გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> ბათუმის შეჯიბრი - Freestyle მინი გონგებზე სროლა, პირველი გასვლითი ყოველწლიური შეჯიბრი
ja_ja
პოსტი Jul 17 2026, 12:10 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,354
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



1 და 2 აგვისტო

ღია, თავისუფალი სტილის შეჯიბრი ბათუმში



წელს პირველად ტარდება გასვლითი შეჯიბრი, სულ დაგეგმილია წელს 2 ასეთი ტიპის შეჯიბრი, პირველი იქნება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბათუმში. იმის გამო რომ ღონისძიება პირველია და გარკვული დამატებითი მოთხოვნების ჩაყლებით შეიძლება შეზღუდვები დაუწესდეს რეგიონის მონაწილეებს, მიღებული იყო გადაწყვეტილება:

- დამატებითი წესები მკაცრად არ იყოს გაწერილი (როგორიცაა რეკლამა, რეგისტრაცია და ასე შემდეგ)
- მაქსიმალურად გამარტივებული ტიპის შეჯიბრი იყოს როგორც PCP ასევე ზდპ კლასისთვის
- შემუშავებულია მაქსიმალურად ხემისაწვდომი დისტანციები და პირობები


შეჯიბრის საერთო წესები:

● 25 მეტრიან დიატანციაზე დაშვებულია ზამბარ დგუშიანი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, CO2, ასევე ზამბარ დგუშიანი)

● 50 მეტრზე დაიშვება მხოლოდ PCP პნევმატური იარაღი, იგულისხმება პნევმატიკა წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, მექანიკური, ან ელექტრო სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ, მექანიკური დატენვის მექანიზმით და ნახევარავტომატური გადატენვის მექანიზმით. არ დაიშვება სრული ავტომატური გადატენვის მექანიზმის მქონე იარაღით შეჯიბრში მონაწილეობა.

● დაშვებულია ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა, ღია, დიოპტრიკული, Red Dot, ოპტიკური სამიზნე (SFP ან FFP)

● დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები (გარდა დამატებითი შესაძლებლობების მქონისა როგორიცაა სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე, ციფრული, ბალისტიკური კალკულატორით, თუ სხვა)

● დაშვებული კალიბრი 4,5 მილიმეტრი (დუიმების სისტემით .177)

● ტყვიის სიჩქარეზე შეზღუდვა არ არის დაწესებული

● არ არის შეზღუდვა ენერგეტიკაზე

● არ არის იარაღის წონის შეზღუდვა

● არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა

● პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურვილი კლიპით, ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას

● დაიშვება ნებისმიერი მექნიკური გადატენვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი მექანიკური მოქმედების და მსროლელის ჩარევის შემდეგ თითო ტყვიის მიწოდებას (პომპა, ბოლტი, ლულის გადატეხვა და სხვა)

● ტყვიები თავისი იარაღიდან სროლისთვის უნდა უზრუნველყოს თვითონ მონაწილემ.

● სამიზნეების დისტანცია განისაზღვრება კლასების მიხედვით, ზამბარ დგუშიანი (ასევე ნიტრო) იარაღისთვის მაქსიმალური დისტანცია 25 მეტრი (ასევე მულტიპამპი და co2), PCP იარაღისთვის მაქსიმუმ 50 მეტრი.

● მანძილის ათვლა ხორციელდება მაგიდის ნაწილიდან რომელიც განთავსებულია მსროლელის მოპირისპირეთ (ანუ იმ ნაწილიდან რომელიც მიმართულია სამიზნისკენ)

● თოფის დასადებ მაგიდას, სკამს და საყრდენ ბალიშებს ნომინალურად უზრუნველყოფს შეჯიბრის ორგანიზატორები. იმ შემთვევაში, თუ მსროლელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია მოირგოს შემოთავაზებული მაგიდა, ბალიშები სკამის და სხვა მოწყობილობები, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს თავისი მაგიდის და ინსტრუმენტარიუმის მიტანა შეჯიბრის ადგილზე. წინააღმდეგ შემთვეში მონაწილისგან არ მიიღება შენიშვნები რომ მისთვის მაგიდა სკამი, ან ბალიში მოუხერხებელი აღმოჩნდა.

