გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ჩემი დისკოთი ნადირობის I რეპორტი, ლოქეიშენ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტყე
Davitus
პოსტი Jul 1 2009, 11:09 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



ამ რამოდენიმე დღის წინ, წავედი თბილისის ზღვისკენ, გოგოები დავყარე მზეზე დასაბრაწად, და მე ჩემი დისკოთი გავემართე, იქვე არსებულ ტყეში, მინდა გითხრათ რომ სავსე იყო ყვავებით და კაჭკაჭებით.
სამწუხაროდ შენიღბული არ ვიყავი, პირიქით მაისურიც შედარებით ღია ფერის მეცვა, გახდას აზრი არ ქონდა, მაინც "ბელასნეჟკასავით" მაქვს, ჯერ მზეთუნახავი კანი biggrin.gif

მოკლედ ბევრი რა გაწვალოთ და პირველი გადავეკიდე კაჭკაჭებს, ძალიან ბევრნი იყვნენ, ზოგი სად იჯდა ზოგი სად, მაგრამ მიპარვა იქით იყოს და, თოფის მიბჯენასაც ვერ ვასწრებდი რომ ადგილს ინაცვლებდნენ, (კაი პროფესიონალი სნაიპერებივით, ერთს დაიჩხავლებდნენ და წამში ადგილს იცვლიდნენ) მიპარვით კი ძალიან ძნელი იყო მიპარვა, კარგად დავიტანჯე, რამდნჯერმე მიზანში ზუსტი ამოღებისთვის დრო გავწელე და სამიზნე გამექცა... მოკლედ სხვა ტაქტიკის შერჩევა გადავწყვიტე, ანუ როგორც კი დავინახავდი კაჭკაჭს, მიზანში ამოღება და სროლა ერთი უნდა ყოფილიყო...

ამ დროს ჩემს წინ ხეზე დაფრინდა კაჭკაჭი, ოპტიკის ჯვარში მოვაქციე თუ არა მაშინვე გამოვკარი სასხლეტს... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, სამიზნე მოცელილივით დაეცა

მანძილი დაახლოებით იყო 20-25 მეტრი



ჭრილობა გამჭოლი იყო, შემავალი ტყვია მკერდის ქვემო უკიდურეს მარჯვენა კვადრანტში, გამომავალი - ზემო კიდურის შესახსრების ადგილას, შესახსრება დაზიანებული! სპეციალურად გავკვეთე:დაზიანებული ქონდა - გული, ღვიძლი, ნაწლავების მთელი სისტემა, ჩიჩახვი
სიკვდილი - მომენტალური

(გაკვეთის სურათი სპეციალურად არ გადავიღე, ზოგიერთი მიზეზების გამო)

განვაგრძე გზა...

პარალაქსის გასწორების დროს, შემთხვევით შევნიშნე შორ მანძილზე მჯდომი ნაძვის ტოტის ფერი ობიექტი, ჩიტზე ოდნავ დიდი (როგორც ოპტიკით მომეჩვენა) ინტერესის გულისთვის, კარგი მიბჯენით და ხანგრძლივი დამიზნებით მოვახდინე საკმაოდ თავდაჯერებული გასროლა, ჰორიზონტალური ტრაექტორიით, დაახლოებით 100-110 მეტრის მანძილზე. ოპტიკითვე დავინახე როგორ გადმოვარდა ტოტიდან უკვე საკმაოდ დიდი ზომის ფრინველი, მისვლისას ოფოფი აღმოჩნდა sad.gif ძალიან შემეცოდა, წარმოუდგენლად ლამაზი იყო



ჭრილობა მიყენებული ქონდა ორივე ქვემო კიდურებზე და მარცხენა ფრთის შესახსრების ადგილას,(ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე ტყვიის სავარაუდო ტრაექტორია მოხვედრის შემდეგ) მისვლის ადგილზე ჯერ კიდევ იყო სიცოცხლის ნიშნები, ფაქტიურად სულს ღაფავდა, შემეცოდა და საკონტროლო გასროლით გავუადვილე ამ წუთისოფლის დატოვება


