იჟ 60-61 + კრუგერის კიტი, იჟ 60-61 ის pcp სისტემაზე გადაყვანა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
იჟ 60-61 + კრუგერის კიტი, იჟ 60-61 ის pcp სისტემაზე გადაყვანა |
Mar 31 2018, 12:33 AM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ მეგობრებო! მოკლედ, გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა, ვინაიდან კონკრეტულად ამ მოდელის (იჟ 60-61 ის) კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადაყვანის თაობაზე თემა ვერ ვნახე, არის ერთი მარა ის კროსმანს+კრუგერის კიტს ეხება. მინდა გაგიზიაროთ რა სირთულეებს წავაწყდი მე და თუ შემდეგში თქვენც მოინდომებთ ანალოგიური "ღრმა აბგრეიდის" გაკეთებას წინასწარ გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომები თუ გინდაც გამოუცდელობა. წინასწარ ვაცხადებ მე პცპ სფეროში დიდი ხანი არაა რაც შემოვდგი ფეხი და რაღაც რაღაცეები შეიძლება არასწორი დასახელებით ან საერთოდ შეცდომით დავწერო და ამისთვის მეგობრებო მკაცრად ნუ განმსჯით, მიმითითეთ, შემისწორეთ. ამით უფრო დამეხმარებით მეც რომ ცოტა კიდევ წინ წავიწიო ამ სფეროში. დავიწყოთ: მოკლედ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ერთმა კარგმა კაცმა შეიძლება ითქვას მაჩუქა ძველი გამოშვება (რკინის კოლოფიანი) იჟ-61. მცირე ხელის შევლების შემდეგ და ცოტა ფანტაზიის წყალობით გამოვიდა ეს: მარა უბედურება ის იყო რომ ტყვისს მიმწოდი იყო გატეხილი და მაშინ ვისაც ვიცნობდი ყველა ტოკარი და იარაღის ხელოსნებიცკი შევაწუხე მარა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ (ვისაც გაქვთ ნანახი იჟ 61 ის მიმწოდებელი მიხვდებით რაზეა საუბარი, დაბოლოვება რამდენიმე იარუსიანი კუთხვილებითაა გამოყვანილი) ხოდა ამ ნაწილის კითხვა კითხვაში წავაწყდი რუსულ ფორუმზე პცპ სისტემაზე გადაყვანის ვარიანტებს, ძირითადად კრუგერის და კილერის კიტებზე იყო საუბარი და იმ ფორუმზე უმეტესობა, ზოგიერთი კილერის კიტის მფლობელიცკი კრუგერს ამჯობინებდა. ხოდა მეც კრუგერს ჩავუჟექი. ბევრი რჩევა რჩევის შემდეგ (აქაც დავსვი რამდენჯერმე კითხვა და რჩევებიც მივიღე) არჩევანი გავაკეთე კრუგერის "სნაიპერ-2" კიტზე იჟ 61 ისთვის, ხოლოთ მასთან ერთად დამატებით შევუკვეთე ორი მჭიდი 4,5 კალიბრის (ზუსტად იგივეა ფორმა და კონსტუქციისა რაც მარაუდერს უყენდება) რედუქტორი "სტანდარტი" 70მმ.-30 სმ.კუბ. მოცულობის (ხოლოთ შეცდომით "მაქსი" 85მმ-40 სმ.კუბ. ით ჩამომიტანეს რაც ეხლა უფრო უკეთესი ვარიანტი მგონია) დამტენი ბალონის სატენი სადგურის სრული კომპლექტი და რეზინკების დამატებით ერთი რემკომპლექტი. ხოლოთ ამ ყველაფრის შერჩევეში ბევრი დრო გავიდა და თან ყოველ საღამოს სამუშაოდან მოსულს ეს ჩემი საპატარძალოსავით მოლამაზებულ-მოკოხტავებული იჟიკა ერთი საცოდავად გამომხედავდა, ამოიოხდებდა საწყლად და ისევ თავის კუთხეს მიეყუდებოდა ხოლმე და ვეღალ გავუძელი ამის საცოდაობას და ახალი პლასტიკის კოლოფიანი იჯ-61 "შემომეყიდა" რომლის მიმწოდებელიც უმალ მოირგო ძველმა მოდელმა ახალმა კი ჩემი ფანტაზიით და ერთი ხელმრუდე ტოკარის წყალობით მახინჯი მიმწოდებელი მოირგო. (სურათებს ქვემოთ დავდებ და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ) ეს თვითონ კიტის კომპლექტი კრუგერის ფორუმიდან (მარა აქ დამრტყმელი იჟ 60 ისაა და არა 61 ის) ვინც შემდეგში გადაწყვეტთ მსგავსი კიტის შეკვეთას გაითვალისწინეთ რეზერვუარის ზომა და ლულის დიამეტრი აუცილებლად უნდა მიუთითოთ შეკვეთის დროს, ფასიც რეზერვუარის ზომის მიხედვით მერყეობს!!! მე შევუკვეთე 430მმ. 281სმ.