დაგეგმილი და მაგარი გასვლის რეპორტი, 4 დეკემბერი 2011 წელი, მაგრა ცივა... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
დაგეგმილი და მაგარი გასვლის რეპორტი, 4 დეკემბერი 2011 წელი, მაგრა ცივა... |
Dec 10 2011, 06:31 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ეს აურზაური დაიწყო და მოვედით მის ლოგიკურ დასკვნამდე პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ დოკუმენტალურ მასალას 2 ფოტოგრაფი აფიქსირებდა (ვიდეო გადაღებიანად), მე რა მასალებიც მაქვს დავდებ, მეორე კამერის მასალები ჩემთან არაა ასე რომ დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დავდებ იმას რაც არ მაქვს, თუ მომაწვდის მისტერ იუზა, ან ჯორჯიკა ჩემი თავი ენაცვალოთ თუ არა და იქნებ მერე თვითონ მიამატონ. მაშ ასე როგორ დაიგეგმა ეს გასვლა პირველი გვერდიდან ირკვევა, აგერ მე-11 გვერდზე მოვრჩით ლაყბობას და გავედით კიდევ 2 გვერდის მერე რავარც იქნა ვწერ ამ რეპორტს. მაშ ასე გასვლა სტანდარტულად დილის 8 საათზე, სპორტის სასახლის მარჯვენა კუთხიდან, თუმცა გააჩნია საიდან დგეხართ და როგორ უყურებთ სპორტის სასახლეს, ვინც არ იცის და შემდგომისთვის რომ იცოდეს, უყურებთ სპორტის სასახლეს რომელიც თქვენს წინ დგას, წევთ მაღლა მარჯვენა ხელს და ამ ხელის მხარეს სპორტის სასახლეს კუთხე სადაც აქვს იქეთ მიამართებით მიაგენით? ძალიან კარგი. თუ მაინც ვერ მიაგენით კიდევ ერთ ჰინტს გეტყვით, ფოთოლა ხომ იცით სადაცაა და ყოფილი მორკინალი, მოკლედ მაგ მხარეს არა მაკდონალდი საითაცაა იმ მხარეს. ამჯერად მე შეხვედრის ადგილზე არ ვყყოფილვარ, პირდაპირ სახლში გამომიარეს სოხამ და კოკნარამ, მე დავემატე და ერთად გავედით კაკასთან, აეროპორტიდან კი გავეკიდეთ მთავარ ჯგუფს, რომელიც უკვე დაძრული იყო რუსთავისკენ. რუსთავში ჩასვლა... დიდი მოსაყოლი არაფერია, ჩვეულებრივი საუბრები, ძირითად ჯგუფთან გადარეკვა და ბოლოს საყვარელ და სტანდარტულ მინდორზე მისვლა. მოკლედ მივედით ჩვენს მონიშნულ ადგილზე (უკვე ბევრმა მოისაქმა გვერდზე ბუჩქებში და ხეებზე, ასე რომ ყველა ძაღლმა იცის, ჩვენი ადგილია ) და დავიწყეთ ჩვენი რაღაცეების გაშლა. ამჯერად უმეტესი ინსტრუმენტარიუმი ილარიონას ახლად შეძენილ ”პრიცეპში” იყო განთავსებული, რომელიც თაზოს მანქანაზე იყო ჩაბმული. ასე იყო თუ ისე დავიწყეთ გაშლა მინდორზე და პოზიციების მომზადება. ისე კი უნდა ვთქვათ, გემრიელად ციოდა. მთელი მინდორი მოყინული იყო და თრთვილით იყო დაფარული. თუმცა მერე ნელ-ნელა მოდნა ყველაფერი. ამინდი კი გადასარევი დაგვემთხვა, ყოველ შემთხვევაში დილიდან. ამ თვითმარქვია პრეზიდენტს ხომ უყურებთ? ჰოოდა ხელში თუ იცით რა უჭირავს? მოკლედ ამ კუკუობას ატრუალებ, ატრუალებ და ის კიდო ჰაერს უბერავს და უბერავს.... ტექნოლოგიური