![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩავიფიქრეთ, დავთქვით და.... და დანარჩენს ნელ-ნელა მოგიყვებით. ორი გატორი, ანუ ორგანიზატორები შეჯიბრი ჩასატარებლად გარკვეული სხეულის მოძრაობები იყო ჩასატარებელი, მომავალი ჩემპიონებისთვის გარკვეული სერვისი იყო გასაწევი, ამიტომაც მე (თქვენმა მონა მორჩილმა Ja-Ja-მ) და Ilariana-მ, გადავწყვიტეთ ეს სხეულის მოძრაობები ჩაგვეტარებინა. შევისწავლეთ რამდენიმე ძველი ქურუმების მიერ დაწერილი პერგამენტის ნაგლეჯები და მთელი შემართებითა და ტელეფონში ერთმანეთისთვის ახალი შელოცვების ხსენების შემდეგ 13 აგვისტოს გავიჩითეთ ლილოს ბაზრობაზე. თუმცა მანამდე მანქანის შესარჩევად ვიყავით რუსთავის ავტობაზრობაზე. ილარიონას ახალი პიპია უნდოდა, მაგრამ მაგის მოსაწონი იქ არაფერი იყო, ამიტომაც 2-ჯერ გზა აბნევით ძლივს მივედით ლილოს ცნობილ ჰიპერ პუპერ მარკეტამდე. პუპერ მარკეტში იდეაში გვინდოდა საპლინკაო მასალა, სასროლად მაგიდა, სკამი და კიდევ რაიმეს თუ გამოვკრავდით ხელს. მაგიდა ვერ ავარჩიეთ, გზად იდეა მოგვივიდა ელიავაზე ლამინატისგან მაგიდა გამოგვეთალა, ილარიონას თავისი ნაცნობი ხელოსანი გაახსენდა, იმას მასალა აღმოაჩნდა მაგრამ ფეხები არ ჰქონდა (მაგიდის ფეხები არ ჰქონდა, თავისი ქე ჰქონდა ![]() ![]() ორი გატორი თავისი პერსონით შევიძინეთ პინგ პონგის ბურთულები, ფიფქია და 7 ჯუჯა (რავა დაგვავიწყდა მათი წვალება... ეეეხ), გზად გაგვახსენდა: სკოჩი, ქარის მიმართულების მანიშნებელი ბაბთის ფირი, და სხვა წვრილმანი. ეს ყველაფერი შევიძინეთ და გზის აბნევის გარეშე მივედით ელიავას მიკრო მარკეტამდე. აქ შევიძინეთ ფეხები (მაგიდის ფეხები და არა ჩემი ფეხები ![]() ![]() მოკლედ ვნახეთ პრეზიდენტი, შევიარეთ იმპროვიზირებული პრიზის ქარხანაში რომელიც ილარიონას ახსოვდა.... ვნახეთ რაცხა პლასტმასის ურნა რომელიც აშკარად ჩინეთის ბნელ პადვალში იყო დამზადებული და ამიტომაც ამ შედევრის შემქმნელმა ვერ შეამჩნია რომ თასს გარკვეული ხარვეზები აღენიშნებოდა, რომელიც შუქზე ნამეტანი ყვიროდა. მიუხედავად იმისა რომ ეს ურნა 50 ლარი ჯდებოდა, პლიუს ტექსტის დაწერა კიდევ დამატებითი თანხა.... მოკლედ მომსახურე პერსონალმა პრეტენზიით გამოგვხედა, რავა დღეს გინდათო? დღეს არა აი ორშაბათს შემოიარეთ და იქნება ის ბიჭიო. ორშაბათი კი ზეგ იყო (ჩვენ კი ხვალ დილით უკვე ხელში უნდა გჭეროდა პრიზი), ამიტომაც დავახვიეთ ამ ორგანიზაციიდან. 300 მეტრში მეორე ორგანიზაცია ვნახეთ, იგივე თასი და იგივე ფასი + 10 ლარი (ნუ ლამაზი თვალების ტაქსა), ვიხილავთ ამ ჩინეთის ხელოვნების ნიმუშს და ამასობაში ვხედავ ცოტაოდენ არასტანდარტული საჩუქრები დევს ირგვლივ, მახსოვს რომ ჩემთან სამსახურში უფროსობა ვენებს იჭრიდა ორგ მინაში ამოჭრილ ჯილდოებზე, სათაო ოფისში მთელი სტენდია ყველანაირი ხარახურით, ჰოდა ბარემ ეგეთი გავაკეთოთ, ილარიონას იდეა მოეწონა. პრეზიდენტიც აგვყვა და ბოლოს 15-20 წუთის ბრეინ შტორმის შემდეგ, შევაქმნევინეთ ახალი შტუკა რომელიც აქამდე არავის არ გაუკეთებია. მოგვეწონა იდეა ![]() ![]() წავედით ჩასაცეცხლად, თორემ ილარიონა გვიკვდებოდა შიმშილით, წავედით და ნორიკაც რეკავს სამიზნეები ამოვბეჭდე და შემიფასეთო. დავიმატეთ ნორიკაც და ერთად ჩავცეცხლეთ, პლიუს სამიზნეები განვიხილეთ და დავიწუნეთ, თან არ დავიწუნეთ, მოკლედ შარიანი ხალხი ვართ რა ![]() ცეცხლისა და ნავთის მერე მაგიდაც გამზადდა, ნორიკა და პრეზიდენტი გავუშვით მეორე დღის სურსათ ჩასაცეცხლის შესაძენათ, ჩვენ შევიარეთ მაგიდაზე ჯილდოზე და ილარიონას სამსახურში რომ ყუთები და სკამები გაგვემზადებინა. ამით მორჩა 13.08.2011 დავიშალეთ იმ იმედათ რომ ხვალ, აი ხვალ..... 14.08.2011 თასთა თასი მიკვირდა მაგრამ შეჯიბრის დღე ნამეტანი კარგად მიდიოდა, რაღაცნაირად ყველაფერი გამზადებული იყო, გარდა სამიზნეებისა ![]() ![]() სინამდვილეში მონაწილეები იყვნენ 11, თითოზე 2 თაბაზის ფურცელი იხარჯებოდა (თითო ქაღალდზე 2 სამიზნე, სულ 4 სამიზნე, თითოში 5 ტყვია იყო გასაშვები), ანუ 11 კაცი, თითოზე 2 ქაღალდი და ქე გამოვიდა 22 ქაღალდი. ნეტა რა