ამის შემდეგ, მივადექი რაღაც მინის სათბურებს, იქვე შორიახლოს დავჯექი წყლის დასალევად, წყლის დალევას მოვრჩი თუ არა ზურგზე დამეცა რაღაც წარმოუდგენლად საზარელი კონსისტენციის და აღნაგობის მქონე "ცოცხალი არსება" ინსტინქტურად წამოვხტი და ხელის ქაოსური მოძრაობით მოვიცილე, აზრზე რომ მოვედი, დავაფიქსირე, საკმაოდ მოზრდილი-მოსუქებული მწვანე შეფერილობის ხვლიკი, რომელიც გაუნძრევლად იყო გაშეშებული და მე მიყურებდა (ახლაც მაჟრიალებს ტანში) ხვლიკები ხელით ბევრი დამიჭერია მაგრამ ეს რაღაც "საზიზღრად დიდი ზომის" იყო, პირველი რაც გავიფიქრე დავახლი თქო ტყვიას, გადავტენე დისკო და დამიზნება ვცადე, მაგრამ იმდენად ახლო იყო რომ პარალაქსი არ სწორდებოდა, იმის გამო რომ ხვლიკი არ ინძრეოდა ადგლიდან, გადავწყვიტე დავშორებოდი და ოპტიმალური მანძილიდან მესროლა,
გადავთვალე 10 მეტრი და დაფიქსირების გარეშე გავისროლე მისი მიმართულებით, ხვლიკმა მგონი სამმაგი სალტო გააკეთ და იქვე დაებრეხვა

ჭრილობა მიყენებული ქონდა ყელის არეში, პრაქტიკულად ყელი ქონდა ტყვიისგან გამოღადრული, სივდილი რამდენიმე წამში დადგა!



... ცოტა აზრზე მოვედი და, ზღვის "პლიაჟზე" დაბრუნება გადავწყვიტე, დისკოზე მანომეტრი 1400-ს აჩვენებდა, კიდევ მინდოდა სროლა, მაგრამ არარ გავაგრძელე გზა და უკან გამოვბრუნდი, უცებ დიიიდი ნეკერჩხლის ხის კენწეროებიდან ყვავების გაბმული ყრანტალი მომესმა, ხმის მიხედვით დიდი ჯგუფი უნდა ყოფილიყო, პოზიცია იმდენად ხელსაყრელი მქონდა რომ, უახლოეს ნაძვის ხესტან მიპარვიტ ვერც ერთი ყვავი ვერ დამაფიქსირებდა, გულისფანცქალით მივუახლოვდი უახლოეს ხეს და დაზვერვის მიზნით ჩუმად ავიხედე წინ მდგარი ხიკენ, სულ მაღლა კენწეროზე იჯდა 3 ყვავი, მანძილი საკმაოდ შორი მომეჩვენა... მაგრამ ჩემი რა მიდიოდა... გადავწყვიტე ხეზე მიბჯენით მესროლა ზუსტი და გაწონასწორებული დამიზნებით, ამოვიღე მიზანში ერთი ყვანცალა, ის რომელი ყველაზე დაშორებიტ იჯდა დანარჩენი ორისგან, გულმკერდით შემსკენ იყო მოტრიალებული, და პირდაპირ მკერდის სერი სილუეტი ამოვიღე მიზანში, ვიფიქრე თუ ტყვიამ მიაღწია, გულმკერდის რბილ ბუმბულებში მაქსიმალურად გატანს თქო... რამდენიმე წამი, ჯვარი გავაშეშე და სასხლეტს ნელ ნელა გამოვკარი, მოკლედ გატკაცუნება და ყვავი პრაქტიკულად ადგილზე დაადუღა, და ზედმეტი ფრთების ქნევის გარეშე პირდაპირ გადმოეშვა იმ სიმაღლე კენწეროდან... ვერ წარმოიდგენთ რა სიამოვნება მივიღე...ახლაც მახსოვს ჩამოვარდნილი სხეულის ყრუ, მაგრამ მძიმე ზღართანით გამოწვეული ხმა...
ამასობაში მსხვერპლის გვერდზე მჯდომი ყვავი დაეჭვდა და აფრინდა, დაზვერვის მიზნით მცირე წრე მოხაზე, ამასობაში მე ისა დარჩენილი დაუნი ყვავი მყავდა მიზანში ამოღებული, რომელიც სიტუაციაში ვერ გაერკვა, ალბათ იმიტომ რომ განგმირული მოძმის ვარდნას მეორე ყვავი ეფარებოდა... ისევ მოკლე კასროლის ხმა და ანალოგიური ვარდნა განახორციელა მორე ყვავმაც, როცა ის ის იყო, მზვერავი ეჭვიანი ყვავი ისევ დაჯდომას აპირებდა smile.gif ანუ პირდაპირ გაგმირვის სცენას შეესწრო თავისივე ცხვირწინ (თუ ნისკარტის წინ) მოკლედ გაოგნებულმა და შეშინებულმა, არც აცია არც აცხელა, ისეთი "ისტრიბიტელური" სიჩქარით მოკურცხლა მგონი ტყვიასაც ვერ დავაწევდი ზუსტად რომც მესროლა biggrin.gif

მანძილი ზუსტად ვერ დავთვალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ 70 მეტრზე ნაკლები ნამდვილად არ იქნებოდა, ეს უხეშად, შეიძლება მეტიც იყო...



