გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Geoffrey-Kolbe და JbmBallistics ბალისტიკური პროგრამები, განხილვა, გამოყენება.
MonSoon
პოსტი Mar 12 2020, 05:57 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით.

მინდა გაგიზიაროთ 2 საინტერესო პროგრამის შესახებ. რომლის მიხედვითაც თეორიულად მოახერხებთ სასურველი ფორმის, ზომის, კალიბრის, ბალისტიკის ტყვიის შექმნას და ამ ყველაფერს მოარგებთ სასურველი ლულის ტვისტზე. იგულისხმება სლაგები. ჩვეულებრივ მრგვალთავიან ტყვიებზე (პულკები, პელეტები) არ მუშაობს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც პნევმატიკაში ისე ცეცხლსასროლში მაღალ სიცქარეებზე. სიჩქარეების დიაპაზონია 150 მ/წამიდამ 1000 მ/წამზე მეტი.

2_ვე პროგრამა დაფუძნებულია Robert L. McCoy_ის ალგორითმზე. ვინ იყო McCoy ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ძალიან კარგი ნაშრომები ეკუთვნის გარე ბალისტიკაზე.

თავიდან ჩავაგდებ ორივე პროგრამის ლინკს. არ საჭიროებს გადმოწერას. პირდაპირ ონლაინ შეიძლება მუშაობა.


1).
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

2).
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



jbmballistics არის ძალიან კარგი საიტი. გარდა იმისა კეთებისა რაც ჩამოვთვალე, დამატებით კიდევ ბევრი ბალისტიკური ფუნქცია აქვს. ვინც არ იცის ძაან გამოადგება. არის ინფორმაცია ბალისტიკური კოეფიციენტის დადგენაზე. წიგნებზე, 3d პროგრამებზე და ა.შ. მთავარ გვერდზე გადასასვლელ ლინკს ჩავაგდებ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




მოკლედ სიტყვა რო არ გამიგრძელდეს საქმეზე გადავალ.

რა აქვთ საერთო და რით განსხვავება ეს 2 პროგრამა ერთმანეთისგან ?
2_ვე პროგრამაში დეტალურად უნდა იქნეს შეყვანილი სასურველი ან უკვე ცნობილი ტყვიის მონაცემები. სიგრძე, კალიბრი, ცხვირი კუდი და ასე შემდეგ. ქვევით ამ ყველაფეერს დამატებით განვიხილავთ.

geoffrey-kolbe_ს უპირატესობა ის არის რომ შესაყვანი პარამენტრები მოცემულია ნახაზის სახით, ამით მარტივდება ტერმინების გაგება.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




გარდა ამისა, პასუხს გადმოსცემს გრაფების სახით რაც ასევე ადვილად აღსაქმელია, მთავარია გარჩევა შეგეძლოს.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


jbmballistics_ის შემთხვევაში ეს ინფორმაციები ციფრების სახით არის გადმოცემული.


მემგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი და ამიტომაც პირდაპი შიდა მენიუს განხილვაზე გადავალ.

მოკლედ, საკუთარი გაკეთებული მაგალითის მიხედვით განვიხილოთ, რომელსაც ყველაზე მეტი ვუტრიალე. ეს არის .172 კალიბრის ტყვია. არ გეშლებატ 17 HMR_ს ვგულისხმობ. ლულა კი 9 ტვისტის იმიტო რო მეტი არ იშოვება. რა, როგორ და რანაირად ამაზე აღარ გავარგრძელებ. რატომ არ ავიღე ჩვეულებრივი 450 ტვისტიანი 4.5 კალიბრის ლულა ?? იმიტომ რომ 4.5 ის სლაგს ამ პროგრამაში ვერ ვუკეთებდი უკან კონუსურ ფორმას ე.წ. boat tail_ს. მიზეზი იყო ნელი ტვისტი. მოგეხსენებატ გრძელ ტყვიას უნდა უფრო სწრაფი ტვისტი. მეორე მიზეზი ის რომ 17 hmr არის ცეცხლსასროლი ტყვია და მინდოდა დაბალ და მაღალ სიჩქარეებზე განხილვა ყოფილიყო.

