გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Airforce Talon - სრული განხილვა, ამერიკული სიგიჟე და აღვირახსნილი ენერგია
ja_ja
პოსტი Nov 1 2011, 01:17 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,935
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წაკითხვის წინ სასურველია ძირს მოცემულ მელოდიას მოუსმინოთ რომ შესავლისთვის საჭირო განწყობა შეიქმნათ.
ხმა დიდი საჭირო არაა წაკითხვაში შეგიშლით ხელს, მხოლოდ იმდენად რომ სუსტი ფონი იყოს
ასეთი მელოდია მეორეც შეგხვდებათ და არ გამოტოვოთ!






დიდი აფეთქებით კი წარმოიქმნება დრო და სივრცე. ამავე დროს დიდი აფეთქებისას წარმოიქმნება კიდევ ერთი რამ... ცხელი გავარვარებული რადიაცია, და მის გარდა არაფერი არ არის პირველ ხანებში. რადიაცია რომელიც წარმოიქმნა აფეთქების დროს ნელ-ნელა ცივდება, გარდაიქმნება მატერიად და ანტი მატერიად. ეს ორი ფიზიკური ერთეული როდესაც ერთმანეთს ეხება, იწვევს ანიჰილაციას და სუფთა ენერგიის გამოყოფას. საბედნიეროდ ახლად წარმოქმნილ სამყაროებში მატერია უფრო მეტი წარმოიქმნება, ამიტომაც გარკვეული პერიოდის შედმეგ, ყველა ანტიმატერია ქრება მატერიასთან შეხებისას და სამყაროში რჩება აურაცხელი რაოდენობით ცხელი მატერია, ძირითადად კვარკები, რომლებიც ფორმირდება ატომებად.



იმავე გალაქტიკურ ენციკლოპედიაში ვკითხულობთ რომ პირველადი მატერია რომელიც წარმოიქმნება ახალ სამყაროში არის წყალბადის ატომები, რომელიც აურაცხელი რაოდენობით წარმოიქმნება, ისინი ერთიანდებიან მიზიდულობის ძალით, შემდეგ ეს მიზიდული ატომები უკვე წარმოქმნიან გრავიტაციას და სულ უფრო და უფრო მეტ ატომებს იზიდავენ, იჭირხნებიან, ფეთქდებიან და მზეებად გარდაიქმნებიან.

თავდაპირველი მზეები კოლოსალური ზომებისაა, ისინი წვავენ წყალბადს, გარდაქმნიან მას ჰელიუმად და შემდგომ ჰელიუმს გარდარქმნიან ომიკრონ პერსეი 115-ის გამოჩენილი მეცნიერის მიერ დაწერილი დახრაფტის ტაბულის სხვადასხვა ელემენტებად.

სინთეზი გრძელდება რკინის წარმოქმნამდე, რკინის წარმოქმნისას მზე აფეთქებას იწყებს და სამყაროში აურაცხელ საჭირო ელემენტს აფრქვევს (ასევე გადაიკითხეთ გალაქტიკურ ენციკლოპედიაში თავი მძიმე ელემენტები, სადაც გაიგებთ რომ რკინაზე უფრო მძიმე ელემენტები წამოიქმნება სამყაროში გიგანტური მზეების აფეთქების პროცესში, რადგანაც პროცესი ხანგრძლივი არ არის, მძიმე ელემენტებიც შესაბამისად სამყაროში ნაკლებადაა გავრცელებული). თავიდან ასეთი აფეთქებები სამყაროში აურაცხელი იყო, ნელნელა მზეები უფრო და უფრო ნაკლები ზომის წარმოიქმნებოდნენ, ბოლოს მზეები და დარჩენილი მტვერი გალაქტიკებში გაერთიანდნენ, გალაქტიკაში კი წარმოიქმნა აურაცხელი მზის სისტემები თავისი პლანეტარული სისტემებით. როგორც ამბობენ ასე წარმოიქმნა ჩვენს გალაქტიკაში 2 საინტერესო მზის სისტემა, ერთი რომლიდანაც კაცობრიობა წამოვიდა და მას პირდაპირ ეწოდებოდა მზის სისტემა, მეორე კი 89 სინათლის წელიწადით მოცილებული სისტემა სახელად კომოსოტ Az58b.



მზის სიტემაში კაცობრიობა ვითარდებოდა, კომოსოტის სისტემაში კი ჩინჯერები, დადგა დრო და ორივე რასამ მოახერხა ჯერ თავისი მზის სისტემის დაპყრობა შემდგომ კი გალაქტიკაში დაიწყო მოგზაურობა. ჩინჯერები უფრო მეტ სივრცეს საჭიროებდნენ განვითარებისთვის, თან იგივე ტიპის პლანეტები აინტერესებდათ რაც ადამიანებს, გარდა ამისა ორივე რასას ტექნოლოგიური განვითარებისთვის მძიმე ელემენტები სჭირდებოდა, გალაქტიკის ენციკლოპედიის 678-ე თავის მე 15 პარაგრაფისა და ჭ მუხლის თანახმად კი მძიმე ელემენტები სამყაროში შედარებით მცირე რაოდენობითაა. ინტერესთა კონფლიქტი გარდუვალი იყო, ამიტომაც ვზივარ დღეს სადესანტო ხომალდში სრული ეკიპირებით და ვემზადებით რეიდისთვის.




სანამ გავაგრძელებთ ვრთავთ მეორე მელოდიას, საჭირო მუხტის მისაღებად...
თუ პირველი მელოდია ჯერ არ დამთავრებულა, მაშინ ან დაველოდოთ მის დასრულებას, ან პირველი მელოდია გავაჩეროთ და შედმეგ გავუშვათ მეორე

[mp3=]http://airgun.ge/reports/Two Steps From Hell - To Glory.mp3დიდებისთვის" />



იქ სადაც დასასრული იწყება...

კაბინაში 24 მედესანტე ვზივართ, ჩვენი ბრონირებული სკაფანდრები გადაღებილია პლანეტის ფერების შესაბამისად და წარმოადგენენ კომუფლირების მწვერვალს.

კაპტანი დადის ორ რიგს შორის და ბოლოს ინსტრუქტაჟს გვიტარებს... მიყვარს ეს პროცესი, ცოტაც და სისხლი დუღილს დაიწყებს...



- მაშ ასე მზის სისტემა ”ტაბულა 56”, მეოთხე პლანეტა მზიდან, ზომით 1.2 დედამიწა, გრავიტაცია 1.15. ჟანგბადი არის, აზოტი ჰაერში არის, სუნთქვა შეიძლება, მაგრამ სასურველია 5 საათის შემდეგ სუფთა ჰაერზე გადახვიდეთ. სკაფანდრებში მარაგი ახლავე გადაამოწმეთ.
- მცენარეები სტანდარტული (საფრთხეს არ წარმოადგენენ), არსებობს ცხოველების სხვადასხვა სახეები, ზოგიერთი შხამიანია, მაგრამ ბრძოლის ხმაზე ყველა იმალება. ადგილი სადაც ჩვენს ჯგუფს უწევს დესანტირება, არის ოპტიმალური არც ცივა, არც ცხელა, ზედაპირი მშრალია.
- ბრონიტექნიკა მოგვიანებით ჯდება, თავიდან მხოლოდ მსუბუქი სადესანტო მანქანა გვეყოლება, მსუბუქი შეიარაღებით. მძიმე ტექნიკა დაჯდება მხოლოდ იმის მერე რაც სასტარტოდ ტერიტორიას გავწმინდავთ. შეგვიძლია მტრის წინააღმდეგ გამოვიყენოთ ყველა იარაღი ბირთული ხელყუმბარების გარდა, ასე რომ მოიხსენით და ჩააბარეთ კაპრალ ზიხნისს!. ინსტრუქციები გასაგებია?! მაშინ შეასრუილეთ!

მაშ ასე ინსტრუქციები მიღებულია და ყველა ვიწყებთ ჩვენი ინსტრუმენტარიუმის შემოწმებას, რაცია...

- ჰიკს გესმის ჩემი?... ჰიკს!... ხმა ამოიღე... უხ შენი!!!

კაი რაცია არის, საკვები არის, ყუმბარები არის (მაინც არ ჩავაბარებ smile.gif ), ტყვიები ადგილზეა, დღეს მძიმე ტყვიებს წავიღებ, თუმცა ჩინჯერებს მსუბუქიც ყოფნით, ჩინჯერი ხომ იდეაში ინტელექტუალური ხვლიკია, შესაბამისი ზომებით. ერთი მაგათი წავიღებ სხვადასხვანაირ ტყვიებს.

- კაპიტანი ყვირის შეამოწმეთ თქვენი ტალონები!... დაშვების შემდეგ შემოწმების დრო აღარ იქნება!!!
აი ჩემი ლამაზმანიც, დატენილია და მზადაა, კოლბები გვერდზე მაქვს ჩამოკიდებული, ორი მარცხნივ, ორი მარჯვნივ, ერთიც ტალონში. ჩაფხუტი არის, ანტიმატერიის ჯავშანი მაცვია, რაღა დარჩა? ღრმად ჩასუნთქვა და...



სივრცე ”ტაბულა 56”-თან უცნაურად იქცევა, ელავს, წრის ფორმას იღებს, ბოლოს იღუნება და გახეთქილი სივრციდან ადამიანების კოსმოსური ფლოტი გამოდის. კრეისერი გრინვიჩი რომელზეც ჩვენი სადესანტო ხომალდია გამოდის ჰიპერსივრციდან და პირდაპირ სასურველი პლანეტის ორბიტაზე იწყებს მოძრაობას. ჩინჯერების ფლოტი მზადაა და მომენტალურად ცეცხლს ხსნის, მაგრამ ხოლამდზე გაწვრთნილი ხალხია და არანაკლებ თავზარდამცემ ცეცხლს უხსნის დახვედრილ ხომალდებს.



კოსმოსში ჩუმი ბრძოლა იწყება, ვაკუმში ხმის ტალღები არ ვრცელდება, მაგრამ კორპუსზე მოხვედრილი ყოველი მუხტი ზანზარით გადასცემს შეტყობინებას ყველას ვინც კრეისერზეა. კრეისერის საზენიტო დანადგარები იფურთხებიან გავარვარებულ პლასმას, გრავიტაციული ზარბაზნები ყოველ წამს რამდენიმე ჭურვს ისვრის. არც ელექტრომაგნიტური რელსებია გაჩერებული, მიზანმიმართულად იფურთხებიან კონცენტრირებულ ველებს. კრეისებს ჩვეულებრივი შემტევები ვერაფერს მოსწევენ, მათი მიზანია სადესანტო ხომალდებს არ მისცენ პლანეტის ზედაპირზე დაშვების უფლება...



ტექნიკური პერსონალი სადესანტო ბოტს ხსნის შლანგებს და კაბელებს, ყვითელ ჟილეტიანი ტექ პერსონალი პილოტებს ხელის ჟესტებით აცნობებენ რომ 5 წამში შლუზი გაიხსნება, თვითონ სასწრაფოდ გვერდზე გარბიან და ქამრებით ებმებიან. სადესანტო ხომალდი ჰერმეტულად იხურება, ჩვენი კაპიტანი რაღაც გამამხნევებელს ყვირის, ჰიკსი თავის ტალისმანს კოცნის, Ja_Ja სტანდარტულად ფეხებზემკიდიად ხვრინავს, კრეიგი სკაფანდრს იფხანს იმ იმედად რომ ბრონირებულ პლასტინებში რაღაცას გაატანს მოიფხანს სასურველ ადგილს, კაპიტანი თავის ადგილზე ებმება და ამ დროს იხსნება შლუზი.



ამავე მომენტში სადესანტო ხომალდებთან ერთად სასტარტო შახტებიდან აურაცხელი შემტევი ხომალდი იტყორცნება და ჩინჯერების ფლოტი ორ ფრონტზე იწყებს ბრძოლას, შეტევა და თავდაცვა.

