|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 31 2018, 12:33 AM
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ მეგობრებო! მოკლედ, გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა, ვინაიდან კონკრეტულად ამ მოდელის (იჟ 60-61 ის) კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადაყვანის თაობაზე თემა ვერ ვნახე, არის ერთი მარა ის კროსმანს+კრუგერის კიტს ეხება. მინდა გაგიზიაროთ რა სირთულეებს წავაწყდი მე და თუ შემდეგში თქვენც მოინდომებთ ანალოგიური "ღრმა აბგრეიდის" გაკეთებას წინასწარ გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომები თუ გინდაც გამოუცდელობა. წინასწარ ვაცხადებ მე პცპ სფეროში დიდი ხანი არაა რაც შემოვდგი ფეხი და რაღაც რაღაცეები შეიძლება არასწორი დასახელებით ან საერთოდ შეცდომით დავწერო და ამისთვის მეგობრებო მკაცრად ნუ განმსჯით, მიმითითეთ, შემისწორეთ. ამით უფრო დამეხმარებით მეც რომ ცოტა კიდევ წინ წავიწიო ამ სფეროში. დავიწყოთ: მოკლედ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ერთმა კარგმა კაცმა შეიძლება ითქვას მაჩუქა ძველი გამოშვება (რკინის კოლოფიანი) იჟ-61. ![]() მცირე ხელის შევლების შემდეგ და ცოტა ფანტაზიის წყალობით გამოვიდა ეს: ![]() მარა უბედურება ის იყო რომ ტყვისს მიმწოდი იყო გატეხილი და მაშინ ვისაც ვიცნობდი ყველა ტოკარი და იარაღის ხელოსნებიცკი შევაწუხე მარა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ (ვისაც გაქვთ ნანახი იჟ 61 ის მიმწოდებელი მიხვდებით რაზეა საუბარი, დაბოლოვება რამდენიმე იარუსიანი კუთხვილებითაა გამოყვანილი) ხოდა ამ ნაწილის კითხვა კითხვაში წავაწყდი რუსულ ფორუმზე პცპ სისტემაზე გადაყვანის ვარიანტებს, ძირითადად კრუგერის და კილერის კიტებზე იყო საუბარი და იმ ფორუმზე უმეტესობა, ზოგიერთი კილერის კიტის მფლობელიცკი კრუგერს ამჯობინებდა. ხოდა მეც კრუგერს ჩავუჟექი. ბევრი რჩევა რჩევის შემდეგ (აქაც დავსვი რამდენჯერმე კითხვა და რჩევებიც მივიღე) არჩევანი გავაკეთე კრუგერის "სნაიპერ-2" კიტზე იჟ 61 ისთვის, ხოლოთ მასთან ერთად დამატებით შევუკვეთე ორი მჭიდი 4,5 კალიბრის (ზუსტად იგივეა ფორმა და კონსტუქციისა რაც მარაუდერს უყენდება) რედუქტორი "სტანდარტი" 70მმ.-30 სმ.კუბ. მოცულობის (ხოლოთ შეცდომით "მაქსი" 85მმ-40 სმ.კუბ. ით ჩამომიტანეს რაც ეხლა უფრო უკეთესი ვარიანტი მგონია) დამტენი ბალონის სატენი სადგურის სრული კომპლექტი და რეზინკების დამატებით ერთი რემკომპლექტი. ხოლოთ ამ ყველაფრის შერჩევეში ბევრი დრო გავიდა და თან ყოველ საღამოს სამუშაოდან მოსულს ეს ჩემი საპატარძალოსავით მოლამაზებულ-მოკოხტავებული იჟიკა ერთი საცოდავად გამომხედავდა, ამოიოხდებდა საწყლად და ისევ თავის კუთხეს მიეყუდებოდა ხოლმე და ვეღალ გავუძელი ამის საცოდაობას და ახალი პლასტიკის კოლოფიანი იჯ-61 "შემომეყიდა" ![]() ეს თვითონ კიტის კომპლექტი კრუგერის ფორუმიდან (მარა აქ დამრტყმელი იჟ 60 ისაა და არა 61 ის) ვინც შემდეგში გადაწყვეტთ მსგავსი კიტის შეკვეთას გაითვალისწინეთ რეზერვუარის ზომა და ლულის დიამეტრი აუცილებლად უნდა მიუთითოთ შეკვეთის დროს, ფასიც რეზერვუარის ზომის მიხედვით მერყეობს!!! მე შევუკვეთე 430მმ. 281სმ.