კუბ. მოცულობის ესეც რედუქტორის და დანარჩენი ზემოთ ჩამონათვალი შეკვეთის სურათები: და ესენი უკვე აქ ჩამოტანილი: ხოდა ჩამოტანის დღესვე ვეცი ამ ჩემს იჟებს და ჰოი საოცრებავ, პლასტიკზე კი მიდის ყველაფერი ზომაში კარგათ, გაწყობილად მარა რკინისაზე ნურას უკაცრავად!!! და აი რატომ!!! ყველაზე დიდი პრობლემა რამაც რკინის კოფზე იჩინა თავი იყო ცილინდრის დიამეტრი, რაშიც რეზერვუარი ჯდება აღმოჩნდა ოდნავ დიდი მარა საკმარისად იმისთვის რომ შიგ ჩადგმულ რეზერვუარს ფოლხვა ქონოდა. აი სურათებიც: ეს პლასტიკის რაშიც იდეალურად ჯდება. ესეც რკინის, განსხვავებას თქვენც ხედავთ. მერე გამახსენდა რომ აქაც მაფრთხილებდა (მგონი სეკურიფა) და თვითონ კრუგერიც მიუთითებს რომ ეს კიტები პლასტიკზე მიდისო უპრობლემოთ ან ძააააალიან მინიმალური შესწორებებით, მარა აი რკინის კოლოფზეო კრუგერისავე სიტყვები რომ ვიხმარო როგორც მინიმუმ "ნაპილნიკის" კაი გვარიანი გახურება გელითოოოო!!! ხოდა რაღა დამრჩენოდა? ავდექი და პლასტიკზე ავაწყე და მივიღე ეს: ვიდზე კი რა დაიწუნებდა, მეც კაი კმაყოფილი დავრჩი მარა აი შედეგები სროლის "კაშმარ"!!! გაბნევა ტყვიის სასწაული. მერე გავქრონეთ და სხვაობა ტყვიის სიჩქარეებში იყო 20-22 მ.წმ. და იყო შემთხვევა რომ 31 მ.წმ მომცა სხვაობა. რედუქტორითაცკი. მერე დავიწყე მიზეზების ძიება და ვიპოვეთ შემდეგი: ის საშინელი მიმწოდებელი და + მჭიდიდან ტყვიის ლულაში გადასვლის დროს ტყვია ძალიან ზიანდებოდა (ხო მართლა ამ პლასრიკზე მჭიდი თავისივე დავუტოვე რადგან საბოლოოთ მაინც რკინისაზე გადაწყობას ვაპირებდი და ეს პლასტიკის არმინდოდა გამეფუჭებინა, ჩემი დათკასთვის ზედ გამოჭრილი იყო და გადავწყვიტე ეს ისევ ბავშვისთვის ამეწყო) და რამაც ყველაზე მეტად პლასტიკის კოლოფზე ამიცრუა გული იყო ეს: ამ სურათების ავტორი როგორც აღნიშნავდა თოფის პატრონს ამის შედეგად სახეზე სერიოზული დაზიანებაც მიუღია. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე ბედთან "რუსული რულეტკა" არ მეთამაშა (მე კიდე ჯანდაბას, ვინმე სხვას ან სულაც ბავშვს არ დამართოდა რამე მაგის შემეშინდა, ვასწავლი სროლას და ზოგჯერ ჩემს თოფებზეც მთხოვს მასროლინეო, ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობით რათქმაუნდა) ხოდა ბევრი წვალების შემდეგ უცებ გამომიჩნდა შანსი თვითონ კრუგერისავე კოლოფის გამოწერისა და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვიწერე ბიატლონური გადატენვის ვერსიის, ხოლოთ იქ შეკვეთაში თხოვეს კრუგერს და ცაციაზე გადამიწყო (მე სროლისას ცაციავარ) მარჯვნივ სახელურის ჭრილი დარჩა და შავი პლასმასის საცობით ამოავსო. ამასობაში კრუგერმა შემოგვთავაზა თავის ახალი ფისტალეტის სახელური, ცევიო და კონდახი. (აქვე მინდა შევნიშნო ამ კონდახის მინუსი მდგომარეობს სიგრძის რეგულირების არქინაში და ასევე ცაციისთვის აშკარად არააქვს გათვლილი და შებრუნებისას ცოტა უხერხული მდგომარეობით მომიწია ლოყის სადების დაყენებამ) ჩემდა სასიხარულოდ ფისტალეტის სახელური კონდახისგან განსხვავებით ორივე მხრიდან მსროლელზეა გათვლილი. და მეც ჩამკეტის ღილაკი ძალიან უპრობლემოდ გადავაწყე ცაციაზე. ამ თავის ახალ გარე კომპლექტს კრუგერმა "შიშველი