გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Geoffrey-Kolbe და JbmBallistics ბალისტიკური პროგრამები, განხილვა, გამოყენება.
MonSoon
პოსტი Mar 12 2020, 05:57 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით.

მინდა გაგიზიაროთ 2 საინტერესო პროგრამის შესახებ. რომლის მიხედვითაც თეორიულად მოახერხებთ სასურველი ფორმის, ზომის, კალიბრის, ბალისტიკის ტყვიის შექმნას და ამ ყველაფერს მოარგებთ სასურველი ლულის ტვისტზე. იგულისხმება სლაგები. ჩვეულებრივ მრგვალთავიან ტყვიებზე (პულკები, პელეტები) არ მუშაობს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც პნევმატიკაში ისე ცეცხლსასროლში მაღალ სიცქარეებზე. სიჩქარეების დიაპაზონია 150 მ/წამიდამ 1000 მ/წამზე მეტი.

2_ვე პროგრამა დაფუძნებულია Robert L. McCoy_ის ალგორითმზე. ვინ იყო McCoy ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ძალიან კარგი ნაშრომები ეკუთვნის გარე ბალისტიკაზე.

თავიდან ჩავაგდებ ორივე პროგრამის ლინკს. არ საჭიროებს გადმოწერას. პირდაპირ ონლაინ შეიძლება მუშაობა.


1).
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

2).
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



jbmballistics არის ძალიან კარგი საიტი. გარდა იმისა კეთებისა რაც ჩამოვთვალე, დამატებით კიდევ ბევრი ბალისტიკური ფუნქცია აქვს. ვინც არ იცის ძაან გამოადგება. არის ინფორმაცია ბალისტიკური კოეფიციენტის დადგენაზე. წიგნებზე, 3d პროგრამებზე და ა.შ. მთავარ გვერდზე გადასასვლელ ლინკს ჩავაგდებ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




მოკლედ სიტყვა რო არ გამიგრძელდეს საქმეზე გადავალ.

რა აქვთ საერთო და რით განსხვავება ეს 2 პროგრამა ერთმანეთისგან ?
2_ვე პროგრამაში დეტალურად უნდა იქნეს შეყვანილი სასურველი ან უკვე ცნობილი ტყვიის მონაცემები. სიგრძე, კალიბრი, ცხვირი კუდი და ასე შემდეგ. ქვევით ამ ყველაფეერს დამატებით განვიხილავთ.

geoffrey-kolbe_ს უპირატესობა ის არის რომ შესაყვანი პარამენტრები მოცემულია ნახაზის სახით, ამით მარტივდება ტერმინების გაგება.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




გარდა ამისა, პასუხს გადმოსცემს გრაფების სახით რაც ასევე ადვილად აღსაქმელია, მთავარია გარჩევა შეგეძლოს.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


jbmballistics_ის შემთხვევაში ეს ინფორმაციები ციფრების სახით არის გადმოცემული.


მემგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი და ამიტომაც პირდაპი შიდა მენიუს განხილვაზე გადავალ.

მოკლედ, საკუთარი გაკეთებული მაგალითის მიხედვით განვიხილოთ, რომელსაც ყველაზე მეტი ვუტრიალე. ეს არის .172 კალიბრის ტყვია. არ გეშლებატ 17 HMR_ს ვგულისხმობ. ლულა კი 9 ტვისტის იმიტო რო მეტი არ იშოვება. რა, როგორ და რანაირად ამაზე აღარ გავარგრძელებ. რატომ არ ავიღე ჩვეულებრივი 450 ტვისტიანი 4.5 კალიბრის ლულა ?? იმიტომ რომ 4.5 ის სლაგს ამ პროგრამაში ვერ ვუკეთებდი უკან კონუსურ ფორმას ე.წ. boat tail_ს. მიზეზი იყო ნელი ტვისტი. მოგეხსენებატ გრძელ ტყვიას უნდა უფრო სწრაფი ტვისტი. მეორე მიზეზი ის რომ 17 hmr არის ცეცხლსასროლი ტყვია და მინდოდა დაბალ და მაღალ სიჩქარეებზე განხილვა ყოფილიყო.

