გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> პნევმატიკის კლასები ჯიშები და..., ანუ რა ტიპის პნევმატიკები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ შეძენის წინ
ja_ja
პოსტი Jan 20 2012, 06:36 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,962
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეს თემა დაგდებული მქონდა ოჩოპინტრეზე, მართალია გაცილებით პატარა და სურათების გარეშე... ჩვენს ფორუმზეც სადღაც დავაგდე, მაგრამ ჩაიკარგა, იმიტომ რომ შუა თემაში იყო სადღაც.

მოკლედ გადავწყვიტე ცალკე გამომეტანა, დამესურათებინა, შემევსო საჭირო ინფორმაციით, რადგანაც საჭირო საკითხებია განხილული და როგორც ახალბედების შემოერთება გვიჩვენებს, ეს საკითხები ახალბედებმა უნდა იცოდნენ. ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს აღწერა შეუძლებელია, ამიტომაც გადავწყვიტე - ჯობია ერთ ადგილზე იყოს ყველაფერი თავმოყრილი.



ამ საკითხში გათვითცნობიერებულ მესვეურბს ვთხოვ, უბრალოდ საკუთარ არჩევანს ნუ სთავაზობთ ახალბედა მომხმარებელს, ეს არასწორია, ის რაც მე მომწონს თქვენ ალბათ არ მოგწონთ, მაშ რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული ახალი მომხმარებელი მაინცა და მაინც თქვენი არჩევანით?? შეიძლება დღეს დაგიჯეროთ, მაგრამ ხვალ ინანოს. ამიტომაც უფრო მართებული იქნება, თუ საერთო ინფორმაციას გაეცნობა მომხმარებელი და მხოლოდ შემდეგ იქნება ამა თუ იმ კონკრეტული მოდელების განხილვა თავისი პლიუს მინუსებით.

ახლა კი მიმართვა პოტენციურ ახალ პნევმო მფლობელებს.

თავიდან გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს თემა არ არის სრული დოკუმენტაცია, არამედ არის, შესავალი იმისათვის რომ გაერკვეთ და წარმოდგენა შეგექმნათ ამა თუ იმ ტიპის პნევმატიკაზე და მისი გამოყენების არეალზე, კონკრეტული მოდელები და სახეობები, შემდგომში შეგიძლიათ ფორუმზე დაათვალიეროთ შეისწავლოთ დასვათ კითხვები და გაიღრმაოთცოდნა.

პირველი ყველა ახალბედას ვურჩევ ერთ რამეს არ იჩქარო, ნაჩქარევად რაღაცის შეძენას ჯობია 2-3 კვირა გაჩერდე (თუ საჭიროა უფრო მეტიც, ჩემი პირველი PCP შაშხანა შევიძინე სადღაც 7-8 თვიანი ინფორმაციის აგროვების შემდეგ, დღეს არსებობს უკვე საქართველოში გამოცდილი ხალხი და აღარ დაგჭირდებათ 7-8 თვე ყველაფრის გარკვევა, მაგრამ უცებ მაღაზიაში მისვლა და გამყიდველის სიტყვებით ყიდვა..... მოკლედ არ გამოვა მაი საქმე smile.gif ). ჯობია თოფის გარეშე იყო, ვიდრე უცებ რაღაც იყიდო და მერე საფიქრალი გქონდეს, როგორ გაყიდო და სხვა იყიდო უფრო იაფად, ან უფრო ძვირად.

გვაქვს სამწუხაროდ მაგალითები და ამიტომა ჯერ ჯობია ყველაფერი აწონ დაწონო.




ჯერ უნდა ჩამოყალიბდე რისთვის გინდა, არის გამოყენების 4 სახეობა:

1) პლინკაობა - ანუ ტილაობა რა, იქ ბოთლს ესროლე, აქ ტოტს გაარტყი, იქ ლუდის ქილა მოხსენი, მოკლედ მაიმუნობა



2) გართობა - ეს რაღაც შუალედურია, პირველ პუნქტსა და მომდევნო ორ პუნქტს შორის, აქ შედის ნადირობაც, ტილაობაც, უბრალოდ გადატენვა და გასროლაც და ”რადი პონტა” პრეტენზიის გაცხადება მიზანში სროლაზე.




3) ნადირობა - უკვე სიტყვიდან გასაგებია რომ ცოცხალი სამიზნეების მოსახსნელადაა განკუთვნილი. ამ ტიპის თოფებს უკვე მოეთხოვება ენერგეტიკა და სიზუსტე რომელიც თითქმის ოლიმპიურ სიზუსტეზე აცხადებს პრეტენზიას.




არ ცდებით, ეს ყველაფერი არის პნევმატური თოფით მონადირებული, უბრალოდ ის კალიბრი და ის იარაღი რაც ამას აკეთებს ჩვენთან აკრძალულია sad.gif

4) სპორტული - გაჭირვების შემთხვევაში შეიძლება ნადირობაც, მაგრამ ამ კლასის თოფები განკუთვნილია ძირითადად ქაღალდში სასროლად თან დიდი სიზუსტით, მაგალითად 50 მეტრზე 5 ტყვიით არ უნდა გააკეთო 5-8 მილიმეტრზე მეტი ჯგუფი. არის სუპერ პუპერ ეგზემპლარებიც და არის შედარებით იაფინი მოდელებიც. ძირითადად მძიმე იარაღია ან თუ მსუბუქია მაშინ სუსტი იარაღია, მძიმე გამოიყენება 50 მეტრამდე დისტანციებში მსუბუქი გამოიყენება 10 მეტრიან ოლიმპიურ დისტანციებზე სასროლად. მოკლედ ორივე ვარიანტი გამოუდეგარია სანადიროდ.



ახლა ამ 4 გამოყენების სახეობაში კიდევ არის კლასები, მაგალითად არის 4 კლასის პნევმატიკა (განსხვავდება მუშაობის ძირითადი პრინციპებით)



1) Co2-იანი პნევმატიკა - ანუ ნახშირორჟანგის ბალონებზე მომუშავე პნევმატიკა. ძირითადად ყველა მოდელი არის პლინკაობისთვის (ტილაობა)
2) ზ.დ.პ. - ანუ ზამბარ დგუშიანი, ან მიახლოებით იგივე პრინციპით მომუშავე. ძირითადად არის მოდელები რომლებსაც ლულა აქვთ გადასატეხი, მაგრამ არის მოდელები რომელსაც ლულა არ აქვს გადასატეხი, და ზამბარა იკუმშება დამატებითი ბერკეტით (რიჩაგით). ამ ტიპის პნევმატიკა უკვე არის პლინკისთვისაც, გასართობიც, სანადიროც და სპორტულიც, პრაქტიკულად ყველა სახეობას მოიცავს.
3) კომპრესიული - შეიძლება იყოს ერთ გადატენვაზე კომპრესიული, შეიძლება იყოს მულტიპამპი, ანუ იმისათვის რომ გასროლა მოხდეს, სპეციალური ბერკეტით მუხტავ (აკაჩავებ) ჰაერს, რომელიც შეკუმშულ მდგომარეობაში ინახება ცალკე სარქველში, გასროლისას კლაპანი იხსნება აწვება დაგროვებული ჰაერი ტყვიას და ხდება გასროლა. აქ მუღამი იმას აქვს რომ შეკუმშული ზამბარა აღარ არსებობს შედეგად არ ხდება თოფის ზედმეტი ყანყალი წინა კლასისგან განსხვავებით. ამ კლასში არის სპორტული იშვიათი მოდელები და არის ძირითადი პლინკის კლასი, პრაქტიკულად არ არსებობს სანადირო კლასი, არის რა თქმა უნდა რამდენიმე რომელსაც მწარმოებელი აპიარებს, მაგრამ....
4) PCP - ეს არის აბრევიატურა სიტყვებიდან Pre Charged Peumatic- ანუ წინასწარ დაჭირხნული პნევმატიკა. აქ მუშაობის პრინციპი შემდეგია, წინასწარ ცალკე ბალონში რომელსაც რეზერვუარი ჰქვია, ინახება შეკუმშული ჰაერი და შემდეგ ყოველ გასროლაზე გარკვეული პორცია ჰაერი მიეწოდება რეზერვუარიდან ლულაში არსებულ თითო ტყვიას. მუღამი აქ იგივეა რაც კომპრესიულის ვარიანტში, უკუცემა არ არსებობს, ისვრი პრაქტიკულად გაუნძრეველი მდგომარეობიდან რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს მიზანში სასროლად. ამ პირობის გამო პრაქტიკულად ყველა PCP გამოიყენება სანადიროდ, ან სპორტული მიზნებისთვის, რა თქმა უნდა არსებობს გასართობი ვარიაციებიც, მაგრამ იშვიათია რომ PCP-ით მომხმარებელი პლინკაობას გადაყვეს.


რა მუღამი აქვს და რა პლიუს მინუსი თითოეულ კლასს.

1) ზ.დ.პ - აქვს ერთერთი უდიდესი პლიუსი, ეს არის ავტონომიურობა, ანუ გჭირდება თოფი (აქ არ ვგულისხმობ ოპტიკას, ქამარს და ბიპოდებს, ეგ ყველა კლასის მიმართ შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს გააჩნია სიტუაციას და თქვენს მოთხოვნებს ან სურვილებს) და ტყვიები. გაისროლე, გადატენე ჩადე ახალი ტყვია, გაისროლე და ასე შემდეგ, მოკლედ არაფერი არ გჭირდება, დღეში საჭირო რომ იყოს შეგიძლია გაისროლო 1000 ტყვია, უპრობლემოდ გაისვრი.



მოქმედების პრინციპი ძირითადად ერთია - კუმშავ გასროლის წინ ზამბარას, რომლის წინაც არის დგუში, გასროლისას გდუში ზამბარის მოქმედებით გარბის წინ, აგროვებს დგუშის წინ ჰაერს, და ამ ჰაერით აწვება ტყვიას უკნიდან.


ზ.დ.პ კლასის პნევმატური თოფის მუშაობის პრინციპი:
ზედა სურათზე ნაჩვენებია მექანიზმი გასროლის შედმეგ, ქვედა სურათზე გადატენვის მომენტში. ციფრებით აღნიშნულია:
1 — ბერკეტი, 2 — ლულა, 3 — ლულის ხვრელი, 4 — დგუში, 5 — დგუშის ზამბარა, 6 — დგუშის კორპუსი, 7 — საბრძოლო კაკვი, 8 — სასხლეტი.