ცეცხლის გამაჩაღებელია, აღარაა საჭირო სულის შებერვა და გაზეტების ქნევა იმისათვსი რომ ცეცხლი გააჩაღო ცოტახანში შემოგვიეერთდა მთავარი კაცი, ორგანიზატორი და სულის ჩამბერი... თან მოიყვანა ახალგაზრდა სპორცმენი (მამამისი არ ითვლება, ახალგაზრდა აღარაა ) და რა თქმა უნდა სექსი ბოი. სულ ცოტა დაგვჭირდა, უცემ დავდგით მაგიდები, ჩვენი ნაყიდი სამზერი მილი და წავიდა შეჯიბრი. შეჯიბრში მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ: 1) Norica_dragon 2) soxa 3) koknara 4) kaka8079 5) Name 6) Devil 7) Geojorjika 8) Grigol 9) Ilariona 10) CZ80 11) Iorama 12) Ja_ja 13) Grigorich - აკა nika 14) Iuza 15) Tazo Lekso და მგონი amon-მა ბოლომდე სროლა არ დაამთავრეს ასე რომ ქულები ვერ მივიღეთ და ამოვაგდე სიიდან. ეს ამ ხალხის პირველი შეხება იყო PCP-სთან, და ოპტიკასთან არც არის გასაკვირი რომ თავიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა რომ ორივე დანებდა დროზე ადრე შეჯიბრს. მოკლედ ასე იყო თუ ისე შეჯიბრი მიმდინარეობდა. კარგი კი ის იყო რომ ნიავი არ იძროდა თავიდან, სანამ მაგიდასთან Iorama არ დაჯდა... ოო აი ამ მომენტიდან გაიჩითა ქარი და ყველაფერი აურია მოკლედ ყველა თავიდან ცდილობდა დროზე მოეცილებინა შეჯიბრი რომ შესაძლებლობა ჰქონოდა სანადიროდ გაქცეულიყო, ან ლუდი გადაეკრა. პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ რომ Ja_Ja, Kaka8079 და Soxa ცდილობდნენ, ერთერთი დაბრედილი HW100-ის აღდგენას საველე პირობებში. ანუ სახლიდან წამოვიღე ინსტრუმენტების ნაწილი იმ იმედად რომ მხოლოდ დასაშლელ ასაწყობი იქნებოდა თოფი (როგორც კაკა-მ მითხრა რამდენიმე ტყვია იყო ლულაში ერთად გაჭედილი). აღმოჩნდა რომ ლულაში იყო 7 თუ 8 ტყვია, გადამშვებ მიმწოდებელში 3 ტყვია, გარდა ამისა გაღუნული იყო მიმწოდებლის ბერკეტი და ავოეეე, მოკლედ მარტივი დაშლა აწყობა გარდაიქცა სერიოზულ საჩალიჩო საქმედ რომელსაც წესით სახელესნოში უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ხომ იცით რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები , ყინვაში და ტრიალ მინდორზე მოვახერხეთ ყველაფრის დაშლა და აწყობა ესეც მინი ვიდეო ჩანაწერი თუ რა პირობებში მიმდინარეობდა ლეგენდარული HW100-ის აღდგენა ტყეში , მაგარი სისულელე გავაკეტეთ ცხოვრებაში მეორედ ასე აღარ ვიზავ, ამ სახელოსნო ან საერთოდ არ ღირს გაკეთება. ხან ჩაქუჩი არ გაქვს, ხან ბრტყელტუჩა, ხან ღერძი.... მოკლედ სისულელეა ასე ჩალიჩი, თუმცა ამ ჯერზე გაგვიმართლა და თოფმა აწყობის მერე ჩვეულებრივად ისროლა. ეს კი აწყობის მერე როგორ მუშაობს თოფი. მოგვიანებით კი მოხდა საშინელება. მთავარმა ორგანიზატორმა დაიწყო ქრთამის აღება, და შემდეგ გადახდილი ქრთამის მიხედვით