Boat Tail_შო ამას ვგულისმხობ. ტყვიის უკან შევიწროვებულ, ფორმას.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ესეიგი მაქვს ლულა რომელსაც აქვს ტვისტის რაოდენობა 1:9 ინჩი ანუ ჩვენებურად 1:228 სმ და მინდა რომ ამ ლულაზე მოვარგო სასურველი ტყვია. ან მაქვს უკვე გამზადებული ტყვია და მინდა რომ შევუსაბამო შესბამისი ტვისტის ლულა. ამისათვის შევდივართ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

სადაც გაიშლება რამოდენიმე ინფორმაცია. რომელთაგან მხოლოდ 2 გვაინტერესებს

Barrel twist - ტყვიის შედგენა და ლულა ზე მორგება ან პირიქით.
Drag curve to trajectory program – აქ უკვე შეგვიძლია ჩვენი შედგენილი ტყვიის ჩანახატი ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება, ასევე სასურველ ტვისტზე როგორ ზის სხვადასხვა სიჩქარეებზე და ასევე ამ ტყვიის ბალისტიკური მონაცემები.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



დავიწყოთ პირველით, Barrel twist. შევდივართ და მარცხნივ არის გამოტანილი უჯრები სადაც შეგვყავს ტყვიის მონაცემები, ყველა მონაცემის შეყვანა აუცილებელია გარდა Or Boat-tail angle (degrees) და ბოლო უჯრისა. მონაცემები შეგვიძლია შევიყვანოთ ინჩებში ან მილიმეტრებში. მარჯვენა მხარეს მონაცემებში უნდა მოინიშნოს პნევმატიკისტვის Soft lead, unjacketed bullets (11.4 gms/cc.), ეს ნიშნავს რომ ტყვია არის გარსის გარეშე და არის "შიშველი" ტყვია.
როგორც ზევით აღვნიშნე უკვე გაკეტებული ტყვიის მონაცემები მაქვს შეყვანილი.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



ვაჭერთ calculate_ს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შევეცდები მოკლედ ავხსნა რა მონაცემიც გამოიტანა.

ჩვენ ვიცით რო დიდი სიჩქარით გასროლილი ტყვიისთვის არსებობს ფრენის 3 ზონა. ეს არის supersonic (1700 მ/წ - 410 მ/წ), transonic (410 მ/წ - 270 მ/წ. მათ შორის არის ბგერის სიჩქარე 340 მ/წ) და subsonic (270 მ/წ და ქვევით). პნევმატიკისთვის სასურველი ზონაა subsonic ანუ 270 მ/წ_ის ქვედა სიჩქარეები.
სურათს თუ დავაკვირდებით ჩემს მიერ მინიშნებული ლურჯი ციფრი 1, არის 900 fps გადაკვეტილი 1,5 სტაბილურობის ფაქტორთან.
1.5 ითვლება ტყვია/ტვისტის შეფარდების იდეალურ კოეფიციენტად. ძველად იყო 1.2 მაგრამ ბოლო ცდების მიხედვით ოპტიმალურ ციფრად დღეს დღეისობით მიღებულია 1.5. არსებობს დიაპაზონიც რომლის ზონაშიც სიზუსტე არ გაუარესდება. ეს არის 1.3-1.5 მდე და 1.5-1.7 მდე კოეფიციენტები. ეს ყველაფერი ეხება პნევმატიკას და მის სიჩქარეებს. ხოლო ცეცხლსასროლზე იგივე გრაფაში მთელს supersonic ზონა უნდა ჩაჯდეს 2-2.5_ში. ესაც ფოტოში შეგვიძლია ვნახოთ ლურჯი ციფრი 2 და 3. ტყვიაზე ნებისმიერი მანიპულაციით შეგვიძლია ყველანარი მონაცემი შეიცვალოს. ეს უკვე პრაქტიკის ამბავია და მუშაობის.

კიდევ ერტი მომენტი პნევმატიკაზე. ლურჯი ციფრი 1_ით მონიშნული 900 fps და ქვევიტ ზონა როგორც დავწერე სასურველია რომ მოეცეს 1.5-1.7 ის გრაფაში, როგორც სურათზეა. 1.7 მტავრდება 500 fps_ზე , კიდესთან. ეს იმას ნიშნავს რომ 9 იანი ტვისტით ეს კონკრეტული ტყვია შეგვიძლია გავისროლოთ 270_250 მ/წამამდე. და იქნება კარგათ დაბალანსებული ამ ლულის მიერ.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


იგივე ტყვია/ლულა შეგვიალია გადავამოწმოთ jbmballistics_ში. მარჯვნივ კიდეში არის ის სტაბილურობის ფაქტორები რასაც განვიხილავდით
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




გადავიდეთ Drag curve to trajectory program_ზე. აქაც იგივე პრინციპიტ არის მონაცემები შესაყვანი და ზუსტად იგივე სიზუსტის. შევიყვანთ მონაცემებს და ვაჭერთ calculate_ს.