ზამბარის შეკუმშვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ძირითადად გავრცელებული არის, ლულის გადატეხვის მექანიზმი, მაგრამ არსებობს, რამდენიმე მოდელი სადაც ლულა დაფიქსირებულია და ზამბარის შეკუმშვა ხდება დამატებითი ბერკეტის მეშვეობით. ეს ბერკეტი შეიძლება ლულის ქვეშ იყოს მოთავსებული, ან გვერდზე (თოფის მარჯვნივ, ან მარცხნივ. არასდროს არ არის ეს ბერკეტი ლულის ზემოთ).





გადასატეხ ლულიანში სუსტ ადგილად ითვლება ლულის გადაწევის ადგილი რომელიც შეიძლება მოირყეს ხშირი გამოყენებით, რაც სიზუსტეზე უარყოფითად იმოქმედებს, ბერკეტიანი პნევმოები იდეაში განკუთვნილია იმისათვის რომ ზემოთხსენებული მორყევის მომენტები გამორიცხული იყოს, მაგრამ ნუ ჩათვლი რომ უნივერსალური გამოსავალია ბერკეტი. ბერკეტიან თოფებს თავისი სხვა ავადმყოფობები სჭირს, მაგალითად ლულის აბტურაცია, რომ ჰაერი არ გამოაპარონ, ტყვიის ჩადების მექანიზმი და სხვა


რეალური დგუში, მიმმართველი და ზამბარა

ყველა ზამბარ დგუშიან თოფებს აქვს მინუსებიც (რა არის ამ დედამიწაზე მინუსების გარეშე smile.gif ), კერძოდ ზამბარის მოქმედება, ანუ გასროლისას ზამბარა წინ მიათრევს დგუშს, რაც იწვევს თოფის ყანყალს და შედეგად მოქმედებს მიზანზე, გარდა ამისა თითქოსდა დგუშის წინ მოძრაობა და მხარში უკუცემა საკმარისი არააო, ზ.დ.პ-ს აქვს კიდევ ერთი ცუდი თვისება, კერძოს დგუშის გაჩერება და ინერციის გამო თოფის წინ წაწევა. ამის გამო არის რომ ბევრი ოპტიკა (განსაკუთრებით იაფ ფასიანი) ვერ უძლებს ზ.დ.პ კლასის თოფებს და იშლება. ცეცხლსასროლზე უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს ოპტიკას ვიდრე ზ.დ.პ კლასის პნევმატიკაზე (ეს ფაქტი აუცილებლად დაიმახსოვრეთ და ნუ გაიკვირვებთ. თქვენ თუ გაგირბინათ იდეამ, ამ კაცმა არაფერი იცის, რას ამბობ კისტის თოფი როგორ გააფუჭებს ოპტიკასო.. დამიჯერეთ ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ჯერ მზად არ ხართ პნევმატიკის შესაძენად).

ასევე მინუსი არის სიჩქარე. მაქსიმალურ სიჩქარეს ზ.დ.პ-ზე მიაღწევ მხოლოდ მსუბუქი ტყვიებით, მძიმე ტყვიებით სიჩქარე უცებ ვარდება. თუმცა არის ულტრა მაგნუმ კლასის ზ.დ.პ პნევმატიკაც, მაგალითად Hatsan Mod 125 (ან უფრო ძლიერი Hatsan Mod 135 და Hatsan Mod 155), იგივე ხალხში ცნობილი Wathret Talon Magnum-ი, თუ სტანდარტული პნევმატიკა იძლევა მსუბუქი ტყვიით 230-270 მეტრ წამს, და მძიმით 180-220 მეტრ წამს, ეს ოხერი ჰაცანი მძიმით იძლევა 340-345 მეტრ წამს, მსუბუქით კი 370-380 მეტრ წამს.


მაგნუმ კლასის Hatsan Mod 125, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მოგეწონებათ ამ თოფის ძალა, ასევე მისი უფროსი ძმების, 135-ის და 155-ის, ყიდვის წინ სერიოზულად დაფიქრდით, ბევრმა იყიდა და ან გადააგდო, ან მიაგდო ან გაყიდა იმის გამო რომ ვერ გამოიყენა. ძლიერი ზამბარის გამო საჭიროა ძლიერი ადამიანი რომ გადატენოს თოფი, ლულის მოსაზიდად 60-70 კილომდე ადამიანს უწევს თოფის ფეხებს შორის გამაგრება და ლულაზე ორივე ხელით ჩალიჩი. გასროლისას უკუცემა იმდენად ძლიერია რომ თოფი ხელში დახტის, ასევე უსიამოვნო დარტყმას იგრძნობთ მხარში, ბევრი სროლის დროს, არა ერთ დალურჯებია მხარი.

ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ სიჩქარის მომატება ხდება არაადეკვატურად ძლიერი ზამბარის გამოყენებით, რაც რა თქმა უნდა ზრდის უკუცემას, ოპტიკაზე დატვირთვას, მიზანში მორტყმის შემცირებას და ასე შემდეგ. შედეგად იღებთ აღფრთოვანებას - ნახე რა მაგარია ემალირებულ ქვაბებს ხვრიტავს! მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ რომ ქვაბი კი იხვრიტება, მაგრამ მიზანს 25, ან მეტ მეტრზე ვერ არტყავთ, მხარი კი დალურჯებული გაქვთ, ოპტიკა ყოველი 20-30 გასროლის მერე გამოსაცვლელია. გაითვალისწინეთ, უნივერსალური ამ პლანეტაზე არაფერია, ან გაქვთ ძალა და მიზანის ვერ არტყავთ, ან გაქვთ მიზანში მორტყმა და ადეკვატური ენერგეტიკა.

გარდა ამისა ზ.დ.პ კლასის პნევმატიკას ახასიათებს კიდევ 2 თვისება, რომელიც ბევრმა ახალბედამ არ იცის, შედეგად ყიდვიდან რამდენიმე დღეში თოფს აფუჭებენ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ”დიზელის ეფექტთან”. იმედია გაგიგიათ და იცით რომ ავტომობილებს აქვთ დიზელის ძრავი. მუშაობის პრინციპი თუ იცით? მოდით შეგახსენებთ და იმედია არ მიწყენთ. მოკლედ ბენზინის შიდა წვის ძრავაში, ხდება ჰაერისა და ბენზინის ნარევის სარქველში მოთავსება. ეს ყველაფერი აირად მდგომარეობაშია. შედმეგ სარქველი იკუმშება და იმისათვის რომ აალება მოხდეს, ელექტრო ნაპერწკალი მიეწოდება ამ აირად ნაზავს. შედეგად ხდება აალება და ... მოკლედ ძრავი მუშაობს.

ახლა გადავხედოთ დიზელის ძრავიან მატორს, პრინციპი თავიდან იგივეა, ანუ ჰაერისა და დიზელის საწვავის აირადი ნარევი გადადის სარქველში, სარქველი იკუმშება და... და საერთოდ არაა საჭირო არანაირი ნაპერწკალი, დიზელის და ჰაერის ნარევს შეკუმშვისას ახასიათებს თვით აალება, არ ვიცი დღეს სკოლებში კიდევ ატარებენ თუ არა ასეთ ცდებს, მაგრამ ფაქტი ფაქი ფაქტად რჩება. გთავაზობთ დიზელის ძრავის მუშაობის პრინციპის ანიმაციას



დიზელის საწვავდ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სპეციალური საწვავი, ისე უბრალო ზეთი. ახლა მოდით ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ჩვენს პნევმატურ თოფში. ქარხანა მწარმოებელი თოფს როდესაც უშვებს არ იცის რამდენხანში და სად-რომელ ქვეყანაში გაიყიდება ეს თოფი, ამიტომაც საკონსერვაციო ზეთს ან ტაოტს იყენებს და უხვად ავსებს თოფს საპოხი მასალით (სხვათა შორის ეს ყველა თოფს არ ეხება, თუ ძვირიანი და მაღალი კლასის თოფის, მაგალითად 500-600 100 დოლარი და მეტი, მაშინ თქვენი თოფი ნამდვილად არ იქნება გაძეძგილი ტაოტით, ეს უკვე სხვა მაღალი დონეა და აქ არ განვიხილავ). მოკლედ ასეა თუ ისეა, თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და ყიდულობთ ტაოტით გავსებულ თოფს, შეიძება მაღაზიაშივე გამყიდველი სადემონსტრაციოდ, დიდი სიამაყით გასროლინებს და გიხარია რომ ხედავ ლულიდან ცეცხლები და ბოლი რომ გამოდის, ხმა აქვს, უუუუუუ. მაგრამ რატომ?

რატომ და იგივე დიზელის პრინციპის გამო, ზეთისა და ტაოტის, ანაორთქლი ცილინდრში ტრიალებს, გასროლისას უკვე ვიცით რომ დგუში ჰაერს კუმშავს, ანუ პრაქტიკულად დიზელის ძრავის მდგომარეობას ვიღებთ.. შედეგად ხდება ცილინდრში აალება ცეცხლების ყრა ბახა-ბუხი და ვაი უშველებელი... კი მესმის რომ გიხარიათ და ყველა ახალბედას მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს ჩემს თოფეს უფრო მეტი ხმა, ძალა და სიჩქარე უნდა ჰქონდეს რომ 200 მეტრზე ტაფა გახვრიტოსო, მაგრამ მოდით ცოოტათი ჭკუა დავაყოლოთ რა მოსდევს ამ ბახაბუხს:




