|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 18 2014, 02:51 PM
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
იყო და არა იყო რა, აირგანზე უკეთესი რა იქნებოდა? მასე გვეგონა ჩვენ სანამ ერთი სულიერი თეფშების სასროლ ელექტრო აპარატს არ ჩამოიტანდა. მოვინდომეთ ისევ გასვლა ბუნებაში, მოვინდომეთ ჩვენი მაგიდის მონახულება, მოვინდომეთ მწვადაობა და ერთმანეთის ნახვა, არ გაგვჭირვებია კიდევ ერთი გასვლის ორგანიზება, დავთქვით თარიღი, ჩავეწერეთ სიაში და ამოვყავით თავი ქესალოში ჩვენს მაგიდასთან. ვინაიდან აირგანელები ვართ დასაწყისისთვის იყოს ეს ფოტო ![]() ხო და ამ აირგანელებმა თან წავიღეთ 600 თეფში და 900 ვაზნა, რატომ? იმიტომ რომ ბახ-ბუხ-ბახ გასვლა მოვინდომეთ. ![]() გასვლის ძირითადი მიზანი კაცმა არ იცის რა იყო, მე უფრო ერთმანეთის მონატრებას ვაბრალებ ასეთ ლამაზ გასვლებს და დარწმუნებული ვარ ყველა ასე ფიქრობს. მოდით მოგიყვებით რა მოხდა ამ ლამაზ გასვლაზე: ჩასვლის თანავე ავაწყვეთ თოფები და ჯერ ერთმანეთზე გამარჯობის თქმა არ გვქონდა დამთავრებული, რომ გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების ჯგუფი მოგვადგა, მანქანიდან გადმოვიდა ორი მამაკაცი, მოგვესალმენ და მოგვთხოვეს თოფების ერთ ადგილზე დაწყობა, შემდეგ კი მოგვთხოვეს ყველა თოფზე დაგვედო საბუთები. არ გამკვირვებია ეს მოთხოვნა, ვინაიდან ვიცი რომ საკმაოდ კარგად დაიწყეს მუშაობა, ამის შედეგია შემცირებული ბრაკონიერობაც. მეტსაც გეტყვით გამიხარდა, ვინაიდან ამ მეთOდით თუ გადავაჩვევთ ბრაკონიერობასა და მაიმუნობას ვაი მონადირეებსა და მოთევზავეებს. აი გაკვირვებით კი სულ სხვა რამ გამიკვირდა, ერთ-ერთმა მსახურმა გვითხრა, რომ ნადირობის სეზონს მიღმა ბუნებაში თოფით გამოსვლა თურმე არ შეიძლება. ისიც დაამატა, რომ ჩვენ მონადირეებმა ეს ძალზედ კარგად უნდა ვიცოდეთ. ნუ იქ მოყვა საუბარი რატომ, როგორ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. წავიდნენ გარემოს დაცვის მსახურები და ჩვენც არ დავაყოვნეთ, ტრადიციისამებრ გავხსენით რამოდენიმე ბოთლი კონიაკი და უფალს მშვიდობა ვთხოვეთ, მერე ბუნება დავლოცეთ ![]() და ასე შემდეგ, ძვლებმა გათბობა ვერ მოასწრო, ვინაიდან ძალზედ ცოტა კონიაკი გვქონდა და საკმაოდ ბევრნი ვიყავით, მაგრამ საკმარისი იყოს დილის ტრაპეზისათვის. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ ჩავაკვეხებ აირგანელების ოფროუდ სათამაშოებს, ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აბა ამას შეხედეთ რამხელა კლირენსი აქვს, რა ლამაზად გადმოდის ორმოებზე, არც კი დაუბუქსავებია ![]() ისე რამდენი ჰობი გვაქვს ჰა? მარტო ჰაერთოფებით აშკარად არ ვერთOბით, ოფროუდიო, თეფშებზე სროლაო, ჩარხების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს ფორუმებზე მხოლოდ ჩვენთანაა დაფისქსირებული, ნადირობა, თევზაობა და თან ამას ყველაფერს ვასრულებთ მაღალ დონეზე. იდეა მაქვს, აირგან+ დავარქვათ ჩვენს ფორუმს დავასრულეთ დილის ტრაპეზა და შევუდეგით საქმეს (საქმეში მოიაზრება ბახ-ბუხ-ბახ) შევიკრიბეთ ბექა ბიძიას მანქანასთან, ავაწყვეთ თეფშების სასროლი აპარატი, ავაწყვეთ თოფები და გულისფანცქალით ველოდებოდით პირველი თეფში გავარდნას, რომ მას მიყოლოდა თოფის გასროლა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამასაც თეფშე სროლა უნდოდა, მაგრამ იარაღი შეეშალა ![]() ისე იყო თუ ასე აიწყო აპარატი, და დავიწყეთ სროლა, ცოტა მეტი აზარტი რომ შეძენოდა სროლას ჩავატარეთ მინი შეჯიბრი, მონაწილეები: 1) ბექა ბიძია 