აქ უკვე ვხედავთ ჩვენი ტყვიის მიახლოვებულ, გამოხატულ ფორმას. მარჯვნივ კი არის სავარაუდო ბალისტიკური კოეფიციენტი და ტვისტი კონკრეტულ სიჩქარეზე. სიცქარე წერია mach_ის სახით. 1 mach უდრის 340 მ/წ_ს. ასევე ballistic_ზე დაჭერიტ გადავდივართ ამ ტყვიის ბალისტიკურ მონაცემებზე. ამაზე ოდნავ ქვევით განვავრცობ.
ამასთან ერტად კიდე ერთ ინფორმაციას გამოიტანს პროგრამა. ეს არის წინააღმდეგობის კოეფიციენტი (drag coefficient), ეს ციფრი რაც დაბალია მით ნაკლები წინააღმდეგობა აქვს ტყვიას. შესაბამისად ბალისტიკური კოეფიციენტიც მეტი აქვს. კარგ ციფრად ითვლება 0.23 მაგრამ ფოტოში ხედავთ რომ დაახლოევიბით 0.16_ზე დგას 0.4-0.8 mach ანუ სადღაც 150-270 მ/წამის დიაპაზონია.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



გავაგრძელოთ ballistic_ზე. აქ უკვე ტყვიის მონაცემებია ასახული. განხილვარ არ დავიწყებ.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




სულ ეს იყო. ყველაფრის დეტალურად განხილვა, აუტანელს გახდიდა წაკითხვისას. ძირითადები შევეცადე გადმომეცა. დანარჩენ კომენტარებში განხილვის ან მასზე მუშაობის შედეგად უნდა გაკეთდეს. პირველივეზე მარტივი საკეთებელი არ არის, ცოტა დრო უნდა შესწავლას.

აქვე დავამატებ ძირითად პარამეტრებს ტყვიისა, თუ საიდან უნდა დაიწყო და რა ზომებია გასათვალისწინებელი. მოკლედ რო ვთქვათ გამოსაძერწი ტყვიის ფორმა საიდანაც დაიწყებს ადამიანი მუსაობას.
პროგრამის ინგლისურენოვანი სიტყვებით დავწერ რო ადვილი იყოს სურათსაც დავურთავ.


PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


1) Bullet diameter (კალიბრი). მაგალითად 4.5 მმ.
2) Bullet length (ტყვიის მთლიანი სიგრძე).
3) Nose length (ცხვირის სიგრძე). სასურველი არაუმეტეს 3 ჯერ მეტი კალიბრისა ანუ 4.5x3=13.5 მმ. სტანდარტულად 30-150 % კალიბრის.
4) Meplat diameter (ცხვირის სიგანე) სასურველია არაუმეტეს 70 % კალიბრისა. სტანდარტულად 50%_ის ქვევით
5) Drive-band diameter - კალიბრის ზომა.
6) Base diameter (კუდის სისქე) სასურველი არაუმეტეს 65% კალიბრისა.
7) Boat-tail angle (degrees) გამოვტოვოთ. ავტომატურად წერს პროგრამა.
8) Boat-tail length - სასურველია არაუმეტეს 100 % კალიბრისა.

ჩამოთვლილთაგან ძალიან მგძნობიარეა 1 მმ_იან შეცვლაზეც კი 2. 4 და 6 პუნქტები.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
2 გვერდი V  < 1 2  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 33)
MonSoon
პოსტი May 14 2020, 02:05 PM
პოსტი #21


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



NRG
ციტატა(nrg123 @ 14th May 2020 - 02:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საინტერესოა, კონუსური ბოლოთი 4.5 არანაირ ტვისტზე არ ჯდება გიო?


კი გაუკეთდება სიტყვაზე 406 ტვისტზე მარა ტანისთვის ანუ ტყვიის კალიბრისთვის რჩება 1-2 მმ და მაეჭვებს. ცხვირიც საკმაოდ მოკლე და განიერი უკეთდება. მოკლედ სიმახინჯე გამოდის.