1) აალების გამო ვაბინძურებთ ლულას, შედეგად ყოველი მომდევნო გასროლისას ტყვიის წინ უფრო მეტი ნაგავია და მიზანი სულ უფრო ძნელი გასანადგურებელი ხდება
2) აალების გამო დგუშის ზედაპირი იწვება და დროთა განმავლობაში დაიწყებს ჰაერის გაპარებას, შედეგად გასროლა სულ ეფრო სუსტი სუსტი და ბოლოს შეუძლებელი გახდება, ნუ გაიფიქრებთ - მე კი მეყოფა და მერე გავყიდიო... ნურას უკაცრავად, დიზელის ეფექტი მომენტალურად სპობს დგუშის თავს, ეს უბედურება შეიძება დაგემართოთ 10 გასროლაში ან 100 გასროლაში, მაგრამ გარანტირებულად არ დაგჭირდებათ 200 და 500 გასროლა.
3) აალების გამო ხდება ტყვიის უფრო ჩქარა გასროლა ვიდრე ეს მოხდებოდა აალების გარეშე, ერთის მხრივ გიხარიათ კაია, კაია და იფიქრებთ მოდი ბარემ ზეთს მეთვითონ ჩავუმატებ თოფსო... მაგრამ გაითვალისწინეთ, წვა ერთნაირად არ მიმდინარეობს გასროლიდან გასროლამდე (იქ ტემპერატურა, დრო გასროლებს, შორის და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორია), შედეგად ერთი ტყვია მიფრინავს ჩქარა, მეორე ნელა, მესამე საშუალოდ, მეოთხე უფრო ჩქარა... მოკლედ მიზანში მოხვედრა დაივიწყეთ smile.gif
4) აალების გამო იზრდება უკუცემა, ეს საქმე თქვენც გატკენთ მხარს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ დგუშის უკან არსებულ ზამბარას აწვება კოშმარული ძალა დროის მცირედ მონაკვეთში, თან მაშინ როდესაც ზამბარა გაშლას ცდილობს, ამასობაში დგუში აალების გამო უკან აწვება. მოკლედ ზამბარა ტყდება და წარამარა გამოსაცვლელი გექნებათ
5) აალების გამო არაადეკვატურ ზეწოლას განიცდის თოფის ყველა მექანიზმი, შედეგად შეიძლება დაიწყოს ვინტების მოშვება, მექანიზმების მოყანყალება, დგუშის ცილინდრის გაბერვა...
მოკლედ კიდევ შეიძლება რამდენიმე პრობლემის ჩამოთვლა, მაგრამ იმედია თვალები აგეხილათ მთავარზე, დიზელის ეფექტთან თამაში არ ღირს... ალბათ გიჩნდებათ კითხვა კი მაგრამ აბა რა ვქნათ?


ახალი ქარხნული დგუშის თავი, ძირა სურათებზე კი...






ეს არის დიზელის ეფექტის გამო დაზიანებული დგუშის თავები. თუ არ მიხედავთ თქვენს თოფს, და მხოლოდ ცეცხლების ყრით იქნებით დაკავებული, თქვენს თოფსაც მხოლოდ ეს მომავალი ელის.

პირველ რიგში არ იყიდოთ ის თოფი რომელიც გამყიდველმა სადემონსტარციოთ თქვენს წინაშე გაისროლა და ცეცხლები აყრევინა, რამდენჯერ გააკეთა ეს მოქმედება კაცმა არ იცის, გამოართვით სხვა გაუხსნელი ეგზემპლარი (საერთოდ გაითვალისწინეთ ზ.დ.პ კლასის პნევმატიკას არ უყვარს ტყვიის გარეშე გასროლა, ფუჭდება ზამბარა და დგუში).

მეორე აუცილებელი მოქმედება სახლში მისვლისას, ან პირველად ბუნებაში გასვლისას, თოფში ჩადეთ ტყვია და გაისროლეთ, თუ ლულიდან ალი ნაპერწკლები და კვამლი ამოვარდა, მაშინ თოფი გასაწმენდია (ასევე გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ, მაგნუმ კლასის პნევმატიკაში რაც არ უნდა წმინდოთ კვამლი მაინც დაგრჩებათ, ნუ ეს უკვე ძალიან ძლიერი პნევმატიკაა და გინდა არ გინდა მინი დიზელის ეფექტი შეიქმნება, ოღონდ აალება არ ხდება ამ დროს, მხოლოდ ცხელდება აირი და ცხელი ზეთის კვამლი გამოიყოფა).

მესამე და აუცილებელი თუ ცეცხლებს და ალს ყრის თქვენი თოფი, მაშინ სროლის გაგრძელება აღარ შეიძლება, მას დაშლა უნდა და მოსაცილებელია შიდა მექანიზმებში ყველანაირი ტაოტი და ზეთი (ამ პროცესს დეკონსერვაცია ჰქვია), შემდეგ კი 1-2 წვეთი ნეიტრალური ზეთი უნდა დააწვეთოთ დგუშის ირგვლივ და სულ ეგაა, ამის შემდეგ თოფი უფრო მეტ ბედნიერებას მოგიტანთ.

არის კიდევ ერთი ბოლო პუნქტი რაც ზ.დ.პ-ს მფლობელებმა უნდა იცოდნენ, ეს არის ზამბარა, ზამბარა და კიდევ ერთხელ ზამბარა. მას არ უყვარს დიდხანს შეკუმშულ მდგომარეობაში ყოფნა. ინარჩუნებს შეკუმშულ მდგომარეობას და შემდეგში კარგად და ძლიერად ვეღარ ისვრის თოფი ტყვიას. ამიტომაც, არავითარ შემთხვევაში თოფი დიდხანს გადატენილი არ უნდა დატოვოთ. მაგალითად არის შემთხვევები როდესაც თოფს, მთელი დღე ატარებენ დატენილს, სახლში მივლებ და ეგრევე ტოვებენ... ზამბარა გაფუჭდება!, ზოგი საერთოდ ახერხებს, გადატენილ მდგომარეობაში სოფელში თოფის დატევებას და ასე შედმეგ. მოკლედ ჯერ არღვევთ უსაფრთხოების წესებს რომ საფრთხეში იგდებთ თავს და ირგვლივ მყოფებს. მეორე მხრივ კი აფუჭებთ თოფს.





ამ ბოლო დროს, გამოსავალი მოიძებნა პნევმო ზამბარაში, მას მეორენაირად ეძახიან ნიტრო პისტონს. საქმე იმაშია რომ ეს არის პრაქტიკულად მანქანის საბარგულის ამორტიზატორები (ზოგი მას ”სტოიკებს” ეძახის), იმედია იცით პრინციპი, გახსნით საბარგულს და უჭირავს გახსნილ მდგომარეობაში, დახურვისას კი ნელა გახურინებთ რომ საბარგული არ გააფუჭოთ. რაღაც ამდაგვარივე გამოიყენება ახალ პნევმატურ თოფებშიც. მაინცა და მაინც ეგრევე მანქანის დეტალების თოფში გადატანაზე ნუ იფიქრებთ, ცოტა სხვა პრინციპია თოფისთვის საჭირო, მანქანის ანალოგია მოვიყვანე პრინციპის გასაგებად.

[/URL]
ქარხნული ნიტრო პისტონი, ანუ ჰაერის ზამბარა, რომელიც ფოლადის ზამბარის მაგივრად გამოიყენება ახალ ზ.დ.პ კლასის პნევმატიურ თოფებში


მოყვარულის მიერ გამზადებული რამდენიმე სხვადასხვა ზომის ჰაერის ზამბარა, იგივე ნიტრო პისტონი

მოკლედ ასეა თუ ისეა ვიცით რომ მანქანის საბარგულის ამორტიზატორები უფრო დიდი ხნითაა ხოლმე დახურული ვიდრე გახსნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა არ სუსტდება. ეს გამოწვეულია იმით რომ დახურვისას ხდება ჰაერის შეკუმშვა, შედეგად არანაირი ზამბარა არ ფუჭდება. უხეშად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ერთჯერადი ნემსი, დალუქეთ თავი და შეეცადეთ დგუშის ჩაწევას, ჰაერი წინააღმდეგობას შეგიქმნით, გაუშვებთ ხელს და დგუში ზემოთ ამოვა. იგივე პრინციპია, თოფისთვისაც გამოყენებული შედეგად:
1) რამდენი ხანიც გინდათ დატოვეთ თოფი გადატენილი, ზამბარასავით ნიტრო პისტონი არ ჯდება ასე რომ ...
2) უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს ვიდრე ჩვეულებრივი ზამბარა
3) არ აქვს, ჟღარუნისა და ყანყალის ეფექტი
4) უფრო მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს ვიდრე იგივე თოფი ჩვეულებრივი ფოლადის ზამბარით
5) მცირდება უკუცემა, ვე ვიტყვი რომ აღარ არსებობს უკუცემა, მაგრამ იგივე ზამბარიანთან შედარებისას აშკარად მცირეა უკუცემა
6) ნიტრო პისტონის ჩადებას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ამიტომაც თუ თოფს ყიდულობთ ქარხნიდან გამოშვებულეს, რომელიც უკვე ნიტრო პისტონითაა აღჭურვილი, მას დეკონსერვაცია არ სჭირდება, ანუ დიზელის ეფექტი აღარ გაწუხებთ, იცის მწარმოებელმა რომ ყველა სახლში ასეთ თოფს ვერ დაშლის, ამიტომაც, იმდენ ზეთს და ტაოტს აღარ ტენიან თოფში, თავიდან შეიძება კვამლი მაინც ჰქონდეს, ახალ თოფს, მაგრამ 20-30 გასროლაში ეგეც ამოიწვება და გაქრება.
მოკლედ მხოლოდ პლიუსებია ნიტრო პისტონის გამოყენებაში smile.gif, ეგაა რომ ქარხნული მოდელები ცოტაა, ძირითადად ამერიკული კომპანია Crosman-ი უშვებს, ჩვენთან მისი წარმომადგენლობა აქვს საიტს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. დანარჩენ თოფებში კი თქვენით შეგიძლიათ ჩააყენოთ, ამისათვის საჭიროა ოსტატი რომელიც თქვენი თოფისთვის გაგიმზადებთ ნიტრო პისტონს, შედმეგ კი ან მასვე უხდით ფულს და ის ჩაგიყენებთ, ან თქვენით უნდა იჩალიჩოთ


შედარება სტანდარტული და ნიტრო პისტონის


მოკლედ ამ ყველაფრის გაგებას და გადახარშვას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომაც კარგი იქნება იარაღის შეძენის წინ სხვისი იარაღი გასინჯოთ და თან არა მარტო ის რომელსაც თვალი დაადგით თავდაპირველად, შემდეგ გადახედეთ თქვენს ფინანსებს, ინტერესებს და მოთხოვნილებებს კიდევ ერთხელ აწონ დაწონეთ ყველაფერი და მხოლოდ შემდეგ გაეშურეთ მაღაზიისკენ





2) Co2 - ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იდეაში მხოლოდ გასართობი პონტია, მართალია ზ.დ.პ-სავით უკუცემა არ აქვს, იმიტომ რომ არ გამოიყენება არანაირი ზამბარა (იდეაში საერთოდ არ აქვს უკუცემა), როგორც წესი საკმაოდ მსუბუქი იარაღებია, მაგრამ აქვს ბევრი შეზღუდვა. პირველი ეს არის ბალონები, გაგყიდის მათი შეძენა, მეორე Co2-ის აორთქლების მუღამი, სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა წნევას წარმოქმნის, იმის გამო რომ დუღილის ტემპერატურა იცვლება, შედეგად მზიან ზაფხულში ერთი სიჩქარით ისვრი, ზამთარში მეორეთი, შემოდგომა გაზაფხულზე, დღიდან დღემდე ყველაფერი იცვლება და ვერ გაიგებ რაზე გაასწორო ოპტიკა.


