შეიძლება ვიდეო ვინც გადაიღო არასწორად დააწერა სახელი...
geojorjika
Jul 24 2016, 01:03 PM
ციტატა(bubusicha @ Jul 24 2016, 11:56 AM)
გუგულია ეს ფრინველი
რა გუგული სურათზე გვრიტია
okela84
Jul 24 2016, 02:31 PM
გულგულგულგულგულ-ს შვება ხოლმე ეგ გვრიტი და მაგიტო ეძახიან ალბათ
ja_ja
Jul 25 2016, 09:39 AM
რა გუგული კაცო, გვრიტია, ტვინს ბურღავენ ხოლმე გაზაფხულიდან, მაგ სტრანნი გუ-გუუუ, გუ-გუუუ-ს ძახილით, იმენნა ყოველ წელიწადს ჩემი სახლის აივანზე ჩალიჩობენ ხოლმე ბუდის მოწყობას და იმენნა ტვინს ბურღავენ ხოლმე რა მაგ პერიოდში
ისე ბავშობაში ამდენი გვრიტი უბანში არ მახსოვს, უფრო მეტი მერცხალი და ბეღურა იყო, ახლა კი უბანში აი ძალიან ოხრადაა მტრედები და ამ ბოლო დროს გვტიტებიც არ ჩამოუვარდებიან რაოდენობაში
თან როგორც მახსოვს ქედანზე ბევრად ნაზი ხორცი აქვს, შედარებით მალე იხარშება
Lukiane123
Jul 25 2016, 07:52 PM
მე სიმართლე გითხრათ ვერ ვჭამ ვერც ქედანს ვერც მტრედს და ვერც გვრიტს,ნადირობით კი ბევრი მომინადირებია მარა მაცივარში შევალაგებდი ხოლმე,გული არ მიმდის საჭმელად,ძნელი მოსანადირებელია ისე
ნიკა
Jul 26 2016, 02:25 PM
SVD შაშვზე ძნელია? სხვაგან არ ვიცი მაგრამ აქ ნაძვების და კვიპაროსების წვერებზე სხედან ხოლმე და ღმუიან, თავისუფლად შეგიძლია ესროლო. რავი ალბათ გამრავლების პერიოდი თუ რაღაც რო აქვთ მაგიტომ, იმედია მერეც ესე იქნებიან
userman
Jul 26 2016, 04:04 PM
შაშვი ალბათ ყველაზე ადვილი მოსანადირებელია , თუ არ ჩავთვლით , რომ ძალზედ ფრთხილია და თან ნადირობა აკრძალულია .
ქედანი და მისნაირნი კი მიუხედავად იმისა , რომ ფრთხილები არიან, ასევე ძალზე ამტანები არიან . ყვავი გაცილებით ადვილი მოსაკლავია , ქედანთან შედარებით ...
geojorjika
Jul 26 2016, 04:08 PM
ნიკა ეგ "აქ" სად არის?
ნიკა
Jul 26 2016, 04:54 PM
geojirjika ჩავთვალე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და აღარ დავაკონკრეტე, კახეთში ვამბობ.
შაშვზე არ ვიცოდი, სადმე არ წერია კიდე რაზე არ შეიძლება?
bubusicha
Jul 26 2016, 07:38 PM
მე სურათები მაქ გადაღებული თბილისში გლდანის მეტროსთანაც და სტამბულშიც.
სტამბულში სულეიმანის სასახლის პარკში იმდენი იყო პანღურს ამოარტყავდი.
ჩვენთან რომაა ქალაქის მტრედები ისე იყო მოშინაურებული ადამიანებთან.
მაგრამ ისინი პატარები არიან და ეს თითქმის ქედანის ხელა მეჩვენება ვიდეოში და კისერზეც სხვანაირი კოპლები აქვს
მონადირებულიც მყავს პერელიოტზე, მაგრამ ისიც სხვანაირი იყო. იმის სურათიც მაქვს სადღაც
maqsimusa
Jul 27 2016, 02:31 AM
ციტატა(okela84 @ Jul 25 2016, 08:35 PM)
თან როგორც მახსოვს ქედანზე ბევრად ნაზი ხორცი აქვს, შედარებით მალე იხარშება
რა თქმა უნდა ეგრეა,
ძალიან მიზიდავს ისეთ ფრთხილ ფრინველებზე ნადირობა როგორიც ქედანია და გვრიტიც ხშირათ მოყოლია ბადეს screenshot tool მართალია ამ სურათში გვრიტი არაა მაგრამ იყოს, ცოტა მაგარი ხორცი აქვს მაგრამ საკმაოთ გემრიელი.
bubusicha
Jul 27 2016, 09:42 PM
ციტატა(maqsimusa2 @ 27th July 2016 - 03:31 AM)
Reduced: 85% of original size [ 800 x 450 ] - Click to view full image screenshot tool მართალია ამ სურათში გვრიტი არაა მაგრამ იყოს, ცოტა მაგარი ხორცი აქვს მაგრამ საკმაოთ გემრიელი.
