![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
დიდი მოლოდინის და მონატრების შემდეგ დადგა დრო დავწეროთ და შემდგომ მოწიწებით გადავიკითხოთ თბილ სახლში იმ თბილი დღის შესახებ რომელიც იყო არც თუ ისე შორეულ 15 სექტემბერს. ამ მშვენიერ თბილ სექტემბრის დღეს საქართველოში ჩატარდა მეორე შეჯიბრი პნევმატიური იარაღიდან სროლაში, კერძოდ BR25-ში. ![]() ![]() მეორე შეჯიბრი ჩატარდა ჩვენს მიერ მომზადებულ ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია ჩვენი სასროლი მაგიდა. მაგიდის გამზადებაში თითქმის მთელი ფორუმის ბირთვი იღებდა მონაწილეობას. ასე იყო თუ ისე, დიდი ლოდინისა და ბევრჯერ გადადების შემდეგ მოხერხდა ფინანსების აკუმულირება, წვიმების ციდან მოცილება და შედეგად გავეშურეთ სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიისკენ. თავდაპირველად რა თქმა უნდა მუდმივ და უკვე უცვლელ ადგილზე შეკრება - ძალიან-ძალიან დილა უთენია, აი მზე რომ ახალი ამოსულია, ასე შუადღის 10 საათისთვის ... ![]() ხასიათი ყველას მშვენიერი აქვს, შემართებას ვიდეო ჩანაწერში იხილავთ ყველაფერი დაიწყო სტანდარტულად, გზად ხალხის აყვანა, სურსათ სანოვაგის აკრეფა და შორი გზა ქალაქიდან შორს.... ![]() უკვე წესად გვაქვს რუსთაველელებს დაველოდოთ ხოლმე ერთ სტანდარტულ ადგილზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ისევე როგროც წინა წელს, წელსაც შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25, რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ (წესები შარშანდელიდან არ შეცვლილა). ![]() ![]() წელს ისევე როგორც შარშან არ გვქონდა თოფების მისაყუდებელი მოწყობილობა, ამიტომაც მსროლელების იარაღები ჩვენს ვეებერთელა მაგიდაზე განთავსდნენ, ხოლო სროლას აწარმოებდა მხოლოდ 2 მსროლელი, მაგიდის მარცხენა კუთხიდან. უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ წელს გამოიყენებოდა ბეტონის ჩამოსხმული და საკმაოდ გამყარებული მაგიდა, მაინც მთლიანი კონსტრუქციის გამო პატარა ხარვეზები გადაეცემოდა ერთი მსროლელიდან მეორე მსროლელს. გასათვალისწინებელია ევროპულ ამერიკული გამოცდილება და პერსონალური მაგიდებია გასამზადებელი თითოეული მსროლელისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, როგროც ტერიტორიის წინასწარ შეძენით, ასევე მისი მოწყობით და სხვა ტექნიკური პროცესებით, მოკლედ ჯერჯერობით ასეთი ჩანაფიქრი არის, მაგრამ უაზროდ გაკეთება და ფინანსების მობილიზაციის გარეშე არ გამოვა. შეჯიბრის წინ შედგა გამომსვლელთა სია, ამჯერად არ მომხდარა ბრმა მეთოდით ამორჩევა, არამედ ჯენტლემენური მეთოდით მოხდა ხალხის სიაში ჩაწერა იმის და მიხედვით ვინ მოისურვა პირველი სროლა ვინ მოისურვა სიაში ჩაწერა და იყო საერთოდ უცნაური თხოვნებით, მაგალითად - თუ შეიძლება მე სულ ბოლო ჩამწერეთ სიაში.... ![]() სია შედგა და სროლაც დავიწყეთ, ყველა მსროლელს ჰქონდა გამოყოფილი 20 წუთი თავისი სერიის დასასრულებლად. რატომ 20 წუთი და არა სტანდარტული 30 წუთი? იმიტომ რომ შეჯიბრის დღეს ზოგიერთმა ელემენტმა გვიან გაიღვიძა, ზოგს გლუვლულიანიდან თეფშებზე სროლა მოუნდა, ზოგს ჭამა მოუნდა და შედეგად შეჯიბრი დავიწყეთ 14:00 წუთზე, ამასობაში მონაწილეთა რაოდენობა 20-ს აჭარბებდა. ამიტომაც მოგვიწია რაღაც-რაღაც შეზღუდვების შემოტანა. ![]() ![]() ![]() სტანდარტულად მისროლის დრო