![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო, ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი. დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი? გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ... თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი) სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს: (ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.) შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი... ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა) ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე. მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ) ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა. ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი... ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ... და ეს ყველაფერი sound lock წყალობით. თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა... ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად ![]() ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს. და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა. მაშ ასე, დავიწყეთ ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში. გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ. ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული). რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min) 1. 241 3000 PSI 2. 245 3. 245 4. 244 5. 243 6. 244 7. 246 8. 243 9. 245 10. 241 11. 243 12. 242 13. 249 14. 244 15. 245 16. 249 17. 247 18. 244 19. 245 20. 246 21. 247 22. 254 23. 248 24. 251 25. 252 26. 251 27. 256 28. 255 29. 253 30. 257 31. 254 32. 256 33. 256 34. 258 35. 259 36. 259 37. 258 38. 262 39. 262 40. 260 41. 266 42. 260 43. 265 44. 268 45. 270 46. 262 47. 262 48. 274 49. 266 50. 265 51. 271 52. 278 53. 272 54. 285 *** 55. 280 56. 276 57. 284 58. 287 59. 287 60. 287 61. 291 62. 287 63. 288 64. 296 65. 287 66. 290 67. 288 68. 293 69. 284 70. 294 71. 300 72. 305 73. 310 74. 303 75. 309 76. 306 77. 294 78. 310 79. 306 80. 309 2300 PSI მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ ![]() აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში ![]() ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ. პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია) მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში ![]() ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია) მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია): და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია): მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე. უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
კიდევ ერთხელ გილოცავ, ძალიან კარგი ფიშტო ჩანს, რეალშიც მაინტერესებს ისე როგორია ![]() ოპტიკა კიდევ უკეთესი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
გილოცავ, 10-იანებში სულ! ნამდვილად საინტერესო ფიშტოა და საინტერესოა ძალიან საბოლოოდ რა შედეგებს მიიღებ ![]() P.S. მაგის დატენვას ბალონი უნდა 100% ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 28 2015, 12:15 AM
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika Power_VANO დიდი მადლობა ბიჭებო, მეც მაინტერესებს საბოლოოდ რა გამოვა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი ![]() |
მშვიდობაში. ძAლიან მაგარი პნევმოა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 13-July 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ახალციხე წევრი №: 1,967 ქალაქი:თბილისი ![]() |
გილოცავ მშვენიერი შენაძენია. 290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
ბაიკერი მადლობა, გაიხარე archi_daili ციტატა(archil @ 28th February 2015 - 01:37 AM) 290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა? მაგას რედუქტორს რო დავაყენებ და 290მ/წმ-ზე დავარეგულირებ მაშინ გეტყვი, ეხლა როგორც ხედაც სიჩქარეთა დიაპაზონი საკმაოდ დიდია. ვისაც რედუქტორი არა აქვს ის ისე ირჩევს წნევას და სიჩქარეს,რომ სიჩქარეებში მინიმალური განსხვავება ჰქონდეს. ანუ ირჩევს თავის სასურველ სიჩქარეთა დიაპაზონს და უყურებს თუ რა წნევების დიაპაზონში მიიღწევა ეს სასურველი სიჩქარეები...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
მშვიდობაში , სასურველი მიზნების მოხსნაში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 342 რეგისტრ.: 6-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: qutaisi წევრი №: 1,589 ქალაქი:ქ.ქუთაისი ![]() |
გილოცავ შენაძენს , სულ სასურველი მიზნები მოგეხსნას ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ვაა გილოცავ კაი შენაძენია, და კაი გასართობიცაა ![]() აი საიდვაიდერს ცალკე გილოცავ ეგეც კაი სათამაშოა... ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 ![]() |
გაიხარე კარგი რეპორტისთვის, ძლივს არ შემოგვემატა ადამიანი რომელსაც კლავიატურასთან მეგობრობა არ ეზარება. რესფექტ! შენაძენს გილოცავ, ფერზე კარგი მოგიფიქრებია, ჩვენნაირ განუვითარებელ ქვეყანაში, კაცმა არ იცის მებაჟეს თავში რა მოუფრენს. შეფერხების გარეშე ჩამოტანის ინფოც სასიამოვნოა. ერგონომიულობის თვალსაზრისით მე ეაფორსის ფიშტოები ძალიანაც მომწონს, ხელშიც კარგად ჯდება და ბალანსიც იდეალური აქვს, ერთადერთი მინუსი ჩემთვის არის "აბოიმის" არ ქონა და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია, ნუ ფუტურისტული დიზაინი მართლა გემოვნების საკითხია, მაგრამ რაღაც მომენტში ასწორებს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 343 რეგისტრ.: 28-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,502 ![]() |
გილოცავ მართლა კაი რამეა, ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
cz80 mister_io გაიხარეთ, მადლობა, თქვენთვისაც მომელოცოს სასურველი ფიშტოები... ![]() ja_ja მადლობა მოლოცვისთვის ![]() ციტატა(ja_ja @ 28th February 2015 - 10:19 AM) ტყუილა არ იძახიან კაცები არასდროს არ გამოდიან ბავშობის ასაკიდან, მხოლოდ მათი სათამაშოების ფასი იზრდებაო ეს კი 100 % -ია Davitus მადლობა მოლოცვისთვის ![]() ციტატა(Davitus @ 28th February 2015 - 10:28 AM) და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია ამაში გეთანხმები, თავიდან თითქოს მოუხერხებელია, მარა რამდენიმე ათეული გასროლის შემდეგ ამას ვეღარ ამჩნევ... ikaaa მადლობა, გაიხარე ![]() ციტატა(ikaaa @ 28th February 2015 - 12:11 PM) , ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად კი, ბალონი კაი რამეა, მარა ცოტას მოვიცდი ჯერ, მაგრად გამწეწა ამ თოფმა... ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
pilotina გილოცავ! ძალიან მომწონს შენი არჩევანი. მაგარი სიმატიურია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 ![]() |
pilotina გილოცავ, მაგარია, რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ? ![]() ისე მიზანი საინტერესოა როგორი აქ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
Multi-Tool koknar მადლობა, მოლოცვისთვის, გაიხარეთ ![]() ციტატა(koka @ 28th February 2015 - 05:24 PM) რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ? ხო, რავიცი, მოვიფიქრებ მაგას, იქნებ რამე გამოვიდეს ![]() ისე, FX-ს აქვს ხო ნახევრად ავტომატური მოდელი?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი ![]() |
pilotina FX revolution. პოლუავტომატია ძალიან მაგარი პუშკა მარა მარტო 22 ში გამოდის
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
pilotina გილოცავ. მადლობა რეპორტისათვის. ძალიან კარგი ფერია - იმდენად ფერადი რომ ვინმეს ცუდად თვალში არ მოხვდეს (უფრო სწორედ მოხვდეს და რაღაც "არასერიოზულის შთაბეჭდილება დაუტოვოს) და ამავდროულად არც ძალიან მყვირალაა (თუმცა მე პირადად Neon Green გამისწორდებოდა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 217 რეგისტრ.: 23-April 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური წევრი №: 1,737 ქალაქი:ხაშური ![]() |
pilotina გილოცავ ძაან მაგარია! ![]() თუ საიდუმლო არაა რა თანხებთანაა დაკავშირებული ეგ სიამოვნება?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman გაიხარე, მადლობა მოლოცვისთვის ![]() maqsimusa მადლობა ![]() თანხას ნუ მკითხავ, მე თვითონ შემეშინდა, რო დავაჯამე ყველაფერი... ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 09:45 AM |
Hosted by Pro-Service |