● იარაღის საყრდენ სისტემად ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სასროლ ბალიშებს, რომელიც შევსებულია მარცვლეულით, ან შესაბამისი ინერტული მასალით. თუ მონაწილეს გააჩნია და სურს საკუთარი საყრდენი სისტემის გამოყენება, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საყრდენი სისტემის მოტანა შეჯიბრის ადგილზე, და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ მფლობელს მისი გაზიარება სხვა მონაწილისთვის დაუშვებელია. დასაყრდენ სისტემად შეიძლება იყოს გამოყენებული, ბალიშები, დამატებითი საყრდენი სისტემა რეგულირებით ყველა სიბრტყეში, (განმარტება - ასევე დაიშვება ბიპოდებიც), გარდა ერთი მთლიანი ნაწილისგან შემდგარი საყრდენებისა, რომელზეც თოფის წინა და უკანა მხარე ერთდროულად მაგრდება

● PCP იარაღის მფლობელს, თუ დასჭრდება შეჯიბრის დროს იარაღის დატენვა, ამ შემთხვევაში მონაწილე აცნობებს მსაჯს რომ სურს იარაღის დატენვა, ამის შემდეგ:
- მონაწილე იარაღს მაგიდიდან არ იღებს
- მსაჯი უზრუნველყოფს მონაწილის მაგიდასთან დასატენი ბალონის მიტანას
- მონაწილე თავისით ან მსაჯის დახმარებით ტენის იარაღის ისე რომ იარაღი არ უნდა იყოს მაგიდიდან აღებული
- დატენვის შედეგ მონაწილე უბრუნდება სროლას,
- მაგიდასთან არსებული ბალონი შეიძლება დარჩეს მონაწილის მაგიდასთან ან გადატანილი იყოს სხვა მონაწილესთან.

● გარდა ამისა შესაძლებელია მონაწილემ თვითონ უზრუნველყოს თავისი იარაღის დამტენი მოწყობილობის მიტანა მაგიდასთან, ნასოსი, ან ბალონი. კომპრესორის გამოყენება არ არის დაშვებული, რადგან კომპრესორის მუშაობისთვის საჭიროა ელ-ენერგიის წყარო, რომელიც სასროლ მაგიდასთან მიყვანილი არ იქნება.

● გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის პერიოდში

● შეჯიბრის მსვლელობისას მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი მისთვის გამოყოფილი ტყვიებით რომლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 16 ტყვიას. გარდა მისროლისთვის გამოყენეული ტყვიებისა

● შეზღუდულია მონაწილეების საერთო რაოდენობა 100 მონაწილით, შესაბამისად შეჯიბრში მონაწილეობაზე დაიშვებიან პირველი 100 დარეგისტრირებული მონაწილეები. 50 მონაწილე ზდპ კლასისთვის და 50 მონაწილე PCP კლასისთვის.

- შენიშვნა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეჯიბრის დასრულების შემდეგაც მიუღებელია დამსწრე საზოგადოებიდან მსურველების მიერ ძალის მოსინჯვა და სროლა სამიზნეებზე, რადგან საორგანიზაციო ჯგუფი შეჯიბრის დამთავრების შემდეგ დაკავებული იქნება ქულების დათვლით და ვერ უზრუნველყოფს მსურველებისთვის როგორც უსაფრთხო გარემოს ასევე სამიზნეების სასროლ მდგომარეობაში მოყვანას.