რაზე გავამრავლე რომ 90 მივიღე წინა დღეს ![]() ასე იყო თუ ისე, ყველა მოვიდა, ყველა გავემზადეთ და მანქანებში ჩავლაგდით. დავიძარით ქესალოსკენ. გზად შევიარეთ რუსთავში, სადაც Devil-ი შემოგვიერთდა, თენგო, დავითუსა, კაკა და სხვანი უკვე ლუდს ურახუნებდნენ... და ეს შეჯიბრის დღეს.... ვაი... ![]() ![]() ![]() ![]() ნასტაიაში ავსტრისკი სტრელოკ, უი უკაცრავად, კავკაზსკი ჯიგიტ (ცოტათი ტიტლიკანა) მოკლედ ასე იყო თუ ისე ამჯერად კოლონას თავში ილარიონა ჩაუდგა და ნორიკას დაბოლილი ნავიგატორი გავუშვით პენსიაზე. ჩავედით ადგილზე ზედმეტი თავგადასავლების გარეშე, უბრალოდ ნამეტანი მტვრიანი და ყანყალა გზები იყო. ადგილზე საკმაოდ ოპერატიულად გავიშალეთ, ზოგი ალთას, ზოგი ბალთას ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ლა თოფია ბიჯო, ლა თოფი.... ზოგმა აქეთ ისროლა, ზოგმა იქეთ, პრეზიდენტმა თანმიმდევრობის სია ჩამოწერა: 1) Koknara 2) Norika 3) Devil 4) Beqa 5) Tengo 6) Ilariona 7) Geojorjika 8) Ja_ja 9) Davitus 10) Kaka 11) Grigol როგორც წესი ეს თანმიმდევრობა არ შედგა, და რა თქმა უნდა პრეზიდენტის გამო, თუმცა ყველაფერს ნელ-ნელა მივყვეთ. სადღაც 1 საათიანი იდეების გაზიარებისა, მისროლისა და ერთმანეთის თოფების განხილვის შემდეგ დავიწყეთ შეჯიბრისთვის მზადება. ![]() ![]() შეჯიბრი იმართებოდა ერთ სახეობაში, ანუ ვინ უკეთეს ჯგუფს გააკეთებდა. პრინციპი შემდეგია, ყოველ მონაწილეს ეძლევა 4 ცალი ერთნაირი ზომა მოხაზულობის სამიზნე, ეძლევა 20 ტყვია და თითო სამიზნეში უნდა ისროლოს 5 ტყვია, ამ საქმეზე მონაწილეს ეძლევა 20 წუთი (უხეშად 1 გასროლაზე 1 წუთი). იზომება მილიმეტრებში ნატყვიარების ყველაზე დიდი დაშორება (10-იანში მოხვედრა საჭირო და მითუმეტეს სავალდებულო არ არის), ჯამდება და შემდეგ იყოფა 4-ზე, შედეგად ვიღებთ საშუალო შედეგს. თოფის გამაგრება ამოჩემებული და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ხდებოდა მხოლოდ თოფის წინა ნაწილით. ანუ თოფის წინა ნაწილი შეგიძლია ჩამოდო სასროლ ტომრებზე, ბიპოდზე, ან სხვა მოწყობილობაზე, მაგრამ უკანა მხარე არ შეიძლება რაიმეთი იყოს გამყარებული, მხოლოდ საკუთარი ბეჭი და ხელები. ![]() გაეროს დამკვირვებელი თავის პოსტზე ![]() ღიპების შეჯიბრის შემთხვევაში ნეტა რომელი მოიგებს ![]() წესები ყველამ იცოდა, მაგრამ ორგანიზატორულ საკითხში ჩარევა არავის არ უნდოდა.... ეეეხ, სხვა რა გზაა, მომიწია მე ჩარევა, უფრო სწორედ მთელი საქმეები მე ავიკიდე და აიდააააა.. მოკლედ გავაკარი პირველი წყვილისთვის სამიზნეები (2 მარკერი გვქონდა და ფერებით ავღნიშნეთ რომელს რომელში უნდა ესროლა რომ კურიოზები გამოგვერიცხა), პირველ წყვილში იყო koknara (Benjamin discovery) და norika (AA s510), მოვითხოვე რომ ორივე მონაწილეს ნამდვილად წარმოედგინა 20 ტყვია, დანარჩენი ყველანაირი მარაგები მაგიდებიდან ავიღეთ, გავაფრთხილე მონაწილეები რომ ჩემი ნიშნის შემდეგ დაიწყებდნენ სროლას. სროლა დავიწყეთ 11:38-ზე და დავიწყეთ.... ![]() Koknara-ს შანსი არ ჰქონდა, მიუხედავად მილიონნაირად გასწორებული თოფისა... არ ისვრის koknara-ს დისკო ისე როგორც სპორტულ თოფს შეეფერება. შესაბამისად შედეგიც ვაი. აი norika კი მთელი სერიოზულობით ისროდა, მაგრამ სახისა და პოზის მიუხედავად ამ მსროლელს სერიოზული შედეგი არ გამოუვიდა, ეხ გრძნობს ნორიკა რაცხა ნიტო გამოდის .... ![]() საიდან ვიცი? ყველა მსროლელს ვაკვირდებოდი ჩემი ოპტიკიდან, ვინმეს ზედმეტი ტყვია არ ესროლა, ან რაღაც სხვა არ გაეკეთებინა. ასე რომ შედეგებს პირველად მე ვიგებდი. სროლა მორჩა 11:44-ზე, ანუ მსროლელებს ეყოთ 6 წუთი... სად ეჩქარებოდათ არ ვიცი. თუმცა ჩემის ჩათვლით არავინ არ გამოვიყენეთ გამოყოფილი 20 წუთი. მოკლედ პირველი წყვილის შედეგებია: Norika – 23.8+35.0+37.0+41.1=136.9mm/4=34.22mm Koknara – 38.9+46.6+49.7+96.5=231.7mm/4=57.92mm ახლა კი იწყება ფაქტები, გთხოვთ გაითვალისწინოთ აქ და სხვა სურათებზე მოყვანილი შტანგელის ზომები ხანდახან ვიზუალურად არასწორედ ჩანს, მერწმუნედ სწორედაა ყველაფერი გაზომილი, უბრალოდ შტანგელი ზედაპირზე ბოლომდე არ ედება ქაღალდს, ფოტოაპარათით გადაღებისას კი კუთხე სხვადასხვა გამოდის და ვიზუალური ეფექტია თითქოსდა შტანგელის პირები არასწორედ არის გაჩერებული. ასევე ზოგიერთ სურათზე ნახავთ რომ შტანგელის ეკრანი ჩამქრალია, ეს სპეციალურადაა გაკეთებული, ანუ ამ კონკრეტულ შემთევვაში შეუძლებელი ხდება ჯგუფის ზომის დადგენა. Norika-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() Koknara-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() პირველი შედეგები გვაქვს. ისე დიდი შეცდომა დავუშვი რომ ადგილზევე არ დავიწყე შედეგების დათვლა, ამას შემდეგში აღარ მივქარავ თუ ისევ მე მომიწევს მსაჯობა. დაჯდა მეორე წყვილი მაგიდასთან, beqa (Benjamin Marauder modified by Beqa, with reductor) და devil-ი (Benjamin Marauder). მე ისევ გავაკარი სამიზნეები, დავბრუნდი, ვნახე რომ ორივე მსროლელს 20-20 ტყვია ჰქონოდა, გავაფრთხილე რომ ჩემი მინიშნების მერე დაეწყოთ სროლა და 11:49-ზე მეორე წყვილმა დაიწყო სროლა. ![]() Beqa-ს შედეგებს სულმოუთბენლად ელოდებოდა დამსწრე საზოგადოება, მაგრამ ავტომატურად მიყრილმა ტყვიებმა შედეგი ის არ გამოიღეს რაც საჭირო იყო (არადა ადრე მისი თოფიდან მე მივიღე საუცხოო შედეგი, მინიმუმ იგივეს ველოდებოდი, მაგრამ....). დიდი შეცდომა იყო მარადიორში H&N-ის ტყვიების გამოყენება (სროლა დაამთავრა 11:54). ![]() სამაგიეროდ დევილმა მიაწყო და მიაწყო ტყვიები, წინა გასვლებიდან ვიცოდით რომ დევილს რაღაც საოცრება უნდა გაეკეთებინა. ნუ საოცრება მოხდა... 3 დღის განმავლობაში მიღებულმა უზომო ალკოქოლმა და დილიდან პახმელიამ საოცრება გააკეთეს, შედეგად სროლა დამთავრდა მეორე წყვილს აქვს შემდეგი მაჩვენებლები (სროლა დაამთავრა 11:56): Beqa – 43.6+49.0+67.7+134.7=295.1mm/4=73.77mm Devil – 19.0+26.0+35.1+39.4=119.5mm/4=29.87mm Beqa-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() Devil-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() პირველი ლიდერი პახმელიის მიუხედავად გამოჩნდა, მაშ ასე დანარჩენებს გადასალახი აქვთ ბარიერი 29,87, უფრო სწორედ უფრო ნაკლები ჯგუფი უნდა მიიღონ. გაემზადა მესამე წყვილი Tengo (Gibrid) და Ilariona (HW 100). ისევ ახალი სამიზნეების გაკვრა, მონაწილეების გაფრთხილება, დროის ჩანიშვნა, თვალთვალი და 12:07-ზე წავიდა მესამე წყვილი. ჰოოო, იდეაში ილარიონს ვთავაზობდი ჩემი ოპტიკა გამოიყენე მეთქი, მაგრამ რათ გინდა, უარი განაცხადა ჩემი 3-9 ჯერადობა მირჩევნიაო, არადა ვიცი რომ ეგ ჯერადობა 50 მეტრისთვის... მოკლედ ქაღალდზე და მიზანში არ გამოდგება, მგელი, დათვი და ბეღურა კიბატონო, მაგრამ 50 მეტრზე სამიზნე არ ჩანს მოხაზულობასაც კი ვერ ხედავ. პლიუს თოფი ისროდა ლამის 315-320 მეტრ წამით რაც სპორტში მიუღებელია. შედეგმაც არ დააყოვნა, ეს მონაწილე დისკვალიფიცირებული იყო, რადგან მის მიერ ნასროლი ტყვიები ერთერთ სამიზნეს საერთოდ გასცდა, პირადად ვხედავდი სამიზნედან მარცხნივ მუყაოს ყუთში როგორ მიდიოდა... იგივე გამეორდა მეორე სამიზნეშიც... ეეეხ ილარიონ, ილარიონ.... მოკლედ ბატონმა ორგანიზატორმა და თან მონაწილემ თვითონ განაცხადა დისკვალიფიკაციაო... (სროლა დაასრულა 12:16) აი თენგო კი მშვენივრად ისროდა, ვუყურებ მის ტყვიებს და ვხვდები რომ ასე თუ გავიდა ბოლოში ახალი რეკორდი ამ გასვლაზე გვექნება. რაც არ უნდა თქვა, გიბრიდი კარგად ისროდა. უყურებ და მიდის ტყვია ტყვიაში, ერთერთ სამიზნეში 6 მილიმეტრში ზის 3 ტყვია, მაგრამ მერე 2 გასროლა და... გახდა ეს 6 მილიმეტრი 35 მილიმეტრი ![]() Ilariona – 24.3+32.4+?=?