ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ARTEMIS P15, ARTEMIS P15 |
May 15 2018, 04:44 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
სალამი მეგობრებო. შევიძინე ახალი აგრეგატი, სახელწოდებით ARTEMIS P15 (ბულპაპი). ზოგადად ცოტა ცუდი შეხედულების ვარ ბულპაპებზე, რადგანაც მიჭირს ზუსტი სროლა, მაგრამ ამ ბულპაპმა მომხიბლა და რატომ. დავიწყებ გაბარიტებით... სიგრძე-68სმ, სიმაღლე-20სმ, სიგანეში-4სმ. რეზერვუარი 265კბ და სამუშაო წნევა მწარმოებელს მითითებული აქვს 250ბარი, მაგრამ მაინც 200ბარზე მეტით არ დამიტენია. რეზერვუარში განთავსებულია რედუქტორი. ლულის სიგრძე 450მმ, ინტეგრირებუილი შრაუდერით და ამ ყველაფრის წონა 2080გრ!!! მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი. ვიზუალურად წააგავს დიანას ახალ მოდელს და რაპტორს. მჭიდში 11 ვაზნა ეტევა. ესეც ფოტო ფიშტომ საკმაოდ კარგი შედეგები მომცა, როგორც იტყვიან ყუთიდან ამოვიღე და მოვსინჯე ჯგუფები. ქრონში სიჩქარე მიჩვენა 275მ/წ. არც ფასკა გამიკეთებია და არც სასხლეტი დამირეგულირებია. ჯგუფები იმდენად გასაკვირი იყო, რომ გადავწყვიტე თან ვიდეოც გადამეღო. გადაღების გამო ვერ მივიღე ისეთი შედეგები რაც თავიდან. ამიტომ მაინც დავდებ ამ ვიდეოს და მის ფოტოებს. მოკლედ მანძილი 25მეტრი. სიჩქარე 275-270მწ. ტყვია ჯსბ-0,67. საყრდენი- ბალიშები. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მეტი უკეთესი არ გამომივიდა https://radikal.ru/video/NnYWkAAtUBE https://radikal.ru/video/IDcLgJvhVlT https://radikal.ru/video/yltNS0gUUEF https://radikal.ru/video/34aw7vnDdI2
| |
> |
|
|
May 16 2018, 02:42 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
ხ.მ.ე.ლ.ო რაღაც არასწორად მიმაჩნია ჯერ შედარება ამ ორი განსხვავებული სისტემის ერთმანეთან. ლულის ფიქსაციის გარდა. არსებობს ვიბრაცია ზამბარის, ასევე უკუცემა, სიჩქარის ზღვარი დონე. ნუ ამზე ბევრიც არის განხილული. ზოგადად არამართებულია ამ ორი სხვდასხვა კონსტრუქციის შედარება, მერე რა რომ ორივე პულკებს ისვრის ეხლა თავად ამ მოდელზე გადავალ, ვინ თქვა რომ ლულა არასათანადოდ არის ფიქსირებული ან მოძრაობს? ის ფიქსირებულია ხიდის მეშვეობით 2 პოზიციაზე. არც თქვენს აზრს ვეთანხმები, რომ ლულა უნდა იყოს ჩაპრესილი. ვფიქრობ, რომ საჭიროა უბრალოდ მყარად იჯდეს კოლოფში
| |
> |
|
|
May 16 2018, 03:25 PM
პოსტი
#3
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,361 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,257 ქალაქი:თბილისი |
ხ.მ.ე.ლ.ო რაღაც არასწორად მიმაჩნია ჯერ შედარება ამ ორი განსხვავებული სისტემის ერთმანეთან. ლულის ფიქსაციის გარდა. არსებობს ვიბრაცია ზამბარის, ასევე უკუცემა, სიჩქარის ზღვარი დონე. ნუ ამზე ბევრიც არის განხილული. ზოგადად არამართებულია ამ ორი სხვდასხვა კონსტრუქციის შედარება, მერე რა რომ ორივე პულკებს ისვრის ეხლა თავად ამ მოდელზე გადავალ, ვინ თქვა რომ ლულა არასათანადოდ არის ფიქსირებული ან მოძრაობს? ის ფიქსირებულია ხიდის მეშვეობით 2 პოზიციაზე. არც თქვენს აზრს ვეთანხმები, რომ ლულა უნდა იყოს ჩაპრესილი. ვფიქრობ, რომ საჭიროა უბრალოდ მყარად იჯდეს კოლოფში მე თოფებს კი არ ვადარებ? ჰო და თუ თვლი რომ არასწორია მათი შედარება რადგან პცპ ვაფშე სხვა სისტემაა და ზედეპე მასთან ახლოსაც ვერ მოვა, მითუმეტეს იზრდება მაგ პცპ-ს ნაკლის ხარისხი. თუ არც ვიბრაციაა აქვს, არც უკუცემა და მოკლედ რომ ვთქვათ ზე თოფია, მითუმეტეს არ უნდა უმაგრდებოდეს ეგ ლულა მაგ 2 ტილიანი კრონშტეინით. კრონშტეინით დამაგრება მეორეხარისხოვანია, პირველხარისხოვანი ის არის რომ თვითონ კოლოფში უნდა ჰქონდეს ლულა მყარად. ჰატსან ათ 44-ს კრონშტეინის მაგივრად პლასმასი აქვს შემოკრული რეზერვუარზე და ამავე პლასტმასშია ჩაყოლებული ლულა და ეგ იჭერს შუაში, მაგრამ ეგ მეორეხარისხოვანია, იქედან გამომდინარე რომ რაც მთავარია კოლოფში უზის ლულა მყარად. (რამდენადაც ვიცი)
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th April 2024 - 07:04 AM |
Hosted by Pro-Service |