კუბ. მოცულობის ![]() ესეც რედუქტორის და დანარჩენი ზემოთ ჩამონათვალი შეკვეთის სურათები: ![]() ![]() ![]() ![]() და ესენი უკვე აქ ჩამოტანილი: ![]() ![]() ხოდა ჩამოტანის დღესვე ვეცი ამ ჩემს იჟებს და ჰოი საოცრებავ, პლასტიკზე კი მიდის ყველაფერი ზომაში კარგათ, გაწყობილად მარა რკინისაზე ნურას უკაცრავად!!! ![]() და აი რატომ!!! ყველაზე დიდი პრობლემა რამაც რკინის კოფზე იჩინა თავი იყო ცილინდრის დიამეტრი, რაშიც რეზერვუარი ჯდება აღმოჩნდა ოდნავ დიდი მარა საკმარისად იმისთვის რომ შიგ ჩადგმულ რეზერვუარს ფოლხვა ქონოდა. აი სურათებიც: ![]() ეს პლასტიკის რაშიც იდეალურად ჯდება. ![]() ესეც რკინის, განსხვავებას თქვენც ხედავთ. მერე გამახსენდა რომ აქაც მაფრთხილებდა (მგონი სეკურიფა) და თვითონ კრუგერიც მიუთითებს რომ ეს კიტები პლასტიკზე მიდისო უპრობლემოთ ან ძააააალიან მინიმალური შესწორებებით, მარა აი რკინის კოლოფზეო კრუგერისავე სიტყვები რომ ვიხმარო როგორც მინიმუმ "ნაპილნიკის" კაი გვარიანი გახურება გელითოოოო!!! ხოდა რაღა დამრჩენოდა? ავდექი და პლასტიკზე ავაწყე და მივიღე ეს: ![]() ![]() ვიდზე კი რა დაიწუნებდა, მეც კაი კმაყოფილი დავრჩი მარა აი შედეგები სროლის "კაშმარ"!!! გაბნევა ტყვიის სასწაული. მერე გავქრონეთ და სხვაობა ტყვიის სიჩქარეებში იყო 20-22 მ.წმ. და იყო შემთხვევა რომ 31 მ.წმ მომცა სხვაობა. რედუქტორითაცკი. მერე დავიწყე მიზეზების ძიება და ვიპოვეთ შემდეგი: ის საშინელი მიმწოდებელი და + მჭიდიდან ტყვიის ლულაში გადასვლის დროს ტყვია ძალიან ზიანდებოდა (ხო მართლა ამ პლასრიკზე მჭიდი თავისივე დავუტოვე რადგან საბოლოოთ მაინც რკინისაზე გადაწყობას ვაპირებდი და ეს პლასტიკის არმინდოდა გამეფუჭებინა, ჩემი დათკასთვის ზედ გამოჭრილი იყო და გადავწყვიტე ეს ისევ ბავშვისთვის ამეწყო) და რამაც ყველაზე მეტად პლასტიკის კოლოფზე ამიცრუა გული იყო ეს: ![]() ![]() ამ სურათების ავტორი როგორც აღნიშნავდა თოფის პატრონს ამის შედეგად სახეზე სერიოზული დაზიანებაც მიუღია. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე ბედთან "რუსული რულეტკა" არ მეთამაშა (მე კიდე ჯანდაბას, ვინმე სხვას ან სულაც ბავშვს არ დამართოდა რამე მაგის შემეშინდა, ვასწავლი სროლას და ზოგჯერ ჩემს თოფებზეც მთხოვს მასროლინეო, ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობით რათქმაუნდა) ხოდა ბევრი წვალების შემდეგ უცებ გამომიჩნდა შანსი თვითონ კრუგერისავე კოლოფის გამოწერისა და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვიწერე ბიატლონური გადატენვის ვერსიის, ხოლოთ იქ შეკვეთაში თხოვეს კრუგერს