=????mm/4=?????mm Tengo – 28.0+34.0+35.2+38.6=135mm/4=33.95mm Ilariona-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() Tengo-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() მოკლედ დაძაბული ბრძოლის შემდეგ ლიდერობას ინარჩუნებს Devil-ი. ![]() ![]() ოხ ეხლა არავინ მიყურებდეს, გაბრაზებულ გულზე როგორ ვიტაკებდი ორივე კაკალში! გადავედით მეოთხე წყვილზე აქ უკვე მე და პრეზიდენტი ვართ სიაში, მაგრამ რათ გინდა... მეწყვილე 180 გრადუსით სხვა მხარესაა მიტრიალებული, ტრაკს გვიშვერს და წინიდან კიდო ტყვიებს ისვრის ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჩავიქნიეთ ხელი მის კაცობაზე და შემდეგი წყვილი გამოვიძახე ბარიერთან Kaka8079 (Benjamin Marauder with reductor) და grigol (Benjamin Discovery). გავაფრთხილე მონაწილეები, 20-20 ტყვია თითოს და დავიწყეთ მეოთხე წყვილის შეჯიბრი 12:30-ზე გრიგოლს აშკარად ნიტო თოფი შეხვდა, ამ თოფმა კოკნარა გაწვალა და შედეგი არ მისცა, გრიშა კიდევ კოკნარას ესესხა თოფს და რა თქმა უნდა კოკნარაზე უკეთეს შედეგს ვერ მიიღებდა (თუმცა ეს თავიდან მეგონა, თურმე გრიშან თავის მიერ გაყიდული თოფების საიდუმლო წერტილები იცის). ტყვიები დაფრინავდა ყველა მიმართულებით, მაგრამ მოხდა საოცრება და ერთერთ სამიზნეში ჩაჯდა 25 მილიმეტრიანი ჯგუფი, ასეთი შედეგი პატრონს არ მიუღია იგივე თოფიდან ![]() კაკა როგორც ყოველთვის თუ რაიმე არ გადაკრა ისე ვერ ისვრის, რა თქმა უნდა ამ დროსაც სისხლში ნანო რობოტებისგან დამზადებული ნანო ალკოჰოლი უჩქეფდა.... მარა რომ იცოდეთ რას აკეთებს ნანო ტექნოლოგიები..... ერთ-ერთ სამიზნეში 5 მილიმეტრში 3 ტყვია ჩააჯინა... მე თვითონ რომ არ მეყურებინა ვერავინ დამაჯერებდა რომ ეს გააკეთა ![]() შედეგები შემდეგია Grigol – 25.4+60.2+63.7+68.0=217.3mm/4=54.32mm Kaka8079 – 25.1+25.9+32+36=119.0mm/4=29.75 Grigol-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() Kaka8079-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() მაშ ასე ოლიმპიელი მოხსნილია, Devil-ი დაჩაგრულია ![]() მეხუთე წყვილი.. მე (Steyr LG 110) და პრეზიდენტი (HW 100), რავარც იქნა პრეზიდენტმა თოფი გაასწორა, მაგრამ ამდენ სირბილ უაზრობაში მე დამრჩა თოფი გასასწორებელი. ვითხოვე 5 წუთიანი ტაიმ აუტი, დიდის ამბით Kaka8079-ი მამოწმებდა რაფერ გავასწორებდი სამიზნეს, თან ხალხი ღადაობდა უყურეთ ახლა 2 გასროლაში სამიზნეს რაფერ გაასოწრებსო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კაი ბატონო გადავინაცვლეთ ჩვენს პოზიციებზე, ვიყურები სამიზნეში და ვაი... ვაი.... დადის მთელი სამიზნე ზევით ქვევით. მიჩვეული ვარ თოფი გამაგრებული უნდა იყოს BR-ის კლასიკური მეთოდით წინიდანაც და უკნიდანაც, აქ კიდევ, მიიდე მხარზე და დადის მიზანი ყოველი გულის ცემისას ზემოთ ქვემოთ. ჩავანიშნინე დრო სხვას და დავიწყეთ სროლა 12:52-ზე. ![]() პირველი გასროლა დიდხანს გამეჭიმა... ვერა და ვერ გადავწყვიტე სროლა, არადა პრეზიდენტი ულაწუნებს და ულაწუნებს ტყვიებს ![]() ![]() პრეზიდენტი ისროდა, მაგრამ მე მხოლოდ სროლის ხმა მესმოდა, როგორც ზემოთ ვთქვი ყველას შტერი თოფის შედეგი აინტერესებდა ამიტომაც მე მიყურებდნენ, ნეტა პრეზიდენტის გარდა მის სამიზნეს სხვა თუ უყურებდა ![]() Geojorjika - 26.3+36.9+??+??=????mm/4=????mm Ja_Ja –18.0+18.0+21.2+23.2=80.4mm/4=20.1mm Geojorjika-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() Ja_Ja-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() აი ასე ჩემო ბატონო, აი ასე ჩავაცოცე Kaka8079 მეორე ადგილზე ![]() კაი ბატონო დაგვრჩა შემდეგი წყვილი Davitus (Benjamin Marauder) და Tengo (Steyr LG110) სროლა დაიწყო 13:07-ზე. ოღონდ თენგო უბრალოდ მეწყვილეობას უწევდა დავითუსას, რადგან უბრალოდ შტერი თოფის დაგემოვნება უნდოდა თან ნასროლიც ისეთი გააკეთა რომ ამ შეჯიბრში ვერ ჩაჯდებოდა, ანუ შედეგი კი კაი ჰქონდა, მაგრამ ერთ მიზანში 5 ტყვია ისროლა მეორეში 4 და მესამეში 11. მოკლედ დავითუსა ცნობილი მონადირე გვყავს არ უშვებს არსებას თუ დაუმიზნა, აქაც იგივეს აკეთებდა ერთი დიდი უსიამოვნება რომ არა, ერთერთ სამიზნეში აღმოჩნდა 4 ტყვია, მეორეში 5 ტყვია მესამეში 6, ანუ დავითასაც შეეშალა დათვლა, და მეოთხეში რომ უნდა ყოფილიყო 5 ტყვია აღმოჩნდა 6 ტყვია, სულ 21 ტყვია, არადა კაცს 20 ტყვია ჰქონდა აშკარად. ეს უკვე ჩემი უყურადღებობის ბრალია, ბოლო წყვილზე ყურადღება მოვადუნე და ჩავთვალე რომ სამიზნეებზე მოგვიანებით ავიღებდი, რადგან ირგვლივ აგვისტოს მზის გამო ყველაფერი იწვოდა, ერთადერთი ადიგლი იყო ჩრდილით დაფარული სადაც ჩვენ ვიდექით. მაგრამ რომ მეგონა ჭკვიან ხალხთან მქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ.... მოკლედ 1-2 წუთით მივტრიალდი ვიღასაც რაღაცაზე ვესაუბრებოდი და აღმოვაჩინე რომ მინიმუმ 3 კაცი სამიზნეების მიმართულებით ისროდა, არიქა მეთქი სამიზნეს არ ესროლოთ თქვა, ყველა არა, არა, რას ამბობო, მაგრამ როდესაც მიზნები მოვხსენით, ერთერთის ტყვია აშკარად იყო დავითუსას ნატყვიარებში მოხვედრილი. მოკლედ დავითუსას შედეგიც დაიბრაკა. Davitus - 23.6+??