ცვლილებები კანონში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ცვლილებები კანონში |
Jan 19 2011, 10:47 AM
პოსტი
#41
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
ციტატა(Jah @ 19th January 2011 - 10:21 AM) მე მაგალითად სულაც არ მაშინებს ენერგიაზე შეზღუდვა, თუ უნდათ დააწესონ 3 ჯ. აი ის ფაქტი რომ, ფრაზა "4.5 მეტი" ამოღებულია კანონიდან მე პირადად მომწონს. მეც ვფიქრობ რომ კალიბრზე შეზღუდვა არ იქნება, დაწესდება ალბათ შეზღუდვა ენერგიაზე და დაწესებული ზღვარის ზემოთ დასჭირდება გაფორმება და ნებართვა. პრინციპში ვფიქრობ რომ არ იქნება ცუდი.
| |
> |
|
|
Jan 19 2011, 11:13 AM
პოსტი
#42
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
foxi „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად; ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ნადირობისათვის განკუთვნილი ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი) ცეცხლსასროლი იარაღი; ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული მოკლე გლუვლულიანი ან მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად; ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად; ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს; თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად; ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად; კ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი ან რევოლვერი (მათ შორის, საფანტის იარაღი); ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს; მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად; ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად; პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად; ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება; რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად; ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის; ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავება, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება; უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია; ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება; ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად; ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სასიგნალო.“. 4. მე-5–მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. თავდაცვის იარაღი 1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. 2. თავდაცვის იარაღის სახეებია: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა. მუხლი 6. სპორტული იარაღი 1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. 2. სპორტული იარაღის სახეებია: ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი: ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი; გ) სპორტული პნევმატური იარაღი. მუხლი 7. სანადირო იარაღი 1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის. 2. სანადირო იარაღის სახეებია: ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; ე) სანადირო პნევმატური იარაღი.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.“. 6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა; დ) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; ე) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით; ვ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად; თ) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ი) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; კ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.“. 7. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. იარაღის რეესტრი 1. იარაღის რეესტრი არის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, იარაღის მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. 2. იარაღის რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 3. იარაღის რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება 1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა. 2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს: ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იარაღზე; ბ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა); გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან. 4. იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 5. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.“. 9. მე-17 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა; ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე; გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა; ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), ასევე ინფორმაცია მყიდველის შესახებ საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს; ზ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის უსაფრთხოება; თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს: ა) სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაციისას; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“. 10. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება 1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს: ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს; გ) ორგანიზაციას, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობას, აგრეთვე შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირებს; დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას; ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის. 3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შენახვის ან/და ტარების უფლებით გაცემული ნებართვის საფუძველზე. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს: ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას: ა.ა) თავდაცვის მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ა.ბ) სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ) იარაღის შეძენის (შე¬ნახ¬ვისა და ტარების უფლებით) ნებართვას: ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე; ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ.გ) სპორტულ გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ.დ) სპორტულ მოკლე გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე; ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას¬ვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება; ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღით მოსარგებლეების საკუთ¬რებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსი; გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციით (ხელახალი რეგისტრაციით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით. 6. იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში. 8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. 9. მოძალადეს დამცავი ორდერის მოქმედების ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.“. 11. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“. 12. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს: ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის 50 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; გ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ვ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.“. 13. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).“. 14. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა 1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. 2. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. 3. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე მისი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია შემოტანიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.“. 15. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“. 16. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. საქართველოში იარაღის შეძენის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.“. 17. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“. 18. 31-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“. 19. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემა. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს: ა.ა) იარაღის რეესტრის წარმოების წესი; ა.ბ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცოს: ბ.ა) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები; ბ.ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახე და კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესი; ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2010 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 2 ივლისი. იცინე ეხლა
| |
> |
|
|
Jan 19 2011, 11:23 AM
პოსტი
#43
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
დავიწყე კითხვა და კინარამ ვარწყიე. ან რა ენით არის დაწერილი ან სად არის აზრი... შინაარსის ნატამალსაც კი ვერ იპოვი. დარწმუნებული ვარ მაგ "პროფესორებს" თვითონაც უჭირთ ამ ფაფაში გარკვევა. კანონი ისედაც საშინელებაა, და მაგას კიდე ნასტროიკებდ და პრისტროიკებს უყენებენ, იგივენაირ უაზრო და საშინელს... არა რა ამ ქვეყანას აშკარად ჭირდება "უფროსი ძმა", როგორც ადრე იყო.
| |
> |
|
|
Jan 19 2011, 11:24 AM
პოსტი
#44
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
Jah ციტატა(Jah @ 19th January 2011 - 11:21 AM) მე მაგალითად სულაც არ მაშინებს ენერგიაზე შეზღუდვა, თუ უნდათ დააწესონ 3 ჯ. აი ის ფაქტი რომ, ფრაზა "4.5 მეტი" ამოღებულია კანონიდან მე პირადად მომწონს. ეგ კარგი, გასაგებია, მაგრამ მანდ წერია "ტექნიკური მახასიათებლებიო", რომელსაც ადგენს ციტატა 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.“. ამ ტექნიკურ მახასიათებლებში 100%-ით შესაძლებელია რომ კალიბრიც მოხვდეს, ხომ ასეა? იქნებ დაუკავშირდეთ სპიმას სახელით შენ და ჯორჯიკა მაგ ორგანიზაციას და ეგ ინფორმაცია გამოითხოვოთ. თუ არაა ჯერ ეგ "ტექნიკური მახასიათებლები" დამტკიცებული საბოლოოდ იქნებ ჩამოყალიბებაში მივიღოთ მონაწილეობა, სანამ დროა ჯერ კიდევ.
| |
> |
|
|
Jan 19 2011, 11:27 AM
პოსტი
#45
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(Power_VANO @ 19th January 2011 - 12:24 PM) ამ ტექნიკურ მახასიათებლებში 100%-ით შესაძლებელია რომ კალიბრიც მოხვდეს, ხომ ასეა? იქნებ დაუკავშირდეთ სპიმას სახელით შენ და ჯორჯიკა მაგ ორგანიზაციას და ეგ ინფორმაცია გამოითხოვოთ. თუ არა ჯერ ეგ "ტექნიკური მახასიათებლები" დამტკიცებული საბოლოოდ იქნებ ჩამოყალიბებაში მივიღოთ მონაწილეობა, სანამ დროა ჯერ კიდევ. Power_VANO დავუკავშირდი უკვე და ესე მიპასუხეს: ჩვენ რა შუაში ვართო, თავდაცვის და შსს სამინისტროებმა უნდა გადაწყვიტონო
| |
> |
|
|
Jan 19 2011, 11:31 AM
პოსტი
#46
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
gregory და აბა მაგ კანონში რომ წერია, ეგენი ადგენენო? მოკლედ გვაბოლებენ რა ყველანაირად არა მომენტ მართლები არიან, აი ბოლოში რა წერია: ციტატა მუხლი 2 1. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემა. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს: ა.ა) იარაღის რეესტრის წარმოების წესი; ა.ბ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცოს: ბ.ა) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები; ბ.ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახე და კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესი; ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებში შემავალმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2010 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. მიდი და მოკჰითხე ეხლა ამათ იმ სტანდარტების სააგენტომ უნდა დაამტკიცოს თუ შუსუსუმ.