Boat Tail_შო ამას ვგულისმხობ. ტყვიის უკან შევიწროვებულ, ფორმას.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ესეიგი მაქვს ლულა რომელსაც აქვს ტვისტის რაოდენობა 1:9 ინჩი ანუ ჩვენებურად 1:228 სმ და მინდა რომ ამ ლულაზე მოვარგო სასურველი ტყვია. ან მაქვს უკვე გამზადებული ტყვია და მინდა რომ შევუსაბამო შესბამისი ტვისტის ლულა. ამისათვის შევდივართ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

სადაც გაიშლება რამოდენიმე ინფორმაცია. რომელთაგან მხოლოდ 2 გვაინტერესებს

Barrel twist - ტყვიის შედგენა და ლულა ზე მორგება ან პირიქით.
Drag curve to trajectory program – აქ უკვე შეგვიძლია ჩვენი შედგენილი ტყვიის ჩანახატი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება, ასევე სასურველ ტვისტზე როგორ ზის სხვადასხვა სიჩქარეებზე და ასევე ამ ტყვიის ბალისტიკური მონაცემები.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



დავიწყოთ პირველით, Barrel twist. შევდივართ და მარცხნივ არის გამოტანილი უჯრები სადაც შეგვყავს ტყვიის მონაცემები, ყველა მონაცემის შეყვანა აუცილებელია გარდა Or Boat-tail angle (degrees) და ბოლო უჯრისა. მონაცემები შეგვიძლია შევიყვანოთ ინჩებში ან მილიმეტრებში. მარჯვენა მხარეს მონაცემებში უნდა მოინიშნოს პნევმატიკისტვის Soft lead, unjacketed bullets (11.4 gms/cc.), ეს ნიშნავს რომ ტყვია არის გარსის გარეშე და არის "შიშველი" ტყვია.
როგორც ზევით აღვნიშნე უკვე გაკეტებული ტყვიის მონაცემები მაქვს შეყვანილი.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ვაჭერთ calculate_ს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შევეცდები მოკლედ ავხსნა რა მონაცემიც გამოიტანა.

ჩვენ ვიცით რო დიდი სიჩქარით გასროლილი ტყვიისთვის არსებობს ფრენის 3 ზონა. ეს არის supersonic (1700 მ/წ - 410 მ/წ), transonic (410 მ/წ - 270 მ/წ. მათ შორის არის ბგერის სიჩქარე 340 მ/წ) და subsonic (270 მ/წ და ქვევით). პნევმატიკისთვის სასურველი ზონაა subsonic ანუ 270 მ/წ_ის ქვედა სიჩქარეები.
სურათს თუ დავაკვირდებით ჩემს მიერ მინიშნებული ლურჯი ციფრი 1, არის 900 fps გადაკვეტილი 1,5 სტაბილურობის ფაქტორთან.
1.5 ითვლება ტყვია/ტვისტის შეფარდების იდეალურ კოეფიციენტად. ძველად იყო 1.2 მაგრამ ბოლო ცდების მიხედვით ოპტიმალურ ციფრად დღეს დღეისობით მიღებულია 1.5. არსებობს დიაპაზონიც რომლის ზონაშიც სიზუსტე არ გაუარესდება. ეს არის 1.3-1.5 მდე და 1.5-1.7 მდე კოეფიციენტები. ეს ყველაფერი ეხება პნევმატიკას და მის სიჩქარეებს. ხოლო ცეცხლსასროლზე იგივე გრაფაში მთელს supersonic ზონა უნდა ჩაჯდეს 2-2.5_ში. ესაც ფოტოში შეგვიძლია ვნახოთ ლურჯი ციფრი 2 და 3. ტყვიაზე ნებისმიერი მანიპულაციით შეგვიძლია ყველანარი მონაცემი შეიცვალოს. ეს უკვე პრაქტიკის ამბავია და მუშაობის.

კიდევ ერტი მომენტი პნევმატიკაზე. ლურჯი ციფრი 1_ით მონიშნული 900 fps და ქვევიტ ზონა როგორც დავწერე სასურველია რომ მოეცეს 1.5-1.7 ის გრაფაში, როგორც სურათზეა. 1.7 მტავრდება 500 fps_ზე , კიდესთან. ეს იმას ნიშნავს რომ 9 იანი ტვისტით ეს კონკრეტული ტყვია შეგვიძლია გავისროლოთ 270_250 მ/წამამდე. და იქნება კარგათ დაბალანსებული ამ ლულის მიერ.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


იგივე ტყვია/ლულა შეგვიალია გადავამოწმოთ jbmballistics_ში. მარჯვნივ კიდეში არის ის სტაბილურობის ფაქტორები რასაც განვიხილავდით
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




გადავიდეთ Drag curve to trajectory program_ზე. აქაც იგივე პრინციპიტ არის მონაცემები შესაყვანი და ზუსტად იგივე სიზუსტის. შევიყვანთ მონაცემებს და ვაჭერთ calculate_ს.

აქ უკვე ვხედავთ ჩვენი ტყვიის მიახლოვებულ, გამოხატულ ფორმას. მარჯვნივ კი არის სავარაუდო ბალისტიკური კოეფიციენტი და ტვისტი კონკრეტულ სიჩქარეზე. სიცქარე წერია mach_ის სახით. 1 mach უდრის 340 მ/წ_ს. ასევე ballistic_ზე დაჭერიტ გადავდივართ ამ ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებზე. ამაზე ოდნავ ქვევით განვავრცობ.
ამასთან ერტად კიდე ერთ ინფორმაციას გამოიტანს პროგრამა. ეს არის წინააღმდეგობის კოეფიციენტი (drag coefficient), ეს ციფრი რაც დაბალია მით ნაკლები წინააღმდეგობა აქვს ტყვიას. შესაბამისად ბალისტიკური კოეფიციენტიც მეტი აქვს. კარგ ციფრად ითვლება 0.23 მაგრამ ფოტოში ხედავთ რომ დაახლოევიბით 0.16_ზე დგას 0.4-0.8 mach ანუ სადღაც 150-270 მ/წამის დიაპაზონია.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



გავაგრძელოთ ballistic_ზე. აქ უკვე ტყვიის მონაცემებია ასახული. განხილვარ არ დავიწყებ.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




სულ ეს იყო. ყველაფრის დეტალურად განხილვა, აუტანელს გახდიდა წაკითხვისას. ძირითადები შევეცადე გადმომეცა. დანარჩენ კომენტარებში განხილვის ან მასზე მუშაობის შედეგად უნდა გაკეთდეს. პირველივეზე მარტივი საკეთებელი არ არის, ცოტა დრო უნდა შესწავლას.

აქვე დავამატებ ძირითად პარამეტრებს ტყვიისა, თუ საიდან უნდა დაიწყო და რა ზომებია გასათვალისწინებელი. მოკლედ რო ვთქვათ გამოსაძერწი ტყვიის ფორმა საიდანაც დაიწყებს ადამიანი მუსაობას.
პროგრამის ინგლისურენოვანი სიტყვებით დავწერ რო ადვილი იყოს სურათსაც დავურთავ.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


1) Bullet diameter (კალიბრი). მაგალითად 4.5 მმ.
2) Bullet length (ტყვიის მთლიანი სიგრძე).
3) Nose length (ცხვირის სიგრძე). სასურველი არაუმეტეს 3 ჯერ მეტი კალიბრისა ანუ 4.5x3=13.5 მმ. სტანდარტულად 30-150 % კალიბრის.
4) Meplat diameter (ცხვირის სიგანე) სასურველია არაუმეტეს 70 % კალიბრისა. სტანდარტულად 50%_ის ქვევით
5) Drive-band diameter - კალიბრის ზომა.
6) Base diameter (კუდის სისქე) სასურველი არაუმეტეს 65% კალიბრისა.
7) Boat-tail angle (degrees) გამოვტოვოთ. ავტომატურად წერს პროგრამა.
8) Boat-tail length - სასურველია არაუმეტეს 100 % კალიბრისა.

ჩამოთვლილთაგან ძალიან მგძნობიარეა 1 მმ_იან შეცვლაზეც კი 2. 4 და 6 პუნქტები.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Mar 12 2020, 11:57 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 696
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი



MonSoon


ეუჰ, დისერტაცია დაგიცვია !!! smile.gif

მალადეც!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Mar 13 2020, 12:43 AM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 1,832
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



საინტერესოა, პირადად მე ძაან მეკომფორტულება ქართულად მსგავსი რაღაცეები. მართლა კარგად გიშრომია და ზუსტად ვიცი ბევრს წაადგება ეს თემა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 13 2020, 09:25 AM
პოსტი #4


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



გმადლობთ.

