გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> ამერიკაში, ზომბების ეპიდემია იწყება
Archery
პოსტი Jun 15 2012, 04:59 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 137
რეგისტრ.: 8-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,148
ქალაქი:თბილისი



გამაოგნებელი ცნობები ჯერ მხოლოდ აშშ-დან მოდის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ადამიანები არაადამიანი-ზომბები ხდებიან. ძნელი სათქმელია თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი: ფსიქოტრონული იარაღი, ადამიანებზე საიუდუმლო ექსპერიმენტები თუ იდუმალი სულიერ-ფიზიკური ავადმყოფობა, რომელიც სამხედრო ლაბორატორიებში გენურმა ინჟინრებმა შექმნეს.

ნათელია მხოლოდ ერთი რამ - ეს ნამდვილად საშინელებაა!

აშშ-ს, როგორც ჩანს, ზომბის ეპიდემიაა. ადამიანებზე სპეციფიკური თავდასხმების შემთხვევები ადგილობრივმა ტელეარხებმა დააფიქსირეს. მარტო ახალ ამბებში, რომლებიც საერთო-ფედერალურ მაუწყებლობაში მოხვდნენ, ორი დღის განმავლობაში 3 შემთხვევა აღინიშნა, რომელიც შეესებამებმა კინემატოგრაფიის მიერ შექმნილ შაბლონს. მაიამიში შიშველ მამაკაცს ფაქტზე წაასწრეს, - ის თავისი მსხვერპლის სახეს ჭამდა. იმის შემდეგ რაც პოლიციელებმა მას სროლა აუტეხეს და ექვსი ტყვია მოახვედრეს, სხეულმა არანაირი რეაგირება ამაზე არ მოახდინა, რის შემდეგაც, კაციჭამია ზომბი თავში სროლით მოკლეს. მეორე დღეს შტატ ნიუ-ჯერსიში მამაკაცი რამოდენიმე საათის განმავლობაში იგერიებდა პოლიციელთა შეტევას, და საკუთარ შიგნეულობას ესროდა მათ. ბალტიმორში ვინმე შავკანიანი მოქალაქე მორგანის უნივერსიტეტიდან მხილებულ იქნა თავისი მეგობარი გოგონას თავის ტვინის ჭამაში. ჰოლივუდური კანონებით სწორედ ასე იწყება ზომბების ნებისმიერი შემოსევა - ერთმანეთის მსგავსი რეპორტაჟებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

ამის მსგავსი შემაშფოთებელი ისტორიები ხდება ამ ბოლო დღეებში აშშ-ს სხვადასხვა შტატში. მაიამიში გამვლელებმა შეამჩნიეს შიშველი კანიბალი, რომელიც მაწანწალის სახეს ჭამდა. მოწმეებმა პოლიციას გამოუძახეს, მაგრამ მანიაკმა სამართალდამცავთა გაფრთხილებას ზედაც არ შეხედა. მაშინ, პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს. კანიბალს ექვსი ტყვია მოხვდა, თუმცა უშედეგოდ. "ის თავს აქეთ იქეთ აქნევდა, პირში კი ადამიანის ხორცის ნაჭერი ედო", - იმოწმებს თვითმხილველთა მონათხრობს Miami Herald. მკვლელის გაუვნებელყოფა მხოლოდ თავში სროლით მოხერხდა. მაიამიში თავდასხმის ობიექტი გახდა 65 წლის უსახლკარო მაწანწალა რონალდ პოპპო.

მეორე დღეს ცნობილი გახდა კიდევ ორი მსგავსი შემთხვევის შესახებ. მშვიდობიან და ლიბერალურ ნიუ-ჯერსიში, ექსპერიმენტალური კანონებისა და მზის ბატარეების მხარეში, 43 წლის უეინ კარტერი რამოდენიმე საათის განმავლობაში იგერიებდა პოლიციელებს, იჭრიდა ნაწლავებს, კანს და სამართალდამცავებს ესროდა. SWAT-ის თანამშრომლებმა გაცოფებული კანიბალი მხოლოდ საღამოსკენ გააუვნებელჰყვეს.

დაბოლოს, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში, მორგანის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტმა, ალექსანდრე კუნიამ სტუდენტურ კამპუსში შეჭამა თავის მეგობარი საკმაოდ ძნელადგამოთქმადი სახელით Kujoe Bonsafo Agyei-Kodie. Baltimore Sun-ის ცნობით, სტუდენტის მამამ და ძმამ პოლიციას თვითონ გამოუძახეს, როდესაც სარდაფში ადამიანის ხელები და თავის ნარჩენები აღმოაჩინეს.

"3 ინციდენტი 2 დღის განმავლობაში. ჩვეულებისამებრ ასე იწყება ზომბი-ფილმები" - ასკვნიან ამერიკული "მილიციის" ZRT-ს წევრები.

ზომბი-მითოლოგიაში, რომელიც ამერიკული ფილმებითა და ლიტერატურით არის ფორმირებული, "ზომბების შემოსევის" ყველა შემთხვევა სწორედ ასე იწყება: ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდის ცნობები უცნაურ და შემაძრწუნებელ თავდასხმებზე, რომლებიც ძალზედ წააგავენ ერთურთს. ყველა შემთხვევისთვის მოიპოვება ადვილად ახსნადი განმარტება: ამჯერად, მაგალითად, ეს ყოველივე PCP (ფენციკლიდინი)-ს მსგავსი სინთეტური ნარკოტიკის ზემოქმედებას დააბრალეს.







