გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Discoveri-ს მიზანში მიტანის თეორიები და პრაქტიკა, რა შეუძლია დისკოს და შეუძლია თუ არა მეტი
ja_ja
პოსტი Jun 24 2009, 04:18 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ასე თუ ისე Benjamin Discovery-ს მომხმარებლები საკმაოდ ვმრავლდებით საქართველოში, თოფი ასე ვთქვათ ბიუჯეტურია, ანუ 256$-იან პნევმატიკას მიზანში სროლა სპორტული 1500 ევროიანი თოფივით არ მოეთხოვება მაგრამ....

აქ მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. მიუხედავათ იმისა, რომ საუბარია 0.177-იან კალიბრს ენერგია არა აქვს, არ აქვს თავიო, არ შეუძლია 50 მეტრზე ნორმალურად ისროლოს და 100 მეტრზე სროლა ლეგენდებიაო, მინდა უარვყო ეს მცდარი ლეგენდები.

მაგალითად მოვიყვან 2-3 სიტუაციას რომელშიც პირადად მე მივიღე მონაწილეობა. თუმცა მანამდე მინდა გაგახსენოთ ჩვენი მე-2 გასვლა, ბოთლს როდესაც ვესროდით სადღაც 100 იარდზე (უხეშად 100 ნაბიჯზე), ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რომ დისკოს აქვს მშვენიერი პოტენციალი. პირადად ვისროდი მაგ თოფიდან მეორე შეხვედრისას და რამდენიმე ბოთლს ვესროლეთ, მხოლოდ ერთი ჩავიწერეთ ვიდეოზე. მოკლედ 3 თუ 4 ბოთლს ვესროლე და ყველა მოხვდა მიზანს, ცვლილება იყო მხოლოდ ვერტიკალზე, მარცხნივ, მარჯვნივ გადახრა ამ თოფს კროსმანის 10.5 ტყვიებზე მაშინაც არ აღინიშნებოდა.



მიუხედავად ამისა, დასადგენია რამდენად ზუსტია დისკო. ამისათვის გამოვიყენე 2 ადგილი, პირველი საექსპერიმენტო იყო საკუთარი უბანი, ვესროდი სადღაც 80-85 მეტრზე, მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე არსებული ლიფტის რკინის კარს. ამოვიღე მიზანში ერთერთი დაჟანგული ადგილი და ჩაკუზული მდგომარეობიდან, პირდაპირ ხელიდან ყველანაირი ფიქსირების გარეშე დავიწყე სროლა.



თავიდან ერთ ადგილს ვუმიზნებდი და მარჯვნივ მიდიოდა. ნელნელა შევიტანე ცვლილებები ოპტიკის პარამეტრებში და მიზანი გასწორდა. გამეორება შესაშურია, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დღეს კორპუსებს შორის ქარი დასეირნობდა და აშკარად შეჰქონდა კორექტივები ტყვიის ფრენის ტრაექტორიაში. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ იმ დღეს მშვენივრად გაართვა დისკომ მიზანში სროლას თავი.

არ დაგვავიწყდეს იმ დღეს იყო პატარა ქარ-ნიავი, პლიუს ყველანაირი მყარი საბრჯენის გარეშე მიდიოდა დამიზნება, უბრალოდ ოთახში იატაკზე წამომჯდარი და დისკო ხელში, საკმაოდ კარგად დადიოდა თოფი ხელში.


შემდეგი ტესტირება ჩავატარე მე-5 გასვლის ადგილზე, გახსოვთ ალბათ ჯვრის მონასტრის ქვევით არსებული მდელო. გასახსენებლად სურათს დავდებ. ჩვენ ძირითადად ვისროდით 2 დისტანციაზე 45 და 70 მეტრზე. მაგრამ ყურადღება არავინ მივაქციეთ, რომ უკან კიდევ ერთი ბეტონის ფილაა, რომლამდეც კიდევ თითქმის 25 მეტრია. ანუ სადღაც საუბარია 90-95 მეტრზე.