| |
> |
|
|
Jan 19 2011, 12:47 PM
პოსტი
#47
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 |
ციტატა(gregory @ 19th January 2011 - 12:13 PM) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცოს: ბ.ა) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები; ბ.ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახე და კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესი; ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ეგენი ადგენენ და ამის საფუძველზე მერე შსს ამტკიცებს, ალბათ კანონქვემდებარე აქტით, მარა რაც მთავარია ვადები გასულია უკვე 2 ივლისს მიიღეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ძალაშია გარდა მე-11 მუხლისა მოკლედ გაურკვევლობაა, წესით ეგ სტანდარტები კანონით ზუსტადაც რომ სტანდარტების სსიპ უნდა მიეღო. ფაქტია, რომ არანაირ რეგისტრაციას არ ითვალისწინებს ახლა საინტერესოა ტექნიკური მახასიათებლები ანუ პრინციპში ისევ ისე რჩება უბრალოდ იყო კალიბრზე შეზღუდვა, თუ ახალი სტანდარტი დაამყკიცებს ,22 კალიბრს გამოდის, რომ ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი შეძენა. ენერგეტიკაზე კი არ ვიცი, პრინციპში უფრო კარგად შეიძლებოდა ანუ რეგისტრაციით და შეუზღუდავად, აზრს ვერ ვხედავ როცა შეგიძლია იქონიო სკს ტარების უფლებით პნევმატურ იარაღზე რატომ უნდა იყოს ის ხომ ბევრად უსაფრთხოა.
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 03:07 PM
პოსტი
#48
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 26-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,280 |
მოკლედ ძმებო მაგარი ნერვებმოშლილი ვარ აქამდე მეგონა რომ რაიმე ბრძანება იყო (ბრძანებაში იგულისხმება ფურცელზე დაწერილი და დანომრილი ბრძანება) რის გამოც იზღუდებოდა პნევმატური იარაღის შემოტანა ხოდა დღეს გავიგე რო არ ყოფილა და არც აკრძალულ სიაშია რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული. ეს პატარა შესავალი ახლა კი უფრო დეტალყრად მოვყვები თავიდან. მოკლედ სადღაც 3 თვის წინ ვიყიდე პნევმატური 380ფპს და 4.06 ჯოულის .ჩამოვიტანე სადგაც სამ კვირაში და მოხდა ისე რომ არ გამომატანეს იმის გამო რომ ნაბრძანები ჰქონდატ შეჩერება ნებისმიერი ტვირთვის რომელიც პნევმატურია. კაი მოხდა მოხა რას იზავ სამცუხაროდ ისე გლადკათ არ მიდის საქმე როგორც გვინდა ხონმე. მე დავიწყე საქმის ვითარების შესწავლა ,გავეცნი კანონს და აღმოვაჩინე რომ სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. აქ იგულისხმება პნევმატური იარაღის მახასიათებლები, ანუ უნდა მომხდარიყო გამიჯვნა თავისუფალ ბრუნვაში არსებულისა და შეზღუდულისა. ეს კანონი უნა ამოქმედებულიყო 2010 წლის 17 ივლისს და სტანდარტები უნდა შებუშავებულიუო სამი თვის ვადაში კანონის ამოქმედებიდან რაც დღემდე არ მომხდარა. შემდგომი ჩემი ნაბიჯი იყო მომეძია იმ პროფესიონალთა საკონთაკტო ინფორმაცია რომელიც დამეხმარებოდა ინფორმაციის მოპოვებაში . აი ეს