Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Artemis PP700S-A 177, Artemis PP700S-A |
Jan 14 2019, 05:15 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A. წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ. პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა. პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
| |
> |
|
|
Nov 29 2019, 08:16 AM
პოსტი
#2
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 322 რეგისტრ.: 29-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: მაღარო წევრი №: 2,176 ქალაქი:სიღნაღი |
gela სალამი გელა. ტყვიებს არ ვგულისხმობ. ეხლაც მაქვს ლუმანის ტყვიები. სანადიროდ ნორმალურია.პისტოლეტს ვგულისხმობდი, თუმცა არ მიზიდავს პისტოლეტიდან სროლა, არც ღია სამიზნით. მაგ აგრეგატს თუ შევიძენ ოპტიკას და კონდახს დავუყენებ. მაგ მიზნით ვიყიდე 1377 და მიდევს. იშვიათად ეზოში ვისვრი, თუმცა ვერ ვკაიფობ. პისტოლეტი საერთოდ არის სასაუბრო დისტანციაზე სროლისთვის. თუმცა ზოგს მოსწონს პისტოლეტიდან სროლა.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th May 2024 - 05:47 PM |
Hosted by Pro-Service |