და ცაციაზე გადამიწყო (მე სროლისას ცაციავარ) მარჯვნივ სახელურის ჭრილი დარჩა და შავი პლასმასის საცობით ამოავსო. ![]() ამასობაში კრუგერმა შემოგვთავაზა თავის ახალი ფისტალეტის სახელური, ცევიო და კონდახი. ![]() (აქვე მინდა შევნიშნო ამ კონდახის მინუსი მდგომარეობს სიგრძის რეგულირების არქინაში და ასევე ცაციისთვის აშკარად არააქვს გათვლილი და შებრუნებისას ცოტა უხერხული მდგომარეობით მომიწია ლოყის სადების დაყენებამ) ჩემდა სასიხარულოდ ფისტალეტის სახელური კონდახისგან განსხვავებით ორივე მხრიდან მსროლელზეა გათვლილი. და მეც ჩამკეტის ღილაკი ძალიან უპრობლემოდ გადავაწყე ცაციაზე. ![]() ამ თავის ახალ გარე კომპლექტს კრუგერმა "შიშველი სტილი" დაარქვა. ეგეც დავუკვეთე და საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას" ![]() ![]() მოკლედ, ეს კომპლექტიც ჩამოვიდა და ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი: კიდევ ერთხელ, ახალმა გამომწერება გაითვალისწინეთ რომ კრუგერისავე კოლოფს ჭირდება თავისი, სპეციალური რეზერვუარის ნემსაზე დამრტყმელი, აი ესეთი: ![]() რომელიც მე არ ვიცოდი და არც იქიდან გამაფრთხილეს, როგორც მაგალითად ფისტალეტის სახელურის ყიდვისას გამაფრთხილეს აუცილებლად სხვა კონკრეტულად ამ სახელურზე მორგებული სასხლეტი დაგჭირდებათო. (აქვე ავღნიშნავ რომ იჟ 60-61 ის სასხლეტები ბევრ ვიაიპი კლასის ბრენდულ თოფს შეშურდება იმდენად რბილი და სასიამოვნო სასხლეტიაქვს) ხოდა აქ უკვე მოთმინებამ მიღალატა და იძულებული გავხდი ჩემი დამრტყმელი მომერგო ამ კოლოფისთვის, რისტვისაც დამჭირდა დამრტყმელში ამ ჭრილის გაკეთება (მომავლისთვის იმედიმაქვს ჯაჯა დამეხმარები ამ მთლიანი ფტოროპლასტის დამრტყმელის დამზადებაში? ![]() ხოლოთ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, იჟ 61 ის დამრტყმელ ჩამკეტი მექანიზმი ისეა მოწყობილი რომ გასროლითვის ორი მოქმედების კეთება მიწევს, გადატენვის ანუ "შეყენების" შემდეგ აი მაგ პტოროპლასტის დამრტყმელის შავად შეღებილი ლითონის გარსაცმი რომაა, მაგის ისევ ხელით წინ გაწევაა საჭირო, როგორც მაგალითად პკ ტყვიამფრქვევის პირველი გადატენვის შემთხვევაში ჩახმახის შეყენებისთვის რო მოწევ სახელურს და მერე ტყვიის ლულაში შეტანისთვის ისევ ხელით რომ უნდა მიწიო იგივე სახელური, აი დაახლოვებით იგივე მოქმედება ჭირდება ამ დამრტყმელსაც, რაც თავის დამრტყმელის შემთხვევაში არ უნდა, ერთი მოქმედებით ტენი და ისვრი. (ამ განსხვავების თაობაზე შესაძლოა შემდეგში პატარა ვიდეო როლიკიც დავდო) ![]() ![]() ხო მართლა რედუქტორზე არ მითქვია, მე მაქვს "მაქსი" 40 კუბიანი რედუქტორი რომელიც გათვლილია 5,5 კალიბრის მძიმე ტყვიებზე, 6,35 და 7,62 კალიბრებზე. ამიტომ 4,5 კალიბრისთვის საჭირო გახდა 40 კუბის მოცულობის შემცირება 30 კუბამდე. (წნევა 130 ბარზეა დაყენებული კრუგერის მიერ, მარა სურვილისამებრ შემიძლია დავუკლო