დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დღეს 26 მაისს სად მივდივართ?
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > ფორუმის გასვლები...
გვერდი: 1, 2
gregory
giga_st
ჩაუჯექი რა , შენ რა შუაში ხარ პარლამენტი უნდა ჩაუჯდეს და ნორმალური კანონი მიიღოს biggrin.gif
giga_st
იცოდე კანონი და იქნები დაცული ვის ქონდა ეგ სლოგანი?smile.gif
gregory
giga_st
სლოგანებით ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში ,ვერც გდი-ში და ვერც საბაჟოზე ვერ ილაპარაკებ - არცერთმა არ იცის კანონი biggrin.gif
gregory
ისე ნაღდად ჯერ კონსტიტუვია(ჩვენ არ გვეხება), მერე კანონი, მერე პარლამენტის დადგენილება, მერე პრეზიდენტის ბრძანება, მერე მთავრობის ბრძანება, მერე სამინისტროების ბრძანება... თუ რომელს ააქვს პრიორიტეტები ზევიდან ქვევით? იურისტი არ არის ფორუმზე?
giga_st
მაგას იურისტების ენაზე ქვია ნორმატიული აქტების იერარქიაა ანუ უპირატესი ძალა აქვს კონსტიტუციას, მერე მოდის ორგანული კანონი, რასაც ასეც ქვია, მერე მოდის კანონი, მერე პარლამენტის დადგენიოლება და მერე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. კანონი იარაღის შესახებ არაა ორგანული კანონი, ხოლო კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებს კანონის უპირატესი ძალის მქონე კანონი. კანონი იმაზდე მეტად იციან ჩვენ რომ გვგონია ჩემო გრიგოლ უბრალოდ მე იმაზე მაქვს საუბარი რომ მე ირადად არ მაწყენდა იმის ცოდნა რის უფლებას მაძლევს კანონი, თორე რამის ცოდნა არ ცოდნა ეს ყველას კონსტიტუციური უფლებაა და ჩემი საქმე არაა smile.gif
gregory
giga_st
ხოდა მაშინ კარგად არის ჯერ საქმე იმიტომ , რომ

თავი V
იარაღის ბრუნვა
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და
ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

და

მუხლი 19. იარაღის შეძენა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის დამზადებასა და რეალიზაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
ბ) პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენენ იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
გ) შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს;
დ) პირებს, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სპორტულ, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობას;
ე) საქართველოს მოქალაქეებს;
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს.
2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სპორტული და სანადირო იარაღის (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.
4. შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს შეძენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
5. მოძალადეს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადით ეკრძალება იარაღის შეძენა. (28.12.2009 N 2511 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)


აქ კი ცოტა უაზრობაა biggrin.gif მაგრამ ყველა იურისტი მე-4 თავს გამოიყენებს smile.gif
foxi
ციტატა(Jah @ 1st June 2010 - 09:28 PM) *
foxi
ჩემი pm-ი არ მიგიღია?

გიპასუხე.
foxi
gregory

იცით როდის იქნება საშიში პნევმო იარაღით გამოჩენა? როცა გრიგოლის შემოტანაზე უარს ეტყვიან! როცა მაღაზიებში სადაც პნევმატუ
რი იარაღი იყიდება გვეტყვიან რომ საბუთის გარეშე ვერ გაყიდიან.(როგორც ყველა ცეცხლსასროლ იარაღზეა.)

ასერომ ეს თემა დაიხურა და ყველა იმ ტუტუც პოლიციელს როგორებიც არიან TT,არანაირი პრასვეტი არააქვთ!!!!!!.
koknar
და მინდორში რო იყო და ხეს ესროლო ეგეც დარღვევაა კანონით, თუ რამე მოკალი გვამი უნდა გიპოვონ , თუ როგორაა ? biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(giga_st @ Jun 1 2010, 11:00 PM) *
იცოდე კანონი და იქნები დაცული ვის ქონდა ეგ სლოგანი?smile.gif

დაიცავი კანონი და კანონი დაგიცავს შენ? ფორუმზე მე ვწერდი ხოლმე მაგას biggrin.gif და ისე პირველად ვინ თქვა და საიდან მოდის რა ვიცი biggrin.gif
ისე კი პნევმატიკასთან დაკავშირებით ხერ იო ხნაეტ ვერ გაიგებ რა ვისი ვისაშია
bazuka
ეს ყველაფერი არის სასამართლოს არარსებობის ბრალი, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, ზემოთმოყანილ კანონს როგორც უნდა ისე დაიხვევენ ხელზე.
მე (უფროსწორად ჩემს Hჭ100-ს) მაგალითად მქონდა პრობლემა მებაჟესთან, რომელმაც ხელზე დაიხვია წინადადება "
ციტატა(gregory @ 1st June 2010 - 10:57 PM) *
ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია

"
ბოლოს ჩემს მეგობარს ვუთხარი (ვინც მშუამდგომლობდა ბროკერ-მებაჟესთან) მანახოს თბილისის მაღაზიაში 4.5-ზე ნაკლები იარაღი და ვაჩუქებ 1500$ თოფსმეთქი.
აი სასამართლო რომ არსებობდეს ქვეყანაში მაშინ კი გაატრაკებდი კაცი, მარა სადაააა sad.gif

1-2 წაგებული პროცესი და მერე ნებას იბოძებდნენ და იფიქრებდნენ კანონის დახვეწაზე.
cz80
ციტატა(bazuka @ Jun 2 2010, 12:13 AM) *
ეს ყველაფერი არის სასამართლოს არარსებობის ბრალი, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, ზემოთმოყანილ კანონს როგორც უნდა ისე დაიხვევენ ხელზე.
მე (უფროსწორად ჩემს Hჭ100-ს) მაგალითად მქონდა პრობლემა მებაჟესთან, რომელმაც ხელზე დაიხვია წინადადება "
"
ბოლოს ჩემს მეგობარს ვუთხარი (ვინც მშუამდგომლობდა ბროკერ-მებაჟესთან) მანახოს თბილისის მაღაზიაში 4.5-ზე ნაკლები იარაღი და ვაჩუქებ 1500$ თოფსმეთქი.
აი სასამართლო რომ არსებობდეს ქვეყანაში მაშინ კი გაატრაკებდი კაცი, მარა სადაააა sad.gif

1-2 წაგებული პროცესი და მერე ნებას იბოძებდნენ და იფიქრებდნენ კანონის დახვეწაზე.

+10000000000
tengo
bazuka
ციტატა(bazuka @ 2nd June 2010 - 01:13 AM) *
ეს ყველაფერი არის სასამართლოს არარსებობის ბრალი

პერსპექტივაშიც არ ჩანს,როდის იარსებებს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.