გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მესამე შეჯიბრი BR25 (EURO), 2018 წლის 23 სექტემბერი
okela84
პოსტი Sep 25 2018, 04:18 AM
პოსტი #41


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ხანგრძლივი 5 წლიანი შესვენების შემდეგ BR 25 ბრუნდება.

შეგახსენებთ რომ, საქართველოში 2018 წლის 23 სექტემბერს Airgun.ge-ის ნებართვით ჩატარდა რიგით მესამე BR25 პნევმატური იარაღიდან 50 მეტრზე სროლაში, რომელშიც 10 მსურველი იღებდა მონაწილეობას. აქვე შეგახსენებთ რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით, პნევმატური იარაღის მაგიდიდან სროლაში ეს არის ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრი, როგორც არაოფიციალურ, ასევე არარსებულ ოფიციალურ შეჯიბრებს შორის. მონაწილეების სიმცირე კი ორგანიზატორების სიფრთხილით იყო განპირობებული, რაც პირადად ჩემი აზრით სრულიად გამართლებული და ჯანსაღი მიდგომაა მაშინ როდესაც საქმე სროლაში შეჯიბრს ეხება. ორგანიზაოტერები ყველა დაშვებული მონაწილის პნევმატურ იარაღთან მოპყრობის კულტურაზე წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები. რითაც უსაფრთხოების სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და ის ადამიანები ვინც ასე ვთქვათ საკვალიფიკაციო ეტაპებს არ გაივლით ინდვიდუალურ პატარა გასვლებზე და ჩვენს თანაფორუმელებს თუ არ მოხიბლავთ იარაღთან ქცევის კულტურით, შეჯიბრზე უბრალოდ არ დაიშვებით.

აქვე იმასაც დავწერ რომ ამ მიდგომამ შეჯიბრი უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი გახადა და სათვლელი ინვენტარის მომარჯვებამდე თვალში მოსახვედრი ფოვორიტები არ გვყავდა და მიუხედავად არაერთი ძალიან დაბალზუმიანი ფაქტიურად სანადირო მსხვილბადიანი ოპტიკებისა, ბიჭებმა მაინც მოახერხეს და ტოლი არ დაუდეს ტოპ კლასის აგრეგატებს ძვირადღირებული ოპტიკებით და საკმაოდ კონკურენტუნარიანი შედეგები დადეს საბოლოოდ. ამის დეტალურ განხილვას მოგვინებით დავუბრუნდებით, მანამდე კი არ შემიძლია არ შევეხო ინდივიდოალური მაგიდების თემას, რამაც მე თუ მკითხავთ არც თუ ისე პატარა როლი ითამაშა შეჯიბრის მაღალ დონეზე და მაღალი ქულების დადებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს თანაფორუმელებს giga2010-ს, aleqsa-ს და Monsoon-ს, ასევე მადლობას ვუხდი მთელი ფორუმის სახელით ამავე ბიჭებს სამიზნე მოწყობილობებისთვის. Aleqsa-ს კიდევ ერთი მადლობა ულიმიტო სამიზნეებისთვის. პრიზიორების და ყველა მონაწილის სახელით მადლობას ვუხდი pilotina-ს და Gregory-ს დამატებითი პრიზების დაწესებისთვის. წინა შეჯიბრის მონაწილეები დამეთანხმებიან ალბათ რომ ბეტონის მაგიდას რომელსაც თითქმის ცათამბჯენისთვის საკმარისი ფუნდამენტი ჩაუსხეს, მაინც არ გამოვიდა იმდენად მყარი, რომ სტაბილური და ურყევი დამიზნება უზრუნველყოს. დამიზნების მომენტში ვინმეს მიყრდნობისას საკმაო ვიბრაცია გადმოდის თოფზე საიმისოდ რომ შედეგზე გავლენა მოახდინოს და სროლის მომენტში კი ტყვიის კვატრატიდან გასვლაც კი ძალუძს მაგიდასთან ვინმეს მიერ უხეშად შეხებას.



დავუბრუნდეთ ისევ 23 სექტემბერს და თანმიმდევრულად გავიხსენოთ დილის შეკრებიდან დაშლამდა რა ხდებოდა ჩვენს თავს.



Amindi.ge-ზე მილიონჯერ შეცვლილი პროგნოზისდა მიუხედავად pilotina-მ 22 სექტემბერის საღამოს წერტილი დაუსვა ჩვენს ნერვიულობას და მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი სიზუსტის პროგნოზი მოგვაწოდა.


მონაწილე და არა მონაწილეების დილა კი ასე დაიწყო: დილის 10:00-ზე შევიკრიბეთ ყველანი ისნის კარფურთან, ყველაფერი რაც შეჯიბრის შემდგომი ქეიფისთვის იყო საჭირო შევიძინეთ და დაახლოებით 11:40-ზე 4 მანქანით ქესალოს გზას გავუდექით. ადგილზე მისულებს კი დაგხვდა ამინდი როგორზეც არც კი გვიოცნებია. მართალია ცოტა ნერვიულობა მაინც არ აგვცდა იმის გამო რომ მკვეთრად სხვა სიტოაციას წავაწყდით ბეტონის მაგიდამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე და ერთი მომენტი ისიც კი დავუშვით რომ მაგიდა და მაგიდის მიმდებარე ტერიტორიაც გადათხრილი დაგხვდებოდა, თუმცა ბოლო მემენტში გადათხრილ გადმოთხრილების იქით ღრმა ჩრდილიდან ქესალოს მაგიდამაც გამოანათა და ნერვიულობის მეორე ეტაპიც ასე გადაილახა.

მანქანები ცოტა მოშორებით დავაბინავეთ და გადმოსვლისთანავე შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარი გადმოვზიდეთ თოფების ჩათვლით და მომენტალურად სასროლეთის მოწყობას შევუდექით. რასაც რეკორდულად ცოტა დრო მოვანდომეთ ბიჭების დაუზარელობის და მაღალი აქტიურობის ხარჯზე. თუმცა გაგრძელებაზე იგივეს ვეღარ ვიტყოდი. შეჯიბრამდე მისროლისთვის კონკრეტული დრო არ გამოვყავით, რამაც საბოლოო ჯამში ცოტა ქაოტურობას ჩაუყარა საფუძველი და ერთიანობაში საკმაოდ ხანგრძლივი შეჯიბრი გამოგვივიდა.

ასეთი იყო ჩვენი წინასაშეჯბრო მოსამზადებელი სიტოაცია


ამ ვიდეოში წესები შევახსენეთ მონაწილეებს და მიუხედავად იმისა რომ ვიდეოში 20 წუთზეა საუბარი, შეჯიბრის სტარტშივე შევცვალეთ ერთხმად ეს გადაწყვეტილება და სასროლი დრო 30 წუთამდე გავზარდეთ.



შეჯიბრის მსვლელობისას, ოდნავ მოგვიანებით ღონისძიებას ძირძველი Gela, Ilariona, CZ, Jaja და Davitusa შემოურთდნენ, რამაც სიტოაცია კიდევ უფრო გამოაცოხლა.

საერთო ჯამში შეჯიბრის მონაწილეც და არა მონაწილეც კარგად ერთობოდა შეჯიბრის მსვლელობისას. კაკოიეს შეჯიბრის ბოლოსს ფიქტიური დაჯილდოებაც კი მოუთხოვია როგორც ვიდეოში გაირკვა მოგვიანებით და მოუკვდეს ჩემი თავი რო ადგილზე ვერ გავიგე და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად (ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს რო იგებენ ყოველ ჯერზე) არ დავეხმარე ფეიკ ნიუსის შექმნაში biggrin.gif

მონაწილეები კენჭისყრის შედეგად შემდეგი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ და შეჯიბრმაც აიღო სტარტი როგორც იქნა. სამწუხაროდ იმდენად გავერთეთ რომ ყველა მონაწილის სროლის მომენტში გადაღება ვერ შევძელით, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________





Pilotina-Taipan MKII///Athlon 8-34X56
2012, 2013, 2018-ის საუკეთესო ნასროლი და საქართველოს რეკორდი BR25-ში 50
მეტრზე პნევმატურით სროლაში. ზურა ძალიან მაღალ დონეზე იყო მომზადებული
და შედეგმაც არ დააყოვნა.
giga2010-Artemis P15///4-16X50
შეჯიბრის დაწყებმადე გიგა ჩემი ვარაუდით შეჯიბრის ერთერთი ფავორიტი იყო
და პრიზიორიც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ჩემი ვარაუდით ოპტიკა ვერ გაასწორა
სათანადოდ. ამას იმიტომ ვწერ, რომ ნასროლების თითქმის 90% მარჯვნივ არის
გადახრილი, რაც იმას ნიშნავს რომ თოფის პოტენციალი სრულად არაა გამოყენებული.
ჩემი ვარაუდით კარგი ოპტიკით ამ თოფს სტაბილური 220 ქულა შუძლია 50 მეტრზე