ან მოვუმატო) ხოდა შემცირებისთვის აქაც დავსვი კითხვა და ჯაჯას რჩევა გავითვალისწინე, რედუქტორში ჩავდე 32მმ დიამეტრის, 3,3მმ კედლის სისქის (კედლის სისქეს დიდი მნიშვნელობააქვს მოცულობის სწორად მიღებისთვის) და 42მმ სიგრძის პლასმასის მილის მონაჭერი. ![]() აი დაწვენილი თეთრი მილი რომელიცაა, ყველაზე თხელკედლიანი მაგან მომცა ზუსტად ის 30 კუბის მოცულობა. და ეგ მოვათავსე რედუქტორში ![]() ![]() ![]() და ბოლოს მივიღე ეს შედეგი: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თოფის საბოლოო რეზიუმე: მთლიანი თოფის სიგრძე 90სმ. კოლოფი კრუგერის, გადატენვა ბიატლონური ტიპის კალიბრი 4,5 (მარადას 10 ტყვიან მჭიდებზეა) ლულა იჟის 45სმ. 13მმ დიამეტრის (ჩოკით) ინტეგრირებული მოდერი დიამეტრი 25მმ. 5 ცალი კონუსური ჭიქით, მთლიანი სიგრძე 525მმ. რეზერვუარი 430მმ. 281 კუბ. მოცულობის დიამეტრი 40მმ. რედუქტორი 85მმ. 40 სმ.კუბ. (გადაყვანილი 30 კუბზე) ამჟამად წნევა 130 ბარ. დიამეტრი 40მმ. ეხლა ჯერი უკვე ტყვიის შერჩევაზე, გაქრონვაზე და საბოლოო ტყვის რაჯგუფებს მივიღებ იმაზეა. ვნახოთ რა გამოვა. იმედიმაქვს უჰ რამხელა არზა გამომსვლია დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის, სიამოვნებით მივიღებ თუ რამე შენიშვნები გექნებათ ან რაიმე ახალ იდეას თუ მომაწვდით.
| |
| > |
|
|
![]() |
Mar 31 2020, 02:06 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
aleqsa ახალ წასმულზე კი გავს ხოლმე ეგ ლაკს და ალბათ ცოტა ხანში ოდნავ შეშრება ზედაპირი გამატოვდება და უფრო მოუხდება კიდეც
| |
| > |
|
|
aleqsa იჟ 60-61 + კრუგერის კიტი Mar 31 2018, 12:33 AM
aleqsa ხო კიდევ იმხელა "... Mar 31 2018, 01:13 AM
sekurifa მოკლედ ერთ ამოსუნთ... Mar 31 2018, 03:04 AM
userman aleqsa
პირველ რიგში მშ... Mar 31 2018, 05:49 AM
gregory aleqsa
გილოცავ, მაგარი... Mar 31 2018, 07:12 AM
bubusicha გილოცავ ალექს Mar 31 2018, 07:46 AM
aleqsa დიდი მადლობა ბიჭებ... Mar 31 2018, 09:40 AM
aleqsa ციტატა(sekurifa @ 31st March 2018... Mar 31 2018, 10:51 AM
gregory aleqsa
ის წაშლილი ვიდე... Mar 31 2018, 10:53 AM
geojorjika გილოცავ
ყველაფერ... Mar 31 2018, 08:00 PM
aleqsa geojorjika
ციტატა(giorgi @ 31st... Mar 31 2018, 08:38 PM
aleqsa დღეს კრუგერამ ახალ... Apr 15 2018, 03:25 PM
gregory ციტატა(ale @ 15th April 2018 ... Apr 15 2018, 06:46 PM
NRG aleqsa
სალამი ალექს მშ... Apr 15 2018, 09:31 PM
aleqsa NRG
ციტატა(nrg123 @ 15th April ... Apr 15 2018, 10:51 PM
ja_ja აქ ისე ჩახუჭუჭებულ... Apr 16 2018, 08:31 AM
NRG aleqsa
ციტატა(ale @ 15th April 2... Apr 16 2018, 04:26 PM
NRG aleqsa
ალექს პტოროპლა... Apr 16 2018, 04:40 PM
aleqsa NRG
ციტატაალექს პტო... Apr 16 2018, 08:45 PM
MonSoon არც ჩემიდან იდება ... Apr 17 2018, 08:06 AM
aleqsa სალამი ბიჭებო!
