გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სანადირო აღჭურვილობა, ბილოკლი, კამუფლაჟი და...
ja_ja
პოსტი Jul 1 2010, 01:59 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ გამოვიწერე რაღაც ნივთები და მინდა გაგაცნოთ მათი შესაძლებლობები.

გამოვიწერე 2 ნივთი ერთი ბინოკლი, მეორე კომუფლაჟის ფირი "ლენტა", დეტალურად მივყვეთ ყველაფერს.

პირველი ბინოკლი, მინდოდა რაღაც მარტივი ასე 6, 8 მაქსიმუმ 10 ჯერადობის ბინოკლი, პატარა და მსუბუქი. სუფთა სანადირო თვალსაზრისით. ხანდახან გინდა ხე ან ბუჩქი შეათვალიერო და ოპტიკიდან ობიექტის ძებნა ყოველთვის მოსახერხებელი არაა. ასე იყო თუ ისე შევაჩერე არჩევანი იაფიან მოდელზე, თან აღმოვაჩინე რომ ცვალებადი ჯერადობა აქვს, 7-21. მოკლედ ეს არის Barska-ს მოდელი ამერიკაში ღირს 29.99$, ტრანსპორტირების წონა გამოვიდა 1.1 კილო ანუ უხეშად კიდევ 8-9$ დაამატეთ და გამოდის 38-39$.

ახლა მოვყვეთ რა მივიღე ამ ფასად:

ეს არის კოლოფი, სხვათაშორის საკმაოდ პატარაა ასე რომ შიშები იმის შესახებ რომ დიდია გაქრა კოლოფის დანახვისთანავე.



ეს კი დეტალური მარკა, მოდელი, თაობა თუ კლასი და ასე შემდეგ.



ბილოკლი გამოიყურება აი ასე:



მოყველა წინა და უკანა ოკულარების ხუფები, თუმცა დასამაგრებელი არ აქვს, ასე რომ თუ მოხსენი სავალე პირობებში, ან სადრაც შორს უნდა შეინახო, ან უნდა გადაყარო. საველე პირობებში სადღაც ჯიბეში ძრომიალი და ხუფების მოძებნა ცოტა არ იყოს და მაგარი მოუხერხებელია.

წინა ობიექტივები წითელი საფარველით გამოირჩევა, ანუ მზის სხივმა რომ არ მოჭრას ხედი



რამდენად ხარისხიანადაა საფარველი დატანილი ამას დრო გვიჩვენებს

ეს კი სამუშაოდ გამზადებული ბინოკლი



როგორც წესი აქვს ცენტრალური ფოკუსის გასასწორებელი სამოძრაო რგოლი, აქვს მარჯვენა თვალის რეგულირების დამოუკიდებელი შესაძლებლობა, ანუ თუ თვალებში შაშუბეში გაქვს, შეგიძლია მარჯვენა თვალი დახურო, გაასწორო მარცხენაზე სასურველი ხედი, შემდეგ დახურავ მარცხენა თვალს და გაახელ მარჯვენას, ამჯერად მხოლოდ მარჯვენა ოკულარს გაასწორებ ისე რომ მკაფიოდ ჩანდეს ყველაფერი და მორჩა შეგიძლია ორივე თვალი გამოიყენო, გამოსახულება ფოკუსში იქნება.

პლიუს აქვს კიდევ ერთი დანამატი, დააკვირდით მარჯვენა ოკულართან პატარა ამოშვერილი "რიჩაგია", მისი მოძრაობით შეიძლება ჯერადობის მომატება დაკლება, ანუ შიგნით ლინზების ნაკრები ცალკე კაფსულაში ზის და ამ "რიჩაგის" გადაადგილებით ხდება კაფსულის მიწევა დაწილება, შედეგად გერადობა იცვლება. საკმაოდ კაი რაღაცა smile.gif

აი ახლოდან ჯერადობის ვარიაციები (მინიმალური და მაქსიმალური ჯერადობა):





ხელში საკმაოდ მოსახერხებელი დასაჭერია, პატარაა და არც თუ ისე მძიმე, მოკლედ კოხტა შტუკაა. სხვათაშორის მოყვა კიდევ ჩამოსაკიდებელი ქამარი (შესაბამისი ყურები აქვს ბინოკლს) და მოყვა ტავისი ჩასადები ჩანთაც. აგერაა მთელი კომპლექტაცია რაც კოლოფში დევს:



ესეც ჩასადები ჩანთის ხედები:





მართალია რაღაც მინი სიამოვნება არის რომ მწარმოებელი რაღაცას გაძლევს, მაგრამ რეალურად ეს ჩანთა მემგონი გამოუდეგარი დეტალია, იაფიანი მოდელია რათ უნდა ახლა ამას კიდევ ჩანთა და ასე შემდეგ, ჩააგდე ზურგჩანთაში და მორჩა რა საქმე, მე შენ გეტყვი დიდიად დაიცავს თუ რა, მტვერი და ნაგავი საველე პორობებში მაინც მოხვდება ლინზებზე... მოკელდ არის რა smile.gif, მარა რისთვისაა... it's a big, big question.