საპრიზო ადგილების გადათამაშება... მაგრამ მე რისთვის ვიყავი ადგილზე? ვიწერდი ყველა მონაწილეს და გადავარჩინე ჩვენი ჩემპიონი რომელმაც ქრთამი ყველაზე გვიან გადაიხადა . მაშ ასე სანამ დანარჩენი მონაწილეები, ისე რა პლინკით ერთობოდნენ, ზოგი ნასოს ბერავდა გახეთქვამდე და ზოგის, საჭმელ სანოვაგეს ალაგებდა და ამზადებდა... ჩუმად დავჯექი და ყველას ქულები ჩამოვაჯამე. სანამ ქულებს დავწერ, მანამდე დავძენ რომ ამ შეჯიბრზე შემოვიღეთ ახალი წესი, მონაწილე რომლის ნასროლშიც იქნებოდა 4 ან 6 ტყვია (ყველაზე ხშირი შეცდომაა შეჯიბრებების დროს), ან მეტი ან ნაკლები, მიიღებდა 30 მილიმეტრს ჯარიმის სახით თითოეულ სამიზნეში. შედეგად დისკვალიფიცირებული ხალხი აღარ იქნებოდა და.... მოკლედ მონაწილეთა სია და გამარჯვებულები: 1) Norica_dragon – 20.5+15.1+24.54+23.30=83.44/4=20.86 2) kaka8079 – 34.2+19.7+20.3+25.1=99.3/4=24.82 3) Ja_ja - 22.4+35.4+23.6+26=108/4=26.85 4) Devil – 21.5+28.5+39.6+19.2=108.8/4=27.2 5) Koknara -27.9+29.5+27.9+29.1=114.4 /4=28.6 6) Geojorjika – 25.3+29.3+27.2+34.5=116.3/4=29.07 7) Iorama – 38.6+31.3+18.9+33.8=122.6/4=30.65 8) Tazo – 38.8+31.4+27.1+45=142.3/4=35.57 9) Grigol – 33.7+36.8+39.6+40.8=150.9/4=37.72 10) Soxa – 37.5+31.6+42.13+40.75=151.98/4=37.99 11) Grigorich – 49.2+28.4+30.3+66.7=174.6/4=43.65 12) CZ80 – 36.9+61.15+55.7+26=179.7/4=44.92 13) Ilariona – 61.3+40.1+34.5+52.5=188.4/4=47.1 14) Iuza – 66.8+60.5+58.9+46=232.2/4=58.05 15) Name – 80.2+66.8+70.4+83.8=301.2/4=75.3 მგონი ცოტა ძნელია ამხელა მასივი ინფორმაციის გადაღეჭვა, მაგრამ იმედია გაარკვევთ. სადღაც 2 საათი იყო რიდესაც ყველაფერი მოვრჩით და გადავედით შეხვედრის მეორე და განსაკუთრებით კი გემრიელ ნაწილზე. ნაწილი ამ დროს სანადიროდ გაეშურა, ნაწილს უკვე მონადირებული ჰქონდა... აგუზგუზდა ცეცხლი, და ამჯერად ცეცხლთუხუცობა ილარიონამ იკისრა. გამოეყო ძირითად ჯგუფს და.... თუმცა პერიოდულად ამ საქმეს ჟორჟიკა ართმევდა ხოლმე , მაინც პრეზიდენტია კაცი ჰოო მართლა სტანდარტულ მწვადს და ყველი პურს შეემატა ილარიონას და თაზოს მიერ კინკრიყოში ხელის წავლებითა და წამოყვანით მოყვანილი კურდღელი და იხვი. აი ჩაკურდღლული გამოიდა და ხელები ჩაიტკბარუნა ხალხმა, მარა იხვი იწვა იწვა და ბოლოს ვინ შეჭვა და შეჭამა აღარ მახსოვს... ნუ ახლა სამზარეულო საქმიანობაში ჩვენი გლავნი მზრუნველი ისევ და ისევ იორამა იყო, მაგ კაციას გარეშე რაცხა ვერაფერი ჩადის კუჭში, იცის კაცმა და ჰა ყველაფერი ეს ისე იყო გადახლართული რომ ამის აღწერა ცოტა არის იყო ძნელია, ამიტომაც ისევ და ისევ ვიდეო ჩანაწერს გთავაზობთ. ამასობაში საქმეში ჩაერთო ჩვენი ჩემპიონი მისტერ ნორიკა, რომელსაც