სტილი" დაარქვა. ეგეც დავუკვეთე და საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას" მოკლედ, ეს კომპლექტიც ჩამოვიდა და ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი: კიდევ ერთხელ, ახალმა გამომწერება გაითვალისწინეთ რომ კრუგერისავე კოლოფს ჭირდება თავისი, სპეციალური რეზერვუარის ნემსაზე დამრტყმელი, აი ესეთი: რომელიც მე არ ვიცოდი და არც იქიდან გამაფრთხილეს, როგორც მაგალითად ფისტალეტის სახელურის ყიდვისას გამაფრთხილეს აუცილებლად სხვა კონკრეტულად ამ სახელურზე მორგებული სასხლეტი დაგჭირდებათო. (აქვე ავღნიშნავ რომ იჟ 60-61 ის სასხლეტები ბევრ ვიაიპი კლასის ბრენდულ თოფს შეშურდება იმდენად რბილი და სასიამოვნო სასხლეტიაქვს) ხოდა აქ უკვე მოთმინებამ მიღალატა და იძულებული გავხდი ჩემი დამრტყმელი მომერგო ამ კოლოფისთვის, რისტვისაც დამჭირდა დამრტყმელში ამ ჭრილის გაკეთება (მომავლისთვის იმედიმაქვს ჯაჯა დამეხმარები ამ მთლიანი ფტოროპლასტის დამრტყმელის დამზადებაში? ) ხოლოთ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, იჟ 61 ის დამრტყმელ ჩამკეტი მექანიზმი ისეა მოწყობილი რომ გასროლითვის ორი მოქმედების კეთება მიწევს, გადატენვის ანუ "შეყენების" შემდეგ აი მაგ პტოროპლასტის დამრტყმელის შავად შეღებილი ლითონის გარსაცმი რომაა, მაგის ისევ ხელით წინ გაწევაა საჭირო, როგორც მაგალითად პკ ტყვიამფრქვევის პირველი გადატენვის შემთხვევაში ჩახმახის შეყენებისთვის რო მოწევ სახელურს და მერე ტყვიის ლულაში შეტანისთვის ისევ ხელით რომ უნდა მიწიო იგივე სახელური, აი დაახლოვებით იგივე მოქმედება ჭირდება ამ დამრტყმელსაც, რაც თავის დამრტყმელის შემთხვევაში არ უნდა, ერთი მოქმედებით ტენი და ისვრი. (ამ განსხვავების თაობაზე შესაძლოა შემდეგში პატარა ვიდეო როლიკიც დავდო) ხო მართლა რედუქტორზე არ მითქვია, მე მაქვს "მაქსი" 40 კუბიანი რედუქტორი რომელიც გათვლილია 5,5 კალიბრის მძიმე ტყვიებზე, 6,35 და 7,62 კალიბრებზე. ამიტომ 4,5 კალიბრისთვის საჭირო გახდა 40 კუბის მოცულობის შემცირება 30 კუბამდე. (წნევა 130 ბარზეა დაყენებული კრუგერის მიერ, მარა სურვილისამებრ შემიძლია დავუკლო ან მოვუმატო) ხოდა შემცირებისთვის აქაც დავსვი კითხვა და ჯაჯას რჩევა გავითვალისწინე, რედუქტორში ჩავდე 32მმ დიამეტრის, 3,3მმ კედლის სისქის (კედლის სისქეს დიდი მნიშვნელობააქვს მოცულობის სწორად მიღებისთვის) და 42მმ სიგრძის პლასმასის მილის მონაჭერი. აი დაწვენილი თეთრი მილი რომელიცაა, ყველაზე თხელკედლიანი მაგან მომცა ზუსტად ის 30 კუბის მოცულობა. და ეგ მოვათავსე რედუქტორში და ბოლოს მივიღე ეს შედეგი: თოფის საბოლოო რეზიუმე: მთლიანი თოფის სიგრძე 90სმ. კოლოფი კრუგერის, გადატენვა ბიატლონური ტიპის კალიბრი 4,5 (მარადას 10 ტყვიან მჭიდებზეა) ლულა იჟის 45სმ. 13მმ დიამეტრის (ჩოკით) ინტეგრირებული მოდერი დიამეტრი 25მმ. 5 ცალი კონუსური ჭიქით, მთლიანი სიგრძე 525მმ. რეზერვუარი 430მმ. 281 კუბ. მოცულობის დიამეტრი 40მმ. რედუქტორი 85მმ. 40 სმ.კუბ. (გადაყვანილი 30 კუბზე) ამჟამად წნევა 130 ბარ. დიამეტრი 40მმ. ეხლა ჯერი უკვე ტყვიის შერჩევაზე, გაქრონვაზე და საბოლოო ტყვის რაჯგუფებს მივიღებ იმაზეა. ვნახოთ რა გამოვა. იმედიმაქვს უჰ რამხელა არზა გამომსვლია დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის, სიამოვნებით მივიღებ თუ რამე შენიშვნები გექნებათ ან რაიმე ახალ იდეას თუ მომაწვდით.