............
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Mar 13 2020, 01:31 PM
პოსტი #5


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,537
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



MonSoon
შენ ჩემო გიოო, უნდა გადახვიდე, სკოლებში და მთავრობა რომ გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, აი მაგ ფორმატში.
მართლა ყოჩაღ, ძაან დასაფასებელია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 13 2020, 10:01 PM
პოსტი #6


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



giga2010
მადლობა გიგა ბატონო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი Mar 14 2020, 09:11 AM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,091
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



ციტატა(giga2010 @ 13th March 2020 - 02:31 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენ ჩემო გიოო, უნდა გადახვიდე, სკოლებში და მთავრობა რომ გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, აი მაგ ფორმატში.
მართლა ყოჩაღ, ძაან დასაფასებელია


clapping.gif clapping.gif clapping.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი Mar 24 2020, 12:05 AM
პოსტი #8


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



მართლა საინტერესო თემას განმარტავ გიო ფორუმს გამოადგება ეხლაც და მომავალშიც, ერთერთი აუცილებელი "საგანია" ზუსტი სროლისთვის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 24 2020, 12:31 PM
პოსტი #9


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ჯაჯა შემოვა და გაასუფთავებს, ამის შემდეგ ტავიდან დავპოსტავ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 24 2020, 12:56 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,224
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



გასუფთავებულია თხოვნის მიხედვით დაიწყე თავიდან.

გაითვალისწინე რომ შენ სურათის პირდაპირ ლინკებს არ იყენებდი….
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 24 2020, 03:35 PM
პოსტი #11


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით.

ცოტას განვავრცობ ამ თემას. შევეცდები გრაფიკული ცხრილების სახით გადმოვცე თუ რა მოსდის ტყვიას როდესაც მას შევუცვლით ცხვირის ფორმებს. კუდს უცვლელად სწორს ვტოვებთ ე.წ. boar tail_ს. ცხრილები გაკეთებულია ზემოთ აღნიშნული პროგრამის დახმარებით. ძირითადში Geoffrey-kolbe_ს ვხმარობდი. შევეცადე მეტი თვალსაჩინოებისთვის სიჩქარეები გამომეყო 3 ნაწილად.

საბსონიკი (270_ის ქვევით)
ტრანსონიკი (270-410 მ/წ)
და ასევე
ბგერის სიჩქარე 340 მ/წ. 340 არის სტანდარტული ციფრი, სხვადასხვა გარემოში არის სხვადსხვა და იცვლება გარემო პირობების მიხედვით.
ანუ გრაფები ზირითადში პნევმატიკისტვის იქნება განკუთვნილი მაგრამ ცეცხლსასროლის ზონის დასაწყისიც ჩანს.


სანამ გადავალთ საქმეზე, აღვნიშნავ რომ ცხრილებში ნაგულისხმები პროცენტები და ასევე 0.7-2.5კალ_მდე ციფრები, 4.5 კალიბრზეა ათვლილი. მაგალითად როცა წერია 20 %, იგულისხმება რომ ტყვიის კალიბრის 20 % ანუ 4.5მმ x 20% =8 მმ. თუ წერია 40 % იგულისხმება 4.5მ x 40% =1.6 მმ.

იგივეა როცა წერია 0.7 კალ. ანუ ტყვიის კალიბრის 0.7 ნაწილი ანუ 4.5მმ x 0.7კალ =3.2 მმ. ასევე 1.5 კალ_ის შემთხვევაში იქნება 4.5მმ x 1.5კალ = 6.8მმ და ასე შენდეგ.
გრაფები არ შეიცვლება თუ სხვა კალიბრს ჩავწერთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს კეთდება 4.5 პნევმოსთვის თუ 300 win mag_თვის ცეცხლსასროლზე. მხოლოდ კალიბრის ციფრი იცვლება. 4.5მმ_ს განვიხილავ იმიტო რო მოგეხსენებათ მეტი კალიბრი პნევმატიკისთვის ჩვენთან დაშვებული არ არის.


ნოკლედ დვიწყოთ.
ცხრილის მარცხნივ წერია "წინააღმდეგობის კოეფიციენტი CD" (Drag Coefficient) რაც გულისხმობს ტყვიის წინააღმდეგობის და დაბრკოლებების გადალახვას გასროლის შემდეგ. შემოკლებით cd_საც უწოდებენ. რაც მაღალია ეს ციფრი მით უფრო მაღალია წინააღმდეგობების გადალახვის შესაძლებლობა ტყვიისთვის. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა იყოს რაც შეიძლება დაბალი ეს ციფრი. ბალისტიკური კოეფიციენტი მიბმულივით არის ამ ციფრზე, შესაბამისად რაც ნაკლებია cd მით მეტია ბალისტიკური კოეფიციენტი BC, იმიტომ რომ ტყვიისთვის წინააღმდეგობაც ნაკლებია რაც ზრდის bc_ს.

