გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ბულპაპ ატ44-10
smekosmeko
პოსტი Mar 22 2012, 12:55 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 707
რეგისტრ.: 27-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 589



მოკლედ ეგ ძალიან მაგარია რა, მაგარი მოხერხებული და რაგაც კომპაქტური. ერი სიტყვით იფ. გადავაკეთებდი სიამოვნებით იოლად რომ იშოვებოდეს ნაწილები. მაინც გადავაკეთებ მაგრამ ეგ დროს წაიღებს.















თუ ვინმე არის დაინტერესებული და აპირებს თავისი ფიშტოს გადაკეთებას შემეხმიანოს მეც ძალიან დაინტერესებული ვარ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 22 2012, 02:17 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



რაღაც ვერ მივხვდი ამ თემის აზრს....

1) ჯერესერთი რა უნდა ამ თემას ფლეიმში? თუ რაიმე კონსტრუქციულ გაუმჯობესებაზე გაქვთ საუბარი, სად უნდა გახსნათ ფორუმის წევრებმა თემები? საჭორაო კურილკაში თუ ....

2)
ციტატა
მოკლედ ეგ ძალიან მაგარია რა
- ნუ ეს ჩემი პირადი ბზიკია, ანუ მიმართვის ფორმა smile.gif თუ ვინმეს მიმართავ.... თუ საერთო მაშტაბით წერ მაშIნ მფგონი ცოტა სხვანაირად უნდა ეწეროს...

3)
ციტატა
თუ ვინმე არის დაინტერესებული და აპირებს თავისი ფიშტოს გადაკეთებას შემეხმიანოს მეც ძალიან დაინტერესებული ვარ
- რით ხარ დაინტერესებული? იმით რომ შენ გაუკეთო ამდაგვარი აბგრეიდი სხვას რაიმე თანხის საზღაურად თუ პირიქით თუ ვინმე დაიწყებს გაკეთებას, შენ არ გაქვს ამის ყველაფრის კეთების თავი და ამიტომაც, ასევთქვათ წილში ჩაუჯდები, ხარჯებს გაიყოფთ და ერთად გააკეთებთ (ისე თუ არ დააზუსტებ აქვე ჩუმად გეტყვი რომ უმეტესობა უფრო რადიკალურად გაიგებს - "ამას ხალიავაზე უნდა ჩემს ხარჯზე გამოძრომაო" ასე გაიფიქრებს ბევრი და საერთოდ ხმას არ ამოიღებენ smile.gif )

4) სურათების დაყრა რომელი ინტერნეტში არის, და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ჰაჩიკა იქნება, HW, შტეირი, თუ სხვა რაიმე... ყველაფერი შეიძლება გადაკეთდეს ბულპაპ სისტემად. აქ დაგდებული სურათები ხალხმა განიხილოს კონსტრუქციის რეალიზების საშუალებად თუ.....

5) ფორუმზე მინიმუმ, სულ მინიმუმ 4 კაცი აკეთებს ბულკას, მაგრამ რომ გააკეთებენ მერე დადებენ სრულყოფილ ინფოებს, ნუ ნორმალურიცაა, რა აზრი აქვს, დაიწყო აი ვაკეტებ ვაკეთებ და ბოლოს ვერ ვაკეთებ smile.gif, ეგრე მე გახსენი ერთი თემა და არიქა მალე მოვრჩები მეთქი და მგონი 3 წელია ვამთავრებ იმ შტუკას, კეთების პროცესში აურაცხელი ხარჯია გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, ის ასე გინდა ეს ასე.... ამიტომაც გააკეთებენ, დაწერენ და მერე უკვე ყველამ განვიხილოთ

მოკლედ თან თვალში უაზროდ მხვდება, ტან ვხვდები რომ რაღაც გინდა, თან უაზრობაა, თან არასწორი მიმართვა....