ჰო ახლა რამდენად ამართლებს თაცვის საქმეს? ნუ რადგან იაფიანი მოდელია ავტომატურად იგულისხმება რომ დიდი ვერაფერი ვერ უნდა იყოს და ეგრეც არის. ანუ 7 ჯერადობაზე ყველაფერი კარგად ჩანს, ვერ ვიტყვი უმაგრესი ხედია, მეთქი, მაგრამ სუფთა კარგი ლინზებია ყველაფერი ჩანს, აი აწევისას კი პრობლემები ჩნდება, 14-15 ჯერადობამდე ყველაფერი ნორმალურადაა ჩემის აზრით 16 ჯერადობა ასევთქვათ "პატალოკია" ამ ბინოკლისთვის, მერე იწყება Blur-ვიზიონ.

რაც არ უნდა ეჩალიჩო, სუფთა ხედს ვერ მიიღებ, ვერც წინა რეგულირებით ვერც სხვა ვერაფრით. თუ გინდა ცალ ოკულარში გაიხედე, მაინც არ არის სუფთა ხედი. ვერ ვიტყვი თვალებს დაგთხრისთქო, მაგრამ 2-3 წუთი დაჟინებული ყურების მერე ხვდები რომ თვალები დაძაბულია და იღლება.

მე რა მიჭირს ასე თუ ისე მაქვს ოპრიკასთან შეხება, ძველი რუსული სამხედრო ბინოკლიც მაქვს სახლში, მაგრამ აი თანამშრომლებმა გუშინ პირვალეად დაიჭერეს ხელში 21-ჯერადობა (ვაბშეტა ეგ ცალკე თემაა არის კია რეალური 21???), ესეიგი აღფრთოვანების ზღვა გადმოინთხა, სიხარულის წივილი, თვალების დათხრამდე ხალხის თვალიერება და გოგოების ფეხებზე პრიშიკების თვალიერება biggrin.gif, მხოლოდ ერთი მიხვდა სადღაც 40 წუთი ჩაშტერებული ყურების მერე რომ რაღაც ნიტოა და თვალები ეტკინა smile.gif

დასკვნა:
იაფიანი ვარიანტია, ასე რომ ბევრს არც ველოდი, მინდოდა მაქსიმუმ 10-ის ჯერადი, და გამოვიდა რომ სადღაც 15-16 ჯერადი მაქვს, smile.gif რეალურად კი 14-ის ჯერადი. ასე რომ ნორმალური შენაძენია. 1-2 კვირა მოვუწყობ საველე ტესტირებებს თუ არ გაამართლა ჩანაფიქრი და... კარგად მიყოლოს mymarket-ის ადმინისტარცია, მანდ ისეთ ხალხს ვნახავ რომ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ახლა კი გადავერთოთ კომუფლაჟის ლენტაზე. არ დავმალავ Davitus-ის იდეა მომეწონა, ანუ ტავის დისკოს რომ ნაჭერი შემოახვია, მაგრამ ცოტა უფრო ცივილური ფორმის მიცემა მინდოდა ამ საქმისთვის. ამიტომაც ვიყიდე აი ასეთი კომუფლაჟის ლენტა:



საკმაოდ ფართე რაღაც აღმოჩნდა თითქმის 5 სანტიმეტრია, სიგანეში და 20 იარდი, ანუ 18 მეტრი... კაი სიგრძეა smile.gif



დაჯდა ეს ბედნიერება 10$ ნუ პლიუს ჩამოტანის თანხა 400 გრამიმ უხეშად 4$ სულ 14$, იდეაში მე ჩემს შეცდომას აღარ გავიმეორებ, რადგან იგივე ფორმის ლენტა გუში აღმოვაჩიე "მაგნუმ"-ის საიტზე და მაგდაგვარი ლენტა არის 2 ცალი, 1 ღირს 12 ლარი, ემორე 17 ლარი. მართალია ციგრძე სიგანე არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ლენტა უხესად დამიჯდა 25-26 ლარი, ამშინ როდესაც 2-ჯერ იაფად აქაც არის smile.gif იშვიათი შემთხვევაა...