Co2 პისტოლეტი, უხეში მონახაზი თუ როგორ მუშაობს მექანიზმი

საქმე იმაშია რომ სხვადასხვა წნევა იძლევა ტყვიის სხვადასხვა სიჩქარეს, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრაექტორიას.... სხვათა შორის ეს პრობლემა ახასიათებს ყველა ზ.დ.პ კლასის იარაღსაც. (Co2-თან დაკავშირებით გადახედეთ ქიმიას, მის ფიზიკურ მონაცემებს და ასევე კარგი იქნება თვითონ ამ გაზის შესახებ ინფორმაცია მიიღოთ სანამ იარაღს შეიძენთ, ყველაზე მარტივი, მაგრამ ზერელე გზა იქნება Wikipedia-ს ბიბლიოთეკის გამოყენება, რაღაც საწყის ინფორმაციას მაინც მიიღებთ)


ნახსირორჟანგის, ანუ Co2-ის ბალონები, პატარები 12 გრამიანი გამოიყენება ძირითადად პისტოლეტებში. დიდი 88 გრამიანები კი თოფებში

Co2-იანი პნევმოები ყველაფერთან ერთად იძლევიან ყველაზე დაბალ სიჩქარეებს, მაგალითად ნორმად ითვლება 130-150 მეტრი წამში. ნუ ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის იდეალურია, მაგრამ 10-15, ჰა-ჰა ძალით 20 მეტრის იქეთ....





სწორედ ამ რამდენიმე პრობლემის გამო ამ კლასის პნევმატიკა ძირითადად გადის საპლინკაო პნევმატიკაში, თუმცა ბევრ მაღალი კლასის PCP შაშხანებს აქვს შესაძლებლობა ჰაერის გარდა ისროლონ CO2-ის მეშვეობითაც (ვთქვათ სახლის პირობებში ვარჯიშისთვის).


ტყვიები რომლებსაც ისვრიან Co2 პისტოლეტებიდან, არსებობს ზოგიერთი თოფი რომელიც იგივე მრგვალ ტყვიებს იყენებს, თუმცა არსებობს, პისტოლეტებიც და თოფებიც რომელიც ჩვეულებრივ პნევმატურ ტყვიებს იყენებს.




3) კომპრესიული - იდეაში ამაზეც ცოტას ვისაუბრებ. როგორც უკვე ვთქვი არსებობს 2 ქვეკლასი, ასე ვთქვათ მაღალი სპორტული კლასი სადაც ბერკეტის ერთი მოძრაობით, დგუშის მეშვოებით ცალკე კამერაში შეჭირხნით ჰაერს. დგუში ამით ამთავრებს მოქმედებას, მას არანაირი ზამბარა არ აწვება და ის არანაირად აღარ მოქმედებს სროლისას. დამგროვებელ კამერას აქვს 2 გასასვლელი, წინა და უკანა, ასე ვთქვათ წინიდან ჰაერი შედის და ჩერდება / გროვდება კამერაში, უკანა მხარეს კი კლაპანია დაკეტილი და ჰაერს უკან არ უშვებს. გასროლისას სპეციალური დეტალი (ჩაქუჩი, დამრტყმელი - სხვადასხვა სახელი აქვს) ურტყავს კლაპანს და კამერაში დაგროვებულ ჰაერს უკანა გასასვლელიდან ლულაში უშვებს. ლულაში ჰაერი ტყვიას აწვება და ბოლოს ხდება გასროლა. ასეთი ტიპის იარაღები არის მაღალი კლასის, მაგრამ მხოლოდ სპორტული, უფრო სწორედ ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის, რადგან ერთი დგუშის შეკუმშვა არ იძლევა იმდენ ენერგიას რომ ტყვია ძალიან დიდი სიჩქარით გაისროლოს. პლიუსები ამ იარაღს აქვს შემდეგი:






სპორტული კომპრესიული თოფები. პირველ სურათზე Webley Paradigm, მეორე და მესამეზე fx-royale

1) არ აქვს უკუცემა
2) გასროლიდან გასროლამდე კამერაში გროვდება ერთი მოცულობის ჰაერი და ერთი და იგივე წნევით ისვრის ტყვიას.

ეს უზრუნველყოფს ითქმის იდეალურად ტყვიების გასროლის ერთგვაროვნებას, ძირითადად თუ იარაღი მაღალი კლასისაა, დანარჩენი გასროლისას მხოლოდ მსროლელზეა დამოკიდებული, საჭირო იდეალური პირობები იარაღმა უზრუნველყო. სამწუხაროდ ასეთი იარაღი ცოტაა, და ძალიან ძვირი ღირს.



ძირითადად კომპრესიული პნევმატიკა არის მულტიპამპი და იაფ ფასიანი მოდელები, სადაც 1 გასროლისთვის სპეციალური ბერკეტი რამდენჯერმე უნდა გადაწიო რომ საკმარისი ჰაერი და წნევა დაგროვდეს კამერაში, მაგრამ ამ სისტემებს ბევრი მინუსი აქვთ, იაფ ფასაინი ავტომატურად გულისხმობს იმას რომ იდეალურად ერთნაირად არ მოძრაობს დგუში, კლაპნები დიდი ვერაფერია... და შედეგად გასროლები იდეალური არაა.







ასეთი მულტიპამპ პნევმატიკა ძირითადად არის პლინკისთვის და გართობისთვის, სანადიროდ და სპორტულ საქმიანობაში მათ არაფერი ესაქმებათ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არეკლამებს, და ასევე ბევრი ცდილობს რაიმეს მონადირებას, თუმცა უნდა ვაღიარო ზოგს გამოსდის და კმაყოფილიცაა ასეთი ნადირობით.



4) PCP - მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის ეს შედარებით ახალი და ზეციური ხილია, უცხოეთში ეს კლასი ლამის მე-19 საუკუნიდან მოდის, იდეაში Co2 პნევმატიკაც შეიძლება ჩავთვალოთ PCP კლასად (მინიმუმ ფუძემდებლად). პირველი PCP შაშხანა შექმნილი იყო მე-19 საუკუნეში ვინმე ჟირარდონის მიერ. პრინციპი იგივე იყო, ანუ ჰაერის დაჭირხვნა და შემდეგ პორციებად მისი გამოყენება სათითაო გასროლისას.



PCP იარაღები შეგვიძლია 2 ქვეკლასად დავყოთ, არის რედუქტორიანი მაღალი კლასის იარაღები და არის ურედუქტორო იარაღები შედარებით იაფიანი მოდელები (ეგრეთწოდებული ”პრიამატოკები”). განსხვავება არის შემდეგში, რეზერვუარში ვთქვათ გროვდება 0.2 ლიტრი ჰაერი 200 ატმოსფეროს წნევით (ვიცი ზოგიერთისთვის წარმოუდგებელია, ეს რა დაწერა რა 200 ატმოსფერო ეს კაცი საერთოდ მატორზე თუ არისო, ვიცი რა წნევაცაა და ვიცი რომ პრაქტიკულად ბომბია, მაგრამ დამიჯერეთ ასეა). ყოველი გასროლისას პატარა ჩაქუჩი, იდეაში კი პატარა ცილინდრი სადღაც 20-25 გრამის წონის, ეჯახება კლაპანს, კლაპანი იხსნება მილიწამებით და ლულაში უშვებს მიახლოებით 5 კუბური სანტიმეტრიდან 15 კუბურ სანტიმეტრამდე შეკუმშულ ჰაერს (ანუ ერთ გასროლაზე იხარჯება 1 ლიტრიდან 3 ლიტრამდე მოცულობის ნორმალური წნევის მქონე მოცულობის ჰაერი, ასეთი მოცულობის ჰაერის მიწოდება ტყვიისთვის არცერთ ზ.დ.პ-ს არ ესიზმრება. არცერთ ზ.დ.პ-ს არ აქვს იმხელა ცილინდრო რომ დგუშმა ამხელა მოცულობის ჰაერი შეკუმშოს, ესაა PCP-ს ერთერთი უდიდესი პლიუსი). ბოლოს ჰაერი აწვება ტყვიას და ხდება გასროლა.





საქმე იმაშია რომ ”პრიამატოკის” შემთხვევაში კლაპანი თავიდან იხსნება ძალიან, ძალიან პატარა დროით, იმიტომ რომ კლაპანს უკნიდან ველური წნევა აწვება, მაგრამ ნელ-ნელა რეზერვუარში წნევა ეცემა, ჩაქუჩი კი იგივე ძალით განაგრძობს კლაპანზე დაჯახებას, შედეგად კლაპანი უფრო დიდხანს იხსნება (მიკროწამებში, მაგრამ მაინც) რაც უზრუნველყოფს უფრო მეტი ჰაერის მიწოდებას. თუმცა პირდაპირ პროპორციულად ნუ გაიგებთ და ნუ ჩათვლით, რომ არიქა და დიდი ხნით გაიხსნა კლაპანი, ესე იგი მეტი ჰაერი გამოიყო და სიჩქარეც მეტი იქნებაო.... ნუ დაგავიწუდებათ, მოცულობა კი მეტი გამოიყო, მაგრამ წნევა ხომ შედარებით დაბალია! მოკლედ ეს იწვევს იმ ეფექტს რომ ტყვიის გასროლის სიჩქარე ჯერ არის დაბალი ვთქვათ 250 მეტრი წამში, ნელ-ნელა როდესაც კლაპანი უფრო დიდხანს იხსნება, ტყვიის სიჩქარე მატულობს, ვთქვათ 280-290 მეტრ წამამდე, მერე რეზერვუარში იწყება ჰაერის წნევის ვარდნაც, შედეგად იწყება სიჩქარის ვარდნა და შეიძლება ისევ ჩამოვიდეთ 250-240 მეტრ წამამდე.