სადესანტო ბოტის პილოტებმა იციან, თუ ნელა დაიწყენებ ატმოსფეროში შესვლას, მოწინააღმდეგის დაცვით სისტემებს ვერ გაექცევიან, ამიტომაც სადესანტო ბოტი სძვრება ხომალდს და მომენტალურად იწყებს პლანეტის ზედაპირისკენ უმართავ ვარდნას. პლიუს პილოტები ამაჩქარებლებსაც რთავენ და... მომენტალურად ქრება ხელოვნური გრავიტაცია, შიგნეულობა ამოტრიალებას იწყებს, შეუდარებელი შეგრძნებაა, ამასობაში ყველა იწყებს წამამხნევებელ ყიჟინს

- უუუუ-ჰუუუუ...
- იჰაააააააააა
- დავადუღოთ მე მაგათი...

ხომალდი შედის ატმოსფეროში, ვარდება ზედაპირისკენ, გარეთ გავარვარებული პლაზმა მძვინვარებს. ამასობაში კრეისერ გრინვიჩის სამართავი კაბინიდან ჩანს გავარვარებული კომეტების წვიმა როგორ ეცემა პლანეტის ზედაპირისკენ, თითო წვიმის წვეთში 24 მედესანტეა პლიუს მსუბუქად ბრონირებული მანქანა და კაპიტანი, წვეთების რაოდენობა კი იმდენია რომ...

ბოტი შედის ატმოსფეროში სადაც უკვე ფრენა შეიძლება, პლაზმა ქრება და ილუმინატორში მოღრუბლული დღე ჩანს.

- იჰაააააააა, დედებს გიტირებთ ჩინჯერებო!!!.
-ჰიკს ჩაკვდი!. ნუ აბინძურებ ეთერს!

ბოტი გადადის პლანირების რეჟიმში, იხსნება ფრთები, ქვემოდან იხსნება ბომბდამშენი ლუქები, ზემოდან ორი ვებერთელა ფრთა იხსნება რომელზეც 48 მართვარი ჭურვია, კლასი ”ჰაერი-ჰაერი”, წინიდან როტაციული 6 ლულიანი ლაზერული ტურელი და მომენტალურად იხსნება ცეცხლი ყველა მხარეს.



საჰაერო დაცვა ჩინჯერებს სუსტი არ აქვს. ამას ყველა გრძნობს იმის და მიხედვით თუ რამდენად იწყებს ბოტი ყანყალს მოხვედრილი მუხტებისგან. ბოტი ყანყალებს, მაგრამ მეორე წამში უკვე სხვა სადესანტო ბოტებიც საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იხსნება უმოწყალო ცეცხლი, მოწინააღმდეგის მფრინავი ფლოტი მომენტალურად მწყობრიდანაა გამოყვანილი, რა იციან ჩინჯერებმა ფრენის შესახებ? არაფერი. ხოცეთ მე მაგათი... ამ ფიქრებში ვარ როდესაც ვგრძნობ ძირა ლუკებიდან იწყება ჭურვების ჩაყრა ესეიგი პილოტები სადესანტო ტერიტორიას წმინდავენ. კაპიტანი მომენტალურად იხსნის ღვედებს, Ja_Ja უკვე ფხიზელია და ისე გამოიყურება თითქოს არც კი წაუთვლიმია, ჰიქსი იარაღს ეხუტება და რაღაცას ბუტბუტებს თავისთვის.

სადესანტო ბოტის კორპუსიდან მანიპულატორები გამოდის, ირთვება ანტიგრავიტომეტრები ვარდნის შესამცირებლად, მაგრამ დასაჯდომად ანტიგრავი არ ვარგა, ამიტომაც ნელ-ნელა პილოტები მის მოქმედებას აქრობენ და ღრიალს იწყებს რეაქტიული ძრავები.

ხომალდი უკვე დაჯდომას იწყებს, რეაქტიული ძრავები ბოტის წინა და უკანა მხრიდან წვავს არემარეს, სადესანტო ტრაპი იხსნება, ამავე დროს მანიპულატორები მსუბუქად ეხება ზედაპირს. შეხებამდე 1 წამით ადრე მედესანტეების ღვედები თვითონ იხსნება, 24 ადამიანი ფეხზეა და ელოდება ზედაპირის შეხებას... ისმის კაპიტანის ხმა:

- Go, Go, Go…



დესანტი გამორბის ბოტიდან, და ამავე დროს ბოტს უკანა მხრიდან სძვრება მსუბუქი ბრონირებული მანქანა. დესანტი ჩამოსხმულია და გაშლილია, ბოტი სასწრაფოდ გადადის ფორსირებულ რეჟიმში, რეაქტიული ძრავები ბოლომდე ღმუის, ირთვება ანტიგრავები და ბოტი ზედაპირს წყდება, იხრება მარცხენა გვერდზე რომ მედესანტეებს მუშაობის საშუალება მისცეს და ჰაერში კეტავს ლუკს. ის ის არის, ბოტი სცდება სადესანტო არეალს რომ მას რაღაც წითელი ეწევა წუილით და გამაყრუებელი აფეთქების ხმა ისმის. ბოტს ცეცხლი ეკიდება და რამდენიმე ასეულ მეტრში ვარდება შემზარავი ალის ამოვარდნით.

ბრონირებული ტრანსპორტი უმალ წინა პლანზე გამოდის და ცეცხლს ხსნის სავარაუდო პოზიციის მხარეს ბამ-ბამ-ბამ-ბამ-ბამ. მომენტალურად იწყება იარაღის წინა მხრიდან გამომუშავებული აკუმულატორების გადმოყრა, თითო პლაზმური ელექტრო მუხტის გასროლას თითო მილიონ ვოლტიანი აკუმულატორი ეწირება, მაგრამ ლულიდან გამოვარდნილი პლაზმა თავისას აკეთებს, წინა ფლანგები განთავისუფლებულია...

მორჩა, დაიწყო უმოწყალო ხოცვა. კაპიტანი უკვე ყვირის, დრო ცოტაა, დაბომბილი ტერიტორია ერთადერთი კუნძულია სადაც ჩინჯერები არ არიან, და სასწრაფოდ გადასაწყვეტია შეტევა რომელ მხარეზე უნდა გაგრძელდეს, კაპიტანი ყვირის,

- კრეიგ, Ja_Ja, მიხედეთ მარჯვენა ფლანგს. ჰიკს, ფსიხ, თქვენ მარცხნივ. ჯეიმს, შვარც, უკანა ფლანგი დააზღვიეთ დანარჩენი კი წინ, სწრაფი გადაადგილებით და ესროლეთ ყველაფერს რაც მოძრაობს. არ დაგავიწყდეთ თქვენ! ან ისინი!

მშვენიერია ჰიკსი შემხვდა, აბა მოვაწყობთ როკენ-როლს. ყურსასმენებში ისმის ბრძანება რომ 5 წამში ორბიტალური ბომბდამშენები სპეც ყუმბარებით 2 ტრანშეას გათხრიან. პირველი 250 მეტრში მეორე 1500 მეტრში, ასაღებია პირველი ტრანშეა და გასახსნელია ცეცხლი, შემდეგ კი ბრძოლით მეორე ტრანშეაში გადაადგილება, 5500 მეტრში კი მეორე დესანტი ჯდება და ჩვენსკენ მოდიან შედეგად წრეში მოვაქცევთ ჩინჯერებს.

- ჰიკს, ჩემგან მარცხნივ იყავი, 50 ნაბიჯზე შორს არ მომცილდე და მუდამ ხაზზე იყავი!
ისმის გამაოგნებელი გრუხუნის ხმა, ეს სპეც ყუმბარები საბრძოლო ტრანშეებს თხრიან.
- ჰიკს, 1-2 და
- Move your ass..
- ჰიკს!


უკან გამაყრუებელი აფეთქების ხმა ისმის, თავს ვატრიალებ და ბრონირებული მანქანა ალში გახვეულია, მისი ნაწილები კი იქეთ აქეთ დაფრინავს...

კაი წავედით მე ამათი.. წინ რაღაც მოძრაობაა, არც კი ვაცდი მომენტალურად ოპტიკა თვალთანაა, და ვხედავ ჩინჯერს, გასროლა და ყვითელი სისხლი ასხავს ყველა მხარეს.

- ჰა მოგეწონა შე ქვეწარმავალო!
- მიდი ფსიხ არ შეარჩინო!
- ჰიკს წინ იყურე!
-
ჩქარი მოძრაობა წინ, 20 ნაბიჯი... მოძრაობის დეტექტორი სადაა... აა აგერაა, აბა რას გვიჩვენებ, სუფთაა, წინ!

კიდევ 20 ნაბიჯი...

- აბა ამჯერად მოძრაობის დეტექტორი რას აჩვენებს? აბა ვინ გვყავს ირგვლივ?
- ჰიკს 50 მეტრში მარჯვნივ, ბუდეა 9-10 გულის ცემა ფიქსირდება.
- მივხედავ.
- ბირთვული ყუმბარა არ ისროლო!
- რათ მინდა ამ ტილიანებისთვის ბირთული იარაღი, აგერ ხელებით მივხედავ.

ჰიკსი პატარა გადარბენებით მირბის სავარაუდო ბუდისკენ. ამასობაში მარცხენა ფლანგზე რაღაც არაადეკვატური აფეთქება ისმის, სკაფანდრშიც კი ისმოდა გუგუნი. მე ბინოკლით ვათვალიერებ გარემოს და ვეძებ სავარაუდო ბუდის ადგილმდებარეობას, ეკრანზე გამოდის სხვადასხვა ინფორმაცია, ტემპერატურა, სინესტე, ნიადაგის შემცველობა, ჩვეულებრივი გამოსახულება, თერმული, ულტრაიისფერი, რადიო, რენდგენული, მაგრამ არაფერი ჩანს ირგვლივ, უცებ ყურსასმენებში ისმის.

- ფსიხ, სად ხართ?
- რომელი ხარ?
- Ja_Ja ვარ, ფრთხილად იყავით, წავაწყდით ძლიერ წინააღმდეგობას, ამ ქვეწარმავლებს ნეიტრონული ყუმბარები აქვთ, კრეიგი დავკარგეთ!
- ოხ მე ამათი, კაი მადლობა.
- ჰიკს სად ხარ, ჰიკს!!!!

სასწრაფოდ ბინოკლი თვალებთან და ვეძებ ხიკს და ჩინჯერების ბუდეს. აგერ მე მაგათი!, ყვითელი დროშა შავი სამკუთხედით და 4 თითა თათით შუაში, როგორ ვერ დავინახე ეს თავიდან. აგერ ჰიკსიც, ჯერ კიდევ შორსაა და მიხოხავს ბუდისკენ. სასწრაფოდ უნდა გავაჩერო.

ჩქარი გადარბენები ბუდისკენ, ამოვეფარე გაუგებარ მცენარეს, მეორე გადარბენა და ისევ ამოფარება, მესამე და აგერ ჰიკსიც, ჩემს წინაა.

- ჰიკს, ვეძახი ჩუმად და ხელების მოძრაობით ვანიშნებ, მოდი ჩემსკენ.

ჰიკსი მოტრიალდა და ჩუმად ამოეფარა იგივე ჯიშის მცენარეს.

- რა ხდება, ცოტაც და შევუვარდებოდი ბუნაგში.
- აჰა, და ისევე დაამთავრებდი როგორც კრეიგი.
- და რა ჭირს კრეიგს?
- წეღან აფეთქების ხმა გაიგე?
- კი
- ნეიტრონული ყუმბარა.
- ოხ მე მაგათი!
- ზუსტად.
- მოგვიწევს შორიდან საქმის გაკეთება



ამ საუბრის დროს უცებ ჩნდება ჩინჯერების 6 ფეხა ტანკი. სასწრაფოდ გრუნტზე წაწოლა , რაღაც ქვისმაგვარს ამოფარება. ტანკის ლულა იმ მხარეს მიატრიალა სადაც კაპიტანი უნდა ყოფილიყო ძირითად რაზმთან ერთად . მოქმედება აუციელებელი იყო, ამიტომაც სასწრაფოდ ბრონგანტანი ტყვია იარაღში, ენერგია მაქსიმუმზე და... ხმაურიანი გასროლა, ჩუმი მოხვედრა, ბრონირებული ფილა ტანკზე იხვრიტება და თითქოსდა არც არაფერი მოხდა, მაგრამ ცოტახანში ტანკს ხუფი ეხდება, იქედან ჩინჯერები გამორბიან, ტანკს კი ცეცხლი უჩნდება და ბუმ!

