FAQ ყველასთვის ვინც პირველი შაშხანის ყიდვას აპირებს, წაიკითხოს ყველა ახალბედამ!!! :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
FAQ ყველასთვის ვინც პირველი შაშხანის ყიდვას აპირებს, წაიკითხოს ყველა ახალბედამ!!! :) |
Feb 22 2009, 03:56 PM
პოსტი
#1
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
პნევმატიკა ახალბედებისთვის კანონი დავიწყოთ იქედან? რომ საქართველოს ტერიტორიაზე, შეიძლება შეიძინო, შეინახო და ატარო, სპეციალური ნებართვის გარეშე, პნევმატური იარაღი, მხოლოდ 4.5 კალიბრის. ეს არის დოგმა დადგენილია საქართველოს კანონით. ყალიბი გავრცელებული 4.5მმ (.177) - თის გარდა, პნევმატიკაში არსებობს კალიბრების დიდი სპექტრი. ყველაზე საინტერესოა მათ შორის 5.5მმ (.22) ასევე არსებობს 6.35მმ, 9მმ 0.45", 0.50" და სხვა. 4.5 და 5.5 -კალიბრების გარდა, ტყვიების ძალიან ცუდი არჩევანია (არა მარტო საქართველოში, საუბარია მსოფლიოზე, საქართველოში მხოლოდ 4.5-ის არჩევანია, იშვიათად რომ რომელიმე მაღაზიაში ან ბაზრობაზე 5.5 კალიბრს გადააწყდეთ). სიმძლავრე საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში, შეზღუდულია მხოლოდ კალიბრი. ყველაფერი 4.5-ზე ზემოდ ექვემდებარება ჩამორთმევას არაკანონიერია (მართალია 2010 წლის ზაფხულში ახალი მოდიფიცირებული კანონი იყო მიღებული, რომლის მიხედვითაც ნებადარული იყო პნევმატური იარაღი როგორც 4.5 კალიბრში ასევე 5.5 კალიბრში. ეს კანონი ა 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაშია,სამწუხაროდ, კანონში ერთი პატარა ხარვეზია, კერძოს, მინაწერია რომ იარაღის კლასებს და სპეციფიკაციებს ცალკე ორგანო ანუ სტანდარტების ეროვნული სააგენტო განზასღვრავს ... სამწუხაროდ ამ სააგენტომ თავი ვერ მოაბა 1.5 წლის განმავლობაში სტანდარტების ჩამოყალიბებას, რის გამოც დღესდღეისობით საქართველოში, საერთოდ ვერანაირი კალიბრის პნევმატური იარაღი ვერ შემოდის, კურიოზია, მაგრამ ფაქტია. ასე რომ ჯერჯერობით საზღვარგარეთიდან პნევმატიკის გამოწერაზე თავი შეიკავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი იარაღი იქნება ჩამორთმეული საბაჟოს მიერ, და სტანდარტების საბოლოდ ჩამოყალიბებამდე შეინახება საბაჟოს საწყობში... სამწუხაროდ არა ერთი ასეული და ათასეული ეგზემპლარია უკვე გაჩერებული საბაჟოზე და რეალური თარიღი თუ როდის იქნება მისი მიღების შესაძლებლობა არავინ არ იცის). ამ მომენტისთვის პნევმატური იარაღის სიმძლავრე შეზღუდული არ არის. იარაღის პიპი ამ მომენტისთვის არსებობს, პნევმატური იარაღის 4 ძირითადი ტიპი: 1) - ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა. წარმოადგენს, ყველაზე გავრცელებულ ტიპს, გრძელლულიან პნევმატურ იარაღში. გასროლისთვის მომზადება, ხდება ზამბარის შეკუმშვის გზით, რომელიც თავის რიგში აწვება დგუშს, რომელიც ტუმბავს ჰაერს ცილინდრში. არსებობს ზ.დ.პ. - ს 2 ძირითადი ტიპი. პირველი - ეგრეწოდებული "გადასატეხები". გადასატენი ბერკეტი, ამ შაშხანებში არის ლულა, რომელიც "ტყდება". ტიპიური წარმომადგენელია იჟ-38, ანუ ყველასთვის კარგად ნაცნობი "ტირის თოფი". მეორე - გვერდითა ან ლულისქვეშა ბერკეტით (ვინც ვერ მიხვდა საუბარია "რიჩაგზე"). შაშხანების ამ ტიპში, გადატენვა მიმდინარეობს, ცალკე არსებული ბერკეტით, რომელიც არის ან ცილინდრის გვერდზე დამონტაჟებული, ან კიდე ლულის ქვეშ. ტიპიური წარმომადგენლები იჟ-60/61, Gamo-ს CFX. არსებობს საკამათო აზრი, რომ მეორე ტიპი არის უფრო საიმედო და ზუსტი, იქედან გამომდინარე რომ ლულა არის მყარად ფიქსირებული, მაგრამ შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი მაგალითები, ძალიან მაღალი კლასის და ხარისხის "გადასატეხების". მოდელების მრავალფეროვნება და ფასების ფართო სპექტრი (100-დან უსასრულობამდე), ხდის შაშხანების ამ კლასს ძალიან მიმზიდველად, მოყვარულების დიდი ნაწილისთვის. ყურადღება!!! ზ.დ.პ. საშხანებს აქვს საკმაოდ ძლიერი უკუცემა, და ის უკუცემა, ცეცხლსასროლისგან განსხვავებით, მიმდინარეობს როგორც გასროლის საწინააღმდეგო მხარეს ასევე გასროლის მხარესაც კი. აქედან გამომდინარე, ზ.დ.პ. შაშხანებზე საჭიროა, განსაკუთრებული, სპეციალურად ზ.დ.პ.-სთვის გათვლილი ოპტიკის და მაღალხარისხიანი სამაგრების დაყენება. ხშირად მაგნუმ, კლასის ზ.დ.პ.-ზე გამოიყენება არა რგოლები ამრამედ "მონობლოკები" კრონშტეინები, მაღალი სიმყარისთვის. პრაქტიკულად ყველა ზ.დ.პ. შაშხანა ექვემდებარება აპგრეიდს, და გამოსცემს ქარხნულიდან ბევრად უფრო მაღალ ტ.ტ.მ. (ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები). 2) - შაშხანები, გაზის წინასწარი დატუმბვით. კონსტრუქციულად ეს საშხანები წარმოადგენენ ლულას რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო კლაპანით რეზერვუართან, რომელშიც წინასწარ არის დატუმბული წნევით აირი. იარაღის ეს ტიპი ბევრად ძვირია ვიდრე ზ.დ.პ., თან კიდე საჭიროებს დამატებით ხარჯებს, სპეციალური მაღალი წნევის ნასოსის ყიდვაზე, ან მაღალი წნევის ავზებს (ანუ ბალონებს), შაშხანის დატუმბვისთვის. სამაგიეროდ, PCP ჯობნის ზ.დ.პ.-ს ბევრი პარამეტრით. ზ.დ.პ.-სგან განსხვავებით PCP-ს არ აქვს: უკუცემა; არსებობს მრავალ"ვაზნიანი" ვარიანტებიც; შეუძლია განავითაროს უფრო დიდი გასროლის ენერგია; შეუძლია იყოს უფრო მსუბუქი, კომპაქტური ერთი და იგივე სიმძლავრით; აქვს მექანიკური ნაწილების უფრო დიდი რესურსი და ბევრი სხვა. აპგრეიდის ვარიანტები უამრავია. უმარტივესი, გადამშვების დიამეტრის გადიდებიდან და ზამბარა-დამრტყმელის რეგულირებიდან რედუქტორის დაყენებამდე. 3) - იარაღი, რომელშიც გასროლასთან მომზადება ხდება წინასწარი ჰაერის დატუმბვით, ხელის კომპრესორით, რომელიც დამონტაჯებულია შაშხანაზე. დატუმბვის პროცესი არის ერთი ან რამოდენიმე "დატუმბვა", ბერკეტით რომელიც, როგორც წესი მასკირებულია კონდახის ნაწილად. ყველაზე ცნობილია ჩვენთან, კომპრესიული იარაღის მწარმოებელი, კომპანია Crosman (USA). მინუსებიდან შეიძლება აღვნიშნოთ, უფრო დიდი დრო გასროლამდე მომზადების, იარაღის წინა ორ ტიპთან შედარებით. როგორც წესი, ასეთი იარაღი ექვემდებარება ტიუნინგს, მაგრამ სიმძლავრე რჩება შეზღუდული, კონსტრუქციული თვისებების გამო. ბევრი ოსტატი აკეთებს ამ იარაღის PCP-თი გადაკეთებას. 4) - იარაღი რომელშიც, ენერგიის წყარო - სტანდარტული CO2 ბალონებია, ან სპეციალური მრავალდამტენიანი ბალონები, რომლებიც იტენებიან ნახშიროჟანგით. ამ იარაღის ძირითადი მიმართულება, როგორც კომპრესიულების - გასართობი სროლა (Plink), და მათი სიმძლავრე, როგორც წესია, არ აღემატება 7.5 ჯოულს. საბრძოლო მექანიზმის კომპაქტურობა, უბიძგებს მწარმოებელს, მრავალი, ნამდვილი იარაღის, რეპლიკის (კოპიოს) გაკეთებისკენ. ჩვენთან ეს იარაღი არც თუ ისე გავრცელებულია, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაბალი ენერგეტიკა აქვს და გასროლის დიდი ღირებულება. საჭიროა კიდე, გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთ CO2-ის მინუსი - საკმაოდ დიდი დამოკიდებულება გასროლის ენერგეტიკის, გარემოს ტემპერატურაზე. CO2 იარაღის აპგრეიდი/ტიუნინგი, შესაძლებელია... მაგრამ თუ თქვენ გესაჭიროებათ მაღალსიმძლავრიანი იარაღი, მე გირჩევდით გაჩერდეთ პირველ 2 ვარიანტზე. დასკვნები: თუ თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ პნევმატური შაშხანის ყიდვა, სანამ გახსნით თემას ფორუმზე კითხვით "პნევმატიკა მინდა, მირჩიეთ რა ვიყიდო", აუცილებლად საჭიროა წაიკითხოთ ეს თემა და გადაწყვიტოთ თავისთვის რამოდენიმე კითხვაზე პასუხი: 1) იარაღის გამოყენების მიზანი - ნადირობა, პლინქი (გართობა), სპორტი. 2) ყალიბი - შეგახსენებთ, ყველაზე გავრცელებულია 4.5 მმ და 5.5 მმ. 3) იარაღის ტიპი - ზემოდ აღნიშნულებიდან... 4) ყიდვის სავარაუდო ბიუჯეტი - სასურველია ნაცნობ ვალუტაში. მერწმუნეთ, თუ თქვენ, კითხვაში მიანიშნებთ ეს 4 მომენტი, მით უფრო პროფესიონალური რჩევის გაკეთების საშუალება იქნება შესაძლებელი. აპგრეიდტან დაკავშირებით კითვამდე, სასურევლია შეიხედოთ ამ განყოფილებაში მადლობთ ყურადრებისთვის!
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:12 PM |
Hosted by Pro-Service |