კაცოუ smile.gif ხომ შეიძლება ნორმალურად გახსნა თემა, მაგალითისთვის შეგეძლო აი ასეთი ტექსტი დაგეგდო:

ციტატა
ხალხნო და ჯამაათნო, იცით რომ არსებობს ბულპაპის სისტემები, პრაქტიკუალდ ყველა თოფზეა, მაგრამ აქ არ მინახია ვინმეს ჰქონოდეს. მე მაქვს ჰაჩიკა და მინდა გადავაკეთო ბულპაპზე. იდეები ინტერნეტში ბევრნაირია, აი მაგალითად:

სურათი 1
სურათი 2
სურათი შემდეგი და ასე შემდეგ


მე მარტო ამის გაკეტება არ შემიძლია, არც ინნსტრუმენტები მაქვს, და არც ვიცნობ ხელოსნებს, თუ ვინმეს გაქვთ ჰაჩიკა და თქვენც გაქვთ სურვილი რაიმე ამდაგვარი ბულპაპის გაკეთების, იქნებ დამეხმაროთ, მეც რითაც შევძლებ დაგეხმარებით და ეგებ რაღაც გავჩითოთ, განსახილველიც, გვექნება რაღაც, ახალსაც ვნახავთ რაღაცას, გამოცდილებასაც შევიძენთ და იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ სიამოვნებას მივიღებთ შედეგით ყველა ვინც ამ იდეით დაინტერესდება....


რა თქმა უნდა შესაბამის განყოფილებაში და ამის მერე წავიდოდა იდეების ტრიალი ნახაზების გაჩითვა, ინტერესი, ხელოსნების მონახვა, საკუთარი ნაჩალIჩები დეტალების ტრიალი, გამოცდილება, მოძიებული ინფორმაცია და აბა ჰეეეე.

ახლა კი რა გვაქვს სახეზე? უმისამართო მიმართვა ხალხისთვის, არასწორე საჭორაო თემაში, უბრალოდ სურათების ტრიალი და მორჩა... smile.gif

იცი რომ კონდახის გარდა საკმაოდ ბევრი სხვა ტექნიკური პრობლემა გექნება გადასაწყვეტი? მინიმუმ სულ მინიმუმ ოპტიკის დამაგრების თემა, და არაა ისეთი იოლი როგორც სურათზე ჩანს smile.gif, ცალკე თავსატეხია, სასხლეტის სისტემა, ასევე არანაკლებ თავსატეხია კონდახის თემა, უმეტესობამ ამ ფორუმზე ვინც ვსინჯეთ კონდახის გაკეთება, პირველი ჩვენი ნამუშევარი გავაფუჭეთ, ვინც ჭკუა იხმარა ის ან ჯერ ცალკე მოდელს ეჩალIჩებოდა და იდეას ხვეწავდა, ან გვყავს ფორუმზე მინიმუმ 2 კაცი ვისაც ნერვებიც ეყო და გამოცდილებაც იმისა რომ არ გაეფუჭებინა პირველი თავისი ნახელავი.

მოკლედ ახლა მაქვს, კითხვა რა ვუყოთ ამ ტემას? ასე დავტოვოთ კურიკლაში უაზროდ თუ შესაბამის განყოფილებაში გახსნი ახალს ნორმალურად და ჩამოყალიბებულად და ეს კი მივხუროთ ან წავშალოთ?

P.S. თემა ნანახი აქვს, 23 კაცს, და კაციშვილმა არაფერი დაწერა მგონი ესეც რაცხაზე მიგითითებს smile.gif... (ერთი მე შემოვიჭერი ჩემი უაზრო კრიტიკით biggrin.gif, იმედია სწორედ გამიგებ, პირიქით მინდა რომ ასეთი თემები იყოს, მაგრამ ახალ თემას ხსნი, პირველი პოსტია, ისეთი უნდა იყოს რომ ვინც ამ თემას პირველად გახსნის დაინტერესდეს და აენთოს, პირიქით მინდა რომ მაგარი გააკეთოთ ყველამ ყველაფერი, დაძრათ მკვდარი წერტილიდან ჩამდგარი სიტუაცია, მაგრამ მართებულად, მართებულად და ტექნიკურად გამართულად.)...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
smekosmeko
პოსტი Mar 22 2012, 04:00 PM
პოსტი #3


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 707
რეგისტრ.: 27-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 589



ყველაფერი გასაგებია მაგრამ ეგ თემა არაა ისეთი მაშტაბური რომ საჭიროებდეს რაიმე საზღვრებს. მარტივი ფორმულაა: 1) მომწონს 2) მინდა 3) სხვას თუ უნდა 4) ვინც არის დაინტერესებული იმან უნდა მომწეროს თუ იცის სად კეთდება, როგორ კეთდება, ვინ აკეთებს, რა ფასებში აკეთებს. აბა ეხლა სახლში არ დავადგები და მიდი გამიკეთეთქო არ ვეტყვი იარაღის თავზე დადებით. გავხსენი ფლეიმში, რადგან ეგ ჩემთვის ფლეიმის დონეზეა, არასაჩქარო არიქა და რამე.

