|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jun 28 2009, 08:19 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ უკვე მეორედ ვწმინდავ ჩემს ლულას, რავიცი ჩავთვალე რომ გასაწმენდი იყოს, გასროლილი აქვს ჩემს ლულას სადღაც 1500 ტყვია. გაწმენდისთვის ვიყენებ ბამბის ნაწერს, პირამიდზე ვიყიდე 2 შეკვრა ჯერ კიდევ იანვარში, იმის მერე უსაქმურად მეყარა. ![]() დავამუღამე ჩემებული გაწმენდის მეთოდი, ამ ნაჭრებს ვიღებ და შუაზე ვჭრი, მთლიანი 0.177-იან ლულასი არაფრის დიდებით არ ეტევა, ნახევარიც კი იმდენად მჭიდროდ გადის რომ.... ვიღებ სქელ ძაფს, სადღაც 3-3.5 მეტრს, ვკეცავ 2-ად. სადღაც შუაში ვამაგრებ უბრალოდ ერთი გადაკვანძით მრგვალად დახვეულ ნაჭრებს, დაშემდეგ ლულაში ვატარებ ძაფს. ძაფის მეორე ბოლოს ვამაგრებ რაიმე მყარ დეტალზე (მძიმე სკამი, მაგიდის ფეხი და რავიცი) ამის პირველი ბოლო მიჭირავს ხელში და ლულას ძაფზე დავატარებ. სადრაც 20-25 გავლის შემდეგ ვცვლი ნაჭერს, და ვამაგრებ მეორეს. ამასობაშI პირველ ნაჭერს, ხანდახან მეორესაც ვასველებ ხოლმე ზეთით. ![]() ასე ვცვლი ნაჭერს 4-ჯერ, ბოლოს გამოდის სუფთა ნაჭერი (შედეგებს სურათზე თქვენთვითონაც ხედავთ), მაგრამ ლულაში რჩება აურაცხელი ნაჭრის წვრილი პუდრი თუ მტვერი, მოკლედ არ ვიცი რა დავარქვა, ასე თუ ისე ლულა გამოტენილია წვრილი ნაგვით. გასაწმენდად ვამაგრებ ძაფზე ნაჭრის მაგივრად ბამბას, გავატარებ ერთხელ და ლულა არის გაკრიალებული. ამის მერე იწყება თოფის აწყობა, დატენვა და შემდეგ შემოდის კიდევ ერთი შტუკა რომელიც ისევ პირამიდზე დავიადე. ![]() ეს არის სწმენდი ტყვიები, წესით ესენი უნდა ისროლო ხოლმე გარკვეული პერიოდულობით რომ ლულა ასეთი ბინძური არი იყოს ხოლმე, მაგრამ ვერ დავამუღამე რამდენხანში ერთხელ უნდა ვისროლო ხოლმე, შედეგად ჯერჯერობით ლულის კუსტარულად გაწმენდის შედმეგ ვტენი ხოლმე ინსტრუქციის მიხედვით ლულაში 3 ცალ ამ ბალიშს ![]() ![]() და ვისვრი ბალკონიდან რაც შეიძლება შორს, თუმცა როგორც ხვდებით შორს, ეს უბედურები არ მიფრინავენ. ახლა რატომ მაინცა და მაინც სამი, არ ვიცი, ინსტრუქციაში წერია, პისტალეტებისთვის 1 ცალიო, გადასატეხ ლულიანებისთვსი 2 ცალიო ხოლო PCP-სთვსი 3 ცალი ერთადო. ისე უნდა გამოგიტყდეთ დისკოში ამ ტყვიების ჩატენვა მთლად იოლი არაა, მარა შესაძლებელია. პირამიდზე სხვათაშორის არის მთელი სტატია თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ამ ტყვიებით ლულა, მაგრამ რაოდენობა იქაც ნახსენები არაა. ნახსენებია მიმდევრობა, რომ პირველ ჯერზე ტყვიები უნდა დასველდეს ზეთით და გაისროლო (სხვათაშორის სახლშიც შეიძლება გასროლაო, მარა თავს ვარიდებ მაგ საქმიანობას), მეორე ჯერზე მშრალად უნდა გაისროლოო და სადრაც მესამე მეოთხე გასროლა გამოვა სუფთაო. მოკელდ აგერაა ჩემს მიერ გაწმენდის მეთოდი, თქვეგან კარგი იქნება მოვისმინო რამდენად სწორად ან არასწორად ვაკეთებ. გასაწმენდი რომ არის ეს ფაქტია, მტავარია მეთოდი P.S. აქვე დავძენ რომ Crosman Ultra Magnum 10.5 გრანიანი (რკინის კოლოფში რომ არის, 500 ცალი), ამოვლებულია გრაფიტიან ზეთში, გაკეთებულია ეს იმისათვის რომ ტყვიამ კვალი დატოვოს მყარ ობიექტებზე, სხვათაშორის თავს ართმევს და კვალს ტოვებს გინდა ბეტონზე, გინდა ჟანგიან რკინაზე, გინდა ხეზე, გინდა გრანიტის ფილებზე. მაგრამ ამასთანავე ლულაშიც ტოვებს გრაფიტს. გრაფიტი კი როგორც იცით პრაქტიკულად ფანქარია ასე რომ ლულას გემრიელად აჭუჭყიანებს.
| |
| > |
|
|
ja_ja ლულის გაწმენდა (ჩემებურად) Jun 28 2009, 08:19 PM
parna არვარგა ჩემიაზრით ... Jun 28 2009, 09:24 PM
nihontoman ციტატამოკელდ აგერ... Jun 29 2009, 10:47 AM
Jah წინასწარ ვიცი რომ ... Jun 30 2009, 08:05 AM
Gigabyte13 ჯაჰ-ს ვეთანხმები, ა... Jun 30 2009, 11:51 AM
ja_ja Jah
Gigabyte13
დაგიჯეროთ დ... Jun 30 2009, 01:13 PM
datosia ჯა-ჯა
შეგიძლია მაგ ... Jan 14 2014, 07:50 PM
DaV1nCh http://www.pyramydair.com/s/p/Beeman_Quick...7_Cal... Jan 14 2014, 08:01 PM
Multi-Tool DaV1nCh
და რატომმმმმ? ... Jan 14 2014, 08:22 PM
DaV1nCh ზტპს უტყვიოდ გასრო... Jan 14 2014, 08:57 PM
DaV1nCh ფაქტიურად უტყვიოდ ... Jan 14 2014, 09:03 PM
Multi-Tool DaV1nCh
მართალია, არ შ... Jan 14 2014, 09:17 PM
DaV1nCh Multi-Tool
ჯაჯა რომ შემოვ... Jan 14 2014, 09:40 PM
ja_ja თუ მწარმოებელს დავ... Jan 14 2014, 10:46 PM
Multi-Tool ja_ja
ჩემი სიტყვ... Jan 15 2014, 01:08 AM
ja_ja ორი დღეა მივლინებე... Jan 15 2014, 10:02 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 04:12 PM |
| Hosted by Pro-Service |