ციტატა(SCORPIONS @ 8th June 2015 - 08:54 PM)

არ არსებობს,რომ სილიკონმა,დიზელი არ მისცეს!
სილიკონი იქნება თუ ნავთობპროდუქტი ყველა ბოლოს იძლევა დიზელის ეფექტს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არის დიზელის ეფექტი და რაფერ წარმოიშვება....
ჩქარა აორთქლებად ნივთიერებას შეუძლია დიზელის ეფექტი გამოიწვიოს მაშინაც კი როდესაც შეკუმშვა ნელა ხდება, ხოლო ისე რა აორთქლებადს უკვე სჭირდება მკაფიო და მომენტალური ძლიერი შეკუმშვა რომ აალდეს ნივთიერება.
ასე რომ აი ეგ პარალელებია მანდ მოსატვინი, ნავთობპროდუქტები და ტაოტები, თუ ზეთები იოლად აორთქლებადია, თუნდაც გაიხსენეთ სუნი, ხსნით ქილას და ეგრევე სუნი გეცემათ, ან უსვავთ რაღაცას და ეგრევე სუნი იგრძნობა... სუნი იგრძნობა იმიტომ რომ მომენტალურად აორთქლებული ნაწილაკები იფრქვევა ჰაერში და თქვენს ცხვირის რეცეპტორებამდეც კი აღწევს, შედეგად წარმოიდგინეთ ჩაკეტილ სივრცეში რამდენი ანაორთქლია....
პლიუს შეკუმშვა და გათბობის ეფექტი და შედეგად აალებაც დიდხანს არ გვალოდინებს....
სილიკონის ბაზაზე დამზადებული საპოხი საშუალებები არის ძირითადად 2 კატეგორიის (ნუ ეს ახლა მე მოვიფიქრე პირობითი დაყოფა რომ ამოცანა იყოს უფრო მკაფიო) არის ნაწილი ისეთი რომ აი საზიზღარი მძაფრი სილიკონის სუნი უდის, ნუ იასნია ეგეც იგივე ჩქარა აორთქლებად კატეგორიაში გადის და იგივე ბედი ელის, განსაკუთრებით აეროზოლის სახით რაც იყიდება, ისინი საერთოდ პირდაპირ აირთან ერთად გამოდის ქილიდან და პირდაპირ მზადაა აალებისთვის

მაგრამ ჩვენს საქმეში გამოყენებადი ტაოტი არის იმიტომ კარგი ტომ ჯერესერთი ტაოტის სახითაა და არა ზეთის სახით, რაც უკვე ნაკლებად აორთქლებად სუბსტანციაზე მიგვითითებს, პლიუს სპეციალურად გათვლილი ტაოტებია მაღალი ტემპერატურისთვის და მაღალი წნევისთვის რომ აალების ეფექტი რაც შეიძლება უფრო მაღალ დიაპაზონებში იყოს გადანაცვლებული, ანუ მწარმოებელი კი ვერ აქრობს დიზელის ეფექტს, არამედ წევს იმ მაქსიმალურად მიუღწევად დიაპაზონში რომლის მიღწევაც გათვლილ სამუშაო პირობებში ან შეუძლებელია რომ მიღწეული იყოს, ან ძალიან ძალიან რაღაც სუპერ არაორდინალური უნდა მოახერხო სტანდარტული ტექნიკით, ვთქვათ იგივე ნასოსით

ანუ ეგრეთწოდებული სუპერ პუპერ სილიკონის ტაოტები, მაგალითად იგივე Hill-ის სანაქებო ტაოტიც, უპრობლემოდ აალდება თუ ვთქვათ ნასოსით მივაღწევთ 400 ატმოსფეროს ან ვთქვათ მუშაობით გავაცხელებთ 300-400 გრადუსამდე. ანუ აალება მაგ ტაოტსაც ექნება, მაგრამ ნუ ნასოსით 400 ატმოსფეროს მიღწევა პროსტა შეუძლებელია, ხოლო 300 თუ 400 გრადუსი რომც მიიღო ნასოსზე, თეორიულ შემთხვევაშიც კი, ეგრევე უნდა გაითვალისწინო რომ მანამდე ყველა რეზინა დაიწვება და ფიზიკურად ჰაერს და იგივე აორთქლებულ აირებს არ დაიკავებს შედეგად შეკუმშვაც აღარ იქნება და ცეცხლი რომც მოეკიდოს ტაოტს, პროსტა ალი იქნება და არა აფეთქება

P.S. ეს არი არის პასუხი რომელიმესთვის კონკრეტულად, აქ არის საერთო იდეა ახსნილი