) 920-იანი პროცი მაქვს i7 და ძალიანაც კაია 8 ბირთვი, 4 რეალური და 4 ვირტუალური, დედადს იფეთქებს ყველაფერი, მეგობარი მტყავს 3D-შნიკი და რაც არ ვაკატავეთ მაგ პროცზე პროსტა დაფრინავს და თუ ვინმე ვერ არენდერებს და კადრებს კარგავს ეგ პროცის კი არა მთლიანი კომპლექტის ბრალია ტავისი ოპერაციული სისტემიან პროგრამიანად და სხვათაშორის გამრენდერებელის ხელებიანად
5) არანაირი დანაკარგები თამაშებში ფრეიმებში არ არის
6) ძვირიანია სოკეტიც და პროციც, 1.5 წელია რაც მაქვს პროციც დედიკოც და სხვა პრიბამბასებიც და საოცარი მხოლოდ ერთია, იმის მაგივრად რომ ფასი დავარდნილიყო პირიქით აიწია (სხვათაშორის ამაზონის ფასების მიხედვით)
7) დიდ იმედებს სამუდამო ცხოვრებაზე არ დავამყარებდი, მაგრამ 2-3 წლით კომპიუეტრი მშვენივრად იქნება ისე რომ არც მოდას და არც ტექნოლოგიას არ ჩამორჩება
8) პაპუგაიჩიკების ტესტები ბავშობა და დებილობა იყო და დარჩა, რეალურად მომუშავე ადამიანს არ აინტერესბეს 5-10 და 12%-იანი განმსხვავება ამა თუ იმ სოფტში გარსში და ასე შემდეგ, მთავარია საერთო საშუალო სტაბილურობა და წარმადობა, ნუ დაგავიწყდებათ ერთ კომპს 1000-ნაირი საქმისთვის ვიყენებთ და აზრი არ აქვს ერთში მოგცეს კაი სიჩქარე და დანარჩენში ქინძი იყოს, ჩვენ რომ ამერიკულად ვუდგებოდეს საქმეს და ყველა დავალებისთვის ცალცალკე კომპი და ხალხი გვყავდეს ბაზარი არაა ყველა საქმისთვის სხვადახვა კომპი უნდა აეწყოს მოთხოვნებიდან გამომდინარე
9) AMD დრეს ქაჩავს მხოლოდ ვედეოში და ისიც ATI-ს წყალობით, არ გვინდა სერვერულ ვერსიებზე გამოკიდება, რეალობას შევხედოთ რაც ჩვენ გვინდა და არა იმას რომ მე მაქვს იმ მწარმოებლის პროცი რომელიც სიტყავზე NASA-ს აქვს, მაგრამ მე სხვა თაობა მაქვს და მერე რა რომ ჩმე საქმეში ისეთივე ძლიერი არაა. არასწორი მიდგომაა, სუფთა პაპსავიკობაა.

მოკლედ პირადი გამოცდილებიდან, ვიყიდე ASUS-ის დედიკო, 3 არხიანი მეხსიერება 6 გიგა, 920-იანი პროცი და 4870 ვიდეო. როგორც ვთქვი დღემდე ფასი არ დავარდნია არ გაბანძებულა და არ არსებობს თამაში, ან პროგრამა რომელიც მაგ სისტემაზე არ მუსაობდეს პლამის ბოლო მოთხოვნილებებით. თუ ფულს თავი ებმება ჩმა მხოლოდ და მხოლოდ inte-ი და 1366-იანი სიკეტი ამ მომენტისთვის, შეიძLება 6 თვის მერე ეს მოძველებული შეხედულება იყო, მაგრამ ამ ეტაპზე.....
norica_dragon
GTX 260 ერთადერთი კარტაა რომელმაც საკმაოდ დიდ დროს გაუძლო და თითმის იგივე ფასი უჭირავს რაც ღირდა გამოშვებიდან 2 თვის მერე, ღაღაც მომენტში საგრძნობლად გაიაფდა ისე რომ 360 ლარად მღაზიაში ვყიდდი, თუმცა მაგის დღევანდლი ჩვენი ქვეყნის ფასი 260 დოლარს ცდება smile.gif

კაროჩე ჩემი რჩევა:

1156 ზე იაფიანი პლატა, ვერ ნახავ განსხვავებას ძვირიანსა და ვალუეს შორის
860 პროცესორი
4GB დდრ3 ვალუე რამი
ნორმალური 550-600 ვატიანი კვება
GTX 260

ეს არის იდელური სისტემა თავსი ფასში, დაჯე 750 იც რომ იყიდო ეგეც არ გაწყენინებს smile.gif
bazuka
ეუუუფ რაფრა დაძველებულა ჩემი კომპი sad.gif

არადა თაზო არ უჩივის, ყველა თამაში ბოლოზე მიაქვსო biggrin.gif


ისე კი მეგობრები ერთი რამ მიდა გითხრათ, ნუ ეხლა თქვენსავით მაგარი ვერ ვარ ჰარდში, მარა ჩემზე ბევრად ჩლუნგებიც დაიარებიან დედათბილისში smile.gif, ბევრჯერ უთხოვიათ შეხედეო და სისტემა ისეთ დღეში ჰქონიათ , რომ ჩემი მათზე 2X სუსტი კომპი გაცილებით უკეთ ართმევდა თავს იგივე ამოცანებს. ამიტომაც ვთვლი, რომ მთავარი მაინც ოპტიმიზაციაა, არამარტო სისტემური არამედ პროგრამულიც (-ც კიარა მთავარია პროგრამული ოპტიმიზაცია) ანუ შუშაბანდი უნდა მუშაობდეს გამართულად, ერთი პატარა შეცდომა და მორჩა ....