პირველ სამიზნეს, გამჭოლი ჭრილობა ქონდა არ გამიკვეთია, ცემი აზრით ზუსტად ცენტრში მოხვდა, შევიდა, ხერხემალი გადატეხა და გამოვიდა. იმდენად სუფტად იყო ეს ყველაფერი რომ სისხლის კვალი ძნელად ემჩნეოდა...

აი მეორეს სხეულში ტყვიის ბალისტიკა მეტად საინტერესო იყო, ტყვია სადრაც მენჯში იყო შესული, იქ სადაც ბარკალი ეწყება, და გამომავალი ჭრილობა ვერ სევნიშნე, სამაგიეროდ ნისკარტიდან საკმაო ოდენობის სისხლი მოხეთქავდა, ეტყობოდა რომ არტერია ქონდა დაზიანებული, ამან დამაინტერესა და ჩაკარტოჩკების შემდეგ დავიწყე გაკვეთა:
საკმაოდ რბილი ადგილი ეპოვა ტყვიას, რაც არის ბარკალსა და ტანს შორის არსებული რბილი ადგილი, ლანცეტის ერთი მსუბუქი მოსმით ადვილად გაიჭრა, ტყვიას ვერტიკალური კვეთა ქონდა გაკეთებული და გაჩხერილი იყო კისრის მალებში, სანამ არ დავანაწევრე ნაკუწებად ვერ ვიპოვე, მოკლედ ვინმეს რომ იმ მომენტში ვენახე, ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა ალბათ

როგორც იქნა წყალსაცავის ნაპირებზე ჩავედი, ჩემი საქმიანობის შესახებ, რათქმაუნდა სუსტი სქესის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია, სყალსაცავში შევნიშნე მცურავი ცხოველი, მომცრო იხვას გავდა მოყვანილობით, ჩაყვინტავდა და 10 მეტრში ამოყვინტავდა, დაშორება 40 მეტრამდე იყო, მაგრამ სულ მოძრაობდა და ძნელი სასროლი იქნებოდა, თან ხალხი იწვა ბევრი იქვე და მოვერიდე ხალხში პნევმატიკით სროლას...

ამ გასვლას შეეწირა: 16 ტყვია, დაახლოებით 30 ატმოსფერო ჰაერი, 2 წყვილი სამედიცინო არასტერილური ხელთათმანები, 1 ცალი სკალპელის წამოსაცმელი პირი #5, 4 ლიტრი ბენზინი biggrin.gif

გმადლობთ რომ ბოლომდე წაიკითხეთ biggrin.gif (თუ მარტო სურათები ნახეთ? biggrin.gif ) მოკლედ, ენივეი გმადლობთ !
biggrin.gif

პ.ს. ბოდიშს გიხდით სურათების ხარისხზე, აგრეთვე ტექსტში შესაძლო გრამატიკული და სხვა შეცდომებისთვის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jul 1 2009, 11:18 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



Davitus
ნუ სიტყვები არ მყოფნის, მუალაძეც smile.gif , საღოლ შენ, საღOლ ფიშტოს , ძალიან მაგარი რეპორტია , ეს ერთი და სხვა მრავალი , ბედნიერი ვარ რომ მეც დისკოს მფლობელი ვარ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Jul 2 2009, 12:01 AM
პოსტი #3


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



Davitus, მმმაგარია!! აპლოდისმენტები შენც და დისკოსაც! უკვე დღითიდღე უფრო და უფრო მინდება ეს ფიშტო რა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Gigabyte13
პოსტი Jul 2 2009, 01:14 AM
პოსტი #4


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 857
რეგისტრ.: 11-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 66
ქალაქი:თბილისი