| |
> |
|
|
May 12 2018, 10:28 PM
პოსტი
#41
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
საღამო მშვიდობის ბიჭებო! გიჟ-კრუგერას ახალი დამრტყმელი გავუჩარხე, მთლიანი პტოროპლასტის. (რამდენიმე დღის უკან რო მქონდა გატანილი ქრონზე საბოლოოთ დავადგინეთ რომ სიქარებში ვარდნები დამრტყმელის ბრალი იყო, კი დავარეგულირეთ იგივე დამრტყმელით ესე თუ ისე, მარა რუსეთიდან მირჩიეს შემეცვალა) ანუ ეხლა რომ აგიხსნათ რაში იყო საქმე: მე ხომ იჟ-61 ისთვის განკუთვნილი კიტი მქონდა შეძენილი, ხოდა დამრტყმელიც შესაბამისად იჯ-61 ის მექანიზმზე მორგებული იყო, რომელიც ორი ნაწილის გან შედგებოდა (გარე ლითონის ცილინდრისგან და შიდა პტოროპლასტის კბილიანი ცილინდრისგან, რომელიც ძირიტად საქმეს ასრულებს და უშუალოდ დამრტყმელი ჩაქუჩიც ამავე პტოროპლასტის ცილინდრზეა ჩახრახნილი) ხოდა ჩემი დაკვირვებით ძარლის თავიც სწორედ აქ აღმოჩნდა დამარხული. ანუ ამ დამრტყმელის მუშაობის პრინციპი არის ასეთი რომ როდესაც გადატენი თოფს და სასროლად მოამზადებ ვიდრე გაისვრი ის გარე ლითონის ცილინდრი უნდა გაწიო წინ ლულისკენ და ისე ისროლო, არვიცი რატომ მარა ესე ორი მოქმედება იყო საჭირო გასასროლად იჟ-61 ზე აწყობის შემთხვევაში (რაღაც ამდაგვარის დაყენება უნდა სეკურიფას თავის ახალ პროექტ სკუნსზე) ხოდა მე როდესას ფიოდორის (კრუგერის) ჩარჩოზე გადმოვკრიფე მთელი მექანიზმი გასროლის იგივე მეთოდი გადმოვიტანე აქაც, რაც შეცდომა აღმოჩნდა (ანუ რა დონეზე და რა ზიმძლავრით მივწევდი წინ ამ გარე ცილინდრს იმაზე იყო დამოკიდებული სიჩქარეც) აი თუარ მივწევდი ამ ცილინდრს და ისე ცილინდრიანად ვისროდი სიჩქარე კატასრტოფულად ეცემოდა, ვინაიდან ზამბარის მოჭიმვა საკმარისი აღარ იყო იმისთვის რომ უკვე ლითონის გარსაცმით დამძიმებულ ჩაქუჩს საკმარისი სიჩქარე აეკრიფა ნემსაზე დაცემისთვის. (მიახლოვებით რომ გითხრათ მასე სროლით 45-46 მეტრზე ერთიდაიგივე ტყვია სადღაც 1 მეტრით დაბლა მიქონდა) ხოდა ამ ბოლო გასვლისას ავდექით და ზამბარა მოვჭიმეთ უფრო მძლავრად და ყოველგვარი მეორე მოქმედების გარეშე დავუშვით სასხლეტი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ოცჯერ და შედეგი: გასაოცარისტაბილური სიჩქარე!!! 288-292 მ.წმ. დიაპაზონში 0,67გრ. ტყვიით და წნევა უკვე 130ბარ-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული. (რედუქტორის გარეშე, პირდაპირი რეზერვუარით) აი თქვენთვითონ ნახეთ: 25- სროლიდან დავიწყეთ მასე მოჭიმული ზამბარით სროლა. და ბოლო სროლებზე წნევა უკვე 90 ბარზე ქვემოთ იყო და თავისთავად მაგიტომაც დაეცა სიჩქარეები. ეს ყველაფარეი მოვუყევი ჩენს მეგობარს რუსეთში, რომელიჩ კრუგერის დიდი ფანია და ძალიან ბევრ კიტს გაუვლია მის ხელში. ხოდა ამ ჩემმა მეგობარმა პირდაპირ მაჯახა მორჩი მაზოხიზმს და გააკეთე ახალი დამრტყმელიო. აჰაა ბატონო გავაკეთე და ვნახოთ რას იზავს ეს ახალი დამრტყმელიც პ.ს. სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება, იმედიმაქვს ახლო მომავალში ამ ჩემი გიჟ-კრუგერათი საკადრის პასუხს დავუბრუნებ, თუარადამომიწევს ჩემი ძველი უღალატო და უტყუარი გერმანელი მეგობრის (ვაირას) ჩართვა "სამამულო" ომში
| |
> |
|
|
May 12 2018, 10:53 PM
პოსტი
#42
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
aleqsa რატომღაც რედუქტორი მგონია, სიჩქარის ესეთი მკვეთრი თამაში. შენი მონაყოლიდან ურედუქტოროთ, რომ ისროდი არ გქონდა ცუდი შედეგები, ხომ ესეა? და დამრტყმელი მაშინ რა შუაშია?