იარაღის კლასები:

● ზამბარ დგუშიანი კლასი
ამ კლასში მოიაზრება იარაღები რომელიც ჭურვის სროლისთვის იყენებენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მეთოდს:

- დგუშის გადასაადგილებლად გამოიყენება ფოლადის ხვეული ზამბარა
- დგუშის გადასაადგილებლად გამოიყენება ნიტრო (იგივე აირის) ზამბარა


● PCP კლასი
ამ კლასში მოიაზრება იარაღები რომელიც ჭურვის სროლისთვის იყენებენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მეთოდს:

● იარაღი აღჭურვილია აირის ავზით რომელშიც ინახება წინასწარ დაჭირხნული აირი, როგორც წესი ყველაზე ხელმისაწვდომ აირად ითვლება ატმოსფერული ჰაერი

● იარაღი აღჭურვილია აირის ავზით რომელშიც ინახება წინასწარ დაჭირხნული აირი, შეიძლება იარაღის ავზის შესავსებად გამოიყენებოდეს აირადი აზოტი. იმის გამო რომ ატმოსფერულ აირში აზოტის შემცველობა 78%-ია, იგი პრაქტიკულად ატმოსფერული აირის ექვივალენტია და მისაღებია

● კატეგორიულად არ მიიღება ის იარაღი შეჯიბრზე, რომლის აირის ავზიც დატენილი იქნება საშიში და საფრთხის შემცველი აირებით, როგორიცაა:
- ბუნებრივი აირი (გაზი)
- ავტომობილებისთვის განკუთვნილი თხევადი აირი (გაზი)
- ფრეონი
- წყალბადი
- ჰელიუმი


სამიზნეები და გასროლების რაოდენობა:

● ყველა კლასში და დისტანციაზე გამოიყენება ერთნაირი კონსტრუქციის და ზომის წაქცევადი სამიზნეები. სამიზნედ გამოიყენება რკინის წრეები, რომლის დიამეტრიც არის 50 მილიმეტრი. დამატებით იქნება გამოყენებული ბონუს სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის.

● სამიზნეები იქნება განთავსებული 4 დისტანციაზე, 3 დისტანციაზე განთავსებული იქნება 5 სამიზნის ჯგუფი. ჯამში თითო მონაწილეს ექნება 16 სამიზნე დასაზიანებელი, აქედან 15 წასაქცევი და 1 ბონუს სამიზნე.

● კლასების მიხედვით სამიზნეები განთავსებული იქნება განსხვავებულ დისტანციებზე, კერძოდ

ზამბარ დგუშიანი სისტემის პნევმატკისთვის იქნება 1 კლასი

- ზამბარ დგუშიან კლასში სამიზნეები განთავსებული იქნება 4 დისტანციაზე - აქედან წასაქცევი სამიზნეები იქნება 3 დისტანციაზე 10, 15 და 20 მეტრი, თითო დისტანციაზე განთავსებული იქნება 1 მექანიზმი (ბლოკი, ჯგუფი) 5 სამიზნით რომლებიც უნდა წააქციოს მონაწილემ. პლიუს დამატებითი ბონუს სამიზნე 30 მეტრზე - ჩამოკიდებული მრგვალი სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის

PCP სისტემის პნევმატკისთვის იქნება 2 კლასი

- OPEN კლასში სამიზნეები განთავსებული იქნება 4 დისტანციაზე აქედან წასაქცევი სამიზნეები იქნება 3 დიასტანციაზე - 30, 40 და 50 მეტრი. თითო დისტანციეზე იქნება 1 მექანიზმი (ბლოკი, ჯგუფი) 5 სამიზნით რომლებიც უნდა წააქციოს მონაწილემ. პლიუს დამატებითი ბონუს სამიზნე 70 მეტრზე - ჩამოკიდებული მრგვალი სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის

- PRO კლასში სამიზნეები განთავსებული იქნება 4 დისტანციაზე აქედან წასაქცევი სამიზნეები იქნება 3 დიასტანციაზე - 30, 50 და 70 მეტრი. თითო დისტანციეზე იქნება 1 მექანიზმი (ბლოკი, ჯგუფი) 5 სამიზნით რომლებიც უნდა წააქციოს მონაწილემ. პლიუს დამატებითი ბონუს სამიზნე 100 მეტრზე - ჩამოკიდებული მრგვალი სამიზნე 150 მილიმეტრის დიამეტრის