ყველას ჰქონდა შეჯიბრის დაწყების დროს, ინსტრუქტაჟი ყველას ცალ-ცალკე ჩაუტარდა და ამის შემდეგ დავიწყეთ თვითონ სროლა ![]() ![]() არ ჩაიარა წლევანდელმა შეჯიბრებამ გასაჩივრებების გარეშე, ასე მაგალითად ზემოთ მოყვანილ სურათში (სია და ქულები რომელშიც ჩანს) ვხედავთ რომ 203 და 204 ქულად 3 კაცმა მიაღწია თავიდან კი პირველი დათვლით სამივეს ჰქონდა 203 ქულა. რაც რა თქმა უნდა ვერ გადაიტანა თავდაპირველად norika-მ, შემდეგ აყვა ilariona და ამ კამათ კამათში თითო-თითო ქულა ქე გამოჩიჩქნეს თავიანთ სასარგებლოდ ![]() ![]() ![]() ![]() სხვათა შორის წელს შედარებით კარგი მოსაცდელი ზონა გვქონდა მოწყობილი, ხალხს შეეძლო ნორმალურად დაჯდომა დასვენება, გასაუბრება, თუმცა მსროლელების უკან დასასვენებელი ზონა ხანდახან იმას იწვევდა რომ ხმამაღალი საუბარი მსროლელებს ხელს უშლიდა ![]() ![]() ![]() ![]() ნუ იყო ჩვენი საყვარელი მზარეულის მიერ საოცარი პოზების შექმნაც, იყო მონადირეების გლუვლულიანით სიარულიც.... ისე შემდეგში პირადად ავკრძალავ ნებისმიერ გლუვლულიანის გამოჩენას პნევმო შეჯიბრზე, ვერცერთი ვერ ითბენდა და ყველას დიდი სურვილი ჰქონდა გლუვლულიანიდან გაესროლა შედეგად ბევრი 2 გზად იხლიჩებოდა, ანუ სერიოზულად ესროლა თუ გლუვლულიანიდან თეფშების სროლას გადაყოლოდა ![]() ![]() ![]() მოკლედ ასე იყო თუ ისე რეალში მაინც კარგად ჩატარდა შეჯიბრი, თუ არ ჩავთვლით თვითმარქვია "ევრეისკი" პრეზიდენტის საქციელს, როდესაც თავისი თოფის გასწორების მიზნით მაგიდას ლამის წიხლები ურტყა და ამით ხელს უშლიდა თავის ჯგუფში გამომსვლელ მონაწილეს ![]() ![]() ![]() რა თქმა უნდა გამოვლინდა გამარჯვებულებიც და გადაეცათ ჩვენი პრიზებიც, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომწონს ჩვენი მედლები და პრიზი, სხვა არცერთ სპორტულ ფორუმზე ამდაგვარი პრიზი და მედალი არ მინახია, როგორც წესი მაღაზიებში ნაყიდი 5 ლარიანი მედლები რიგდება ხოლმე, მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენს სახელობით მედლებს ვიყენებთ, იაფი არ ჯდება, სამაგიეროდ მოგებულისთვის აშკარად აქვს სიამაყის და ღირებულის შეგრძნება ![]() სანამ დაჯილდოებაზე გადავალთ მოდით ჩამოვწეროთ ყველას სია და ვინ რა ქულა აიღო რამდენი X აიღო და რომელ ადგილზე გავიდა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მგონი ყველაფერი ჩანს ![]() როგორც ცხრილში ჩანს მესამე და მეოთხე ადგილების მფლობელებმა 204-204 ქულა აიღეს, მაგრამ ნორიკამ 3 X აიღო მაშინ როდესაც ილარიონამ მხოლოდ 2 X აიღო, შედეგად პრიზიორის ბედი X-ებმა განსაზღვრა. და ეს უკვე მესამედ ხდება ჩვენთან როდესაც ქულების დამთხვევა ხდება და X-ების მეშვეობით ხდება შესაძლებელი პრიზიორის გამოვლენა. ასე რომ ნელ-ნელა რთულდება შეჯიბრი რაც რა თქმა უნდა საინტერესოს ხდის შეჯიბრს. მას ასე დაჯილდოება.... დიდი წამყვანი მე არ ვარ მაგრამ მე მომიწია პრიზიორებისთვის მედლების გადაცემა. ყველაფერი კი იყო აი ასე: ბოლოს რა თქმა უნდა ეგრეთწოდებული "ბანკეტი". ჩვენ ევროპისკენ კი მივიწევთ, მაგრამ სუფრა ქართული ვიცით შეჯიბრების დროსაც, მართალია შემწვარი გოჭი ბოლოკით პირში არ იყო სუფრაზე, მაგრამ მწვადი, ხაჭაპური და ღვინო ნუ ეს მინიმუმია ![]() ![]() ![]() რა თქმა უნდა ბოლოს ღამეც შემოგვეპარა, ზოგი დაიღალა, ზოგსაც ეძინებოდა, ზოგიც მხიარულად იყო და .... მოკლედ მოგონებები ბევრი დარჩა, იმედია კეთილი და ლამაზი ![]() ![]() ![]() ![]() ეს რაც შეეხებოდა თვითონ მიმოხილვას, ახლა კი გთავაზობთ თვითონ ნასროლ სამიზნეებს, ზოგს გადახედვა მოუნდება, ზოგს გადამოწმება, მოკლედ რავიცი ვინც როგორ ჩათვლის საჭიროდ. მაშ ასე პრიზიოპრები: Okela - Monadire - Norika დანარჩენები: Irlariona - Dawiti - Dave Devil - Beqa - Geogorjika Davitus - Power_wano - Ja_Ja CZ80 - Bazuka - Lexo Soxa - iorama - Marukha Ikaa - irakli ასე მორჩა საკმაოდ თბილი და ლამაზი 15 სექტემბერი. გამოვლინდა მოულოდნელი პრიზიორები, წინა წლის ჩემპიონი საერთოდ ჩაიკარგა და პირველ სამეულშიც კი არ მოხდა, იმიტომ რომ არც თოფს მიხედა, ოპტიკაც დაავიწყდა და ზერელედ ისროლა ![]() ველით მომავალი წლის შეჯიბრებას ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
აი მალადეც ![]() საღოლ ჯაჯინსკი, როგორც ყოველთვის საუკეთესო რეპორტი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ამას რას ვეღირსეთ ![]() მე-13-ე ვიყავი თურმე. არ გამიკვირდა რატომ ვერ მოვიგეთქო ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
ძაან კარგი დღის ჯიგრული რეპორტია. კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს. ისე ერთი კაი შეკრება არ გვაწყენდა, თუნდაც ზამთრის პირობებში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
davil მერე მივცხოთ ერთი შეჯიბრი შეკრება ![]() ახალი წლების მერე მოჟნა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika ციტატა(giorgi @ 22nd December 2013 - 04:02 PM) მე-13-ე ვიყავი თურმე. არ გამიკვირდა რატომ ვერ მოვიგეთქო ჰო რა სულ ეგ გიშლიდა ხელს რა ![]() ბლინ ისე სულ რაცხა ტილიანი 3 თვე გავიდა არადა რა აცივდა მე ამის დედაც!!!! ახლა კიდევ 3 თვე როდის გავა რომ ეგრევე დათბეს.... მარა 3 თვეში არ დათბება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
სგ ჯაჯა მშვენიერი რეპორტია
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
okela84 აი ეხლა კი გილოცავთ ჩემო ბატონო ჩემპიონობას ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ციტატა მოკლედ ასე იყო თუ ისე რეალში მაინც კარგად ჩატარდა შეჯიბრი, თუ არ ჩავთვლით თვითმარქვია "ევრეისკი" პრეზიდენტის საქციელს, როდესაც თავისი თოფის გასწორების მიზნით მაგიდას ლამის წიხლები ურტყა და ამით ხელს უშლიდა თავის ჯგუფში გამომსვლელ მონაწილეს აუუუუ, ეს რა გამახსენე, გავიგუდეე ![]() ![]() თან რომ ვერ ვაჩერებდით ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 562 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,523 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(bazuka @ 22nd December 2013 - 08:57 PM) თან რომ ვერ ვაჩერებდით ვაჩერებდითო ?! რო ვუთხარი ხელს ნუ მიშლი მეთქი, ისეთი სახით შემომხედა რამის ჩემი ქულებიც მაგას მივაწერე ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
ilariona მაგარი თოფია ძმაო, გახსოვს ყიდვისას მე რო გკითხე სტაბილურად როგორ ჯგუფებს აკეთებსთქო და შენ მითხარი 25 მმ-ო. ვიფიქრე უეჭველი აზვიადებსთქო, ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 362 რეგისტრ.: 9-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 108 ![]() |
მშვენიერი ჯაჯა ბიძია მშვენიერი, აქამდე რომ არ დადე ისე კარგია, ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