ტანკიდან გადმოცვენილი ჩინჯერები უაზროდ ყველა მიმართულებით ცეცხლს ხსნიან...

ჰიკსმა არც აცივა არც აცხელა, ჩინჯერებს ცეცხლი გაუხსნა, არც მე ჩამოვრჩი. ცოტახანში ტანკის ეკიპაჟი განადგურებული იყო, მაგრამ ამასობაში ბუდიდან მოძვრება ერთი ჩინჯერი. მხარზე პროტონული ბაზუკა აქვს გადაკიდებული დაგვერხა!!!

გამახსენდა რომ ჩემი თოფი მაქსიმალურ ენერგეტიკაზეა დაყენებული. სასწრაფოდ 15 მეტრის გადარბენა ბუნაგის ხვრელში ტალონის სქელი ლულა და ფუჭი გასროლა.

საწყალი ჩინჯერები ბუნკერის ღიობებიდან უმალ გადმოცვივდნენ, ჩემი თოფით გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ მომენტალურად ყველას მოუღო ბოლო. თვითონ მიწაში ჩაფლულ ბუდეს კი სახურავი ახადა... ესეც ბუდე smile.gif.

ის იყო მოვბრუნდი უკან წამოსასვლელად რომ ჰიკსი ხელს ჩემსკენ იშვერს, მხარზე კი რაღაც დახოხავს. ჩინჯერი! პატარა თათში მრგვალი წითელი ბურთი უჭირავს, ზომით ალბათ ალუბლის ხელა იქნება, ნეიტრონული ხელყუმბარა! ფუ შენი!

არ მახსოვს შემდეგი მოქმედებები, ტყვია თოფში, თოფი თვალთან, ოპტიკაში ჩინჯერი, კაკვის გამოკრა და ... ჰიკსი ბოლო სიტყვებით იგინება. აბა რა უნდოდა ჩინჯერის ყვითელი სისხლი თუ ნეიტრონებად დაშლა smile.gif.

- ჰიკს სასწრაფოდ გადაეცი რომ საჰაერი დარტყმა გვინდა, მე კაპიტანს გამოვიძახებ.
- შემდეგში ეგეთ რამეს გააკეთებ და გაგაგორებ!
- ეგ ალბათ მადლობის ვარიანტია ხომ?!
- მანახა ერთი შენი თავი ამათ ნაწლავებში ამოთხვრილი... ტფუ ბლინ!
- საქმე საქმე ჰიკს! მე თან ტანკს დავათვალიერებ კიდევ ვინმე არ იყოს ცოცხალი.

ძუნძულით მივედი ტანკთან, მაგრამ ირგვლიც ცოცხალი ორგანიზმები აღარ არსებობდნენ, გამოვიძახე კაპიტანი, ავუხსენი სიტუაცია, მივიღე თანხმობა რომ უკან დაიხევდნენ და საჰაერი დარტყმას დაველოდებოდით, ამასობაში ჰიკსი მეუბნება რომ კოორდინატები გადაცემულია და ყველა დანაყოფი თავის კოორდინატებს გადასცემს ბაზას, იწყება ძველისძველი მეთოდით ყველაფრის გაწმენდა, მართალია ამ მეთოდის მერე მცენარეებისც განადგურდება, მაგრამ ვის აინტერესებს ეკოლოგია... საბრძოლო შენაერთის გადარჩენა მთავარია!

ცოტახანში ჰაერს წუილით ჭრიან ფლუგერები, კორპუსს ძირიდან მრგვალი ნივთები სძვრებათ, ძირს ეცემიან და მომენტალურად აალდებიან... ალი კი ენით აუღწერელი სისწრაფით რამდენიმე ასეულ მეტრზე გარბის, იფურჩქნება, ანათებს და წვავს ყველაფერს, ცხელი ნიავი და მწვავე სუნი მოშორებულ ადგილზე კი მოდის... ნიტრო ნაპალმის სუნი მაინც სულ სხვაა.

- ჰაა დაიბრაწეთ ბიჭებო!!! ბუნაგებშიც ვერ დაიმალებით.
- კაი ჰიკს გეყო ლაპარაკი, წინ სასწრაფოდ, შევუერთდეთ მთავარ დანაყოფს.

ვაცადეთ ცეცხლს გადაეწვა ყველაფერი და ჩქარი ნაბიჯით გავემართეთ ჩვენი ნაწილისკენ, მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს, რამდენიმე ათეული ჩინჯერი გადარჩა, ასე რომ მეც და ჰიკსსაც მოგვიწია ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა, ჰიკსი თავისებურად ხელებით და თავისი მაჩეტეთი მუშაობდა, მე კი შორიდან ვხსნიდი ყველა მოწინააღმდეგეს, ამ ბრძოლის დროს 3 კოლბა გამოვცვალე, მანამდე 1 კოლბა. დამრჩა ბოლო ერთეული ის იყო კიდევ ერთი ჩინჯერი სამიზნეში ამოვიღე რომ დავინახე საოცრება, ჩინჯერმა ამოიღო დაშნიდან თავისი ქვის დანა, დააფურთხა წვერზე და ყელი გამოიჭრა. საინტერესოა ეს რაღა იყო?! ჰიკსმა იგივე დაინახა და მტერიც გაქრა. ჩურჩხელასავით ჩინჯერების სისხლში ამოთხვრილი ჰიკსი წამოდგა ფეხზე და ამ დროს ორივემ ყურსასმენებში გავიგეთ:

- მორჩა ბიჭებო პლანეტა ჩვენს ხელშია, ჩინჯერები გვნებდებიან. ომიკრონ პერსეი 75-ის ხელშეკრულებით ტყვეების განადგურება არ შეიძლება, ისინი გვბარდებიან და სადემონსტრაციოდ თვითონ გამოიჭრიან ყელს. ყველა მათი დანაყოფი უკვე ინფორმირებულია, მათი ხელმძღვანელობა ბრძოლის ველზე გააკეთებს რიტუალურ ყელის გამოჭრას, ხელი არ შეუშალოთ! ჩინჯერებს აღარ ვესვრით!, გიმეორებთ ჩინჯერებს აღარ ვესვრით!...

- თქვენი ჯიშიც და თქვენი მოდგმაც, რომელი საუკუნეა!?
- ჯანდაბამდე გზაც ჰქონიაც ფსიხ. უნდათ და გამოიჭრან ყელი მთავარია რომ ჩვენი საქმე დამთავრებული, ახლა კაი აბაზანა მინდა, გამოთრობა ისეთი რომ ცხოველს დავემსგავსო და 2 დღეში მზად ვიქნები ახალ პლანეტაზე დესანტირებისთვის.
- ჰოო მაგას არ აგვაცდენენ, კაი ვბრუნდებით ევაკუაციის წერტილზე, დანარჩენს SS-ის ბრიგადები მიხედავენ, კეთილშობილი ბრძოლა მორჩა დანარჩენი კი არ მაინტერესებს რა მოხდება.

ვდგევარ ასე ბორცვაკზე, ძირს ოხრად ჩინჯერების გვამები ყრია, ჰიკსი გვერდზე მიდგება, ორივეს ხელში აირფორს ტალონი გვიჭირავს, წინ ყველაფერს ცეცხლი უკიდია და ბოლავს, უკანა ფონზე ატმოსფერული შემტევები ჯდებიან გრუხუნით, სადესანტო ბოტები პირიქით ზედაპირიდან ფრინდებიან, მძიმე ტექნიკის ლულები ჩნდება აფრენილი სადესანტო ხომალდების ადგილზე, ცაში წუილით ბომბდამშენები დაფრინავენ.... და გულში ვფიქრობ, რა კადრი იკარგება...




რამდენიმე საუკუნით ადრე

მაშ ასე ზიხართ თქვენს კომპიუტერთან და კითხულობთ ამ სტატიას. მომავლის ხედვა გადასარევია, მაგრამ კოსმოსიდან და სხვა მზის სისტემებიდან დროა ჩვენს რეალობაში დავბრუნდეთ smile.gif, აბა მზად ხართ?
მაშ ასე ადამიანებს გვიყვარს ნადირობა, შეტევა სისხლისღვრა... მაგრამ დროა დღეს საკმაოდ კარგი გასართობი იარაღი განვიხილოთ, მაშ ასე დღეს თქვენს წინაშეა Airforce Tallon-ი. საუცხოო ფორმის, საუცხოო დიზაინის, რევოლუციური ჩანაფიქრის მქონე... თუმცა როგორც წესი მოდით ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყოთ და....


ყველაფრის დასაწყისი

ტალონი, ოღონდ ის არა ედიკას დროს პურის ტალენები რომ იყო, არამედ ის ტალონი რომელსაც კომპანია Airforce უშვებს ჩვენთან ერთერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ ჩამოიტანა. მაშინ ბედნიერი ოქროს ეპოქა იყო და საბაჟო პნევმატიკას საზღვარზე უმიზეზოდ და ახსნა განმარტების გარეშე არ აჩერებდა, სხვათა შორის არც 300 ლარიანი ლიმიტი იყო მაშინ დაწესებული.



შესაბამისად პირველი Airforce Taon-ი გამოწერილი იყო pyramydair.com-ზე და ბედნიერად ჩამოუვიდა ჩვენს ყოფილ ფორუმელ Gigabite13-ს (ეს მოხდა შორეული 2009 წლის მაისის დასაწყისში). სამწუხაროდ ეს კაი კაცი ამ ბოლო-დროს ჩვენთან აღარ შემოდის ხოლმე, იმედია დაგვიბრუნდება ოდესმე.

მოკლედ ასე იყო თუ ისე პირველი ფიშტო საქართველოს 2 წლის წინ ეწვია... იმავე თვეში მქონდა თოფთან შეხება (მადლობა Gigabite13-ს). თოფი საინტერესოა, და რაღაც ისეთი ვიტამინები აქვს რომ სისხლის დუღილს იწყებს... მკითხავთ რეპორტი ამდენი ხანი რატომ არ აიწერა... რავიცი რაღაც არ აეწყო სიტუაცია. თან ხელში მეჭირა გასვლებზე და მაგ დროს ყველა შესაძლებლობა გაიგო ცოტა არ იყოს რთულია. წელს გაზაფხულზე კი გასასწორებელი იყო თოფისთვის ნასოსი, რომელსაც მესამე საფეხურის რეზინები პანტაპუნტით უფუჭდებოდა, კერძოდ კი თითო თოფის დატენვაზე 2 რეზინა კვდებოდა (ნუ ნასოსიც ავარიულ დღეში იყო, თან დატენვისთვის ბარემ მეთქი თოფიც მოაყოლე რომ შევამოწმო ნასოსი იმუშავებს თუ არა თქვა). მაშინ სამწუხაროდ ფტოროპლასტის გადამყვანი არ მქონდა გაკეთებული, ასე რომ საბოლოოდ ნასოსი დიდად ვერ გამოსწორდა, სამაგიეროდ თოფი ჩემთან 1 კვირაზე მეტხანს იყო, რამაც საშუალება მომცა ყველა მხრივ შემესწავლა და... და დადგა ის მომენტი როდესაც ყველაფრის დაწერაც შეიძლება.


ვინ, სად და როდის

ესე იგი დავიწყოთ სტანდარტულად ისტორიული ნარკვევებით. იარაღს უშვებს კომპანია Airforce, მწარმოებლის ოფიციალური ვებ გვერდის მისამართია
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. კომპანია არც თუ ისე დიდიხნის წინ შეიქმნა, კერძოდ კი დაარსდა 1994 წელს, მდებარეობს ტეხასში, შტატში სადაც ყველა ყველაფრიდან ისვრის smile.gif, ასე რომ გასაკვირი არაა ამ თოფს პრაქტიკულად შეზღუდვები არ აქვს. ამიტომაც მისი გაყიდვა ძირითადად შტატებშია, ევროპაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ამ ფირმის იარაღს.