მაგ კალიბრში სხვა ტვისტი მახსენდება 230 იანი. 17 ჰმრ. მაგაზე კი გაუკეთდება კონუსური კუდი. თან საკმაოდ კარგიც გამოდის ვიზუალურად მთლიანი ტყვია და პარამეტრებიც კარგი აქვს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 14 2020, 02:08 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი May 14 2020, 02:33 PM
პოსტი #22


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



406 და 380 ტვისტები ხელმისაწვდომია ისე, როგორი გამოდის ტყვია ამ ტვისტებზე გვაჩვენე თუ შეიძლება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი May 14 2020, 04:33 PM
პოსტი #23


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



NRG
ციტატა(nrg123 @ 14th May 2020 - 03:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
406 და 380 ტვისტები ხელმისაწვდომია ისე, როგორი გამოდის ტყვია ამ ტვისტებზე გვაჩვენე თუ შეიძლება

380 ტვისტზე დავსვი და ესეთი გამოვიდა. 406 ტვისტიც წესით გაივრის ოღონდ 250-260 და ქვევიტ სიჩქარეებით. ცოტა კიდევ ხელის შევლება შეიძლება. უბრალოდ კალიბრი/ტვისტი არ იძლევა საშუალებას რო ბევრად უკეთესი გაკეთდეს.

4.5 კალიბრია.
სავარაუდო წონა 1.1 გრამი.
სავარაუდო BC 0.08 - 0.09 ოღონდ 280 მ/წ_დან დაბალ სიჩქარეებზე.

ესეთი აქამდე არ გამომსვლია, პირველად გავაკეთე მსგავსი მონაცემის. biggrin.gif biggrin.gif



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 14 2020, 04:36 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი May 14 2020, 08:09 PM
პოსტი #24


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



ციტატა(bedo @ 14th May 2020 - 05:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
406 ტვისტიც წესით გაივრის ოღონდ 250-260 და ქვევიტ სიჩქარეებით.

იდეალირი სიჩქარეა თითქმის ყველა 4.5 შეძლებს გასროლას თან კაი დიდი ჰპ დაეტევა ცხვირში და წონა შემცირდება, ჩემს თვალში ეს ფორმა პოტენციურია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი May 14 2020, 08:21 PM
პოსტი #25


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



NRG
ციტატა(nrg123 @ 14th May 2020 - 09:09 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იდეალირი სიჩქარეა თითქმის ყველა 4.5 შეძლებს გასროლას თან კაი დიდი ჰპ დაეტევა ცხვირში და წონა შემცირდება, ჩემს თვალში ეს ფორმა პოტენციურია

კი გასროლით კი გაისვრის უმეტესობა. ტანიც არ არის დიდი. ნორმალური მგონია.

ჰპ_თი წონა ალბათ 0.9–1 გრამზე ჩამოვა და ბკ_ც წესით 0.06_ს არ უნდა ჩამოცდეს. ბკ 0.06, 4.5_ში რავი მემოგნი ნორმალურია.

ისე კი შევინახე უკვე. რა იცი რა ხდება.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 14 2020, 08:22 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 14 2020, 10:05 PM
პოსტი #26


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



MonSoon აშკარად ჩვენი კანონმდებლობის გადამკიდე, 4.5 კალიბრის სლაგების თემა აქტუალური უნდა იყოს :დ მითუმეტეს რასაც ვუყურებ, ნსა და გრიფინი აკეთებს მილიონნაირ 4.5 სლაგებს. ხალხი ვაბშეც .17 კალიბრზე ერთობიან


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი May 15 2020, 10:24 AM
პოსტი #27


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ციტატა(MonSoon @ May 14 2020, 09:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
NRG

კი გასროლით კი გაისვრის უმეტესობა. ტანიც არ არის დიდი. ნორმალური მგონია.

ჰპ_თი წონა ალბათ 0.9–1 გრამზე ჩამოვა და ბკ_ც წესით 0.06_ს არ უნდა ჩამოცდეს. ბკ 0.06, 4.5_ში რავი მემოგნი ნორმალურია.

ისე კი შევინახე უკვე. რა იცი რა ხდება.