"მინდა ეს, ვინმემ იცით ამის შესახებ რამე და სად ვიშოვო?" შესაძლო ზედმეტი კითხვები: 1) რისთვის გინდა? :არალოგიკური: 2) რატო გინდა? :არალოჰიკური: 3) მოაყოლე სრული ინფო :არალოგიკური: რადგან მე მინდა კონკრეტული პასუხი რადგან ვიცი რატო მინდა ის რასაც ვეძებ და თუ ვინმეს იმიტო გაუჩნდება ეგეთი კითხვები რომ მასაც უნდა ეგ უკვე დრუგოე დელო. ანუ ეგეთი სახის შესწორებები სრულებით არაადეკვატურია იმ სიტუაციის მიმართ რაც რეალობაში მოითხოვება კონკრეტულ სიტუაციაში. როდესაც რაიმეს დაწვრილებითი მოყოლა და ჩამოყალიბება იყო საჭირო ეგ მაშინ არაერთხელ გამიკეთებია ეგრე. აი აქ კი არ მიმაჩნია საჭიროდ, მე ვარ და მე მინდა თუ უნდა სხვას აგერ ვარ, თუ არუნდა და + ეს თემა ვინმეს აღეზიანებს მაშინ წაშალეთ. მე ჩემი აზრი და შეხედულებები მაქვს, სხვისი აზრი იმაზე თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბო ის კონკრეტული სიტუაცია რაც მე მეხება და ჩემს მსჯელობაში დევს არ მაინტერესებს და მომკალით. მარტივი რაღაც ვიკითხე და მარტივი პასუხი იყო საჭირო. მაგ: მე მინდა გადაკეთება... იქვე pm და არავინ შეწუხდებოდა, სრულყოფილ ნამუშევარს კი ყველას გაგიზიარებდით როცა მორჩებოდა სამუშაოები იმ ობიექტზე რომელიც განხილვის არეალშია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Mar 22 2012, 04:37 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



.smekosmeko
ციტატა(smekosmeko @ 22nd March 2012 - 05:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ყველაფერი გასაგებია მაგრამ ეგ თემა არაა ისეთი მაშტაბური რომ საჭიროებდეს რაიმე საზღვრებს

პირიქით, ჰაჩიკა ბევრს აქვს, და პრაქტიკუალდ ყველას უტრიალებს იგივე გადაკეთება თავში, მაგრამ არავინ არ გადადგა პირველი ნაბიჯი, შენც ადექი და კატალიზატორის როლი შეასრულე, ეგებ და ამოიქოქოს ეს საკითხი.

მოდი ჰაჩიკას თემაში დაწერე რომ ეგ გინდა და ეძებ კაცს ვინც ასეთ საქმის გაკეთებაში დაგეხმარება და მორჩა საქმე.

მე მიმაჩნია, მე მინდა... კი ბაზარი არაა შენ გინდა, შენთვის, შენს მუღამზე.... მაგრამ ყველას სადაც მოგვინდება და როგორც მოგვინდება ისე რომ ვაკეთოთ.... ბოლოს მივიღებთ იმას რომ ბუნებაში ალპებში რომ ახვიდე იქაც კი ნაგვით გავსებული ცელოფნის პარკი დაგხვდება. არავის არ უყვარს წესებისადმი დამორჩილება, ეგ ადამიანის სულშია, მაგრამ ვერ გავექცევით საჭიროა. ეს აქსიომაა.

მოკლედ არის ჰაჩიკას თემა, და კონკრეტულად მას ეკუთვნის ეს საკითხი, თუ რაიმე მიზეზის გამო მიგაჩნია რომ იქ არაა დასაგდები მაშინ აბგრეიდის განყოფილებაში გახსენი ახალი თემა, ნუ ტიპა - აბა მინდა რაღაც ამდაგვარი და ვინ დამეხმარებით. ვსიო მოვრჩით აქ გარჩევას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 01:30 AM
Hosted by Pro-Service