კლასიკური Airforce Talon , რომელიც თავიდან გამოვიდა სახელით Talon Storm

თვითონ იარაღი სახელით Talon Storm გამოვიდა პირველად 1999 წელს. 2001 წელს გამოვიდა მისი წყნარი მოდიფიკაცია Talon SS (ეს ნაცისტების სპეც რაზმების აღმნიშვნელი სიმბოლიკა არაა, აბრევიატურა მოდის სიტყვიდან Shadow, რატომ იწერება 2 ცალი S... ამაზე პასუხი არ მაქვს). მოკლედ ეს არის თოფი რომელსაც ლულა აღარ უჩანს წინ, არამედ დამალულია ინტეგრირებულ მოდერში.


გაჩუმებული ვერსია Talon SS


საინტერესო ფაქტი Talon SS-ზე. ეს იარაღი შტატებში თავიდან გამოიყენებოდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ... გამოიცანით აბა დანიშნულება... ვერ მიხვდებით... მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ფორუმზე ასეთი ფაქტების დაწერა არ შეიძლება და აკრძალული გვაქვს, ისტორიული სიმართლისთვის მომიწევს პატარა დარღვევის დაშვება - მოკლედ ამ იარაღს იყენებდა მაწანწალა ცხოველების მარეგულირებელი სააგენტო. შესაბამისი ცხოველების ქუჩებიდან გასაქრობად... გასაგებია რომ ქუჩაში სახელმწფო სამსახურები თაგვებს და ყვავებს არ დასდევდა... საუბარი გაცილებით მოზრდის არსებებზეა... ასე რომ ძალა უკვე ....! კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - კალიბრი... როგორც ხვდებით შტატი და სახელმწიფო სამსახურები 0,177-ს ანუ 4,5 მილიმეტრს არ გამოიყენებდნენ smile.gif ასე რომ საუბარი თავიდანვე მინიმუმ .22 კალიბრზე იყო.

იარაღი გამოიყურება ფუტურისტულად, გამოყენება მინიმალისტური დიზაინი, შექმნილია ალუმინისგან (გარდა დამრტყმელის, ლულისა და სასხლეტისა, პლიუს კლაპნის პატარა ნაწილიც შეიცავს ფოლადს, დანარჩენი სულ ალუმინია). დამზადებაში იარაღი საწარმოსთვის ძალიან იოლია, რადგან გამოიყენება ალუმინის პროფილის გამოწურვის მეთოდი (ეს ჩემს მიერ მოფიქრებული ტერმინია, ქართულად არ ვიცი ამ მეთოდს რა ჰქვია). ანუ კომპანია ალუმინის ქარხნიდან უკვე იღებს გამზადებულ პროფილს, რომელშიც მხოლოდ ფრეზებით უნდა ამოჭრას სასხლეტის, დამრტყმელის და ოპტიკის სამაგრი, დანარჩენი მთლიანი ჩარჩო თავისი ხვრელებით ოპტიკის სამაგრი რელსით... ყველაფრით მზადაა.

რა თქმა უნდა ეს პროცესს აიაფებს, სამწუხაროდ იგივე სიიაფე არ გამოსდის კონსტრუქციის გამეორების მოყვარულებს, რადგან მათ მთლიანი ჩარჩოს გამოთლა უწევთ, ზოგს მთლიანი ალუმინისგან ზოგს კი შედგენილი ნაწილებისგან. მაგრამ კონსტრუქცია ბევრს არ აძლევს მოსვენებას, თან მარტივია, თან უმართავი... მოკლედ ფანტაზია ბუინობს და....

2004 წელს კომპანია უშვებს თავის ყველაზე ძლიერ მოდელს სახელად Condor, ამ იარაღში გამოიყენება მეტი მოცულობის რეზერვუარი, გრძელი ლულა, გრძელი ჩარჩო... მოკლედ ისედაც ველურ ორიგინალ Talon-ს დაემატა კიდევ უფრო მეტი და უმართავი ენერგია. ძირითადად Condor ორიენტირებულია 0,25 კალიბრზე, ზოგიერთი მას მოდიფიცირებას უკეთებს და გადაყავს იარაღი 9 მილიმეტრზე.


გაძლიერებული ვერსია Airforce Condor

კონდორი და 4,5 კალიბრში... მინიმუმ ეს იარაღის შეურაწყოფაა, მაგრამ ბაზარი თავისას მოითხოვს, ამიტომაც ეს იარაღიც გამოდის 4,5 კალიბრში, თუმცა ნორმალური არავინ ყიდულობს მას ამ კალიბრში, რათ გინდა თოფი რომელიც თავისი ენერგეტიკით ყველაზე მძიმე 4,5 მილიმეტრიან ტყვიას, ზებგერით სიქარეზე იფურთხება? გასროლა კაია, მაგრამ რას მოარტყავთ? ამიტომაც მინიმუმ ამ იარაღისთვის მიჩნეულია 0,22 კალიბრი თუმცა უფრო 0,25-ზეა ხალხი და საწარმოც გადასული.


Bounty Hunter Condor გამოირჩევა დაგრძელებული ლულით და ვიზუალური გაფორმებით

აქვე უნდა დავძინოთ იარაღის ერთი უნივერსალური შესაძლებლობა, კერძოდ ლულის შეცვლა, პირდაპირ შეგიძლიათ ლულის შეცვლა, იარაღზე, კალიბრისა და სიგრძის მიხედვით. ანუ გაქვს 0,177 კალიბრიანი და იყიდეთ მწარმოებლისგან 0,25 კალიბრიანი? რა პრობლემაა, იარაღზე 2 ვინტი მოუშვით, ამოიღეთ ძველი ლულა, ჩასვით ახალი და გააგრძელეთ სროლა, ეს შესაძლებლობა ბევრს ხიბლავს. სხვათა შორის ეს შესაძლებლობა ახასიათებს AirForce-ს იარაღების მთელს ხაზს.



2010 წელს კომპანია უშვებს კიდევ ერთ ახალ მოდელს სახელად AirForce Edge. ეს რარაც კურიოზული იარაღია, ისევ ფუტურისტული დიზაინი, მაგრამ გაცილებით პატარა ენერგეტიკა, კალიბრი ძირითადად 0,177, და პრეტენზია! პრეტენზია სპორტულ იარაღობაზე. რა თქმა უნდა ყველა იარაღის მწარმოებელი ადრე თუ გვიან მიდის იმ დასკვნამდე რომ უნდა ჩაერთოს სპორტულ ღონისძიებებში და აი აქ ყველა აღმოაჩენს ხოლმე რომ უიჰ! არაფერიც არ გვაქვს, იწყებენ სასწრაფოდ უკვე არსებული კონსტრუქციიდან წვენების გამოწურვას რომ საზოგადოებას დაუმტკიცონ, აი ჩვენს კონსტრუქციასაც შეუძლია სპორცმენობა, მაგრამ როგორც წესი ეს ასე არ არის ხოლმე, მაგალითად სასხლეტის წონა... სპორტულ იარაღს როგორ შეიძლება ჰქონდეს 680 გრამი?


სპორტული ვერსია AirForce Edge

სწორია არაა ეს იარაღი სპორტისთვის შექმნილი, ძალიან კი უნდა მაგრამ სტანდარტული კონსტრუქცია მინიმალური ცვლილებების და მიუხედავად.... მოკლედ არ იყო ჩაფიქრებული თავიდანვე სპორტი და რა გინდა რომ ქნა smile.gif. ან მთელი კონსტრუქციაა თავიდან ახალი გასაკეთებელი და შემდეგ უკვე მივიღებთ რაღაცას, ანდა შეგვიძლია ზაპოროჟეჩს ვეჩალიჩოთ გალურჯებამდე რომ მისგან ფერარი მივიღოთ... ხვდებით ხომ რომ შეუძლებელია smile.gif აი ბევრი მწარმოებელი კი ვერ ხვდება და ჯიქურ ვერ ელევა იმ აზრს რომ არსებული მექანიზმი ერთი საქმისთვისაა და მეორე საქმისთვის სულ ყველაფერი ნოლიდანაა გასაკეთებელი.

წელს ანუ 2011-ში კომპანიამ ასევე აღმოაჩინა რომ შაშხანების მეტი თურმე მათ არსენალში სხვა არაფერია, არადა ბაზარზე სხვა მწარმოებლები უშვებენ როგორც დიდ ასევე კომპაქტურ და სუბ კომპაქტურ იარაღებს... სასწრაფოდ ახალი მოქმედება იყო გასაკეთებელი, შედეგად ბაზარს მოევლინა იარაღი სახელად TalonP ანუ მარტივად რომ ვთქვათ Talon Pistol.



პისტოლეტი მართლაც მომხიბლავია ფორმით, მაგრამ რეალურად კონსტრუქციულად არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე სტანდარტული Talon-ია ოღონდ დაპატარავებული, თუმცა შენარჩუნებული აქვს თავისი დიდი ძმის ცხოველური ენერგეტიკა. შემცირებული რეზერვუარით იძლევა სულ რაღაც 7-10 გაკუებას, მაგრამ ისეთი ძალით რომ ჭურვის ენერგეტიკა 60 ჯოულს აღწევს... გასაგებია რომ აქ 0,177 კალიბრის სული არც არავის არ სცემს, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ 0,25 კალიბრზე. საინტერესო ფაქტი კიდევ ამ ახალ პისტოლეტში არის, რეგულირებადი სასხლეტი, მართალია მაღალი დონის სპორტულზე ვერ ქაჩავს, მაგრამ გადმოტანილია და გაუმჯობესებულია AirForce Edge-ის სასხლეტი.

ახლა მოდით საბოლოო პატარა საერთო ნიუანსი გავითვალისწინოთ:
1) იარაღს თუ შეიძენთ სასურველია მისი კალიბრი 0,22-ზე ნაკლები არ იყოს, მესმის რომ ქართული უვიცი კანონმდებლობა პნევმატიკაზე ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ რა ვქნა, კანონი ერთი ცხოვრება მეორე. ასე რომ, ან მიეჩვიეთ იმ აზრს რომ ყიდულობთ კანონიერ იარაღს 0,177 კალიბრში და მის სრულ შესაძლებლობებს ვერ იღებთ, ან საერთოდ არ ყიდულობთ მანამდე სანამ ჩვენი უვიცი კანონმდებლები, თავს კარგად არ მოიფხანენ და ნორმალურ კანონებს არ შემოიღებენ (ანუ იმედი კი დღითიდღე დნება, ცეცხლსასროლის შეძენა შეიძლება 0,50 კალიბრის ჩათვლით, მაგრამ აი პნევმატიკა კი მხოლოდ 0,177, კალიბრში, და თან ამ საცოდავი კალიბრის შემოტანაც საზღვარგარეთიდან მთელი 2011 წლის მანძილზე აკრძალულია, ვინ აკრძალა და რატომ დღემდე ბურუსითაა ყველაფერი მოცული).
2) ლულა ყველა AirForce-ს იარაღს აქვს 16 მილიმეტრიანი დიამეტრის, ოღონდ ლულის დასაწყისი ყველას აქვს 8 მილიმეტრიანი დიამეტრის (დათხელებული ნაწილის სიგრძეა 66 მილიმეტრი, გარე დიამეტრზე ამყვანი კონუსიანად 73 მილიმეტრი), ეს იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე ჩათვლით რომ ამ იარაღის ლულის გამოყენება თქვენთვის ზედ გამოწერილია smile.gif. ასევე გაითვალისწინეთ გამოდის 3 სიგრძის ლულა 12”, 18” და 24” ანუ 305მმ, 455მმ და 605მმ (რა თქმა უნდა დამრგვალებით). და ბოლოს რა თქმა უნდა კომპანია იყენებს მხოლოდ და მხოლოდ გერმანული ფირმა Lothar Walther-ის მიერ გამოშვებულ ლულებს, რომლებიც AirForce-ს მოთხოვნით მხოლოდ და მხოლოდ FAC ვერსიებისთვისაა გაკეთებული, არანაირი 7,5 ჯოული და 16 ჯოული, პრინციპი აქ შემდეგია - ან ყველაფერი, ან არაფერი.
მგონი ძირითადი რაც იყო ასახსნელი კომპანიაზე და მისი პროდუქციის ხაზზე ავხსენი და დროა კონკრეტულ ჩვენს სტუმარზე გადავიდეთ.