საკონტაქტო იფორმაციაც: 1) საპრობლემო გზავნილები სადაც დაგროვილია შეჩერებული პნევმატურები ეს არის დადიანის 30 ნომერში . მისაღებში ტელეფონი : 26 18 82; ერთერთი მაგათი უფროსის ნომერი სამსახურის 26 18 81 მაგის სახელია თუ არ მომატყუეს ზურა გოგლიაშვილი. ამათ ყველაზე ნაკლებათ ეხებოდათ ამ სტანდარტების მიღება და ყველაზე მეტი ინფო ამათთგან მივიღე. ინფოში იგულისხმება დაკვალიანება თუ სად დამერეკა ,თუმცა მინდა ავღნიშნო რო მანდაც იცრუეს და მითხრეს რო ბრძანება გვაკო რომელის ასლის გადაღება რო მოვითხოვე თქვეს არ არისო და უბრალოთ კანონით ვსარგებლობთო( სამწუხაროდ მათთვის კანონში არ წერია რომ იკრძალება პნევმატური იარაღის ბრუნვა). შემდეგი გაჩერება იკო შსს მომსახურების სააგენტი , მაგათი ტელეფონებია 41 91 90 და 41 91 58, აქ მითხრეს რომ შეზღუდვა არ არიო თორე მაღაზიებში ეგრე თავისუფლად არ გაიყიდებოდაო . მე მივიტანე ჩემი პნევნატურის ინვოისი და ყველა თანმხლევი დოკუმენტი თავისი მახასიათებლებით თან მოვთხოვე საბუტი რომ ეს იარაღი აკმაყოფილებს თავისუფალი ბრუნვის მოთხოვნას და არ მომცეს ეგ კანონშიც ცერიაო რო ეგრეაო და თუ გინდა კანონი მიუტანეო. მოკლედ აქ შევიტყვე რომ ამ მახასიათებლებს ვინც ადგენდა ის დაუჭერიატ და მაგიტო შეფერხდა მაგის განსაზღვრა თუმცა ჩვენ მაინც არ ვზღუდავთო დააყოლეს. აქ შეიქმნა უკვე აზრთა სხვადასხვაობა ანუ შსს არ უშლის თავისუფალ ბრუნვას ანუ მაღაზიაში არსებული პნევმატიკით ვაჭრობას და ამავე დროს საბაჟო ზღუდავს თავისუფალ ბრუნვას . ერთი დასკვნა რაც შეილება კაცმა გამოიტანოს ისაა რომ ერთერთი არაკანონიერად იქცევა და აქ უკვე ვიღაც ვიღაცეები უნდა დაისაჯონ. ეხლა გადავიდეთ იმ ორგანოზე რომელმაც უნდა შეიმუშაოს ეს სტანდარტები ეს არის საქ. სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო მისაღების ნომერია 61 35 00. ამ სტანდარტებზე ჯგუფის ხელმძღვანელია ვინმე გიორგი ჩიტაძე მაგის სამსახურის ნომერია 60 39 06 რომელზეც ბოლო ხანებში ვეგარ გავედი ალბათ შეცვალა ) და მობილური : 891 19 77 92. მაგის თანაშემცეა ვინმე ავთანდილ ჭიჭინაძე რომლის სამსახურის ნომერია 30 79 62 ;. აქ რის ესეთი სისტემა რეკავ მისაღებში და ეკითხები რა ხდებაო , პასუხია აბა მე რავიცი და ავთანდილს დააურეკეთო . რეკავ ავთანდილთან და გეუბნება რომ ვმუშაობთ მაგრამ მაინც არაფერი არ ვიცითო და უფროსს დაურეკეო, გეუბნება მობილურს . უროსს რო ურეკავ აი აქ შედიხარ მაგარ ჩიხში ის ასევე გეუბნება რო ვმუშაობთო თუმცა არ იცის პნევმატიკაზე არაფერი და ვერანაირად ვერ გაქცებს კომპეტენტურ პასუხს (არადა ყველაზე კომპეტენტური წესით ეგ უნდა იყოს რადგანაც ხელმძღვანელია და მოთხოვნაზე რომ თუ შეილება ვინმე საქმის მცოდნე პროფესიონალს დამაკავშირეო გეუბნება რომ პროფესიონალები არ გვყავსო. ბოლოს კინაღამ დამავიწყდა ეს არის ფინანსთა სამინისტროს კონსულტაცია რომლის ნომერია 077 აქ ვაფშე ვერ მოქცემენ აზრიან პასუხს და გეუბნებიან რომ ალბათ შენ გაქო საბუთები არასწორედ და ამიტომ არ გატანენო. ბოლო იფორმაცია დღევანდელიც ასეთია რო ვიღაცა მალალეტკებმა ერთმანეთი რომ დაჭრეს ვითომ მაგის გამო მოხდა კანონის დამტკიცების შეჩერება და დაიწყო თავიდან გადახედვის პროცესი თუმცა ვინ და რომელმა პროფესიონალმა უნდა გადახედოს ეგ არ იციან . დაჭრაზე ეგეთი პასუხიც კი მივახალე რომ ქვით ბევრად დიდი ზიანის მიყენება შეილება მეთქი და მარემ ქვებიც აგრძალეთ თქო , მაგრამ რათ გინდა შეაყარე კედელს ცერცვი . მოკლედ თქვენთან მაქვს თხოვნა დარეკეთ და შეაწუხეთ ამ ნომრებძე ეს ხალხი ყოველდღიურად მაინც , მე ეგრე ვაკეთებ. და ეხლა არ ვიცი არის თუ არა პნევმატური იარაღის მოყვარულთა ფედერაცია და თუ არ არის მოდით დავაარსოთ რომ მცირედი ანგარიში მაინც გაგვიწიონ და კითხვის ღირსად მაინც ჩაგვთვალონ.
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 03:46 PM
პოსტი
#49
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 600 რეგისტრ.: 31-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zimbabve წევრი №: 755 |
zorg80 გასაგებია შენი გულისტკივილი აქაც ბევრია შენ მდგომარეობაში და გაურკვევლობაში იმათი იარაღიც საბაჯოზეა გაჩერებული........რაც შეეხება შენს მიერ წარმოდგენილ ნომრებს და გვარებს ეგ ყველა სამსახური ვიცით და თუ გადახედავ ფორუმზე თემებს რაც კანონზე და აკრძალვაზეა თვითონ დარწმუნდები რო საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვაქ მაგრამ შედეგი 0 ია იმიტო რო ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელებს და ვინ რას ადგენს ან რა იკრძალება არავინ არ იცის თვითონ......ამის გამო ჩვენც გვაქ ნერვები ბევრიც ვიმსჯელეთ ბევრიც შეაწუხეს ხალხი მაგრამ ბოლოს მაინც ლოდინის რეჟიმში ვართ რადგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ რა ტექნიკურ მაჩვენებლებზეა საუბარი ან როდის შედის ცვლილებები ან ვინ ადგენს და ასე შემდეგ
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 04:27 PM
პოსტი
#50
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 |
zorg80 მე არ ვარ ძალიან კომპეტენტური ასეთ საკითხებში, მაგრამ შენს ადგილას ასეთ რაღაცას ვიზამდი: მივიდოდი საბაჟოზე და მოვთხოვდი წერილობით ფორმაში უფროსის ხელმოწერით დამოწმებული საბუთი, რომელშიც მითითებული იქნება მიზეზი, რატომაც არ გატანენ შენს ნივთს. მიზეზში ზუსტად უნდა იყოს მითითებული კანონის შესაბამისი მუხლი ან შიდა ბრძანების საფუძველზე თუ არის, მაშინ ბრძანების ასლი უნდა იყოს დართული. მე მგონი ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. შემდეგ ამ საბუთით შეგიძლია იუსტიციის სამინისტროში მიხვიდე და თუ რამე არაკანონიერად არის იქ უფრო დაგეხმარებიან. თან თუ მართლა არც კანონშია შეზღუდვა და არც ბრძანება არ აქვთ, მაშინ დიდი შანსია რომ გადაიფიქრონ მარტო იმიტო რო საბუთს ითხოვ. ყოველ შემთხვევაში ესეთი მიდგომა მშვენივრად მუშაობს საგარანტიო სერვისების მიმართ, როცა არ უნდათ იმის გაკეთება რაც ევალებათ.