| |
> |
|
|
May 12 2018, 10:59 PM
პოსტი
#43
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(giga2010 @ May 12 2018, 11:53 PM) aleqsa რატომღაც რედუქტორი მგონია, სიჩქარის ესეთი მკვეთრი თამაში. შენი მონაყოლიდან ურედუქტოროთ, რომ ისროდი არ გქონდა ცუდი შედეგები, ხომ ესეა? და დამრტყმელი მაშინ რა შუაშია? კი გიგა, მაშინ ქრონი არმქონდა და როდესაც რედუქტორი და რვიანი მოვხსენი ერთბაშათ შეკრა ჯგუფი ასეთუისე, მარა სამი დღის უკან რომ გავტესტეთ ქრონზე ურედუქტოროდაც ქონდა ვარდნები სიჩქარეშე 8-10 მ.წმ. -ით. ამ ფონზე ის ჯგუფები რაც მაშინ დავდეთ მართლაც მიღწევათ შეიძლება ჩავთვალო გამოდის
| |
> |
|
|
May 12 2018, 11:06 PM
პოსტი
#44
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ale @ 12th May 2018 - 11:28 PM) პ.ს. სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება, ქვის ხანა ჰგონია მაგას მემგონი ჩვენთან. უთხარი ცივი წყალი გადაისხი გამოწვევას ის არ მივიღებთო. მეტი საქმე არ ჰქონდა ვიდეოს რო იღებდა სპეციალურად რა. დამცინავი ამბავია, უფრო აზრიანი რაღაცეებით დაკავდიო მოახსენე.
| |
> |
|
|
May 12 2018, 11:07 PM
პოსტი
#45
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
ციტატა(ale @ 12th May 2018 - 11:28 PM) როდესაც გადატენი თოფს და სასროლად მოამზადებ ვიდრე გაისვრი ის გარე ლითონის ცილინდრი უნდა გაწიო წინ ლულისკენ და ისე ისროლო, არვიცი რატომ მარა ესე ორი მოქმედება იყო საჭირო გასასროლად ეგ ორი მოქმედება იჟ-61 კონსტრუქციისთვის არის. უკან მოწევ და ქარხნული მიმწოდებელიც მოყვება, დამრტყმელი შეყენდება ხოლო მიმწოდებელი ხომუნდა გაიწიოს წინ რომ ტყვია შედოს ლულაში. ხოდა ეგ ცილინდრიც მიტო მიდის წინ და მიაქვს მიმწოდებელი. მაგ ცილინდრის მოსაზიდ სახელურს უკავშირდება ქარხნული მიმწოდებელი იჟის. ახლა კი შენ იჟ-60 ის ვარიანტი გაქ უკვე. ანუ დამოუკიდებელი ვარიანტი ცალტყვიანის. ეგ უფრო კარგია თავისთავად. ჩემი აზრით იჟებზე
| |
> |
|
|
May 12 2018, 11:16 PM
პოსტი
#46
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
MonSoon ციტატა(bedo @ 13th May 2018 - 12:06 AM) დამცინავი ამბავია, უფრო აზრიანი რაღაცეებით დაკავდიო მოახსენე. დამცინავია თუ დამამცირებელი ჩვენგან მაინც ყველავარიანტში საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ რა პოზაში აღმოჩნდება ქვის ხანას რაც შეეხება აშკარად მასე გონია თორე 25მ. დისტანციას არ "გვაკადრებდა" ალბათ??? sekurifa კი მართალიხარ, ამ შემთხვევაშიც ვინარჩუნებ იმის შესაძლებლობას რომ გაუქმებული სროლისას დამრტყმელი დავუშვა და შემდეგ როცა მომინდება ისევ შევაყენო ისე რომ ზედიზედ მეორე ტყვია არ შევიტანო ლულაში. მგონი შენც ზუსტად ეს გინდოდა ხო სკუნზე?
