ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
May 15 2018, 04:44 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
სალამი მეგობრებო. შევიძინე ახალი აგრეგატი, სახელწოდებით ARTEMIS P15 (ბულპაპი). ზოგადად ცოტა ცუდი შეხედულების ვარ ბულპაპებზე, რადგანაც მიჭირს ზუსტი სროლა, მაგრამ ამ ბულპაპმა მომხიბლა და რატომ. დავიწყებ გაბარიტებით... სიგრძე-68სმ, სიმაღლე-20სმ, სიგანეში-4სმ. რეზერვუარი 265კბ და სამუშაო წნევა მწარმოებელს მითითებული აქვს 250ბარი, მაგრამ მაინც 200ბარზე მეტით არ დამიტენია. რეზერვუარში განთავსებულია რედუქტორი. ლულის სიგრძე 450მმ, ინტეგრირებუილი შრაუდერით და ამ ყველაფრის წონა 2080გრ!!! მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი. ვიზუალურად წააგავს დიანას ახალ მოდელს და რაპტორს. მჭიდში 11 ვაზნა ეტევა. ესეც ფოტო ფიშტომ საკმაოდ კარგი შედეგები მომცა, როგორც იტყვიან ყუთიდან ამოვიღე და მოვსინჯე ჯგუფები. ქრონში სიჩქარე მიჩვენა 275მ/წ. არც ფასკა გამიკეთებია და არც სასხლეტი დამირეგულირებია. ჯგუფები იმდენად გასაკვირი იყო, რომ გადავწყვიტე თან ვიდეოც გადამეღო. გადაღების გამო ვერ მივიღე ისეთი შედეგები რაც თავიდან. ამიტომ მაინც დავდებ ამ ვიდეოს და მის ფოტოებს. მოკლედ მანძილი 25მეტრი. სიჩქარე 275-270მწ. ტყვია ჯსბ-0,67. საყრდენი- ბალიშები. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მეტი უკეთესი არ გამომივიდა https://radikal.ru/video/NnYWkAAtUBE https://radikal.ru/video/IDcLgJvhVlT https://radikal.ru/video/yltNS0gUUEF https://radikal.ru/video/34aw7vnDdI2
| |
> |
|
|
May 31 2018, 04:45 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი |
მეც დავწერ და დავამატებ 2 სიტყვას გიგას ნაწერს, როგორც დღევანდელი დღის მონაწილეს. პირველი შეხედვისას რამაც გამაკვირვა ეს იყო ზომები, მომცრო ტიპია. ხელში რო დავიჭირე წონითაც საკმაოდ მსუბუქია. კარგათ ზის ხელში. სროლისას პირველი მომენტი რაც დავიჭირე ეს იყო ჩემთვის პირადად პროგნოზირებადი სასხლეტი, მე დისკავერი მაქვს და ვერ შევადრი ამ კუთხით. მოზიდავ სასხლეტს და თითქმის იცი სად გავარდება. აი ის მეორე საფეხურის ძალა მომეწონა, პაუზას რო აკეთებს და შემდეგ ბახ. მოკლედ მომეწონა სასხლეტი. სასხლეტის შეფასება ინდივიდუალურია. ვის როგორი მოსწონს და აკმაყოფილებს. აქამდე შეხება მქონია ვაირაუხის ზედეპე სასხლეტთან, თუ არ ვცდბეი რეკორდი უნდა ეყენოს. ხო რაც შეეხება უკვე სროლას, საერთოდ პირველად ვისროლე ბულპაპი, ესეთი მსუბუქი და თან ასევე პირველად ბალიშებიდან. ასევე პირველად ქაღალდზე 90 და მითუმეტეს 130 მეტრზე. სროლის მომენტში რაც დავიჭირე და მივხვდი იყო ის რო თოფი მაქსიმალურად ერთნაირად და ჭიდაობის გარეშე უნდა ისროლო, როგორც კი ცოტა ჭიდაობას ვიწყებდი რო როგორმე ჩემს ჭკუაზე დაქაჩვებით დამემიზნებინა მაშინ ირეოდა. ყველაზე კარგი ჯგუფები ზევით სურათებშიც სწორედაც რო თავის ნებაზე მიშვების შემდეგ არის გაკეთებული. საბოლოოდ მე პირადად მომეწონა, სტაბილურად ისვრის რა სიზუსტეც აქვს იმას. დამუღამებით, აუჩქარებლად და ვარჯიშის შემდეგ უფრო დასტაბილურდება, ჩემი აზრით პოტენციალი აქვს. 50 და 90 მეტრზე ნასროლმა ისე "გაგვათამამა" რო შენობის ბოლოში, 130 მეტრზე გადავედით. თან 130 მეტრზე ფურცელზე კი არა ბოთლზეც კი არ მისვრია არასდროს. სულ ბოლოს ჯგუფის სურათს დავდებ, ვისაც გინდათ დაიჯერეთ ვისაც გინდა ნუ დაიჯერებთ. მეც ეჭვი მეპარება 90 მეტრზე ნასროლი ხომ არ არის მეთქი. მაგრამ არა 130 მეტრია. აი ეს ჯგუფი მივიღეთ 130 მეტრზე.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th April 2024 - 05:10 AM |
Hosted by Pro-Service |