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 04:31 PM
პოსტი
#51
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(Quick @ 26th April 2011 - 05:27 PM) მე არ ვარ ძალიან კომპეტენტური ასეთ საკითხებში, მაგრამ შენს ადგილას ასეთ რაღაცას ვიზამდი: მივიდოდი საბაჟოზე და მოვთხოვდი წერილობით ფორმაში უფროსის ხელმოწერით დამოწმებული საბუთი, რომელშიც მითითებული იქნება მიზეზი, რატომაც არ გატანენ შენს ნივთს. მიზეზში ზუსტად უნდა იყოს მითითებული კანონის შესაბამისი მუხლი ან შიდა ბრძანების საფუძველზე თუ არის, მაშინ ბრძანების ასლი უნდა იყოს დართული. მე მგონი ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. შემდეგ ამ საბუთით შეგიძლია იუსტიციის სამინისტროში მიხვიდე და თუ რამე არაკანონიერად არის იქ უფრო დაგეხმარებიან. +1000
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 04:34 PM
პოსტი
#52
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
zorg80 თუკი ამდენი ბრძოლის შემდეგ ვერაფერს მიაღწიე,იქნებ სასამართლოში იჩივლო.მაგაზე არ გიფიქრია? ყველა ვარიანტში მოიგებ და თანხასაც გადაგიხდის საბაჟო მორალური ზარალისთვის. რაც შეეხება ფედერაციას ეგ უკვე არსებობს სახელწოდებით სპიმა. პრეზიდენტიც გვყავს და მოადგილეებიც. მაგრამ საბაჟოს ოფოფიანი მოხელეები უფრო მაგრები ჩანან ჯერჯერობით.
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 05:43 PM
პოსტი
#53
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 26-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,280 |
ციტატა(foxi @ Apr 26 2011, 05:34 PM) zorg80 თუკი ამდენი ბრძოლის შემდეგ ვერაფერს მიაღწიე,იქნებ სასამართლოში იჩივლო.მაგაზე არ გიფიქრია? ყველა ვარიანტში მოიგებ და თანხასაც გადაგიხდის საბაჟო მორალური ზარალისთვის. რაც შეეხება ფედერაციას ეგ უკვე არსებობს სახელწოდებით სპიმა. პრეზიდენტიც გვყავს და მოადგილეებიც. მაგრამ საბაჟოს ოფოფიანი მოხელეები უფრო მაგრები ჩანან ჯერჯერობით. კი ვფიქრობ მარა ალბათ უფრო დიალოგით ჯობია გადაწყვეტა. დღეს პრეზიდენტსაც მივწერე წერილი ამის თაობაზე და ვნახოთ აბა თუ გადაცემენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ისე ეგ პრობლემა თუ არ მოგვარდა დღეს მე და რამოდენიმე ადამიანს შეეხო და ხვალე ალბათ გაცილებით მეტს შეეხება პირადად .
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 06:53 PM
პოსტი
#54
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
zorg80 ციტატა(zorg80 @ 26th April 2011 - 06:43 PM) დღეს პრეზიდენტსაც მივწერე წერილი ამის თაობაზე და ვნახოთ აბა თუ გადაცემენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იმედია ჩამოყალიბებული და გამართული ტექსტი მიწერე ხომ არ გაგვიზიარებდი რა მიწერე პრეზიდენტს. მაგისთანა წერილის მიწერისას მარტო შენს საქმესკი არა მთელს პნევმო სამყაროს ეხები და ... ნე დაი ბოგ რაცხა ნიტოდ გაიგოს სულმთლად დეგვერხევა
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 07:10 PM
პოსტი
#55
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ja_ja 100% zorg80 გამოაქვეყნე ეგ წერილი.