| |
> |
|
|
May 12 2018, 11:31 PM
პოსტი
#47
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ale @ 13th May 2018 - 12:16 AM) დამცინავია თუ დამამცირებელი ჩვენგან მაინც ყველავარიანტში საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ რა პოზაში აღმოჩნდება ქვის ხანას რაც შეეხება აშკარად მასე გონია თორე 25მ. დისტანციას არ "გვაკადრებდა" ალბათ??? კაი ალექს რა. ვის გამოუგზავნა ? 2 კაცს აჩვენა ? მეც გავუგზავნი რო ვიცნობდე მაგ ტიპს ეგეთ გამოწვევას. რაა მერე, უნდა მეგონოს რო 2-3 კაცი ვისაც ვეტყვი იმატ იქით არ არსებობს მსროლელი ? ციტატა(ale @ 13th May 2018 - 12:16 AM) დამცინავია თუ დამამცირებელი ჩვენგან მაინც ყველავარიანტში საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ რა პოზაში აღმოჩნდება შენ არ გაგიგია არასოდეს ეკამათო სულელს თორე მის დონემდე დაეშვებიო ? ციტატა(ale @ 13th May 2018 - 12:16 AM) ქვის ხანას რაც შეეხება აშკარად მასე გონია თორე 25მ. დისტანციას არ "გვაკადრებდა" ალბათ??? 25 მეტრი კიბატონო მარა მეორე მომენტიც არის, ვიღაც თემურა რო გიწვევს, ვინ ჩემი ფეხებია რო ვთქვათ სიმართლე. ეგაც არ მყავდეს matt dubber_ი.
| |
> |
|
|
May 12 2018, 11:55 PM
პოსტი
#48
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
MonSoon ციტატა(bedo @ 13th May 2018 - 12:31 AM) შენ არ გაგიგია არასოდეს ეკამათო სულელს თორე მის დონემდე დაეშვებიო ? აკი ვთქვი ს ა კ ა დ რ ი ს ი პასუხი უნდა გავცეთთქო, საკადრის ნიშნავს შენცკი არ დაიმცირო თავი არამედ მიახვედრო როგორც შენ ამბობ სულელს რომ სულელია და თავის ადგილზე უნდა მოსვა, მარა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგას როგორც ვატყობ თავი matt dubber თუარა, ძაან მაგარი ჰგონია და უნდა გავაგებინოთ რომ არც ჩვენავართ "ჯაბანნი" ყოველ შემთხვევაში 25მ. ზე კიარადა 35მ.-ზე გავუკეთებ ზუსტად იგივე უკეთეს თუარა დახვრეტილ ფურცელს, უწყვეტი ვიდეოთი გადაღებულს როგორც თვითონ სურს გავუგზავნი და თავს სულაც არ ვიგძნობ დამცირებულად
| |
> |
|
|
May 13 2018, 12:00 AM
პოსტი
#49
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
aleqsa დამრტყელის წონა რამდენია ახლა? და ფტოროპლასტი დამრტყმელად კარგია ვითომ? კაპრონი არ ჯობდა? სიმართლე ვთქვა არ მინახავს ჯერ ფტოროპლასტის დამრტყმელი. ფოლადის არ გინდოდა? და კიდევ რა გამოწვევაზეა საუბარი ვერგავიგე. რამე ვიდეო გაქვს იუტუბზე დადებული? მეც მაინტერესებს
| |
> |
|
|
May 13 2018, 12:16 AM
პოსტი
#50
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(sekurifa @ May 13 2018, 01:00 AM) aleqsa დამრტყელის წონა რამდენია ახლა? და ფტოროპლასტი დამრტყმელად კარგია ვითომ? კაპრონი არ ჯობდა? სიმართლე ვთქვა არ მინახავს ჯერ ფტოროპლასტის დამრტყმელი. ფოლადის არ გინდოდა? და კიდევ რა გამოწვევაზეა საუბარი ვერგავიგე. რამე ვიდეო გაქვს იუტუბზე დადებული? მეც მაინტერესებს წონით არ ამიწონია. ერთი კი გამახსენდა ეხლა შენს კითხვაზე. როდესაც იჟ-61 ის ეყენა და იმ ლითონს წინ მივწევდი და მარტო პლასტიკის დამრტყმელი ურტყავდა აშკარად ვატყობდი თვალითაცკი რო მინიმუმ მეორე დარტყმასაც აკეთებდა, აი როცა უკვე ზამბარა მოვჭიმე და მძიმე წონით ურტყავდა აშკარად აღარ ემჩნეოდა განმეორებითი დარტყმები. ამაზე არვიცი, ვნახოთ ხვალ რას იზავს??? გამოწვევას რაც შეეხება იმ ტიპმა ვინც ეს კრუგერის ნაწილები მიმაწოდა ვლადიკავკაზიდან, ვაიბერზე ვიდეო გადმომიგდო 25მ.-ზე თავისი სროლის და აბა მანდ თუ ხართ ვინმე მაგრები ესე ქენითო შემომითვალა არვიცი ამ ფურცელზე რა მოეწონა და საამაყო რა ქონდა (25 მეტრისთვის ვფიქრობ ძალიან ბევრი აცდენებიაქვს) მარა ფაქტია ხელთათმანი ისროლა