საქმის გასართულებლად სწორედ ამ ბეტონის ფილაზე ჩამოვალაგე პინგ-პონკის ბურთები. მიზნის გასწორების შემდეგ, ზედიზედ 5 ბურთი მოვხსენი, შედეგი მეგობარმაც გაიმეორა, მართალია ზედიზედ არა, მაგრამ ყოველ მეორე გასროლაში ბურთს ხსნიდა. ბურთები აგერ შეგიძლიათ ნახოთ ა....


ამჯერად უკვე ვიყენებდი მიწაზე დასაფენ პარალონს და cardwell-ის ტომრებს, რომლებიც გავსებული იყო ოპოზიციონერი წიწიბურათი biggrin.gif პრაქტიკულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მყარი ადგილიდან მიდიოდა სროლა, პლიუს მწოლიარე. იყო ალაგალაგ ნიავი, რომელსაც მე თვალყურს ვადევნებდი და ქარის ჩადგომისას ვისროდი, მეგობარი ამ დაკვირვებას არ აწარმოებდა პირდაპირ ისროდა მიუხედავად გაფრთხილებისა.


მესამე და საბოლოო ექსპერიმენტი ჩემის მხრიდან. ისევ მოპირდაპირე კორპუსი, ამჯერად მოპირდაპირე კორპუსის შუაში ამოსული ნაგვის ბუნკერის მილის თავსახურავი გახდა სამიზნე.



სამიზნე მანძილი სადღაც 90 მეტრამდეა, უფრო ზუსტად თქმა მიძნელდება. სამიზნედ ამოვირჩიე იმიტომ, რომ ჟანგიანია და ნატყვიარები წესით კარგად უნდა დამჩნეოდა. გასროლილია მხოლოდ 5 ტყვია. ამინდი იდეალური ოდნავი ნიავიც არ იყო. ვუმიზნებდი ერთ ადგილს და წესით შემეძლო კორექტივების შეტანა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო გაწელილი ჯგუფი გადავწყვიტე ერთი და იმავე ადგილისთვის დამემიზნებინა და მენახა რას გააკეთებდა თოფი.



სროლის პოზიცია ისევ ხელიდან, იატაკზე ჯდომით, საყრდენად გამოიყენებოდა მუხლი. პირველი სროლისგან განსხვავებით ხელი ნაკლებად დადიოდა, მაგრამ მყარ საყრდენს ამას ვერ დავარქმევ. შედეგები ზედა სურათზეც ჩანს, მაგრამ დეტალურად შეგიძლიათ ძირა სურათს დააკვირდეთ. მემგონი ბიუჯეტური 256$-იანი თოფისთვის იდეალური სროლაა.



უხეშად რკინაზე მოხვედრის შემდეგ ჩავთვალოთ თითო ტყვიის გადიდების და ლაქის დატოვება 6 მილიმეტრად. თუ ერთი ტყვიის მოწყვეტას არ ჩავთვლით (რომელიც აშკარად ჩემი ხელის ბრალია და არა დისკოსი), გამოდის, რომ ამ თოფმა სადღაც 90 მეტრის დისტანციაზე 20-22 მილიმეტრიანი ჯგუფი გააკეთა. რაღა ვთქვა იმ შემთხვევაზე როდესაც ეს თოფი მყარ საყრდენზე იქნება განთავსებული!!!