+??+??=????mm/4=????mm Davitus-ს შედეგები ![]() ![]() ![]() ![]() შეიძლება ერთერთი 6 ტყვიანი სამიზნიდან ზედმეტი ტყვია ძალით იგნორში გავუშვათ, მაგრამ გარდა ამ ერთი ცუდი შემთხვევისა, დავითუსას კიდევ 2 სამიზნე აქვს არეული ერთში 4 ტყვიაა და ერთში 6 ტყვიაა. მოკლედ კარგი ამ საქმეში არაფერია, მარა რა ვქნათ... ასე დამთავრდა ჩვენი შეჯიბრის პირველი ნაწილი. შედეგად გამარჯვებულების პედისტალი განაწილდა შემდეგნაირად: 1) Ja_Ja – 20.1mm 2) Kaka8079 – 29.75mm 3) Devil – 29.87mm 4) Tengo – 33.95mm 5) Norika – 34.22mm 6) Grigol – 54.32mm 7) Koknara – 57.92mm 8) Beqa – 73.77mm Ilariona – ?????mm Geojorjika - ????mm Davitus - ????mm როგორც ფაქტები გვიჩვენებს, 3 დისკვალიფიცირებული გვყავს. პინკერტონის მოწაფეები, ანუ პლინკის შეჯიბრი ![]() ![]() მეორე ნაწილის დაწყებამდე გადავინაცვლეთ და პაწა წავიხემსეთ შემდეგ კი დაიწყო პლინკის შეჯიბრი. შეჯიბრში უკვე ასე-ვთქვათ თავისუფალი სტილი იყო, მთავარი მოწოდება იყო 5 პინგ-პონგის ბურთულის მოხსნა სხვადსხვა დისტანციაზე. 25 მეტრი, 50, 75 და 100 მეტრი. 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა მიმდინარეობდა ხელიდან, მდგომარე პოზიციაში (ხეზე, მეგობარზე და სხვა მყარ საგნებზე მიყრდნობის გარეშე). აი დანარჩენ მეტრაჟზე კი მაგიდიდან მხოლოდ წინა საყრდენის გამოყენებით. ![]() ![]() მოკლედ დავიწყეთ 25 მეტრიდან. ძირს არის მიმდევრობა თუ რომელი რომლის მერე ისროდა: 1) Ilariona (HW 100) - 5 გასროლა 0 მოხსნილი მიზანი 2) koknara (Discovery) - 5 გასროლა 2 მოხსნილი მიზანი 3) norika (AA s510) - 5 გასროლა 1 მოხსნილი მიზანი 4) Geogorjika (HW 100) - 5 გასროლა 1 მოხსნილი მიზანი 5) Kaka8079 (Marauder) - 5 გასროლა 1 მოხსნილი მიზანი 6) Davitus (Marauder) - 5 გასროლა 3 მოხსნილი მიზანი 7) Davil (Marauder) - 5 გასროლა 0 მოხსნილი მიზანი 8) Tengo (Gibrid) - 5 გასროლა 1 მოხსნილი მიზანი 9) Ja_Ja (Steyr Lg 110) - 5 გასროლა 0 მოხსნილი მიზანი 10) Beqa (Marauder) - 5 გასროლა 3 მოხსნილი მიზანი გამარჯვებული ამ დისტანციაზე გვყავს 2 ადამიანი Davitus და Beqa, ნუ ბოლო მსროლელს არ გაუჭირდა აგი საქმე, იმიტომ რომ თოფი არ ჩამოუწევია სასროლი ხაზიდან, დაუმიზნა ერთს ტკუპ და მოხვდა, მეორეს ტკუპ და მოხვდა, მესამეს ტკუპ და ასცილდა და ასე შემდეგ, აი დანარჩენები კი იძულებული იყვნენ ყოველ გადატენვაზე ჩამოეწიათ თოფი და შემდეგ თავიდან მიეტანათ ოპტიკა თვალთან... რას შვება პროგრესი ბლინ... ![]() ![]() გადავედით 50 მეტრიან დისტანციაზე, აქ უკვე გავამზადეთ მაგიდა და წინა საყრდენისა და სკამის მეშვეობით წავიდა სროლა... 1) Ilariona (HW 100) - 5 გასროლა 2 მოხსნილი მიზანი 2) norika (AA s510) - 5 გასროლა 3 მოხსნილი მიზანი 3) Geogorjika (Steyr Lg 110) - 5 გასროლა 5 მოხსნილი მიზანი 4) Davitus (Marauder) - 5 გასროლა 5 მოხსნილი მიზანი 5) Kaka8079 (Marauder) - 5 გასროლა 1 მოხსნილი მიზანი 6) koknara (Discovery) - 5 გასროლა 0 მოხსნილი მიზანი 7) Tengo (Gibrid) - 5 გასროლა 1 მოხსნილი მიზანი 8) Davil (Marauder) - 5 გასროლა 0 მოხსნილი მიზანი 9) Beqa (Marauder) - 5 გასროლა 3 მოხსნილი მიზანი 10) Grigol (Discovery) - 5 გასროლა 0 მოხსნილი მიზანი ამ დისტანციაზე გამარჯვებული ისევ ორია, ამჯერად Geogorjika და პოზიციებს არ თმობს Davitus, აი ჯორჯიკას კი თოფმა გაუმართლა, ესვრის და ტყვია ტყვიაში მიდის ![]() ![]() მესამე დისტანცია 75 მეტრი: 1) norika (AA s510) - 5 გასროლა, 3 მოხსნილი მიზანი 2) Geogorjika (Steyr Lg 110) - 5 გასროლა, 4 მოხსნილი მიზანი 3) Kaka8079 (Marauder) - 5 გასროლა, 1 მოხსნილი მიზანი 4) Ilariona (HW 100) - 5 გასროლა, 1 მოხსნილი მიზანი გამარჯვებული ამჯერად მხოლოდ Geogorjika დარჩა, იდეაში მეხუთე ტყვიაც მოხვდა პინგ პონგის ბურთულას, უბრალოდ არ გახვრიტა, ზემოდან გადაუარა და გახაზული კვალი დატოვა, უბრალოდ არ შეარჩინეს ჯორჯიკას ის გარემოება რომ ჩემი თოფიდან ისროდა რომელსაც ნუ 75 მეტრზე სროლა იოლად რომ ვთქვათ არ უჭირს ![]() ბოლო დისტანცია 100 მეტრი, ნუ აქ უკვე ხალხი დაიშალა და მონაწილე მხოლოდ 2 კაცი დარჩა 1) norika (AA s510) - 5 გასროლა, 1 მოხსნილი მიზანი 2) Kaka8079 (Marauder) - 5 გასროლა, 0 მოხსნილი მიზანი ამ დროისთვის ფიზიკურად ბურთების მარაგი გაგვითავდა და მეტი შეჯიბრი ვეღარ გამოვიდა. შემდგომ ჯორჯიკას თხოვნით ვცადე მისი თოფი შემემოწმებინა რატომ ისროდა მისი HW 100 ცუდათ. კონკრეტულად კი დიდ გაფანტვას იძლეოდა თოფი. ![]() დავჯექი და ვისროლე 50 მეტრიან დისტანციაზე... ჰოო მიზანში პტრაქტიკულად ვერცერთი ტყვია ვერ გავარტყი, ამ დროისთვის თოფი ისროდა სადღაც 315 მეტრ/წამით. რადგან მე ვაჯაზებდი დიდი ხანია რომ სპორტული სროლა სადღაც 280-ზე თავდება მეთქი ჯორჯიკამ გადაწყვიტა თოფისთვის სიჩქარის დაკლება, დავშალეთ საველე პირობებში HW100 და დავაგდეთ რედუქტორს მიღმა წნევა. სიჩქარე დავიყვანეთ 300 მეტრ წამამდე (მგონი 299 თუ 303 მეტრ წამი იყო სამწუხაროდ ზუსტად აღარ მახსოვს), ვისროლე იგივე 50 მეტრიან დისტანციაზე და 14 ტყვიანი ჯგუფი გამოვიდა საუცხოო, იმდენად ახლო-ახლო დაჯდნენ ტყვიები რომ 20 ალბათ 20-25 მილიმეტრი იყო ჯგუფის ხვრელი, ხვრელი იმდენად კარგად ამოიჭრა რომ 50 მეტრის მოცილებიდანაც კი ხედავდი ოპტიკის გარეშე რომ სამიზნეში ერთი დიდი ლამაზი ხვრელი იყო ამოღრუტნული. შემდგომ ისევ ჯორჯიკას ისროლა და ისევ ჯგუფი ვერ გააკეთა, მერე ისევ მე ვისროლე და ისევ ჯგუფი გამომივიდა. ნუ ჩავთვალეთ რომ პრეზიდენტი დღეს ვერ იყო ხასიათზე და იმიტომ ვერ ისროდა, ხოლო თოფი კი მოვიდა აზრზე და მშვენივრად ისროდა. ![]() პრაქტიკაზე ნაჩვენებმა ექსპერიმენტმა ყველა იქ მყოფი დაგვარწმუნა რომ 300 და მითუმეტეს მეტი სიმაღლეები სპორტისთვის არ არის. ასე მაგალითად larion-ამ იმ დღეს ბევრი სცადა ჩემი ოპტიკით და სხვადასხვა სამიზნეებში სროლა, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მიიღო, იმიტომ რომ მისი თოფიც სადღაც 320-ით ისროდა, მეორე დღეს მისი თოფიც დავშალეთ დავარეგულირეთ და ჩამოვიყვანეთ 293 მეტრ/წამზე, შედეგი ილარიონამ მესამე დღეს ტირში შეამოწმა. ადრე თუ 50 მილიმეტრიან ჯგუფებს აკეთებდა და თოფზე გული ჰქონდა აცრუებული, უცებ ჩამოიყვანა ეს მნიშვნელობა 10-15 მილიმეტრზე და თან ერთი გასროლის შედეგი კი არ არის, არამედ თოფმა სტაბილურად ამ შედეგის მოცემა დაიწყო. მოკლედ აქედან მორალი - სპორტული შედეგისთვის თოფი უნდა ისროდეს 270-280-ით. საქართველოში ვართ და ვიცით რომ სიჩქარე ყველას გვინდა, ჯანდაბას შეიძლება 290-ამდე ავწიოთ, ნუ სუპერ ჯანდაბას და 300-თან მივედით, ამის მერე უკვე სიზუსტე უბრალოდ ქრება, რჩება მხოლოდ ენერგია. ეს ჩემი მოგონებული არაა, მსოფლიო პრაქტიკაა, მაგალითად ჩემი Steyr-ი შეჯიბრის დღეს მძიმე ტყვიებს ისროდა 260 მეტრ წამით, და რა გგონიათ წავაგე? თუ სხვა ვერ ისროდა ჩემი თოფიდან შედეგიანად? ტყვია ტყვიაში ჯდებოდა, ერთი აცდენა, ან გაქცევა არ ჰქონია თოფს. შედმეგ შემიჩნდა ნორიკა გინდა თუ არა ჩემი თოფიდანაც ისროლეო, ნუ უარი ვერ ვუთხარი, თუმცა არ ვიცი რატომ აიკვიატა ხალხმა გინდა თუ არა მე უნდა მასროლინონ თოფიდან... მიუხედავად იმისა რომ ნორიკა შედარებით კაი შედეგებს იღებდა თავისი თოფიდან სროლისას, მე სამწუხაროდ ვერ მივიღე AA- დან ისეთივე ჯგუფები როგორიც პრეზიდენტის HW100-იდან გამომივიდა. ამის შედმეგ დავჯექი ქულების დასათვლელად, მაგრამ ვინ გაცადა, ყველა სასწრაფოდ აიხვეტა, ჩაჯდნენ მანქანებში, მეც ამახტუნეს სკამიდან და წამოვედით ყველანი თბილისში იმ მიზნით რომ გადავივლებდით წყალს და 1 საათში შევხვდებოდით ბარში პრიზის გადაცემაზე და შეჯიბრის დახურვის ცერემონიალზე. ![]() პრიზის გადაცემის ოფიციალური ნაწილი, პრეზიდენტი პრიზს გადასცემს გამარჯვებულს დახურვის ცერემონიალზე ყველამ სხვადასხვანაირად დავაგვიანეთ, რავარც იქნა ავიკრიბეთ, პრიზი ჩავიბარე, ოხრად სასმელი დავლიეთ, ბევრი ტექნოლოგია განვიხილეთ და ასე ღამის 2 საათისთვის დავიშალენით. ასე დამთავრდა ჩვენი შეჯიბრობანა ![]() ![]() ![]() მსაჯის დღიურიდან როგორც იმპროვიზირებულ მსაჯს შეჯიბრის მსვლელობის დროს რამდენიმე ხარვეზი არ შემენიშნა არ შეიძლებოდა. ეს ხარვეზები გასათვალისწინებელია შემდეგი შეჯიბრების დროს: 1) აურზაური ჩემპიონატის ადგილზე. დრო იხარჯება ინფორმაციის გაზიარებაში და ერთმანეთის თოფების დათვალიერებაში, აი მისროლა და მიზნის გასწორება არავის არ ახსენდება... ყველა შეჯიბრის წინ იწყებს თოფის გასწორებას 2) ყაყანი და მსროლელისთვის კითხვების დასმა. ეს რაღაცნაირად უნდა აღმოიფხვრას, უკანა ფონზე საუბარი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ მსროლელს რომ ხელს ვუშლით და ვეკითხებით - ჰა აბა რა ჰქენი, რომელი ტყვია ისროლე, როგორ ზიხარ და ასე შედმეგ, ნუ ეს ყოვლად დაუშვებელია 3) უკანა ფონზე უაზროს სროლის ხმა. წყვილი რომელიც შეჯიბრზე ისვრის და კონცენტრირებულია გასროლაზე უცებ მის უკან იგებს გასროლის ხმას, ნუ იბნევა კაცი ამ დროს, არადა სხვებს მაშინ ახსენდებათ რომ მიზანი გასასწორებელი აქვთ. ეს უნდა მოხდეს ან შესვენებების დროს, ან საერთოდ აღარ უნდა მოხდეს როდესაც მონაწილეები ისვრიან 4) მოსაფიქრებელია საჯარიმო ქულები, მაგალითად 3 დისკვალიფიცირებული გვყავს რომლებსაც საერთოდ ვერ ვუანგარიშე რა ჯგუფი გააკეთეს, ამ შემთხვევისთვის საჭიროა საჯარიმო ქულები თუ მიზანში საერთოდ არ მხვდა ტყვია და თუ მიზანში პირიქით დასაშვებზე მეტი ტყვიაა მოხვედრილი 5) უასფრთხოება - მიუხედავად იმისა რომ ყველანი გაფრთხილებულები ვართ ამ შეჯიბრის დროს თავი მაინც იჩინა გარკვეულმა საკითხებმა. უსაფრთხოება გასამკაცრებელია 6) მსაჯი და დამხმარე ხალხი - არ შეიძლება რა ერთი კაცი იყოს მეთვალყურე, მსაჯი, მიზნების გამომცვლელი, დამკვირვებელი, ყველას დასდევდეს და აჩუმებდეს, და ასე შედმეგ... დამხმარეები საჭიროა და აქ ორი აზრი არ არსებობს. 7) შედეგების დათვლა ადგილზე უნდა მოხდეს. 8) ფოტოგრაფი, ვიღაც აუცილებლად უნდა მუშაობდეს სურათებზე და ვიდეო მასალაზე, შეჯიბრის დღეს მაგის შეთავსებაც უკვე არანაირად არარ გამომდიოდა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
ციტატა(ja_ja @ 30th August 2011 - 01:17 AM) Ilariona – ?????mm Geojorjika - ????mm Davitus - ????mm ჯაჯა ესენი გახანგრძლივებულ ჯგუფში უნდა მიიყვანო თვლა,რომ ისწავლონ ![]() ![]() ![]() კი იცით როგორ მინდოდა მანდ ყოფნა,მაგრამ ვერ გამოვიდა. სამაგიეროდ ჯაჯას დაწერილმა რეპორტმა შეავსო ჩემი დანაკლისი ![]() ჯაჯას და კაკოს ვულოცავ გამარჯვებას. დავითს კი არ გეწყინოთ და ორმაგად ვულცავ. მიხარია,რომ კვლავ საპრიზო ადგილით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. ''ნას მალო,ნო მი ვ ტელნიაჟკახ'' ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 8-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia წევრი №: 352 ![]() |
გადასარევი რეპორტი იყო, ამომწურავი და მშვენივრად გადმოცემული. თავი მანდ წარმოვიდგინე ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 ![]() |
გამარჯვებულებს სპორტული სალამი და მილოცვა!!! სურათებზე შეიძლება არ ჩანს მარა იყო დიდი მონდომება და ჟინი გამარჯვების, ესეიგი კიდე გაუმჯობესდება ყველაფერი, როგორც ორგანიზაცია ასე რეზულტატები.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
კაი იყო. მარა ილარიონასი მაინც არ მესმის - ჯერ კიდევ 3-9 ოპტიკა რომ უყენია ვაირაუხზე და მაგითი რომ გამოდის შეჯიბრზე ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ჯაჯა ისევ ცხენზეა! რეპორტებში ჩემპიონატის ჩატარება უაზროდ მიმაჩნია. აქ უპირობო ლიდერი ხარ. აშკარაა რომ დისკოს მფლობელთა რიგები სპორტულ დაუკმაყოფილებლობას განიცდის,მაგრამ კოკნარა იტყვის თავის სიტყვას. გამარჯვებულებს გილოოცავთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 ![]() |