| |
> |
|
|
May 13 2018, 07:46 AM
პოსტი
#51
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
aleqsa ციტატა(ale @ 12th May 2018 - 11:28 PM) სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება, იმედიმაქვს ახლო მომავალში ამ ჩემი გიჟ-კრუგერათი საკადრის პასუხს დავუბრუნებ, მეტი რაღა გინდა, კრუგერი მიწასთან გამისწორესო არ უთხარი ? რომ არა ჩემი დიდი მცდელობა , მართლა გადასაგდები იქნებოდო თქო... იმის ნასროლებს , რაც შეეხება 25 მეტრისთვის , ვაღიარებ ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, თუმცა დაუმტკიცებ , მაგ მანძილზე სტაბილურად მივიღებ მაგაზე არანაკლებ ჯგუფს . 16 ჯოულითაც და 24 ჯოულითაც . პ.ს. მემგონი წვალება დაგიფასდა ... მასე გააგრძელე !
| |
> |
|
|
May 13 2018, 08:11 AM
პოსტი
#52
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
aleqsa მარტო პირველი ნაწილი მქონდა ნანახი ვიდეოსი . რომელიც ასე ვთქვათ არ იყო ცუდი , მაგრამ მერე რაც ისროლა ... კომენტარის გარეშე
| |
> |
|
|
Jul 7 2018, 11:55 PM
პოსტი
#53
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
კრუგერის ახალი "ბულკა" საკმაოდ კომპაქტური და სიმძლავრის დიდი რესურსით!!! ესეიგი იუთუბის ვიდეოს დადების დროს, ლინკში თუ 2 ტოლობის (=) ნიშანი ურევია არაფრით არ იდება ფორუმზე ვიდეო!!! ან მე ვერ ვაკეთებ რამეს სწორად?
| |
> |
|
|
Sep 3 2018, 10:35 PM
პოსტი
#54
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
საღამო მშვიდობის!! გუშინ "გიჟუამ" ძალიან მასიამოვნა, ხოდა მეც გადავწყვიტე მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და ახალი "ფეხები" მივარგე
| |
> |
|
|
Mar 29 2020, 03:02 PM
პოსტი
#55
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
გამარჯობათ მეგობრებო!!! მოკლედ ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და... მინდა გაჩვენოთ ამ თოფმა რა ტრასფორმაციაც განიცადა იმედია თქვენც მოგეწონებათ??... მოკლედ ვისაც არ გახსოვთ გაჩვენებთ სულ თავიდან საიდან დაიწყო ყველაფერი: იყო ეს ვაჟბატონი, ხოლოთ აქ 3დ. პრინტერზე დაბეჭდილი პატარა ცევიო არ უკეთია შემდგომ ამისა რაც ლოტერ ვალტერის ბლანკი ჩამომივიდა და ჯაჯას დიდი შრომის შემდეგ კიდევ რაღაც რაღაც წვრილმანებიც დავამატეთ დადგა ეს ბიჭი: მარა შემდეგ როგორც ყოველთვის რაღაც არ მომწონდა ეს 3დ. პრინტერით დაბეჭდილი ცევიო და ლოყის სადები და გადავწყვიტე ხით ჩამენაცვლებინა... ბევრი ძებნის შემდეგ (კაკალი მინდოდა) ენერჯიმ მაჩუქა სამასალე კაკალი და აქ მეორე პრობლემას წავაწყდი, მერავინ ვერ ვნახე სწორი ღარი რომ ამოეღო ფრეზით 40მმ. ის ნახევარმთვარე, რომ რეზიკზე ქვემოდან ამომეკრა ცევიო ლამაზად.. აქაც ისევ მეგობარი დამეხმარა და ეგ ღარი ცეენცეზე ამოაღებინა და შემდეგ თავისი ფრეზით ამომიღო სამაგრისთვის რგოლების ღრმულები... ასერომ მეგობრების დახმარებით და შემდეგ უკვე გარედან ფორმის მიცემა და დამუშავების რამდენიმე დღიანი შრომის შედეგად შევძელით ასეთი ცევიოს მიღება: ამ პროცედურების და 320-500-600 და 800 ზუმფარებით დამუშავების შემდეგ დადგა ჯერი უკვე კითხვისა ლაქით დამუშავება თუ ზეთით??? ამ საქმის დაწყებიდანვე, აი სულ თავიდანვე