ცხრილის ქვევით არის სიჩქარეები მეტრ წამებში.

ცხრილის ზევით არის ტყვიის ცხვირის სისქე ე.წ. Memplat. (პირველი პოსტის ბოლოში წერია განმარტება), ცხრილის წევრებისთვის მუდმივია memplat_ის პროცენტულობა.

ცხრილის მარჯვნივ არის ტყვიის ცხვირის სიგრძე, მუდმივი memplat_ის დროს.


დავიწყოთ.


ცხრილი ნომერი 1.
ცხვირის სიგრძე ანუ memplat გაქვს 20 % კალიბრისა.
აქ ყურადღება გავამახვილოთ ძირითადში მაღალ სიჩქარეებზე ქვედა ტრანსონიკზე ანუ 270-330 მ/წ_ის შუალედში, სანამ ბგერის სიჩქარე იქნება.

როგორც ვხედავთ 270 მ/წ_მდე ყველა ფორმის ტყვია სტაბილური თანაბარი ძალით უმკლავდება დაბრკოლებებს, უჭირავს თანაბარი cd_ს სიფრი 0.23. ამ შემთხვევაში 20 % ცხვირის წვეტის სისქე გვაქვს ყველა მნიშვნელობისთვის მუდმივი. 4.5 კალიბრისთვის 20 % არის 9 მმ. ანუ საკმაოდ წვეტიანია. თუ დავაკვირდებით ცხრილს დავინახავთ რომ 0.7კალ. ლურჯი ხაზი 270 მ/წ_დან ზევით იწევს ანუ უარესდება მისი სტაბილური ფრენის მაჩვენებლები. შესაბამისად მისი bc_ც უარესდება. მალევე მაგრამ უფრო მძიმედ ადის ზევით ასევე 1კალ._ის წითელი ხაზიც. ნილსენის და ჯსბ_ის სლაგები ჯდება დაახლოვებით მაგ 0.7 და 1კალ_ის ცხვირის სიგრძეში ოღონდ თუ გავიხსენებთ მათ წვეტი აქვთ არა 20 % კალიბრისა არამედ საკმაოდ სქელი. ასევე მათი cd უარესდება ბგერის სიჩქარის, 340 მ/_ის ზევითაც, შესაბამისაც უარესდება bc_ც.

უფრო გვიან მძიმედ აიწია 1.5კალ_ის მწვანე ხაზიც, დაახლოვებით 300 მ/წ_დან. წინა 2_გან განსხვავებით ბგერის სიჩქარის ზევით დასტაბილურება მოახერხა.

2კალ და 2.5კალ_ის შემთხვევაში, უფრო გვიან 310 მ/წ_დან აიწია მათი ხაზები. ცისფერი და იასამნისფერი. ბგერის სიჩქარეს სხვებზე უკეთესად გაუმკლავდნენ და პირიქით მათი cd გაუმჯობესებისკენ წავიდა ბგერის სიჩქარის შემდეგ. cd 0.4_ის ფარგლებში არის კარგი მაჩვენებელი ზოგადად ცეცხლსასროლზეც კი. ეს 2_ვე ზომის ტყვია არის ნორმალურზე მეტად გრძელი და წვეტიანი. ცხვირის სიგრძეებია 9 მმ და 11.3 მმ_ები. დავამატოთ ტანისსიგრძეც და საკმაოდ გრძელები გამოდის 4.5 კალიბრთან შედარებით. რათქმაუნდა მატ ბევრად სწრაფი ტვისტის ლულაც დასჭირდებათ, შესაბამისი სტაბილური ბრუნის მისანიჭებლად.

საბოლოოდ რო დავასკვნათ ამ გრაფაზე. გრძელი მაგრამ წვეტიანი ცხვირისთვის დაბრკოლების გადალახვა უფრო ადვილია დიდ საიჩქარეებზე ვიდრე მოკლე ცხვირიანი მაგრამ წვეტიანი ცხვირისთვის. ამიტომაც არის ცეცხლსასრის ტყვია უფრო წვეტიანი და გრძელი ცხვირებით.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 24 2020, 03:47 PM
პოსტი #12


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



გავაგრძელოთ.