სწორედ ეს სიჩქარეების ცვლილების დიაპაზონი არის მიზანში მსროლელის მტერი, რადგან ყველა სიჩქარეზე ტყვია სხვადასხვა ტრაექტორიით მიფრინავს. საუკეთესო შედეგია როდესაც რამდენიმე ათეული გარანტირებული გასროლა, მიმდინარეობს 10-15 მეტრიან დერეფანში, ანუ ვთქვათ სროლა იწყება 270 მეტრ წამით, ადის 10-20 გასროლის მანძილზე ნელნელა სიჩქარე 280-285 მეტრ წამამდე, და მერე ისევ ჩამოდის 270 მეტრ წამამდე. ამ დროს გადახრები მინიმალურია, იმისათვის რომ ასეთი შედეგები მიიღო უმეტესობა თოფს ძალიან ბევრი უნდა ეჩალიჩო, იქ კლაპანი დაარეგულირო, დამრტყმელის წონა შეარჩიო და ასე შემდეგ, მაგრამ იდეალურ პირობებს მაინც ვერ მიაღწევ.



მაგალითად მე მაქვს ერთერთი საკამოდ ძლიერი თოფი, რომელიც უზრუნველყოფს სადღაც 145 გასროლას, მაგრამ სიჩქარეების დერეფანი თამაშობს 70-80 მეტრ წამის დიაპაზონში იდეალურ 10 მეტრიან დერეფანში მხოლოდ 50-60 გასროლაა დანარჩენი ზემოთ ქვემოთ სირბილია, თუმცა ზოგიერთი ფორუმელი თავდაუზოგავი შრომის შედეგად საუცხოო შედეგებს იღებს. (ასეთ იარაღებს მოთბნებით მოკიდება და დარეგულირებაზე არაერთი დღის, კვირის და შეიძლება თვის დახარჯვა სჭირდება, შედეგად შეიძლება მიიღოთ არა 40-50 მეტრ წამიანი სხვაობა, არამედ 2-3 მეტრ წამიანი სხვაობა გასროლიდან გასროლამდე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ამას უნდა დიდი მოთბინება, ბევრი გასროლა, ზოგჯერ რაღაც დეტალების საკუთარზე შეცვლა... მოკლედ საჩალიჩოა smile.gif ).

გასაგებია რომ ეს კაი არაა (ზოგს მოთბინება არ ყოფნის, ზოგს ტექნიკა არ ესმის და ურჩევნია მეტი გადაიხადოს და პირდაპირ გამზადებული იარაღი მიიღოს), აი აქ ჩნდება მაღალი კლასის პნევმოები, კერძოდ რედუქტორიანი პნევმოები. რედუქტორი დგება კლაპანსა და რეზერვუარს, შორის და რეგულირდება ერთერთ წნევაზე, მაგალითისთვის განვიხილოთ 120 ატმოსფერო. ახლა ეს რას გვაძლევს.




წნევის სარეგულირო რედუქტორები, რომლებიც განთავსებულია რეზერვუარამდე

რეზერვუარში ისევ გავქვს 200 ატმოსფერო, მაგრამ რედუქტორი, გარდაქმნის მას და რედუქტორის უკანა მხარეს მხოლოდ 120 ატმოსფეროს წნევის დაგროვება ხდება, თან წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაში ვთქვათ 10 კუბურ სანტიმეტრში.

გავისროლეთ პირველი ტყვია, გაიხსნა კლაპანი, გამოვიდა 120 ატმოსფეროზე დაგროვებული 10 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და კლაპანი ჩაიკეტა (ამ დროს მოხდა გასროლა და ტყვია წავიდა 275 მეტრ წამით). რედუქტორს წინა მხრიდან ისევ აწვება 200 ატმოსფერო, რედუქტორი იხსნება წინიდან და უშვებს მის უკან არსებულ 10 კუბურ სანტიმეტრიან მოცულობაში ჰაერს. როგორც კი ამ 10 კუბურ სანტიმეტრში წნევა ისევ ავა 120 ატმოსფეროზე, რედუქტორი ჩაიკეტება და წინიდან არსებულ მაღალ წნევას არ შეუშვებს გასროლისთვის საჭირო 10 კუბურ სანტიემტრიან კამერაში. ანუ იგივე იდეალური პირობები მივიღეთ რაც პირველი გასროლისას. ვისვრით მეორე ტყვიას, და განსხვავებას სიჩქარეში ვიღებთ 276 მეტრ წამს, მესამეზე 275-ს მეოთხეზე 275,5, მეხუთეზე 275.6 შემდეგ 275.4 და ასე შემდეგ, ანუ სანამ რედუქტორის წინ რჩება 120 ატმოსფეროზე მაღალი წნევა, მის უკან ყოველთვის გროვდება ერთნაირი მოცულობისა და წნევის მქონე ჰაერი, შედეგად ხდება პრაქტიკულად ერთი და იგივე გასროლა.



ეს არის იდეალური პირობა მსროლელისთვის, თუ თოფი არის გასწორებული და დამუშავებული, დანარჩენი ტყვიის მოხვედრა დამოკიდებულია მხოლოდ მსროლელზე, ტყვიის ხარისხზე და ამინდზე. დანარჩენის მხრივ თოფმა უზრუნველყო იდეალური განმეორადობა. ბევრ ცეცხლსასროლ სუპერ პუპერ იარაღს არ აქვს ამ დონის განმეორადობა გასროლიდან გასროლამდე.





ერი შეხედვით PCP იარაღი განსაკუთრებით რედუქტორიანი არის პნევმატიკის მოყვარულის იდეალური არჩევანი, მაგრამ ამ ტიპის პნევმატიკას აქვს როგორც პლიუსები ისევე მინუსები. ჯერ მოდი მარილი მოვაყაროთ და პლიუსები მივათვალოთ:

1) გასროლიდან გასროლამდე არ გიწევს ლულის გადატეხვა ან დამატებითი ძალის გამოყენება, ხელი არ იღლება და იდეალურად ისვრი (ერთი შეხედვით დიდი რამე რა, გადატეხე ლულა ჩადე ტყვია, მაგრამ რეალობაში კუნთი იღლება და 10-20 ლულის გადატეხვის მერე ხელი კანკალებს, აი PCP-ში ასეთი უარყოფითი შედეგი არასდროს არ გექნებათ)
2) შეიძლება გქონდეს ერთ ტყვიანი თოფი, რამდენიმე ტყვიანი (ეგრეთწოდებული ”აბოიმიანი”, თუმცა პნევმატიკაში მას კლიპს ვეძახით), რომელიც სათითაოდ იტენება ლულაში (ჩახმახის მოძრაობის მეშვეობით), ან შეიძლება ავტომატიკაზე იყოს და ყოველი გასროლის მერე ლულაში ტყვია თვითონ ჩაიტენოს
3) არ არსებობს უკუცემა, ანუ იდეალურად ისვრი ტყვიას, კონცენტრირებული ხარ გასროლაზე და არ გაღელვებს ის პორობა რომ მხარზე მყარად მიბჯენილი არ გაქვს თოფი, ან გასროლისას თოფი ხელში ხტომას დაიწყებს
4) მილიარდი წელი იცოცხლებს ამ თოფზე ოპტიკა, არანაირი დატვირთვა ოპტიკას არ აქვს PCP კლასის პნევმატიკაზე.
5) არ არსებობს დიზელის ეფექტი. უმეტესობა და განსაკუთრებით ყველა ზ.დ.პ კლასის იარაღს აქვს დიზელის ეფექტი, ანუ გასროლისას როდესაც დგუში ჰაერს კუმშავს ასევე იკუმშება ტაოტისა და ზეთის ანაორთქლი აირი (რომელიც გინდა არ გინდა არსებობს ცილინდრში, ისე დაიფლითება დგუში), რომელიც მაღალი წნევის შექმნისას აალდება და დამატებით ენერგიას აძლევს ტყვიას, ეს თან კარგია თან ცუდია. ცუდია იმით რომ აფუჭებს თოფს, დგუშს, აჭუჭყიანებს ლულას, პლიუს ყოველ გასროლაზე სხვადასხვა რაოდენობა ზეთის ორთქლი იწვის და შედეგად სხვადასხვა სიჩქარეებს ვიღებთ, დიზელი კაია იმით რომ გულს უხარია, აგერ ჩემი თოფი ცეცხლს, ნაპერწკლებს და ბოლსაც კი ისვრის ლულიდანო smile.gif, რეალურიად კი ეს ყველაფერი აფუჭებს პნევმატიკას, აი ეს საზიზღარი ეფექტი არ გაქვთ PCP კლასის იარაღში. თან ზ.დ.პ-ში თუ გასროლის წინ ხდება ჰაერის შეკუმშვა და გათბობა, PCP-ში პირიქით რეაქცია გვქვს, უკვე შეკუმშული ჰაერის გამოტყორცნა ხდება და ჰაერი კი არ თბება პირიქით ცივდება, გაციებული ჰაერი და ანაორთქლი კი ვერ აალდება smile.gif .
6) იდეალური განმეორადობა გასროლებისას. განსაკუთრებით საუბარია რედუქტორიან სისტემებზე
7) გამოყენების სფერო ძირითადად არის ნადირობა და სპორტი, ამ კალსს პრაქტიკულად არავინ იყენებს პლინკაობისთვის, რომც გამოიყენო 2-3 კვირაში ამოგივა ყელში ბოთლების მტვრევა, ესროლე მოხვდა გატყდა, ესროლე მოხვდა- გატყდა... როდემდე გააგრძელებ ამ სისულელეს smile.gif
8) არ ტყდება ზამბარა ზ.დ.პ-სავით
9) არ არის შესაცვლელი დგუში და მანჟეტები
10) არ ცვდება დგუშისა და სასხლეტის დამჭერი კაკვები
11) სერიოზული შაშხანის ფორმა აქვს, ზოგიერთ კი იმდენად ფუტურისტული რომ... ანუ სათამაშო ტილიან ზ.დ.პ-ში არავინ აურევს, როდესაც ეუბნები პნევმოა ვერავინ იჯერებს
12) სასხლეტი.... უმეტესობა ზ.დ.პ კლასის პნევმატიკას სასხლეტი აქვს საშინელება, 2-3 და 5-10 კილო ძალაა საჭირო რომ გასროლა მოახდინო, ყველაზე ბანძ PCP-ში 1 კილოზეა სასხლეტს ძალა დაყენებული სპორტულებში კი შეიძლება 100 გრამზე, ან 50 გრამზე დააყენო, ანუ დაუმიზნე ოდნავ შეეხე სასხლეტს და გასროლა მოხდა, შედეგად თოფზე თითის შეხებას არანაირი ცვლილება დამიზნებაში არ შეუტანია
13) დიდ დისტანციებზე სროლა თან მიზანში, ახლა კი არის ვიდეოები 200 მეტრზე სროლა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ექსტრემია და რეალობაში გამოუყენებელი, რეალობაში მოგიწევთ 10-15 მეტრიდან 100 მეტრამდე დისტანციებზე სროლა 4,5 კალიბრში ეს სავსებით შესაძლებელია, პირადად მომიხსნია 100 მეტრიან დისტანციაზე ზედმიყოლებით პინგ-პონკის 5 ბურთი, ბორჯომის ბოთლის ხუფები და ასე შემდეგ, (მეეჭვება რომელიმე ”დაჟე” სუპერ კლასის ზ.დ.პ-მ შესძლოს ასეთ დისტანციაზე თუნდაც ზედმიწევნით ბორჯომის პლასტიკატის ბოთლების მოხსნა, მე პირადად შეუძლებლად მიმაჩნია), თავისუფლად გაისვრით 120 მეტრზე, მაგრამ ამის იქეთ... თუმცა გვაქვს შემთხვევები როდესაც მონადირეს იხვი მოუნადირებია 145 მეტრზე, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია ვიდრე მუდმივი ფაქტი. იმისათვის რომ ძალიან დიდ დისტანციებზე ისროლოთ ოპტიკას უნდა წინასწარ დარეგულირება, საჭიროა იდეალური ამინდი და ასე შემდეგ.