________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_










gura93-Cometa Lynx///C. Zeiss 6-24X50
სანდრო არის ჩვენი ფორუმის ახალბედა მსროლელი, რომელმაც აკაკიც თოფით
საკმაოდ კარგი ქულა აჩვენა და იმედი მაქვს მომავალში თავის თოფსაც მოიყვანს მწყობრში
და შედეგს ბევრად გააუმჯობესებს.
Monsoon-Artemis P10///4-16X40
გიორგიც დებიუტანტია ჩვენი შეჯიბრის და აქაც ვხედავთ რომ თოფის პოტენციალი
არაა ბოლომდე გამოყენებული. პირველ ზოლში ყველა ტყვია მარცხნივ არის წასული.
მის სამიზნეს თუ დააკვირდებით, მესამე ზოლში კარგად დაინახავთ მისი თოფის რეალურ პოტენციალს.

________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________



Ilariona-B. Marauder E///10-40X50
ილომ ჩემი აზრით პირველ ზოლში დროულად შენიშნა ტყვიის მარჯვნივ მკვეთრი გადახრა
და დანარჩენ 20 სამიზნეში სავარაუდოდ კლიკების პაპრავკის გარეშე მილდოტებით იხელმძღვნელა
და 10-თან უფრო ახლოს მიყვანა ყველა ტყვია

ნუ ილარიონამ როგორც კი დაასრულა სროლა, გაეშურა მიზნის წამოსაღებად და უკან მობრუნებისას
უეცრად მოულედნელმა მოუთმენრობამ შეიპყრო, რამაც საკუთარი ნასროლის სწრაფადვე დათვლისკენ უბიძგა.

და როგორც კი დაასრულა დათვლა მომენტალურად 212 ქულიანი ბრინჯაოს ღიმილი მოეფინა სახეზე,


________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________



STALKER-Artemis P15///UTG3-12X44
სტალკერას ნასროლზე ცოტა მიჭირს დასკვნების კეთება, ერთი შეხედვით ოპტიკა კარგად აქვს გასწორებული და
რატომღაც მეჩვენება რომ რამდენიმე კარგი გასროლის შემდეგ ყურადღებას ადუნებს ან პირიქით ემოციებისგან ივსება
და ცივად დამიზნებას ვეღარ ახერხებს. ნუ საერთო ჯამში დასკვნა ვერ გამომაქვს. შესაძლოა თოფის ბრალიც იყოს,
მოკლედ შემოვა და თვითონ დამეხმარება იმედია დასკვნების კეთებაში.









NRG-Cometa Lynx///C.Zeiss 6-24X50
აკაკის მისროლაზე 2-ჯერ ზედიზედ X-ში ჰქონდა ნასროლი და აქვე ჩანდა რომ მას თავიდანვე
ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. სავარაუდოდ ინანა რომ მისი X-ები მისროლამ შთანთქა.
საერთო ჯამში აკაკიმაც საქართველოს ბრ-ების ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ქულა აჩვენა
და შესაბამისად ვერცხლის პრიზირორიც გახდა.
Aleqsa-Kruger///Leapers 6-24X50
ალექსამაც ქულების დიდი წილი პირველ ზოლში დაკარგა და ამის მიუხედავად მაინც საკმაოდ მაღალი
ქულა აიღო. აქაც იქმნება შთაბეჭდილება რომ ოპტიკა არაა კარგად გასწორებული. პირველი ზოლში
4 ნასროლი ფაქტიურად 10-11 მილიმეტრიან ჯგუფშია, რაც ოპტიკის უკეთესად გასწორების შემთხვევაში
იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ეს 4 ნასროლი 10-დან არ გამოსულიყო.








okela84-Weihrauch HW100T///Walther FT8-32X56
ნუ მეც დაახლოებით იგივე დამემართა რაც სხვებს. პირველი ზოლის 6-ვე ტყვია
ფაქტიურად 12 მილიმეტრიან ჯგუფშია და მეორე ზოლიდან უკვე საკმაოდ
დემორალიზებულმა, მიუხედავად მონდომებისა ვეღარ მივხვდი ორიენტირი როგორ
ამეღო მილდოტებით და ჩემი მონდომების და მიუხედავად ვერ შევძელი კაი ქულების აღება


Ja ja-Steyr LG110///Falcon T50
ჯაჯას პირველი 5 გასროლა მისროლის ჩათვლით იყო იდიალურთან ძალიან ახლოს
მეორე ზოლში კი დააკვირდით მის უდიდებულესობას LG110-ის ვერტიკალურ
თითქმის 5 მილიმეტრიან ჯგუფს

ერთი სიტყვით მეორე ზოლის შემდეგ ხელჩაქნეულ ნასროლებს ჰგავს.
რატომღაც მეჩვენება რომ კისერი ძაან დაჭიმული აქვს. ეგ პლანკა მინიმუმ სარეგულირებელ
სალოყეს ითხოვს და მგონი ოპტიკის ოდნავ უკან წამოწევას.