კი ვიცოდი რომ როდესმე დაიწყებოდა მაგრამ მე თუ მოვესწრებოდი არ მეგონა ....

რას ფიქრობთ? smile.gif ჰატსან 125 რამე რომ იყოს xxxxxxx xxxxxx ხომ ხვრეტს? biggrin.gif
რედაქტირების მიზეზი: ცენზურა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 15 2012, 05:09 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



dzvelo
სად მონახე ეს მესამოცე ხარისხოვანი სუპერ ნაბოდვარი ინფო smile.gif

რაიმე გადმოკოპირე კაი და ან წყარო მოითითე, ან გაამყარე შენი მოყვანილი ფაქტები არგუნებტებით, იგივე ნიუსებმა გადმოსცაო, მაიტა ვიდეო...

კარგით რა ხალხნო მესმის ფლეიმია, მაგრამ ფორუმ.გე ხომ არ არის, რეებს წერთ? რაის ზომბები რა ჭამა რაის კანიბალიზმი... აეეეეე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Jun 15 2012, 05:10 PM
პოსტი #3


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



ეს ტექსტი ესე უნდა დაგეწყო იყო და არა იყორა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Archery
პოსტი Jun 15 2012, 05:19 PM
პოსტი #4


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 137
რეგისტრ.: 8-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,148
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ Jun 15 2012, 05:09 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
dzvelo
სად მონახე ეს მესამოცე ხარისხოვანი სუპერ ნაბოდვარი ინფო smile.gif

რაიმე გადმოკოპირე კაი და ან წყარო მოითითე, ან გაამყარე შენი მოყვანილი ფაქტები არგუნებტებით, იგივე ნიუსებმა გადმოსცაო, მაიტა ვიდეო...

კარგით რა ხალხნო მესმის ფლეიმია, მაგრამ ფორუმ.გე ხომ არ არის, რეებს წერთ? რაის ზომბები რა ჭამა რაის კანიბალიზმი... აეეეეე

ვინც დადო ეგ ტექტსი იმას მივწერე სად ნახე თქო მომწერს და დავამატებ აუცილებლად......

სად მოვნახე და ფორუმ.ჯი ზე smile.gif.

.
............ეს ტექსტი ესე უნდა დაგეწყო იყო და არა იყორა........







რატომ მე სავსებით რეალურად მიმაჩნია ასეთი საფრთხე, ტერორისტული დაჯგუფებები ნებისმიერი გზით ეცდებიან ამერიკა დააზარალონ ..



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ესე ვიღაც ადამიანი საუბრობს ზომბების შემოტევის შესახებ როგორც ტერორისტულ საფრთხეზე.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 15 2012, 05:35 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



dzvelo
აუ მაგარი წყაროა smile.gif

საქართველოშიც თუ იყო ინტერნეტში რაიმე ეგეთი ყვითელი გვერდი რომელიც ცხოვრობს იმის ხარჯზე რომ რაცხა სისულელებს იგონებს და ხალხს აშინება არ მეგონა smile.gif....

მდაააა.... მოკლედ მოვრჩით აქ ასეთ სისულეებს, მთელი რუსული ინტერნეტი გადავსებულია ასეთი დეგენერატიზმებით, ბაზარი არაა შენ აგქვს უფლება გჯერავდეს ყველაფერი იმის რასაც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ ეს ის ფორუმი არაა სადაც ასეთი სისულეები უნდა იწერებოდეს, მშვენიერი წყარო გქონია ფორუიმ.გე-ს სახით, დაე მანდ დარჩეს ეგ ინფო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Archery
პოსტი Jun 15 2012, 05:39 PM
პოსტი #6


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 137
რეგისტრ.: 8-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,148
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ Jun 15 2012, 05:35 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
dzvelo
აუ მაგარი წყაროა smile.gif

საქართველოშიც თუ იყო ინტერნეტში რაიმე ეგეთი ყვითელი გვერდი რომელიც ცხოვრობს იმის ხარჯზე რომ რაცხა სისულელებს იგონებს და ხალხს აშინება არ მეგონა smile.gif....

მდაააა.... მოკლედ მოვრჩით აქ ასეთ სისულეებს, მთელი რუსული ინტერნეტი გადავსებულია ასეთი დეგენერატიზმებით, ბაზარი არაა შენ აგქვს უფლება გჯერავდეს ყველაფერი იმის რასაც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ ეს ის ფორუმი არაა სადაც ასეთი სისულეები უნდა იწერებოდეს, მშვენიერი წყარო გქონია ფორუიმ.გე-ს სახით, დაე მანდ დარჩეს ეგ ინფო smile.gif

კი ბატონო მაგაზე როგორ გაწყენინოთ smile.gif არც მე მჯერა უბრალოდ საინტერესოდ მომეჩვენა და გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვისაც.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jun 15 2012, 05:54 PM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



მოკლედ სანამ სისულელეებით გადავსებულა , მივახურავ ამ თემას..
ზომბი არა თრომბი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 12:22 AM
Hosted by Pro-Service