S.W.A.T. შავი, შავი როგორც ბამბა...

უკვე ვახსენე რომ ეს თოფი ჩემთან მოხვდა ნასოსის გაუმართავობის გამო და რადგან ნასოსს მხოლოდ ამ თოფის ბალონზე მისაერთებელი თავაკი გააჩნდა, მფლობელს ვთხოვე რომ ბარემ თოფიც მომაწოდე და ერთად შევამოწმებ მეთქი... თავიდან რეპორტის მომზადება რაღაცნაირად გეგმაში არ ყოფილა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა აზრი რომ ინსტრუმენტი აშკარად საინტერესოა და საჭიროა მისი ფორუმელებისთვის გაზიარება. რა თქმა უნდა ხელში დაჭერა სულ სხვაა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს მოგიწევთ სურათებით დატკბობა smile.gif.

დავიწყოთ ჩვეულად გარეგნული შეფასებით... თოფი ძალიან, ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, ხელში როგორც კი იღებ მომენტალურად რაღაც ძირს მოყვანილი სურათების მსგავსი შეგრძნება გეუფლება.





ეს არ არის ინგლისური სილამაზე, ან გერმანული სიზუსტე, ეს არის რაღაც ფუტურისტული, შავი, მოკლე, მოხერხებული და სამიზნისთვის შიშის მომგვრელი. მინიმალისტური დიზაინი რომელიც თოფს ახასიათებს როგროც კარგ ემოციებს იწვევს, ასევე გაუგებარ დაუკმაყოფილებას იწვევს. კონდახი, ხე და სხვა სილამაზე აქ არ არსებობს, ლულა ჩარჩო, უკან პისტოლეტის სახელური და კონდახის როლს ასრულებს რეზერვუარი, რომელსაც მაქსიმუმ ერთი რკინის ზოლი აქვს ჩამოშვერილი. დარეკა 911-მა სასწრაფოდ იარაღი ხელში, და Go, Go, Go!!!.

რაღაცით სამედიცინო შპრიცს ჰგავს, ოღონდ შავს smile.gif, მაგრამ ამასობაში იგრძნობა რომ რაღაც არაადეკვატური მოხერხებულობა და სიზუსტე უნდა ჰქონდეს თოფს. თოფი მომენტალურად დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე იშლება 2 ნაწილად. ანუ თოფი და დანარჩენი - რეზერვუარი.

სხვათა შორის თოფი ასევე მოდის ქარხნულად, მუყაოს ყავისფერი კოლოფი, გახსნი და შავ აქაეფბულ ღრუბელში მოთავსებულია 2 ნაწილი, ჩარჩო ლულითა და სასხლეტით და რეზერვუარი. ასევე არის აურაცხელი მაკულატურა და სადემონსტრაციო კომპაქტ დისკი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერაფრით ვერ იქნა წაკითხული.







ახლა კი მოდით ჯერ ტექნიკური დეტალები განვიხილოთ შემდეგ კი დეტალურ განხილვას შევუდგეთ.


ტექნიკური დეტალები

მაშ ასე ჯერ დავიწყოთ მშრალი ციფრებით
მწარმოებელი - Air Force.
მოდელი - Talon
კლასი - PCP
კალიბრი - 4.5 მმ . ჩვენთან სხვა მაინც არ იშოვება და კანონიც ზღუდავს სხვა კალიბრს
წონა - 2.500 კგ
სიგრძე – 828 მმ
ლულის სიგრძე - 18.” (მეტრულ სისტემაში 45.7 მმ)
შრაუდერი - არ აქვს, ერთერთი ყველაზე ხმაურიანი თოფია
კლიპი - არ აქვს, თოფი ერთ ტყვიანია
ლულა - LW 16 მმ
რეზერვუარის მოცულობა - 500 კუბური სანტიმეტრი
ოპტიკის სამაგრი - 11 მილიმეტრი მერცხლის კუდი
გადატენვის მექანიზმი - თავისი განუმეორებელი, ეძახიან ბოლტს, მაგრამ ძალიან შორსაა ბოლტისგან
გადატენვისთვის საჭირო ძალა - სადღაც 2 კგ.
სასხლეტი - 2 საფეხურიანი, არარეგულირებადი, გამოსაკრავი წონა 1,4 კგ
მცველი - აქვს ავტომატური, ანუ ყოველი გასროლის მერე, ხელახლა უნდა მოხსნათ მცველი
ღია სამიზნეები - არც წინა არც უკანა, მხოლოდ ოპტიკის გამოყენებაზეა გათვლილი
რედუქტორი - არ აქვს,
სიჩქარეების რეგულატორი - აქვს, 12 საფეხურიანი (პლიუს ბარაბნის 16 მაჩვენებელი)
სიჩქარე ქარხნული განცხადებით- 335 მეტრი წამში (პრაქტიკულად ხმის ბარიერის ზღვარი)
კონდახი - როგორც ასეთი არ გააჩნია, არის წინა ხელის მოსაკიდებელი შავი პლასტიკის და ასევე პისტოლეტის სახელური იგივე მასალისგან დამზადებული
მანომეტრი - საერთოდ არ აქვს, ასე რომ ვერ გაიგებთ რა წნევაა ამჯერად რეზერვუარში
დამტენი პორტი - რეზერვუარზე მიმაგრებული ½ დუიმის ზომის პორტი

მართალია მარტო ციფრებია, მაგრამ მგონი საკმაოდ ბევრს ამბობენ. ასე მაგალითად ერთერთ უდიდეს მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, მანომეტრის არ არსებობა. მესმის რომ უმეტესობა პნევმატიკაზე რაღაც უჯიშო მანომეტრები აყენია, უფრო მაჩვენებელს ჰგავს ვიდრე მანომეტრს, მაგრამ ამ თოფში ესეც კი არ არის. წელი წელზე გადის, ცალკე ხალხი ახალ რაღაცეებს იგონებენ და ამონტაჟებენ თოფზე, თუნდაც იგივე მანომეტრებს, მაგრამ პირადად მწარმოებელი ამ საკითხზე წლიდან-წლამდე აზრს არ იცვლის და ახალს არაფერს მატებს კონსტრუქციას.



თოფი ხელში და დესანტირება

კარგი დავიწყოთ თვითონ თოფის განხილვა, თუ რამდენად კომპაქტურია თოფი შეგიძლიათ განსაზღვროთ ძირს მოყვანილი სურათიდან.



იმედია მარადიორს ყველა იცნობთ, ყოველ შემთხვევაში აქტიური წევრები, არაერთ გასვლაზე გინახიათ მისი ზომა ფორმა და შესაძლებლობები, სპეციფიკაციებიდან კი ვკითხულობთ რომ მთლიანი ზომა თოფს აქვს 828 მილიმეტრი, ანუ 82 სანტიმეტრი, საკმაოდ პატარა ზომაა, პრაქტიკულად ბულპაპია.

რაც შეეხება სასხლეტს, როგორც უკვე ვახსენე სასხლეტი 2 საფეხურიანია, მაგრამ დაწოლის ძალის რეგულირება არ არსებობს, საერთოდ სასხლეტის კონსტრუქცია საკმაოდ უცნაურია, ძირს გთავაზობთ სურათს რომელზეც ჩანს მთლიანი მექანიზმი.





ტყვიის ჩატენვა თოფში საკმაოდ მარტივია, ამისათვის წინ უნდა გაწიოთ ეგრეთწოდებული მიმწოდებელი, ანუ ბოლტი. თვითონ ის ფაქტი რომ გადატენვისთვის უკან კი არა წინ უნდა გაწიო რაღაც დეტალი უკვე საინტერესოა smile.gif, მოკლედ ჩნდება ლულის უკანა ნაწილი. ამასთანავე ჩნდება კლაპნით თავი. ტყვიას რა თქმა უნდა ვდებთ ლულის უნაკა ნაწილში. შემდეგ ბოლტს გამოვწევთ უკან და რომელიმე მხარეზე გადავწევთ რომ გასროლისას არ გაიხსნას. გაითვალისწინეთ ბოლტის წინ გაწევისას ძალა საჭირო სადაც 2 კილომდე, აი უკან გამოწევისას კი ძალა არაა საჭირო რადგანაც დამრტყმელის საბრძოლო პოზიციაში მოყვანა ხდება წინ გაწევისას, უკან გამოწევისას უბრალოდ ლულა იკეტება.







ჰო მართლა, ბოლტის სახელური რკინისაა და აქაფებული რეზინის ხუფი აქვს ჩამოცმული, მაგრამ აი ბოლტის ტანი უკვე პლასტმასია, დიახ, დიახ პლასტმასია, შავი უსახური პლასტმასი, არანაირი D16t და სხვა კოსმოსური ტექნოლოგიები.



შემდეგ უკვე იმისათვის რომ გაისროლოთ საჭიროა სასხლეტის წინ არსებული წითელ თავიანი დეტალი ისევ და ისევ წინ გაწიოთ და მზად ხართ გასროლისთვის. გასროლა საკმაოდ საინტერესოდაა მოფიქრებული. როგორც ხვდებით კლაპანი ლულის პირდაპირ უკნიდან უყურებს, ჰაერი რაიმე ზედმეტ გვერდითა მიხრა მოხრას არ აკეთებს, ეგრევე ტყვიას უკნიდან უბერავს და ბა-ბახ!

ერთერთი უნივერსალური მეთოდია მოგონებული, ისეთივე როგორიც ყველა მაღალი დონის სპორტულ თოფებს გააჩნიათ. შედეგად კლაპანში მინიმალური სისქის ხვრელია საჭირო. აქვე დავძენ კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს, თოფი ორმხრივია, ანუ მარჯვენა ხელის თუ მარცხენა ხელის მომხმარებელი ხართ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ბოლტი აქეთაც იკეტება და იქეთაც, დანარჩენი დეტალები კი ცენტრზე მოძრაობს და მუშაობს, ასე რომ მნიშვნელობა არა აქვს რომელ ხელს უფრო მარჯვედ მოიხმართ, მთავარია იარაღი ხელში აიღეთ და წინ...



მოდით თვითონ რეზერვუარი განვიხილოთ. რეზერვუარი რაღაც აურაცხელი მოცულობისაა, მთელი 0,5 ლიტრი, ანუ იგივე 500 კუბიკი (წონაც პატარა აქვს ამხელა რეზერვუარს, სულ რაღაც 660 გრამი, მაგალითად იგივე ჰაჩიკას რეზერვუარი, მთელ 800 გრამს იწონის და მოცულობა სულ რაღაც 175 კუბიკი აქვს.). ნორმალურ თოფს ეს რეზერვუარი ალბათ ასეულობით გასროლაზე ეყოფა, მაგრამ არა ტალონს. პირველი მოდით მოვხსნი რეზერვუარს თოფს, ამისათვის უკანა მხარეს (კონდახს რომ გავს ცილინდრული ნაწილი, ანუ თვითონ რეზერვუარს ვატრიალებთ) ვატრიალებთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ და ხელში გვრჩება თვითონ რეზერვუარი კლაპნიანად.



ჩალიჩის მოყვარულებს ალბათ ახსოვთ რამდენი კამათია გადამშვების დიამეტრზე, იყოს 2.5 თუ 3 მილიმეტრი, ზოგი ამტკიცებს რომ 3.5-იც საკმარისი არაა და ლამის 4.5 და 6 მილიმეტრია საჭირო... საიდუმლოდ გეტყვით ტალონს მართლა აქვს 330 მეტრ წამი, და იცით რამხელა გადამშვებით? არ დამიჯერებთ ამიტომაც სურათის სახით გთავაზობთ.



ახლა გჯერავთ რომ 2,7 მილიმეტრს შეუძლია ასეთი ძალის გადმოფრქვევა? თუმცა აქ კლაპნის პირდაპირი მიმართულებაც ტავის როლს თამაშობს. ჰაერის ნაკადი ზიგზაგებით არ მოძრაობს და ლულაში კიდევ დამატებით მიმწოდებელი არაა გამოჩხერილი.

