გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ვისაც ქრონი არ გაქვთ
sekurifa
პოსტი Sep 29 2011, 01:47 AM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ვისაც ქრონი არ გაქვთ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი მოწყობილობა.არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი მასალა კორპუსისთვის.სურათებზე ოპტიკის კარდონის ყუთიდანაა გაკეთებული,ასევე შეიძლება იყოს ხის ან
პლასმასის.შიგნით ყრიან საფანტს წონის მისაცემად და მერე აგნისავენ პლასტელინს.შეიძლება საფანტი და პლასტელინი ერთად აგნისოთ და ისე ამოავსოთ კორპუსი.ამას იმიტომ აკეთებენ რომ ტყვია მოხვედრისას შიგ ჩარჩეს და ენერგია გადაცეს მასას.წონა სასურველია იყოს 300 იდან 500 გრამამდე.შემდეგ ოთხივე მხარეს გაუკეთებთ სამაგრებს ძაფისთვის (გაუყრით ლურსმნებს და დაუტოვებთ თავებს გამოწეულს)დაკიდებთ ისე როგორც სურათზეა მითითებული კარების ჭრილში,სიგრძე 1,80 ან 2 მეტრი მეტი არა.დაკიდების მერე სიმძიმე იატაკიდან ოდნავ მაღლა იქნება და შეუდეთ რამე ქვემოდან (ფიცარი,წიგნები)ისე რომ სიმძიმეს ბოლომდე არ მიედოს და დარჩეს ზაზორი პატარა თავისუფლად რომ იქანაოს.შემდეგ სიმძიმეს დაუდეთ ქვეშ სახაზავი და მიადეთ ცარიელი ასანთის კოლოფი.ანუ მგონი ყველაფერს მიხვდებით პრინციპი ასეთია:ერთი მეტრიდან ესვრით სიმძიმეს (ეცადეთ არ ააცილოთ biggrin.gif )ტყვია მოხვდება მკვრივ მასას, დაკიდებული სიმძიმე გაქანდება,მიაწვება ასანთის კოლოფს და გაწევს რამოდენიმე სანტიმეტრით,ამას კი სახაზავი აჩვენებს თუ რამდენით გაწევს. აი აქ კი ნახავთ მერე იმ კალკულატორს (Вычисление скорости)-ასე აწერია http://airgunpellets.narod.ru/misc/calc.html შეავსებთ გაფებს და მიიღებთ ტყვიის სიჩქარეს.ზუსტად დაუკვირდით შესავსებ გრაფებს,იქ უნდა ჩაწეროთ ზუსტად 1-ტყვიის წონა 2-დაკიდებული სიმძიმის წონა 3-რამდენი სანტიმეტრით გაიწია ასანთის კოლოფი 4-დაკიდების სიგრძე (სიმძიმიდან ზემოთ მიმაგრების წერტილამდე 1,80 ან 2 მეტრი)



(სანთელიც შეგიძლიათ ჩაასხათ პლასტელინის ნაცვლად,მთავარია ტყვია მიეკრას აუცილებლად სიმძიმეს)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2025 - 12:14 AM
Hosted by Pro-Service