ცხრილი ნომერი 2.
აქ უკვე შევცვალეთ ცხვირის სიგანე, ანუ წვეტი გავასქელეთ კალიბრის 40%_მდე. უცვლელი დავტოვეთ 0.7-2.5კალ. ცხვირის სიგრძეები. ვნახოთ რა შეიცვლება.

0.7კალ. ლურჯი ხაზით ოდნავ დასტაბილურდა. ხოლო cd_ს გაუარესება სადღაც 280 მ/წ_დან დაიწყო. ასევე ბგერის სიჩქარეზე და მის ზევით ცოტათი დასტაბლურდა. cd_ს მატება ნიშნავს რომ მოიმატა წინააღმდეგობამ, შესაბამისაც გაუარესდა ბკ ანუ ბალისტიკური კოეფიციენტი.
1კალ.წითელი ხაზით ასევე დასტაბილურდა დაბალ სიცქარეებზე და უფრო უკეთესად გამოიყურება სიჩქარის ყველა დიაპაზონში ვიდრე 0.7კალ. ახლა უკვე 280_ის მაგივრად 300 მ/წ_დან დაეწყო cd_ს გაუარესება ანუ წითელი ხაზის ზევით ასვლა. 300 მ/წ_მდე უკვე სტაბილურ cd_ს ინარჩუნებს დაბალი სიჩქარეებიდანვე.

ხოლო 1.5-2და 2.5კალ_ის მდგომაროება საეროდ არ შეცვლილა ბგერის სიჩქარემდე. ისევ 310 მ/წ_დან ნელ-ნელა გაუარესდა cd მათთვის. მხოლოდ სულ ცოტათი სხვაობაა გაუარესებისკენ ბგერის სიჩქარეზე და ზევით. ზედა ტრანსონიკში. ამ სამში უფრო მეტად დასტაბილურდა 1.5 კალ. ყველა სიჩქარეზე. მე ვფიქრობ ცხვირის სიგრძე 1.5კალ. და 40%_იანი ცხვირის სიგანე ოპტიმალური შეფარდებაა. ამას ისიც მაფიქრებინებს რომ შემდგომ ცვლილებაზე მისი cd უარესდება. ამას ვნახავთ.

ანუ დასკვნის სახით მინდა ისევ დავწერო. როცა ცხვირი ანუ წვეტი გავასქელეთ, მოკლე ცხვირის ტყვია მეტად დასტაბილურდა, ხოლო გრძელი ცხვირის ტყვია ოდნავ არასტაბილური გახდა ბგერის სიჩქარეზე და ზევით. დაბალ სიჩქარეზე არ შეცვლილა მისთვის არაფერი. ჯერ კიდევ ოპტიმალურ შეფარდებებში ზის და ესაა მიზეზი ჩემი აზრით.





გავაგრძელოთ.


ცხრილი ნომერი 3.
აქაც შევცვალეთ მხოლოდ ცხვირის სისქე. წვეტი უფრო გავასქელეთ კალიბრის 60 %_მდე. უცვლელი დავტოვეთ 0.7-2.5 კალ. ცხვირის სიგრძეები. ვნახოთ რა შეიცვალა ამ შემთხვევაში.

0.7კალ. ცხვირის სიგრძე ლურჯი ხაზით განაგრძობს დასტაბილურებას, ახლა უკვე 290 მ/წ_ზე სრულად დასტაბილურდა და 300 მ/წ_დან უკვე მძიმე-მძიმედ დაიწყო cd_ს გაუარესება. წინა 40%_იან გრაფას რო გადავხედოთ იქ სრულად არ იყო დასტაბილურებული 280_ზეც კი. ასევე მნიშვნელოვანი გამოკეთება ეტყობა ბგერის სიჩქარის მიდამოებში და ზევით.
1კალ. წითელი ხაზით ასევე დასტაბილურდა ბგერის სიჩქარემდე. ბგერის სიჩქარეზე და ზევით მისი მდგომარეობა არ შეცვლილა წინა ცხრილთან შედარებით. ამ 60%_იან ცხვირზე, 0.7კალ._მა აჯობა დასტაბილურებაში. როგორც ჩანს საკუთარი თავი იპოვეს ამ 2_მა ტყვიამ თუ სად სტაბილურდებიან ყველაზე კარგათ.

1.5კალ._ის მდგომარეობა არ შეცვლილა ბგერის სიჩქარემდე. მას ზევით კი ოდნავ გაუარესდა.
2-2.5კალ._ები 310 მ/წ_მდე ისევ სტაბილურად დგანან. cd_ს გაუარესება დაიწყო 310_ის ზევით და უფრო მეტად ვიდრე წინა ცხრილში ვნახეთ.