მემგონი დისკოთი თავისუფლად შეიძლება შეჯიბრზე გასვლა, ამ თოფისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს 25 და 50 მეტრზე სროლა, თუ გავითვალისწინებთ რა სურათებიც მოვიყვანე..... მე მეტ კომენტს ვერ გავაკეთებ, და ვერც ვერავინ დამარწმუნებთ, რომ ამავე ფასებში მცურავი რომელიმე ზ.დ.პ.-ს მეშვეობით ასეთი შედეგის მიღწევა შეიძლება (PCP მეორე ამ ფასებში არ არსებობს).
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
nihontoman
პოსტი Aug 17 2009, 09:57 AM
პოსტი #2


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ციტატა
მოკლედ თუ გამოვიდა 5.5, პლიუს კლიპი და მაღალი კოლოფი, მერე მაგასაც შრაუდერის ვარიანტს გავუკეთებ და.... და მერე ნახე შენ კილერ დისკო


მე წინ უფრო მარადიორ 2 წარმომიდგება, ვიდრე დისკო. biggrin.gif
გისურვებ სიამოვნება მიგეღოს მაგ ჩალიჩიდან
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Discoveri-ს მიზანში მიტანის თეორიები და პრაქტიკა   Jun 24 2009, 04:18 PM
- - parna   სკალპელი :o მარა შე...   Jun 24 2009, 04:58 PM
- - nihontoman   ციტატამე მეტ კომენ...   Jun 24 2009, 05:32 PM
- - ja_ja   nihontoman ციტატა(nihontoman @ 2...   Jun 24 2009, 05:37 PM
- - nihontoman   რო მქონდეს გაჩვენე...   Jun 24 2009, 06:05 PM
- - Der Rote Baron   კიდევ და კიდევ უბრ...   Jun 24 2009, 07:02 PM
- - geojorjika   ja_ja ნოუ კომენტ , იუ ა...   Jun 25 2009, 12:30 AM
- - bazuka   ja_ja დღეს ვესროდი მე...   Jun 25 2009, 07:50 PM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 25th June...   Jun 25 2009, 10:05 PM
- - bazuka   ja_ja ციტატა(ja_ja @ 25th June 2...   Jun 26 2009, 12:22 AM
- - bazuka   ციტატა(ja_ja @ 25th June 2009 ...   Jun 26 2009, 12:25 AM
- - ja_ja   bazuka ციტატა(bazuka @ 26th June...   Jun 26 2009, 07:09 AM
- - geojorjika   bazuka გილოცავ ახალ ოპ...   Jun 26 2009, 08:19 AM
- - ja_ja   დღეს სამსახურში სა...   Jun 26 2009, 03:31 PM
- - parna   RE: Discoveri-ს მიზანში მიტანის თეორიები და პრაქტიკა   Jun 26 2009, 05:08 PM
- - bazuka   ციტატა(ja_ja @ 26th June 2009 ...   Jun 26 2009, 06:53 PM
- - ja_ja   bazuka აი მეც მაგას ვამ...   Jun 26 2009, 07:01 PM
- - bazuka   ja_ja სტანოკი გვინდა ...   Jun 26 2009, 07:06 PM
- - nihontoman   ციტატათუ მომატებუ...   Jun 26 2009, 07:35 PM
- - Power_VANO   ja_ja ციტატა(ja_ja @ 26th June 2...   Jun 26 2009, 08:02 PM
- - bazuka   ja_ja ჰო მართლა ფოტოა...   Jun 26 2009, 08:05 PM
- - ja_ja   ყველას გახსოვთ ალბ...   Aug 15 2009, 10:39 AM
- - geojorjika   ja_ja რითი გაზომე?   Aug 15 2009, 11:11 AM
- - bazuka   RE: Discoveri-ს მიზანში მიტანის თეორიები და პრაქტიკა   Aug 15 2009, 11:17 AM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 15th ...   Aug 15 2009, 11:24 AM
- - geojorjika   ja_ja მდაა მერე რა გინ...   Aug 15 2009, 11:33 AM
- - ja_ja   geojorjika ჩამოვიდეს დის...   Aug 15 2009, 11:40 AM
- - nihontoman   ციტატამოკლედ თუ გა...   Aug 17 2009, 09:57 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 02:33 AM
Hosted by Pro-Service