მაგრამ ამ ზღაპრულ პლიუსებს აქვს მინუსებიც:
1) ფასი, ყველა PCP ძვირია, ყველაზე იაფიანი არის კროსმანის მოდელი Benjamin Discovery ამერიკაში ღირს 245$ ამ დონის ზ.დ.პ-ები სადღაც 70-80$-ში იწყება, მაღალი დონის PCP შეიძლება თავისუფლად იქაჩებოდეს 3-4 ათას ევროზე, და ერთეული ოლიმპიური მოდელები თავისუფლად გადააჭარბებს მთელი ამუნიციით 10 000 ევროს.
2) ავტონომიურობა - არ გააჩნია ეს პუნქტი, ანუ დამოკიდებული ხარ რეზერვუარზე და გასროლების რაოდენობაზე. ანუ ვთქვათ თქვენი თოფი ისვრის ერთი დატენვით 50 ტყვიას. გაისროლეთ? იბედნიერეთ და მიიღეთ ყველა ზემოთ აღწერილი სიამოვნება, ახლა ნება იბოძეთ და დატუმბეთ. ამისათვის გამოიყენებ სპეციალური მაღალი წნევის ნასოსები რომლებიც თავის მხრივ 200$ და მეტი ღირს, მანქანის ნასოსზე არ იფიქროთ ერთი წამითაც, მანქანის ნასოსი 8 ატმოსფეროზე მეტს ვერ დატუმბავს, ჩვენ კი მინიმუმ 140 ატმოსფერო გვჭირდება (ყველაზე იაფიანი PCP, ანუ Benjamin discovery სწორედ ამ წნევით მუშაობს 140-დან 70 ატმოსფერომდე დიაპაზონში და იძლება 10 მეტრიანი დერეფანის სიზუსტით, გარანტირებულ 40 გასროლას). ასე რომ ათრიეთ ნასოსი ზურგზე და საჭირო დროს გამოიყენეთ დასატუმბად (თან ერთ დატუმბვას შეიძლება დასჭირდეს 50-100, ან მთელი 200 ბუქნი. გააჩნია რეზერვუარის მოცულობას, ეს კი საკმაოდ დამღლელია). არის მეორე გამოსავალი წინასწარ დატენილი აირის ბალონი უნდა ათრიოთ ზურგზე (ოღონდ უკვე მინიმუმ 300 ატმოსფეროზე დატენილი). მაღალ წნევას კი სქელ კედლიანი მძიმე ბალონი სჭირდება (რომელიც თავის მხრივ ძვირი ღირს, და ეკონომიას არ გირჩევთ! ღმერთმა დაგიფაროთ და რომ შემოგასკდეთ 200 და მეტი ატმოსფერო, მიმიქარავს ბენ-ლადენის ტერორისტული აქტი, თქვენს ნაწილებს ვერავინ იპოვის).... მოკლედ ამ პუნქტში ზ.დ.პ ბოლომდე - ტრუსიკამდე ხდის PCP იარაღს. ეს არის ერთერთი უდიდესი მინუსი PCP იარაღისთვის.
3) საშიაია, რეალურად საშიშია. მაღალი წნევის რეზერვუარი გიჭირავს ხელში, რის გამოც მისი დაგდება და რაიმე ექსტრემ ტესტირებები მიუღებელია, თავისუფლად გაგისტუმრებთ იმქვეყნად, ასე რომ ზ.დ.პ-სგან განსხვავებით თუ ხლაფორთიანი ხართ....

ამ სამი ძირითადი მინუსის გარდა მე ვერცერთ სხვა მინუსს ვერ ვიხსენებ.






კალიბრი და ...

მგონი ბოლო საკითხია ამ ლექსიაში, მაშ ასე კალიბრი... ჩვენი ამჟამინდელი კანონმდებლობა სცნობს მხოლოდ 4.5 მილიმეტრიან პნევმატიკას. მისი შეძენა შენახვა ტარებისთვის არანაირი ლიცენზია და სერთიფიკაცია საჭირო არაა, მთავარია 18 წელზე მეტი ასაკის იყოთ, ბავშვებისთვის შეზღუდვაა, მაღაზიები არ მოგყიდიან ამუნიციას და იარაღს, პოლიციას კი შეუძლია ჩამოგართვას იარაღი თუ უფროსების გარეშე იქნებით.

ასევე თუ ვთქვათ პნევმატური იარაღით ქალაქში დაიწყებთ სიარულს, გაითვალისწინეთ რომ შორიდან ვერავინ გაარკვევს ეს აკრძალული ცეცხლსასროლია თუ ნებადართული პნევმატიკაა, შედეგად შეიძლება სავალალო სიტუაცია გამოვიდეს, მაგალითად პატრული ჩათვლის რომ თქვენ კანონს არღვევთ, კრიმინალი ხართ და ასე შედმეგ, შედეგად ან დაპატიმრებას ექნება ადგილი ან გაუგებრობის გამო შეიძება ცეცხლიც კი გაგხსნან. ამიტომაც, ქალაქში იარაღით არ დავდივართ, ეს აქსიომაა, არც თოფით არც პისტოლეტით. თქვენ კი იცით რომ პნევმატიკაა, მაგრამ უბრალო მოქალაქე რომელიც გარკვეული არაა ამ საქმეში, სულ სხვანაირად ფიქრობს.



ახალი კანონი რომელიც ჯერ ნახევრადაა ძალაში შესული და თან შევიდა და თან ვერ შევიდა ძალაში, უკვე სცნობს 3 საჭირო კალიბრს, ესენია:
1) 4.5 მილიმეტრი ჩვენებურად - 0.177 ამერიკულ ბრიტანულად
2) 5.0 მილიმეტრი ჩვენებურად და 0.20 ამერიკულ ბრიტანულად
3) 5.5 მილიმეტრი ჩვენებურად და 0.22 ამერიკული და ბრიტანული სტანდარტებით
ახალი კანონის მიხედვით ნებადართული 6 მილიმეტრამდე პნევმატიკა, მაგრამ ჯერ ძალაში არაა შესული და 4.5-ზე მეტ კალიბრს თუ აღმოაჩენს სამართალდამცავი, წესით ექვემდებარება იარაღი ჩამორთმევას და ადმინისტრაციულ ჯარიმას (მგონი ამ ეტაპზე 600 ლარს შეადგენს ადმინისტრაციული ჯარიმა).

საერთოდ მსოფლიოში არსებობს შემდეგი კალიბრები:
1) 4.5მმ - 0.177 დუიმი
2) 5.0 მმ - 0.20 დუიმი
3) 5.5 მმ - 0.22 დუიმი
4) 6.35 მმ - 0.25 დუიმი
5) 9.00 მმ - 0.357 დუიმი
6) 11.43 მმ - 0.45 დუიმი
7) 12.7 მმ - 0.50 დუიმი

როგორც ხვდებით ბოლო 4 კალიბრი ახალი კანონითაც კი აკრძალულია ჩვენთან, რეალურად კი დღეს მხოლოდ 4.5-ის გამოყენება შეიძლება. ამასთანავე მოქმედი კანონმდებლობა სცნობს სანადირო პნევმატურ იარაღს, თუმცა რეალურად 4.5 კალიბრით ვერაფერს მოინადირებთ. მაგალითად ამ თემის თავში ნაჩვენები სურათები ინდაურის და გარეული ღორის მონადირებაზე საჭიროებენ მინიმუმ 6.35 მილიმეტრიან კალიბრს (ინდაურისთვის და შესაბამისი ზომის ფრინველებისთვის), ხოლო ღორი, ირემი, ხარი და სხვა უკვე 9 მილიმეტრს და უფრო მეტს.

ასეა თუ ისეა სხვა რა გზა გვაქვს ვზივართ და ველოდებით ახალი კანონის ამოქმედებას რომ თუნდაც 5.5 მილიმეტრის გამოყენება იყოს შესაძლებელი, მანამდე კი ვკმაყოფილდებით 4.5 კალიბრით და ვართ წყნარად.

აქვე დავძენ კიდევ ერთ გარემოებას. არ შეეცადოთ პნევმატური იარაღის გამოწერას ინტერნეტის მეშვეობით. იმის გამო რომ ახალი კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, ძველი კი გარკვეულ შეზღუდვებს შეიცავს წარმოიშვება კურიოზული სიტუაცია, კერძოდ გაქვთ უფლება შეიძინოთ უცხოეთში და ჩამოიტანოთ, მაგრამ ამასთანავე ეს უფლება არ გაქვთ.