შედეგების დათვლამაც აზრთასხვადასხვაობების გარეშე ჩაირა.










ნუ კოღოების ხელის შეშლის მიუხედავად, ჯაჯამ მაინც მოახერხა და ამ მედლების მფლოფელებიც გამოგვივლინა.
1) Pilotina 219
2) NRG 213
3) Ilariona 212
4) giga2010 195
5) okela84 192
6) STALKER 189
7) Aleqsa 183
8) gura93 177
9) ja ja 154
10) Monsoon 151



აქვე დაჯილდოვების ორი ვიდეო რომელიც ამ დილით ჩემს ტელეფონში აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით. შემდეგ ჯერზე ეს საკითხიც უნდა დალაგდეს. ერთ ადამიანს უნდა დაეკისროს ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღება. ნუ აქ უკვე ისე ვარ რომ ვაბშე სხვები რო დამეჯილდოვებინა არ უნდა გაგკვირვებოდათ drinks.gif





ესეც ჩვენი ახალი ჩემპიონის თოფი





სანამ ქეიფზე გადავიდოდით ფოტოსესიებმა ცოტა ხნით გამოვედით მწვადის ბურუსიდან და ფოტოსესიებისთვისაც მოვიცალეთ აწ უკვე პოპულარულ ჩემპიონებთან ერთად









აქ მორჩა ობიექტივისკენ ნატყორცნი მზერები და დაიწყო ქეიფისთვის მზადება, რეალობაში ოდნავ სხვა თანმიმდევრობა იყო, მაგრამ რეპორტს ეს თანმიმდევრობა უფრო უხდება biggrin.gif
















მადლობა დავითუსას ლამაზი და ხარისხიანი ფოტოებისთვის. ნახევარი რეპორტი მისი ფოტოებით შევავსე.
















კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იქ მყოფს, მონაწილეებს, პრიზიორებს და თანაორგანიზატორებს. დამეთანხმებით ალბათ რომ კარგი დღე გამოვიდა და ამ ფოტოთი ვასრულებ რეპორტს
















