უკვე თავისი ახალი ლულა აღარ აკმაყოფილებს და უფრო და უფრო... მოკლედ უფრო ძლიერი ლულა უნდა , მაგრამ მანამდე ექსტრემალიზმმა გაიღვიძა და სურვილმა რომ ყველა დაეჩაგრა შედეგად მოინდომა 150 მეტრზე პინგ-პონგის ბურთის მოკვლა. როგორც ისტორიის მემატიანეს მომიხმო გადასაღებ მოედანზე და.... ამასობაში ხალხში ექსრემალიზმის სხვა წიკებმაც გაიღვიძა, კერძოდ თაზომ მოინდომა გაეტესტა შესძლებდა თუ არა მისი 2 ლულიანი 12 კალიბრიანი თოფი 5 ნომერი საფანტით პროლაითის კატალოგის გახვრეტას.... ჰოოდა დაიწყო ექსტემი მერე ამ საქმეში სოხა ჩაერთო 16 კალიბრიანით და კარტეჩით და.... მოკედ ჯობია ესეც ვიდეოშჳ ვნახოთ მერე უკვე მწვადებმაც მოგვისწრო, სუფრაც გაიშალა, დასალევიც და საჭმელიც ოხრად იყო და წაიდა..... ესეც ტავარიშჩ ორგანიზატორი, თვითონ ამზადებს, თვითონ ჭამს და თვითონ კაიფობს ზოგიერთმა ვიტამინებს მიყო ხელი, სხვათა შორის მეც. აბა ტყუილა ვყიდე 1,5 კილო სტაფილო თევზი მაინც არ ვიყიდეთ და იდეაში ზედმეტიც, იყო, მარა სტაფილოს გაფუჭება უაზრობა იყო, მითუმეტეს რომ დოხრენა ვიტამინი და მინერალია, ასე რომ დიდი სიამოვნებით მივირთვით. ბოლოს ცეცხლში შემწვარი კარტოფილიც გამზადდა და ყველამ დააგემოვნა, ისევ და ისევ თავიდან თევზისთვის შევიძინეთ, მაგრამ თევზის გარეშეც მშვენივრად წავიდა ამასობაში ჩვენს ექსტრემალ ნორიკას კიდევ ერთხელ მოუარა თავში საკუთარი თოფის უპირატესობის ჩვენება, ამას სოხამაც შეუწყო ხელი გამოაძვრინეს ცარიელი არყის ბოთლები და ერთმანეთს აქეზებდნენ აბა მოდი 200 მეტრზე ვინ მოარტყავსო ბოდიში ბატონო ხარისხისთვის, 200 მეტრზე ზუმით გადაღებული თან ხელიდან მეტი უკეთესი არ გამოვიდა , ამიტომაც ჯობია ამ ვაი შეჯიბრებას ვიდეოზე შევხედოთ მოკლედ მე ახლოს მივედი, მაგრამ მსროლელებს ვერაფერს ვაგებინებდი, ამიტომაც KAKA-მ ჭკუა იხმარა და ტელეფონზე დამირეკა, მარა ამ ვაი მსროლელების კორექტირებაშჳ მგონი მთელი ბალანსი დახარჯა პრეზიდენტი და ორგანიზატორი ამასობაში მოუსხდნენ მაყალს და კაი გამოცდილი ამერიკელი ბომჟებივით თბებოდნენ, პრეზინდტი ქაღალდებს არ ინანებდა ცეცხლის გასაჩაღებლად, ორგანიზატორი კი რაღაც ქიმიურ ნაერთს, მარა შედეგად მაინც ორივე იყინებოდნენ საღამოს კოცონთან შემოჯდომა და თავგადასავლების მოყოლა... ბოლოს კი აშლა და ჩალაგება თუმცა დამავიწყდა მატრიციდან ნეომ გამოგვიარა კოვზით ხელში ბოლოს პრეზიდენტმა დააწყნარა და ხელი ჩამოართვა - კი მჯერავს რომ ნამდვილად ნეო ხარო და ასე დავიშალეთ ბატონო ჩემო... ჭირი იქა ლხინი აქა... ახლა კი პრეზიდენტს ველოდებით როდის დაყრის სურათებს
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 06:59 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
კარქეა... რეპორტიც და გასვლაც...
