ja_ja მე ბევრჯერ შემიძენია იბეიდან და თუ სწორ სვლას გააკეთებ 99% გარანტირებულად ის მოდის რასაც უკვეთავ
მთავარია ვნახოთ გამყიდველის გაყიდული ნივთების რაოდენობა რაც მეტი მით უკეთესი (ჩემს შემთხვევაში ეს ციფრი არის 5K 10K და მეტიც) და ასევე არანაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორი პოზიტიური ფიდბექის %, რათქმაუნდა უნდა იყოს 99-100 პროცენტი, ასევე ნუ დაიზარებთ და ნახეთ თავად ფიდბექები, მთავარია გაყიდული საქონელის ფასები იყოს იმის მსგავსი რასაც თქვენ იხდით, თუ ნახეთ თქვენნაირი ნივთი თანაც რამოდენიმე მთლად უკეთესი. ჩემი ფოტოაპარატი რომელშიც 150$-ით ნაკლები გადავიხადე ვიდრე ამაზონზე ღირდა, გამოდგა სრულიად ახალი და 100%-ით მუშა. კიდევ ბევრი რამ მაქვს ნაყიდი და ერთხელ იყო როცა მომატყუეს ისიც 5$-იანი ნივთი იყო.