● გასროლების მაქსიმალური რაოდენობა ერთ რაუნდში 16

● ყველა მონაწილეს მაგიდაზე ექნება განთავსებული ადგილი, ან ტარა რომელშიც უნდა იყოს მოთავსებული მონაწილის მიერ მოტანილი ჩათვლითი გასროლის 16 ტყვია, რაოდენობის გადამოწმება და მონიტორინგი განხორციელდება მსაჯების მიერ. ამასთანავე მონაწილეს მისროლისთვის და სამიზნის გასასწორებლად შეუძლია გამოიყენოს შეუზღუდავი რაოდენობის ტყვია, მაგრამ მისროლისთვის დამატებითი დრო არ გამოიყეფა, მონაწილე უნდა ჩაეტიოს მატჩისთვის გამოყოფილ დროში როგორც მისროლით ასევე ჩათვლითი გასროლებით.

● თითო მსროლელის მაგიდასთან იქნება 1 მსაჯი, რომელიც ჩაინიშნავს მსროლელის მიერ დახარჯულ დროს, დათვლის შედეგიან მოხვედრას, დათვლის ტყვიების რაოდენობას. მათ შორის რამდენი სამიზნე იყო წაქცეული 16 ტყვიით.

● სამიზნეებზე სროლის დაწყების წინ, მონაწილეს შეუძლია მიზნის გასწორებისთვის გამოიყენოს მისასროლი სამიზნე, რომელიც განთავზებული იქნება შესაბამისი კლასისთვის გამოყოფილ ყველაზე ახლო დისტანციაზე. მისასროლი გასროლების რაოდენობა შეეზღუდული არ არის, მაგრამ დამატებითი დრო მსროლელს არ ეძლევა, მსროლელი უნდა ჩაეტიოს მისთვის გამოყოფილ დროში როგორც სამიზნის გასასწორებლად ასევე სამიზნეების წასაქცევად.

● სროლის დროს მსროლელს შეუძლია ჰკითხოს მსაჯს საერთო პირობები, სთხოვოს შეახსენოს, თუ რამდენი გასროლა გააკეთა, რამდენი დრო დახარჯა, ან შეჯიბრის ტექნიკური დეტალები, მაგრამ მიუღებელია რჩევის მოთხოვნა, ან მიღება თუ როგორ უნდა იყოს ნასროლი, ან რა კორექტირებები უნდა იყოს შეტანილი სროლაში რომ შედეგი გაუმჯობესდეს, სროლის და დამიზნების ტექნიკას შედეგის მისაღწევად ირჩევს თვითონ მონაწილე.


მატჩის ფორმატი:

- 16 სამიზნე ერთ მსროლელზე
- ჩათვლითი გასროლების საერთო რაოდენობა 16
- 1 ტყვია თითო სამიზნეზე სულ 16 ტყვია
- გამოყოფილია თითო მონაწილეზე 15 წუთი სროლისთვის
- მსროლელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაიწყოს სროლა, ჯერ ესროლოს შორს განთავსებულ სამიზნეებს შემდეგ საშუალო დისტანციას და ბოლოს ყველაზე ახლოს, ან ჯერ ესროლოს ყველაზე ახლო სამიზნეებს, შემდეგ შორს განთავსებულს და ბოლოს საშუალო დისტანციაზე განთავსებულ სამიზნეებს, შეზღუდვა აქ არ არსებობს, მაგრამ ესტაფეტისთვის გამოყოფილ 15 წუთში უნდა ჩაატიოს ყველა ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მსროლელს არ ეძლევა.
- ყველა მსროლელს ექნება გამოყოფილი მაგიდა, რომელზეც იქნება შესაბამისი სამიზნის აღმნიშვნელი ნომერი დატანილი, იგივე ნომრები იგივე ფერის აღწერით იქნება დატანილი მისთვის გამოყოფილ სამიზნეებზე