აქაც მინდა დასკვნის სახით დავწერო. საერთო სურათი ფაქტიურად არ შეცვლილა წინა ცხრილთან შედარებით. როცა უფრო მეტად გავასქელეთ ცხვირის წვეტი, ამ შემთხვევაში მოკლე ტანის ტყვიაა უფრო მეტად დაეტყო დასტაბილურება. ყველაზე მეტად კი ეს იყო ჯსბ და ნილსენის ტიპის ტყვიაზე ანუ 0.7-1 კალ_ზე.

უფრო გრძელი ცხვირის ტყვიებს კი cd_ს გაუარესება დაეტყოთ ბგერის სიჩქარეზე და მის ზევით. ანუ ამ ფორმებს ხო ცეცხლსასროლში იყენებენ ამიტომაც ცდილობენ ალბათ რომ წვეტი ჰქონდეს ტყვიას. ანუ ისევ მივდივართ იქითკენ რომ მოკლე ცხვირის ტყვიას უნდა ფართე ცხვირი და გრძელი ცხვირის ტყვიას წვრილი ცხვირი. რაც გრძელია ცხვირი მით წვრილი უნდა იყოს. რაც მოკლეა ცხვირი მით ფართე ცხვირი უნდა.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: Mar 24 2020, 03:48 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 24 2020, 03:55 PM
პოსტი #13


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



გავაგრძელოთ.


ცხრილი ნომერი 4. ბოლო ამ ეტაპზე.
აქაც შევცვალეთ მხოლოდ ცხვირის სიგანე ანუ წვეტი, გავასქელეთ უკვე კალიბრის 80 %_მდე. უკვე საკმაოდ სქელი ცხვირი აქვს. 4.5 კალიბრში 3.6 მმ ცხვირის სისქე. უცვლელი დავტოვეთ 0.7-2.5კალ. ცხვირის სიგრძეები. ვნახოთ რა შეიცვალა.

როგორც ცხრილში ჩანს ხუთივე ხაზი ერთად არის შეჯგუფებული, თითქმის ყველა სიჩქარეზე. ეს მიანიშნებს იმაზე რომ ზოგმა თავისი თავი იპოვა, ზოგისთვის კიდევ სიტუაცია გაუარესდა განვლილ ცხრილებთან შედარებით.

0.7კალ_მა თავი იპოვა და ახლა უკვე ბგერის სიჩქარემდე მაქსიმალურად დასტაბილურებულია. თუ დავაკვირდებით ცხვირის გასქელებასთან ერთად მისი პროგრესიც არ წყდებოდა. ახლა უკვე 310 მ/წ მდე სტაბილურად უჭირავს კარგი cd. ერთადერთი ბგერის სიჩქარის ზევით მნიშვნელოვნად ვერ მოახერხა გაუმჯობესება. მაგრამ პროგრესი აქაც ჰქონდა.
1კალ._ს მდგომარეობა ბგერის სიჩქარემდე არ შეცვლილა წინა ცხრილთან შედარებით. მხოლოდ ზედა ტრანსონიკში, დაეტყო cd_ს გაუარესება, შესაბამისად გაუარესდებოდა ბკ_ც.

1.5-2.5 კალ_ის შემთხვევაში, ისევ და ისევ 310 მ/წ_ის შემდეგ დაეწყოთ გაუარესება. ბგერის სიჩქარეზე და მის ზევით უფრო მეტად გართულდა მათი მდგომარეობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი Mar 24 2020, 04:03 PM
პოსტი #14


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 614
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



სულ ბოლოს მინდა რომ საბოლოო დასკვნის სახით დავწერო თუ რა გამოჩნდა ამ ცხრილებიდან და გრაფებიდან. ამისათვის 4_ვე გრაფას ერთად დავდებ რომ უცბათ გადაევლოს თვალი. ვცდილობ საკუთარი აზრი ნაკლებად დავაფიქსირო და უფრო ფაქტის სახით რაც არის იმაზე ვისაუბრო.







ისევ თავიდან რომ გავიმეორო. გვაქვს ტყვიის სხვადასხვა ცხვირის სიგრძე, კალიბრის 0.7_დან 2.5_მდე სიგრძით. კალიბრი ამ შემთხვევაში გვაქვს 4.5 მმ. სხვა კალიბრის ჩასმის შემთხვევაში გრაფები არ შეიცვლება. არც 4.5მმ_ზე და არც 300 win mag_ზე.