>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- okela84   მესამე შეჯიბრი BR25 (EURO)   Sep 25 2018, 04:18 AM
- - giga2010   გარდამავალი თასიც...   Oct 5 2018, 01:13 PM
- - okela84   giga2010 გიგა გარდამავა...   Oct 5 2018, 02:00 PM
- - pilotina   okela84 მე მგონი თასი უ...   Oct 5 2018, 02:33 PM
- - okela84   იმდენს იზავთ რო გრ...   Oct 5 2018, 02:54 PM
- - giga2010   ციტატა(pilotina @ 5th October 201...   Oct 5 2018, 05:04 PM
- - okela84   giga2010 მეორე მესამე ა...   Oct 5 2018, 05:12 PM
- - giga2010   okela84 ეგ მოვიფიქროთ. ...   Oct 5 2018, 05:25 PM
- - okela84   კი გიგა კარგი იდეა...   Oct 5 2018, 05:59 PM
- - NRG   userman უკვე სხვა ეყენა...   Oct 5 2018, 06:06 PM
- - pilotina   okela84 ციტატა(aleqsandre @ 5th ...   Oct 5 2018, 08:17 PM
- - okela84   pilotina 2 გვერდია მაგაზ...   Oct 5 2018, 08:40 PM
- - giga2010   okela84 გარდამავალი თა...   Oct 5 2018, 08:53 PM
- - okela84   giga2010 ციტატა(giga2010 @ 5th O...   Oct 5 2018, 09:10 PM
- - NRG   okela84 რაღაც ასეთს ვგ...   Oct 5 2018, 10:48 PM
- - okela84   NRG მეც მომწონს შენი ...   Oct 5 2018, 11:42 PM
|- - aleqsa   ციტატა(okela84 @ Oct 6 2018, 12...   Oct 6 2018, 09:04 AM
- - okela84   aleqsa ეგ მეც ვიფიქრე დ...   Oct 6 2018, 11:46 AM
- - pilotina   okela84 მე მქონდა დადე...   Oct 6 2018, 11:58 AM
- - giga2010   pilotina კარგი იქნება ...   Oct 6 2018, 02:12 PM
- - okela84   ზურა ეგ ჯგუფებზე ს...   Oct 6 2018, 02:31 PM
- - pilotina   okela84 ციტატა(aleqsandre @ 6th ...   Oct 6 2018, 02:55 PM
- - okela84   pilotina აი ესაა საერთა...   Oct 6 2018, 07:28 PM
- - pilotina   ჰოოო, ეგ კაია. მარა ...   Oct 6 2018, 07:42 PM
- - okela84   სპეციალურად არის მ...   Oct 6 2018, 08:04 PM
- - pilotina   ციტატა(aleqsandre @ 6th October 2...   Oct 6 2018, 08:55 PM
- - okela84   pilotina ჰო მეც მასე ვფი...   Oct 6 2018, 09:00 PM
- - pilotina   okela84 ციტატა(aleqsandre @ 6th ...   Oct 6 2018, 09:04 PM
- - okela84   გავარკვევ ზუსტად, ...   Oct 6 2018, 11:01 PM
- - giga2010   მეგობრებო, იქნებ ც...   Oct 6 2018, 11:04 PM
- - okela84   giga2010 გიგა ამ შეჯიბრ...   Oct 8 2018, 11:13 AM
- - giga2010   okela84 ოკელ კარგი დის...   Oct 8 2018, 12:15 PM
- - MonSoon   ციტატა(giga2010 @ 8th October 201...   Oct 8 2018, 12:43 PM
- - okela84   giga2010 ციტატა(giga2010 @ 8th O...   Oct 8 2018, 01:25 PM
- - giga2010   okela84 ოკელ ხომ ხვდებ...   Oct 8 2018, 01:38 PM
- - okela84   giga2010 გიგა უახლოეს მ...   Oct 8 2018, 01:56 PM
- - NRG   მივესალმები ექსტრ...   Oct 8 2018, 03:04 PM
- - aleqsa   სამიზნეების თემას ...   Oct 8 2018, 04:45 PM
- - okela84   aleqsa გარკვევით კი გა...   Oct 8 2018, 05:09 PM
- - okela84   კალიბრზე სწორი ითქ...   Oct 8 2018, 06:09 PM
- - aleqsa   okela84 გეთანხმებით მე...   Oct 8 2018, 06:35 PM
- - okela84   aleqsa კი რათქმუნდა კა...   Oct 8 2018, 08:05 PM
- - aleqsa   okela84 ციტატა(aleqsandre @ 8t...   Oct 8 2018, 11:58 PM
- - okela84   aleqsa მასე ფაქტიურად ...   Oct 9 2018, 12:38 AM
- - aleqsa   okela84 ციტატა(aleqsandre @ 9t...   Oct 9 2018, 07:27 AM
- - MonSoon   ისე მე ოკელას ვეთა...   Oct 9 2018, 08:29 AM
- - aleqsa   MonSoon გიო ადრე თუ გვი...   Oct 9 2018, 08:41 AM
- - okela84   ციტატა(bedo @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 09:26 AM
- - giga2010   შეზღუდვების დაწეს...   Oct 9 2018, 09:42 AM
- - okela84   ციტატა(giga2010 @ 9th October 201...   Oct 9 2018, 10:23 AM
- - giga2010   okela84 ოკელ, ჯგუფებზე ...   Oct 9 2018, 10:28 AM
- - giga2010   ზოგადად საინტერეს...   Oct 9 2018, 10:38 AM