მოგესალმებით. თვიდანვე ავღნიშნოთ, რომ უაღრსად საჭირო და ფუნდამენტური საკითხზე ხართ შეჭიდებული და წარმატებებს გისურვებთ. ერთს დავაკონკრეტებდი, რომ ბკ-ს დათვლაში ( ფორმულაში ფორმის კოეფიციენტის კომპონენტის გაანსაზღვრისას) ერთ ერთი სიდიდე ჭურვის დიამეტრია (d). ჰპ რადგანაც ზედაპირის ფართს ზრდის, ამიტომ ბკ-ს გააუარესებს-გაზრდის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი May 15 2020, 10:37 AM
პოსტი #28


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ბკ კალკულატორში ჰპ-ცხვირებით ჭურვებს უფრო დაბალი კოეფიციენტი გამოსდით, მაგრამ რარაც ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ გამოთვლას და ეგ როგორ ხდება არ ვიცი. smile.gif ნაკადთან (ამ შემთხვევაში აირის ნაკადთან) შეხების ზედაპირი რაც უფრო მეტია, მით მეტია მისი შემაკავებელი შემაცერებელი მოქმედება და შესაბამისად ფორმის წინააღმდეგობის კოეფიციენტის მნიშვნელობა. ჰპ ზედაპირის ფართს ზრდის, შესაბამისად ზრდის ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობას მასში მოძრავი სხეულის მიმართ. კალკულატორში რატომ გამოდის რომ ჰპ-ს ბალისტიკური კოეფიციენტი უფრო დაბალი აქვს ეგ არ ვიცი. smile.gif
თუ რამე მოსაზრება გაქვტ ამ საკითხზე ბრძანეთ.
წარმატებები კიდევ და კიდევ!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი May 15 2020, 10:55 AM
პოსტი #29


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



ბკ მოიკლებს იმდენი პროცენტით რამდენითაც მოიკლებს ტყვიის წონა.

ჰპ აკლებს წონას შესაბამისად უარესდება ბკ_ს რაოდენობაც.

ეს მგონია მიზეზი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: May 15 2020, 10:56 AM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი May 15 2020, 03:20 PM
პოსტი #30


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ციტატა(MonSoon @ May 15 2020, 11:55 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ბკ მოიკლებს იმდენი პროცენტით რამდენითაც მოიკლებს ტყვიის წონა.

ჰპ აკლებს წონას შესაბამისად უარესდება ბკ_ს რაოდენობაც.

ეს მგონია მიზეზი.

ბკ ონლაინ კალკულატორში მასის მნიშვნელობას როდესაც არ ვცვლით და მასა იგივე რჩება, მაგ შემთვევას ვგულისხმობ. ანუ სხვა თანაბარ პირობებში, მხოლოდ ფორმის გრაფის ცვლილებისას ბკ-ს ამცირებს კალკულატორი. ეგ რატომ ხდება, მანდ არის გაუგებრობა. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი May 15 2020, 05:02 PM
პოსტი #31


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



რომელ ონლაინ კალკულატორს გულისხმობთ ???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი May 15 2020, 06:32 PM
პოსტი #32


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

მაგ. ეს კალკულატორი. მარტივია. ტემპერატურების, ზღვის დონიდან სიმაღლეების და ბევრი სხვა პარამეტრების შეყვანა არ სჭირდება. უბრალოდ შესადარებლად არის რამოდენიმე ფორმა ჭურვის; წონა და კალიბრი თავად შეგყავთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
vexam
პოსტი May 15 2020, 07:00 PM
პოსტი #33


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 402
რეგისტრ.: 9-August 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,195
ქალაქი:თბილისი



ან ეს.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


22ლრ ვაზნებში რომ აირჩევთ, ჰანტერ მატჩი 40 გრ უფრო დაბალი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს (0.130) - ვიდრე "ტყვიის მრგვალი ცხვირით" იგივე 40 გრ და იგივე "1200 Muzzle Velocity"-ით (0.138).
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
MonSoon
პოსტი May 15 2020, 07:35 PM
პოსტი #34


მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 685
რეგისტრ.: 27-May 17
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,267
ქალაქი:თბილისი



ნუ რავიცი. ერთი კონკრეტული მაგალითით ვერ ვიმსჯელებთ. წონა შეიძლება სხვა არის მარა ფორმა ოდნავ შეცვლილი. რას გაიგებს კაცი. ზუსტი პარამეტრი თუ იცის ვინმემ ტყვიის კიდევ შეიძლება საუბარი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 01:09 PM
Hosted by Pro-Service