რეზერვუარი იტენება 3000 PSI-ზე, თუმცა თოფს უწერია სპეციფიკაციებში რომ 3600-მდეც შეიძლება დატენვა. არ რეზერვუარის დატენვა კი საკმაოდ მოუხერხებელი რამ არის sad.gif.



თვითონ რეზერვუარი უნდა ჩახრახნოთ ნასოსში, და შედმეგ დატუმბოთ, როდესაც მორჩებით დატუმბვას მოხსნით რეზერვუარს ნასოსს და მიუერთებთ თოფს.







თუმცა თოფზე მიერთების წინ ღირს თოფს უკნიდან შევხედოთ და.... აი მთელი სილამაზე, პირდაპირი წვდომა გვაქვს ლულასთან, გაწმენდა გინდა? დააძრე შომპოლი და დაივიწყეთ ჩალიჩი, არც მიმწოდებელია ამოსაღები, მითუმეტეს თოფი არაა დასაშლელი... ყველაფერი გადასარევადაა მოფიქრებული.



რაც შეეხება ხელის მოსაკიდებელ პლასტიკატის დეტალებს, ერთი არის ჩარჩოს ქვემოთ, იმისათვის რომ თოფს წინა ნაწილში ქვემოდან საყრდენი ჰქონდეს, მეორე კი არის პლასტმასის პისტოლეტის სახელური, რომელიც თოფზე ერთი ვინტით მაგრდება და მართალი რომ ვთქვათ უფრო უკეთესადაც შეიძლება ყოფილიყო გაკეთებული, ანუ ხარისხი დიდი ვერაფერია, ჩვეულებრივი დაშტამპული პლასტიკატია. მაგრამ მეორეს მხრივ უფრო ამარტივებს თოფის მოხმარებას, ანუ არ უფრთხილდებით ხისგან გამოთლილ ხელოვნების შედევრებს, არ გეშინიათ რომ გაიჩხაპნება, ლაქი ასძვრება ან რაიმე სხვა მოხდება.









გადავიდეთ ტანზე, ანუ ჩარჩოზე. ჩარჩო მთლიანი ერთი დეტალია და ალუმინისგანაა გამზადებული, ძირითადად არის 5 ტიპის ჩარჩო:

1) Aiorforce Talon
2) Aiorforce Talon SS
3) Aiorforce Condor
4) Aiorforce TalonP
5) Aiorforce Edge

პირველი 4 პრაქტიკულად ერთი და იგივე საწყისი პროფილიდან იჭრება, ანუ გამზადებული პროფილი არსებობს, და იმის და მიხედვით თუ რომელი მოდელის დამზადება გინდა შესაბამის ადგილზე ამოფრეზავთ ამა თუ იმ ნაწილს. ნათელი მაგალითია Talon და Talon SS. ერთს ლულა გარეთ აქვს გადმოშვერილი და შესაბამისად ჩარჩო ადრე არის მოკვეთილი, მეორეს კი ინტეგრირებული შრაუდერი აქვს, შესაბამისად ჩარჩო ცოტაოდენ ზედმეტია დატოვებული.


სულ ზემოთ მოყვანილია თოფი, შემდეგ სურათზე არის ალუმინის პროფილი, შემდეგ რა იჭრება და სძვრება ამ პროფილს და რა რჩება შედეგად.
შედმეგ ემატება სახელური ხელის მოსაკიდებელი, რეზერვუარი და თოფი მზადაა


იგივე განსხვავებაა Talon-სა და Condor-ის ჩარჩოს შორის, უბრალოდ ოპტიკის სამაგრი არის ცოტა მეტი დატოვებული Condor-ზე და მთლიანად ჩარჩო არის ცოტა დიდი, პისტოლეტზე პირიქით პატარაზეა ყველაფერი მოჭრი და მორჩა. ცოტაოდენ განსხვავებული Edge, საწყისად იგივე პროფილია აღებული, უბრალოდ ანოდირებაა სხვა ფერის გამოყენებული და წინა ნაწილი არის მრგვალად მოთლილი, ასევე ოპტიკის დასამაგრებელ ადგილზე ნაკლები ფანჯარაა ამოჭრილი და ბოლტის სამოძრაოდ სულ სხვა არხებია გათხრილი, დანარჩენი კი იგივეა (ჰო მართლა, წინა სამიზნეა დამატებული smile.gif, ნამეტანი რთული დეტალია).

რაც შეეხება ბოთლებს, ანუ იგივე კოლბებს, რეზერვუარებს, არსებობს, უფრო სწორედ აქამდე არსებობდა 3 ტიპის, ახლა დაემატა მეოთხე ტიპი ანუ პისტოლეტის რეზერვუარი. ძირიტადად არის 2 მოცულობის, 500 კუბიკი და 780 კუბიკი, თუმცა ეს უკანასკნელი მე მწარმოებელთან ვერ ვნახე. ძირითადად არის 500 კუბიკიანი და განმასხვავებელი კი არის კლაპანი, ანუ სტანდარტული, Micro-Meter და Hi Flo ანუ მაღალ გამტარ უნარიანი კლაპანი.


ყველაზე ახლო არსებულ ბალონზე არის სტანდარტული გადამშვებიანი კლაპანი, მეორე და მესამე სურათზე კი ჩანს Hi Flo კლაპანი და გადამშვები.


სტანდარტული ნახეთ უკვე ზემოთ მოყვანილ სურათზე, გადამშვები არის 2,7 მილიმეტრი, აი Micro-Meter-ს კი შესაბამისად უფრო პატარა გადამშვები აქვს, ამის ხარჯზე იზრდება გასროლების რაოდენობა, ძირითადად ეს მოდელი რეკლამირდება როგორც სპორტის მოყვარულებისთვის, ასე ვთქვათ კონტროლირებადი ენერგეტიკა და მეტი გასროლა. მაგრამ ძირითადა ყველა Airforce-ს მომხმარებელი ყიდულობს Hi Flo კლაპნის მქონე რეზერვუარებს, სხვათა შორის, Condor-ს მხოლოდ ასეთი რეზერვუარი მოყვება კომპლექტში. ანუ რომ მოვთარგმნოთ ცხოველური ხარჯი, ცხოველური ენერგეტიკით smile.gif .


შესადარებლად ამ სურათზე ჩანს სტანდარტული Talon-ის რეზერვუარი და პატარა კი TalonP-ის რეზერვუარი
თქვენ თვითონ გამოთვალეთ აბა რამდენჯერ უფრო პატარაა


პისტოლეტის რეზერვუარი რაღაც გაუგებრობაა, არის პაწუა (სავარაუდოდ სადღაც 150-200 კუბიკი, ამ მომენტისთვის ჯერ ზუსტი მოცულობა უცნობია) და Hi Flo კლაპნით. შესაბამისად უცებ იხარჯება ჰაერი, ასე მაგალითად თუ Condor-ს Hi Flo კლაპნიანი 500 კუბიკიანი რეზერვუარი 0.25 კალიბრში 20-25 გასროლას აძლევს, პისტოლეტს თავისი პაწუა რეზერვუარი 7-დან 12 გასროლამდე აძლევს, გააჩნია ენერგეტიკას რამდენზე დააყენებთ smile.gif .

მთავარი პრობლემა კი ამ თოფში მაინც არის მანომეტრის არ არსებობა, ისვრი, ისვრი და რამდენი დაგრჩა არ იცი, ან უნდა ითვალო, ან უბრალოდ უნდა ადგე და გალურჯებამდე ისროლო. გალურჯებამდე სროლა კი ამ თოფს შეუძლია, ერთერთ გასვლაზე, 120 გასროლა გავაკეთეთ საშუალო პარამეტებით, მართალია სიჩქარეების დერეფანმა 80 მეტრი შეადგინა, მაგრამ 500 კუბიკი თავისას შვება.


აი ასეთ დეტალებს ამზადებენ ამერიკელი აირგანის მოყვარულები რომ რაღაცნაირად მაინც გაიგონ რეზერვუარში დარჩენილი ჰაერის მოცულობა

ისე აქ ჩანს კიდევ ერთი მინუსი, კერძოდ კი ჰაერის ხარჯი, იგივე 80 მეტრიანი დერეფნის ვარიანტში საცოდავი Marauder -ი ისვრის თავისი 225 კუბიკით მთელ 145 გასროლას… უკვე ცუდი აზრები გიტრიალებთ არა თავში biggrin.gif, ალბათ თვლით მე ეგ არ მელის ისე დავაკონფიგურირებ რომ 200 გასროლას გავაკეთებინებ 20 მეტრიან დერეფანშიო... ნურას უკაცრავად, პირველი თავდაჯერებული არ ხართ ამ პლანეტაზე რომელიც ასე ფიქრობს, ხელებს იკაპიწებს და ბოლოს აღიარებს რომ რედუქტორის, მანომეტრისა და სერიოზული ქირურგიული ჩარევის გარეშე თოფს ვერანაირად ვერ დაარეგულირებთ.




ეს კიდევ ერთი მოდიფიკაცია, ამ დეტალში უკვე უზრუნველყოფილია მანომეტრიც, ფოსტერის დამტენი პორტიც და რედუქტორიც.
მართალია შემქმნელი მას 250$-ად ყიდის, მაგრამ როდესაც გაწვალდები ამაზე მეტს გადაიხდი smile.gif


მოგიწევთ რამდენმე ამერიკულ ფორუმზე ჩასახლება რამდენიმე თვით, აურაცხელი თემების კონსტრუქციების წაკითხვა და შემდეგ მოქმედებაში მოყვანა. რეალურად ქარხნული შესაძლებლობებით 4,5 კალიბრში ზედმეტი ქირურგიული ჩარევის გარეშე მიიღებთ 10-15 მეტრაინ დერეფანში 40-50 გასროლას და კაპუტ. მაგრამ როგორც კი გადახვალთ .22 და .25 კალიბრზე აქ უკვე ვავა...

ყველაზე ცუდი ამ თოფს რაც ახასიათებს და მას სტანდარტულად ვერაფერს უშვებით ეს არის ხმა... ხმა ენით აუღწერელია, წინიდან ამ თოფს ვერ დაუდგები, წინიდან კი არა უკან დგეხარ და ისეთ ხმას გამოსცემს რომ.... თავიდან ეს გაუგებარი იყო, იმიტომ რომ არ ვიცოდით რეზერვუარის მოცულობა და რეალური გასროლების შესაძლებლობა, ნელ-ნელა კი გაირკვა რომ ეს თოფი იძლევა მხოლოდ 40 ნორმალურ გასროლას, და ამ გასროლებში იხარჯება ამხელა მოცულობის რეზერვუარი. ესეც თქვენი დასკვნა. რამდენი ჰაერი ცდილობს ერთ გასროლაზე ლულაში გაძრომას! შესაბამისი დარტყმის ტალღა და ხმაც გაქვთ.

როგორც ვთქვი თოფს, აქვს 12 საფეხურიანი რეგულირება, ეს უფრო 12 საფეხური არაა, უბრალოდ შკალაზეა დატანილი 12 ნომერი, თორემ, რეალობაში ერთ პატარა დეტალს ატრიალებთ რომლის მეშვეობითაც ახდენთ დამრტყმელის ზამბარის მიჭიმვას ან მოსუსტებას. ახლავე გირჩევთ არ აწიოთ თქვენი თოფის პარამეტრები მაქსიმალურზე, აზრი არ აქვს. იმ 330 მეტრ წამს რომელსაც მე-12 საფეხურზე იღებთ იგივეს იღებთ მე-6, მე-7 საფეხურზეც, სამაგიეროდ ჰაერის ხარჯს ზრდით და ზრდით smile.gif .





სრულად რომ წარმოიდგინოთ მიჭიმვის მექანიზმი, მუშაობს შემდეგნაირად, ატრიალებთ ბარაბანს, და გვერდზე ხედავთ პატარა დეტალს, რომელიც გადანომრილია 2-დან 12-მდე, ეს გიჩვენებთ ძირითად მაჩვენებელს, გარდა ამისა თვითონ ბარაბანზეც დატანილია 1-დან 16-მდე მნიშვნელობები, ანუ ვთქვათ იღებთ მე-7 საფეხურს და ბარაბნის ვთქვათ მე-10 ნიშნულს, უხეშად შეგვიძლია ვთქვათ რომ ენერგია დავაყენეთ 7/10.



