![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ეს აურზაური დაიწყო და მოვედით მის ლოგიკურ დასკვნამდე ![]() პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ დოკუმენტალურ მასალას 2 ფოტოგრაფი აფიქსირებდა (ვიდეო გადაღებიანად), მე რა მასალებიც მაქვს დავდებ, მეორე კამერის მასალები ჩემთან არაა ასე რომ დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დავდებ იმას რაც არ მაქვს, თუ მომაწვდის მისტერ იუზა, ან ჯორჯიკა ჩემი თავი ენაცვალოთ თუ არა და იქნებ მერე თვითონ მიამატონ. მაშ ასე როგორ დაიგეგმა ეს გასვლა პირველი გვერდიდან ირკვევა, აგერ მე-11 გვერდზე მოვრჩით ლაყბობას და გავედით კიდევ 2 გვერდის მერე რავარც იქნა ვწერ ამ რეპორტს. მაშ ასე გასვლა სტანდარტულად დილის 8 საათზე, სპორტის სასახლის მარჯვენა კუთხიდან, თუმცა გააჩნია საიდან დგეხართ და როგორ უყურებთ სპორტის სასახლეს, ვინც არ იცის და შემდგომისთვის რომ იცოდეს, უყურებთ სპორტის სასახლეს რომელიც თქვენს წინ დგას, წევთ მაღლა მარჯვენა ხელს და ამ ხელის მხარეს სპორტის სასახლეს კუთხე სადაც აქვს იქეთ მიამართებით ![]() ამჯერად მე შეხვედრის ადგილზე არ ვყყოფილვარ, პირდაპირ სახლში გამომიარეს სოხამ და კოკნარამ, მე დავემატე და ერთად გავედით კაკასთან, აეროპორტიდან კი გავეკიდეთ მთავარ ჯგუფს, რომელიც უკვე დაძრული იყო რუსთავისკენ. რუსთავში ჩასვლა... დიდი მოსაყოლი არაფერია, ჩვეულებრივი საუბრები, ძირითად ჯგუფთან გადარეკვა და ბოლოს საყვარელ და სტანდარტულ მინდორზე მისვლა. ![]() ![]() მოკლედ მივედით ჩვენს მონიშნულ ადგილზე (უკვე ბევრმა მოისაქმა გვერდზე ბუჩქებში და ხეებზე, ასე რომ ყველა ძაღლმა იცის, ჩვენი ადგილია ![]() ![]() ![]() ![]() ისე კი უნდა ვთქვათ, გემრიელად ციოდა. მთელი მინდორი მოყინული იყო და თრთვილით იყო დაფარული. თუმცა მერე ნელ-ნელა მოდნა ყველაფერი. ამინდი კი გადასარევი დაგვემთხვა, ყოველ შემთხვევაში დილიდან. ამ თვითმარქვია პრეზიდენტს ხომ უყურებთ? ჰოოდა ხელში თუ იცით რა უჭირავს? მოკლედ ამ კუკუობას ატრუალებ, ატრუალებ და ის კიდო ჰაერს უბერავს და უბერავს.... ტექნოლოგიური ცეცხლის გამაჩაღებელია, აღარაა საჭირო სულის შებერვა და გაზეტების ქნევა იმისათვსი რომ ცეცხლი გააჩაღო ![]() ცოტახანში შემოგვიეერთდა მთავარი კაცი, ორგანიზატორი და სულის ჩამბერი... თან მოიყვანა ახალგაზრდა სპორცმენი (მამამისი არ ითვლება, ახალგაზრდა აღარაა ![]() ![]() ![]() ![]() სულ ცოტა დაგვჭირდა, უცემ დავდგით მაგიდები, ჩვენი ნაყიდი სამზერი მილი და წავიდა შეჯიბრი. ![]() ![]() ![]() შეჯიბრში მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ: 1) Norica_dragon 2) soxa 3) koknara 4) kaka8079 5) Name 6) Devil 7) Geojorjika 8) Grigol 9) Ilariona 10) CZ80 11) Iorama 12) Ja_ja 13) Grigorich - აკა nika 14) Iuza 15) Tazo Lekso და მგონი amon-მა ბოლომდე სროლა არ დაამთავრეს ასე რომ ქულები ვერ მივიღეთ და ამოვაგდე სიიდან. ეს ამ ხალხის პირველი შეხება იყო PCP-სთან, და ოპტიკასთან არც არის გასაკვირი რომ თავიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა რომ ორივე დანებდა დროზე ადრე შეჯიბრს. მოკლედ ასე იყო თუ ისე შეჯიბრი მიმდინარეობდა. კარგი კი ის იყო რომ ნიავი არ იძროდა თავიდან, სანამ მაგიდასთან Iorama არ დაჯდა... ოო აი ამ მომენტიდან გაიჩითა ქარი და ყველაფერი აურია ![]() ![]() მოკლედ ყველა თავიდან ცდილობდა დროზე მოეცილებინა შეჯიბრი რომ შესაძლებლობა ჰქონოდა სანადიროდ გაქცეულიყო, ან ლუდი გადაეკრა. პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ რომ Ja_Ja, Kaka8079 და Soxa ცდილობდნენ, ერთერთი დაბრედილი HW100-ის აღდგენას საველე პირობებში. ![]() ![]() ანუ სახლიდან წამოვიღე ინსტრუმენტების ნაწილი იმ იმედად რომ მხოლოდ დასაშლელ ასაწყობი იქნებოდა თოფი (როგორც კაკა-მ მითხრა რამდენიმე ტყვია იყო ლულაში ერთად გაჭედილი). აღმოჩნდა რომ ლულაში იყო 7 თუ 8 ტყვია, გადამშვებ მიმწოდებელში 3 ტყვია, გარდა ამისა გაღუნული იყო მიმწოდებლის ბერკეტი და ავოეეე, მოკლედ მარტივი დაშლა აწყობა გარდაიქცა სერიოზულ საჩალიჩო საქმედ რომელსაც წესით სახელესნოში უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ხომ იცით რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები ![]() ![]() ![]() ![]() ესეც მინი ვიდეო ჩანაწერი თუ რა პირობებში მიმდინარეობდა ლეგენდარული HW100-ის აღდგენა ტყეში ![]() ![]() ეს კი აწყობის მერე როგორ მუშაობს თოფი. მოგვიანებით კი მოხდა საშინელება. მთავარმა ორგანიზატორმა დაიწყო ქრთამის აღება, და შემდეგ გადახდილი ქრთამის მიხედვით საპრიზო ადგილების გადათამაშება... ![]() ![]() მაგრამ მე რისთვის ვიყავი ადგილზე? ვიწერდი ყველა მონაწილეს და გადავარჩინე ჩვენი ჩემპიონი ![]() ![]() ![]() ![]() სანამ ქულებს დავწერ, მანამდე დავძენ რომ ამ შეჯიბრზე შემოვიღეთ ახალი წესი, მონაწილე რომლის ნასროლშიც იქნებოდა 4 ან 6 ტყვია (ყველაზე ხშირი შეცდომაა შეჯიბრებების დროს), ან მეტი ან ნაკლები, მიიღებდა 30 მილიმეტრს ჯარიმის სახით თითოეულ სამიზნეში. შედეგად დისკვალიფიცირებული ხალხი აღარ იქნებოდა და.... მოკლედ მონაწილეთა სია და გამარჯვებულები: 1) Norica_dragon – 20.5+15.1+24.54+23.30=83.44/4=20.86 2) kaka8079 – 34.2+19.7+20.3+25.1=99.3/4=24.82 3) Ja_ja - 22.4+35.4+23.6+26=108/4=26.85 4) Devil – 21.5+28.5+39.6+19.2=108.8/4=27.2 5) Koknara -27.9+29.5+27.9+29.1=114.4 /4=28.6 6) Geojorjika – 25.3+29.3+27.2+34.5=116.3/4=29.07 7) Iorama – 38.6+31.3+18.9+33.8=122.6/4=30.65 8) Tazo – 38.8+31.4+27.1+45=142.3/4=35.57 9) Grigol – 33.7+36.8+39.6+40.8=150.9/4=37.72 10) Soxa – 37.5+31.6+42.13+40.75=151.98/4=37.99 11) Grigorich – 49.2+28.4+30.3+66.7=174.6/4=43.65 12) CZ80 – 36.9+61.15+55.7+26=179.7/4=44.92 13) Ilariona – 61.3+40.1+34.5+52.5=188.4/4=47.1 14) Iuza – 66.8+60.5+58.9+46=232.2/4=58.05 15) Name – 80.2+66.8+70.4+83.8=301.2/4=75.3 მგონი ცოტა ძნელია ამხელა მასივი ინფორმაციის გადაღეჭვა, მაგრამ იმედია გაარკვევთ. სადღაც 2 საათი იყო რიდესაც ყველაფერი მოვრჩით და გადავედით შეხვედრის