უძალიანმაგრესი რეპორტი იყო რა!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
სამიზნეები ვისი ამობეჭდილიააა? ![]() ![]() ![]() ძველ ქართულს არა გავს და რა ენაზეა ხომ ვერ მეტყოდით? ![]() ![]() ნორიკ რა დაუწუნეს შენს სამიზნეებს? ალბათ გამართული ქართულით გეწერა და იმიტომ ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
მაგარი რეპორიტა, საღოლ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ გილოცავთ!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(kakha @ 30th August 2011 - 11:29 AM) აშკარაა რომ დისკოს მფლობელთა რიგები სპორტულ დაუკმაყოფილებლობას განიცდის,მაგრამ კოკნარა იტყვის თავის სიტყვას. foxi გრიგოლიჩიც არ ივო და... ისე კოკნარას დისკო აშკარად ვერ ისროდა კარგად
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
კაი რეპორტია ჯაჯას დავენაცვლე,საზრვარგარეთიდან მოწოდებული რეპორტია ისე რომ იცოდეთ ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 ![]() |
kaka8079 ეგოისტი ხარ, მარტო საკუთარ თავზე და გრიშაზე ფიქრობ ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 ![]() |
რეპორტი როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა საღოლ ერთი პნევმო პრეზიდენტსაც გადაასხი წყალი, ან შეაფურთხე მაინც, ეგებ რამე ეშველოს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
Davitus ლოთი გვყავს პრეზინენტი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 30th August 2011 - 06:55 PM) ისეთი შემართებით იძახის გავიმარჯვებო ნამდვილად გაიმარჯვებს,მე კი მეორე ან მესამე ადგილზეც თანახმა ვიქნები,ძმურად მესამეზე პრიზად იყოს ერთი შეკვრა ყაზბეგი ეგეთი ძვირფასი პრიზის გულისთვის შტეირსაც გავუწევ პაექრობას, შენ კი მგონი საპრიზო სამეულშიც აღარ მითვალისწინებ ძამიკო ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
შენ პახმელიაზე სიარულს მოარიდე თავი შეჯიბრებზე და უკეთ წარიმართება შენი საქმე,ისე შეჯიბრები უნდა წარიმართოს დახურულ შენობებში მერე უკვე მეტი შანსი იქნება პაექრობისა შტირიკსა და მის მფლობელთან
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 30th August 2011 - 06:55 PM) საზრვარგარეთიდან მოწოდებული რეპორტია ისე რომ იცოდეთ არა კაცო რას ამბობ, ავტობუსშI ინტერი კი იყო, მარა ამას ავტობუსში მუხლებზე რა აკრიფავდა და განსაკუთრებით სურათებს რა გაამზადებდა ![]() ![]() iorama ციტატა(iorama @ 30th August 2011 - 02:16 PM) სამიზნეები ვისი ამობეჭდილიააა? ძველ ქართულს არა გავს და რა ენაზეა ხომ ვერ მეტყოდით? ჩემი დაბეჭდილია. კაროჩე ქორელში ავაწყვე და მერე PDF-ში შევინახე, მერე ვინდოუსი გადავაყენე და რაცხა შრიფტები ეტყობა აღარ დამიყენებია და ქე ხედავ რაც ჩანს, როცა ვბეჭდავდი ვჩქარობდი და ყურადღება არ მიმიქცევია, მერე მეთვითონაც მეცინებოდა ტექსტებზე ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ვააახ თქვენ რა გითხარით რააა hw-ს ასე დაჩაგვრა როგორ შეიძლება ვაი ვაიიი რეპორტზე აღარაფერს არ ვიძახი, როგორც ყოველთვის !!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
ციტატა(iorama @ 30th August 2011 - 06:33 AM) ჯაჯა ესენი გახანგრძლივებულ ჯგუფში უნდა მიიყვანო თვლა,რომ ისწავლონ ვაი ლაშააა, ვიყიდი ახალ ოპტიკას და მერე განახებთ როგორ უნდა თასების მოგება. ja_ja შენ კიდევ რა დაგემართა ჰა? რავა ყველგან ჩემი სურათებია და მთავარი ისაა, რომ ყველგან წაკუზული ვდგავარ. ერთ სურათში ჟორჟიკა უკნიდან დგას და რავი რას ფიქრობს ჰა? ან ის სურათი რაღა იყოო ყვე.........ში რომ ფიშტოებია ჰა? ან და მე რამ დამსვა მასე? ახლა ვნახე, რომ ჯერ კიდევ არ დამიფლოსტია თურმე აქ, არადა როგორ მინდა ფლოსტებით ჟორჟიკას ვაჯობო ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th April 2025 - 09:17 PM |
Hosted by Pro-Service |