გაიჭრა ველადა არსენა

გადავიდეთ საველე ტესტირებაზე, ენერგეტიკა, სიჩქარე და მიზანში მოხვედრა იმედია ყველას გვაინტერესებს, აბა ისე რა ტესტირებაა და რა მიმოხილვა smile.gif
რაც შეეხება სროლას... ამ თოფმა რაც ტყვიები ჩამიყლაპა smile.gif, მაგრამ მოდით ვნახოთ რომელ ნიშნულზე რა სიჩქარეს გვაძლევს. ტესტირებისას გამოყენებული იყო Crosman Premier 10.5 Gr. ანუ მუყაოს კოლოფში რომ არის 1250 ცალი.
ნიშნული 0 - საშუალო სიჩქარე 150 მ/წ
ნიშნული 1 - საშუალო სიჩქარე 173 მ/წ
ნიშნული 2 - საშუალო სიჩქარე 192 მ/წ
ნიშნული 3 - საშუალო სიჩქარე 220 მ/წ
ნიშნული 4 - საშუალო სიჩქარე 255 მ/წ
ნიშნული 5 - საშუალო სიჩქარე 301 მ/წ
ნიშნული 6 - საშუალო სიჩქარე 303 მ/წ
ნიშნული 8 - საშუალო სიჩქარე 309 მ/წ
ნიშნული 10 - საშუალო სიჩქარე 310 მ/წ
ნიშნული 12 - საშუალო სიჩქარე 312 მ/წ
ნიშნული 13 - საშუალო სიჩქარე 313 მ/წ

როგორც ხედავთ სიჩქარეების დიაპაზონი რეალურად იცვლება ნიშნულებზე 0-დან 6-მდე, რეალურად კი 5-მდე, შემდეგ უბრალოდ ზრდით დამრტყმელის მიჭიმვას და მთელი გაჭინთვით ძლივს იღებთ 1-2 მეტრი სიჩქარის მატებას. რეალურად მაქსიმალური შესაძლებლობებისთვის ჯობია ეს თოფი დააყენოთ ნიშნულზე 5 ან 6 და ხელი არ ახლოთ, არანაირად არაა საჭირო 12 და 13.

აქ მარტო გადამშვებზე, ჰაერის პირდაპირ მიწოდებაზე და მიმწოდებლის ლულაში არ არსებობაზე არა საქმე, ფიზიკურად იმდენი ჰაერი გამოდის გასროლისას რეზერვუარიდან რომ ლულაში ვერ ეტევიან და ვერ აძლევენ ტყვიას მეტ აჩქარებას, შეიძლება ცოტა უფრო თავი გაიგიჟოს Hi Flo კლაპანმა, მაგრამ რისთვის? რომ მიიღოთ 10 გასროლა?
მაგალითისთვის დავაყენე თოფი ნიშნულზე 6 და დავიწყე სროლა, გრაფიკს ძირს გთავაზობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მივიღე ნორმლაური 44 გასროლა სადღაც 10 მეტრიანი დერეფნით 50 გასროლაც ასატანია სულ რაღაც 14-15 მეტრიანი დეტეფანია, მაგრამ საკმარისია თოფი გადაიყვანოთ ნიშნულზე 12 ან 13 და ეს გასროლები მომენტალურად ნახევრდება, ანუ ყველაზე კაი შემთხვევაში მიიღებთ მაქსიმუმ 8 მეტრ წამით მეტ სიჩქარეს სამაგიეროდ გასროლების რაოდენობა ჩამოდის 20-მდე. კოშმარია! smile.gif



აგერაა მთლიანი ციფრები თუ თქვენ თვითონ გსურთ გამოანგარიშება:
303.4
304.1
304
303.9
305.3
305.4
303.2
304.5
304.7
305
304.9
304.7
305.3
303.3
302.6
301.5
303.2
302.6
303.1
302.9
301.8
300.7
298.9
301.2
301
300.8
298.3
297.8
299.7
298.2
299
297.5
298.8
298.6
295.5
297.5
296.7
295.6
295.9
295.5
294.1
294.7
293.2
292.9
290.7
292.3
291.2
290.7
289.5
288.8
288.7
290.3
287.4
286.4
285.9
284.7
284.2
284.3
281.7
280.6



როგორც გრაფიკზე ხედავთ მაქსიმალური ენერგია გვაქვს 31 ჯოული, მინიმალური 27 (თითქმის), ჰაერის ხარჯი კი .... აი აქ მგონი პროგრამამ აურია, 17 კუბიკი ვერანაირად ვერ იქნება. 3-ჯერ ვცადე გასწორება, მაგრამ ყოველთვის 17 კუბიკს ვიღებ... უკვე არარ ვიცი რა ვთქვა, ჰაჩიკა 40 გასროლას აკეთებდა 180 კუბიკიდან და 24 კუბიკი ჰქონდა ხარჯი, აქ კი 500 კუბიკზე 6 გასროლა და 17 კუბიკი... რაღაც სხვანაირად არის გადაასანგარიშებელი. ამას მოგვიანებით ვნახავ.

მანამდე კი დავძენ ასეთ ფაქტს, ამ გრაფიკზე არის შემთხვევები როდესაც სიჩქარეები ან ერთ მაჩვენებელზე თამაშობენ, ვთქვათ 303-ზე ან ვთქვათ მომენტში ჩამოდის სიჩქარე 297-ზე მაგრამ შემდეგი წერს 298... ეს მხოლოდ შეიძება ნორმალური ენერგეტიკის დროს მოხდეს, მაქსიმალური ენერგეტიკის დროს, სიჩქარე ყოველ გასროლაზე მაშინვე იკლებს 1-2 მეტრ წამით და არცერთხელ იგივე მნიშვნელობას, არ გიჩვენებთ, ცოტაოდენ მეტ მნიშვნელობაზე საუბარიც კი არ არის.

აი რაც შეეხება მიზანში მოხვედრას... ჰოო აქ ცუდად მაქვს საქმე, 25 მეტრზე მივიღე 25 მილიმეტრი. ვერ ვიტყვი რომ სახარბიელო შედეგია 25 მეტრისთვის, შეიძლება ეს იმის ბრალია რომ მე ვიყენებდი CP -ებს მაშინ როდესაც ცნობილი ფაქტია რომ LW-ს ლულას უყვარს JSB-ს ტყვიები.

სამწუხაროდ სურათი არ შემომრჩა რომ ფაქტად დავდო. ასე რომ სიტყვაზე უნდა მენდოთ ამჯერად და შემდგომში კი შეიძლება Gigabite13-მა კიდევ გვაჩვენოს თავისი თოფის შესაძლებლობები. ისე თვითონ პატრონს რამდენადაც მახსოვს ამ თოფიდან 50 მეტრზე მიღებული აქვს 15 მილიმეტრი, ასე რომ მიუხედავად იმისა რომ თოფი აშკარად სანადირო კლასისაა, მიზანში სროლისთვისაც მშვენივრად გამოდგება.



UP Tuning-ი და....

ამ რეპორტში პირველად ვწერ იმას რაც არცერთ სხვა რეპორტში არ მქონია, კერძოდ კი მოდიფიკაცია და ტუნინგი. ვიცოდი რომ მფლობელს თოფის ხმაური ნერვებს უშლიდა, მეც კაიხანია ხელი მეფხანებოდა რაღაც ამდაგვარს გაკეთებაზე, პლიუს ტესტირებისას რამდენიმე გასროლის მერე მივხვდი რომ ან შაჰ-აბასი დამადგებოდა თავისი არმიით და მომიწევდა მტკიცება რომ ცეცხლსასროლი კი არა ტილიანი პნევმატიკა მაქვს.... მოკლედ ასე იყო თუ ისე გადავწყვიტე თოფის გაჩუმება.

რა თქმა უნდა თოფი ჩემს ბრძანებებს არ ექვემდებარებოდა ამიტომაც ჩარხი, ელიავა, ქეჩები და....

შვხედე თოფს, ასე 2 წლიანი ყურების მერე ამომივიდა კისერზე ხავსი და გადავწყვიტე საერთო დიზაინის დარღვევა რომ არ გამომეწვია, იგივე დიამეტრის მილი მეყიდა ელ-ჯავას ბაზრობაზე. პლიუს შუაში არსებული შავი პლასტიკატის მაგივრად გადამყვანი იყო გასაკეთებელი, და რა თქმა უნდა ცენტრირების თავი.







გავაკეთე ჩამოვაცვი... ფერებში მართალია არ უხდება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შიგნით იქნება smile.gif, ასე რომ დიდად არ მაინტერესებდა. დავითრიე 32 მილიმეტრიანი მილი შიდა დიამეტრით 26,5 მილიმეტრი და ბევრი ფიქრის მერე ჩამოვჭერი 240 მილიმეტრი, ანუ 24 სანტიმეტრიანი მილი ავიღე. ჩამოვაცვი, ლულაზე, გავუკეთე ხუფი და დავიწყე სროლა....



პირველი ხარვეზები მაშინვე გამოჩნდა, ტყვია წაითალა, იმიტომ რომ ნამეტანი ზუსტი ხვრელის გაკეტება მოვინდომე და გამომავალი ხვრელი 5 მილიმეტრი გავაკეტე, შედეგმაც არ დააყოვნა და....





კარგი ბატონო გავაფართოვე ხვრელი 6 მილიმეტრამდე და ავარიული სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ახლა გამოჩნდა მეორე ცუდი სიტუაცია, თოფი არ ჩაუმდება. რაც გინდა აკეთე, არაო. გამოვიყენე ჭიქები, ქეჩები, ბიგუდები... სხვათა შორის ბიგუდები სულ დაღუნა და დალეწა ჰაერის ნაკადმა, ამიტომაც ვიცი რომ 17 კუბზე მეტი ხარჯია თოფში... ასე იყო უ ისე, სიტუაცია გამოუვალი ჩანდა....



კიდევ 2-3 წლიანი ფიქრისა და მეტი ხავსის ამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე გადამეგდო 24 სანტიმეტრიანი მილი და ამეღო უფრო დიდი მილი, კერძოდ კი 320 მილიმეტრი, ანუ 32 სანტიმეტრი. ავაწყვე ყველაფერი და...



ბიგუდები ისევ დაიღუნა ჭიქები დაიმტვრა... რა ძალა აქვს ამ უბედურას არ ვიცი smile.gif. ყველაფრის გარეშე მხოლოდ ბოლო ხუფით თოფი უკვე ჩუმდება, ოღონდ სადღაც 5-6 ნიშნულამდე, თუმცა 6-ზე უკვე უჭირს, ან 0-ზე და 3-მდე საერთოდ ერთი გრამი ხმა არ გამოდის (ქეჩები მუშაობს ამ დროს).



გამოსავალი ბოლოს მოიძებნა 3 ფენა ქეჩაში და მყარ შიდა პლასტმასის გარსში შედეგად თოფი დაწყნარდა, ოღონდ საერთოდ ჩუმად შეიძება ჩათვალო 5-მდე, შემდეგ უკვე ნელ-ნელა ხმა ჩნდება და 12-13 ნიშნულზე ხმა ისევ ისმის... ისეთი არა როგორიც იყო, მაგრამ სიჩუმეს ამ ხმას ვერ დაარქმევ.

და ეს ყველაფერი მოდერში რომლის საერთო მოცულობაც გამოდის 180 კუბური სანტიმეტრი, ერთი ჰაჩიკას რეზერვუარია წამოცმული smile.gif. ვინც ვერ ხვდება განსხვავებას, მაგალითისთვის ძირს მოყვანილ სუართზე არის მარადიორის ლულის თავი, რომელიც ლულას აცენტრირებს შრაუდერში და მარცხენა მხარეს არის TALON-ის მოდერში გამოყენებული იგივე დეტალი.



მგონი განსხვავება თვალსაჩინოა.

სამწუხარო ფაქტი გამოიწვია ამ მოდერის დაშენებამ... თოფი დაგრძელდა და კომპაქტური მოდელიდან გახდა....







მგონი სურათი ყველაფერს ამბობს smile.gif.




