გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> რას თამაშობთ?, სცენარი რამდენიმე თამაშიდან
dePadel
პოსტი Feb 17 2009, 08:43 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 75
რეგისტრ.: 16-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 18



მოკლეთ ზოგ ადამიანს ებადება კითხვა? რას დარბიხართ სათამაშო იარაღებით და ერთმანეთს ესვრით რა არის მაგაში საინთერესო?
კი მასე იყო ოდესღაც 5-6 წლის წინ მართლაც სათამაშო იარაღებით დავრბოდით და ერთმანეთს ვესროდით და ასე შემდეგ, ანუ არ იყო არანაირი მიზანი დავალება მისსია.. კი არის მაგაში რაგაც საბავშო მაგრამ მაგით არ დაწყებულა ეგ ყველაფერი. ყველაფერი დაიწყო აღმოსავლეთში როდესაც იაპონურ სპეცრაზმს აუქრძალეს ცეცხლ სასროლი იარაღებით ვარჯიში. ხოდა რის შედეგაც მოიგონეს მტლიანი კოპიო ცეცხლსასროლის რითაც შესაძლო გახთა ვარჯიში
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ში მერე ეგ სიახლე უფრო და უფრო გახთა ხელ მისაწდომი და ახლა კი ჩვენთანც კაი ხანი არსებობს

სცენარი
ისტორია

2012 წელი 14 ივლისი

უკვე 2 წელიწადი გრძელდება ომი ირანში, კოალიციური ჯარი გაიჭედა ტეგერანთან, დედაქალაქი კარგად დაცულია თანაც ირანელებს რუსები ეხმარებიან. ქალაქი გადაქცეულია ერთ დიდ ბუნკერად. ასეთ ვითარებაში ამერიკის მთავარსარდალი იღებს გადაწყვეტილებას გამოიყენოს უახლესი იარაღი, ტაქტიკური ატომური საარტილერიო მუხტები.

ორი ცალი C-17 Globalmaster-ი ფრინდება საქართვლოს ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ბაზიდან. მაგრამ აფრენიდან 30 წუთში ოპერატორი კარგავს კავშირს ორივე თვითმფრინავთან. თანმხლები გამანადგურებლის პილოტი იუწყება რომ მცირე ინტერვალით შენიშნა ორი აფეთქება ღრუბლებში. კოალიციური ჯარი დივერსიის მსხვერპლი ხდება. ცხადდება განგაში. კოდი "Broken Arrow"

საერთო ჯამში დაკარგულია 10 ცალი ტაქტიკური მუხტი. ამერიკის მთავრობა აგზავნის სპეციალური დანიშნულების რაზმს "Delta Force" რათა დაიბრუნოს დაკარგული ჭურვები. აგრეთვე მათ ევალებათ თვითმფრინავების "შავი ყუთების" მოძიება, რათა გაარკვიონ აფეთქების მიზეზი.

დივერსია რუსების მოწყობილია, იგივე დავალებით კატასტროფის ადგილზე ისინი აგზავნიან "Спецназ"-ს

ამერიკელებისაგან ფარულად, საქართველოს მთავრობა წყვიტავს თვითონ დაეუფლოს ატომურ იარაღს და გახდეს ატომური იმპერია. მიშა აგზავნის თავის საუკეთესო სპეცრაზმს.

თავის მხრივ ირანელებს უნდათ გამოიყენონ ამერიკული ატომური იარაღი ამერიკელებისვე წინააღმდეგ. მათ არ ჯერავთ რუსების და თავის სპეცდანიშნულების რაზმს აგზავნიან.

10 ცალი ტაქტკიური ატომური მუხტი დიდი კუშია. ამერიკის შტაბიდან ინფორმაცია ჟონავს და კატასტროფის ადგილისკენ მიეშურება კარგად შეიარაღებული და ყოფილი სამხედრო პროფესიონალებისაგან შემდგარი ბანდა. Blackwater. მათი ერთადერთი მიზანია მოიძიონ ძვირფასი მუხტები.


უშუალოდ თამაში

ძალიან დიდი ზომის პოლიგონზე დევს 10 ცალი ატმოური მუხტი და 2 ცალი "შავი ყუთი", თითო მხარეს აქვს რუქა სადაც მიახლოვებით ნაჩვენებია მუხტების ადგილმდებარეობა. მუხტები საშუალო ზომის ნარინჯისფერი ყუთებია, ისე დადებული რომ შესაძლებელი იყოს მათი მოძებნა, მაგრამ მთლად ღია ადგილებზე და შუაგზაზე არ იდოს.

მხარეები

თითო სტრაიკბოლის ჯგუფი წარმოადგენს თითო მხარეს. რამდენი ჯგუფიც მოინდომებს თამაშს იმდენი მხარე დაემატება. ნუ მაგალითად კიდევ თურქებს მოუნდებათ ატომური მუხტები, ნუ ტამ კიდე მარსიანელებს

რესპაუნები

თითო მხარეს აქვს მობილური რესპაუნი, რესპაუნის დრო 15 წუთი. რესპაუნი შეუზღუდავია. მედიკები არ არის.