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 07:04 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ხვალიუ ხვალიუ
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 07:11 PM
პოსტი
#4
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
geojorjika ხვალიუ კი არა სურათები მოიტა შე კუკუ შენა
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 07:12 PM
პოსტი
#5
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 526 რეგისტრ.: 24-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI წევრი №: 336 ქალაქი:თბილისი |
კარგია!
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 07:20 PM
პოსტი
#6
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 08:11 PM) ხვალიუ კი არა სურათები მოიტა შე კუკუ შენა +1
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 07:20 PM
პოსტი
#7
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
ოო მშვენივრად გაგიტარებიათ დრო ძალიან გუუდ ე.ი. ყველა არყის ბოთლი ცოცხალი გადარჩა იმ 200 მეტრზე?
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 08:06 PM
პოსტი
#8
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,141 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 286 |
ციტატა(Power_VANO @ 10th December 2011 - 08:20 PM) ყველა არყის ბოთლი ცოცხალი გადარჩა იმ 200 მეტრზე? არა ვანიჩკა, ყველა ვერ გადარჩა. 2 ცალი დაიმტვრა და დანარჩენები მაგრად შეშინდნენ. ცოტა ძნელი გამოდგა 200 მეტრზე სროლა, მილდოტები კი არა, ოპტიკებიც არ გვყოფნიდა. 4 გადიდებაზე ბოლომდე ავწიეთ და ძლივს მივაწიეთ ტყვიები.
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 08:32 PM
პოსტი
#9
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
კარგად გაგიტარერბიათ დრო ყოჩაღ ბიჭებო. პრიზიორებს ვულოცავ საპრიზო ადგილებს, განსაკუთრებით ავთოს, საღოლ შენ, მაგრამ მაინტერესებს აკაკის და ჯაჯა შედეგები რა ფიშტოდან იყო გაკეთებული და რა წონის ტყვიებით.
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:25 PM
პოსტი
#10
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ისეთი დრო გიტარებიათ მე რომ მიყვარს. აბა მე მაგ დროს კოსტუმით და გალსტუკით ვიწონებდი თავს. ჯაჯა მაგ მონაცემებს თOფები მიაწერა უფრო გასაგები რომ იყოს გამარჯვების მიზეზები.
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:28 PM
პოსტი
#11
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 |
კაია გასვლაც და რეპორტიც და ისიც მომეწონა სატრიალო რომ იყო ილარიონას რომ უჭირავს და ცეცხლს უბერავს კაი რამეა
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:39 PM
პოსტი
#12
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ გამიხურეთ რა საქმე ის მიაწერე, ეს რითი გააკეთეს... ზოგი რომ კოსტუმით ხართ, ზოგი საქეიფოთ ზოგი ჯარშI და ზოგი უქეიფოთ იმის ბრალია ეგ, წამოსულიყავით და მორჩებოდა საქმე არ დაგაქცევდათ 20 ლარი. უუუხ! ამაბუინეს 1) Norica_dragon – 20.86 - AA s510 (JSB 15.9) 2) kaka8079 – 24.82 - Marauder (CP 10.5) 3) Ja_ja - 26.85 - Steyr (JSB 10.2) 4) Devil – 27.2 - Marauder (CP 10.5) 5) Koknara -28.6 Discovery (H&N Sport 7.5) მგონი ამას ისროდა არ ვიცი ზუსტად 6) Geojorjika – 29.07 - Marauder (CP 10.5) სირცხვილი და თავის მოჭრა ისროდა დევილის თოფით, თავისი ძმამ დაახია 7) Iorama – 30.65 - არ მახსოვს რითი ისროდა 8) Tazo – 35.57 - მგონი ილარიონას HW100 (JSB 10.2) 9) Grigol – 37.72 - Discovery (ტყვია არ ვიცი) 10) Soxa – 37.99 - Marauder (CUM 14.3) 11) Grigorich – 43.65 - Discovery (ტყვია არ ვიცი) 12) CZ80 – 44.92 - Marauder (CP 10.5) 13) Ilariona – 47.1 - HW100 (JSB 10.2) 14) Iuza – 58.05 - HW100 (JSB 10.2) 15) Name – 75.3 - Hatsan AT 44-10 (JSB Monster 13.4) ახლა დაკმაყოფილდით?