ვფიქრობდი ამ საკითხზე და ლაკით დამუშავება ყველაზე ნაკლებად მხიბლავდა, მიუხედავად დამუშავების სიმარტივიდან გამომდინარე, სულ რაღაც მაქს 3 ფენად წავუსვავდი და ვსიო, მარა ისევ ზეთით დამუშავება ავირჩიე და არც შევცდარვარ, რამდენიმე ფენა ბალისტოლის სპეციალური კონდახის ზეთი გადავუსვი წითელი შეფერილობის და მაგის შემდეგ უკვე იგივე ბალისტოლის უნივერსალი ზეთუს უამრავი ფენა თვლა ამერია იმდენჯერ წავუსვი ის ზეთი, საქმე იმაშია ახალ გადასმულზე ის ბლიკი რის მიღებასაც ვცდილობდი იდეალური იყოხოლმე მარა რამოდენიმე დღეში ზეთი რომ ჩაშრებოდა ის ბლიკიც იკარგებოდა და შემდეგ უკვე ბუნდდებოდა კაკლის ფაქტურაც... ბევრი კითხვა ძიების შემდეგ ისევ ის ჩემი მეგოიბარი დამეხმარა და რაღაც ზეთი მომცა სანთელში არეული, რა ზეთი იყო ან რომელი სანთელი თვითონაც არ იცოდა მაგასაც სხვამ მისცა და შესაბამისად ვერც მე ვერ მითხრა, ვიზუალურად ეს ნარევი მასა ერბოს წააგავდა და შეცხელება დაჭირდა რომ გათხიერებულიტო წასასმელად, შემდეგ ეს გათხელებული მასა შალის ნაჭრით გადავუსვი სულ ერთი ფენა და... მოკლედ ასეა თუ ისე საბოლოო შედეგი ზუსტად ის მივიღე რასაც მე ვეძებდი ხოდა ესეც უკვე თოფის საბოლოო სახე რაც მივიღე ესეც ასე, მე კმაყოფილი დავრჩი ვიზუალით და ამ თოფის სროლის შედეგებსაც ნახავდით ალბათ გიოს თემაში?? თუარადა აგერ დავდებ ლინკს: აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს ვინც ამ საქმეში დამეხმარა, გაიხარეთ ძმებო დიდი დიდი მადლობა მშვიდობა მოგვცეს ყველას უფალმა და მადლობა ყურადღებისთვის!! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aleqsa: Mar 29 2020, 03:10 PM
| |
> |
|
|
Mar 29 2020, 06:27 PM
პოსტი
#56
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
მაგარია ალექს სრულყოფილებამდე მიგიყვანია, ფაქტიურად პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ, ყველაზე მეტად მსიამოვნებს ვიზუალისა და შედეგის ერთნაირად კარგად დასრულება, აბა შენ იცი ბევრი ისიამოვნე მაგ ფიშტოთი და სხვა უკეთესებიც გქონოდეს
| |
> |
|
|
Mar 30 2020, 02:29 PM
პოსტი
#57
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
იმედია გახვედი ბოლოში, ვიზუალი მშვენიალურია, შედეგები ახურიხიტელნია.... ერთადერთი მე პირადად დამენანებოდა ეგ შტუკა ბუნებაში სათრევად, ნამეტანი კოპწიოა და შემეშინდებოდა ნაკაწრების მოკლედ მშვიდობაში
| |
> |
|
|
Mar 30 2020, 05:18 PM
პოსტი
#58
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
ja_ja NRG გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა კი ჯაჯა მოფრთხილება თავისთავად გამომივა, ბუნებაში სათრევი და სანადირო თოფი ნამდვილად არ გამოვიდა სიგრძიდან გამომდინარე და მაგიდიდან სამიზნეებზე სროლამ კიდევ არამგონია ძალიან გამიფუჭოს
| |
> |
|
|
Mar 30 2020, 08:27 PM
პოსტი
#59
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ძაან მაგარია ყველაფერი. ერთადერთი მხოლოდ ტიკის ზეთს წავუსმევდი ლაქის მაგივრად.
| |
> |
|
|
Mar 31 2020, 12:59 PM
პოსტი
#60
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი |
okela84 არ წაგიკითხია ოკელ ზემოთ ტექსტი ეტყობა? ლაკი არაა ოკელ სწორედ ზეთი უსვია, სანთლიანი ზეთი და მაგითაა გაპრიალებული პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია aleqsa: Mar 31 2020, 01:06 PM
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 05:33 AM |
Hosted by Pro-Service |