ესეიგი 0.7კალ. არის საკმაოდ პატარა ცხვირის სიგრძე. 2.5 კალ არის საკმაოდ გრძელი.
დავიწყეთ 20% ცხვირის წვეტის სისქით. მოკლე ცხვირის cd ანუ ბალისტიკური მონაცემები 270 მ/წ_ის ზევით უარესდებოდა იმიტო რო 20 % საკმაოდ წვეტიანი გამოდგა მოკლე ცხვირზე. ცხვირის გასქელებასთან ერთად მისმა cd_მ გამოსწორება დაიწყო.
ხოლო გრძელი ცხვირის ტყვიას (2-2.5 კალ) საუკეთესო cd მაჩვენებლები ჰქონდა 20%_იან წვეტზე. ცხვირის გასქელებასთან ერთად პირიქით cd_ს მონაცემები ნელ-ნელა გაუარესდა.

საბოლოოდ კი 0.7-1კალ მაქსიმალურად დასტაბილურდა სქელ ცხვირზე. ხოლო 2-2.5 კალ. კი ვიწრო ცხვირზე. ანუ ამიტომაც არის ცეცხლსასროლის ტყვია უფრო გრძელი და წვრილი ცხვირის. ზოგადადაც გრელია მტლიანად.

მე შემეძლო ასევე დამედო 3კალ_ის მონაცემებიც ანუ კიდევ უფრო გრძელი ცხვირით. ესე ფაქტების გარეშე მინდა დავწერო რო მას კიდევ უფრო კარგი მაჩვენებლები აქვს ბგერის სიცქარეზე და მის ზევით ვიდრე 2-2.5 კალ_ებს, ოღონდ თუ შესაბამისი სისქის წვეტს გავუკეთებთ.

ერთ მომენტსაც დავაკვირდეთ ამ ცხრილებში. როცა ყველა მაქსიმალურად დასტაბილურდა, ჩანს რო ყველა არის 310 მ/წ_მდე სტაბილური მის ზევით ნელ-ნელა მაგრამ მაინც უარესდება cd.
და მეორე
თუ დავაკვირდებით გრაფას, მიწერია რომ ყველა პატამეტრი გაკეტებულია ტყვიის სწორი კუდის ფორმით. ასევე დავაკვირდეთ რომ 270 მ/წ_მდე ყველას უჭირავთ cd 0.23-0.24_ის რაოდენობით, ანუ ფრენისას ერტნაირი გადალახვა აქვთ დაბრკოლების რა სიგრძის ცხვირიც არ უნდა გაუკეთო ტყვიას 0.23_ის დაბლა არ ჩამოდის. რათქმაუნდა განსხვავებულ კალიბრზე ტყვიის მთლიანი სიგრძეც და წონაც იქნება სხვადასხვა. შესაბამისად ბკ_ც უფრო მაღალი იქნება. ოღონდ წონის ხარჯზე. იქნება მაღალი.

თუ შევცვლით კუდის უკანა ნაწილს და გავაკეტებთ კონუსურს ანუ boat tail_ს, აქ კიდევ უფრო გაიზრდება წინააღმდეგობის გადალახვა, დაიწევს cd_ს რიცხვი. შესაბამისად მოიმატებს ბკ.

boat tail_ით შეგვიძლია მივიღოთ უკეთესი მაჩვენებლები ვიდრე სწორი კუდის შემთხვევაში, ანუ მოკლე ტყვია მაგრამ boat tail_ით უკეთეს cd_ს და ბკ_ს მოგვცემს ვიდრე მეტი წონის და მეტი სიგრძის ტყვიის შემთხვევაში გვექნებოდა.

სიტყვა გამიგრზელდა. სულ ეს იყო. გმადლობთ. შემდეგში შევეცდები ამ თემის კიდევ უფრო გასლას და ასევე შევეცდები 2 სიტყვას დაწერას კონუსური კუდის ე.წ. boat tail_ც, რა და როგორ იცვლება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი Mar 25 2020, 09:43 PM
პოსტი #15


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 452
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



დაბლენდერებული თემაა კარგია გიო ამ თემის ხშირი სტუმარი ვიქნები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th April 2020 - 07:44 PM
Hosted by Pro-Service