2) ნორიკა 3) ჟორჟიკა 4) დეივი 5) ჩზ 6) ჯაჯა 7) ილარიონა 8) ლაშა (დიდი ფოტოგრაფი) 9) ნიკა (მგონი სწორად მახსოვს სახელი) 10) დავილი 11) დაწითი 12) თაზო 13) მამაჩემი 14) ირაკლი (შემოსწრებული სტუმარი) გავაკეთეთ 4 პოზიცია, თითო პოზიციიდან უნდა გვესროლა 5 გასროლა, ანუ ჯამში ერთი მსროლელი ისროდა 20 გასროლას. შედეგებს ნუ მომთხოვთ, ვინაიდან არ მახსოვს, ერთი ვიცი რომ გამარჯვებული მაინც მეგობრობა იყო შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, იორამამ და ბაზუკამ, რატომ არ მახსოვს ხო და ახლა შემოგთავაზებთ ბევრ ნაირ-ნაირ ფოტო მასალებს, დაათვალიერეთ და დატკბით მარლაც ლამაზი დღით. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ ჟორა 100 ლარიანს მაძლევდა, მეტი ქულა ჩამითვალეო, მაგრამ პატიოსნებამ გაიმარჯვა და არ დავთანხმდი ბოროტ შემოთავაზებას ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ ვიცავთ თავს აზერბაიჯანლების თავდასხმისაგან ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ სროლა-სროლაში მოვიდა საღამო, ხალხს მუცლებმა მოუღიტინეს, ზოგი სანამ მწვადი შეიწვებოდა უკვე სუფრასთან იჯდა და ჭაჭის გემოთი იტკბობდა პირს, ამასობაში კი ბატონი გოჩა უგემრიელეს (სუნზე მივხვდი) მწვადებს ბრაწავდა რცხილას ნაკვერჩხალზე. თუ არ გჯერათ იხილEთ ფოტოები ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც პურიჭამა, ამის მერე მხოლოდ ფოტოებია განწყობისათვის, ვინაიდან პურიჭამის დროს ოპერატორიც დაკავებული იყო და ვერ იღებდა ფოტოებს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ფოტოები განწყობისათვის ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
| > |
|
|
ilariona გაზაფხულის პირველი კვირა Mar 18 2014, 02:51 PM
Dave მშვენიერი დღე იყო ... Mar 18 2014, 03:11 PM
norica_dragon რაც კაია კაია საღო... Mar 18 2014, 03:56 PM
geojorjika ასე ერთ თვეში არა? Mar 18 2014, 04:18 PM
ilariona ციტატა(Avto @ 18th March 2014 ... Mar 18 2014, 04:32 PM
ja_ja აბა უყურე რა წერა კ... Mar 18 2014, 04:37 PM
geojorjika ilariona
ვაა ვინც არა? Mar 18 2014, 04:42 PM
ilariona ციტატა(ja_ja @ 18th March 2014 ... Mar 18 2014, 04:43 PM
TAMPLIER გენაცვალეთ თქვენ... Mar 18 2014, 10:28 PM
foxi უმაგრესსი ფოტოები.... Mar 18 2014, 10:30 PM
iuza მალადეც ილო, ზი რეპ... Mar 18 2014, 11:13 PM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 18th ... Mar 19 2014, 07:59 AM
ხ.მ.ე.ლ.ო ძაან მაგარი იქნებო... Mar 19 2014, 08:38 AM
ilariona ხ.მ.ე.ლ.ო
მარტო სანა... Mar 19 2014, 08:57 AM
Der Rote Baron საღოლ ბიჭებო! მაგ... Mar 19 2014, 09:45 AM
monadire. კარგია, სურათებიც ... Mar 19 2014, 04:54 PM
ja_ja monadire.
ციტატა(monadire. @ 19t... Mar 19 2014, 08:32 PM
Dave ციტატა(ja_ja @ 19th March 2014 ... Mar 19 2014, 08:40 PM
iorama Dave
შენზე ხელით ნასრ... Mar 22 2014, 05:08 AM
piettro მე როდის წამოვიდე, ... Mar 22 2014, 09:04 AM
Dave iorama
უბრალოდ ყველაზ... Mar 22 2014, 09:55 PM
ilariona Dave
ისე რეპორტში დამ... Mar 23 2014, 03:47 AM
bazuka მშვენიერალურ !!... Mar 23 2014, 02:32 PM
gocha311 სალამი ყველას ერთი... Mar 23 2014, 09:05 PM
Dave gocha311
ამ თემასთან არ... Mar 23 2014, 09:08 PM
cz80 gocha311
ამჯერად სიტყვი... Mar 23 2014, 11:42 PM
gocha311 რავიცი ნავიჩოკი ვა... Mar 24 2014, 04:19 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 10:05 AM |
| Hosted by Pro-Service |