კერძოდ მეტროლოგიისა და სტანდარტების ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს საბაჟო, მაგრამ იმის გამო რომ ამ ორგანიზაციამ ვერ მოაბა 1.5 წელია ამ სტანდარტების ჩამოყალიბებას თავი, ჩვენს დახმარებაზე უარი თქვა მიზეზით რომ ჩვენ უკეთესი ექსპერტები გვყავსო... მოკლედ საბაჟოს ექმნება იურიდიული კაზუსი, უნდა გამოგატანოთ, მაგრამ რა სპეციფიკაციებია ნებადართული არ იციან, ამიტომაც ყველა პნევმატური იარაღი, იქნება ეს აირსოფტი, სათამაშო, თუ ჩვენთვის სასურველი Hard პნევმატიკა ექვემდებარება საქმის გარკვევამდე საწყობში გადატანას.

მარტივად რომ ვთქვათ ჩამოგართმევენ საბაჟოზე პნევმატიკას, და არ გაგატანენ მას მანამდე სანამ სტარდარტების ეროვნული ბიურო არ ინებებს და თავს არ მოაბავს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. 2011 წლის 1 იანვრიდან (უკვე 1 წელის გავიდა ზუსტად) ვერავის ვერ შემოაქვს პნევმატური თოფი საქართველოში, საბაჟოს საწყობები გადავსებულია და კიდევ ბევრი შეემატება ალბათ იმ საწყობს, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა ფიქრობს, მე უფრო მაგარი ვარ, ვერ ვერ გამიბედავენდა....

არ მოტყუვდეთ! მიუხედავად იმისა რომ სანებართვოში დარეკავთ და იქ შეგატყობინებენ რომ არანაირი ნებართვა არაა საჭირო და რამდენიც გინდა შემოიტანეთო.... ვერც ორგანიზაციებს, ვერც მაღაზიებს და ვერც კერძო პირებს ვერ შემოაქვთ პნევმატიკა იურიდიული კაზუსის გამო, ეს ყველაფერი მეტროლოგიისა და სტანდარტების ეროვნული ბიუროს უვიცი მუშაობის ბრალია. ნუ იკითხავთ მაღაზიებს აბა საიდან აქვთო? საიდან და 1 წლის წინ შემოტანილი მარაგები რაც არის ეგაა. მაღაზია ”ქარავანს” პრაქტიკულად აღარაფერი აღარ დარჩა, ერთერთ უდიდესს მაღაზია ”მაგნუმს” მესამედი დარჩა იმ ასორტიმენტისა რაც 1 წლის წინ ჰქონდა, პატარა მაღაზიებს საერთოდ რაც აქვთ ეგეც გასაკვირია რაფერღა დარჩათ... დაიცლება ეგენიც და მორჩება საქმე.

თუ არ გინდათ სტატისტიკა თქვენც შეავსოთ, მაშინ დაგვიჯერეთ თუ არა და არავის ვიჭერთ, ოღონდ შემდეგ არ იყოს, ისეთი თემები - არიქა მიშველეთ საბაჟოს თოფი გამიჩერა არ მაძლევენო. 1 წელია ამ ფორუმზე მოვკვდით ერთი და იგივეს მტკიცებით, იმედია ჩვენო ახალო წევრო შენ მაინც შეისმენ ამ მიმართვას და იგივე ხაფანგში არ გაებმები.



დასკვნები
იმედია ლექცია დიდი იყო, მაგრამ საინტერესო, ახლა ამ თემის გადაკითხვის შემდეგ რჩება გასარკვევი შემდეგი რამ:

1) რისთვის გჭირდება პნევმატიკა (ანუ გამოყენების სფერო)
2) თანხა - რისი და რამდენის გადამხდელი ხარ შენს გართობაში
3) პნევმატიკის კლასი - იდეაში ეს პუნქტი ზემოთ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხშირად ფინანსები განსაზღვრავენ გადაწყვეტილებებს და არა სურვილები, ასე რომ ეს პუნქტი ჩემის აზრით მესამე ადგილზე იქნება
4) კონსულტაციები - აურაცხელი კონსულტაციები, არსებულ მფლობელებთან, ფორუმებზე, აურაცხელი მასალის გადაკითხვა და საკუთარი დასკვნების მიღება
5) აუცილებლად შეძენის წინ იგივე ნაირი თოფის მფლობელთან შეხვედრა - თუ იგივენაირთან არა მიახლოვებულთან მაინც, პირადად გამოცდა და თუ შესაძლებელია სხვა კლასის, ან სხვა პნევმატიურ თოფთან შედარება

მხოლოდ ამის შედმეგ ყიდულობ შენს თოფს და ხარ წყნარად, იცი რომ იყიდე ზუსტად ის რაც გინდოდა, ან ზუსტად ის რასაც გაწვდი.

რავი ამ ეტაპზე მოვრჩი თუმცა დარწმუნებული ვარ ამან უფრო მეტი კითხვები გაგიჩინა, თუმცა იმედია უფრო დაკონკრეტებული და საკითხში გარკვეული კითხვები გაგიჩინა და არა ისეთი კითხვები - ისა და კონსერვის ბანკას 20 მეტრზე გავხვრიტავ???? smile.gif

P.S. გაითვალისწინეთ რომ პრეტენზია რაიმე სუპერ მცოდნეობაზე არ მაქვს, სავსებით შესაძლებელია რომ ბევრი საჭირო პუნქტის ხსენება გამომრჩა (მაგალითად ელექტრო სასხლეტი და ელექტრო კლაპნები, ელექტრო დამრტყმელები, ეს საკმაოდ დიდი თემაა და ამ თემაშივე ვეღარ გავაერთიანე), ასევე სავსებით შესაძლებელია რაღაც შემეშალა, ეს ყველაფერი უკვე კონკრეტული კითხვების განხილვისას გავიაროთ ყველამ ერთად.



ყურადღება! ეხება ყველას!

რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არცერთი იარაღის ლულის მიშვერა ადამიანისთვის, იყო ამ ფორუმზე უაზრო კითხვები, მაგალითად ფეხში რომ ვესროლო ეტკინებაა??? ვინც ასეთ უაზრობა კითხავს დასვავს ან განიხილავს მომენტალურად იქნება ფორუმიდან გაძევებული! თუ თქვენ ვერ საზღვრავთ რა არის იარაღი და რა არის სათამაშო, თქვენი ადგილი ამ ფორუმზე არაა. აშკარად ასაკი ან გამოცდილება არ გიწყობთ ხელს ამ ფორუმზე შემოსვლისთვის.

აქვე სპეციალურად ვდებ დასაშინებელ სურათებს რომ ოდნავ მაინც დაფიქრდეთ რასთან გაქვთ საქმე, გაითვალისწინეთ იარაღია და არა სათამაშო, საჭიროა იგივე დონით სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა რაც ცეცხლსასროლის დროს.







გაითვალისწინეთ რომ AIRSOFT-ის, ანუ ეგრეთწოდებული სტრაიკბოლის მოთამაშეები სპეციალური ეკიპირებით თამაშობენ და ერთმანეთს ესვრიან მსუბუქ პლასტმასის ბურთულებს პატარა სიჩქარით. მიუხედავად ამისა დალურჯება და სახიფათო სიტუაციები ყოველთვის თან სდევთ. ამასობაში ტყვიის ენერგია საცოდავი 2-3 ჯოულია!

ჩვენ ამ ფორუმზე განვიხილავთ პნევმატიკას, რომელიც გაცილებით მძიმე ტყვიებს ისვრის, გაცილებით მეტი ენერგეტიკით და სიჩქარით. ჩვენს ეგრეთწოდებულ HARD პნევმატიკაში, მინიმალური ენერგეტიკა არის 7,5 ჯოული რაც აირფოსტისას 2-3-ჯერ აღემატება, პლიუს უფრო წვრლილი ტყვიაა. შედეგად არავითარ! ვიმეორებ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლულის მიმართვა ადამიანის მხარეს, არასდროს დატოვოთ ლულაში ტყვია, არასდროს გადადოთ გვერდზე იარაღი რომელის გადატენილია, ყოველთვის ამოიღეთ თოფიდან ტყვია, ან კლიპი და ერთი ფუჭი გასროლა გააკეთეთ ჰაერში. მხოლოდ ამის მერე დაჯექით იქეიფეთ და მოუყევით ერთმანეთს დღის საუცხოო მომენტები.






ამ ბოლო სურათზე ადამიანი არ არის, სურათზე არის გაკვეთილი გოჭი. მაგრამ მთავარი საფრთხე იმედია ჩანს

გაითვალისწინეთ რომ კალიბრი ჩვენს პნევმატიკაში ძალიან მცირეა, უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებით შემიძლია გაგიზიაროთ - სავალალო შედეგები, მოტეხილობა, ინვალიდობა, მხედველობის და თითების დაზიანება... გთხოვთ პატივი სცეთ საკუთარ თავს და სიცოცხლეს, ისევე როგორც სხვის სხეულს და სიცოცხლეს. ასევე გაითვალისწინეთ რომ სხეულში მოხვედრისას სხეულიდან პატარა ტყვიის ამოღება ხშირად შეუძლებელია მისი სიმცირის გამო, ნუ დააინვალიდებთ საკუთარი დაუდევრობის გამო ნურც საკუთარ თავს და სხვას. ყურადღება, ყურადღება და 100 ჯერ ყურადღება, არ გაქვთ შეხება სათამაშოსთან, პოტენციურად საშიშ საქმეს კიდებთ ხელს, ასე რომ თუ გინდათ სიამოვნება მიიღოთ და სხვებსაც მოუყვეთ ხოლმე, ჯობია უსაფრთხოების წესები დაიცვათ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Jan 20 2012, 07:03 PM
პოსტი #2


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ეს პოსტი დიდი ხნის წინ უნდა ყოფოლიყო ამ საიტზე. ჯაჯა არ შეიძლება ისე გააკეთო რომ სულ პირველ გვერძე იდოს? როგორც სამაგიდო წიგნი?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Jan 20 2012, 08:12 PM
პოსტი #3


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



მართლა კარგი პოსტია. ასევე სრულიად ვეთანხმები foxi-ს ამ თემის სულ პირველ გვერდზე მოთავსებაზე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gigi30
პოსტი Jan 20 2012, 08:54 PM
პოსტი #4


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 241
რეგისტრ.: 25-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,302



არის ასეთი პერიოდული გამოცემა "ნადირობა"(ბევრმა იცის ალბათ). ხომ არ დაფიქრდებოდი მსგავსი ჟურნალის დაარსებაზე პნევმატიკის კუთხით(მაგალითად, გვერდებით ცეო, პისიპი, კომპრესიული,ნადირობა, სიახლეები, მოდელების აღწერა, მოთხრობა-ჩანახატი და ა.შ.), თანაშემწეების მონახვა ამ ფორუმზევე არ გაგიჭირდებოდა. ვფიქრობ, ეყოლებოდა მკითხველი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
minchanin
პოსტი Jan 20 2012, 08:56 PM
პოსტი #5


მაძიებელი
**

ჯგუფი: საჯარიმო და წასულები
პოსტები: 222
რეგისტრ.: 7-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: zestafoni
წევრი №: 1,335



და კიდევ ერთი, ბატონო ja_ja -

''ამ ბოლო დროს, გამოსავალი მოიძებნა ჰიდრო ზამბარაში'',

აქ მგონი ჰიდროს მაგივრად პნევმო უნდა იყოს.