შეჯიბრის ფორმატი:

- ყოველი მსროლელი ესვრის 16 სამიზნეს
- ყოველ რაუნდში იქნება მაქსიმუმ 5 მსროლელი (მაქსიმუმ 10 რაუნდი)
- თითოეული მონაწილე იღებს 2 რაუნდში მონაწილეობას, ანუ საერთო გასროლების რაოდენობა 1 მონაწილეზე ჯამურად არის 32.
- პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღების შემდეგ, მონაწილე ელოდება სანამ ყველა მონაწილე არ გაივლის პირველ რაუნდს, შემდეგ კი იღებს მონაწილეობას მეორე რაუნდში.
- მონაწილეს პირველ რაუნდში რომელ 5-ულშიც მოუწევს გამოსვლა იგივე 5-ულში მიიღებს მონაწილეობას მეორე რაუნდშიც
- თუ მოგებულ მონაწილეებს შორის იქნება ერთნაირი თანაბარი ქულების რაოდენობა, გამარჯვებულის გამოსავლენად გამოყენებული იქნება მონაწილის მიერ დახარჯული დრო. ვისაც უფრო ნაკლებ დროში ექნება მიღებული შედეგი ის მონაწილე ჩაითვლება გამარჯვებულად.


სამიზნეები:

● სამიზნეებად გამოყენებული იქნება წასაქცევი სამიზნეების ბლოკი, თითო ბლოკში არის 5 სამიზნე, ასევე გამოყენებული იქნება ჩამოკიდებული ბონუს სამიზნე

● წასაქცევი სამიზნეების მექანიზმი, გაერთიანებული იქნება 5 წასაქცევი სამიზნე. მექანიზმი უზრუნველყოფს სამიზნეში ტყვიის მოხვედრისას სამიზნის წაქცევას და წაქცეული სამიზნის მსროლელის თვალთახედვის არეალიდან გაქრობას.

● ბონუს სამიზნედ გამოყენებული იქნება ჩამოკიდებული გონგი 150 მილმეტრის დიამეტრის.

● შედეგიან მოხვედრად ჩაითვლება ის შემთხვევა როდესაც მოხვედრილი ტყვია უზრუნველყოფს სამიზნის წაქცევას, ხოლო ბონუს სამიზნის შემთხვევაში ტყვიამ უნდა უზრუნველყოს სამიზნის გამოძრავება და მკაფიოდ მოხვედრის ხმის გამოცემა. თუ ტყვია მხლოდ მსუბუქად შეეხება სამიზნეს და ვერ უზრუნველყო საკმარისი ენერგიის მინიჭება სამიზნისთვის რომელიც მას წააქცევდა ან გაამოძრავებდა, ასეთი მოხვედრა შედეგიანად არ ჩაითვლება.

● სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target (ლინკი განახლების პროცესშია)


სამიზნეების ზომები და ქულები:

- ყველა სამიზნე მიუხედავად იმისა თუ რა კლასში იქნება გამოყენებული, ან რა დისტანციაზე იქნება განთავსებული, იქნება ერთი ზომის
- გამოიყენება რკინის მრგვალი სამიზნე თითოეული სამიზნის დიამეტრი არის 50 მილიმეტრი
- ბონუს სამიზნედ გამიყენება გონგი 150 მილიმეტრის დიამეტრის
- სულ წასაქცევი სამიზნეების რაოდენობა 1 მსროლელზე 1 რაუნდში არის 15 ცალი
- ასევე იმავე რაუნდში მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ბონუს გონგის დაზიანება 1 ტყვიით
- შედეგად სულ 1 რაუნდში მონაწილე ისვრის 16 ტყვიას (15 წასაქცევ სამიზნეზე და 1 ბონუს სამიზნე)


ქულების დათვლა:

- თითო წაქცეული სამიზნე ითვლება 10 ქულად
- ბონუს სამიზნე ითვლება 20 ქულად
- მაქსიმალური რაოდენობა რაც შეიძლება მონაწილემ დააგროვოს ერთ რაუნდში არის 170 ქულა


უსაფრთხოება

● ყველა მონაწილე ვალდებულია შეჯიბრზე გამოცხადდეს თავისი იარაღით, იარაღი უნდა იყოს განმუხტული. კერძოდ - იარაღში შეიძლება იყოს ჰაერი, ან აირი რომელიც გამოიყენება სროლისთვის, მაგრამ იარაღში არ უნდა იყოს განთავსებული კლიპი, ან ტყვია და იარაღი არ უნდა იყოს გადატენილი და საბრძლო მდგომარეობაში მოყვანილი.

● მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის გადამოწმების დროს იარაღი წარუდგინოს მსაჯს, ან შეჯიბრის ორგანიზატორებს აჩვენოს რომ იარაღი არაა დატენილი და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ამის შემდეგ კი იარაღი უნდა განათავსოს ცალკე გამოყოფილ ზონაში, სადაც იარაღი იქნება განთავსებული იმ დრომდე სანამ მონაწილეს არ მოუწევს თავისი რიგი.

● შეჯიბრის ტერიტორიაზე არ დაიშვება იარაღის შემოწმება, მიზნის გასწორება და იარაღის ხელით ტარება.

● ნებისმიერი ტექნიკურად გაუმართავი იარაღი (თვითსროლა, მექანიზმის გაჭედვა, ჰაერისგან დაცლა, ნაწილების მოძრობა, კონდახიდან ამოვარდნა, არასაიმედოობა რომელიც გამოვლენილი იქნება მსაჯის მიერ) განხილვის გარეშე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

● ყველა მონაწილემ იარაღი უნდა განათავსოს ცალკე გამოყოფილ ზონაში, და აიღოს იარაღი მხოლოდ მაშინ როდესაც მას უწევს ესტაფეტაში მონაწილეობა

● ერთ რაუნდში მონაწილეები ვალდებულნი არიან ჩათვლითი დროის 15 წუთის დამთავრებამდე იარაღი დატოვონ მაგიდაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ სროლა გამოყოფილ დროზე ადრე დაამთავრეს.

● იარაღის მაგიდიდან აღება მოხდება მსაჯის ნებართვის შემდეგ.

● სროლის დამთავრების შემდეგ იარაღი მსაჯის თანდასწრებით შემოწმებული უნდა იყოს რომ განმუხტულია და დაბრუნებული უნდა იყოს, ან იარაღის შენახვის ზონაში, ან შენახული იყოს ჩანთაში, ან ყუთში და გატანილი იყოს შეჯიბრის ზონიდან

● შეჯიბრის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობას, ქულების დათვლის დამთავრებამდე და დაჯილდოების დასრულებამდე იარაღი უნდა იყოს განთავსებული უსაფრთხოების ზონაში. მონაწილეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აქვს უფლება იარაღი წასვლამდე აიღოს, გადასცეს სხვას, ან ნებისმიერი სხვა მოქმედება ჩაატაროს. ხალხმრავალ ტერიტორიაზე სადაც ძნელია კონტროლი, არ არის მიზანშეწონილი იარაღის უკონტროლოდ მოძრაობა ნებისმიერი ფორმით.


პასუხისმგებლობა

ყველა მონაწილე პასუხისმგებელია თავის იარაღზე, იარაღის დაზიანება, დაკარგვა, მოვლა უსაფრთხოდ განთავსება, შენახვა და სხვა მოქმედებები რომელიც შეიძლება მოხდეს თოფის შეჯიბრის ტერიტორიაზე არსებობის დროს არის მონაწილის მხარეს. იარაღზე პასუხს არ აგებენ შეჯიბრის ორგანიზატორები არანაირი ფორმით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2026 - 02:48 AM
Hosted by Pro-Service