დღ... Apr 29 2018, 10:33 PM
gela aleqsa
არ ხსნის ვიდეოს Apr 29 2018, 10:37 PM
aleqsa ციტატა(gela @ Apr 29 2018, 11... Apr 29 2018, 10:40 PM
gregory მე როგორც ვიცოდი ე... Apr 30 2018, 09:11 AM
ja_ja გავასწორე ვიდეო ლი... Apr 30 2018, 04:03 PM
aleqsa სალამი ბიჭებო!!... May 4 2018, 12:46 AM
aleqsa შეცდომა მომივიდა ბ... May 4 2018, 01:01 AM
giga2010 aleqsa
შედეგები კარგი... May 4 2018, 01:33 AM
userman ციტატა(ale @ 4th May 2018 - ... May 4 2018, 10:09 AM
MonSoon userman
ალექსა წერს ვრც... May 4 2018, 11:44 AM
aleqsa giga2010
ციტატა(giga2010 @ 4th ... May 4 2018, 11:59 AM
giga2010 aleqsa
უსაშველო არაფე... May 4 2018, 12:14 PM
aleqsa ციტატა(giga2010 @ May 4 2018, 01... May 4 2018, 07:01 PM
giga2010 aleqsa
შენ და შენს გიჟ-... May 4 2018, 09:54 PM
datka25 aleqsa
დააყენე ეს და აღ... May 5 2018, 05:47 PM
ბაიკერი მაგის ნაჭერი ხო არ... May 6 2018, 01:08 AM
userman ციტატა(datka250885 @ 5th May 2018... May 7 2018, 11:59 AM
aleqsa ციტატა(userman @ May 7 2018, 12... May 7 2018, 10:30 PM
ja_ja aleqsa
ციტატა(ale @ 4th May 2018... May 8 2018, 08:39 PM
aleqsa ja_ja
მადლობა ჯაჯა, გა... May 8 2018, 08:59 PM
aleqsa საღამო მშვიდობის ბ... May 12 2018, 10:28 PM
giga2010 aleqsa
რატომღაც რედუქ... May 12 2018, 10:53 PM
aleqsa ციტატა(giga2010 @ May 12 2018, 11... May 12 2018, 10:59 PM
MonSoon ციტატა(ale @ 12th May 2018 ... May 12 2018, 11:06 PM
sekurifa ციტატა(ale @ 12th May 2018 ... May 12 2018, 11:07 PM
aleqsa MonSoon
ციტატა(bedo @ 13th May ... May 12 2018, 11:16 PM
MonSoon ციტატა(ale @ 13th May 2018 ... May 12 2018, 11:31 PM
aleqsa MonSoon
ციტატა(bedo @ 13th May... May 12 2018, 11:55 PM
sekurifa aleqsa
დამრტყელის წონ... May 13 2018, 12:00 AM
aleqsa ციტატა(sekurifa @ May 13 2018, 01... May 13 2018, 12:16 AM
userman aleqsa
ციტატა(ale @ 12th May 201... May 13 2018, 07:46 AM
userman aleqsa
მარტო პირველი ნ... May 13 2018, 08:11 AM
aleqsa კრუგერის ახალი "ბ... Jul 7 2018, 11:55 PM
aleqsa საღამო მშვიდობის... Sep 3 2018, 10:35 PM
aleqsa გამარჯობათ მეგობრ... Mar 29 2020, 03:02 PM
NRG მაგარია ალექს სრულ... Mar 29 2020, 06:27 PM
ja_ja იმედია გახვედი ბოლ... Mar 30 2020, 02:29 PM
aleqsa ja_ja
NRG
გაიხარეთ ბიჭ... Mar 30 2020, 05:18 PM
okela84 ძაან მაგარია ყველა... Mar 30 2020, 08:27 PM
aleqsa okela84
არ წაგიკითხია ... Mar 31 2020, 12:59 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 04:39 PM |
| Hosted by Pro-Service |