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:46 PM
პოსტი
#13
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 10:39 PM) ახლა დაკმაყოფილდით? ეს უკვე რეპორტს დაემსგავსა თორემ ქეიფის ამბები უფრო წინა პლანზე იყო ვიდრე შეჯიბრის.
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:52 PM
პოსტი
#14
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
ციტატა(ja_ja @ 10th December 2011 - 10:39 PM) 5) Koknara -28.6 Discovery (H&N Sport 7.5) მგონი ამას ისროდა არ ვიცი ზუსტად აი ძმაო კაცი ამას გავიძახი რახანია და არაო დისკო სპორტულში ვერ გავაო
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:54 PM
პოსტი
#15
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ციტატა(bazuka @ 10th December 2011 - 10:52 PM) აი ძმაო კაცი ამას გავიძახი რახანია და არაო დისკო სპორტულში ვერ გავაო ეგ მეც უნდა დამეწერა.მართლაც სახეზეა კოკას პროგრესი.
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:59 PM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
bazuka ეე ერთი Daviti ვერ წამოვიყვანე რა ვერცერთ ეგეთ გასვლაზე, აი მაგის დისკო იზამდა თუ იზამდა.....
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 10:04 PM
პოსტი
#17
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
გასვლა იყო მშვენიალური ისე, სიაზე იკაიფეთ, გერმანელი ნაშოჩკები რომელ ადგილებზეა (ხოხოხოო,ეხლა ახტებიან ვერიკოს მფლობელებიი ;D
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 10:04 PM
პოსტი
#18
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
ja_ja აი მსგავსი მაგალითები რაც მეტი, მითუფრო უკეთესი რადგანაც ქარხნული და სპორტი მაინცდამაინც არათავსებადი ცნებებია რაც მეტი მიხვდება მაგას, მითუფრო განვითარდება ქართული პნევმოსივრცე
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 10:05 PM
პოსტი
#19
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
მდააასსს.... მოკლედ, მაშინ ხომ ვინანე რომ არ წამოვედი, ეხლა მთლად ჭრილობაში მარილივით მომხვდა ეს რეპორტი. კი ვიფიქრე არ წავიკითხავ, გული რომ არ დამწყდეს მეთქი, მაგრამ თემის სათაურის გასწვრივ დაწერილ ავტორის ნიკს რომ შევხედე, ვიფიქრე: ჯანდაბას ჩემი თავი, გასვლაზე თუ გული დამწყდება, რეპორტით მაინც ვისიამოვნებ მეთქი... ნუ, ja ja-ს დაწერილი, როგორც ყოველთვის.... ხოო და, როგორც ყოველთვის, რეპორტი მშვენიერია. მაგარია არა, ძალიან მაგარია... გასვლა კიიიი... გასვლა მართლაც რომ ძალიან, ძალიან მაგარი გამოგსვლიათ, Mr. cz80-მა კი მითხრა, ბევრი დაკარგე და გამოტოვე რომ არ წამოხვედიო, მაგრამ ეხლა ეს რომ წავიკითხე და სურათები ვნახე, მთლად დავრწმუნდი. ნუ, ყველაზე ძალიან ალბათ იმაზე მწყდება გული, გამარჯვებული ნორიკას ბედნიერი სახის დანახვა რომ გავმაზე, თან სურათებზეც არ ჩანს მოკლედ, ვინც იყავით, ყველას გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი. ნორიკას კი განსაკუთრებით ვულოცავ, ყოჩაღ ავთო!
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 10:06 PM
პოსტი
#20
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
cz80 ეს კიდევერთხელ ამტკიცებს უკვე მრავალჯერ დამტკიცებულს რომ, გენიოსი იბადება საუკუნეში ერთხელ, დანარჩენი უკვე მუხლჩაუდრეკელი შრომის შედეგია უბრალოდ ზოგს მეტი შრომა უნდა ზოგს ნაკლები
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:16 PM |
Hosted by Pro-Service |