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 07:33 PM
პოსტი
#56
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 26-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,280 |
საწყენად არ გეუბნებით მარა მეტი რაგა უნდა დაგვერხეს ამ თემასთან დაკავშირებით. წერილის გამოქვეყნებას არ ვაპირებ არავის არ გეწყინოდ უბრალოდ გეტყვით რომ მასში საუბარია იმ უსამართლობაზე რაც ამ სფეროში ხდება ,ხოლო რაც ხდება ეგ თქვენ ჩემზე კარგად იცით. ასე რომ ამ წერილის მეტი სადარდებელი არ განახოთ ღმერთმა.
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 07:53 PM
პოსტი
#57
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 600 რეგისტრ.: 31-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zimbabve წევრი №: 755 |
zorg80წერილი პირადულია რა თქმა უნდა უბრალოდ ჩვენც დაგეხმარებოდით ზოგიერთი საკითხის უფრო ჩამოყალიბებაში პნევმატიკასთან დაკავშირებით მაგ წერილისთვის ,ისე ადრესატმა მაგ წერილზე რეაგირება მოახდინოს 1% ია რადგან უამრავი წერილი რომელიც იგზავნება პრეზიდენტთან გადის შემოწმებას ადმინისტრაციაში და წერილში აღნიშნულ საკითხის და თემის მიხედვით შემდგომ ეგზავნება შესაბამის სამსახურებს ესაა სამინისტროები ან უშვალოდ ის სტრუქტურები რომლებიც მუშაობენ მსგავს საკითხებზე ,შემდგომ უკვე იმ სტრუქტურებში ხდება ამ წერილის გადახედვა და თუ აღნიშნული საკითხი არის პრობლემატური და აქვთ ბევრი გამოხმაურება შეიძლება მოახდინონ რეაგირება 30% ალბთობაა მაგისიც .....დღეში იმდენი წერილი შედის პრეზიდენტის სახელზე ყველამ ვიცით რო გამორიცხულია მაგ წერილების წაკითხვა ამიტომ ცდა ბედის მონახევრეაო გაგვიგია ყველას იქნება ჰა
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 08:39 PM
პოსტი
#58
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
მაა, კაი მორჩით , მალე მოგვარდება ყველაფერი
| |
> |
|
|
Apr 26 2011, 10:09 PM
პოსტი
#59
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
zorg80 ციტატა(zorg80 @ 26th April 2011 - 08:33 PM) საწყენად არ გეუბნებით მარა მეტი რაგა უნდა დაგვერხეს ამ თემასთან დაკავშირებით. საწყენი რა უნდა იყოს, მარა შენც ნუ მიწყენ, ჩემს ინტერესზე. უბრალოდ აქ დადებული ინფოს მიხედვით რაც შენ დაწერე, მთლად გამართული ეგ ტექსტი არ იქნებოდა და ზემოთ მოყვანილ 99 დაბრაკულ პროცენტში მოყვებოდა სავარაუდოდ.
| |
> |
|
|
Apr 27 2011, 10:10 AM
პოსტი
#60
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 26-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,280 |
ციტატა(ja_ja @ Apr 26 2011, 11:09 PM) zorg80 საწყენი რა უნდა იყოს, მარა შენც ნუ მიწყენ, ჩემს ინტერესზე. უბრალოდ აქ დადებული ინფოს მიხედვით რაც შენ დაწერე, მთლად გამართული ეგ ტექსტი არ იქნებოდა და ზემოთ მოყვანილ 99 დაბრაკულ პროცენტში მოყვებოდა სავარაუდოდ. ეგრე რათქმაუნდა არ მიმიწერია ,მაგრამ შენ თუ უკეთ იცი წერა მაშინ შენც მიწერე და სხვა უკეთესად მწერალმა საზოგადოებამ რომელსაც საერთოდ გული შესტკივა? ამ თემაზე. ან ის მაინც დაწერეთ ვინ რა მოიმოქმედეთ საქმის გამოსასწორებლად , თორე აქ ისე გამოდის რომ მე მიკეტებთ კორექტირებას ისევე საერთო საქმის საზიანოთ და არა პირიქით.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:24 PM |
Hosted by Pro-Service |