მეორე და განსაკუთრებით კი გემრიელ ნაწილზე. ნაწილი ამ დროს სანადიროდ გაეშურა, ნაწილს უკვე მონადირებული ჰქონდა... ![]() ![]() ![]() ![]() აგუზგუზდა ცეცხლი, და ამჯერად ცეცხლთუხუცობა ილარიონამ იკისრა. გამოეყო ძირითად ჯგუფს და.... თუმცა პერიოდულად ამ საქმეს ჟორჟიკა ართმევდა ხოლმე ![]() ![]() ![]() ჰოო მართლა სტანდარტულ მწვადს და ყველი პურს შეემატა ილარიონას და თაზოს მიერ კინკრიყოში ხელის წავლებითა და წამოყვანით მოყვანილი კურდღელი და იხვი. აი ჩაკურდღლული გამოიდა და ხელები ჩაიტკბარუნა ხალხმა, მარა იხვი იწვა იწვა და ბოლოს ვინ შეჭვა და შეჭამა აღარ მახსოვს... ![]() ![]() ნუ ახლა სამზარეულო საქმიანობაში ჩვენი გლავნი მზრუნველი ისევ და ისევ იორამა იყო, მაგ კაციას გარეშე რაცხა ვერაფერი ჩადის კუჭში, იცის კაცმა და ჰა ![]() ![]() ![]() ![]() ყველაფერი ეს ისე იყო გადახლართული რომ ამის აღწერა ცოტა არის იყო ძნელია, ამიტომაც ისევ და ისევ ვიდეო ჩანაწერს გთავაზობთ. ამასობაში საქმეში ჩაერთო ჩვენი ჩემპიონი მისტერ ნორიკა, რომელსაც უკვე თავისი ახალი ლულა აღარ აკმაყოფილებს და უფრო და უფრო... მოკლედ უფრო ძლიერი ლულა უნდა ![]() ამასობაში ხალხში ექსრემალიზმის სხვა წიკებმაც გაიღვიძა, კერძოდ თაზომ მოინდომა გაეტესტა შესძლებდა თუ არა მისი 2 ლულიანი 12 კალიბრიანი თოფი 5 ნომერი საფანტით პროლაითის კატალოგის გახვრეტას.... ჰოოდა დაიწყო ექსტემი ![]() ![]() ![]() მერე ამ საქმეში სოხა ჩაერთო 16 კალიბრიანით და კარტეჩით და.... მოკედ ჯობია ესეც ვიდეოშჳ ვნახოთ ![]() მერე უკვე მწვადებმაც მოგვისწრო, სუფრაც გაიშალა, დასალევიც და საჭმელიც ოხრად იყო და წაიდა..... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესეც ტავარიშჩ ორგანიზატორი, თვითონ ამზადებს, თვითონ ჭამს და თვითონ კაიფობს ![]() ![]() ![]() ზოგიერთმა ვიტამინებს მიყო ხელი, სხვათა შორის მეც. აბა ტყუილა ვყიდე 1,5 კილო სტაფილო ![]() ![]() ბოლოს ცეცხლში შემწვარი კარტოფილიც გამზადდა და ყველამ დააგემოვნა, ისევ და ისევ თავიდან თევზისთვის შევიძინეთ, მაგრამ თევზის გარეშეც მშვენივრად წავიდა ![]() ![]() ამასობაში ჩვენს ექსტრემალ ნორიკას კიდევ ერთხელ მოუარა თავში საკუთარი თოფის უპირატესობის ჩვენება, ამას სოხამაც შეუწყო ხელი ![]() ![]() ![]() ბოდიში ბატონო ხარისხისთვის, 200 მეტრზე ზუმით გადაღებული თან ხელიდან მეტი უკეთესი არ გამოვიდა ![]() მოკლედ მე ახლოს მივედი, მაგრამ მსროლელებს ვერაფერს ვაგებინებდი, ამიტომაც KAKA-მ ჭკუა იხმარა და ტელეფონზე დამირეკა, მარა ამ ვაი მსროლელების კორექტირებაშჳ მგონი მთელი ბალანსი დახარჯა ![]() პრეზიდენტი და ორგანიზატორი ამასობაში მოუსხდნენ მაყალს და კაი გამოცდილი ამერიკელი ბომჟებივით თბებოდნენ, პრეზინდტი ქაღალდებს არ ინანებდა ცეცხლის გასაჩაღებლად, ორგანიზატორი კი რაღაც ქიმიურ ნაერთს, მარა შედეგად მაინც ორივე იყინებოდნენ ![]() ![]() საღამოს კოცონთან შემოჯდომა და თავგადასავლების მოყოლა... ![]() ![]() ![]() ![]() ბოლოს კი აშლა და ჩალაგება ![]() ![]() თუმცა დამავიწყდა მატრიციდან ნეომ გამოგვიარა კოვზით ხელში ![]() ![]() ![]() ბოლოს პრეზიდენტმა დააწყნარა და ხელი ჩამოართვა - კი მჯერავს რომ ნამდვილად ნეო ხარო და ასე დავიშალეთ ბატონო ჩემო... ![]() ჭირი იქა ლხინი აქა... ახლა კი პრეზიდენტს ველოდებით როდის დაყრის სურათებს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 ![]() |