შესანიშნავი რეპორტია! აღტაცებას ვერ ვმალავ! ბრავო ესკულაპ დავითუს!
დალაგებული, პროფესიონალური, ტაქტიანი! არც ვივისექციამ ჩაიარა სარგებლის გარეშე smile.gif
უბრალოდ 2 ადგილას ტერმინნოლოგიას აარიდე თავი- ფილტვის
სინუსი და ფასცია. გაკვეთასაც ავიტანდით, რა ქათამი გამოგიშიგნია
და რა ყვავი biggrin.gif მესმის ამ გვერდის იმიჯები რომ დაგედო მართლაც მოსარიდებელი
იქნებოდა .
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

სასამართლო ექსპერტიზა ყოველთვის მიტაცებდა smile.gif

პატივისცემით
დოქტორ განიბალ ლექტორი
(შუტკა)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
parna
პოსტი Jul 2 2009, 01:33 AM
პოსტი #5


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,984
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 9



:blink: :blink: საღოლ დავითუს მარა არგინდა თბილისის ზღვაზე -_-
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 2 2009, 08:10 AM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვაააა, მაგარი ნადირობის რეპორტია მალადეც. I'm impressed

განსაკუთრებით თვალები დავჭყიტე გაკვეთა რომ ახსენე იმ მომენტზე smile.gif ბოლოს სამედიცინო ხელთათნამებიო და...

უკაცრავად თქვენ სანადიროდ იყავით თუ თავიდან იმ მზეზე დაყრილი გოგოებისთვის პლასტიკური ოპერაციის ჩატარებას აპირებდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Gigabyte13
პოსტი Jul 2 2009, 11:52 AM
პოსტი #7


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 857
რეგისტრ.: 11-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 66
ქალაქი:თბილისი



ja_ja
+1 ჩაგეთვალა! biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 2 2009, 12:04 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ისე ოფოფს ვუყურებდი ახლა და მაგრა შემეცოდა. არ იყო მაი გასაწირი ჩიტი. ამიტომაა ოპტიკაზე 9x-ი რომ არ მინდოდა, უნდა დაინახო ზუსტად ვინ გყავს მიზანში.

დიდ დისტანციაზე, პატარა მიზნისთვის 9x-ი ცოტაა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Jul 2 2009, 12:12 PM
პოსტი #9


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(ja_ja @ 2nd July 2009 - 12:04 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არ იყო მაი გასაწირი ჩიტი

+1
ნამდვილად კარგი რეპორტია.
მაგრამ ოფოფი და ხვლიკი... მეც მაგრად შემეცოდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Jul 2 2009, 01:27 PM
პოსტი #10


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



საცოდავი ხვლიკი sad.gif მაგისგან რა გინდოდა? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Jul 2 2009, 01:45 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



თავს გავიმართლებ smile.gif

ოფოფი (აქამდე არ ვიცოდი) ნაძვის ტოტის ფერია, და უშუალოდ გვერდიდან თუ არ უყურებ ან ფრტებს არ გაშლის, თითქმის შეუმჩნეველია, უბრალოდ ინტერესის გამო ვესროლე, თან შორიც იყო და ტან მაინტერესებდა რა არსება იყო

ხვლიკმა კი ისეთი შემაშინა, სულ არ ვნანობ მაგის მოკვლას, რას "მესხმოდა" თავს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 2 2009, 02:06 PM
პოსტი #12


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



Davitus
ბრავო დავით! მშვენიერი რეპორტია და მშვენიერი შედეგებიც! ბრავო!

აი საბოლოოდ "მომწამლეთ" რა biggrin.gif იმდენს ვიზამ, ლიტვიდან მინიმუმ დისკოს გარეშე არ დავბრუნდები biggrin.gif
აირსოფტი კარგია, მაგრამ ესეთ რამეებს იმით ვერ ვიზამ და...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 2 2009, 02:14 PM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 2nd July 2009 - 02:27 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საცოდავი ხვლიკი მაგისგან რა გინდოდა?

ნუ პირადად მე ხვლიკი არ მეცოდება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
margo
პოსტი Aug 12 2009, 01:39 AM
პოსტი #14


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 91



ისე კარგი იქნებოდა იგავარაკი რომ წაგეკითხათ მაიმუნზე და სათვალეზე!!!

თუ ნადირობის ჟინი გაქვთ მაინცდამაინც სანადირო თოფი იყიდეთ, ლიცენზია აიღეთ და ჰაიდააა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 01:48 PM
Hosted by Pro-Service