მოკლედ რისი თქმა მინდოდა, Jah რამდენად აუცილებელია აფგრეიდი?? ნუთუ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ სამუშაოს შენი კომპი? ჩემი აზრით ბოლო სოკეტზე საშუალო კონფიგურაციას სჯობს საერთოდ არ გააკეთო, მოიცადო მოაგროვო და იმ მომენტისთვის ჰაიენდი ჩასვა. (ჩმა)
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th June 2010 - 04:29 PM) *
ჩემი აზრით ბოლო სოკეტზე საშუალო კონფიგურაციას სჯობს საერთოდ არ გააკეთო, მოიცადო მოაგროვო და იმ მომენტისთვის ჰაიენდი ჩასვა. (ჩმა)

ზუუსტად მაგას ვამბობ მეც, მაგ მიდგომით ვიყიდე შარშან ჩემი კომპი. ყიდულობ ტოპს და ხარ წყნარად რამდენიმე წელი, საშუალო კონფიგი კი არის მუდმივი აბგრეიდების დევნა, დღეს დედა, ხვალ მეხსიერება, პროცი ვიდეო და არ თავდება, ფული ფულად მიდი დრო დროდ და ნერვები ნერვებად.
gregory
ხალხნო! თქვენ "ოცნების კომპს" თუ აწყობთ, სხვა ამბავია biggrin.gif
ისე კი ხომ იცის ყველამ: ბანანივით სწრაფად ძველდება ტოპ ვერსიები biggrin.gif
bazuka
gregory
რათა კაცო რათა, ეხლა უყურე მე რა მაქვს, ASUS P5Q-E, E8400, Mushkin XP2 PC2-8500, ვიდეო მწარმოებელი აღარ მახსოვს 9800GTX+. ხოოდა ჩემი მუტრუკი სრულებით კმაყოფილია ყველა თამაში მიაქვსო რეავი აბა
gregory
bazuka
ხოდა მეც მაგას ვამბობ! შენი კომპი კიდევ კაიხანს გაქაჩავს(ოპრატიული რამდენია?) ყველა თამაშს! ნუ მერე სპეცად გამოუშვებენ რამეს, რომ ხალხმა ახალი კომპი იყიდოს...

ხო მართლა, შენი კომპი 1,5 წლის წინ იყო ალბად TOP!
და როდის იყიდე?
bazuka
gregory
ციტატა(gregory @ 4th June 2010 - 05:06 PM) *
ხოდა მეც მაგას ვამბობ! შენი კომპი კიდევ კაიხანს გაქაჩავს(ოპრატიული რამდენია?) ყველა თამაშს!

სხვანაირად წავიკითხე smile.gif 2X2GB-ა. 32-იანი ფორთოჩკისთვის ესეც ბევრია.
ციტატა(gregory @ 4th June 2010 - 05:06 PM) *
ნუ მერე სპეცად გამოუშვებენ რამეს, რომ ხალხმა ახალი კომპი იყიდოს...

მომენტ 1-2 წელი კიდე მაქვს "ზაპასი" XBOX360 და PS3 wink.gif

ციტატა(gregory @ 4th June 2010 - 05:06 PM) *
ხო მართლა, შენი კომპი 1,5 წლის წინ იყო ალბად TOP!

აუ აღარც მახსოვს, მახსოვს რომ სიცხივე იყო და ამ შემოდგომა ზამთარს ნამდვილად არ ყოფილა biggrin.gif
gregory
bazuka
ე.ი. ტოპობას თავი რომ დაანება მერე გითრევია და სწორედაც მოქცეულხარ smile.gif
კი გაქვს ზაპასში 1-2 წელი, თუ ჯინაზე რაიმე GTA X არ გამოუშვეს მარტო ახალი პლათფორმისათვის biggrin.gif
norica_dragon
ციტატა
ათა კაცო რათა, ეხლა უყურე მე რა მაქვს, ASUS P5Q-E, E8400, Mushkin XP2 PC2-8500, ვიდეო მწარმოებელი აღარ მახსოვს 9800GTX+


XFX იქნება ეგა, ნაწილების მიხედვით თU მაღაზიაში იყიდე ესეიგი ჩემთან გიყიდია biggrin.gif ერთ დორს მაშინიკ ოფიციალური წარმომადგნელი ვიყავი biggrin.gif
bazuka
norica_dragon
ვერ მოგართვითოო smile.gif შენგან ვიყიდე მაზერი და ოპერები, პროცი და ვიდეო სხვაგან wink.gif ნეტა ვიდეოც თქვენთან მეყიდა XFX მექნებოდა და არა პალიტი თუ რაცხა sad.gif
და შენ თუ ის ხარ lol2.gif თან ბახტრიონზე მუშაობ, თან ბახტრიონზე ცხოვრობ, მაშინ დაჟე გკითხე თოკოს, კირპიჩას, გობეჯას თუ იცნობმეთქი wink.gif
norica_dragon
ციტატა
ვერ მოგართვითოო შენგან ვიყიდე მაზერი და ოპერები, პროცი და ვიდეო სხვაგან


მაგ პლატას და მეხსიერებას მარტო მე ვყიდდი smile.gif


კი ეგ ვარ ვისგანაც იყიდე და ვისაც ეგ კითხე
Power_VANO
norica_dragon
ციტატა(Avto @ 4th June 2010 - 07:20 PM) *
მაგ პლატას და მეხსიერებას მარტო მე ვყიდდი

ლევანასგან იყიდა ალბათ biggrin.gif biggrin.gif

ბაზუკ ვისგან იყიდე ოპერები და მობო?
Jah
დროებით იხურება.
გადაწყვეტილება მიღებულია.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
რომ ჩამოვა და დავაყენებ მერე გაყიდვაშ იქნება ეს რაღაც ტრუხები რაც ამ თემის თავშა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.