გახსნილი ლენტა წააგავს ნაჭრის იზოლენტას, პროსტა ნახატია სხვა smile.gif, ხედაპირი რაღაც სტრანნია, წვრილად მოქსოვილ ბინტს წააგავს



ზედაპირეზე დატანა შემდეგნაირია, უნდა აიღოთ და დაახვიოთ იმ ზედაპირზე რომელზეც გინდათ მისი დატანა. ცალი მხარე წებოვანია, და როგორც მწარმოებელი და მთელი იუტუბი ამბობს არ ეწეპება თოფის ზედაპირს და მოხსნისას არ ტოვებს კვალს.. ხრენ ივო ზნაიტ ეგ გასასინჯია.



იდეაში მე ცოტა სხვანაირ ლენტას ველოდებიდი, ეს რაღაც ნამეტანი გეომეტრული ფორმისაა და რაღაც ძონძების და ნაჩალიჩარის ეფექტს არ იძლევა. მემგონი ნაჭერი ჯობია ისევ, მაგრამ რა ნაჭერი უნდა გამოვიყენო ჯერ არ ვიცი, ამ ლენტას ჯერ დავიტოვებ, გაყიდვით ამას mymarket-ზ ეალბათ ვეღარ გავყიდი რადგანაც უკვე გავხსენი. ნუ კაროჩე ვახოთ რა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
3 გვერდი V  < 1 2 3  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (40 - 45)
foxi
პოსტი Feb 24 2011, 07:32 PM
პოსტი #41


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ასეთი ფორმა მინდა. თქვენ რას ფიქრობთ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Hellados
პოსტი Feb 25 2011, 03:46 PM
პოსტი #42


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 8-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 352



ციტატა(foxi @ Feb 24 2011, 08:32 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ასეთი ფორმა მინდა. თქვენ რას ფიქრობთ?

კაი ზმანებია მარა ჩვენს პირობებში ცოტა ნათელი ფერები ხომ არაა? ჩვენტან მაინც მომწვანო/ჭაობსიფერი უფრო პრაქტიკული იქნება ალბთ სახმარად

აუ ეს ბათინკები მომეწონა (უფრო ფასი 30$ biggrin.gif) ნახეთ რა ვიდზეა

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Aug 3 2012, 12:58 PM
პოსტი #43


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ორი დღის წინ გუდვილში შევიძინე ეს კომუფლირებული ლენტა. ქონდათ 7 ლარიანი (სიგრძე 4მ) და 12 ლარიანი (სიგრძე 10მ) 7 ლარიანი ბინტივით იყო წებოვნების გარეშე და არ ვიყიდე რადგან ის მთლიანად უნდა შემომეხვია თოფზე. ანუ ვერ მოჭრიდი პატარ პატარებად და ცალკეულ ადგილებზე ვერ იხმარდი რა. თანაც პცპ-ზე ხომ ლულას ცალკე უნდა დაახვიო და რეზიკს ცალკე ისე რომ ერთმანეთს არ შეეხონ.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


საბოლოოდ გამოვიდა ასეთი ვარიანტი. ახლა არც არც წიწვების შემეშინდება და არც ეკლიანი ბარდების smile.gif ტყესაც კარგად შეერწყმება ფერებში და უფრო მეტად უჩინარი გავხდებიsmile.gif მერე ცოტა ხელოვნურ ფოთლებს ჩავურთავ ალაგ-ალაგ.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 3 2012, 03:42 PM
პოსტი #44


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
კაი კომუფლაჟია, უბრალოდ მემგონი რვიანთან რომ გადაბინტე კონდახი და ლულა, მაგი გექნება დასაცალკავებელი....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
sekurifa
პოსტი Aug 3 2012, 03:56 PM
პოსტი #45


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ციტატა(ja_ja @ 3rd August 2012 - 04:42 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რვიანთან რომ გადაბინტე კონდახი და ლულა, მაგი გექნება დასაცალკავებელი....

რატო იმოქმედებს ვითომ? მაქ ხომ ორი რვიანია და მყარი ადგილია? ლულას არცკი ეხება ლენტა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 3 2012, 04:15 PM
პოსტი #46


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



sekurifa
რავიცი რა გითხრა მე უბრალოდ რაც მაქვს, თოფები ყველაზე ლულა გამოკიდებულია, ერთი დისკო მყავს დაბმული და რავიცი მაგაზეც ვფიქრობ რამენაირად ავხსნა რომ დამოუკიდებელი იყოს.

ნუ შეიძLება წიკი მაქვს, უკვე, მაგრამ რავიცი რომ ვუყურებ დაბმულ ლულებს, მაჟრიალებს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V  < 1 2 3
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 03:21 AM
Hosted by Pro-Service