ჯამი, ქვაბი და ჩაქაფული

მართალია ჩაქაფულს მე არ გეახლებით, მაგრამ შედეგების დაჯამება მაინც მომიწევს. მაშ ასე თოფი ასე თუ ისე განვიხილეთ ვნახეთ ბევრი საინტერესო, მაგრამ ასევე ჩანს ბევრი უარყოფითიც, ასე რომ მომავალმა მფლობელმა უნდა გადაწყვიტოს რა უნდა და რას ელის ამ თოფისგან, რას დათმობს მისთვის და რას ვერ დათმობს.

პლიუსები
1) წონა - მსუბუქია
2) ზომა, ძალიან მოსახერხებელი ზომა აქვს
3) ენერგია - ვიცით რომ დიდი ენერგია საჭირო 4.5 კალიბრში საჭირო არაა, მაგრამ პერიოდულად ყველას თვალი გაურბის ამ საქმისკენ და ხან რომელ თოფს ატუნინგებენ ხან რომელს, ეს თოფი სრულად დააკმაყოფილებს თქვენს სულიერ მოთხოვნებს
4) მარტივი კონსტრუქცია - გინდა გადატანა იყოს, გინდა მოვლა, დაშლაც იოლია შენახვაც და მოვლაც
5) ლულასთან პირდაპირი წვდომა - ლულის გასაწმენდად მშვენიერი რამ არის
6) ფორმა - რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ფორმას აქვს თავისი ხიბლი

მინუსები
1) ხარჯი - ჰაერის ხარჯი რაღაც არაადეკვატურია
2) ხმაური, ძალიან ძალიან ხმაურიანია, მე რაც ხელში მჭერია ყველაზე ხმაურიანი თოფია
3) კლიპი არ აქვს და ვერც დაუყენებ, კონსტრუქციულად შეუძლებელია
4) მანომეტრი არ აქვს რეზერვუარს - ეს ძალიან, ძალიან დიდი მინუსია

ასეა თუ ისე ყველაფერს აქვს თავისი ბოლო და მგონი ამ სტატიის ბოლოშიც გავედი, მინდა დაგემშვიდობოთ მაგრამ გაფრთხილებთ! ჩინჯერებს გაუფრთხილდით, ისინი ყველგან არიან, აი თუნდაც ახლა შენ მონიტორს მისჩქარებიხარ და...
- ჩაწიე თავი ჩქარა!
... ბა-ბახხხ, ხვრელი კედელში, იქეთ აქეთ გადათხლაშილი ნაწლავები შენ ყურებში ბზუილი გიტრიალებს, მე Talon-ს ვტენი, გაწვდი მონიტორიდან და თითით ფანჯრისკენ მიგითითებ...
- ნოემბერი მოვიდა და უცხოპლანეტელებმაც არ დააგვიანეს, დროა მეგობარო ბრძოლაში ჩაერთო!
- Go, Go, Go!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Nov 1 2011, 01:50 AM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,809
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



დჰ... ლიტერატურული ორგაზმი განვიცადე... ცოტა აზრზე მოვალ და საქებარ კომენტებს მერე დავწერ... ეს რა წევიკითხე ჩემიიიი...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Nov 1 2011, 04:22 AM
პოსტი #3


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,577
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



მდააა, ის 250 დოლარიანი დეტალი რეალურად მუსაობს?

კარგო რეპორტია. დაჟე ბოლომდე წაკითხვ არ დამზარებია...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Nov 1 2011, 10:08 AM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,935
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
შენ ამაზე იძახი?



მუშაობს და ხოშიანადო, ნუ ასე ამბობენ ამერიკოზები. ერთი ორი რუსებმაც დაუკვეთეს განზებიდან, ოღონდ მერე იგინებოდნენ შესრულება დამუშავების ხარისხი არ მოსწონდათ თორემ ისე მუშაობსო.

Davitus
ციტატა(Davitus @ 1st November 2011 - 02:50 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დჰ... ლიტერატურული ორგაზმი განვიცადე

ეგ რაღაც ახალია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Nov 1 2011, 10:12 AM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,552
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



აუუუუ, დააგლიჯა, მალადეც რა , შენადა მწერალტა კავშირში არ გინდა? biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 1 2011, 11:27 AM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



აღარ ვიცი რა ვთქვა... ჯერ ფიშტოს შექება დავიწყო თუ ჯერ რეპორტის...
არა, არა, რეპორტი უდავოდ მაგარია ! როგორც ყოველთვის!
ფიშტოც რა კარგი რამე ყოფილა?!
smile.gif smile.gif smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Nov 1 2011, 12:31 PM
პოსტი #7


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,742
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ჯერ კანტუზია მ ივიღე, მერე კვარკებად დავიშალე( "პროტონული ბაზუკა" რომ მომხვდა) lol2.gif lol2.gif lol2.gif
ნუ თოფსაც არაუშავს რა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Nov 1 2011, 12:32 PM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,120
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ჯაჯა...გიჟი ხარ რა... ჩეინჯერებიო ტო .. biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ...საღოლ კი არა და უამრავი საღოლები შენ..ვოტ ეტო რეპოოორტ..კლიანუს ნუ... smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Nov 1 2011, 12:49 PM
პოსტი #9


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,572
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ფორუმი კი არა საგიჟეთია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Nov 1 2011, 04:13 PM
პოსტი #10


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,577
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
კი, მაგაზე ვიძახი. თუ მუშაობს როგორ მუშაობს? ანუ რა განსხვავაებას იძლევა სტოკსა და მაგას შორის? იდეაში, მაგხელა მოცულობის რეზიკმა ძაან ბევრი გასროლა უნდა გააკეთოს ნორმალური სიჩქარით.... მასე თუა, მაშინ კი ღირებულაეგ რაღაც მაგდენი....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Nov 1 2011, 05:00 PM
პოსტი #11


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,935
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
აუ რაის რეზიკი რის რეზიკი კაცო!!!

რეზიკი იგივეა, ჩვეულებრივი კლაპნის მაგივრად აქვს ბალონში ჩაყენებული ტიპს სხვა რაღაც! რომელშიც არის კლაპანის, მანომეტრიც, რედუქტორიც და დამტენი პორტიც!



დააკვირდი ორიგინალ რეზიკს რა ტავი აქვს და მერე მეორეს რა თავი აქვს.... რეზიკი ერთი და იგივეა!





რა იყო ზუმით ახლო მოტანილმა კადრმა დაგაბნია smile.gif

bazuka
cz80
gregory
giorgi-RW1k77X2
geojorjika
Davitus
თქვენა რეპორტი მოგეწონათ.... თუ შესავლის ზღაპარი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Nov 1 2011, 05:09 PM
პოსტი #12


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,120
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 1st November 2011 - 06:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ შესავლის ზღაპარი

biggrin.gif ხოო ეგა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Nov 1 2011, 05:12 PM
პოსტი #13


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,742
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 1st November 2011 - 06:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თქვენა რეპორტი მოგეწონათ.... თუ შესავლის ზღაპარი

ja_ja
თოფის გარდა ორივე მაგარია biggrin.gif

P.S.
1000 დღე ფორუმის დაარსებიდან ხომ გავმაზეთ და
N1 - ja_ja - 9951 პოსტი
10 000 პოსტზეც არ იქნება რამე?! biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Nov 1 2011, 05:34 PM
პოსტი #14


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,120
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gregory @ 1st November 2011 - 06:12 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
10 000 პოსტზეც არ იქნება რამე?!

კიი როგორ არა, მულწიკებს ანახებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ოფში რო არ ჩამეთვალოს ბარემ ტალონის შესახებაც დავაყოლებ , .25 კალიბრში კიდე ღირს მაგ ფიშტოზე ჩალიჩი, მაგის ქვევით სისულელეა .. ჩმა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი Nov 1 2011, 05:42 PM
პოსტი #15


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



აუ მაგარი რეპორტი იყო რა...

აუ ეს თოფი როგორ მევასება... ძალიან მომწონს დავიჯერო 290 მ/წ - მდე ვერ ჩამოიყვან სიჩქარეს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Nov 1 2011, 10:53 PM
პოსტი #16


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,663
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



jjjjkki

როგორც ჩანს რეპორტი არ წაგიკითხია.

ja_ja
შენა ჯოო აღარა ხუმრობ აი biggrin.gif ასეთი რეპორტი თუ დედამიწაზე რომელიმე ფორუმზე ნახო ტრა.....ი ვიყო. ბლიადდდდდ გამოვ.....დი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისა და საიდან მოგდის ეს დიეები? ბიჭო ავატარზე 400 000 000 მილიონი იშოვეს იდეების გამო და მიდი ერთი დაწერე რამე biggrin.gif იქნებ და შენც იშოვო მაგდენივე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მართლა ვისიამოვნე რეპორტით, დღეს დილით ვკითხულობდი, ვერ მოვასწარი, ობიექტზე გავიქეცი და ახლა წავიკითხე ბოლოომდე smile.gif დილით კომენტი არ დავწერე, ვინაიდან ბოლომდე მაინტერესებდა წამეკითხა.

ან მწარმოებელს გაუგზავნე ეს რეპორტი, გაიგონ თავიანთ თოფზე რამე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif საღოლ ძმაო რა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giorgi-RW1k77X2
პოსტი Nov 1 2011, 10:57 PM
პოსტი #17


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,016
რეგისტრ.: 17-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 485



ციტატა(jjjjkki @ 1st November 2011 - 06:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ძალიან მომწონს დავიჯერო 290 მ/წ - მდე ვერ ჩამოიყვან სიჩქარეს?


შენ რომ რაღაც სტრანნი არ დაწერო, ისე ხომ არ სეიძლება რა!!! smile.gif smile.gif smile.gif
ციტატა(ja_ja @ 1st November 2011 - 06:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თქვენა რეპორტი მოგეწონათ.... თუ შესავლის ზღაპარი


ერთიც და მეორეც... მაგრამ ტოFმა იმდენი ემოცია არ მოიტანა, რამდენიც შესავალლმა smile.gif . კინოში მეგონა თავი... თან 3D კი არა.. 18X D biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dawiti
პოსტი Nov 1 2011, 11:48 PM
პოსტი #18


მსროლელი
***

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 806
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 147



დას ისტ ფანტასტიშენ 2-ჯერ გადავიკითხე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Nov 2 2011, 12:02 AM
პოსტი #19


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 16,935
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
ეეე 400 ლიმონი კი არა.... იზდევაიშსია და biggrin.gif


jjjjkki
კაცოუ ხომ მიწერია რეგულატორი აქვს მეთქი? აგერ ცხრილი კიდევ ერთხელ

ნიშნული 0 - საშუალო სიჩქარე 150 მ/წ
ნიშნული 1 - საშუალო სიჩქარე 173 მ/წ
ნიშნული 2 - საშუალო სიჩქარე 192 მ/წ
ნიშნული 3 - საშუალო სიჩქარე 220 მ/წ
ნიშნული 4 - საშუალო სიჩქარე 255 მ/წ
ნიშნული 5 - საშუალო სიჩქარე 301 მ/წ
ნიშნული 6 - საშუალო სიჩქარე 303 მ/წ
ნიშნული 8 - საშუალო სიჩქარე 309 მ/წ
ნიშნული 10 - საშუალო სიჩქარე 310 მ/წ
ნიშნული 12 - საშუალო სიჩქარე 312 მ/წ
ნიშნული 13 - საშუალო სიჩქარე 313 მ/წ


ნახე სადრაც 4-სა და 5-ს შორის საჭირო მარკერი და იქნება 290 ი ვსიო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Nov 2 2011, 02:16 AM
პოსტი #20


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,577
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ეგ მეც ვიცი რომ რეზიკი იგივეა, უბრალოდ ვამბობდი, რომ ნორმალური ხარჯისას მაგ რეზიკიდან ბევრი გასროლის გაკეტება სეიზლება ალბატ და ტუ ეგ 250 ყლინჯი რეზიკის თავზე მასეთ ხარჯს უზრუნველყოფს, ზნაციტ ღირს მეთქი...

ესაა ჩემი კომენტარი...

ისე, პირველი მუსიკა მართლა 15 წამი გრძელდება სდღაც თუ კომპი მიჭედავს???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th August 2018 - 06:00 PM
Hosted by Pro-Service