დიდი ბოდიში რომ ასე დავწერე, ციტატის გადმოტანა ვერ შევძელი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 20 2012, 10:09 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,962
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



gigi30
გიგ ვთქვათ და დავიწყეთ ეგეთი ჟურნალის გამოშვება რამდენი ეყოლება მკითხველი?

საქართველოა, უმეტესობას ურჩევნია ღობეყორეში ჩამოჯდეს, თოხზე ჩამოეკიდოს და

- ბიჯო, ბიჯო, ბიჯო, იმასა რომ კალაშნიკოვი აქვს, აუუუფ, მოუდა დედეასა, ტიტუ, ტიტუ, ტიტუ....

არ არის საქართველო ტექნოლოგიური ქვეყანა, ძალიან ცოტას აინტერესებს ტექნიკური დეტალები.

minchanin
კი გავითვალისიწნებ და ჩავასწორებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Jan 21 2012, 12:23 PM
პოსტი #7


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,577
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ჯაჯა, ერთი ზ.დ.პ.-სთან მიმართებაში გამოგრჩა არტილერიული ტექნიკის დაწერა, მაგისგარეშე ზ.დ.პ.-ს სროლა ზუსტად ზღაპარია. თუ ჩაამატებ კარგს იზავ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 21 2012, 12:34 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,962
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ეგ უკვე კონკრეტული განხილვის საგანია. ახლა ეგრე მომთხოვე შიდა ნაწილების, კონკრეტული კონსტრუქციების და აბგრეიდების ჩაწერაც...

წაიკითხე თავში რა წერია:

ციტატა(ja_ja @ 20th January 2012 - 07:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თავიდან გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს თემა არ არის სრული დოკუმენტაცია, არამედ არის, შესავალი იმისათვის რომ გაერკვეთ და წარმოდგენა შეგექმნათ ამა თუ იმ ტიპის პნევმატიკაზე და მისი გამოყენების არეალზე, კონკრეტული მოდელები და სახეობები, შემდგომში შეგიძლიათ ფორუმზე დაათვალიეროთ შეისწავლოთ დასვათ კითხვები და გაიღრმაოთცოდნა.

სად წერია მთლიანი წიგნია ყველანაირი შესაძლებლობის განხილვაზე მეთქი smile.gif

ეგრე FPS-ებს რომ დასდევენ ეგეც დასაწერია ამავე პოსტში, რა არის ენერგეტიკა, ოპტიკები, რინგები, მოდერები....

მოკლედ ეგ ყველაფერი ცალკე თემაა და ამ უხეშ მიმოხილვაში არ შედის. თორემ გამოვა 1000 გვერდიანი ონლაინ წიგნი smile.gif რაღასთვისაა მაშინ ფორუმი საჭირო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Jan 21 2012, 01:20 PM
პოსტი #9


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,577
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ნუ რავი, ჩემი გადმოსახედიდან არტილერიული ტექნიკა ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია ზ.დ.პ.-სთან მიმართებში, რადგან მის გარეშე დამაკმაყოფილებელი შედეგებით სროლა არ გამოდის, თუმცა ფორუმზე უკვე სადღაც დავწერე მაგაზე და პრინციპში უკვე არის ასე თუ ისე რაღაც ინფო. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jan 21 2012, 01:24 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,962
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ნიხო ნუ იციკლები ერთი და იგივეს წერით. პასუხი უკვე დავწერე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
CHICO30
პოსტი Apr 16 2012, 08:45 PM
პოსტი #11


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 537
რეგისტრ.: 31-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kukia
წევრი №: 1,565
ქალაქი:Tbilisi



ja_ja

შესანიშნავი სამაგიდო თემაა. ეს რომ აქამდე წამეკითხა 4 პნევმატიკას არ ვიყიდდი და გავყიდდი 2 თვის განმავლობაში. ზარალიც სადღაც 150 ლარამდე biggrin.gif

პ.ს. მე გაჩვენებ ზდპ ს რომელიც სასხლეტზე 50 გრამის დაწოლის შემდეგ ისვრის(შეიძლება ნაკლებიც). არაფერი გადაკეთებული არაა biggrin.gif (ზულ-312)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 17 2012, 08:59 AM
პოსტი #12


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,962
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



CHICO30
ნუ ახლა ეს თემა მთლად უნივერსალური არაა, სპორტულ ზ.დ.პ-ებს გვერდი ავუარე, რადგანაც მაგათმა დაკარგეს აქტუალურობა დღეს ყველა სპორრცმები პირტალეტი იქნება თუ თოფი გადასულები არიან PCP-ზე.

თორემ რომ არსებობს და არის, ეგენი ქე ვიცი, ადრე ტირშიც რამდენიმეჯერ მაქვს ეგეთიდან გასროლილი... კაია მაგრამ ხომ ხვდები საჩვენო არაა smile.gif აქ ოლიმპიურ 10 მეტრზე კი არა უფრო მეტ დისტანციაზე და მეტი ძალის მქონე იარაღის მოყვარულები ვიკრიბებით, მაგ კლასში კი ეგეთი რბილი... ნუ საკმაოდ რბილი აქვს, ვეირაუხს თავისი ლეგენდარული სასხლეტი, სახელიც ავს Record. დანარჩენი განსაკუთრებით ჩვენთან რაც იყიდება... smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი Apr 17 2012, 10:38 AM
პოსტი #13


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



ვაა ჯაჯა აგაშენა ღმერთმა, ძლივს გავიგე ზუსტად რა არის რედუქტორი, მანამდე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ერთნაირი ტყვიის სიჩქარეს ვიღებტ რედუქტორის დახმარებით მადლობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Apr 17 2012, 11:15 AM
პოსტი #14


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,124
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



WARNer brother
ორი თვის უკანდელი თემაა და ეხლა ნახე?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი Apr 17 2012, 11:47 AM
პოსტი #15


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



cz80
არ მქონდა ნანახი... მე ხო ბანი მედო და...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი Apr 17 2012, 02:47 PM
პოსტი #16


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 457
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336



შემიშუპდა თვალები )) მაგრამ გირდა წასაკითხად ,
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი May 19 2014, 09:57 AM
პოსტი #17


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 145
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



მდაა ეხლა ვფიქრობ ჯაჯა ხომ შეიძლებოდა ეს პოსტი თავიდანვე გენახებინა და წავიკითხავდი და რამდენ რამეში გავერკვეოდი smile.gif არც იმ რედუქტორის ჩარხვას დავიწყებდი კინაღამ რომ შემაჯავრა ყველაფერი,,,,,,მარა ალბათ ესე ჯობდა ok.gif


ეს პოსტი ჩემი აზრით მთავარზე ანუ პირველ გვერდზე უნდა იდოს ,პრინციპში ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ყველაფერი ნათელია თუ რა არის საერთოდ პნევმატიკა,ახალბედასთვის ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული საუკეთესო სასწავლო წიგნია.

საღოლ საქართველოში მართლა უძლიერესი ხარ ამ საქმეში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი May 19 2014, 01:15 PM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,099
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577



ვეთანხმები ამხანაგების გამოსვლას, ადრე ფოქსისაც აღუნიშნია და დღეს გოჩაც იგივეს ამბობს რომ, ეს თემა პირველ გვერდზე უნდა იდოს, ერთის მხრივს აუცილებელიც კი არის, იმიტომ რომ, ახალბედა რომ შემოვა და სანამ დარეგისტრირებას და კითხვების დასმას დაიწყებს, ან სანამ ახალი თემების გახსნას მოინდომებს, ( რომლის პასუხები უმეტეს წილად ამ თემაში ისედაც დევს ) ჯერ გადაავლებს თვალს, და ასე თუ ისე წარმოდგენა შეექმნება პნევმატიკაზე, ერთის მხრივ ფორუმსაც დაიცავს ზედმეტად გახსნილი ახალი თემებისაგან, რომელსაც ძირითადად ახლად დარეგისტრირებულები აკეთებენ ხოლმე და უმეტესობა უზარო კიტხვებს შეიცავს, კერძოდ ,,რას მირჩევთ'' ,,ეს კისტი წავაა?'' ,,100 მეტრში დათვს დააგდებს?'' და სხვა. ვფიქრობ მსგავსი უაზრო თემები ასე თუ ისე უაზროდ აღარ დაიდება. იმიტომ რომ საკუთარ კითხვებზე პასუხი უკვე ამოკითხული ექნება,
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი May 19 2014, 01:37 PM
პოსტი #19


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,962
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მშრომელთა თხოვნით გადატანილია საიტის პირველ გვერდზე და მიპინულია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი Sep 28 2015, 11:35 AM
პოსტი #20


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



ახლა როგორაა კალიბრზე.?
ეს ვიცი რომ 4.5-ია მხოლოდ დაშვებული ჩვენთან ამჟამად.
უფრო მაღალზე მაგალითად რაღაც ნებართვა რომ გაკეთდეს მაგდაგვარი არის შესაძლებელი? და ისე რომ ჩამოიტანო??

ციტატა(ja_ja @ 20th January 2012 - 07:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
0.357

ეს კალიბრი მაინტერესებს უფრო.
კანონიერად რაიმე გზების გავლით თუ არის შესაძლებელი ამის შენახვა როგორც ვთქვათ .177 შეგვიძლია ახლა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V   1 2 3 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th October 2018 - 02:20 PM
Hosted by Pro-Service