კოდალაზე ნადირობა არ შეიძლება. ჩხიკვი როგორც ვიცი იჭმევა
temo-777
Aug 28 2016, 07:08 PM
და შემთხვევით რომ შემოგაკვდეს? :დდ შორიდან არა ჩანს.სადმე წერია რაზე არ შეიძლება?
ja_ja
Aug 28 2016, 07:19 PM
temo-777
ციტატა(temo-777 @ 28th August 2016 - 02:56 PM)
კოდალაზე თუ შეიძლება ნადირობა?
შეეშვი მაგ საცოდავს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტყის მკურნალია, რასაც ეგ მატლებს ჭამს იმის ჭე აგე ნარმანიას მიუხედავ ხეებს რამდენი ჭირი ყავს და მაგან მაინც მიხედოს
სუფთა კანონების მიხედვით კი.... მოკლედ გარდა ზემოთხსენებული სარგებლისა წითელ წიგნში არიან ეგ უბედურები ასე რომ კაი იქნება თუ ოპტიკაში დაინახავ და პროსტა გააყოლებ თვალს, დატკბები, თვალს ჩაუკრავ და გაიფიქრებ - დაგინახე, მაგრამ გიცნობ კარგი ბიჭი ხარ და აბა შენ იცი არ შეგვარცხვინოთქვა
bubusicha
Aug 28 2016, 08:51 PM
ციტატა(temo-777 @ 28th August 2016 - 07:08 PM)
და შემთხვევით რომ შემოგაკვდეს? :დდ
არც არაფერი ნახავ რო პატარა შვარცნიგერია, კუნთები ბატიბუტივით აყრია, შეგეცოდება და აღარ ესვრი მეტს.
გარემოს დაცვის ინსპექციის საიტზეა სანადირო ფრინველების სია და დღიური ლიმიტი.
ამ გახსენებაზე ხომ ვერ მეტყვით ქედნის ( იგივე მტრედის ) ფიტულები სად შეიძლება შევიძინო ? მაგნუმში არ ჰქონდათ.
bubusicha
Aug 29 2016, 06:12 PM
ციტატა(userman @ 29th August 2016 - 09:06 AM)
ამ გახსენებაზე ხომ ვერ მეტყვით ქედნის ( იგივე მტრედის ) ფიტულები სად შეიძლება შევიძინო ?
ამაზონზე, 4 ცალი კლიპ ონი და ერთი ცალი მოძრავი საკმარისია.
temo-777
Sep 13 2016, 07:57 PM
შაშვი,ჩხიკვი მაგეებზეც აკრძალულია ხო?
userman
Sep 13 2016, 08:33 PM
temo-777
ციტატა(temo-777 @ 13th September 2016 - 08:57 PM)
შაშვი,ჩხიკვი მაგეებზეც აკრძალულია ხო?
ხო! რაც დაფრინავს თითქმის ყველაზე აკრძალულია . აკრძალული არ არის ასანთის კოლოფზე , ლუდის, აუმინის ქილაზე , პლასმასის ბოთლებზე და მის თავსახურებზე >>>
userman
Oct 20 2016, 08:42 PM
ესეთი ფრინველი თუ უნახავს ვისმეს ?
jeko 15
Oct 20 2016, 09:48 PM
userman კირკიტაა ეს მაცებელთა ოჯახიდან. მცირეზომი რინველებით და მღეღნელებით იკვებება
geojorjika
Oct 21 2016, 12:49 AM
jeko 15 პრავილნა უბრალოდ ეგ ამერიკული კირკიტაა
userman
Oct 21 2016, 07:11 AM
ანუ მასეთი საქართველოში არ გვხვდება ?
ნიკა
Oct 21 2016, 04:10 PM
ციტატა(userman @ Oct 21 2016, 08:11 AM)
ანუ მასეთი საქართველოში არ გვხვდება ?
კირკიტა (Falco tinnunculus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ აღწევს, მასა 250 გრამამდე. შეფერილობაში ჭარბობს წითური ფერი. გვხვდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საკმაოდ ბევრია საქართველოში. ბინადრობს ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოშიც. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ან ფლატის ნაპრალებში. დებს 4 კვერცხს. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებითა და მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. - Wikipedia
userman
Oct 21 2016, 06:33 PM
კირკიტა თუ სხვა რამ ინგლისური დასახელებაა American Kestrel და არა Falco tinnunculus თანაც უფრო მომცროა ვიდრე მანდაა აღწერილი .
ნიკა
Oct 21 2016, 11:48 PM
userman ვერ მივხვდი რა თქვი მაგრამ Falco tinnunculus არ არის ინგლისური დასახელება
xmaladze
Dec 17 2016, 12:18 PM
ყურადღებით წავიკითხე პოსტები და ყურადღება მიიქცია ჩხართვმა 4 წლიწადია დასავლეთში კერძოდ მარტვილში დავდივარ და ეზოში ყოველთვის დიდი რაოდენობით მხვდბოდნენ ასევე ყანაში სულ მაინტერესებდა რა ფრინველი იყო თქვენ გაგახარბთ ღმერთი