- - aleqsa   მდააა ეტყობა ვერ ა...   Oct 9 2018, 10:42 AM
- - NRG   br ის მთელი ემოცია დ...   Oct 9 2018, 10:46 AM
- - giga2010   aleqsa მე გეთანხმები. ...   Oct 9 2018, 10:59 AM
|- - aleqsa   ციტატა(giga2010 @ Oct 9 2018, 11...   Oct 9 2018, 11:12 AM
- - MonSoon   რავიცი, 5.5 რაღაცა ბუ...   Oct 9 2018, 12:18 PM
- - okela84   giga2010 aleqsa რა გენაღვლე...   Oct 9 2018, 12:27 PM
- - giga2010   MonSoon ეხლა ჩვენ სხვ...   Oct 9 2018, 12:43 PM
- - MonSoon   aleqsa ერთი რაღაცა უნდ...   Oct 9 2018, 12:49 PM
- - giga2010   ციტატა(bedo @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 01:01 PM
- - MonSoon   giga2010 ციტატა(giga2010 @ 9th O...   Oct 9 2018, 01:10 PM
- - aleqsa   okela84 MonSoon ბიჭებო ბიჭე...   Oct 9 2018, 01:13 PM
- - giga2010   ციტატა(bedo @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 01:16 PM
- - okela84   ხალხო კალიბრზე ერთ...   Oct 9 2018, 01:32 PM
- - MonSoon   giga2010 ციტატა(giga2010 @ 9th O...   Oct 9 2018, 01:32 PM
- - giga2010   ციტატა(bedo @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 01:43 PM
- - aleqsa   მოკლედ მეც ისევ ჩე...   Oct 9 2018, 02:42 PM
- - userman   aleqsa ციტატა(ale @ 9th October ...   Oct 9 2018, 03:10 PM
- - okela84   ციტატა(ale @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 03:28 PM
- - MonSoon   მოკლედ ბიჭებო წერი...   Oct 9 2018, 03:40 PM
- - aleqsa   okela84 ციტატა(aleqsandre @ 9t...   Oct 9 2018, 03:44 PM
- - aleqsa   MonSoon okela84 ბიჭებო ერთი...   Oct 9 2018, 03:59 PM
- - pilotina   მოკლედ ვიკითხე, ვი...   Oct 9 2018, 04:13 PM
- - okela84   aleqsa ციტატა(ale @ 9th October ...   Oct 9 2018, 04:16 PM
- - aleqsa   pilotina საღოლ კარგი პო...   Oct 9 2018, 04:49 PM
- - giga2010   pilotina გასაგებია მაგ...   Oct 9 2018, 04:50 PM
|- - aleqsa   ციტატა(giga2010 @ Oct 9 2018, 05...   Oct 9 2018, 04:58 PM
- - okela84   pilotina კარგია რომ არ დ...   Oct 9 2018, 04:52 PM
- - giga2010   ჯაჯა გამოჩნდი რაა...   Oct 9 2018, 04:57 PM
- - giga2010   ციტატა(ale @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 05:04 PM
- - okela84   რადგან ბალისტიკურ ...   Oct 9 2018, 05:13 PM
- - giga2010   okela84 ხოდა მეც მაგას ...   Oct 9 2018, 05:20 PM
- - okela84   ჩვენ ეხლა მნიშვნელ...   Oct 9 2018, 05:42 PM
- - giga2010   აღარ ვკამათობ   Oct 9 2018, 05:44 PM
- - pilotina   მე კონკრეტული ტყვი...   Oct 9 2018, 05:52 PM
- - giga2010   pilotina ერთსაც დავწერ ...   Oct 9 2018, 05:57 PM
- - pilotina   okela84 ციტატა(aleqsandre @ 9th ...   Oct 9 2018, 06:10 PM
- - giga2010   რაზე ვკამათობთ? 5,5 კ...   Oct 9 2018, 06:26 PM
- - pilotina   giga2010 ციტატა(giga2010 @ 9th O...   Oct 9 2018, 07:56 PM
- - aleqsa   pilotina ზურა სუფთა წმი...   Oct 9 2018, 08:10 PM
- - pilotina   aleqsa ვნახავ აბა თუ მ...   Oct 9 2018, 08:13 PM
- - pilotina   aleqsa ციტატა(ale @ 9th October ...   Oct 9 2018, 08:46 PM
- - MonSoon   giga2010 ციტატა(giga2010 @ 9th O...   Oct 9 2018, 09:14 PM
- - giga2010   MonSoon აღარ მინდა რა ...   Oct 9 2018, 09:31 PM
- - pilotina   ციტატა(bedo @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 09:39 PM
- - MonSoon   pilotina გეფიცები თუ არ ...   Oct 9 2018, 09:40 PM
- - pilotina   ციტატა(bedo @ 9th October 2018 ...   Oct 9 2018, 09:42 PM
- - giga2010   ციტატა(pilotina @ 9th October 201...   Oct 9 2018, 09:43 PM
- - giga2010   ერთ რამეს ვამბობ, ...   Oct 9 2018, 09:50 PM
- - aleqsa   MonSoon მაიცა კაცო ეხლ...   Oct 9 2018, 10:12 PM
2 გვერდი V  < 1 2 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th September 2026 - 02:43 AM
Hosted by Pro-Service