მუხტები

თითო მუხტი საშუალო ზომის ნარინჯისფერი ყუთია. ეს მუხტები გუნდმა უნდა ატაროს თამაშის ბოლომდე, იმდენი რამდენსაც იპოვნის. მუხტების დამალვა არ შეიძლება. მუხტების წართმევა შეიძლება. თუ ადამიანი რომელსაც მიაქ მუხტი კვდება იქვე უნდა დადოს ყუთი. არააქ უფლება თან წაიღოს რესპაუნზე.

მიზანი

მხარე რომელიც შეაგროვებს ყველაზე ბევრ ატომურ მუხტს მოიგებს. შეიძლება ვარიანტებიც, მაგალითად, "შავი ყუთები" უფრო კარგად არის დამალული თავისი ზომის გამო, სამაგიეროდ 2 ქულას იძლევა

თამაშის ხანგრძლივობა

თუნდაც 2 დღე, მაგალითად შეიძლება გაუკეთდეს მუხტებს ანთებული ფანრები იმისთვის რომ მარტო ღამე შეიძლებოდეს მათი პოვნა.



სცენარი back to the better days


ი ტაკ მეგობრებო, back to the better days.

ვისაც აქვს სურვილი, აგერ შარშანდელი ორიგინალი თამაშის სცენარი:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




ეხლა გამარტივებულად და გადამუშავებულად დღეის მდგომარეობისთვის:

ამერიკელების სპეცდანიშნულების სქვადი, რომელიც გადმოსხმული იქნა ვერტმფრენებით - ახორციელებს მძევლის განთავისუფლების ოპერაციას კოლუმბიის მთებში. მათ ამისთვის აქვთ სულ 7 საათი, აქედან პირველი 5 საათი კოლუმბიელების ბაზის დაცვის უმეტესობა გასულია ბაზიდან, ბოლოსკენ კი, 5 საათის მერე, ბაზის დაცვა ბრუნდება, 7 საათში შეტევა აზრს კარგავს.


ძალთა შეფარდება:
1.5-1.8 (10 კოლუმბიელი, 15-18 ამერიკელი)


რესპაუნები:
ამერიკელებს - 1 ცალი გადატანადი ზურგჩანთა(რაცია) რესპაუნი. დალოდება - 10 წუთი. რესპაუნის აღება არ შეიძლება სანამ ვინმე მაინც ელოდება დარესპაუნებას. რესპაუნის დადება კოლუმბიელების ბაზიდან 500 მეტრის რადიუსში - იკრძალება.

კოლუმბიელების - 1 ცალი წინასწარ განსაზღვრული, აუღებელი რესპაუნი, დადებენ ერთხელ სადაც უნდათ და 50 მეტრის რადიუსში თამაში იკრძალება. ატსიჟკის დრო - თამაშის დაწყებიდან პირველი 5 საათი - 10 წუთი, დანარჩენი 2 საათი 5 წუთი.



ამერიკელთა გამარჯვების პირობები:
- ევაკუირებულია პრიორიტეტული მძევალი +2 ქულა
- ევაკუირებულია მეორეადი მნიშვნელობის მძევალი +1 ქულა (თუ იქნა თამაშზე 2 მძევალი)
- განადგურებულია იარაღის საწყობი +1 ქულა
- მოტაცებული და ევაკუირებულია ფული +2 ქულა, განადგურებულია ფული +1 ქულა.
- 2X-ზე მეტი დაკარგული მებრძოლი -2 ქულა (სადაც X-ი არი ამერიკელების პირველადი რაოდენობა)
- 3X-ზე მეტი განადგურებული კოლუმბიელი +1 ქულა (მკვდრების დათვლის სისტემა იხილეთ ქვემოთ)
(ანუ ამერიკელების მაქსიმალური მოპოვებადი დადებითი ქულა: +7)

კოლუმბიელების გამარჯვების პირობები:
- შენარჩუნებულია და ცოცხალია პრიორიტეტული მძევალი +2 ქულა.
- შენარჩუნებულია და ცოცხალია მეორადი მძევალი +1 ქულა (ისევ და ისევ, თუ იქნა)
- შენარჩუნებულია იარაღის საწყობი +1 ქულა
- შენარჩუნებულია ფული +2 ქულა
- 3X-ზე მეტი დაკარგული მებრძოლი -1 ქულა
- 2X-ზე მეტი განადგურებული ამერიკელი +1 ქულა
(კოლუმბიელებს მაქსიმუმ ასევე +7 ქულა შეუძლიათ გააკეთონ)


მედიკები
თითო მოთამაშე გუნდზე ერთი მედიკი, 2 პავიაზკით. საუბარი მაქ გუნდზე და არა მხარეზე, ყველა გუნდს 1 მედიკი ეყოლება 2 პავიაზკით.


ასევე დამატებები:
კოლუმბიელებს ეკრძალებთად A ზონიდან გამოსვლა თამაშის დაწყების მომენტისთვის.
მარა ამასთან მათ აქვთ უფლება განალაგონ B ზონის ფარგლებში 4 კაცი ნებისმიერი პრინციპით თამაშის დაწყებამდე.

ამერიკელებს ეკრძალებათ C ზონაში რესპაუნის დადება. ამერიკელებს ეკრძალებათ E ზონის გადაკვეთა და იქ მოძრაობა (იგულისხმება რო დესანტი საიდუმლოდ გადმოჯდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოს გავლის უფლება არ აქვთ)

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bardazan
პოსტი Feb 24 2009, 05:20 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 3



სააააღოლ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 01:37 AM
Hosted by Pro-Service