okela84 გილოცავ უპეტენდენტო ჩემპიონობას! ძძძააან მაგარია ![]() პრიზიორბსაც ვულოცავ დამსახურებილ 2-3 ადგილებს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 130 რეგისტრ.: 4-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi წევრი №: 1,665 ქალაქი:ბათუმი ![]() |
დიდი მადლობა ჯაჯა შესანიშნავი რეპორტისთვის. ![]() მიზანში სროლის დროს მსროლელის და თოფის გარდა კიდევ 2 მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპტიკა და ტყვიები. ყველაფერი უფრო ნათელი რომ იყოს. ცოტა ანალიზი რომ გავაკეთოთ და დასკვნები გამოვიტანოთ თოფების შესაძლებობებზე კარგი იქნებოდა მონაწილეებს რომ დაეწერათ ვინ რა ოპტიკით და რამდენი ზუმით ისროდა. ტყვიებიც საინტერესოა, მაგრამ არა აუცილებელი, ნუ ეგ ვიცით რომელი ტყვეიბიცაა უკეთესი მიზანში სასროლად. თუმცა ვისაც სურვილი აქვს კარგი იქნებოდა რომ დაწეროს. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
gregory ციტატა(gregory @ 22nd December 2013 - 10:30 PM) გილოცავ უპეტენდენტო ჩემპიონობას! ძძძააან მაგარია მადლობა გრიგოლ. ისე ძაან გამიკვირდა შენ რომ არ იყავი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ilo ციტატა(iglait @ 22nd December 2013 - 10:36 PM) ცოტა ანალიზი რომ გავაკეთოთ ცოტა რომ არ დაიზარო და ნასროლ ქაღალდებს გადახედო თოფი და ოპტიკა ზედ წერია ![]() ციტატა(iglait @ 22nd December 2013 - 10:36 PM) ტყვიებიც საინტერესოა არანაირად არ არის საინტერესო, ყველა თოფს თავისი ტყვია მოსწონს, მილიონჯერ დადასტურებული ფაქტია. საერთო მოხმარების პონტზე კი უნდა გამოიყენო ან კარდონის ყუთში არსებული Crosman Premier-ები 10.5 გრანიანი, ან JSB 10.2, მაგრამ ეს არის ზერელე დასაწყისი წერტილი და არა აქსიომა. ყველა თოფს თავისი ტყვია უნდა, მაგალითად მოკალი და ჩემი მარადიორი CP-ს გარდა არაფერს ისვრის ნორმალურად, ჩატენი ვითომ სანაქებო JSB-ს და 10 სანტიემტრში ვერ სვავ ტყვიებს როდესაც Cp-თი 15-20 მილიმეტრში ჯდება, შტეერს კიდევ რაც გინდა მიეცი ფეხებზე ჰკიდია, მოიტა JSB და დანარჩენი მახატიაო, ასე რომ უაზრობაა ტყვიებზე აქცენტირება რომ ის ამ ტყვიას ისროდა და ეს ამ ტყვიას, უფრო დაგაბნევს, კონკრეტულად შენი მოდელისა და ლულისთვის ექსპერიმენტების და ვარჯიშის მეთოდით უნდა შეირჩეს რომელი ტყვია ვარგა და რომელი არა,
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 130 რეგისტრ.: 4-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi წევრი №: 1,665 ქალაქი:ბათუმი ![]() |
4-16 და 10-40 არფრის მომცემი ინფორმაციებია, სავარაუდოდ 50 მეტრზე ყველა შეეცდებოდა ესროლა მაქსიმალური ზუმით დაბინდვის გარეშე, ის არის საინტერესო კონკრეტული მოდელის მაქსიმალური ზუმი რა არის დაბინდვის გარეშე. უბრალოდ დამატებით ძალიან კარგი ინფო იქნებოდა ეგ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ვაახ ჯაჯინსკი რეპორტი გამოცხვაა? ![]() საღოლ, კაკ ვსეგდა მუაგაარ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ja_ja ორჯელ ჩემი სურათი მაგარია ![]() იპოვეთ ათი განსხვავებაა? ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
iorama მეორეში შამფურები გაქვს მოტეხილი ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 05:07 AM |
Hosted by Pro-Service |