კარქეა... რეპორტიც და გასვლაც...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ხვალიუ ხვალიუ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
geojorjika ხვალიუ კი არა სურათები მოიტა შე კუკუ შენა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 526 რეგისტრ.: 24-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI წევრი №: 336 ქალაქი:თბილისი ![]() |
კარგია!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 08:11 PM) ხვალიუ კი არა სურათები მოიტა შე კუკუ შენა +1 ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ოო მშვენივრად გაგიტარებიათ დრო ![]() ![]() ე.ი. ყველა არყის ბოთლი ცოცხალი გადარჩა იმ 200 მეტრზე?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,141 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 286 ![]() |
ციტატა(Power_VANO @ 10th December 2011 - 08:20 PM) ყველა არყის ბოთლი ცოცხალი გადარჩა იმ 200 მეტრზე? არა ვანიჩკა, ყველა ვერ გადარჩა. 2 ცალი დაიმტვრა და დანარჩენები მაგრად შეშინდნენ. ცოტა ძნელი გამოდგა 200 მეტრზე სროლა, მილდოტები კი არა, ოპტიკებიც არ გვყოფნიდა. 4 გადიდებაზე ბოლომდე ავწიეთ და ძლივს მივაწიეთ ტყვიები.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
კარგად გაგიტარერბიათ დრო ყოჩაღ ბიჭებო. პრიზიორებს ვულოცავ საპრიზო ადგილებს, განსაკუთრებით ავთოს, საღოლ შენ, მაგრამ მაინტერესებს აკაკის და ჯაჯა შედეგები რა ფიშტოდან იყო გაკეთებული და რა წონის ტყვიებით.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ისეთი დრო გიტარებიათ მე რომ მიყვარს. აბა მე მაგ დროს კოსტუმით და გალსტუკით ვიწონებდი თავს. ჯაჯა მაგ მონაცემებს თOფები მიაწერა უფრო გასაგები რომ იყოს გამარჯვების მიზეზები.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 ![]() |
კაია გასვლაც და რეპორტიც და ისიც მომეწონა სატრიალო რომ იყო ილარიონას რომ უჭირავს და ცეცხლს უბერავს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ გამიხურეთ რა საქმე ![]() ![]() ![]() 1) Norica_dragon – 20.86 - AA s510 (JSB 15.9) 2) kaka8079 – 24.82 - Marauder (CP 10.5) 3) Ja_ja - 26.85 - Steyr (JSB 10.2) 4) Devil – 27.2 - Marauder (CP 10.5) 5) Koknara -28.6 Discovery (H&N Sport 7.5) მგონი ამას ისროდა არ ვიცი ზუსტად 6) Geojorjika – 29.07 - Marauder (CP 10.5) სირცხვილი და თავის მოჭრა ისროდა დევილის თოფით, თავისი ძმამ დაახია ![]() 7) Iorama – 30.65 - არ მახსოვს რითი ისროდა 8) Tazo – 35.57 - მგონი ილარიონას HW100 (JSB 10.2) 9) Grigol – 37.72 - Discovery (ტყვია არ ვიცი) 10) Soxa – 37.99 - Marauder (CUM 14.3) 11) Grigorich – 43.65 - Discovery (ტყვია არ ვიცი) 12) CZ80 – 44.92 - Marauder (CP 10.5) 13) Ilariona – 47.1 - HW100 (JSB 10.2) 14) Iuza – 58.05 - HW100 (JSB 10.2) 15) Name – 75.3 - Hatsan AT 44-10 (JSB Monster 13.4) ახლა დაკმაყოფილდით? ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 10:39 PM) ახლა დაკმაყოფილდით? ეს უკვე რეპორტს დაემსგავსა თორემ ქეიფის ამბები უფრო წინა პლანზე იყო ვიდრე შეჯიბრის. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 10:39 PM) 5) Koknara -28.6 Discovery (H&N Sport 7.5) მგონი ამას ისროდა არ ვიცი ზუსტად აი ძმაო კაცი ამას გავიძახი რახანია და არაო დისკო სპორტულში ვერ გავაო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ციტატა(bazuka @ 10th December 2011 - 10:52 PM) აი ძმაო კაცი ამას გავიძახი რახანია და არაო დისკო სპორტულში ვერ გავაო ეგ მეც უნდა დამეწერა.მართლაც სახეზეა კოკას პროგრესი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
bazuka ეე ერთი Daviti ვერ წამოვიყვანე რა ვერცერთ ეგეთ გასვლაზე, აი მაგის დისკო იზამდა თუ იზამდა.....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
გასვლა იყო მშვენიალური ![]() ისე, სიაზე იკაიფეთ, გერმანელი ნაშოჩკები რომელ ადგილებზეა ![]() ![]() ![]() (ხოხოხოო,ეხლა ახტებიან ვერიკოს მფლობელებიი ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ja_ja აი მსგავსი მაგალითები რაც მეტი, მითუფრო უკეთესი რადგანაც ქარხნული და სპორტი მაინცდამაინც არათავსებადი ცნებებია რაც მეტი მიხვდება მაგას, მითუფრო განვითარდება ქართული პნევმოსივრცე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 ![]() |
მდააასსს.... მოკლედ, მაშინ ხომ ვინანე რომ არ წამოვედი, ეხლა მთლად ჭრილობაში მარილივით მომხვდა ეს რეპორტი. კი ვიფიქრე არ წავიკითხავ, გული რომ არ დამწყდეს მეთქი, მაგრამ თემის სათაურის გასწვრივ დაწერილ ავტორის ნიკს რომ შევხედე, ვიფიქრე: ჯანდაბას ჩემი თავი, გასვლაზე თუ გული დამწყდება, რეპორტით მაინც ვისიამოვნებ მეთქი... ნუ, ja ja-ს დაწერილი, როგორც ყოველთვის.... ხოო და, როგორც ყოველთვის, რეპორტი მშვენიერია. მაგარია არა, ძალიან მაგარია... გასვლა კიიიი... გასვლა მართლაც რომ ძალიან, ძალიან მაგარი გამოგსვლიათ, Mr. cz80-მა კი მითხრა, ბევრი დაკარგე და გამოტოვე რომ არ წამოხვედიო, მაგრამ ეხლა ეს რომ წავიკითხე და სურათები ვნახე, მთლად დავრწმუნდი. ნუ, ყველაზე ძალიან ალბათ იმაზე მწყდება გული, გამარჯვებული ნორიკას ბედნიერი სახის დანახვა რომ გავმაზე, თან სურათებზეც არ ჩანს მოკლედ, ვინც იყავით, ყველას გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი. ნორიკას კი განსაკუთრებით ვულოცავ, ყოჩაღ ავთო!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
cz80 ეს კიდევერთხელ ამტკიცებს უკვე მრავალჯერ დამტკიცებულს რომ, გენიოსი იბადება საუკუნეში ერთხელ, დანარჩენი უკვე მუხლჩაუდრეკელი შრომის შედეგია უბრალოდ ზოგს მეტი შრომა უნდა ზოგს ნაკლები
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 09:39 PM |
Hosted by Pro-Service |